You are on page 1of 11

ჩინეთი

პრეზენტაციის ავტორები:
ნატალი კაპანაძე
გიგი გიუნაშვილი 24.03.2020
ჩინეთი — მსოფლიოს
ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა 1.3 მილიარდზე
მეტი მოსახლით. ჩინეთი მდებარეობს აღმოსავლეთ
აზიაში. ქვეყანაში არის ერთპარტიული სისტემა და
მმართველი ძალაა ჩინეთის კომუნისტური
პარტია. ჩინეთის იურისდიქცია ვრცელდება
22 პროვინციაზე, ხუთ ავტონომიურ რეგიონზე,
ოთხ პირდაპირ კონტროლირებად მუნიციპალიტეტზე,
(პეკინი, ტიანძინი, შანხაი და ჩუნცინი) და ორ მაღალი
ავტონომიის მქონე სპეციალურ ადმინისტრაციულ
რეგიონზე (ჰონგ-კონგი და მაკაო). ჩინეთის
დედაქალაქია პეკინი.

დროშა
გერბი
ფართობი: 9.597.000 კვ.კმ. საზღვრები: საზღვაო — 14 000 კმ; სახმელეთო - 20 000 კმ.
ბუნება: ორი მესამედი მთებსა და უდაბნოებს (მათ შორის გობის უდაბნო) უჭირავს. გეოგრაფიული
რაიონები — აღმოსავლეთი ჩინეთი, ტიბეტის ზეგანი, კუნლუნის მთები და ჰიმალაები, ტარიმის და
ჯუნგარის აუზები, შიგა მონღოლეთის პლატო, მანჯურია, ხუანხეს და იანძის აუზები; უმაღლესი მწვერვალი
– ჯომოლუნგმა, იგივე ევერესტი ტიბეტში (8.848 მ). მდინარეები (კმ) — იანძი 5.500; ხუანხე 4.700;
კუნძული — ხაინანი 33.670 კვ.კმ;
კლიმატი — სხვადასხვა (ჰიმალაების, პოლარული, კონტინენტური, ზომიერი, ტროპიკული).
ბუნებრივი რესურსები: ქვანახშირი, რკინის მადანი, ნავთობი, ბუნებრივი აირი, ვერცხლისწყალი, კალა,
ვოლფრამი, მანგანუმი, მოლიბდენი, ვანადიუმი, ალუმინი, ტყვია, თუთია, ურანი, მსოფლიოში უდიდესი
ჰიდროენერგეტიკული რესურსები.
ქვეყანა მდებარეობს აზიაში, უკავია კონტინენტის
ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილები. მისი
მოსაზღვრე ქვეყნებია: რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი,
ტაჯიკეთი, ავღანეთი, პაკისტანი, ინდოეთი, ნეპალი,
ბჰუტანი, მიანმარი, ლაოსი, ვიეტნამი, ჩრდილოეთი
კორეა, მონღოლეთი.
ჩინეთის ფაუნის შემადგენლობაშია ძუძუმწოვართა 50
0-ზე მეტი, ფრინველთა 1200-ზე
მეტი, ქვეწარმავალთა 400-ზე მეტი
და ამფიბიების დაახლოებით 350 სახეობა.
ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში ფაუნის
მრავალფეროვნება დიდი არ არის.

გიგანტური პანდა,
ჩინეთის ენდემური
ცხოველი.
ჩინეთის დიდი კედელი
ჩინეთის დიდი კედელი  განუმეორებელი
არქიტექტურული ძეგლია, მსოფლიოს ის საოცრებაა,
რომელიც დღემდე ერთნაირად აოცებს მოგზაურებსაც
და არქიტექტორებსაც. ის ჩინეთის სიმბოლო და
მსოფლიოს ყველაზე გრძელი კედელია (5000 კმ) ის
თანამედროვე „მსოფლიოს 7 საოცრება“-ში და
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია
შეტანილი.
აკრძალული ქალაქი
აკრძალული ქალაქი ან სასახლე მუზეუმი, ერთ დროს სატახტო ქალაქი იყო,
სადაც სამეფო კარი ცხოვრობდა და ჩვეულებრივი მოქალაქეები არ
დაიშვებოდნენ.  8000 ოქროს სახურავიანი ოთახით, ის უძველესი ჩინური
არქიტექტურის ძეგლია. აკრძალული ქალაქი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე
მნიშვნელოვან სასახლედ არის დასახელებული ვერსალთან, ბუკინგემის
სასახლესთან, თეთრ სახლთან და კრემლთან ერთად.
ჯიუჰაჰაიგო
ჯიუჰაჰაიგო ბუნებრივი ნაკრძალია, რომელიც ოფიციალურად Jiuzhai Valley-ის სახელითაა
ცნობილი, მას ხშირად ზღაპარსაც უწოდებენ.
ნაკრძალში შეგიძლიათ იხილოთ გიგანტური პანდები, ჩანჩქერები, თოვლით დაფარული
მთები,  108 კრისტალურად სუფთა  ლურჯი, ფირუზისფერი და მწვანე ფერის ტბა. წყალი
იმდენად გამჭვირვალეა, რომ მის ფსკერსაც კი დაინახავთ.
წითელი სანაპირო
ქალაქ პანცზინთან ახლოს მდებარეობს სანაპირო,
ყოველ შემოდგომაზე წითელ ფერს იღებს. 
მეცნიერების აზრით  ფერის ცვლილება
 წყალმცენარეებს უკავშირდება, რომლებიც
შემოდგომაზე წითელ ფერს იღებენ.
ჰარბინი
ჰარბინი ყინულის ფესტივალითაა ცნობილი,
რომელიც ყოველწლიურად ტარდება. თუმცა მისი
მონახულება წელიწადის სხვა დროსაც საინტერესოა.
ქალაქი რუსეთის ზეგავლენას განიცდის, მის „ძველ
რაიონში“ შეგიძლიათ რუსული არქიტექტურის
სტილში აგებული შენობები იხილოთ.
გმადლობთ
ყურადღებისათვის

You might also like