You are on page 1of 2

„ნიკოლოზ ბარათაშვილი, როგორც რომანტიკოსი პოეტი“

ნ. ბარათაშვილი ქართველი რომანტიკოსთა შორის ყველაზე


განსხვავებული და მნიშვნელოვანი პოეტია. რომანტიკოსების, ისევევ
როგორც ნ. ბარათაშვილის შემოქმედებაც არის სევდისა და
გულგატეხილობის გამოხატველი, მაგრამ პოეტი მას არ ეგუება და
„ბედის საზღვრის“ გადალახვას ცდილობს. ნიკოლოზ ბარათაშვილის
სევდის მიზეზი გამოწვეული იყო იმ ეპოქის მაშინდელი მდგომარეობით,
რომელშიც პოეტი ცხოვრობდა. როგორც ვიცით, რომანტიკოსები
სევიდაიანი და მეოცნებე ადამიანები იყვნენ. ნ. ბარათაშვილის ლექსში
„შემოღამება მთაწმინდაზედ“ ჩანს მისი სუბიექტური განცდა. პოეტი
ღრმად წვდება მის სულიერ სამყაროს და ფხიზლად აღიქვამს რეალობას.
მას შემდეგ, რაც ადამმა და ევამ ღმერთის მცნება დაარღვია და
სასუფევლიდან გააძევა, ადამიანები მხოლოდ გულითა და რწმენით თუ
მისწვდებიან შემოქმედს.
„მაგრამ ვერ ჰსცნობენ, გლახ, მოკვდავნი განგებას ციურს!“
მას, როგორც რომანტიკოს პოეტს, ახასიათებს იმედგაცრუება; ნიკოლოზ
ბარათაშვილს, როგორც ყველა ახალგაზრდას, ჰქონდა ოცნებები,
რომელიც ცხოვრებამ დაუნგრია და გადაუქცია „ბოროტო სულად“.
„წყეულიმც იყოს დღე იგი, როს შენთა აღთქმათა, ბრმად
ვუმსხვერპლიდი, მივანდობდი ჩემთა გულისთქმათა!“
მან საკუთარი დამოკიდებულება გამოხატა „სული ბოროტის“ მიმართ
„განვედი ჩემგა, ჰოი, მაცდურო, სულო ბოროტო!“
პოეტის პესიმიზმი არ აიხსნება მხოლოდ პირადით, არამედ იგი
გამოწვეული იყო იმდროინდელი ეპოქის საერთო მდგომარეობით.
ნიკოლზო ბარათაშვილი ბედთან შეურიგებელი და შეუპოვარი
ადამიანია, რომელსაც სურს გაეცალოს რეალობას. მის ლექსი „მერანი“
სულის სიმბოლოა, რომელიც გარბის და მიელტვის თავისფულებას. ის
გამოხატავს მიზნისკენ სწრაფვას, ბედთან შეურიგებლობას და მასთან
თავგანწირულ ბრძოლას.
„გაჰკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარე კლდენი და ღრენი, გასწი,
გაკურცხელე და შემიმოკლე მოუთმენელსა სავალნი დღენი!“
იგი მიუხედავად იმედგაცრუებისა, ტკივილისა და წარუმატებლობისა,
არ ეგუება, არამედ ებრძვის მას ანუ „შავ ყორანს“. იგი მზად არის არ
შეუშინდეს ბედისწერას და მოკვდეს უპატრონოდ მამულისგან შორს,
ოღონდ მოიპოვოს თავისუფლება.
„დაე, მოვკვდე მე უპატრონოდ მისგან ოხერი! ვერ შემაშინოს მისმა
ბასრმა მოსისხლე მტერი!“
ნიკოლოზ ბარათაშვილს სჯერა რომ, მისი ბრძოლა არ ჩაივლის
უშედეგოდ და მისი „გაკვალული გზა“ იქნება იოლი გასავლელი
მომავალი თაობისათვის.
„ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება და გზა
უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება“
მერანში აღწერილია, თუ როგორ ებრძოლოს ადამიანი რეალობას.
ნიკოლოზ ბარათაშვილს არასოდეს დაუკარგავს იმედი და ყოველთვის
ელოდა უკეთს მომავალს. ეს თვისება განასხვავებდა მას სხვა
რომანტიკოსებისაგან, რომელთაც დაკარგული ჰქონდათ მომავლის
იმედი“

You might also like