You are on page 1of 8

ადაპტირებული კომპლექსური დავალების ნიმუში

ქვემოთ მოცემულია კომპლექსური დავალების ადაპტირებული ნიმუში კონკრეტული სპეციალური


საჭიროების მქონე მოსწავლისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ადაპტირების პროცესი ეფუძნება
კონკრეტული მოსწავლის ძლიერი მხარეებსა და საჭიროებებს, შესაბამისად ნიმუშის უცვლელად
გამოყენება სხვა სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეზე მიზანშეწონილი არ არის .

მოსწავლის შეფასების შედეგების მოკლე მიმოხილვას გაეცანით დოკუმენტის ბოლოს მიმაგრებულ


ფაილში

კლასისთვის შექმნილი კომპლექსურ დავალებას გაეცანით დოკუმენტის ბოლოს მიმაგრებულ ფაილში

საგანი: ხელოვნება
კლასი: VII
თემა (ან მიმართულება):
გრძელვადიანი ქვეცნებები: საკვანძო შუალედური სასწავლო
მიზანი შეკითხვა / მიზანი
ფერი ძირითადი და შედგენილი, შეკითხვები
სამიზნე ცნება და ცივი და თბილი, კონტრასტული,  ნახატის კომპლექსური
მასთან ფერისა და ტონის გრადაცია). შექმნისას დავალების პირობა
დაკავშირებული რაში
მკვიდრი გვეხმარება
წარმოდგენები ფერთა
სიუხვე?

სახვითი 1 აქტივობა: დავალების პირობის გაცნობა. ფერებით მოყევი ამბავი -


ხელოვნების დახატე ან გააფერადე
მხატვრულ- მასწავლებელი მოსწავლეს ანახებს რამდენიმე ნახატს, რაიმე ეპიზოდი შენი
გამომსახველობითი რომელიც უკავშირდება ცხოვრებისეულ ეპიზოდებს, ცხოვრებიდან: სკოლის
საშუალებები საინტერესო მოვლენებს და უხსნის, რომ იმისათის ეზოში ბავშვებთან
(ელემენტები) და რომ შენც შეძლო დახატო , ამისათის საჭიროა
ერთად თამაში, ოჯახი
ხერხები ვიცოდეთ როგორ გამოვიყენოთ ნახატში ფერები.
პიკნიკზე.
(პრინციპები)
თბილი ფერები

 ადამიანი ამისათვის:
ხელოვნების  (1) გამოიყენე ფერები
ნიმუშის (ცივი, თბილი,
შესაქმნელად
კონტრასტული,
იყენებს და
აკვირდება ფერის გრადაცია) შენი
სახვითი განწყობილებს
ხელოვნების (მხიარული, სევდიანი
ძირითად და სხვ.)
პრინციპებსა და გადმოსაცემად;
ელემენტებს.
2. აქტივობა: ცივი და თბილი ფერების გაცნობა
ნამუშევრის წარდგენისას
მასწავლებელი მოსწავლეს ეუბნება, რომ ის ისაუბრე, ხაზგასმით
ფერები, რომელიც ახსენებს მზეს, არის თბლი წარმოაჩინე:
ფერი, რომელიც ახსენებს ღამეს არის ცივი ფერი.
 სად გამოიყენე ცივი
და თბილი ფერები?
 სად გამოიყენე
გრადაცია?
 სად გამოიყენე
კონტრასტული
ფერები?
 დაგეხმარა თუ არა
ფერთა შეხამებები
ჩანაფიქრის
გადმოსაცემად;
 როგორი
თანმიმდევრობით
შექმენი ნამუშევარი

აქტივობა N3

მასწავლებელი მოსწავლეს აძლევს ორ ჩარჩოს:


ცივი და თბილი ფერების, ასევე აძლევს ცალკეულ
ბარათებს მანქანების და სთხოვს მოსწავლეს
დაალაგოს მანქანები ცივი და თბილი ფერების
მიხედვით.
(თუ მოსწავლეს დამოუკიდებლად, დამხმარე
რესურსის გარეშე გაუჭირდა დავალების
შესრულება, დაუდეთ მაგიდაზე ცივი და თბილ
ფერების ცხრილი, რომელიც მეორე აქტივობაში
გამოვიყენეთ)
აქტივობა N4

თბილი და ცივი ფერების არევა ნახატში


მასწავლებელი მოსწავლეს აძლევს სხვადასხვა ფერის
სახლებს, რომელსაც აქვს კარი და ფანჯრები.
დავალებაში მოცემული არის მზა ნიმუში და ასევე
ცალკეული ბარათები, მოსწავლე უნდა დააკვირდეს
ნიმუშს და მასზე დაყრდნობით ააწყოს სახლი, შემდეგ
კი ისაუბროს რომელი სახლი როგორი ფერებისგან
შედგენა, რა აქვს სახლს ცივი ფერის და რა აქვს ცივი
ფერის.
აქტივობა N5

დაალაგე მხიარული ხილი და ბოსტნეული ცივი და


თბილი ფერების მიხედვით

ცივი ფერები თბილი ფერები


აქტივობა N6

მასწავლებელი მოსწავლეს უხსნის, რომ არსებობს


ფერები, რომლის შეერთებითაც სხვა ფერს ვერ მიიღებ,
მაგრამ ნახატში მათი ერთმანეთის გვერდი-გვერდ
გამოყენება აძლიერებს მათ ფერადოვნებას და ამ
ფერებს კონტრასტული ფერები ჰქვია

კონტრასტული ფერებია:
წითელი და მწვანე
ლურჯი და ნარინჯისფერი
ყვითელი და იისფერი

აქტივობა N7

მასწავლებელი მოსწავლეს აძლევს რამდენიმე ნახატს,


რომელიც დასასრულებელია, ნახატებში
გასაფერადებელია წრეები, მასწავლებელი მოსწავლეს
სთხოვს გააფერადოს უკვე გაფერადებული
კონტრასტული ფერებით.
აქტივობა N8

მასწავლებელი მოსწავლეს უხსნის რომ მკვეთრი


ფერების გარდა ასევე გვაქვს ამ ფერების ღია ფერები,
რომლებსაც გრადაცია ეწოდება.

გრადაცია რომ მივიღოთ საღებავს წყალი ან თეთრი


ფერი უნდა შევურიოთ.

მასწავლებელი მოსწავლეს აძლევს 1 ფერს, მაგ:


წითელს, სთხოვს რომ წითელს შეურიოს 1 წვეთი
თეთღი ფერი ან 1 წვეთი წყალი და მის გვერდით
გაუსვას გუაში, შემდეგ სთხოვს რომ კიდევ 1 წვეთი
დაამატოს და გვერდით გაუსვას ისევ გუაში, ასე
დაამატებს 5 წვეთს და მოსწავლე ნახავს როგორ
მოხდება ფერის გაღიავება.

აქტივობა N9

მასწავლებელი მოსწავლეს აძლევს ცხრილს, სადაც


მოცემული ძირითადი ფერები და სთხოვს მოსწავლეს
ქვედა უჯრებში მოახდინოს ამ ფერების გრადაცია.
აქტივობა N10

მასწავლებელი მოსწავლეს აძლევს კონტურში


გასაფერადებელ ნაყინს და სთხოვს მოსწავლეს აირჩოს
1 ფერი და მოახდინოს მისი გრადაცია ნაყინის
ბურთულებზე

აქტივობა N11

მასწავლებელი მოსწავლეს აძლევს არჩევანის


უფლებას, გააფერადებს თუ დახატავს რაიმე
ცხოვრებისეულ ეპიზოდს, სადაც მან უნდა გამოიყენოს
ცივი და თბილი ფერები, კონტრასტული ფერები,
მონათესავე ფერები და ფერათა გრადაცია.

მასწავლებელი ეხმარება და აძლევს მოკლე


ინსტრუქციებს, რომელ ნაწილში რომელი ფერთა გამა
გამოიყენოს:
ცის გასაფერადებლად დაგჭირდება ცისფერი
ფერის გრადაცია
ხეზე გამოიყენე კონტრასტული ფერები, ხე
მწვანე ფერი და მისი ნაყოფი მწვანე ფერის
კონტრასტული ფერით (წითელი)
სკოლის შენობისა და ფანჯრებისათის
გამოიყენე კონტრასტული ფერები.
ბავშვების ზედა სამოსზე გამოიყენეთ თბილი
ფერები, ხოლო ქვედა ბოლოებზე ცივი ფერები.

ზემოთ მოცემული ადაპტირებული კომპლექსური დავალება ორიენტირებულია სპეციალური


საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის განსაზღვრული გრძელვადიანი მიზნებისკენ. თავად
კომპლექსური დავალება კი წარმოადგენს ნაბიჯს/ნაბიჯებს დასახული გრძელვადიანი მიზნის მისაღწევ
გზაზე.შესაბამისად, კომპლექსურ დავალებაში ინტეგრირებულია სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლის მოკლევადიანი მიზნები

გრძელვადიანი მიზნები

მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს მოსწავლემ უნდა შეძლოს

1. ადამიანი ხელოვნების ნიმუშის 2. მოსწავლეს შეუძლია ხელოვნების


შესაქმნელად იყენებს და აკვირდება ძირითადი ელემენტების და პრინციპების:
სახვითი ხელოვნების ძირითად ხაზი, ფერი, ფორმის ნამუშევარში
პრინციპებსა და ელემენტებს. გამოყენება

მოკლევადიანი მიზნები

1. მოსწავლემ უნდა შეძლოს ცივი და თბილი გამოყენება ნამუშევარში


2. მოსწავლემ უნდა შეძლოს კონტრასტული ფერების გამოყენება ნამუშევარში
3. მოსწავლემ უნდა შეძლოს გრადაციის გამოყენება ნამუშევარში

You might also like