You are on page 1of 4

ალპები

მარიამ კოპალაძე
კომპლექსური დავალების პირობა:
• ბერნის ალპები, პენინის ალპები, ლეპონტის ალპები.
ამ დასახელებით მოიხსენიებს ევროპელები ალპების
მთებს, რომელიც რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზეა
გადაჭიმული. ალპების მთების შესწავლა XVIII საუკუნიდან
დაიწყო მისი უჩვეულო სახეობებიდან(ფლორა,
ფაუნა,თერმული წყლები) გამომდინარე. წარმოიდგინე რომ
ხარ გეოლოგი და უნდა შეისწავლო ალპების მთების
ჩამოყალიბების პროცესი, რომელიც უნდა წარმოადგინოთ
ბროშურა/ბუკლეტის სახით, რომელიც საინფორმაციო
ხასიათის იქნება.
დედამიწის ქერქის დანაოჭების ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი ციკლი.
გამოვლინდა მეზოზოურ და კაინოზოურ ერებში.
ალპური დანაოჭების ზონებში დედამიწის
ქერქი დანაოჭდა და აზევება განიცადა. ამის
შედეგად წარმოიქმნა გეოლოგიურად ყველაზე
ალპური ახალგაზრდა მთათა სისტემები. ალპური
დანაოჭების ციკლი დედამიწის
დანაოჭება ქერქში არათანაბრად და სხვადასხვა დროს
გამოვლინდა ოროფაზისების სახით. ყველაზე
მძლავრი ოროფაზისები ზოგან მეზოზოურ, ზოგან
კი კაინოზოურ ერაში აღინიშნება. ამიტომ ბევრი
მკვლევარი მეზოზოურ დანაოჭებას ალპური
დანაოჭებისაგან დამოუკიდებელ ციკლად
გამოყოფს.

You might also like