You are on page 1of 12

1.

რის გაკეთება არ შეეძლო მეფეს სპასალარის გარეშე და რა მიზეზით იყო ეს


განპირობებული?

სპასალარის გარეშე მეფე ვერ გასცემდა მიწას, ვერც დასახელებულსა და ვერც


დაუსახელებელს, ამის მიზეზი იყო ის რომ მიწის ოდენობაზე იყო განპირობებული
როგორც სახელმწიფოს, ისე ცალკეული საერისთავოებისა და ერისთავების
სიძლიერე.

2. როგორ იყო მოწყობილი მეფის დაცვის სტრუქტურა ,,დასტურლამალის“


მიხედვით?

ყულარაღასი - იგივე მეფის მცველთა რაზმების უფროსია.

,,დასტურლამალის" მიხედვით, მეფის დაცვა შედგებოდა 120 კაცისაგან. 120-კაციანი


რაზმი იყოფოდა 3 ორმოც-ორმოცკაციან რაზმებად, თითოეულის მეთაურს უზბაში
ეწოდებოდა. რაზმები მეთოფეებისაგან კომპლექტებოდნენ. მეფის დაცვის ჯარი
ფაქტობრივად სასახლის გვარდია იყო. თვით ყულარაღასი უშუალოდ იცავდა მეფეს.
ყულარაღასს მეფის დაცვის ფუნქციის გარდა, სასამართლოს ფუნქციაც ჰქონია. მეფის
დაცვაში ძირითადად მაღალი წრის წარმომადგენლები შედიოდნენ. XVIII საუკუნის
მეორე ნახევრიდან ყულარაღასი კარგავს თავის მნიშვნელობას.

3. რა ძირითად საკითხებს მოიცავდა პირველი სეპარატიული მუხლი?

პირველი სეპარატიული მუხლით რუსეთის იმპერატორი მეგობრულად ურჩევდა,


რომ კეთილი განწყობილება და მეგობრობა ჰქონოდა იმერეთის ბრწყინვალე
მეფესთან სოლომონთან და თუ მათ შორის წარმოიშობოდა დავა, არბიტრად
რუსეთის იმპერატორი გამოსულიყო. ამ რჩევას ერეკლე II-ც ეთანხმებოდა.

4. რა იცით გაერთიანებული საქართველოს სახელმწიფოს ფორმის შესახებ?

გაერთიანებული ფეოდალური საქართველო სახელმწიფო მძარ. თველობის ფორმის


მხრივ მონარქიულია, წყობილების ფორმის მხრი: კი რთული სახელმწიფოა,
რომელშიაც სხვადასხვა ტერიტორიები და სხვადასხვა ეთნოსის ხალხი შედის.
სახელმწიფოს განაგებს მეფე - მონარქი. სახელმწიფოს უმაღ-

ლესი საკანონმდებლო ორგანოა - დარბაზი, ხოლო ხელისუფლების აღმასრულებელ


ორგანოს წარმოადგენს სავაზირო.

სახელმწიფო მმართველობაში ყურადღებას იპყრობს საქვეყნოდ გამრიგე მოხელე, ანუ


ცალკეულ ქვეყანაში გამრიგე მოხელე, ანუ გარკვეული ტერიტორიის მმართველი,
გამგებელი მოხელე, რომელიც ქვეყნის სამეფო ხელისუფლების ნება-სურვილს
ახორციელებდა.
ადგილობრივი მმართველობის განხორციელების მიზნით, გაერთიანებული
ფეოდალური საქართველო იყოფოდა ადმინისტრაციულ-ტერი- ტორიულ
ერთეულებად. ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულად კი საქართველოში
ისტორიულად, ჯერ კიდევ გვაროვნული წყობილების დროიდან ჩამოყალიბებული
პროვინციები არსებობდა, რასაც საერისთავთ-საერისთავო და საერისთავო
ეწოდებოდა. აღნიშნული ისტორიულ- გეოგრაფიული პროვინციები მართვის უფრო
პატარ-პატარა ერთეულებად იყოფოდა. საერისთავთ-საერისთავო "აერთიანებდა
საერისთავოებს, საერისთავოები იყოფოდა ხევებად, ხევები იყოფოდა (შედგებოდა)
თემებად, ხოლო თემები - უფრო პატარა ერთეულებად, რომელსაც მისი შესაბამისი
მოხელე განაგებდა. ასეთი იყო ციხე და ციხისთავი.

განვიხილოთ საქართველოს სახელმწიფო წყობილება ზემოთ აღნიშნული სქემის


მიხედვით.

5. რატომ ცდილობდნენ რუსი მოხელეები ერეკლე II-ის გადაბირებას? მის რუსულ


ორიენტაციაზე გადაყვანას?

ამიერკავკასიაში რუსეთის წარმატებები იმაზე იყო დამოკიდებული, თუ

რა პოზიციას დაიკავებდა ერეკლე II. ამიტომაც გაჩაღდა მუშაობა მის ,,გადასაყვანად"


რუსეთის ორიენტაციაზე. რუსეთის სახელფოს სამეფო კარზე კარგად იცოდნენ, რომ
ამ პერიოდში ერეკლე ირანის ყველა ხანსა და მფლობელზე ძლიერი და შაჰის შეძდე
ყველაზე ავტორიტეტული პიროვნება იყო, რომ ერეკლეს გავლენ ვრცელდებოდა
ერევანსა და ნახიჩევანზე, ხოლო ირანის ხანები ყოველწლიურად ძღვენს
უგზავნიდნენ და მოწიწებით ეპყრობოდნენ. ერეკ- ლეს ,,გადაბირებით" რუსეთს
საშუალება ექნებოდა თავის გავლენის ქოშ მოექცია ყველა მოწინააღმდეგე ამ
რეგიონში.

6. რამდენ სადროშოდ იყო დაყოფილი ქართლის სამეფო? (ჩამოთვალეთ)

XVI საუკუნიდან ქართლი ოთხ სადროშოდ დაიყო: 1) მეწინავე სადროშო - ქვემო


ქართლი; 2) მემარჯვენე სადროშო - მოიცავდა ზემო ქართლს; 3) მემარცხენე სადროშო
- მასში შედიოდა შუხრანი, არაგვისა და ქსნის ხეობები; 4) მეფის სადროშო
თბილისიდან ტაშისკარამდე. ანუ მტკვრის მარჯვენა ნაპირს მოიცავდა.

7. რა ძირითად საკითხებს მოიცავდა გეორგიევსკის ტრაქტატის პირველი, მეორე,


მესამე და მეოთხე მუხლები?

ტრაქტატის პირველ მუხლში (არტიკულში) აღნიშნული იყო,

რომ ქართლ-კახეთის მეფე დღეიდან უარს ამბობდა სხვა ქვეყნებთან


დამოკიდებულებაზე, ვასალობაზე, იქნებოდა ეს სპარსეთი თუ სხვა დამპყრობელი
და საქვეყნოდ აცხადებდა, რომ, გარდა რუსეთისა, იგი არ აღიარებდა თავის თავზე
არავის უმაღლესობას. ერეკლე II აქვე პირობას დებდა, რომ იქნებოდა რუსეთის
ტახტის ერთგული და შემწე ყველა ვითარებაში.

ტრაქტატის მეორე მუხლის მიხედვით რუსეთის იმპერატორი თავის მხრივ


აღუთქვამდა (აღთქმას დებდა) ერეკლე III-ს, რომ უზა- კველად მოწყალებასა და
მფარველობას არ მოაკლებდა ქართლ- კახეთის სამეფოს, დაიცავდა მის ერთიანობას
და შეეწეოდა მისი დაკარგული საზღვრების აღდგენაში.

მესამე მუხლის მიხედვით ქართლ-კახეთის მეფე აღიარებდა რუსეთის იმპერატორის


უმაღლეს ხელისუფლებას და კისრულობდა ვალდებულებას, რომ ტახტზე ასელა
ეცნობებინა საიმპერატორო კა- რისათვის, ეთხოვა მისგან მეფედ დამტკიცება და
სამეფო ნიშნები, როგორიცაა: სიგელი, დროშა, ხმალი, კვერთხი, მანტია ანუ
წამოსასხამი. ამ სამეფო ნიშნების მიღების შემდეგ რუსეთის რეზიდენტის
თანდასწრებით ქართველ მეფეს ფიცი უნდა დაედო რუსეთის იმპერატორის
ერთგულების დასამტკიცებლად.

მეოთხე მუხლით ქართლ-კახეთის მეფე იზღუდებოდა საგარეო ურთიერთობის


დარგში. მას ეკრძალებოდა სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობის დამყარება
რუსეთის რეზიდენტთან შეთანხმების გარეშე. ასევე, საქართველოში ჩამოსულ უცხო
ქვეყნის ელჩებსა თუ წარმომადგენლებს პასუხი რუსეთის რეზიდენტთან
შეთანხმებით უნდა გასცემოდა.

8. რამდენი ვაზირისაგან შედგებოდა სავაზირო და როგორ იყოფოდნენ ვაზირები?

სავაზირო ექვსი ვაზირისაგან შედგება: 1. მწიგნობართუხუცესი ჭყონდიდელი. იგი


ითვლება პირველ ვაზირად ანუ ვაზირთა შორის უპირველესად. დანარჩენი ხუთი
ვაზირი ორ ჯგუფად იყოფა: ,, სამთ ვაზირთა" და ,,ორთა ვაზირთა" ჯგუფად. სამთა
ვაზირთა ჯგუფში შედიოდნენ:

1. ათაბაგი, 2. ამირსპასალარი, 3. მანდატურთუხუცესი ორთა ვაზირთა ჯგუფებში:


მეჭურჭლეთუხუცესი და მსახურთუხუცესი.

9. მე-17-18 საუკუნეში ვინ იყო ვაზირი და რა უფლებებით სარგებლობდა იგი?

გვიანფეოდალურ საქართველოში აღარ არსებობს არც სავაზირო

და არც ვეზირები იმ მნიშვნელობითა და შინაარსით, რაც იყო გაერთიანებულ


ფეოდალურ საქართველოში XV საუკუნემდე. ამ პერიოდიდან კი ვეზირი
მოხელეობის საერთო აღმნიშვნელი ტერმინია. მეორე მხრივ, გვიანფეოდალურ
ქართლში ვეზირი კონკრეტული თანამდებობის პირი ჩანს. სწორედ იგი
გვაინტერესებს ჩვენ, რა ფუნქციები ჰქონდა, რა
ევალებოდა და სხვ. მანამდე კი უნდა აღინიშნოს, რომ სეფიანთა ირანში არსებობდა
დიდვაზირის თანამდებობა, იგი სეფიანთა ირანის პირველი მოხელე იყო XVIL
საუკუნეში. დიდვაზირი რამდენიმე ფუნქციას ასრულებდა: იგი იყო საფინანსო-
სამეურნეო და სამდივნმწიგნობროს მე-

თაური, იგი ხელმძღვანელობდა ირანის პროვინციებიდან გადასახადების

აკრეფას. დიდვაზირის მეორე ძირითადი ფუნქცია ის იყო, რომ იგი გვევლინება


ირანის შაჰის სათათბირო ორგანოს - ამირთა საბჭოს თავმჯდომარედ. სახელმწიფოში
მის გარეშე არ დაინიშნებოდა არც ერთი მოხელე". როგორც ჩანს, ქართლში ვაზირის
თანამდებობის შემოღება ირანის დიდვაზირის თანამდებობის ანარეკლი უნდა იყოს.

,,დასტურლამალიდან" ჩანს, რომ ვეზირი კონკრეტული პიროვნებაა, იგი მაღალი


თანამდებობის პირია, რაზედაც მეტყველებს მისთვის განკუთვნილი გადასახადი ანუ
სარგო. ვეზირმა განსაკუთრებული ავტორიტეტი მოიპოვა ერეკლე I-ის დროს. ამ
პერიოდის ვეზირი ირინის წარმომადგენელია ერეკლე მეფის კარზე და მის
მრჩევლად ითვლება, მას სამეფო საქმიანობის ყველა უბანზე მიუწვდება ხელი. იგი
მეფის მოადგილედაც ითვლება. ირანის მოხელეების როლი სუსტდება თეიმურაზისა
და ერეკლე II-ის დროს.

წყაროების ანალიზით ირკვევა, რომ ქართლის სამეფოში ორი ვეზირი ყოფილა: ერთი
- სამეფოს ვეზირი, მეორე კი - ქალაქის ვეზირი. ,,დასტურლამალი" კი ერთ ვეზირს
ასახელებს. XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან ვეზირის სახელო გაუქმებული არ
არის, მაგრამ აღარ ,, ბრწყინავს", იგი მნიშვნელობას კარგავსა, ეს გამოწვეული იყო
საოკუპაციო ხელისუფლების შესუსტებით.

10. მიაღწია თუ არა სრულ სუვერენიტეტს ქართლ-კახეთის სამეფომ ერეკლე II-ის


დროს?

1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატით ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიას


დაუკავშირდა, როგორც მასზე დამოკიდებული და მის მფარველობაში მყოფი ქვეყანა.
ტრაქტატი ზღუდავდა, მაგრამ არ აუქმებდა ქართლ-კახეთის საგარეო-პოლიტიკურ
ქმედითურიანობას. მართალია, მისი სუვერენიტეტი იზღუდებოდა, იგი
ეკედლებოდა, ექვემდებარებოდა რუსეთს, მაგრამ არ იყო გაუქმებული მისი
სახელმწიფოებრიობა. ანუ ქართლ-კახეთის სამეფომ, ერეკლე მეორის დროს სრულ
სუვერენიტეტს ვერ მიაღწია.

1. როგორია ქართლის მეფის ფუნქციები მე-17-18 სს-ში?


ქართლის მეფის ფუნქციები და უფლებაშისილება მეფის ფუნქციებიდან ყურადღებას
იპყრობს საკანონმდებლო ფუნქცია. როგორც ზემოთაც აღინიშნა, ქართლის მეფე
საკანონმდებლო ფუნქციას ახორციელებდა დარბაზთან ერთად. კანონების შემუშავებას,
და მიღებაში მონაწილეობდნენ ასევე საეკლესიო და საერო მსხვილი ფეოდალები.
ზოგიერთ საკანონმდებლო აქტს ქართლის მეფე უშუალოდ - სხვების გარეშე
ღებულობდა. მაგალითად, ,, დასტურლამალის" მიღებაში მეფის გარდა სხვა პირები არ
ჩანან. ქართლის მეფის სხვა ფუნქციებიდან აღსანიშნავია უმაღლესი მმართველობის
განხორციელების ფუნქცია. იგი გულისხმობდა: სამეფო კარის მართვას, სამხედრო
გამგებლობას, საეკლესიო გამ- გებლობას, ფინანსების მოწესრიგებასა და ფულის
გამოშვებას ანუ საფინანსო მმართველობას, საგარეო ურთიერთობის მოწესრიგებას.
დასახელებული ფუნქციების განხორციელება მეფის მიერ არ ნიშნავს იმას, რომ
სათანადო მოხელეები არ არსებობდნენ და მხოლოდ მეფე ახორციელებდა მათ
უშუალოდ. მეფეს თავისი ინიციატივით შეეძლო მოეკიდა ხელი ამა თუ იმ
საქმისათვის, უმეტეს შემთხვევაში კი მეფის მმართველობა გამოიხატებოდა
სათანადო მოხელეთა დანიშვნასა და მათი საქმიანობის კონტროლში. ასე,
მაგალითად: მეფე აწესებდა სახელმწიფო გადასახადებს, ბაჟს და ადგენდა მათი
აკრეფის წესებს, ნიშნავდა სამხედრო საქმის სპეციალისტებს, აკონტროლებდა მათ
საქმიანობას. იგივე ვითარებაა სხვა დარგთა მმართველობას ხაზითაც.

2. რა ძირითად საკითხებს მოიცავდა გეორგიევსკის ტრაქტატის მეხუთე, მეექვსე,


მეშვიდე, მერვე და მეცხრე მუხლები?

მეხუთე მუხლის მიხედვით რუსეთის სამეფო კართან ურთიერთობის


მოსაგვარებლად ერეკლე II-ს უნდა ჰყოლოდა თავისი რე- - ზიდენტი. იგულისხმება,
რომ ასეთივე წარმომადგენლები ეყოლებადა რუსეთსაც ქართლ-კახეთში.

შეექვსე მუხლით რუსეთის იმპერატორი ქართლ-კახეთის მეფეს პპირდებოდა: ა)


ქართველთა მტერი მისი მტერი იქნებიდა; ბ) მეფე ერეკლე და მისი შთამომავლები
შეინარჩუნებდნენ სამეფო ტახტს, არ დაარღვევდნენ ტახტის მემკვიდრეობის
გადაცემის წესს; გ) არ ჩაერე-- ოდნენ ქართლ-კახეთის საშინაო მმართველობისა თუ
სამართალწარ- შოების საქმეებში, გადასახადების გაწერა-აკრეფის საკითხებში.
ყოველივე ეს უნდა განხორციელებულიყო ადგილობრივი წესებით.

მეშვიდე მუხლის ძალით ერეკლე II ვალდებულებას კისრუ- ლობდა: მზად


ყოფილიყო და დახმარებოდა რუსეთს თავისი ჯარით, დაეცვა რუსეთის
ქვეშევრდომობა და აესრულებია რუსი მოხელეების დავალებები, დაეცვა
საქართველოში მყოფი რუსი მოხელეები რაიმე ან ვისიმე შეურაცხყოფისაგან თუ
შევიწროებისაგან. ქართველ მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნისას მხედველობაში
მიეღო მათი დამსახურება რუსეთის წინაშე.
მერვე და მეცხრე მუხლების მიხედვით ქართლ-კახეთის კა- თალიკოსი რუსეთის
სინოდის წევრი ხდებოდა. ქართველ თავადაზ- ნაურებს რუსეთის თავადაზნაურთა
თანაბარი პრივილეგიები ენიჭებადათ, რისთვისაც რუსეთის იმპერატორის კარზე
უნდა წარედგინათ ქართველ თავადაზნაურთა სია.

3. რა ძირითად საკითხებს მოიცავდა მეორე სეპარატიული მუხლი?

მეორე სეპარატიული მუხლით იმპერატორი ვალდებულებას ღებულობდა, რომ


ქართლ-კახეთში ჰყოლოდა ფეხოსანი ორი სრული ბატალიონი ოთხი ზარბაზნით.

4. რა შედიოდა ქართლის სამეფოს საპოლიციო აპარატის ფუნქციებში და ვინ იყვნენ


მისი მოხელეები?

საპოლიციო აპარატის ფუნქციებში შედიოდა ბრძანებისა თუ განაჩენის სისრულეში


მოყვანა, ჩხრეკა, გამოძიება. ოამნაშავეთა დაკავება, დაპატიმრება, წესრიგის დაცვა და
სხვა. საპოლიციო აპარატის საქმიანობას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, ამაზე
მეტყველებს ის ფაქტი, რომ ,,დასტურლამალი" იწყება სწორედ საპოლიციო
მოხელეთა ანუ ხელჯოხიანთა შესახებ თხრობით.

,,დასტურლამალში" მოცემულია შემდეგი მოხელეები: ეშიკაღასბაში,


ბოქაულთუხუცესი. სოიბათიასაული, ყორიასაული, მემანდარი, ყაფიჩი, ჯარიჩი,
თალაში, იასაული, შათირი.

5. რაში მდგომარეობდა რუსეთის ე.წ. ,,საბერძნეთის გეგმა“?

,, საბერძნეთის გეგმის" მიხედვითაც ევროპიდან სრულიად უნდა განედევნათ


თურქები, აღედგინათ საბერძნეთის იმპერია, რომელსაც რუსეთის სამეფო სახლის
წარმომადგენელი ეყოლებოდა მეფედ.

6. რა მოთხოვნებს უყენებდნენ საქართველოს მეფობის კანდიდატს, ტახრის


მემკვიდრეს? რა უნარჩვევები მოეთხოვებოდა მას?

მომავალ მეფეს, ტახტის მემკვიდრეს მიღებული უნდა ჰქონოდა

კარგი აღზრდა, ფართო განათლება. მეფეს მრეთხოვებოდა ჰქონოდა მაღალი საომარი


თვისებები: სცოდნოდა მშვილდოსნობა, ცხენოსნობა მოასპარეზეობა, რაინდობა.

უფლისწული განსწავლული უნდა ყოფილიყო როგორც სასუ ლიერო, ისე სამხედრო


თუ სახელმწიფოს მართვა-გამგეობის საქ. შეებში. მეფეს უნდა სცოდნოდა
სახელმწიფოს შემოსავალ-გასავალი, სალაშქრო და სამხედრო წესები, უფლისწული
ისე უნდა ყოფილიყო მომზადებული, რომ სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში
გამოეჩინა შორსმჭვრეტელობა. ამისათვის მას უნდა ჰქონოდა ფართო ზოგადი
განათლება. ქვეყნის სწორი გზით წასაყვანად ქართველ უფლისწულს ასწავლიდნენ
არა, მარტო თავისი ქვეყნის წარსულს, არამედ სხვა

ხალხების ისტორიასაც. ქართველი ტახტის მემკვიდრეები - მომავალი მეფეები


ქართული ენის გარდა ფლობდნენ ბერძნულ, სპარსულ და ზოგჯერ არაბულ ენებსაც.

7. კონკრეტულად რა იყო აღნიშნული ერეკლე II-ის მიერ რუსეთის სახელზე


დაწერილ თხოვნაში?

თხოვნაში აღნიშნული იყო, რომ რუსეთს დაეცვა ქართლ-კახეთი თურქეთისა და


ირანისაგან, დაებრუნებინა ამ ქვეყნების მიერ მიტაცებული საქართველოს მიწები,
საქართველოში ყოფილიყო რუსეთის რეგულარული ჯარის ორი პოლკი.

8. როგორი იყო ქართლის სამეფოს ადგილობრივი მმართველობა მე-17-18


საუკუნეებში?

ქართლის სამეფოს ადგილობრივი მმართველობის შესწავლის სირ-

თულე იმაშიაც მდგომარეობს, რომ სამეფო ერთი პრინციპით არ იყო დაყოფილი.


როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, სადროშოში იყო როგორც მეფის სამოურავოები, ისე
სათავადოები. განსაკუთრებული მმართველობა ჰქონდა ქალაქებს, ეკლესიასა და
საქართველოში შემოხიზნულ უცხო ტომებს, თავისი სამფლობელოები ჰქონდა
დედოფალსა თუ მეფის ოჯახის სხვა წევრებს, რომლებიც თავისებურად მართავდნენ
თავის დომენს". მიუხედავად ამისა, ქართლის ადგილობრივი მმართველობის
შესწავლა მაინც სადროშოთი და სარდლით უნდა დავიწყოთ, ამის შემდეგ
განვიხილოთ სამოურავო და მოურავი, მოურავის მოადგილე ანუ ნაცვალი,
მამასახლისი, გზირი, ქემხა, ამის შემდეგ კი საქალაქო მმართველობა.

9. ამირსპასალარის დაქვემდებარებული ჯარი რამდენი ნაწილისაგან შედგებოდა?

ამირსპასალარის ქვემდებარე ჯარ შედგებოდა: 1) სამეფო სპა, ანუ საქართველოს


ცალკეული კუთ ხეებიდან გამოყვანილი მოლაშქრენი; 2) ყივჩაღთა ჯარი; 3) კა-
კასიის მთიელთა და სხვა ყმადნაფიც ქვეყნებიდან ,, სამსახურში გამოყვანილი ჯარი;
4) მონა-სპა, ანუ მეფის პირადი მცველი ჯარ (დავით აღმაშენებელს ასეთი ხუთი
ათასი კაცი ჰყოფია)

10. როგორი იყო ქართლის სამეფოს სასამართლო ორგანიზაცია მოწყობილი


მ.კეკელიას კლასიფიკაციით

პროფ. მ. კეკელიამ სპეციალურად შეისწავლა საქართველოს სა-


სამართლო ორგანიზაცია და პროცესი რუსეთთან შეერთების წინ?. იგი სასამართლოს
რგოლების თითქმის იმავე სტრუქტურას გვთავაზობს, მაგრამ დამატებით იხილავს
ისეთ უწყებებს, როგორიცაა:

1. დედოფალი როგორც მოსამართლე;

2. ბატონიშვილების სასამართლო ფუნქციები;

3. მოურავი როგორც. მოსამართლე;

4. ფეოდალი როგორც მოსამართლე;

5. მელიქისა და მამასახლისის სასამართლო ფუნქციები;

6. ქედხუდა როგორც მოსამართლე;

7. სასამართლო ფუნქციების მქონე არათანამდებობის პირები.

1. რა ძირითად საკითხებს მოიცავდა მესამე და მეოთხე სეპარატიული მუხლი?

მესამე მუხლით ომის შემმიხვევაში კავკასიის ხაზის

უფროსი ერეკლე II-ს უნდა შესთანხმებოდა- იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ქართულ


ჯარს გამოიყენებდა საქართველოს საზღვრებს გარეთ, ჯარის შენახვის ხარჯები
იმპერატორის ხაზინას უნდა გაეღო. მეოთხე სეპარატიული მუხლით რუსეთის
იმპერატორი ვალდებულებას იღებდა ომის შემთხვევაში იარაღით დაეცვა ქართლ-
კახეთი. დაზავების შემთხვევაში კი ეცდებოდა, რომ ქართლ-კახეთის სამეფოს
დაბრუნებოდა მტრების მიერ მიტაცებული მიწები. აქვე აღნიშნული იყო, რომ
სეპარატიულ მუხლებსაც სავალდებულო ძალა ჰქონდა.

2. როგორ განიხილავს სასამართლო ორგანოთა სტრუქტურას პროფესორი ივანე


სურგულაძე?

პროფ. ივ. სურგულაძე სასამართლო ორგანოთა (თანამდებობის პირთა)


სტრუქტურას, რომლებიც იხილავენ 1. ხვადასხვა კატეგორიის საქმეებს, ასე
წარმოგვიდგება":

1. მეფე როგორც მოსამართლე;

2. დარბაზი როგორც სასამართლო ორგანო;

3. განსაკუთრებული შემადგენლობის სასამართლო;

4. მდივანბეგი;
5. ხევისთავი;

6. მედიატორე, ბჭე, მოთემე;

7. საეკლესიო სასამართლო.

3. რა იცით გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს ადგილობრივი


მმართველობიის შესახებ?

საქართველოში ისტორიულ-გეოგრაფი-

ული ეთნიკური პროვინცია იყო საერისთავო. საერისთავო ადმინისტრაციულ-


ტერიტორიული ერთეული იყო, რომელ-

საც განაგებდა ერისთავი. ერისთავის ფუქნციებში შედიოდა: ადმინისტრაციული,


სამხედრო და სასამართლო. საქართველოში რამდენიმე საერისთავო იყო. თამარის
დროს რვა საერისთავოა საქართველოში:

ა) დასავლეთ საქართველოში: 1) სვანთა (ერისთავი ბარამ ვარდ- ანისძე); 2) რაჭისა და


თაკვერის (კახაბერ-კახაბერისძე); 3) ცხუმისა (ოთაღო შარვაშიძე); 4) ოდიშისა
(ბედიანი); ბ) აღმოსავლეთ საქართველოში: 1) ქართლის (ერისთავი რატი სურამელი)
2) კახეთის (ერისთავი ბაკურ ძაგანისძე); 3) ჰერეთის (ასათ გრიგოლისძე); 4) სამცხის
(ბოცო ჯაყელი)". ამას უნდა დაემატოს ანისისა და დვინის შემოერთებული
ტერიტორიები, სადაც ქალაქების მმართველებად გვევლინებიან ამირთ-ამირები.

4. საიდან იღებდა სადროშოს სარდალი შემოსავალს?

სარდალი გარკვეულ შემოსავალს ღებულობდა თავისი ფუნქციების


განხორციელებისათვის, კერძოდ: ა) სამხედრო დავლის მეხუთედს; ბ) სადროშოს
აღწერისათვის ღებულობდა გადასახადს ან გამასპინ- ძლებას; გ) კომლების
აღწერისათვის - მობეგრეს ახდევინებანენ ორ შაურს, ბოგანოს - შაურს; ქალაქში
აღწერისათვის - ორ შაურს, ელის აღწერისათვის - კომლზე სამ აბაზს. სააღმწერლო
გადასახადის ნახევარი სარდალს ეკუთვნოდა; დ) სარდლის შემოსავალში შედიოდა
ასევე გაყრისათვის დაწესებული გადასახადი; ე) სარდალს ეძლეოდა ჯარიმებიდან
აკრეფილი გადასახადები; ვ) სარდალი ღებულობდა სასამართლო გარჩევის
გადასახადებს?. ზემოთ აღნიშნული გადასახადების

აკრეფიდან სარდლის ფუნქციებიც ჩანს, რომელიც უკავშირდება სამხედრო


ძლიერების საქმეს, ე.ი. სარდალი პირველ რიგში სამხედრო მოხელეა, მაგრამ თავისი
ძირითადი ფუნქციის განსახორციელებლად იგი ადგილობრივი სამოქალაქო
ადმინისტრაციული მოხელეცაა.
5. რა ძირითად საკითხებს მოიცავდა გეორგიევსკის ტრაქტატის მეათე, მეთერთმეტე,
მეთორმეტე და მეცამეტე მუხლები?

მეათე მუხლის მიხედვით ქართველ თავადაზნაურობას უფლე-

ბა ეძლეოდა გადასახლებულიყვნენ რუსეთში ან თავისუფლად დაბრუნებულიყვნენ


უკან, ხოლო თუ ირანიდან ან თურქეთიდან დაპ- რუნებული ტყვეების
საქართველოში გადმოსახლების საკითხი დადგებოდა, საჭირო იყო მათი
გამოსასყიდის გადახდა. იგივე უნდა გაკეთებულიყო რუს ტყვეთა მიმართ.

მეთერთმეტე მუხლი ვაჭრობის თავისუფლებას არეგულირებდა. ქართველ ვაჭრებს


ეძლეოდათ შეღავათები რუსი ვაჭრების თანაბრად. იგივე იყო გათვალისწინებული
რუსი ვაჭრების მიმართ საქართველოში.

მეთორმეტე მუხლის მიხედვით ხელშეკრულება იდებოდა სა- მიდღემშიოდ


(მუდმივად) ანუ ,, საუკუნოდ", მასში ცვლილებების შეტანა დაიშვებოდა მხარეთა
ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

ბოლო მეცამეტე მუხლში გათვალისწინებული იყო ხელშეკრულების რატიფიკაციისა


და ძალაში შესვლის წესი. ხელშეკრულება ძალაში შედიოდა მასზე ხელის მოწერიდან
ექვს თვეში. ხელმოწერა კი უნდა შემდგარიყო 1783 წელს 24 ივლისს, დაბა
გეორგიევსკში, მას ხელს აწერდნენ: პავლე პოტიომკინი და ივანე მუხრანბატონი.

6. ვინ იყო ქედხუთა და რა ფუნქციები ჰქონდა მას მინიჭებული?

ქედხუდა — შუალედური რგოლი სახელმწიფო აპარატსა და მოსახლეობას შორის,


მოქმედებდა XVIII საუკუნის მეორე ნახევრის აღმოსავლეთ საქართველოში.
ქედხუდების თანამდებობა არჩევითი იყო: ცალკეული სოციალური ფენები —
ქალაქელები, ვაჭრები, ხელოსნები, ასევე სოფლის მოსახლეობა თავიანთი წრიდან
ირჩევდნენ სრულუფლებიან წარმომადგენლებს. პრივილეგირებულ ფენათა
წარმომადგენელ ქედხუდებს მდივანბეგთა და მელიქ-მამასახლისის სასამართლოს
წევრებადაც ვხვდებით. ქედხუდები, როგორც მოსამართლეები, საქმეს
განიხილავდნენ ერთპიროვნულად ან კოლეგიურად. ისინი საქმეს არჩევდნენ მეფის,
დედოფლის, კათალიკოსისა და ბატონიშვილების განკარგულებით. ქედხუდები
მცირე მნიშვნელობის სამოქალაქო დავებსაც განიხილავდნენ. მათ ხელი არ
მიუწვდებოდათ სისხლის სამართლის საქმეების გარჩევაზე.

7. რუსეთი საფრთხეს ხედავდა ერეკლეს საგარეო პოლიტიკაში, რით იყო ეს


გამოწვეული?
ამიერკავკასიაში რუსეთის წარმატებები იმაზე დამოკიდებული, თუ რა პოზიციას
დაიკავებდა ერეკლე II. ამიტომაც გაჩაღდა მუშაობა მის ,,გადასაყვანად" რუსეთის
ორიენტაციაზე. რუსეთის სახელ

ფოს სამეფო კარზე კარგად იცოდნენ, რომ ამ პერიოდში ერეკლე II ირანის ყველა
ხანსა და მფლობელზე ძლიერი და შაჰის შეძდეგ ყველაზე ავტორიტეტული
პიროვნება იყო, რომ ერეკლეს გავლენა ვრცელდებოდა ერევანსა და ნახიჩევანზე,
ხოლო ირანის ხანები ყოველწლიურად ძღვენს უგზავნიდნენ და მოწიწებით
ეპყრობოდნენ. ერეკ- ლეს ,,გადაბირებით" რუსეთს საშუალება ექნებოდა თავის
გავლენის მოექცია ყველა მოწინააღმდეგე ამ რეგიონში.

8. როდის და სად დაიდო გეორგიევსკის ტრაქტატი და ვინ მოაწერა მას ხელი?

1783 წლის 24 ივლისს გეორ- გიევსკის ციხესიმაგრეში ტრაქტატს საქართველოს


მხრიდან ხელი მოაწერეს თავადმა გ. რ. ჭავჭავაძემ და ი. კ. მუხრანბატონმა, ხოლო
რუსეთის მხრიდან - გენერალმა პავლე პოტიომკინმა.

9. ჰქონდათ თუ არა ტრაქტატის სეპარატიულ მუხლებს სავალდებულო ძალა?

იყო აღნიშნული, რომ ტრაქტატის სეპარატიულ მუხლებსაც ჰქონდა სავალდებულო


ძალა.

10. რა იცით ქართლის სამეფოს სახელმწიფო წყობის შესახებ?

ქართლის სახელმწიფო XVII-XVIII საუკუნეებში მმართველობის ფორმის მხრივ


მონარქიული იყო, ხოლო წყობილების მიხედვით

----

მარტივი სახელმწიფო.

როგორია ქვეყნის ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობა? სახელმწიფოს


სათავეში დგას მეფე-

ხელისუფლების უმაღლესი ორგანოა სახელმწიფო საბჭო ანუ დარბაზი (სახელმწიფო


საბჭოს დარბაზი ყოველთვის არ ეწოდება). მმართველობის უმაღლესი ორგანოები
წარმოდგენილია სამეფო კარის სახით, სადაც შედის:

ა ) მმართველობის ცენტრალური აპარატი;

ბ ) მეფის სამდივნო;

გ) საპოლიციო აპარატი;
დ) მეფის დაცვის ორგანიზაცია;

ე) განსაკუთრებული ხასიათის მოხელენი.

ადგილობრივი მმართველობა:

ა) საერისთავოები და ერისთავები;

ბ) სადროშო და სარდალი; გ) მოურავი, ნაცვალი, მამასახლისი, მელიქი;

დ) ხევი;

ე) სოფელი;

ვ) საქალაქო

წყობილება და მმართველობა.

You might also like