You are on page 1of 54

7.

კონკრეტული
პიროვნებების გავლენა
გრიგოლ კობახიძე (ჯორჯ კობი)
ალექსანდრე ქართველიშვილი (ქართველი)
გრიგოლ კობახიძე

(ჯორჯ კობი)
ჯორჯ კობი
ოჯახთან ერთად.
სხედან ძმა და
რძალი, დგანან
კობი, დისშვილი
ზინა და კობის
მეუღლე.
გადაღებულია
სოფელ თხმორში
დაიბადა: 1883 წ. ამბროლაურის რაიონის სოფელ
თხმორში რაჭველი გლეხის, დავით კობახიძის ოჯახში.

განათლება: დაწყებითი განათლება სახლში მიიღო,


შემდეგ - სოფლის მღვდელთან. დიდ ნიჭთან ერთად
კარგი ხმა და მუსიკალური სმენა აღმოაჩნდა, თუმცა
სწავლის გაგრძელების ნაცვლად 10 წლის ასაკში
სახლიდან გაიპარა.

ოცნება: ორთქმავლის მემანქანეობა.

თავგადასავლები რაჭიდან ბორჯომამდე . . .

4 წელი მემანქანე – ბედნიერი შემთხვევითობა


(ოდესელი ქიმიკოსი სიმონოვი) . . .

გრიგოლ კობახიძე მიგნება: მინის ქარხანა, ბოთლების დამზადებაში


(ჯორჯ კობი) დაოსტატდა, მიიღო ქიმიაში განათლება და ყველა
ტექნოლოგიას დაეუფლა.
დაეუფლა ყველა ტექნოლოგიას, რაც
ქარხანაში იყო და შეიმუშავა
პროდუქციის გაზრდის მეთოდი.
ქარხნის გამგებელმა, გერმანელმა
შუმანმა ბიჭი ბორჯომის
მეპატრონეს, დიდ მთავარ
მიხეილსა და მის მეგობარ
კონსტანტინე მუხრან–ბატონს
წარუდგინა. ქებითა და ფულადი
ჯილდოთი წაახალისეს.

ბორჯომიდან სიმონოვი ჯერ


თბილისის მინის ქარხანაში
გადმოიყვანეს, იქიდან კი მშობლიურ
ოდესაში დააბრუნეს. გრიგოლი 1902
წელს თან გაჰყვა სიმიონოვს ოდესის
მინის ქარხანაში სამუშაოდ.
ოდესის ქარხანაში ცოტა ხანს ბორჯომის მინის ქარხანა, სადაც გრიგოლ
იმუშავა, მერე კი დააწინაურეს და კობახიძე ოთხი წლის განმავლობაში მინის
დონბასში - დაბა ჩამოსხმის ტექნოლოგიებს ეუფლებოდა
კონსტანტინოვკაში გადავიდა:
კონსტანტინოვკის მინის ქარხანა

1903 წლიდან მუშაობდა


კრასნოდარის გუბერნიაში,
დომბასის სამრეწველო
ცენტრ კონსტანტინოვკის
მინის ქარხანაში.
კონსტანტინოვკის მინის ქარხანაში დამზადებული
ლუდის ბოთლი

 გრიგოლი გამანის ფალავანი;

 დაუმეგობრდა ევგენი
იგნატიევს, შემდგომში მის
პარტნიორს ამერიკაში.

დაბაში გაიცნო მეუღლე,


წარმოშობით შვედი დაშა
ნოდვიკოვა
ჯორჯ კობი მეუღლესთან ერთად
გრიგოლი მეუღლესთან ერთად
ეტლებოროში თავიანთი სახლის
წინ
კარიერის გზაზე:

 1907 წელს გრიგოლ კობახიძე პოლონეთის გავლით გერმანიაში ჩავიდა, მიუნხენში


დასახლდა და გერმანელი სპეციალისტების დახმარებით შექმნა შუშის პროდუქციის
დამამზადებელი პატარა საწარმო;

 1908 წლის დასაწყისში ლონდონში გადავიდა. ლონდონში მინის ქარხანაში ეწყობა


უბრალო მუშად. იქაც გამოადგა ცოდნა, თავისი გამოცდილება, მალე შეამჩნიეს და
დააწინაურეს. იქაც ჭიდაობდა და ცირკშიც გამოდიოდა. მალე ფინანსურად ისე
მომაგრდა, რომ ცოლიც ჩაიყვანა.

 1909 წელს მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად ამერიკაში გაემგზავრა. გრიგოლი


ნიუ–იორკში მოეწყო და პურის ცხობით ირჩენდა თავს.

 9 წელი მეუღლესთან ერთად იმუშავა "ჯენერალ ელექტრიკის" ფირმაში და ფულს


აგროვებდა საკუთარი საქმის წამოსაწყებად.
 მისმა შექმნილმა ავტომატურმა
საწერ–კალამმა რამოდენიმე
პატენტი მიიღო.
 1919 წელს გრიგოლ კობახიძემ მასაჩუსეტსის შტატში, ბოსტონთან, ეტლებოროში
დიდი ქარხანა გამართა.

 1922 წლიდან მისმა ფირმამ The Cobi Glass Produkrs Company-მ, რომელიც 45
დასახელების პროდუქციას უშვებდა:
 სამედიცინო,
 ქიმიური,
 ლაბორატორიული,
 ფანჯრის მინები,
 ოთახის გასატიხრი მინებს,
 ნედლ მასალას და სხვ.

კობიმ სახელი გაითქვა აღმოსავლეთ შტატების სამრეწველო ცხოვრებაში. მისი


პროდუქცია ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა. იგი მუდმივად აუმჯობესებდა
ტექნოლოგიას.

გრიგოლი 300-მდე მუშისა და ათეულობით ტექნიკოს-ოსტატისთვის შრომისა და


ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნას ცდილობდა.
1925 წელს ქართველი ქიმიკოსი ამერიკის
უმდიდრეს ადამიანად მეოთხედ დაასახელეს - იმ
დროისათვის ეს საოცრება იყო.

ჯორჯ კობი ერთხმად, ამერიკის ქიმიური


მრეწველობის მეფედ აღიარეს.

1929 წელს წარმოების საქონელბრუნვა 15


მილიონ დოლარს აღწევდა, შემოსავალი 4
მილიონს.

მილიონერის სტატუსის მიუხედავად გრიგოლ


კობახიძე უსაქმოდ არასდროს მჯდარა – მისი 60-ზე
მეტი პატენტი პრესტიჟს მატებდა წარმოებას.

მან გახსნა სათამაშოების მაღაზია და


უპოვართათვის სასადილოების ქსელი.
1924–28 წლებში სამშობლოში ორჯერჯორჯ კობის 1958 წლით დათარიღებული წერილი
ჩამოვიდა, ფეხით გაიარა ის გზა, რომელიც
პატარა ბიჭმა განვლო 33 წლის წინ. ოთხ
წელიწადში ბევრი რამ გაუკეთა თავის კუთხეს:
 სახლი აუშენა იმ ოჯახს, ვინც მაშინ ბავშვს ღამე
გაათევინა და მოუარა.

 დედას კი ბავშვობაში შეპირებული 10.000 მანეთის


საჩუქრები ჩაუტანა.

 დაასაჩუქრა ის მეპურეებიც, რომლებმაც ქუთაისში


ოდესღაც შეიფარეს.

 იმ აბრაგსაც კი ეძებდა, ვინც 10 ოქროს მანეთიანი აჩუქა,


მაგრამ ვერსად მიაგნო - 1924 წლის ცნობილ აჯანყებას
შესწიროდა.

 დაეხმარა მრავალ გაჭირვებულ ოჯახს.

 სოფელ თხმორს აუშენა სკოლა, აფთიაქი, მდინარე


შარეულაზე გადო ორი ხიდი, შეაკეთა ეკლესია და
მღვდლის სახლი, გახსნა სავაჭროები, მოამარაგა
საქონლით და მოაგვარა მრავალი წვრილმანი
პრობლემა.
 1929-1933წ.წ. არნახული ეკონომიკური
კრიზისი.

 დიდი დეპრესია;

 ფინანსური ზარალი;

 იუჯინ (ევგენი) იგნატიევის


თვითმკვლელობა;

 მინის წვრილმანი ნივთების პატარა


ფაბრიკა;

 საწერ-კალმები და საკანცელარიო
ნივთები;

 მაჩაბლის შეკვეთა - სუნამოს


ფლაკონები.
 1941 წ. 7 დეკემბერს, როცა ამერიკის შეერთებული შტატები II მსოფლიო ომში ჩაება,
ჯორჯ კობმა ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა ამერიკის მთავრობას და ფინანსური
დახმარება ითხოვა, რათა მინის წარმოება აღედგინა საომარი შეკვეთებისათვის. მან
სახელმწიფოსგან დაუყოვნებლივ მიიღო ლიცენზია და 2 მილიონი დოლარი.

 როდაილენდის შტატის ქ. პატაკეტში გახსნა ქარხანა. შეიძინა ოთხი ჰოლანდიური


დანადგარი, დაიქირავა 300-მდე მუშა და დაიწყო ქიმიური და სამედიცინო
ლაბორატორიების, საველე ჰოსპიტალებისა და რიგითი საავადმყოფოებისთვის
აუცილებელი პროდუქციის დამზადება. მალე the Coby Glass Products Company კვლავ
მძლავრ საწარმოდ იქცა. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა იყო ახალგამოგონებულ
მინის ამპულებზე ინიექციებისთვის. ასე რომ, უშვებდა პროდუქციას ქიმიური და
სამედიცინო ლაბორატორიებისათვის, საველე ჰოსპიტალებისა და
საავადმყოფოებისათვის. ჯორჯ კობის ნაწარმი მიეწოდებოდა როგორც კანადას
ასევე მოკავშირეებს. მან მალევე გაისტუმრა მთვარობის ვალი და კაპიტალის
დაგროვებას შეუდგა. მოგებას ძირითადად ხარისხის ხარჯზე იღებდა.

 თავის ქარხანაში გააუმჯობესა წარმოების ტექნიკური მხარე, მუშების ცხოვრების


დონე, დააწესა წამახალისებელი ჯილდოები, დახმარებები მრავალშვილიანი
თანამშრომლებისათვის და სხვ.
II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ჯორჯ
კობმა სიახლე დანერგა თავის წარმოებაში –
დაიწყო ნაძვის ხის სათამაშოების დამზადება.

ფერადი მინისგან სხვადასხვა ფორმის


სათამაშოების დამზადება დაიწყო და
"ორნამენტი" უწოდა. ქართულ დროშისფერ
ყუთებში ჩაწყობილ 12 ან 24 ცალ სათამაშოებს
ეწერა:

"კობი. მინის საშობაო ხის ორნამენტები.


კობი - ეს შობაა".

სათამაშოები კანადაში გადიოდა, ამიტომ


წარწერა ფრანგულადაც კეთდებოდა.
შექმნა ქიმიური სითხით სავსე
ელექტროსანთლები ე.წ. "Babel
Lamps". ქსელში ჩართვის შემდეგ
ფერადი ბუშტები იწყებდნენ
მოძრაობას. მანამდე ნაძვის ხეებს
ნამდვილი სანთლებით რთავდნენ,
რაც ხშირად ხანძარს იწვევდა.

მოგვიანებით სანთლებს ფერადი


მინისგან ამზადებდა და ქიმიური
სითხეც საჭირო აღარ იყო. ასე რომ,
მისმა გამოგონებულმა ელექტრო
სანთლებმა ნამდვილი სანთლები
შეცვალა.
ასევე გრიგოლ კობახიძეს კავშირი აქვს ალექსენდრე ქართველიშვილთან,
რომლის დაკვეთითაც პილოტების კაბინისთვის მძიმე შუშის კონსტრუქცია
შექმნა.
ჯორჯ კობი მსოფლიომ გაიცნო მისი უნიკალური
გამოგონებით, მან შექმნა წყალგამძლე ცემენტი
და ზემდგრადი მინა-ბლოკი.

ჯორჯ კობის გამოგონებამ გადატრიალება მოახდინა


არამხოლოდ ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს
მასშტაბითაც. ჯორჯ კობის მშენებლობის
ტექნოლოგიის ქართველ მეფესაც უწოდებდნენ.

ჯორჯ კობი კარგა ხნის განმავლობაში


ცხოვრობდა ფლორიდაში და ხედავდა, რომ
ფლორიდის ტენიან ჰავას ვერც აგური
უძლებდა და ვერც ხე: ყველაფერი ძალიან
მალე ფუჭდებოდა და ხელახლა
გასაკეთებელი ხდებოდა. მან სულ
რამდენიმე წელიწადში გამოიგონა ცემენტი,
რომელსაც ტენი ვერას აკლებდა. აგურის
შედგენილობაშიც მნიშვნელოვანი
ცვლილება შეიტანა და შექმნა მინა-ბლოკი,
რომელიც შენობის გარედან
მოსაპირკეთებლად იყო განსაზღვრული და
მზის შუქს ირეკლავდა.
მისი ცემენტი პირველად 30-იან წლებში ამერიკაში პირველი ცათამბჯენის აშენებისას
გამოიყენეს და მის შემდეგ ფართოდ დაინერგა მსოფლიოში. მის მიერ გამოგონებული ზემტკიცე
შუშის ბლოკები და წყალგამძლე ბეტონი, ცათამბჯენების ასაშენებლად დღემდე გამოიყენება.
კობიმ, ამერიკაში მოღვაწეობის
მანძილზე 60-მდე გამოგონება
დააპატენტა, რასაც მისი კომპანიისთვის
უფრო და უფრო მეტი პრესტიჟი
მოჰქონდა.

(ამ გამოგონებების მოკლე


ჩამონათვალია: ავტომატური საწერი
კალამი, სამედიცინო მინის ამპულა,
მინის ნაძვის ხის სათამაშოები და
ფერადი მინის ელექტროსანათები და
ა.შ.).
გრიგოლ კობახიძე ქველმოქმედი:

მთელი ცხოვრების განმავლობაში ეწეოდა ქველმოქმედებას, განსაკუთრებით


ეხმარებოდა ქართველ ემიგრანტებს არამარტო ამერიკაში, არამედ ევროპაშიც

 გრ. კობახიძის შუამდგომლობით 1927 წელს ამერიკელმა მილიონერმა და ავიაციის


მეცენატმა ჩარლზ ლევინმა ქართველიშვილი სამუშაოდ მიიწვია ნიუ–იორკში.

 ცნობილია, რომ სწორედ ჯორჯ კობიმ გაუმართა ხელი შემდგომში კარგად ცნობილ
ქართველ ოქროსმაძიებელ მაიკ მიტოს და ალასკაზე ოქროს გადამმუშავებელი
ქარხანა ააშენებინა.

 1939 წელს, საკუთარი ხარჯით, ჩინეთიდან ამერიკაში ჩაიყვანა ცნობილი


ფარმაცევტი ნიკო ჯიშკარიანი და ლაბორატორია მოუწყო.

 აფინანსებდა სტუდენტებს;

 უპოვართათვის სასადილოების ქსელის გახსნა და ა.შ.


1967 წელს
გრიგოლ
კობახიძე 84
წლის ასაკში
გარდაიცვალა.
უცნობია
დაკრძალვის
ადგილი.

გრიგოლმა
კომპანიონებად
იტალიური
წარმოშობის ძმები
ჯიმ და ჯული
პაგლისები
აიყვანა. მისი
სახელი და
ღვაწლი
დავიწყებისთვის
არ მიუციათ და
არც
წარმოებისთვის
შეუცვლიათ
სახელი.
ალექსანდრე
ქართველიშვილი

Alexsander Kartveli
„სრულიად შესაძლებელია ჩვენი
ცოდნის ისე გაღრმავება, რომ
მთვარეს გავცდეთ და ვენერასა და
მარსს მივაღწიოთ, მთავარია
ენთუზიაზმი, შემოქმედებითობა და
გამბედაობა გვეყოს.“
ალექსანდრე ქართველი
1958
 1914 წელს დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო ალექსანდრე ქართველიშვილი
გიმნაზია. (Alexsander Kartveli) დაიბადა
ცნობილი მოღვაწის, იურისტ
 1917 წელს - იუნკერთა სასწავლებელი, სადაც პირველად მიხეილ ქართველიშვილის
დაინტერესდა ტანვარჯიშით, ავიაციით და ოჯახში.
ჰაერნაოსნობის წრეშიც ჩაეწერა.

 1917 წელს პირველ მსოფლიო ომში არტილერისტად


გაიწვიეს. ავიაციისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაუღვივა
კაპიტან მაჭავარიანის ავიარაზმის წევრებთან ხშირმა
ურთიერთობამ. სწორედ მაშინ გადაწყვიტა ჯერ
მფრინავი, შემდეგ კი ავიაკონსტრუქტორი გამხდარიყო.
ფეხში დაჭრილი ქართველიშვილი ომიდან პორუჩიკის
წოდებით დაბრუნდა.

 1919 წელს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ


ალ. ქართველიშვილი სასწავლებლად საფრანგეთს
მიავლინა. ვაჟიშვილს დედაც თან გაჰყვა, მამა და მისი და
თამარი კი თბილისში დარჩნენ. განშორება სამუდამო
გამოდგა.

 შემდეგ პარიზის ავიაციის უმაღლესი საინჟინრო


ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა და 1922 წელს
დაამთავრა, იმავდროულად ელექტროტექნოლოგიის
უმაღლეს სასწავლებელში ელექტროინჟინრის დიპლომიც
 1922-1927 წლებში ლეგენდალური ფრანგი
ავიატორის, ლუი ბლერიოს კომპანიაში
გამომცდელად და ასევე თვითმფრინავების
"Bernard"-ისა და "Ferbois"-ის შექმნაზე
მუშაობდა. ახალი მოდელების გამოცდისას,
ერთ–ერთი ფრენის დროს, კისრის მალა და
ხერხემალი დაიზიანა. იძლებული გახდა,
სამუდამოდ ჩამოშორებოდა მფრინავის
პროფესიას.

 1924 წელს მისი მონაწილეობით შექმნილმა


თვითმფრინავმა "Bernar-Ferbua V-2" დაამყარა
სიჩქარის მსოფლიო რეკორდი (448,171კმ.
სთ.–ში). თავისუფალ დროს ფრანგ
ინჟინრებთან ერთად მუშაობდა 50 მგზავრზე
გაანგარიშებულ ტრანსატლანტიკური
გიგანტური თვითმფრინავის პროექტზე პარიზი–
ნიუ–იორკის რეისებისათვის,
ცნობილი გამომგონებლისა და ბიზნესმენის
გრიგოლ კობახიძის (ჯორჯ კობის)
დახმარებით გაიცნო ცნობილი
კონსტრუქტორი და დიზაინერი, მილიონერი
ჩარლზ ლევინი. ქართველმა
კონსტრუქტორმა გაანდო მას თავისი და
მისი მეგობრების ახალი თვითმფრინავის
მოდელის დამზადების პროექტი, რომელიც
ატლანტიკის ოკეანეს გადაუფრენდა და
შეძლებდა ამერიკასა და ევროპას შორის
ფრენას. ლევინი დაინტერესდა
ქართველიშვილის პროექტებით და 1927
წელს ლონგ-აილენდზე თავის კომპანიაში
მიიწვია ამ პროექტის განსახორციელებლად
ალექსანდრე და მისი ორი მეგობარი
ამერიკაში, თუმცა გარკვეული პერიოდის
შემდეგ ლევინსა და კონსტრუქტორებს
შორის უთანხმოება გაჩნდა, მიზეზი კი
ლევინის კონსტრუქტორების მუშაობაში
უხეში ჩარევა იყო. შესაბამისად, პროექტმა
ვერ გაამართლა და განაწყენებული
ქართველიშვილი დაშორდა ლევინს.
1928 წელს ქართველიშვილმა მოღვაწეობა
დაიწყო ჰოლანდიელი ანტონიო ფოკერის ფირმის
ამერიკულ ფილიალში, საკმაოდ ცნობილ
კომპანიაში "Fokker American Company".
1931 წელს ალექსანდრემ გაიცნო
ემიგრანტი ავიაკონსტრუქტორი
სევერსკი (1894–1974), რომელიც
მაშინ ცნობილი კორპორაციის
(Seversky Aircraft Corporation)
პრეზიდენტი და მთავარი ინჟინერი
იყო. იგი თბილისში იყო
დაბადებული და გაზრდილი.
სევერსკიმ ალექსანდრე მთავარ
ინჟინრად დანიშნა. მათ რამდენიმე
შესანიშნავი თვითმფრინავი
შექმნეს:

 ამფიბია SEV-3, AT-8 გახდა ამერიკის არმიის ძირითადი


 სასწავლო საწვრთნელი AT-8, საწვრთნელი თვითმფრინავი, ხოლო P-35 -
 ჩქაროსნული გამანადგურებელი აშშ-ს შეიარაღების მთავარი
P-35, გამანადგურებელი. ამ თვითმფრინავმა
 საესკორტო გამანადგურებელი მონაცემებით დაჯაბნა სსრკ-ს შეიარაღებაში
2 PA. არსებული ძირითადი გამანადგურებელი И-
16.
ამ თვითმფრინავების შექმნამ დიდი
სარგებელი მოუტანა კომპანიას და
1939 წელს კომპანიის
აქციონერთა კრებამ
სევერსკი
გაათავისუფლა
პრეზიდენტობიდან.
აქციონერებმა
კომპანიას შეურჩიეს
ახალი სახელი
“Republic Aviation
Company”’-ი, ხოლო
ალექსანდრე
დაინიშნა კომპანიის
ვიცე–პრეზიდენტად
და
საკონსტრუქტორო
ბიუროს
ხელმძღვანელად. ამ
დროიდან
მოყოლებული
ალექსანდრე იყო
ამერიკული
სამხედრო ავიაციის
ერთ-ერთი
უმთავრესი წამყვანი
1939 წელს ახალი გამანადგურებლის დაპროექტება
დაიწყო. ამ დროისთვის იგი უკვე მსოფლიოში
აღიარებული ავიაკონსტრუქტორი იყო. აქედან დაიწყო
ალექსანდრეს სამხედრო ავიაციაში მოღვაწეობა და
მთელი ცხოვრება 1974 წლამდე ამ სფეროში მუშაობდა.
ალექსანდრე ქართველის 35 წლიანი ნაყოფიერი კარიერის შედეგად
შტატების სამხედრო ძალების არაერთი ლეგენდარული
თვითმფრინავი შემორჩა.

საერთოდ მან შექმნა 14 ტიპის თვითმფრინავი. მათგან 4 თვითმფრინავი


ლეგენდად იქცა. ესენია:

 P 47 "ტანდერბოლტი" უმძლავრესი ერთძრავიანი გამანადგურებელი,

 F 84 "ტანდერჩიფი",

 A 10 "ტანდერბოლტ 2“ (დღესაც იმყოფება ამერიკის შეიარაღებაში


და ერთ–ერთ წამყვან სამხედრო თვითმფრინავად ითვლება).

 F 105 "ტანდერჯეტი", რომელიც პირველი ამერიკული ზებგერითი


გამანადგურებელ-ბომბდამშენი იყო.
1940 წელს დადებული
კონტრაქტით
ქართველიშვილმა
შექმნა
გამანადგურებელი P-
47 "მეხთამფრქვევი"
(Thunderbolt),
რომელმაც საფუძველი
ჩაუყარა "მეხთა"
ოჯახს. პრეზიდენტი
ფრანკლინ რუზველტი
კონსტრუქტორებს
აჩქარებდა, სურდა,
დროზე მიეწოდებინათ
მანქანა
ფრონტისათვის.
 P-47 Thunderbolt-ის ნახაზი
ქართველიშვილმა ერთ დღეში
კონვერტის უკანა მხარეზე
დახატა. ეს მოხდა 1940 წელს.
9 თვის შემდეგ მსოფლიომ
იხილა ეს თვითმფრინავი,
რომელმაც დიდი როლი
შეასრულა გერმანიაზე
გამარჯვებაში.

 ომის ბოლო წლებში ამერიკის


შეერთებული შტატების
საჰაერო ძალების ერთ-ერთი
მთავარი თვითმფრინავი
Republic P-47 Thunderbolt.

 თვითმფრინავმა ყველა თვითმფრინავის შექმნისას ქართველიშვილი


ფრონტზე მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მის
აეროდინამიკას და გარეგნულ, ესთეტიურ
 15 ქვეყნის შეიარაღებაშია. მხარეს.
P-47 ე.წ. „მეორე მსოფლიო ომის ხერხემალად“
წოდებული რეკორდული რაოდენობით იქნა წაროებული -
15 600 ცალი, ამდენი ერთი ტიპის თვითმფრინავი, არც
მანამდე და არც მერე არ წარმოებულა.
მეორე მსოფლიო ომის
შემდეგ წარმატება ხვდა
ატომური ბომბით
აღჭურვილ მის რეაქტიულ
F-84 (Thunderjet)-ს,
რომელიც ერთდროულად
გამანადგურებელიც იყო,
გამცილებელიც და
ბომბდამშენიც, იყენებდნენ
კორეის ომში, როგორც
მთავარ დამრტყმელ ძალას.

მისი მოდიფიკაცია F-84


(Thunderjet) აშშ-ის
ავიაციისა და ნატოს
შეიარაღებაში შევიდა
როგორც ძირითადი
გამანადგურებელ-
ბომბდამშენი.
1945 წელს მუშაობა დაიწყო ისრისებრი ფრთების მქონე XF-91
(Thunderceptor)-ზე, რომელიც 1952 წელს პირველი ზებგერითი
თვითმფრინავი გახდა.
ქართველიშვილის ზებგერითი F-105 (Thunderjet), ყველაზე დიდი და
მძიმე ერთძრავიანი გამანადგურებელი, ახალი სიტყვა იყო
ავიაციაში.

ქართველიშვილი F-105-ზე დაახლოებით 7 წელი მუშაობდა. ამ


თვითმფრინავის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ პირველი
საბრძოლო თვითმფრინავია, რომელიც ბომბდამშენიც იყო. ეს
არის ძალიან გამძლე საფრენი აპარატი, რომელსაც დიდი
დაზიანების ატანა შეუძლია. უნიკალურია იმითაც, რომ F-105
მსოფლიოში არსებული საბრძოლო თვითმფრინავებიდან
ერთერთი ყველაზე დიდია და ამავე დროს, ბგერის სიჩქარეზე
უფრო სწრაფად დაფრინავს.

დანარჩენი ამერიკული თვითმფრინავებისგან გამორჩეულია ასევე


იმით, რომ ვიეტნამის ომში, საჰაერო ოპერაციების 75 პროცენტი
სწორედ F-105-ით განხორციელდა. ვიეტნამის ომის დროს, მას
ამერიკის სამხედრო ავიაციის ხერხემალსაც უწოდებდნენ.
ქართველიშვილის მიერ 1972 წელს შექმნილი ბოლო ლეგენდარული მოდელი A-
10 ახალი ავიამოდელების გამოფენაზე პირველ ადგილს იკავებს. ქართველიშვილის
გარდაცვალების შემდეგ სიცოცხლე მისმა A-10 (Thunderbolt-II)-მა გააგრძელა.
1991 წელს მას ერაყის ომშიც იყენებდნენ. თავისი საბრძოლო თვისებებით ეს
თვითმფრინავი შეუცვლელი აღმოჩნდა. A-10 წარმოებასა და აშშ-ის ავიაციისა და
ნატოს შეიარაღებაში 2025 წლამდე იქნება.
მისი ცნობილი
პროექტებია:

 Bernard 191GR
 Ferbois aircraft Seversky P-35
 Seversky SEV-3
 Republic P-47 Thunderbolt
 Republic XF-12
 Republic XF-91 Thunderceptor
 Republic F-84 Thunderjet
 Republic F-84F Thunderstreak
 Republic F-105 Thunderchief
 Rockwell X-30
 Republic XF-103
 Republic RC-3 Seabee
 Republic P-43 Lancer
 Republic XF-84H
 Republic AP-100
 Fairchild A-10 Thunderbolt II
ალექსანდრე ქართველი იყო:

 ტემპლისა და ბრუკლინის
უნივერსიტეტების საპატიო
დოქტორი,

 სახელმწიფო საავიაციო
კომიტეტისა, საერთაშორისო
საავიაციო საზოგადოების და სხვა
არაერთი საავიაციო საზოგადოების,
ასევე ამერიკის საინჟინრო
აკადემიის წევრი.

 ავიამშენებლობისა და
აეროდინამიკის დარგში დიდი
დამსახურებისთვის მიღებული აქვს
აშშ–ს მეცნიერების ეროვნული
მედალი.

 ქართულ-კავკასიური საზოგადოების
"ალავერდის" წევრი
ალექსანდრე ქართველიშვილი გარდაიცვალა
გულის შეტევით შაბათს, 20 აგვისტოს,
ჰანტიგტონ ლონგ-აილენდში, 77 წლის ასაკში.
მას მემკვიდრე არ დარჩენია.

მეუღლემ ჯეინ რობინსონმა მას შეუსრულა


სურვილი – წესი აუგეს ლონგ-აილენდის ქალაქ
საიოსეტის მართლმადიდებლურ ეკლესიაში.

დიდი ქართველი დაკრძალულია ლონგაილენდში,


ფარმინკ დეილში, სადაც მისი ქარხანა "Republic
Aviation Corporation" იყო.

"გამანადგურებლების მეფის", ქართველიშვილის


სახელი შეტანილია წიგნში "Who is Who".

You might also like