You are on page 1of 7

ღმერთის არსებობის ფორმა და არსი ანსელმ კენბერიელთან და თომა

აქვინელთან

დაჩი ხონელიძე

მეცნიერება და ხელოვნების ფაკულტეტი


ფილოსოფიის პროგრამა

კურსის ხელმძღვანელი: თორნიკე გოგინაშვილი

კურსი: სიტყვის თეოლოგია შუა საუკუნეებში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი


თბილისი, 2023
შესავალი

ამ ნაშრომის მიზანს წარმოადგენს აჩვენოს, როგორ აყალიბებს თომა აქვინელი თავის


პოზიციას ღმერთის არსსა და მისი არსებობის ფორმებზე. ამისთვის, პირველ ეტაპზე
მიმოვიხილავ ანსელმ კენტბერიელის ონტოლოგიურ არგუმენტს, სადაც ის საუბრობს
ღმერთის არსებობის ფორმაზე, როგორც უდიადესი წარმოდგენადი არსების, ხოლო
შემდეგ განვიხილავ რის საფუძველზე არ დაეთანხმა მას თომა აქვინელი და როგორ
განავითარა მან თავისი კონცეფცია.

ანსელმ კენტბერიელი ონტოლოგიურ არგუმენტს აყალიბებს პროსლოგიონის მე3 და


მე3 თავებში. ანსელმი ღმერთს განმარტავს როგორც არსებას, რომელზე დიადი
არსების წარმოდგენაც შეუძლებელია. სულელსაც შეუძლია გაიგოს ეს ცნება, თავად
ეს ფაქტი მეტყველებს რომ არსება არსებობს გონებაში. თუ მსგავსი არსება არის ჩვენს
გონებაში, მაშინ კიდევ უფრო დიდი არსება უნდა არსებობდეს როგორც გონებაში, ისე
რეალობაში. აქედან - არსება რომელზე უფრო დიადი არსების წარმოდგენაც
შეუძლებელია, ანსელმისთვის - ღმერთი, არსებობს რეალობაში.

ანსელმის არგუმენტი მეორე თავში

1. ცნებიდან გამომდინარე ჭეშმარიტებაა, რომ ღმერთი არის არსება, რომელზე


დიადის არსების არსებობა წარმოუდგენელია
2. ღმერთი არსებობოს როგორც იდეა გონებაში
3. არსება, რომელიც არსებობს როგორც გონებაში, ისე რეალობაში, თუ ყველა
სხვა კრიტერიუმით ის თანაბარია, უფრო დიადია, ვიდრე მხოლოდ გონებაში
არსებული
4. თუ ღმერთი არსებობს მხოლოდ გონებაში, ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ
მასზე უფრო დიადი
5. მაგრამ ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ ღმერთზე დიად არსებას (კონტრადიქციული
იქნება, რადგან ღმერთს განვმარტავთ როგორც ყველაზე დიად წარმოდგენად
არსებას)
6. შესაბამისად, ღმერთი არსებობს

ანსელმის არგუმენტები მესამე თავში

1. ცნებიდან გამომდინარე, ღმერთი არის უდიადესი წარმოდგენადი არსება


2. არსება რომელიც აუცილებლობით არსებობს რეალობაში, უფრო დიადია
ვიდრე არსება, რომლის არსებობაც არ არის აუცილებელი
3. შესაბამისად, თუ ღმერთი არსებობს გონებაში მაგრამ აუცილებლობის ძალით
არ არსებობს რეალობაში, ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რაღაც, ღმერთზე
უფრო დიადი
4. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რაიმე, ღმერთზე უფრო დიადი
5. შესაბამისად, თუ ღმერთი არსებობს გონებაში როგორც იდეა, ის
აუცილებლობის ძალით არსებობს რეალობაში
6. ღმერთი არსებობს გონებაში როგორც იდეა
7. ღმერთი არსებობს რეალობაში

ეს მსჯელობა ამოდის იქიდან, რომ თუ შესაძლებელია წარმოდგენა არსების,


რომელიც არ არსებობს, მასზე უფრო დიადი არსების წარმოდგენა შესაძლებელია.
შესაბამისად, არსება რომელზე დიადი არსების წარმოდგენაც შეუძლებელია,
შეუძლებელია წარმოვიდგინოთ არარსებულად, შესაბამისად, ის არსებობს.
ღმერთის არსებობის ფორმა და არსი თომა აქვინელთან

თომას თავად აქვს ღმერთის არსებობის დამადასტურებელი არგუმენტები


მოყვანილი თეოლოგიის ჯამში, თუმცა ის ანსელმს არ ეთანხმება. მისი აზრით,
ადამიანს არ შეუძლია ღმერთის ბუნების შეცნობა, შესაბამისად, ვერ წარმოიდგენს
ღმერთს ისე, როგორც ამას ანსელმი გვთავაზობს. ონტოლოგიური არგუმენტი
იქნებოდა ღირებული, თუ შესაძლებელი იქნებოდა ღმერთის არსის სრულად გაგება.
თომას მიერ ანსელმის არგუმენტის უარყოფა გახდა საფუძველი კათოლიკე
თეოლოგების მიერ ონტოლოგიური არგუმენტის უარყოფის.
ადამიანს არ შეუძლია ესმოდეს ღმერთის არსი, ამის გამო თომა აქვინელი
იყენებს ნეგატიურ თეოლოგიას. იმისთვის, რომ მივხვდეთ რა არ არის ღმერთი,
ღმერთის იდეა უნდა დავუპირისპიროთ იმას რაც ის არ არის, როგორიცაა
მაგალითისთვის შედგენილობა, მოძრაობა და ა.შ. უნდა განვიხილოთ ღმერთის
სიმარტივე იმისთვის, რომ უარვყოთ მისი კომპოზიტურობა. მატერიალურ სამყაროში
ის რაც მარტივია, ამავდროულად არის არასრულყოფილი და რაღაცის ნაწილი,
ხოლო ღმერთი არის მარტივი და ამავდროულად სრულყოფილი, უსასრულო,
უცვლელი და ერთიანი.
თომა აქვინელის აზრით ღმერთს არ გააჩნია სხეული, ნებისმიერი ღმერთზე
მიწერილი თვისება, რომელიც ერთი შეხედვით მეტყველებს იმაზე რომ ღმერთს
სხეული უნდა ქონდეს, მხოლოდ და მხოლოდ ალეგორიაა. ღმერთს რომ ქონდეს
სხეული მაშინ ის ვერ იქნებოდა პირველსაწყისი მამოძრავებელი, რადგან თავად ის
უძრავია, ხოლო უძრავი სხეული სხვა სხეულს ვერ აამოძრავებს. ასევე, ღმერთი
აუცილებლობის გზით არის მხოლოდ აქტუალიზებული და მასში არაფერია
პოტენციური, მაგრამ ყველა სხეულში არის პოტენციალურობა, აქედანაც ვასკვნით
რომ ღმერთს არ გააჩნია სხეული. და ბოლო, მესამე არგუმენტი რაც ღმერთის
უსხეულობას ამტკიცებს ისაა რომ ღმერთი წარმოადგენს სრულყოფილებას, ხოლო
სხეული ვერ იქნება სრულყოფილი, რადგან სხეულზე უფრო სრულყოფილი სულია.
აქედან - ღმერთს არ აქვს სხეული.
ღმერთი არც მატერიისა და ფორმისგან არ შედგება, რამდენადაც ფორმა და
მატერია არის სხეულებრივი არსებობის დამახასიათებლები. მატერია არის
შესაძლებლობაში, ხოლო ღმერთი არის სრულიად აქტუალიზებული
პოტენციალურის გარეშე, რამდენადაც ნებისმიერი მატერიის სიკარგე
დამოკიდებულია მის ფორმაზე, ფორმა არის მონაწილე სიკეთე, ხოლო ღმერთი ვერ
იქნება მონაწილე, რადგან ის არის სრულყოფილი.

ღმერთის იგივეობა თავის არსსა ან ბუნებასთან

საწინააღმდეგოდ იმ მოსაზრებისა რომ ღმერთი შეიცავს თავის ღვთიურობას


(Godhead), მაშასადამე ღმერთი არ არის იდენტური მის არსსა და ბუნებასთან, თომა
თვლის, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ღმერთის თვისებებსა და მახასიათებლებზე ისე,
თითქოს ის კომპოზიტური არსება იყოს, მაგრამ ამის მიზეზი მხოლოდ ჩვენი
პერცეფციის არასრულყოფილებაა. ჩვენთვის მოწოდებულ სამყაროში მხოლოდ იმ
ქმნილებებს აქვთ არსი, რომლებიც კომპოზიტურია. მისი სიმარტივის
დასახასიათებლად ჩვენ აბსტრაქტულ ზედსართავებს ვიყენებთ. ღმერთი
კომპოზიტურად ხასიათდება მხოლოდ ჩვენი ინტელექტის მსგავსი მოწყობის გამო
და არა იმიტომ რომ ღმერთი კომპოზიტურია.
თომა აქვინელი ავითარებს იმ მოსაზრებას რომ ღმერთის არსი და ბუნება ერთი და
იგივეა. ფორმისა და მატერიისგან შედგენილ საგნებში არსი ან ბუნება განსხვავდება
ერთმანეთისგან, რადგან მათ შემთხვევაში არსი ან ბუნება მხოლოდ იმაზე
მიუთითებს, რაც ნაწილია ამ სახეობის განმარტებისა. მაგალითისთვის
ადამიანურობა მიუთითებს ადამიანის ისეთ დამახასიათებლებზე, რომლებიც მას
ადამიანად აქცევენ. ინდივიდუალური სახესხვაობები არ შედის სახეობის
განმარტებაში, ისინი რაც შემთხვევითობით განასხვავებენ ინდივიდებს
ერთმანეთისგან არ შედიან ადამიანურობაში. მაგრამ ისინი ადამიანის შემადგენლები
არიან, გამომდინარე აქიდან ადამიანი მოიცავს რაღაცებს, რაც არ არის
ადამიანურობის შემადგენელი, ე.ი. ადამიანი და ადამიანურობა არ არიან სრულიად
იდენტურები. მაგრამ არსება რომელიც არ შედგება მატერიისა და ფორმისგან არ
შეიცავს რამეს გარდა საკუთარი არსისა ან ბუნებისა, რამდენადაც ღმერთი არის
არსება ფორმისა და მატერიის გარეშე, ის არის მისივე არსი, ღვთიურობა და ყველა
სხვა პრედიკატი რაც მას მიეწერება.

არის თუ არა არსი და ყოფნა იდენტური ღმერთში

თომა აქვინელის აზრით ღმერთი არის არა მხოლოდ მისი არსი არამედ მისი
ყოფნაც. ის რაც რაღაცას აქვს მისი არსის გარდა უნდა იყოს ამ არსების აუცილებელი
მახასიათებელი, როგორც მაგალითად სიცილი ადამიანისთვის, ან ის უნდა იყოს
გარედან მოქმედი, როგორც ცეცხლი აცხელებს წყალს. მაგრამ საგნის ყოფნა ვერ
იქნება განპირობებული მისი აუცილებელი მახასიათებლით, რამდენადაც ვერაფერს
ექნება თავისი ყოფნის საკმარისი მიზეზი თავისსავე თავში, ე.ი. იმ ქმნილებას,
რომლის ყოფნაც განსხვავებულია მისი არსიდან ეს უნდა ქონდეს გამოწვეული სხვა
რაღაცით, მაგრამ ღმერთის შემთხვევაში ეს ასე ვერ იქნება, რადგან რასაც ღმერთს
ვუწოდებს ის არის პირველმიზეზი, ე.ი. ღმერთის არსი და ყოფნა ვერ იქნება
განსხვავებული ერთმანეთისგან.
დამატებით, არსებობა ხდის ყველა ფორმას აქტუალიზებულს, როცა რაღაცის
არსზე ვლაპარაკობთ ვლაპარაკობთ მხოლოდ იმიტომ რომ ეს რაღაც უკვე არის. არსი
და ყოფნა უნდა იქნას შედარებული ერთმანეთს როგორც პოტენციალი და
აქტუალობა. არსი და ყოფნა განსხვავებული ერთმანეთისგან როგორც პოტენციალი
და აქტუალობა, მაგრამ ღმერთს არ გააჩნია პოტენციალი, ის არის მხოლოდ აქტი.
არსი და ყოფნა იდენტურია ღმერთში. როგორც რასაც ცეცხლი უკიდია არ არის
ცეცხლი, მაგრამ მონაწილეობს ცეცხლში, ასევე რასაც აქვს ყოფნა მაგრამ არ არის
ყოფნა, ის არსებობაში მონაწილეობს. მაგრამ ღმერთი არის თავისი არსი და თუ ის არ
არის არსობრივი მაშინ ის უნდა იყოს მონაწილე, ამ დაშვებით, ის არ იქნება
აუცილებელი არსება, შესაბამისად ის ვერ იქნება ვერც პირველი არსება, მაგრამ
რადგან ღმერთი პირველარსებობაა, ეს ვარაუდი დადის აბსურდამდე.

გამოყენებული ლიტერატურა

Anselm of Canterbury. 2000. Proslogion. Trans.: J. Hopkins, H. Richardson. Minneapolis:


The Arthur J. Banning Press
St. Thomas Aquinas. 1947. Summa theologica. Trans.: Fathers of English Dominican
province. New York : Benziger Bros.
St. Thomas Aquinas. 1997. De ente et essentia. Trans.: Robert T. Miller

You might also like