Professional Documents
Culture Documents
10 თავი
10 თავი
msoflio uaxlesi
istoriis periodSi Tavi
sarCevi: X
msoflio XIX saukunis bolosa da
XX saukunis dasawyisSi
$ 1. ეკონომიკის განვითარების
§ 1. ეკონომიკის განვითარების ძირითადი მახასიათებლები ....347
ძირითადი მახასიათებლები $ 2. მსოფლიო I მსოფლიო
ომის წინ .......................................354
პრუსიის ეგიდით გერმანიის გაერთიანებამ, აშშ-ში
სამოქალაქო ომის დასრულებამ და ქვეყნის გამთლიანებამ,
იტალიის გაერთიანებამ, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ
ქვეყანაში, განსაკუთრებით ისეთ დიდ სახელმწიფოებში გატა-
რებულმა რევოლუციური ხასიათის რეფორმებმა როგორიც
რუსეთი, იაპონია და ოსმალეთი იყო, მსოფლიოს უახლესი
ისტორიის დადგომა ამცნო.
უახლესი ისტორია იმ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ და
ეკონომიკურ ძვრებს დაეფუძნა, რომელმაც XIX ს-ის ბოლო
მესამედში აკრიფა ტემპი. ნობელის პრემიის ლაურეატმა
ეკონომიკის დარგში, საიმონ კუზნეცმა XX საუკუნის დასას-
რულს ახალი ეკონომიკის ეპოქა უწოდა. ეკონომიკის ეს ახალი
ხანა, იმავე კუზნეცის თქმით, სწორედ XIX საუკუნის ბოლოს
დაიწყო და, უპირველეს ყოვლისა, „სამეცნიერო მიღწევების
წარმოებაში ფართოდ დანერგვის ტენდენციით ხასიათდება“.
ეკონომიკური თვალსაზრისით 1870-1930 წლების პე- ალფრედ ბერნჰარდ ნობელი
რიოდს — მონოპოლისტური იმპერიალიზმის წარმოქმნა-გან- 1833-1896
მტკიცების ხანაც შეიძლება ვუწოდოთ. ესაა ეპოქა, როდესაც ცნობილი შვედი ქიმიკოსი, ინჟინერი,
წარმოიქმნება მსხვილი საერთაშორისო მონოპოლისტური დინამიტის გამომგონებელი და
გაერთიანებები — სინდიკატები, კონცერნები და როდესაც ფუ- პირველი მწარმოებელი, მსხვილი
ნავთობმრეწველი, ნობელის პრემიის
ლის გატანა და დაბანდება სხვა ქვეყნებში საქონლის გატანაზე
დამფუძნებელი.
უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.
ნობელის პრემია. ნობელის ანდერძის
ტექნოლოგიების გავრცელება-განვითარება. სამეცნიერო
მიხედვით, მისი სიკვდილის შემდეგ
მიღწევების წარმოებაში ფართოდ დანერგვას ისეთი ახალი დარჩენილმა უზარმაზარმა კაპიტა-
დარგების გაჩენა მოჰყვა, როგორიც ელექტროინდუსტრია, ლმა შეადგინა მისივე სახელობის
ოპტიკური ხელსაწყოების წარმოება და ორგანული ქიმიაა, რომ პრემიის ფონდი. ნობელის პრემიას
აღარაფერი ვთქვათ მეტალურგიის, ენერგიის გამომუშავების, ანიჭებენ უმნიშვნელოვანესი სამეც-
საკვების წარმოებისა თუ სხვა სფეროებში მეცნიერების მიერ ნიერო გამოკვლევებისათვის, გამო-
შეტანილ წვლილზე. გონებებისათვის, კულტურისა და სა-
ზოგადოების განვითარებაში შეტა-
პროტექციონიზმისკენ მიბრუნება. XIX ს-ის ბოლო, ნილი განსაკუთრებული წვლილი-
სათვის ლიტერატურის, ფიზიკის,
ევროპაში „პროტექციონიზმისკენ მიბრუნებით“ აღინიშნა.
ქიმიის, ფიზოლოგიის და მედიცინის,
მართლაც, საერთაშორისო ეკონომიკის ინტეგრაციის შედეგად,
მშვიდობის დარგებში.
ფასების თამაში გასცდა ცალკეული ეროვნული სახელმ-
წიფოების საზღვრებს და თუკი ადრე გვალვისა თუ წყალ- სინდიკატი — მონოპოლიური გაერ-
დიდობების შედეგად მოსავლის ზარალი მხოლოდ მოცემულ თიანება. მასში შემავალ საწარმოებში
რეგიონზე აისახებოდა, ახლა ინდუსტრიალიზაციისა და საქონლის გასაღება ცენტრალიზებუ-
თავისუფალი ვაჭრობის პირობებში, ფასების ამგვარმა თამაშმა ლია.
საერთაშორისო მასშტაბები შეიძინა. იმავდროულად რკინიგ-
ზისა და ორთქლის ძრავაზე მომუშავე გემების გაჩენამ საოცრად კონცერნი — მრეწველობის სხვა-
გააიაფა პირველადი მოხმარების ისეთი მოცულობითი საქონლის დასხვა დარგის კომპანიების, სავა-
ტრანსპორტირება ამერიკიდან, როგორიც ხორბალი თუ სხვა ჭრო ფირმების. ბანკების და ა.შ.
მონოპოლისტური გაერთიანება.
347
მარცვლეული იყო. ამან, თავის მხრივ, ევროპელი ფერმერების
მდგომარეობა საგრძნობლად გააუარესა, რადგან კონტინენტზე
ფასების ვარდნა გამოიწვია. ამიტომაც იყო, რომ მაგალითად, 1873
წელს ატეხილი ფინანსური პანიკის გავლენა ეკონომიკაზე
იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, მას დიდი დეპრესიაც კი შეარქვეს და
შემდეგ ეს სახელწოდება გადაიტანეს 1929 წელს დაწყებულ
მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე.
ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოში იმდენად დიდი
იყო მოთხოვნა პროტექციონისტული პოლიტიკისადმი მიბრუ-
ნებაზე, რომ საქმე კომიკურ ღონისძიებებამდეც კი მიდიოდა: 1887
წელს, ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომ
ყველა უცხოურ საქონელს აუცილებლად მწარმოებელი ქვეყნის
დამღა უნდა ჰქონოდა. მათი აზრით, წარწერა — გაკეთებულია
გერმანიაში — ამ ქვეყნის პროდუქციის გასაღებას შეუშლიდა ხელს
ბრიტანეთის კუნძულებზე. არადა, სინამდვილეში ყველაფერი
პირიქით მოხდა. თავის მხრივ, საფრანგეთმა და იტალიამ
ერთმანეთთან სატარიფო ომი წამოიწყეს და ისეთი საბაჟო
ტარიფები დააკანონეს, რომ ამ ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვა
ერთბაშად განახევრდა. თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან,
იმდროინდელი საერთო ეკონომიკური ვითარება თავისუფალი
ვაჭრობის კუთხით, არც მთლად ტრაგიკულად გამოიყურება. უკვე
XX საუკუნის დასაწყისიდანვე, მისი საერთო მოცულობა ყოველ-
წლიურად 4,5%-ით იზრდებოდა, ხოლო მთლიანად ევროპა, ისევე
როგორც მისი ცალკეული ქვეყნები, ადრე არასოდეს ყოფილან
ამდენად დამოკიდებულნი საერთაშორისო ვაჭრობაზე. მაგა-
ლითად, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ექსპო-
რტზე მათი ერთიანი ეროვნული შემოსავლის 15-20 % მოდიოდა,
ხოლო უფრო მცირე ქვეყნებისათვის, ეს შეფარდება კიდევ უფრო
მაღალი იყო. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ნაკლებ განვითა-
რებული ქვეყნებიც კი საერთაშორისო ვაჭრობით ადრეულ
პერიოდთან შედარებით საკმაოდ ხეირობდნენ. თუმცა მსოფლიო
ექსპორტის დიდი ნაწილი ეკონომიკურად უფრო განვითარებულ
ქვეყნებზე მოდიოდა. მაგ.: ისეთი მძლავრი და მრავალდარგოვანი
ეკონომიკის მქონე სახელმწიფო, როგორიც შეერთებული შტატებია
— მსოფლიოში ექსპორტის მხრივ, 1914 წლისათვის მესამე
ადგილზე იდგა, მაგრამ იმავდროულად დაბალგანვითარებული
ლათინური ამერიკის ქვეყნებიც, ნედლეულისა და კვების
პროდუქტების დიდძალ ექსპორტს ეწეოდნენ, რომლის ნახევარს
ევროპა მოიხმარდა.
348
ვერცხლის სტანდარტი, თუმცა რეალურად, ხაზინა ოქროს
მიმოქცევას მეტად უწყობდა ხელს და ოქროს მონეტები — გინეები გინეა — ინგლისური ოქროს მონეტა,
— ყოველდღიურ მიმოქცევაში სწრაფად ჩაენაცვლა ვერცხლის რომელიც მიმოქცევაში 1663-1813
მონეტებს. ნაპოლეონის ომების დროს, ინგლისის ბანკმა წლებშ იყო. სახელწოდება აფრიკული
ხელისუფლების მითითებით, უარი თქვა საკუთარი ბანკნოტების ქვეყნის, გვინეა-ს სახელიდან მოდის,
ოქროთი თუ ვერცხლით განაღდებაზე, ანუ — რეალურად, საიდანაც შემოტანილი ოქროს
ქვეყანას იმ დროს არანაირი მონეტარული სტანდარტი არ გააჩნდა ზოდებით გინეის პირველი მონეტები
და ბრიტანეთში ერთგვარი ხის ფულის ტრიალის მბრძანებლური მოიჭრა.
სისტემა შეიქმნა.
მშვიდობის დამყარების შემდეგ, ხელისუფლებამ
გადაწყვიტა კვლავ ლითონის სტანდარტს დაბრუნებოდა, ოღონდ
ვერცხლს უკვე ოქრო ამჯობინა, თუმცა კი ფულს კვლავ
„სტერლინგი“-ს სახელი დარჩა. ფულის ღირებულების საზომად
ოქროს ფუნტი დადგინდა, რომლის წონად 113,0016 გრამი
ბაჯაღლო ოქრო განისაზღვრა. შესაბამისი საპარლამენტო აქტის
თანახმად, ოქროს სტანდარტის შექმნისას გათვალისწინებული
უნდა ყოფილიყო სამი პირობა: 1) სამეფო ხაზინა ვალდებული იყო
ეყიდა და გაეყიდა ოქროს შეუზღუდავი რაოდენობა ფიქსირებულ
ფასად; 2) ინგლისის ბანკი და ზოგადად, ყველა სხვა კერძო ბანკი
ვალდებული იყო, მოთხოვნისთანავე ოქროთი გაენაღდებინა
ბანკნოტები თუ დეპოზიტები; 3) დაუშვებელი იყო ნებისმიერი
შეზღუდვების დაწესება ოქროს იმპორტსა თუ ექსპორტზე.
შესაბამისად, ოქრო ქვეყნის მთელი ფულადი მარაგის მთავარ
რეზერვად იქცა. ინგლისის ბანკის სეიფში დაცული ოქროს ოდე-
ნობა განაპირობებდა მის მიერ ბანკნოტებისა თუ დეპოზიტების
სახით გასაცემი კრედიტების მოცულობასაც. აქედან გამომდინარე,
ქვეყანაში ოქროს შემოდინება-გადინება მთლიანი ფულის მასის
მერყეობას იწვევდა, რაც თავის მხრივ უკვე ფასების აწევ-
დაწევასაც განაპირობებდა.
XIX ს-ის 80-იან წლებამდე სხვა ქვეყნების უმრავლესობაში
ვერცხლის ან ერთდროულად ოქრო-ვერცხლის სტანდარტები
არსებობდა, თუმცა ზოგან საერთოდ არ იხმარებოდა ლითონის
სტანდარტი. რამდენადაც მსოფლიო ვაჭრობაში განმსაზღვრელ
როლს ბრიტანეთი ასრულებდა, მისი ეკონომიკის მერყეობა თით-
ქმის ყველა სხვა სახელმწიფოზეც ახდენდა გავლენას. შემდგომში,
რაც უფრო გაღრმავდა მსოფლიო ეკონომიკის ინტეგრაცია,
ეკონომიკური მერყეობებიც საერთაშორისო მოვლენად იქცა.
გერმანიამ, საფრანგეთზე გამარჯვების შემდეგ, იმდროი-
სათვის არნახული კონტრიბუცია — 5 მილიარდი ფრანკი აიღო და
ამის საფუძველზე, ქვეყანაში ახალი ფულადი ერთეული — ოქროს
მარკა შემოიღო. შედეგად, გერმანიის მნიშვნელობა საერთაშორისო
ვაჭრობაში იმდენად გაიზარდა, რომ ოქროს სტანდარტზე
გადასვლა ფაქტობრივად სხვა სახელმწიფოებისათვის უალტერ-
ნატივო ნაბიჯად იქცა.
აშშ 1900 წლამდე ეწინააღმდეგებოდა ვერცხლის
სტანდარტის შეცვლას, მაგრამ XX საუკუნეს ისიც ოქროს
სტანდარტზე გადასვლით შეხვდა. რაც შეეხება რუსეთს, მთელი
XIX საუკუნის განმავლობაში, ნომინალურად იქ ვერცხლის
სტანდარტი ბატონობდა, მაგრამ რეალურად, ხელისუფლების
მერყევი ფინანსური პოლიტიკის გამო, მიმოქცევაში არაუზ-
რუნველყოფილ ქაღალდის ფულსაც დიდი ოდენობით უშვებდნენ.
მხოლოდ 1897 წელს, უკვე ინდუსტრიალიზაციის პროცესის
გრაფი სერგეი ვიტე
გამოცოცხლების კვალად, იმდროინდელ ფინანსთა მინისტრ, გრაფ
სერგეი ვიტეს ძალისხმევით, ქვეყანა ოქროს სტანდარტზე რუსეთის იმპერიის სახელმწიფო
გადავიდა. იგივე მოხდა იაპონიაშიც ასე რომ, XX ს-ის მოღვაწე.
დამდეგისათვის, მსოფლიო ვაჭრობაში ჩართული ყველა 1849-1915
349
მნიშვნელოვანი ქვეყანა საერთაშორისო ოქროს სტანდარტს
აღიარებდა. მსგავსი ვითარება დაახლოებით ორი ათწლეულის
განმავლობაში შენარჩუნდა.
350
ელექტროენერგიის ეპოქა განსაკუთრებით ხელსაყრელი
აღმოჩნდა ნორვეგიისა და შვედეთისათვის, რომელთაც უზარ-
მაზარი ჰიდროელექტრო პოტენციალი გააჩნდათ, მაგრამ არც
დანია და ნიდერლანდები დარჩნენ წაგებულნი. ნიდერლანდებმა
სწრაფად აითვისა ელექტრო ნათურების წარმოება, შვედებმა და
დანიელებმა მოწინავე ადგილები დაიკავეს ელექტრო-
ინდუსტრიის განხრით (მაგ., შვედებმა ქვანახშირის გარეშე,
ელექტროენერგიის მეშვეობით მადნიდან რკინა პირველებმა
გამოადნეს).
საფრანგეთი. 1882 წლიდან საფრანგეთის ეკონომიკას
კვლავ დაუდგა მძიმე დღეები — ამას დაემატა ფინანსური
კრიზისი, რამაც რკინიგზის კომპანიებს ისე დაარტყა, რომ მათი
გაკოტრება გამოიწვია. ამას თან დაერთო მეღვინეობასა და დედოფალი ვიქტორია
მეაბრეშუმეობაში სტაგნაცია, რაც მევენახეობაში ფილოქსერის 1837-1901
ჭიის გავრცელებით, ხოლო მეაბრეშუმეობაში აბრეშუმის ჭიის
ეპიდემიის შედეგი გახლდათ; აქვე თუ გავიხსენებთ იტალიასთან
გაჭიანურებულ „სატარიფო ომს“, რომელმაც ორივე ქვეყანა
დააზარალა, ცხადი გახდება, თუ რატომ დაეცა ეროვნული
შემოსავალი ქვეყანაში მთელი XIX ს-ის მანძილზე ყველაზე დაბალ
ნიშნულამდე. საფრანგეთში ახალი ეკონომიკური აღმავლობა XIX-
XX სს-ის მიჯნაზე დაიწყო, რისი მიზეზიც საფრანგეთის
ლოთარინგიაში რკინის საბადოების ათვისება და ისეთი ახალი
დარგების წარმოქმნა იყო, როგორიც ელექტროინდუსტრია,
ალუმინის, ნიკელის და ავტომობილების წარმოებაა. ასე რომ
საფრანგეთი XX ს-ის დასაწყისს ეკონომიკური ზრდის 1815-1848
და 1851-1881 წლების მაჩვენებლებთან მნიშვნელოვანწილად
მიუახლოვებული შეხვდა.
XIX ს-ის 80–იან წლებში საფრანგეთის მთავრობამ კოლონიების
დაპყრობა გააგრძელა. ფრანგები დამკვიდრდნენ ჩრდილოეთ ბენჯამენ დიზრაელი -დიდი
აფრიკაში, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში და ინდოჩინეთის ბრიტანეთის მე-40 პრემიერ
ნახევარკუნძულზე. მინისტრი 1868 წელს, ასევე 42-ე
ვიქტორიანისეული ეპოქა. 1837 -1901 წლები ბრიტანეთის პრემიერი 1874—1880 წლებში.
სიმბოლო იყო დედოდალი ვიქტორია, რომლის მმართველობაც
იყო ყველაზე ხანგრძლივი ბრიტანეთის ისტორიაში. ამ პერიოდს
ვიქტორიას ხანას უწოდებენ. ეკონომიკაში ადგილი ჰქონდა
სამრეწველო რევოლუციასა და კაპიტალიზმის შემდგომ განვი-
თარებას; იზრდებოდა მუშათა კლასის რიგები და საშუალო
კლასის როლი.
ამ ეპოქის სოციალური მახასითებელია მკაცრი მორალური
კოდექსი (ჯენტლმენობა), რომელიც ამტკიცებდა კონსერვატიულ
ფასეულობებსა და კლასობრივ განსხვავებულობას. საგარეო
პოლიტიკაში გრძელდებოდა ბრიტანეთის კოლონიური ექსპანსია
აზიასა („დიდი თამაში“) და აფრიკაში („ბრძოლა აფრიკისათვის“).
ვიქტორია, ინდოეთის იმპერატორი-ქალი და 300 მილიონი ადა-
მიანის მმართველი მსოფლიოში, იყო ძლევამოსილი ბრიტანეთის
სათაყვანო სიმბოლო.
1860 წელი იყო ახალი ერა ბრიტანეთის პოლიტიკაში. ძველი
პოლიტიკური პარტიები გადაჯგუფდნენ ახალი ხელმძღ-
ვანელების ირგვლივ. ბენჯამენ დიზრაელიმ ტორები გარდაქმნა უილიამ ევარტ გლადსტონი
თანამედოვე კონსერვატიულ პარტიად, ხოლო ვიგები, უილიამ
გლადსტონმა - ლიბერალურ პარტიად. 1868- 1880 წლებში, ბრიტანელი პოლიტიკოსი,
უმრავლესობა პარლამენტში ამ ორ პარტიას შორის ნაწილდებოდა ოთხგზის ბრიტანეთის პრემიერ‐
და ამიტომ, დიზრაელი და გლადსტონი, ასევე, მონაცვლეობდნენ,
მინისტრი (1868-1874, 1880-1885,
როგორც პრემიერ-მინისტრები. 1887 წელს დიზრაელიმ და
კონსერვატიულმა პარტიამ გამოსცეს ბილი, რომლითაც 1886 და 1892-1894 წლებში).
არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიენიჭათ მამაკაცებს მუშათა
351
კლასიდან და რამაც გაზარდა ამომრჩეველთა რიცხვი.
1880-იან წლებში, გლადსტონის პრემიერობისას, გატარდა
რეფორმები: ხმის უფლება მიეცათ ფერმერებსა და სხვა მამაკაცებს.
საუკუნის ბოლოსათვის საარჩევნო უფლება მამაკაცებისათვის
თითქმის საყოველთაო გახდა.
352
დათმობებზე წასულიყო. 1890 წელს მამაკაცებისთვის საყოველთაო
საარჩევნო უფლება კვლავ ძალაში შევიდა.
XIX ს-ის 70-იან წლებში ესპანეთი ჯერ კიდევ კოლონიურ
სახელმწიფოს წარმოადგენდა. მის კოლონიებს კუბა, პუერ-
ტორიკო, ფილიპინები, ვესტინდოეთი შეადგენდნენ. ამ კოლო-
ნიების მოსახლეობა ესპანეთის ბატონობის უღლისაგან გათა-
ვისუფლებისათვის იბრძოდა. განსაკუთრებით დიდ ანტიესპანურ
აჯანყებებს ადგილი კუბასა და ფილიპინებზე ჰქონდა. ამ
ბრძოლაში აშშ ჩაერია. 1898 წ-ის აპრილში აშშ-მ ესპანეთთან ომი
დაიწყო.
ოთხი თვის შემდეგ დამარცხებული ესპანეთი იძულებული
გახდა ჯერ დროებითი ზავისათვის, შემდეგ კი საბოლოო
ხელშეკრულებისთვის მოეწერა ხელი. ამ ხელშეკრულებით ესპა-
ნეთმა კუბაზე, პუერტორიკოზე, ფილიპინების და გუამის
კუნძულებზე უარი განაცხადა. ასე რომ, ერთ დროს ვრცელი
კოლონიური იმპერიისაგან ესპანეთის ხელში მხოლოდ ესპანეთის
გვინეა, დასავლეთ საჰარა და ჩრდილოეთ მაროკოს რამდენიმე ამადეო I
დასახლებული პუნქტი დარჩა. 1871-1873
353
ელექტროძრავებით შეცვლისაკენ. აღსანიშნავია, რომ ელექტ-
რონიკის მწარმოებელ ცნობილ „სიმენსის“ ფირმას პირველი
მსოფლიო ომის წინ 80 ათასზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა.
354
განვითარების საშუალებას არ აძლევდა. ბატონ-ყმობის გაუქ-
მების მიუხედავად, რუსეთში აგრარული (მიწის) საკითხი
გადაუწყვეტელი რჩებოდა. 30 ათას მსხვილ მემამულეს
იმდენივე მიწა ჰქონდა, რაც 10 მილიონ გლეხურ მეურნეობას.
სოფლის მეურნეობის ნაყოფიერების ზრდას ხელს
უშლიდა აგრეთვე სოფლად განათლების და ტექნოლოგიების
ძალზედ დაბალი დონე, რომლის განვითარების შესაძლებ-
ლობას კაპიტალ-დაბანდებების სიმწირეც არ უწყობდა ხელს.
XX ს-ის დასაწყისისათვის პოლიტიკური თვალსაზ-
რისით, რუსეთის იმპერია ძლიერ სახელმწიფოდ ითვლებოდა.
ტერიტორიისა თუ მოსახლეობის რაოდენობის მხრივ ის
უდიდესი იყო მთელ ევროპაში. ეკონომიკური თვალსაზ-
რისითაც, ინდუსტრიული წარმოების მხრივ რუსეთს მსოფ-
ლიოში არცთუ უკანასკნელი ადგილი ეკავა. ბატონყმობის
გაუქმებისა და 70-იანი წლების რეფორმების შემდგომ რუსეთის
მრეწველობამ სწრაფად დაიწყო ზრდა. მართლაც, 70-80-იან
წლებში. რუსეთს უკვე კარგად განვითარებული ტექსტილის
ინდუსტრია და მძიმე მრეწველობაშიც ძლიერი პოზიციები
ჰქონდა ქვანახშირის მოპოვებისა თუ რკინისა და ფოლადის
დნობის მხრივ.
90-იან წლებში რუსეთში ინდუსტრიული წარმოების
„აფეთქებაც“ კი შეინიშნებოდა, როცა მრეწველობის საშუალო
ზრდამ რუსეთში 8%-ს გადააჭარბა და განვითარების ტემპით
დასავლეთის ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოებსაც კი
გაუსწრო. საქმე ისაა, რომ ამ დროისათვის რუსეთის სარკი-
ნიგზო ხაზებით დაქსელვამ, შესაძლებელი გახადა ერთმა-
ნეთთან დაეკავშირებინა მანამდე თითქმის აუთვისებელი,
ქვანახშირით მდიდარი დონბასის რეგიონი — რკინის მადნით
მდიდარ კრივოი როგთან. ამავე დროს, ფრანგმა მეწარმეებმა
ორივე ამ დარგში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის აუცი-
ლებლობაში დაარწმუნეს მეფის რუსეთის ხელისუფლება და
მალე რუსეთის ბაზრის 3/4 ადგილობრივი ქვანახშირითა და
რკინა-ფოლადით იყო უზრუნველყოფილი. თუმცა, ეს ერთი
შეხედვით შთამბეჭდავი მონაცემები, მაინც, არასწორ წარმოდ-
გენას ქმნის რუსეთის ეკონომიკური სიძლიერის თაობაზე. საქმე
ისაა, რომ ვთქვათ, ქვანახშირის წარმოება და მოხმარება — ერთ
სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, მნიშვნელოვნად ჩამორ-
ჩებოდა, თუნდაც, ავსტრიის მაჩვენებელს და ზუსტად იგივე
355
მდგომარეობა იყო ნებისმიერი სხვა ნაწარმის თვალსაზ-
რისითაც.
რუსული მრეწველობის აღმავლობას XIX ს-ის 90-იან
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული წლებში ერთგვარი ვარდნა მოჰყვა, ხოლო 1900-1903 წლებში,
მუშათა პარტიის I ყრილობა 1898 წელს დანარჩენ მსოფლიოს მსგავსად, რუსეთი ეკონომიკურმა
რუსეთის ქალაქ მინსკში გაიმართა. კრიზისმა მოიცვა. მრავალი წარმოება დაიხურა და მასობრივი
უმუშევრობა დაიწყო. ეკონომიკურ კრიზისს მოუსავლიანი
წლებიც დაერთო, რამაც რუსეთის დიდ ნაწილში შიმშილობა
გამოიწვია.
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული
ჯერ კიდევ XIX ს-ის 90-იან წლებში რუსეთში პირველი
მუშათა პარტიის II ყრილობა გაიმართა
მარქსისტული ორგანიზაციები წარმოიქმნა, რომლებმაც საუ-
1903 წლის ივლის-აგვისტოში ჯერ
კუნის მიწურულს I ყრილობა მოიწვიეს და რუსეთის სოციალ-
ბრიუსელში, შემდეგ ლონდონში.
დემოკრატიული მუშათა პარტიის შექმნა გამოაცხადეს. ფაქ-
ყრილობაზე დიდი დისკუსია
ტობრივად პარტია მხოლოდ 5 წლის შემდეგ 1903 წელს II
გაიმართა ვ. ლენინის მომხრეებსა და
ყრილობაზე შეიქმნა. ამავე ყრილობაზე სოციალ-დემოკრატებს
მოწინააღმდეგეებს შორის. პარტიის
შორის განხეთქილება მოხდა და ისინი ორ — მენშევიკურ და
უმაღლესი ორგანოების არჩევნების
ბოლშევიკურ ფრთად დაიშალნენ. ბოლშევიკები შემდგომში
დროს ვ. ლენინის მომხრეებმა უმრავ- ლენინელების მეტსახელით გახდნენ ცნობილნი. მოგვიანებით
ლესობა მიიღეს. ამიტომ მათ ბოლშევი- ბოლშევიკები გამოეყვნენ სოციალ-დემოკრატებს. მათ მიერ
კები (უმრავლესობა), ხოლო მოწინააღ- შექმნილ ახალ პარტიას კომუნისტური პარტია ეწოდა.
მდეგეებს — მენშევიკები (უმცირესობა) XX ს-ის დასაწყისი ეკონომიკურ კრიზისთან ერთად
ეწოდათ. პოლიტიკური დაძაბულობის ზრდითა და სამხედრო დაპირის-
პირებებითაც აღინიშნა. აქედან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
რუსეთსა და იაპონიას შორის ომი გახლდათ. ამ ომის მიზეზი
ბოლშევიკები ცალკე პარტიად ჩრდილოეთ ჩინეთსა (მანჯურია) და კორეაში რუსეთსა და
ფაქტობ_რიბვად 1912 წლიდან არსებ- იაპონიას შორის პირველობისათვის ბრძოლა იყო. ომის
ობდნენ, თუმცა ასეთი გამოყოფა დაწყებას ეკონომიკურმა კრიზისმაც შეუწყო ხელი. მაგალითად,
ფორმალურად 1917 წლიდან გაფორ- რუსეთის იმპერიამ, რომელსაც 1901-1903 წლების მსოფლიო
მდა, როდესაც მათ პარტიას რუსეთის ეკონომიკური კრიზისი მწვავედ შეეხო, პრობლემის გადაჭრა
სოციალ-დემოკრატიული პარტია (ბო- იაპონიასთან წარმატებული ომით გადაწყვიტა.
ლშევიკები) უწოდეს. 1918 წლიდან ამ ომის თეატრად მანჯურია გადაიქცა, სადაც რუსეთის
პარტიას უკვე კომუნისტური პარტია არმიამ დიდი მარცხი განიცადა. იაპონელებმა რუსეთის წყნარი
ეწოდა. ოკეანის ფლოტი, ომის დაწყებისთანავე, ჯერ კიდევ
პორტარტურის ყურეში გაანადგურეს. რუსეთმა მაშინ წყნარ
ოკეანეში ბალტიის ფლოტი გააგზავნა. ფლოტის იქ მისვლას
რუსეთ-იაპონიის ომი 1904-1905
თითქმის ერთი წელი მოუნდა და იაპონელებმა ისიც,
წლებში მიმდინარეობდა.
მისვლისთანავე, გაანადგურეს.
ასე რომ, პატარა იაპონია, რომელსაც იმჟამინდელი რუსი
პოლიტიკოსები: „ნასროლი ქუდებით ამოვსებას“ უპირებდნენ
(ამით რუსი პოლიტიკოსები ხაზს უსვამდნენ რუსეთთან
შედარებით იაპონიის, როგორც ქვეყნის სიმცირეს), იმ ხანი-
იაპონელებმა რუსეთის ფლოტი 1905 სათვის, წარმატებული რეფორმების მეშვეობით, ისე გაძ-
წლის ძველი სტილით 14-15 (ახალი ლიერდა, რომ დიდი რუსეთი სასტიკად დაამარცხა. იაპო-
სტილით — 27-28) მაისს იაპონიის ნიასთან სამარცხვინო მარცხმა რუსეთის რევოლუციურ
ზღვაში, ცუსიმას სრუტეში გაანად- მოძრაობას მძლავრი ბიძგი მისცა.
გურეს. რუსეთის I რევოლუცია. 1905 წლის 3 იანვრიდან მუშათა
გამოსვლები დაიწყო. რასაც 9 იანვარს, კვირა დღეს მეფის
ზამთრის სასახლესთან ხელისუფლების მხრიდან ხალხის
მშვიდობიანი მანიფესტაციის დახვრეტა მოჰყვა. მშვიდობიან
დემონსტრანტებთან ეს სისხლიანი ანგარიშსწორება რუსეთის
ისტორიაში სისხლიანი კვირის სახელით შევიდა.
მთელ რუსეთში გამოსვლებისა და გაფიცვების ტალღა
აზვირთდა. შეშინებულმა მეფემ ოქტომბერში მანიფესტი
გამოსცა, სადაც ხალხს კონსტიტუცია და რუსეთის საკანონ-
356
მდებლო ორგანოში — დუმაში არჩევნებს დაჰპირდა. დუმის
პირველი შემადგენლობა, რომელიც რევოლუციის აღმავლობის
ფონზე აირჩა, საკმაოდ რევოლუციური და რადიკალური
ცვლილებების მომხრე აღმოჩნდა. მაგრამ მეფის ხელი-
სუფლებამ რევოლუციური მოძრაობის შენელებით ისარგებლა
და არასასურველი დუმა დაითხოვა. II მოწვევის დუმა
არანაკლებ რევოლუციური გამოდგა. მაშინ რუსეთის
იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ ისიც დაითხოვა და ახალი
საარჩევნო კანონი გამოსცა, რომელიც პირველთან შედარებით ახალი საარჩევნო კანონი რუსეთის
ბევრად უფრო რეაქციული იყო და არჩევნებში მონა- საიმპერიო ხელისუფლებამ 1907 წლის
წილეობისათვის მაღალ ქონებრივ ცენზს გულისხმობდა. იმავ- ზაფხულის დასაწყისში გამოსცა.
დროულად რევოლუციონერთა დევნა და რეპრესიებიც დაიწყო
ყოველივე ეს ისტორიკოსთა მიერ რუსეთის I რევოლუციის
დასასრულად იქნა შეფასებული.
ჯერ რუსეთ-იაპონიის ომმა, შემდეგ კი 1905-1907
წლების რევოლუციამ ეკონომიკურად კვლავ უკან დასწია
ქვეყანა. რევოლუციას უკვალოდ არ ჩაუვლია. მან ხელი-
სუფლებას სანახევრო რეფორმებისაკენ მაინც უბიძგა. ამათგან
ყველაზე მნიშვნელოვანი სტოლიპინის აგრარული (მიწის)
რეფორმა გახლდათ, რაც გლეხებს თემიდან გამოსვლისა და
ცალკე ხუტორის — ფერმის შექმნის უფლებას ანიჭებდა. ამან
სოფლის მეურნეობის პროდუქციის მნიშვნელოვანი, თუმცა
მაინც დროებითი, ზრდა გამოიწვია.
357
კონტრრევოლუციური რევოლუცია ირანში (1905-1911) XIX-XX სს მიჯნაზე
გადატრიალება ირანში 1908 წლის ირანი რუსეთსა და ინგლისზე დამოკიდებულ ნახევრად-
ივნისში მოხდა. კოლონიურ სახელმწიფოს წარმოადგენდა. რუსეთი ჩრდი-
ლოეთ ირანს, ხოლო ინგლისი სამხრეთ ირანს აკონტროლებდა.
ირანზე რუსეთის პირველმა რევოლუციამ დიდი გავლენა
მოახდინა. უკვე 1905 წლის დეკემბერში თეირანში დემონს-
ტრაციები გაიმართა. 1906 წლის ოქტომბერში ირანის მბრძა-
ნებელი მოზაფარ ად-დინ შაჰ ყაჯარი იძულებული გახდა
მოჰამად ალი ტახტიდან 1909 კონსტიტუციის შესახებ ბრძანებულება გამოეცა. უმაღლეს
წლის ივლისში გადააყენეს. საკანონმდებლო ორგანოდ მეჯლისი გამოცხადდა. არჩევნებში
მონაწილეობის მიღების უფლება მხოლოდ მამაკაცებს მიეცათ.
მაღალი ქონებრივი ცენზის გამო მოსახლეობის უდიდეს
ნაწილს საარჩევნო ხმის უფლება არ ქონდათ. ირანის
რევოლუციის პირველი ეტაპი 1907 წლის დასაწყისში კონსტი-
ტუციის მიღებით დასრულდა. თუმცა ირანის ახალმა შაჰმა,
მოჰამად ალი შაჰ ყაჯარმა მალევე კონტრრევოლუციური გადა-
მოჰამად ალი ხელმეორედ ირანის
ტრიალება მოახდინა. მეჯლისი დაითხოვა და დეპუტატების
შაჰის ტახტზე 1911 წელს ავიდა.
ერთი ნაწილი დააპატიმრა. ამ გადატრიალებას მთელ ირანში
შეიარაღებული გამოსვლები მოჰყვა. განსაკუთრებით ძლიერ
გამოსვლებს ირანის აზერბაიჯანში და მის ცენტრალურ
ქალაქში — თავრიზში ჰქონდა ადგილი. ამ გამოსვლებში მონა-
წილეობას საქართველოდან გადასული რევოლუციონერებიც
იღებდნენ. კონტრრევოლიციური გადატრიალებიდან ერთი
წლის თავზე ირანის შაჰი მოჰამად ალი ტახტიდან გადააყენეს
და ირანის შაჰად მისი მცირეწლოვანი ვაჟი აჰმად შაჰი
გამოაცხადეს. აღდგა კონსტიტუცია, მოწვეული იქნა ახალი
მეჯლისი, რომელმაც მთელი რიგი პროგრესული კანონები
მიიღო. მოვლენების ასეთი განვითარება ინგლისს და რუსეთს
სულაც არ აწყობდათ, ამიტომ მათ ქვეყანაში თავიანთი ჯარები
შეიყვანეს. ამგვარად რუსეთმა ჩრდილოეთ ირანის, ხოლო
ინგლისმა სამხრეთ ირანის ოკუპაცია მოახდინა. ამავე წლის
მიწურულს მათი მეშვეობით რეაქციულმა წრეებმა ირანის
დედაქალაქ თეირანში კიდევ ერთი სამხედრო გადატრიალება
მოაწყვეს. მოჰამად ალი ხელმეორედ ავიდა ირანის შაჰის
ტახტზე. ეს უკვე ირანის რევოლუციის დასასრული იყო.
აფრიკა. აფრიკა, მისი ჰავის, შიდა მიმოსვლისათვის
უვარგისი მდინარეებისა თუ ევროპელთათვის რიგი
მომაკვდინებელი დაავადებების გამო, დიდხანს არ ჩანდა
358
მომხიბვლელი დასავლელი ვაჭრებისა და მეწარმეებისათვის,
მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად, მსოფლიო ისტორიის
უახლესმა პერიოდმა — XIX ს-ის მიწურულისთვის, ეს კონტი-
ნენტიც ჩაითრია ინდუსტრიული მსოფლიოს ეკონომიკურ
პროცესებში.
359
აკრძალვამ, ბურებად წოდებულ ჰოლანდიელ კოლონისტთა
შთამომავლებსა და თავად ბრიტანულ ადმინისტრაციას შორის
დიდი შეჯახება გამოიწვია, ვინაიდან ბურები თავიანთ
პლანტაციებში სწორედ მონურ შრომას იყენებდნენ.
ბურები სამხრეთ აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინა-
რეების ორანჟისა და ვაალის გაყოლებაზე სახლობდნენ და
საკუთარ მიწას, 1856 წლიდან, მდინარეების სახელების
ტრანსვაალი — ვაალს იქითას მიხედვით, ორანჟის დამოუკიდებელ შტატსა და ტრანსვაალის
ნიშნავს. სამხრეთ აფრიკულ რესპუბლიკას უწოდებდნენ. მიუხედავად
ბურების საცხოვრებელი არეალის შეზღუდულობისა, დაპირის-
პირებამ ბრიტანულ ადმინისტრაციასა და მათ შორის, კონფ-
ლიქტში მრავალი ადგილობრივი აფრიკული ტომის ჩართვის
გამო ფართო მასშტაბი შეიძინა და საბოლოოდ ომში
გადაიზარდა, რომელმაც ისტორიაში „ბურების ომის“ სახელი
ინგლის-ბურების ომი 1899-1902
დაიმკვიდრა.
წლებში მიმდინარეობდა. ამ ომში
როგორც ბურები, ასევე ინგლისელი კოლონისტები
ბურების მხარეს ევროპიდან მრავალი
სამხრეთ აფრიკაში, მარტივ სოფლის მეურნეობას მისდევდენ,
მოხალისე მონაწილეობდა. მათ
მაგრამ 1867 წელს, ალმასის საბადოების, ხოლო 1886 წელს
შორის იყო ნიკო ბაგრატიონიც (1898-
ტრანსვაალში ოქროს საბადოების აღმოჩენამ, მთლიანად
1933), რომელსაც ამის გამო მეტსა-
შეცვალა ამ რეგიონში ეკონომიკური და პოლიტიკური
ხელად ნიკო ბური ეწოდა.
ვითარება. ამ პერიოდის ამბები სამხრეთ აფრიკაში, ძირი-
თადად, სესილ როდსის სახელთანაა დაკავშირებული,
რომელიც ჩვიდმეტი წლისა ჩასახლდა იქ, და სწრაფად
მოიხვეჭა სახელიცა და სიმდიდრეც. მაგრამ იგი ამით არ
დაკმაყოფილდა და პოლიტიკურ საქმიანობასაც მიჰყო ხელი.
მისი ამბიციური პროექტი კეიპტაუნიდან ქაირომდე რკინიგზის
გაყვანასაც კი ითვალისწინებდა და მთელი ეს ხაზი, რაღა თქმა
უნდა, ბრიტანეთის საკუთრება უნდა ყოფილიყო. ბურებისთვის
მიუღებელი მოვლენების ამგვარი განვითარება და 1899 წელს,
ე.წ. „ბურების ომიც“ გაჩაღდა. თავიდან, საქმე ბრიტანელთა
სასიკეთოდ არ მიდიოდა, მაგრამ როცა კონფლიქტი
ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა, მათ გარკვეულწილად
თავისას მაინც მიაღწიეს. შედეგად, 1910 წელს, გაერთიანებული
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა — კანადის, ავსტრალიისა და
ახალი ზელანდიის მსგავსად — ბრიტანეთის იმპერიის
თვითმმართველობის მქონე დომინიონად იქცა.
360
ჟიულ ფერიმ 1884 წელს საერთაშორისო კონფერენცია
მოიწვიეს ბერლინში. აშშ-ის ჩათვლით, ამ კონფერენციაში 14
დიდი თუ მცირე ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. კონფერენცია
მეტად წარმატებული აღმოჩნდა: მონაწილეები შეთანხმდნენ
საკანონმდებლო აქტით აეკრძალათ მონობა და ის წესები
ჩამოაყალიბეს, რომლის მიხედვითაც შეიძლებოდა აფრიკის
კონტინენტის ესა თუ ის ნაწილი რომელიმე მონაწილე ქვეყნის
მფლობელობა-პროტექტორატის ქვეშ ეღიარებინათ (სხვათა
შორის, ერთი აუცილებელი პირობათაგანი ტერიტორიაზე
პრეტენზიის გასამართლებლად მისი ეფექტურად ათვისება-
განვითარება გახლდათ).
ასე რომ, პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდისთვის,
აფრიკა უკვე გადანაწილებული იყო და ფაქტობრივად, მხო-
ლოდ ეთიოპია რჩებოდა დამოუკიდებელი. მაგრამ ტერი- ჟიულ ფერი
ტორიების განსაზღვრა-დასახლება ერთი საქმე იყო და 1832-1893
განვითარება — მეორე. აფრიკელებს ჯერ კიდევ გრძელი გვი-
რაბი ელოდათ წინ, ვიდრე ბოლოში შუქს დაინახავდნენ.
361
T a v i XI
1919, 28 ივნისი
1917
1914 25 ოქტომბრის (ძვ.სტ.) საფრანგეთში ვერსალის
სარაევოში ავსტრია-უნგრეთის ღამით სანქტ-პეტერბურგში იწყება სასახლეში ხელი მოაწერეს
ერც-ჰერცოგს ფრანც ზამთრის სასახლის შტურმი, რასაც ვერსალის საზავო
ფერდინანდსა და მის ცოლს მოჰყვა მონარქიის დამხობა ხელშეკრულებას,
კლავს გავრილო პრინციპი. რუსეთში და ბოლშევიკების რომლითაც ოფიციალურად
იწყება პირველი მსოფლიო ხელისუფლების სათავეში დასრულდა პირველი
ომი. მოსვლა. მსოფლიო ომი.
1900
362
1922
იტალიაში 1929
ხელისუფლების სათავეში
მოდის ბენიტო აშშ-ში იწყება „დიდი
1933
მუსოლინი (სურ: დგას დეპრესია“, პირველი გერმანიაში ხელისუფლების
ცენტრში) ფაშიზმის მსოფლიო ეკონომიკური სათავეში მოდის ნაცისტების
ფუძემდებელი. კრიზისის დასაწყისი. ლიდერი ადოლფ ჰიტლერი.
363
მოგეთხოვებათ შემდეგი ცნებების, ტერმინების, სახელების და წლების ცოდნა
სამთა კავშირი ფრანც ფერდინანდი 1904-1907 - ანტანტის ჩამოყალიბება
ანტანტა გავრილო პრინციპი 1879-1882 - სამთა კავშირის ჩამოყალიბება
ვერსალის ხელშეკრულება მუსტაფა ქემალ ფაშა 1914-1918 - I მსოფლიო ომი
ერთა ლიგა ნიკოლოზ I 1917 - სოციალისტური რევოლუცია
რეპარაცია ლენინი რუსეთში
პროლეტარიატის დიქტატურა სტალინი 1919, 18 იანვარი- 1920, 21 იანვარი -
სამხედრო კომუნიზმი ვუდრო ვილსონი პარიზის სამშვიდობო კონფერენცია
„ნეპი“ ბენიტო მუსოლინი 1918-1933 - ვაიმარის რესპუბლიკა
ხუთწლიანი გეგმა ჯაკომო მატეოტი გერმანიაში
ფაშიზმი ადოლფ ჰიტლერი 1929-1933 - მსოფლიო ეკონომიკური
კორპორატიული სახელმწოფო ფრანსისკო ფრანკო კრიზისი
ვაიმარის რესპუბლიკა უინსტონ ჩერჩილი 1922 - ბენიტო მუსოლინის მოსვლა
„დიდი დეპრესია“ კარლ ლიბკნეხტი ხელისუფლებაში იტალიაში
„ახალი კურსი“ კარლ ებერტი 1933 - ადოლფ ჰიტლერის მოსვლა
„14 პუნქტი“ ჩარლზ დაუესი ხელისუფლებაში გერმანიაში
ერთა ლიგა ფრანკლინ დელანო 1936-1939- სამოქალაქო ომი ესპანეთში
ვაიმარის რესპუბლიკა რუზველტი
„ახალი კურსი“ გენერალი ტანაკა
სუნ იატ-სენი
ჩან კაიში
ოუენ იუნგი
364