You are on page 1of 17

ღვიძლი

• მოწითალო-მოყავისფრო ორგანო

• მდებარეობს დიაფრაგმის ქვეშ, მარჯვენა ზედა კუთხეში (კვადრანტში )

• წონა (საშუალოდ) 1.5 კგ

• ყველაზე მძიმე შინაგანი ორგანოა

• ადამიანის ყველაზე დიდი ჯირკვალია (შერეული სეკრეციის) ეგზოკრინული -


ნაღველს გამოყოფს თორმეტგოჯა ნაწლავში

• ღვიძლს აქვს 4 წილი: მარჯვენა(მასიური), მარცხენა(პატარა), კუდიანი და


კვადრატული.

• ღვიძლი იყოფა 8 სეგმენტად.

ღვიძლი მიდის ნაწლავებიდან, პანკრეასიდან, ელენთიდან წამოსული სისხლი.

ღვიძლში მეტასტაზები ვრცელდება, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ ორგანოში


წარმოიქმნა სიმსივნური უჯრედები.
სეგმენტები საჭიროა, რათა კიბოს ამოკვეთა მოხდეს მხოლოდ ერთ სეგმენტში.

right lobe მარჯვენა


left lobe მარცხენა
caudate lobe კუდიანი
quadrate lobe კვადრატული

ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი ვითარდება ენდოდერმისგან- HY

• ანუ მე-3 ნომრისგან

• სხვა ენდოდერმულები:

• პანკრეასი;

• ფარისებრახლო;
• ფილტვი და ა.შ.

• ღვიძლი ეპითელური ქსოვილითაა აგებული- HY

• ღვიძლის ეპითელურ უჯრედებს ჰეპატოციტები ჰქვიათ.

• ტესტებში ღვიძლი მრავალბირთვიანია- HY (თუმცა უჯრედების უდიდეს ნაწილს


ერთი ბირთვი აქვს, ზოგს ორი ბირთვი აქვს).

*მრავალბირთვიანია - ძვალი, ჩონჩზის განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილი.


ღვიძლში ეს უჯრედები ქმნიან ჰექსაგონურ ფუნქციურ ერთეულებს.

• ღვიძლი იღებს არა მარტო არტერიულ სისხლს, ასევე- ვენურსაც!- HY

• ღვიძლი არტერიულ სისხლს იღებს ღვიძლის არტერიით(hepatic artery);- HY

• ღვიძლი ვენურ სისხლს იღებს კარის ვენით(portal vein)!- HY

ორმაგი სისხლმომარაგება - ფილტვი, გული


• საბოლოოდ, ღვიძლიდან გამოსული სისხლი ღვიძლის ვენის (hepatic vein)
საშუალებით ჩაედინება ქვედა ღრუ ვენაში.- HY

ღვიძლის არტერიით (გამოეყოფა აორტას) წამოსული არტერიული სისხლი არის


ჟანგბადით მდიდარი (გულიდან წამოსული), ასევე ბევრია ცხიმის შემცველობა .

ცხიმების შეწოვა ნაწლავის ხაოს ლიმფური ძარღვებით, გადადის ლიმფურ სადინრებში -


ლავიწქვეშა ვენა - გული - აორტა - ღვიძლის არტერია

კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან წამოსული ვენური სისხლი, კარის ვენით საშუალებით გადადის


ღვიძლში.

ვენური სისხლი მდიდარია გლუკოზით და ამინომჟავებით.(საკვების მიღების შემდეგ )


ასევე ნაწლავების მავნე ნივთიერებები, ამიაკი ამ ვენურ სისხლშია . (რადგან მსხვილ
ნაწლავში ხდება ცილების ლპობა, მიიღება ამიაკი)
ამიაკს გვაძლებს ამინომჟავები

* ღვიძლი ამ ყველაფერს გარდაქმნის და ღვიძლის ვენით საშუალებით ჩაედინება ქვედა


ღრუ ვენაში.

ღვიძლის ვენაში გვხვდება შარდოვანა, გლუკოზა(როდესაც გშია),

*შიმშილისა დროს გამოიყოფა გლუკაგონი და ადრენალინი.ეს ორი ჰორმონი ღვიძლში


დამარაგებულ გლიკოგენზე მოქმედებს და დაშლის მას გლუკოზამდე, გადმოვა სისხლში .

ერთადერთი სისხლძარღვია, რომელიც შიმშილის დროსაც კი გლუკოზით სავსეა.

თუ გლიკოგენი ამოიწურება, ღვიძლი დაიწყებს ახალი მოლეკულების სინთეზსს.


(ამინომჟვავებისგან, რძემჟავისგან, პირუვატისგან ) - გლუკონეოგენეზი.
მუცლის აორტა, გამოეყოფა ფაშვის ღერო(celiac artery), რომელიც კვებავს ღვიძლს, კუჭს,
ელენთას და პანკრეასს.
ჯორჯლის ზედა არტერია (superior mesenteric) - კვებავს პანკრეასს, წვრილ და მსხვილ
ნაწლავს.
ჯორჯლის ქვედა არტერია (inferior mesenteric) - კვებავს მსხვილ ნაწლავს.

კუჭი, ელენთა, პანკრეასი, წვრილი ნაწლავი, მსხვილი ნაწლავი - ამ კენტი ორგანოებიდან


წამოსული ვენური სისხლი კარის ვენაში იყრის თავს და შედის ღვიძლში, სადაც
გაიწმინდება და ღვიძლის ორი ვენის(heptic veins) საშუალებით უბრუნდება ქვედა ღრუ
ვენას.

* შეადარე კარის ვენა, ღვიძლის არტერია და ღვიძლის ვენა


• ღვიძლის არტერია შეიცავს ჟანგბადით მდიდარ სისხლს , მასში ასევე არის ცხიმი
(ცხიმი ლიმფური სისტემიდან გულში, აორტაში და შემდეგ ღვიძლის არტერიაში
აღმოჩნდება).

• კარის ვენა შეიცავს ბევრ გლუკოზას და ამინომჟავებს (საკვების მიღების შემდეგ ),


ასევე ამიაკით მდიდარ სისხლს (ნაწლავებიდან წამოსული სისხლი );

• ღვიძლის ვენა შეიცავს ბევრ გლუკოზას (გლიკოგენის დაშლის ან გლუკოზის ახალი


მოლეკულების წარმოქმნის გამო) და შარდოვანათი მდიდარ სისხლს (ღვიძლში
ამიაკი გარდაიქმნება შარდოვანად).

ბინძური კარის ვენის სისხლი გაივლის ჰეპატოციტებში და უკვე გასუფთავებული


აღმოჩნდება ღვიძლის ვენაში.

უჯრედები მთელ სიგრძეზეა განლაგებული.

ღვიძლის მაკროფაგი - კუპერის უჯრედი, ამუშავებს დაძველებულ ერითროციტებს.

ღვიძლის არტერია hepatic arteriole შემოაქვს არტერიული სისხლი


bile ductule - ნაღველი გამოედინება

აღწერეთ კარის ვენა

• კრებს სისხლს კენტი ორგანოებიდან- HY :

• კუჭი

• პანკრეასი

• ნაღვლის ბუშტი

• ელენთა

• ნაწლავები
• სხვა ვენებისგან განსხვავდება, რადგან სისხლი ღვიძლში შეაქვს

ღვიძლის კაპილარი - სინუსოიდი (დასვრეტილია ენდოთელიუმიც და ბაზალური


მემბრანაც)

ღვიძლის ფუნქციები
1. სხვადასხვა ნაერთების დეტოქსიკაცია/გაუვნებელყოფა (მაგალითად,
ამიაკის გარდაქმნა შარდოვანად); ასევე მედიკამანტების, ალკოჰოლის
გაუვნებელყოფა.
2. პლაზმის ცილების სინთეზი (მაგ., ალბუმინის-წყალს აკავებს
სისხლძარღვებში);
3. სისხლის შედედებაში მონაწილე ცილების სინთეზი (მაგ., პროთრომბინის,
ფიბრინოგენის).
4. გლიკოგენის დაგროვება ინსულინის ზემოქმედების საშუალებით
(მარაგდება 100 გრამი გლიკოგენი);
5. გლუკოზის ახალი მოლეკულების წარმოქმნა გლუკაგონის ზემოქმედებით ;

6. დეპო ფუნქცია (დამარაგებულია 450 მლ სისხლი); ასევე ელენთა, კანი,ფილტვი

7. დაძველებული ერითროციტებისა და თრომბოციტების დაშლა (კუპერის


უჯრედებით);
8. ქოლესტეროლის სინთეზი;
9. ვიტამინების დამარაგება (მაგ., A ვიტამინი 1-2 წლის მარაგი, D ვიტამინი 1-4
თვის, B12 3-5 წლის; K ვიტამინი, E ვიტამინი).
10. მეტალების დამარაგება (მაგ., რკინა მარაგდება ფერიტინით; სხვა
მეტალები: სპილენძი, თუთია);
11. ნაღვლის წარმოქმნა (თორმეტგოჯაში ცხიმის ემულგაციისთვის);
12. თერმორეგულაციური (წარმოქმნის სითბოს). (თიროქსინი,ადრენალინი)
1 - რიზოსომა
2 - მარცვლოვანი ენდოპლაზმური ბადე
3 - გლუვი
4 - გოლჯის კომპლექსი
• დეტოქსიკაცია ღვიძლის უჯრედების გლუვ ენდოპლაზმურ ბადეზე
წარიმართება.- HY (აქ მარაგდება კალციუმი, ხდება სინთეზი სტეროიდებისა

Smooth endoplasmic reticulum


• ნაღველი მარაგდება გოლჯის კომპლექსში.- HY

• ღვიძლი არ წარმოქმნის საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს!- HY


• ღვიძლი არ წარმოქმნის არც ლიპაზას, არც პროტეაზებს და არც ამილაზას!

ნაღველში ფერმენტები არ არის!

• გლიკოგენის გლუკოზად გარდაქმნას ასტიმულირებს გლუკაგონი და


ადრენალინი.- HY
• შედეგად სისხლში იზრდება გლუკოზის რაოდენობა.

სად წარიმართება ცილებისა და ცხიმების ნახშირწყლებად გარდაქმნა?


• ცილებისა და ცხიმების ნახშირწყლებად გარდაქმნა წარიმართება ღვიძლში-
HY
• ღვიძლი აწარმოებს საკუთარი ცილებისა და საკუთარი ცხიმების
ნახშირწყლებად გარდაქმნას, და არა- საკვებისას.
• გლუკოზის წარმოქსაქმნელად გამოიყენება: ამინომჟავები, გლიცეროლი,
რძემჟავა, პიროყურძნის მჟავა.

სად წარმოიქმნება შარდოვანა?


• შარდოვანა წარმოიქმნება ღვიძლში!- HY
• ის მიიღება ამიაკის დეტოქსიკაციისას!- HY
• ამიაკი ცილების ლპობისას წარმოიქმნება მსხვილ ნაწლავში.- HY
შარდოვანა - C ორმაგი ბმით ჟანგბადთან და სიგმა ბმებით ამინო ჯგუფებთან.

ნაღველის შემცველობა
1. ქოლესტეროლს;
2. ნაღვლის მჟავებს;
3. ბილირუბინს.
• ნაღველი სძენს ფეკალიებს ფერს. ნაღვლის გარეშე ფეკალიები უფერო
იქნებოდა.
• შეწოვილი ნაღველი ფერს სძენს შარდსაც.
დაძველებული ერითროციტები იშლება ღვიძლში და ელენთაში
ღვიძლში დაშლის შედეგად მიიღება ჰემოგლობინი.
ჰემოგლობინის გლობინი შეიცავს ამინომჟავებს
ამინომჟავები ბოლომდე მოიხმარება, ჰემი(წითელი შეფერილობის) კი დაიჟანგება
და მიიღება ბილივერდინი (მწვანე ფერის სითხე).
ბილივერდინი აღდგება და მიიღება არაკონიუგირებული ბილირუბინი(ცხიმში
ხსნადი). - ტოქსიკური ნივთიერება შეიძლება თავის ტვინის ბირთვებში
დაგროვდეს(რეზუს-კონფლიქტის დროს), ამიტომ უნდა გარდაიქმნას
კონიუგირებულ ბილირუბინად. (იერთებს გლუკონის მჟავას, ყვითელი ფერისაა).
• ღვიძლში წარმოქმნილი ნაღველი ჩაედინება ან ნაღვლის ბუშტში და
მარაგდება, ან თორმეტგოჯა ნაწლავში.
თუ ნაღველი არ ჩავა ფეკალიებში, იგი უფერო იქნება ანუ აქოლიური და შარდი-
მუქი.
ნაღველი წარმოიქმნება ღვიძლში, ღვიძლის სანაღვლე სადინრით მიემართება ან
ნაღვლის ბუშტში და დაგროვდება ან ნაღვლის ბუშტის სადინარი და ღვიძლის
საერთო სადინარი ერთმანეთს მიუერთდება და მიიღება ნაღვლის საერთო
სადინარი, ეს მიუერთდება პანკრეასის სადინარს და ორივე ერთად გაიხსნება
თორმეტგოჯაში.
ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ, ცხიმი მოხვდება თორმეტგოჯაში, ეს ნაწლავი
გამოყოფს ნივთიერებას ქოლეცისტოკინინი, რომელიც წავა სისხლში, იმოქმედებს
ნაღვლის ბუშტზე, შეკუმშავს მას და ნაღველი აღმოჩნდება ნაწლავებში, ეს
იმისთვის რომ ცხიმის მონელება მოხდეს.
რა ფუნქციები აქვს ნაღველს?
1. ცხიმის ემულგირება;- HY
2. ლიპაზის აქტივაცია;- HY
3. პერისტალტიკის სტიმულაცია;
4. ბაქტერიების განადგურება.- HY

ცხიმების ემულგირება (ემულსიფიკაცია)

ცხიმი წყალში არ იხსნება, იგი ჰიდროფობურია, ამიტომ საჭიროა ვაქციოთ


ჰიდროფილურად, რათა მისი შეწოვა მოხერხდეს.

შეწოვის შემდეგ, ცხიმი გარდაიქმნება ნაღვლის მჟავად, რომელსაც ორგვარი


ბუნება აქვს (ჰიდროფილური, ჰიდროფობური). ჰიდროფობური ნაწილით
მიუერთდება ცხიმს, ხოლო ჰიდროფილური ნაწილით წყალს. და საბოლოო ჯამში
ცხიმი გარდაიქცევა ჰიდროფილურ ნივთიერებად და დაქუცმაცდება. (გაიზარდა
ზედაპირის ფართობი)

* ლიპაზა პანკრეასის ფერმენტია. იგი ნაღველს ააქტიურებს. ლიპაზის


ზემოქმედებით მიიღება ცხიმოვანი მჟავები და სამატომიანი სპირტი-გლიცეროლი .
ნაღველი ღვიძლის სეკრეტია. ის გროვდება ნაღვლის ბუშტში და მხოლოდ მაშინ
გადადის თორმეტგოჯაში. როცა იქ საკვები ხვდება. ნაღვლის მოქმედებით ერთ
წვეთად შეკრული ათასობით ცხიმის მოლეკულა ერთმანეთისგან განცალკევდება -
ემულგირდება. ლიპაზას მხოლოდ ცალკეული მოლეკულების დაშლა შეუძლია.
ნაღველი ნაწლავების პერისტალტიკასაც აძლიერებს და საკვები ბიძგით წვრილი
ნაწლავის ქვედა განყოფილებებში იგზავნება.

რა საერთო ფუნქციები აქვს ღვიძლს და პანკრეასს?- SUPERHY


ღვიძლი
• ღვიძლი იმარაგებს გლიკოგენს ან წარმოქმნის გლუკოზას
• ნაღვლის საშუალებით მონაწილეობს ცხიმების ემულგირებაში
პანკრეასი
• ჰორმონებით არეგულირებს გლიკოგენის დამარაგებას ან გლუკოზის
წარმოქმნას
გლიკოგენის დამარაგება - ინსულინი
გლიკოგენის დაშლა - გლუკაგონი
გლუკოზის წარმოქმნა - გლუკაგონი
• ლიპაზის საშუალებით მონაწილეობს ცხიმების დაშლაში
• ცხიმი იშლება ცხიმოვან მჟავებად და გლიცეროლად

საერთო ჯამში !!!!!!!!!!


• ღვიძლი და პანკრეასი ორივე მონაწილეობს ნახშირწყლების
მეტაბოლიზმში და ცხიმების მონელებაში;- HY
• ღვიძლი და ელენთა ორივე მონაწილეობს ერითროციტების დაშლაში და
ორივე დეპოა. - HY

რეგენერაცია
• ღვიძლს რეგენერაციის ძლიერი უნარი აქვს
• ღვიძლის, სულ მცირე, 51% მაინც თუ იქნება დარჩენილი, ღვიძლი შეძლებს
რეგენერაციას

You might also like