You are on page 1of 2

II - კეის-მეთოდი

(ინგ. case - შემთხვევა) ან სიტუაციური ანალიზის მეთოდი, რომელიც


გულისხმობს კომუნიკაციური მოვლენების ინტენსიურ და დეტალურ შესწავლას
ბუნებრივ გარემოში. კეისი - ეწოდება კონკრეტულ კომუნიკაციურ სიტუაციას,
რომელიც შემდგომში იქნება გაანალიზებული.
ითვლება, რომ ეს მეთოდი ჩამოყალიბდა მეოცე საუკუნის დასაწყისში,
ჰარვარდში. ოქსფორდის ლექსიკონის მონაცემებით, ტერმინები case study ან case-
stady პირველად დაფიქსირებულია 1934 წ.
ეს მეთოდი ძალიან ეფექტურია იმ დისციპლინებისთვის, რომელთა
ჭეშმარიტება პლურალისტურია, ანუ არსებობს არაერთი გადამწყვეტი პასუხი,
არამედ რამოდენიმე შესაძლო ვარიანტი.
გარკვეულ წილად, კეის-მეთოდი დაკვირვებას ჩამოგავს, მაგრამ მისგან
განსხვავებით არა მხოლოდ მონაცემთა მოგროვებას გულისხმობს, არამედ
ერთობლივი კომუნიკაციური სიტუაციის, თვით კომუნიკანტების, კონტექსტის
აღწერას (მისი ფართო და ვიწრო გაგებით).
კეის-მეთოდის ძირითადი პრინციპებია:
1) კვლევა ტარდება ბუნებრივ პირობებში;
2) მონაცემთა მოგროვება შესაძლებელია სხვადასხვა ხერხებით;
3) ობიექტი წარმოადგენს ადამიანს, ჯგუფს, ორგანიზაციას, კომუნიკაციურ
მოვლენას;
4) ობიექტი შეისწავლება ერთობლიობაში;
5) არ გამოიყენება ექსპერიმენტი;
6) მეთოდი ხშირად გამოიყენება ცოდნის დაგროვების ეტაპზე, კლასიფიკაციების
ჩამოყალიბებისთვის და ჰიპოტეზების დასაყენებლად;
7) მეთოდი ეფექტურია „რა“ და „რატომ“ კითხვებზე პასუხისთვის, მიზეზ-
შედეგობრივი ურთიერთობების აღმოსაჩენად;
8)ძირითადი ყურადღება გადატანილია თანამედროვე ცხოვრების მოვლენების
შესწავლაზე.
კეისის არჩევა ანალიზისთვის უნდა იყოს კარგად გააზრებული და
არგუმენტირებული.
კეისის ტრადიციული კლასიფიკაციის ძირითადი ტიპები:
1) ექსტრემალური (დევიანტური) კეისები, ხასიათდება მაღალი
დრამატულობით, მათ ირჩევენ ურთიერთობის რომელიმე მნიშვნელოვანი
არარიგითი მოვლენის ილუსტრირებისთვის, მაგალითად: კომუნიკაციური
საქციელის ექსტრემალური ტიპების დემონსტრირებისთვის,
სტერეოტიპების უარყოფის დროს და ასე შემდეგ;
2) კრიტიკული კეისები - სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კომუნიკაციური
სიტუაციებია, რომელშიც არ შეიმჩნევა ხელშემშლელი პირობები,
გადახრები და შესასწავლი მოვლენის დემონსტრირება სუფთა სახით
მიმდინარეობს;
3) ტიპიური კეისები - სანიმუშო, გამოხატავენ ზოგად მაჩვენებლებს, ხშირად
გამოიყენება თეორიის ჩამოსაყალიბებლად (მაგ. მ.ფუკო).
კვლევა შეიძლება მოიცავდეს მხოლოდ ერთი (ექსტრემალური ან კრიტიკული
კეისი), ან მრავალი კეისის ანალიზს, რათა მოხდეს თეორიის გაფართოვება,
შეპირისპირების განხორციელება, შესასწავლი კომუნიკაციური მოვლენების
კანონზომიერებისა და სისტემური ხასიათის გამოვლენა.

კეის-მეთოდის შესაძლო წყაროები:


საბუთები, არქივი, ინტერვიუ, დაკვირვება,.
კეისის აღწერა:
კეისის აღწერის მოცულობა სხვადასხვა კვლევებში შეიძლება იყოს ერთიდან,
20-25 გვერდამდე.
კეისის კომპეტენტური ანალიზი მოიცავს ზუსტად გაწერილ სტრუქტურას,
წინაპირობებს, მიზან-შედეგობრივ ურთიერთობებს, შედეგებს და დასკვნებს. კეისის
აღწერა ძირითადად კონკრეტული პრობლემის თანამედროვე მდგომარეობის
გამოსაკვლევად გამოიყენება, ამით ის განსხვავდება ნარატივისაგან, რომელიც
წარსულთან არის დაკავშირებული.
კეისის ანალიზის პროცესში გამოიყენება ეგრედ წოდებული „შიდაკეისური
ანალიზი“ (within-case analysis), შეპირისპირებითი ანალიზი ზოგადი
კანონზომიერებების დასადგენად (cross-case search for patterns), მსგავსი კეისების
დაჯგუფება, სისტემური შედარება, კეისების წყაროების კვლევა. ყველაზე ეფექტურია
- მრავალ ასპექტიანი ანალიზი.
მეთოდის დადებითი მხარეები:
ისწავლება რეალური მოვლენა; კარგად იქნება შესწავლილი მიზეზ-
შედეგობრივი ურთიერთობები; ვღებულობთ პასუხს კითხვებზე „როგორ“ და
„რატომ“; სამეცნიერო ჰიპოტეზა მტკიცდება მდიდარ ემპირიულ მასალაზე
დაყრდნობით; მაღალია ახალი იდეებისა და თეორიების გენერირების
შესაძლებლობა.
უარყოფითი მხარეები:
მეთოდის „შემთხვევითობაში“ გადაქცევის საშიშროება; მკვლევარის
მიკერძოებულობა; განზოგადების დაბალი დონე.
კეის-მეთოდის პოპულარობა საკმაოდ გაიზარდა ბოლო პერიოდში. ის შეიძლება
იყოს გამოყენებული ადამიანის ცხოვრების ნებისმიერი სფეროს შესასწავლად,
განსაკუთრებულად ეფექტურია პირადული და საოჯახო კომუნიკაციის
შესწავლისას.

You might also like