You are on page 1of 2

სამოტივაციო წერილი

სტრუქტურა
1. სახელი გვარი - სამოტივაციო წერილი;
2. მისალმება (მოგესალმებით / გამარჯობა)
3. მოგმართავთ ... (აღნიშნეთ ვის მიმართავთ)
4. მე გახლავართ... (საკუთარი თავის წარდგენა, აქ მოთავსდება თქვენ შესახებ ის
ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ თქვენში მოცემული
ვაკანსიისთვის და არა ყველაფერი, ყველა წვრილმანი თქვენი ბიოგრაფიიდან:
მე გახლავართ... )
5. რა თანამდებობაზე შეგაქვთ განაცხადი (აქვე შეიძლება იყოს ინფორმაცია იმის
შესახებ, თუ საიდან გაიგეთ, რა ინფორმაცია გაქვთ მოცემული ვაკანსიის
შესახებ: რამდენადაც ჩემთვის ცნობილია... ინტერნეტის საშუალებით მოვიძიე
ინფორმაცია თქვენს ორგანიზაციაში არსებული ვაკანსიის შესახებ... მინდა
მოგახსენოთ, რომ... )
6. თქვენი მოსაზრება მოცემული კომპანიის შესახებ (აღნიშნეთ, რა აზრის ხართ
მოცემული კომპანიის შესახებ: მე კარგად ვიცნობ თქვენს ორგანიზაციას...
თქვენი კომპანიის შესახებ ბევრი რამ გამიგია... ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა,
რომ თქვენს კომპანიას ამჟამად აქვს ვაკანსია, რადგან ყოველთვის მსურდა
თქვენთან თანამშრომლობა... )
7. ინფორმაცია თქვენი განათლებისა და გამოცდილების შესახებ ვაკანსიის
მოთხოვნების გათვალისწინებით (მოგახსენებთ, რომ... მინდა გაცნობოთ ჩემ
შესახებ... )
8. თქვენი ძლიერი მხარეები - დაწვრილებით იმსჯელეთ იმის შესახებ, თუ რატომ
მიგაჩნიათ, რომ თქვენ საუკეთესო კანდიდატურა ხართ მოცემული
ვაკანსიისათვის; წამოსწიეთ ის მახასიათებლები თქვენს პიროვნებაში,
განათლებასა და გამოცდილებაში, რომლებიც ზუსტად შეესაბამება ვაკანსიას;

1
არ დაგავიწყდეთ იმის აღნიშვნაც, თუ რა ტრენინგები ან სხვა პრაქტიკული
ცოდნა გაქვთ ამ სფეროში;
9. თქვენი თვისებები, რომლებიც მნიშვნელოვანია პოზიციისათვის (ეცადეთ
თამამად ისაუბროთ თქვენი დადებითი თვისებების შესახებ: ვარ
კომუნიკაბელური, გუნდური მუშაობის თვისებების მქონე, პასუხისმგებლობის
გრძნობის მქონე პიროვნება, აქტიური, განვითარების მოსურნე, მზად ვარ
ვისწავლო ბევრი რამ... )
10. რატომ თვლით, რომ თქვენ საუკეთესო ხართ ამ ვაკანსიისთვის (თქვენი
პიროვნული მახასიათებლები, თქვენი თვისებები, თქვენი შესაძლებლობები,
თქვენი ხასიათი, მიზანსწრაფულობა, განვითარების სურვილი, გამოცდილება:
ვთვლი, რომ... მიმაჩნია, რომ... მგონია, რომ...)
11. ორმხრივი განვითარება (აღნიშნეთ იმის შესახებაც, თუ განვითარების რა
შესაძლებლობას მოგცემთ მოცემული სამუშაო და თქვენ თავად რა შეიძლება
შემატოთ კომპანიას... ჩემთვის ძალიან საინტერესოა თქვენს კომპანიაში
მუშაობა და ვფიქრობ, / ვთვლი, რომ თქვენთვისაც საინტერესო იქნება ჩემთან
თანამშრომლობა... ვთვლი, რომ ზუსტად ვაკმაყოფილებ იმ მოთხოვნებს,
რომლებიც თქვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომელში... )
12. თხოვნა და თავაზიანი მიმართვა თქვენი მონაცემების გაცნობისთვის (გთხოვთ
დამითმოთ დრო და გაეცნოთ ჩემს მონაცემებს... გთხოვთ, გაეცნოთ ჩემს
მონაცემებს და მომცეთ საშუალება გავიარო გასაუბრება... მოხარული ვიქნები,
თუ მომეცემა შესაძლებლობა, რომ წარმოვაჩინო ჩემი თვისებები
გასაუბრებაზე... მადლიერი ვიქნები, თუ მომეცემა შესაძლებლობა... )
13. მადლობა და იმედი (მადლობას მოგახსენებთ დროის დათმობისა და ჩემი
მონაცემების გაცნობისთვის და იმედი მაქვს მომავალი თანამშრომლობის... )
14. დასრულება (პატივისცემით... უღრმესი პატივისცემის გრძნობით...)
15. ხელმოწერა, საკონტაქტო ინფორმაცია, მისამართი, ტელეფონი, ელფოსტა,
თარიღი

You might also like