You are on page 1of 9

გარდნერის მრავალმხრივი

ინტელექტი და სწავლის სტილი

გაიხსენეთ, გარდნერის მიხედვით


ინტელექტის რვა ფორმა

1
ინტელექტის 10 სახეობა


გარდნერის
1) ლინგვისტური ინტელექტი;
2) ლოგიკურ-მათემატიკური;
მიხედვით
 3) ვიზუალურ სივრცითი;
 4) სხეულებრივ - კინესთეტიკური;
 5) მუსიკალური (სმენითი);
 6) ინტრაპერსონალური;
 7) ინტერპერსონალური;
 8) ნატურალისტური;
გარდნერის მიხედვით
ინტელექტის რვა ფორმა
შემდეგია:
 ენობრივ-ლინგვისტური ინტელექტი - ამ ინტელექტს
მიეკუთვნება მგრძნობელობა სასაუბრო და სამწერლო
ენებისადმი, უნარი შეისწავლო ენები და ენა
განსაზღვრული მიზნებისთვის გამოიყენო.
განვითარებული ლინგვისტური ინტელექტის მქონე
ადამიანები გამოირჩევიან მეტყველების კარგი
უნარით. მაღალ ენობრივ-ლინგვისტურ ინტელექტს
ფლობენ ადვოკატები, მწერლები, პოეტები და ა.შ.
 ლოგიკურ-მათემატიკური ინტელექტი - ამ
ინტელექტს მიეკუთვნება აბსტრაქტული პრობლემების
გადაჭრის, ლოგიკური ანალიზის, მათემატიკური
ოპერაციების ჩატარებისა და მეცნიერული საკითხების
კვლევის უნარი. ლოგიკურ-მათემატიკური ინტელექტი
განვითარებული აქვთ მათემატიკოსებს,
ბუნებისმეტყველებს, ლოგიკოსებს.

3
 მუსიკალურ-რითმული ინტელექტი - ნიშნავს მუზიცირების, ბგერის
სიმაღლის, ტონისა და რითმის შეგრძნების უნარს და ალღოს
მუსიკალური პრინციპებისადმი.
 ვიზუალურ-სივრცითი ინტელექტი - ვიზუალური სამყაროს ზუსტი
აღქმისა და ვიზუალური გამოცდილების გამოყენების (რეკრეაციის)
კარგი უნარი. მაშასადამე, ამ ინტელექტს მიეკუთვნება თეორიული
და პრაქტიკული ალღო ერთი მხრივ, დიდი სივრცის
სტრუქტურებისათვის, რომელსაც ფლობენ, მაგალითად,
მეზღვაურები და პილოტები და მეორეს მხრივ, ვიწროდ შეზღუდული
სივრცობრივი ველის ფლობა, რომელიც მოქანდაკეების,
ქირურგების, მსახიობების, გრაფიკოსების და
არქიტექტორებისთვის არის მნიშვნელოვანი.
 სხეულებრივ-კინესტეტიკური ინტელექტი - სხეულის მართვისა
და მისი მოძრაობების გაკონტროლების უნარი. მაშასადამე, ეს
ინტელექტი შეიცავს პოტენციალს, სხეული ან სხეულის ცალკეული
ნაწილები პრობლემის გადაჭრისათვის ან პროდუქტის
წარმოებისათვის გამოიყენო. იგი განსაკუთრებით განვითარებული
აქვთ მოცეკვავეებს, მსახიობებს, სპორტსმენებს, ინტელექტის ეს
ფორმა ასევე მნიშვნელოვანია ხელოსნებისთვის, ქირურგებისთვის,
მეცნიერებისთვის, რომლებიც ატარებენ ექსპერიმენტებს და
მრავალი სხვა ტექნიკური სპეციალობის წარმომადგენელთათვის.
4
 ნატურალური (ბუნებითი) ინტელექტი - ბუნებისა და გარე
სამყაროს წვდომის კარგი უნარი.

 ინტერპერსონალური (სოციალური, პიროვნებათშორისი)


ინტელექტი - საკუთარი სამუშაოს კარგად დაუფლებისა და
სხვების მოტივირების უნარი, ე.ი. სხვა ადამიანების განზრახვა,
მოტივი და სურვილები გაიგო და შესაბამისად გქონდეს
მათთან წარმატებული კოოპერირების უნარი (ეს არის
სოციალური კომპეტენცია). მასწავლებლები, ექიმები,
გამყიდველები, მსახიობები, ეკლესიისა და სახელმწიფოს
წამყვანი წარმომადგენლები უნდა ფლობდნენ
ინტერპერონალური ინტელექტის მაღალ ხარისხს

 ინტრაპერსონალური (შიდაპიროვნული, ემოციონალური)


ინტელექტი -საკუთარი თავის შეცნობის, საკუთარი
ცხოვრებისა და სწავლის პროცესის მართვის უნარი.
მაშასადამე, ეს არის უნარი, გაუგო საკუთარ თავს, საკუთარი
პიროვნების ჭეშმარიტი სახე (სურვილებით, შიშით , უნარით )
წარმოიდგინო, იგი განავითარო, ეს ცოდნა
ყოველდღიურობაში გამოიყენო და პიროვნული სარგებელი
მიიღო.

5
მრავალმხრივი ინტელექტის
წრე
მსმენელები იყოფიან ჯგუფების მიხედვით
(ერთ ჯგუფში მაქსიმუმ 4 კაცი).
თითოეული ჯგუფი ამოირჩევს თემას,
რომელსაც ჩაწერს წრის ცენტრში
სეგმენტებში კი იწერება ამ თემის შესწავლის
პროცესში რომელი აქტივობების და
მეთოდების გამოყენებით მოხდება
ინტელექტის რვავე სტილის განვითარება

6
გაკვეთილის დაგეგმვა
გარდნერის მიხედვით

7
რეკომენდაციები:

 შეეცადეთ დაუკავშიროთ ყველა სასწავლო


მიზანი მინიმუმ ორ ტიპის ინტელექტს
 გამოიყენეთ მულტიმოდალური სწავალება
 კვირაში ერთხელ მაინც ჩართეთ გაკვეთილზე
თითოეული ინტელექტის ფორმა.
 შექმენით ყოველკვირეული ჩამონათვალი,
დაფიქრდით ყველა ინტელექტის გააქტიურება
მოახერხეთ თუ არა მიმდინარე კვირის
განმავლობაში?
მოსწავლეთა საჭიროებების ინტერვენციის
დაგეგმვისას, გაარკვიეთ, თუ რაში მდგომარეობს
მათი ძლიერი მხარე მრავალმხრივი ინტელექტის
თეორიასთან მიმართებაში. მაგალითად, თუ ბავშვს
აქვს ძლიერი სივრცული ინტელექტი, მაგრამ აწყდება
სირთულეებს ენობრივი უნარების ათვისებასთან
დაკავშირებით, თქვენ შეძლებთ გამოიყენოთ ეს
ძლიერი მხარე რთული ცნებების დასწავლისთვის,
მაგალითად, შესთავაზოთ ცნებების რუკა.
საკლასო აქტივობები მიმართული უნდა იყოს
ინტელექტის რაც შეიძლება მეტ სფეროზე, რათა
ყველამ იგრძნოს წარმატება და ჩართულობა;

You might also like