You are on page 1of 2

დავით გურამიშვილი

1-2-3-4
1) ლეკთაგან დატყოება
2) ოდეს დატყოებულმან ურჯულოს ქვეყანას საყვარლის სახე და სურათერი ვეღარა ნახა
3) ტყვეობიდან გაპარვა დავითისა
4) შველა ღვთისაგან დავითისა
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ა. დასაწყისშივე შევყავართ თავის პირად თავგადასავლში გვამზადებს ტრაგედიის
მოსასმენად, რომლის მოსმენაც ადვილი არ არის..
- პარალელისთვის, თამაზ ვასაძე „არაამაყი ქართველი“-ში ამბობ.
ტიპიური ტრადიციული ქართველებისგან განსხვავებით, გურამიშვილს არ ეთაკილება
გაამხილოს საკუთარი შიში, უმწეობა, სისაწყლე, გამოჩნდეს გარეგან ღირსებას მოკლებული
და სასაცილოც კი“.
ბ. ორმოში, სადაც ის არის დატყვევებული, შემთხვევითი ადგილი არ არის.
- ორმოს აქვს არქეტიპები ბიბლიიდან, მაგალითად შემთხვევა, როცა იოსები ძმებმა ჩააგდეს
ბნელ ჭაში, რათა მიდიანელი ვაჭრებისთვის მიეყიდათ იგი.
- ასევე, არის ცოდვის ადგილი და გურამიშვილი არის განსხვავებული პიროვნება, რადგან
არასდროს ფიქრობს, რომ ორმო, ტყვეობა და ა.შ. მას არ დაუმსახურებია.
- ასევე, გამოცდის და განახლების ადგილი.. (ფიზიკურადაც, სულიერადაც).
პარალელისთვის : ( 13 ასურელ მამათაგან, შიომღვიმელი) - ორმოში ჩადიოდა
ნებაყოფლობით, რათა მასში ძველი კაცი მოეკლა და ამოსულიყო ახალიო,
შესაბამისად განახლების სიმბოლოდ გვევლინება.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გურამიშვილი ყოველთვის ღმერთის გვერდით არის და ლოცვა ყველგან შეიძლება,
სადაც ადამიანი ღმერთის გვერდით არის.
1. „ცხოვრებისა წყაროს ღარი“ - ამით გვაჩვენებს როგორ განიცდის თავის
მდგომარეობას.
- ცხონებისკენ მიმავალი გზა.
პარალელისთვის : გვახსენდება მომენტი სახარებიდან, როცა მაცხოვარი მოციქულს
(პეტრეს) ეუბნება, რომ იგი მას 3 ჯერ გასცემს და ამ ყველაფრის ახდენის შემდეგ, იგი მთელი
დარჩენილი ცხოვრება ტიროდა, შესაბამისად გაუჩნდა ღარები ცრემლისდენით.
თუმცა, იგი ამ ღარებმა გამოიწვია მისი ცხონება და სასუფეველში უპირველეს ადამიანთა
შორის დააყენა.

2. დიდი რწმენის და იმედის გამო, რომელიც მაცხოვრისგან ჰქონდა და


დარწმუნებული იყო, რომ უფალი მას სამშივდობოს გაიყვანდა.
- გურამიშვილმა ასეთი რწმენის ფონზე, შეძლო და ამოვიდა ორმოდან, გადაიარა ეკლები,
დასისხლული ხელ-ფეხით მოახერხა 10 დღე მშიერ-წყურვალს ერბინა სამშვიდობოზე
გასვლამდე.

3 - იგი წავიდა ჩრდილოეთსკენ (რუსეთისკენ) რამდენიმე იმედით.


1. რუსეთი იყო ქრისტიანული ქვეყანა, საიდანაც შემდგომში შეძლებდა საქართველოში
გადასვლას.
2. რუსეთში ეგულებოდა ვახტანგ მე-6, ქართველ ხალხთან ერთად.
3. საქართველოსკენ წასვლის შემთხვევაში, მდევარი მას დაედოვნებოდა და იპოვნიდა.

4. “გულმან მთქვა: ადექ, იელვებს, იპოვნი გამოქვაბულზე, ავდექ, იელა, მივადეგ


კარს მთა-ხვრელს ლოდ გაძრობილსა“ - იპოვა პატარა გამოქვაბული, სადაც თავი
შეაფარა.
- „ღმერთო დამიხსენ მტერთან“ - ეს ლოცვა დავიზეპირე“ გვეუბნება, რომ ლოცვა ყველგან
შეიძლება, სადაც ადამიანი ღმერთის გვერდით არის, გურამიშვილი კი - სწორად ასეა, დიდი
რწმენით სავსე.

You might also like