You are on page 1of 4

სემიოტიკური ანალიზი

დენი დიდრო
„ყველა აბსტრაქტული მეცნიერება წარმოადგენს
ნიშანთა შორის ურთიერთკავშირების შესწავლას“
მეთოდი ჩამოყალიბდა ფერდინანდ დე სოსიურის ნაშრომში, რომელმაც
სემიოლოგიის შექმნა შესთავაზა, ანუ მეცნიერების, რომელსაც უნდა შეესწავლა ნიშანთა
როლი ადამიანის საზოგადოების ცხოვრებაში, ნიშანთა კანონზომიერებები. სოსიური
ამტკიცებდა, რომ ლინგვისტური ნიშნის საფუძველს წარმოადგენს არა ნივთის და მისი
სახელის ურთიერთობა, არამედ ცნებისა და ბგერათა სახის ურთიერთობა - ანუ
„ასაღნიშნავისა“ და „აღმნიშვნელის“. მისი აზრით, ლინგვისტიკა სემიოლოგიის ნაწილს
წარმოადგენს.

სოსიურის თეორიის მთავარ დებულებას წარმოადგენს ენისა და სხვა


კომუნიკაციური საშუალებების სისტემური ხასიათის იდეა, რომლის თანახმად
ყოველივე ნიშანი არსებობს და გამოხატავს მნიშვნელობას არა დამოუკიდებლად,
არამედ სისტემის სხვა ელემენტებთან ურთიერთ კავშირში.

ტერმინი „სემიოტიკა“ იყო შემოტავაზებული ჩარლზ პირსის მიერ, რომელმაც


შეისწავლა ნიშნის სამი ასპექტი: იკონური, ინდექსალური და სიმვოლური (იკონური
ნიშანი - ნახატია, ინდეკსალური - გრაფიკული მითითებები, სიმბოლოები, ანუ
კონვენციონალური ნიშნები - ყველა ენობრივი ნიშანია). თუ ლინგვისტი სოსიურის
აზრით სემიოლოგია იყო საზოგადოებრივ ცხოვრებაში ნიშნების ფუნქციონირების
შესასწავლი მეცნიერება, ფილოსოფოსი პირსი განიხილავდა სემიოლოგიას როგორც
ლოგიკასთან მჭიდროდ დაკავშირებულ ნიშანთა ფორმალურ თეორიას. პირსის გაგებით
ყოველივე აზრი უკვე ნიშანია.

სემიოტიკურ კვლევებს აწარმოებდნენ როლანდ ბარტი, ლ.ელმსლევი, იური


ლოტმანი (კულტურული სემიოტიკა, სოციალური სემიოტიკა) და სხვ., სემიოტიკის
ყველაზე ფართო გაგება ახასიატებს უმბერტო ეკოს. უმბერტო ეკოს ეკუთვნის
სემიოლოგიის ყველაზე ფართო განმარტება, ვინაიდან მისი აზრით, სემიოტიკას
აინტერესებს ყველაფერი, რაც შეიძლება ნიშნად ჩაითვალოს, და შეისწავლის
ყველაფერს, რასაც შეუძლია ჩაანაცვლოს სხვა მოვლენა.

როგორც დ.ჩანდლერი აღნიშნავს, ადამიანი ნიშანთა სამყაროში ცხოვრობს და მას


არა აქვს რეალობის აღქმის სხვა ხერხი, გარდა ნიშნებისა და კოდების მეშვეობით.

თანამედროვე კომუნიკალოგიაში სემიოტიკური ანალიზი მიზნად ისახავს


ვერბალური და არავერბალური ნიშნების შესწავლას, რომლებიც მონაწილეობენ
სოციალური ურთიერთბებში. ანალიზის ერთეულია - ნიშანი ტექსტში და ტექსტი
როგორც ნიშანი.

ყურადღების ცენტრშია - ინფორმაციის კოდირების და დეკოდირების პროცესი,


აგრეთვე - სისტემური ურთიერთობები, დენოტატისა და მისი აკუსტიკური სახის
კომბინაცია, ნიშანი კონვენციონალურ ხასიათს ატარებს და დამოკიდებულია
კულტურაზე, დროზე, სოციალურ გარემოზე, ნიშანთა პარადიგმატიკა და
სინტაგმატიკაზე. დიდი მნიშვნელობა ენიჭება საკვანძო ნიშნებს, ტექსტის ძლიერ
ნიშნებს (სათაურს, პრეცედენტებს და სხვ.).

დიდი მნიშვნელობა ენიჭება კოდირების სისტემას. არ არსებობს კოდების


ერთობლივი კლასიფიკაცია, ერთ ერთი პოპულარული კლასიფიკაცია დ.ჩანდლერმა
შემოგვთავაზა:

I - სოციალური კოდები

1) ვერბალური (ფონოლოგიური, სინტაქსური, ლექსიკური, პროსოდიკული


და პარალინგვისტური სუბკოდები);

2) სხეულის (ფიზიკური კონტაქტი, გარეგნობა, სახეს გამომეტყველება,


გამოხედვა, თავის მოძრაობა, ჟესტები, მიმიკა, პოზა);

3) მოხმარების საგნები (მოდა, ტანსაცმელი, მანქანები);

4) ქცევის კოდები (პროტოკოლი, რიტუალი, როლების განაწილება,


თამაშები);

II – ტექსტუალური კოდები:

1) მეცნიერული კოდები;

2) ესტეტიკური კოდები ხელოვნების სხვა და სხვა დარგში (პოეზია, დრამა,


ფერწერა, ქანდაკება, მუსიკა და სხვ.);

3) ჟანრები, რიტორიკული და სტილისტური კოდები (არგუმენტი, აღწერა,


ექსპოზიცია, თხრობა და სხვ.);

4) მასობრივი ინფორმაციის კოდები (ფოტო, ტელევიზია, კინო, რადიო,


გაზეთი, ჟურნალი);

III - ინტერპრეტაციული კოდები:

1) პერცეპტუალური (მაგალითად, ვიზუალური აღქმა);

2) იდეოლოგიური.
დეკოდირების პროცესი არ არის კოდირების ზუსტი ანარეკლი. ეს პროცედურები,
უეჭველად, აერთიანებს ადრესანტსა და ადრესატს, მაგრამ სრული ურთიერთგაგების
გარანტიას არ იძლევიან, ამიტომ მეცნიერების აზრით, ტექსტი პოლისემანტიკურია და
შესაძლებელია სხვა და სხვა მისი ინტერპრეტაცია.

სემიოტიკური ანალიზის აუცილებელი ასპექტებია - ნიშნის პარადიგმატული და


სინტაგმატური ურთიერთკავშირების შესწავლა. აგრეთვე დიდი მნიშვნელობა ენიჭება
სემიოზის (ჩ.პირსის ტერმინია), როგორც ნიშნების ინტერპრეტირების პროცესს, ან მათი
მნიშვნელობის შვების პროცესს.

ანალიზის პროცედურა:

ქვემოდ მოცემული ტიპიური პროცედურა შეიძლება ცვლილებები განიცადოს


კონკრეტული კვლევის ფარგლებში.

1) საკვანძო ნიშნების გამოყოფა, რომლებიც ანალიზის ობიექტად იქნებიან


აღიარებული;
2) პირველადი ანალიზი - ყველა ნიშნის ასაღნიშნავისა და აღმნიშვნელის
დაზუსტება;
3) ტექსტის თემატიკისა და ჟანრის აღწერა: მათი არჩევა რა გავლენას ახდენს
აზრების გენერირებაზე? ჟანრის რომელი თვისებები არის ტექსტში
გამოხატული?
4) გამოყენებული სემიოტიკური კოდების ანალიზი - რომელი კოდი
სპეციფიკურია მოცემული ტექსტის ჟანრისთვის, ტიპისთვის? რომელი კოდები
გამოიყენება სხვა ჟანრებშიც? როგორ არიან ისინი დაკავშირებული? როგორ
ავსებენ ერთმანეთს (მაგალითად, ტექსტი, მუსიკა და ვიდეორიგი
სატელევიზიო რეკლამაში).
5) პარადიგმატული ანალიზი, რომლის პროცესში ვადარებთ ტექსტში მოცემულ
ერთეულს და შესაძლო ერთეულებს (კრილოვის იგავაში რატო აფოფხდა ყვავი
და არა აფრინდა, ავიდა და ასე შემდეგ); ტექსტური ოპოზიციების დადგენა,
გრადაციის;
6) ტექსტის სინტაგმატიკური ანალიზი - სინტაგმატიკური სტრუქტურა (ანუ
ტექსტის დასაწყისი, სტრუქტურულად მნიშვნელოვანი ნაწილები,
დასასრული), ტექსტის სივრცისა და დროის პარამეტრები;
7) მეტაფორული სურათის ანალიზი: ყველა სახის ტროპები, შედარებები,
კონოტაციები, მეორადი ნომინაციები;
8) კომუტაციური ტესტის ჩატარება:
ა) პარადიგმატული ტრანსფორმაციები;
ბ) სინტაგმაატური ტრანსფორმაციები;
9) მოდალური მარკერების იდენტიფიკაცია (ანუ ტექსტის რეალობასთან კავშირის
დაზუსტება);
10) ინტერტექსტუალობის ანალიზი - „წინაპარი“ ტექსტებთან და „შთამომავალი“
ტექსტებთან ურთიერთკავშირები;
11) ტექსტის ანალიზი კულტურული მარკირების თვალსაზრისით - ტექსტის
ნიშნების ანალიზი კულტურაში დომინირებული ფასეულობებთან
მიმართებაში;
12) ტექსტის ანალიზი სოციალური სემიოტიკის პოზიციიადან - ორიენტაცია
ადრესატზე, ნიშნის ზემოქმედების ზალა და ა.შ.
13) ტექსტის და მისი ნიშნების სხვადასხვა ინტერპრეტაციის მიზეზები
(გასათვალისწინებელია, რომ ს.ხოლმა გამოყო ტექსტის აღქმის სამი ტიპი:
დომინანტური აღქმა, როდესაც მკითხველი სრულად იზიარებს ავტორის კოდს;
მოსალაპარაკებელი - როდესაც ნაწილობრივად იზიარებს, მაგრამ ხანდახან
თავისებურად აღიქვამს კოდია ცალკეულ ნიშნებს; და ოპოზიციური აღქმა -
ზოგადად ტექსტი ესმის, მაგრამ რადგან არ იზიარებს ადრესანტის კოდს,
ამიტომ მისი ინტერპრეტაცია საპირისპიროც შეიძლება იყოს - მაგალითად:
ტურგენევის რომანი და დობროლუბოვის აღქმა).
14) კვლევის ანალიზის დაჯამება.

მეთოდის დადებითი და უარყოფითი მხარეები:

დიდი პლიუსია, რომ ამ კვლევებს სისტემური ხასიათ აქვს, ნიშნების მეშვეეობით


რეალობის კონსტრუირება ხდება, კომუნიკაციის კულტურულ თავისებურებებს
აფიქსირებს, ავლენს ურთიერთობის დინამიკას.

უარყოფით მხარეები: პირველ რიგში, ინტერპრეტაციებს საკმაოდ სუბიექტური


ხასიათი აწვს და სემიოტიკური ანალიზის შედეგები ნაკლებად შესაძლოა
რაოდენობრივი მეთოდებს შეუხამოთ.

მეთოდის გამოყენების სფერო:

სემიოტიკური ანალიზი გამოიყენება კომუნიკაციის თეორიაში, ლინგვისტიკაშ,


ფილოსოფიაში, სოციოლოფიაში, ანთროპოლოგიაში, ლიტმცოდნეობაში, ხელოვნებაში,
პსიქოლოგიაში, ჟურნალისტიკაშ, ინფორმატიკაშ და სხვ.მევნიერებაში.

სემიოტიკური ანალიზის კარგი მაგალითია კრეოლიზებული ტექსტების ანალიზი


(იხ.ანიკინის მონოგრაფია „კულტურათშორისი კომუნიკაცია“), ვინაიდან მათი
ინფორმაციულობა შედგება სხვადასხვა ფაქტურისა და სახის ნიშნებისაგან (იკონური
ნიშნები, ვერბალური, პარავერბალური და სხვა).

You might also like