You are on page 1of 1

გეოლოგიური დრო

დედამიწის ქერქის წარმოქმნის ხანგრძლივობას გეოლოგიური დრო ეწოდება.

გეოლოგიური დროის დიდ მონაკვეთს ეწოდება ერა, ერა იყოფა პერიოდებად. მაგ.
მეზოზოური(ტრიასული, იურული, ცარცული), კაინოზოური(პალეოგენური, ნეოგენური,
მეოთხეული) და ა.შ. სულ გამოიყოფა 5 ერა: არქაული, პროტეროზოული, პალეოზოური,
მეზოზოური და კაინოზოური.

კაინოზოური ერა სტრატიგრაფიული სკალის ყველაზე ახალგაზრდა ერა, რომელიც


თანამედროვე ეპოქასაც მოიცავს. ამ ეპოქაში ჩამოყალიბდა კონტინენტებისა და ოკეანეების
დღევანდელი სახე. ალპურ სარტყელში წარმოიქმნა მთები.

ანთროპოგენურ(მეოთხეულ) პერიოდში მოხდა გამყინვარება.

კაინოზოურ ერაში გადაშენდა ზოგიერთი ქვეწარმავალი, განვითარება იწყეს ხერხემლიანთა


უმაღლესმა კლასმა - ძუძუმწოვრებმა.

კაინოზოურ ერაში ჩნდება ადამიანი.

მეზოზოურ ერაში იწყება ტრანსგრესია - ლავრაზიისა და გონდვანის ხმელეთის დანაწევრება.

You might also like