You are on page 1of 23

პურინული ნუკლეოტიდების

მეტაბოლიზმი
ალოპურინოლის ფარმაკოლოგია

ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის


ცენტრის კარდიოლოგიის რეზიდენტი დარისპანი
მამრიკიშვილია
პურინული ნუკლეოტიდების
დეგრადაცია
• პანკრეასული ფერმენტების ,რიბონუკლეაზების და
დეზოქსირიბონუკლეაზების, მიერ ხდება საკვებით მიღებული RNA
და DNA ის ჰიდროლიზი ოლიგონუკლეოტიდებამდე.
• ოლიგონუკლეოტიდები შემდგომში ჰიდროლიზდებიან
პანკრეასული ფოსფოდიესთერაზების მიერ და გვაძლევენ 3’ - და
5’- მონონუკლეოტიდებს.
• შემდგომში ფერმენტ ნუკლეოტიდაზას მიერ ხდება ფოსფატური
ჯგუფის ჩამოცილება და ვიღებთ ნუკლეოზიდებს.
• ნუკლეოზიდების დაშლით ვიღებთ (დეზოქსი )რიბოზა 1-
ფოსფატს და თავისუფალ აზოტოვან ფუძეს.
• საკვებისმიერი თავისუფალი ფუძეები ძირითადად შარდმჟავად
გარდაიქმნებიან და შარდთან ერთად გამოიყოფიან.
შარდმჟავას წარმოქმნა
• ადენოზინ მონოფოსფატიდან ამინო ჯგუფიის ჩამცილებით
ადენოზინმონოფოსფატ დეამინაზას მიერ ვიღებთ ინოზინ
მონოფოსფატს,ან ვიღებთ ინოზინს ადენოზინიდან
ადენოზინ დეამინაზას მეშვეობით
• ინოზინ მონოფოსფატი და გუანოზინ მონოფოსფატი
გარდაიქმნებიან მათი შესაბამისი ნუკლეოზიდების
ფორმებად (ინოზინი და გუანოზინი) 5’-ნუკლეოტიდაზას
მეშვეობით
• პურინული ნუკლეოტიდების ფოსფორილაზა გარდაქმნის
ინოზინს და გუანოზინს მათ შესაბამის პურინულ ფუძეებად,
ჰიპოქსანთინად და გუანინად
• გუანინის დეამინირების შედეგად ვიღებთ ქსანტინს
• ჰიპოქსანთინი ოქსიდაციით ქსანთინ ოქსიდაზას მიერ
გარდაიქმნება ქსანთინად.
• ქსანთინის ოქსიდაციით ქსანთინ ოქსიდაზას მიერ მიიღება
შარდმჟავა, საბოლოო პროდუქტი ადამიანის პურინული
ნუკლეოტიდების დეგრადაციისა.
• შარდმჟავა ძირითადად გამოიყოფა შარდით.
დაავადებები რომლებიც დაკავშირებულია
პურინული ნუკლეოტიდების დეგრადაციასთა
• პოდაგრა
• ადენოზინ დეამინაზას დეფიციტი
პოდაგრა
• შარდმჟავას შემცირებული ექსკრეციით განპირობებული
• შარდმჟავას ზედმეტი წარმოქმნით განპირობებული
პოდაგრას მკურნალობა
• პოდაგრას გამწვავებას მკურნალობენ- კოლხიცინით,
სტეროიდული მედიკამენტებით, არასტეროიდებით
• გრძელვადიანი მკურნალობისთვის იყენებენ-
ურიკოზურიკურ აგენტებს, ალოპურინოლს, ფებუქსოსტატს
ალოპურინოლის ფარმაკოლოგია
ქსანთინ ოქსიდაზას ინჰიბიტორი
სტრუქტურულად ალოპურინოლი ჰიპოქსანთინის ანალოგია
ფარმაკოკინეტიკა
• ორალური მიღების შემდეგ დაახლოებით 80%
აბსორბირდება
• ნახევრად დაშლის პერიოდი 1-2 საათი. მსგავსად
შარდმჟავისა, ალოპურინოლიც მეტაბოლიზდება ქსანთინ
ოქსიდაზას მიერ, მაგრამ მიღებულ პროდუქტს
ალოქსანთინს კვლავ აქვს უნარი ქსანთინ ოქსიდაზას
ინჰიბირებისა და ამის ხარჯზე ალოპურინოლს აქვს დიდი
ხნის მოქმედების პერიოდი, ამის გამო მიიღება დღეში
მხოლოდ ერთხელ
ფარმაკოდინამიკა
• ალოპურინოლი აინჰიბირებს ბოლო რეაქციას ნუკლეინის
მჟავების დეგრადაციისა, როდესაც შარდმჟავა მიიღება
ჰიპოქსანთინიდან და ქსანთინიდან
• ამის შედეგად უფრო ხსნადი ქსანთინის და ჰიპოქსანთინის
დონე იმატებს
ალოპურინოლის კლინიკური
გამოყენება
• ქრონიკული პოდაგრას მკურნალობისთვის გამწვავებებს
შორის
• გამოიყენება როგორც ანტიპროტოზული აგენტი
• მასიური ურიკოზურიის პრევენციისთვის, რაც როგორც წესი
მოყვება თერაპიას სისხლის დისკრაზიების დროს
• ქსანთინ ოქსიდაზა- ეს ფერმენტი მონაწილეობს
ოქსიდაციურ სტრესში და ენდოთელიუმის დაზიანებაში,
ამის გამო ქსანთინ ოქსიდაზას ინჰიბიტორის
ალოპურინოლის მაღალი დოზები ახანგრძლივებს exercise
time ათეროსკლეროზული ანგინის მქონე პაციენტებში
გვერდითი ეფექტები
• კუჭნაწლავის მხრივ აუტანლობა- გულისრევა, პირღებინება, დიარეა
• პერიფერიული ნევრიტი
• მანეკროზირებელი ვასკულიტი
• ძვლის ტვინის სუპრესია
• იშვიათად აპლაზიური ანემია
• ჰეპატოტოქსიურობა
• ინტერსტიციული ნეფრიტი
• ალერგიული რეაქციები
• ექსფოლიატური დერმატიტი
• კატარაქტა
სხვა მედიკამენტებთან
ურთიერთქმედება
• როდესაც თერაპიული პურინები (მაგ: აზათიოპრინი) ინიშნება
ალოპურინოლთან ერთად, მათი დოზები უნდა შემცირდეს
დაახლოებით 75 % მდე.
• ალოპურინოლმა ასევე შეიძლება გაზარდოს ციკლოფოსფამიდის
ეფექტი
• ალოპურინოლი აინჰიბირებს პრობენეციდის და ორალური
ანტიკოაგულანტების მეტაბოლიზმს
• ალოპურინოლმა შეიძლება გაზარდოს ღვიძლში რკინის
კონცენტრაცია
• ორსულებში და ბავშვებში მედიკამენტის ეფექტი არა არის
აღწერილი
დოზირება
• მაინიცირებელი დოზა არის 100 მგ/დღეში.
• დოზა შეიძლება გაიზარდოს მანამდე სანამ შარდმჟავას დონე
არ იქნება 6 მგ/დლ ზე ნაკლები
• 6 მგ/დლ ზე ნაკლები როგორც წესი მიიღწევა 300 მგ ით დღეში
• თუმცა ისეთი დოზა როგორიცაა 800 მგ/დღეშიც შეიძლება
გახდეს საჭირო
• ალოპურინოლით თერაპიის დაწყებიდან პირველი
რამდენიმე კვირა კვლავ უნდა გაგრძელდეს კოლხიცინის და
არასტეროიდების მიღება , რათა თავიდან ავიცილოთ
პოდაგრას გამწვავება.

You might also like