You are on page 1of 14

 ენდოკრინოლოგიური დაავადებები

 ენდოკრინოლოგია – არის მედიცინის ერთ–ერთი დარგი, რომელიც


შეისწავლის შინაგანი სეკრეციის ანუ ენდოკრინული ორგანოების
სტრუქტურას, ფუნქციებს და მათ დაავადებებს.
  

ორგანიზმის შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებს (ენდოკრინულ


ჯირკვლებს) განეკუთვნება: ფარისებური ჯირკვალი,
პარათიროიდული ჯირკვალი, კუჭქვეშა (ინსულარული ნაწილი)
ჯირკვალი, თირკმლისზედა ჯირკვლები; სათესლე ჯირკვლები
მამაკაცებში, საკვერცხეები ქალებში, ჰიპოფიზი და ჰიპოთალამუსი.

ამის გარდა, ჰორმონებს გამოიმუშავებენ ის ორგანოებიც, რომლებიც


არ მიეკუთვნებიან ენდოკრინულ ჯირკვლებს. ასეთი ორგანოებია:
გული, ღვიძლი, თავის ტვინი.

ენდოკრინულ ჯირკვლებს სეკრეციისთვის არ გააჩნიათ გამავალი


სადინარები და თავიანთი სეკრეციის პროდუქტს – ჰორმონებს
გამოყოფენ – უშუალოდ სისხლში. ჰორმონებს უდიდესი როლი
აკისრიათ ნივთიერებათა ცვლის რეგულირების, ცხოველქმედებისა
და ორგანიზმის ზრდის პროცესებში.
  
 ჰიპოფიზი – ტვინის ფუძეზე არსებული ჯირკვალი; მისი ჰორმონები
აკონტროლებენ სხვა ენდოკრინული ჯირკვლების აქტივობას და
უშუალო ზეგავლენას ახდენენ სხეულის ზომებზე და საერთოდ
ზრდის პროცესზე.
  
 ფარისებური ჯირკვალი – ხორხის ირგვლივ მდებარე ჯირკვალი,
გამოიმუშავებს ნივთიერებათა ცვლის სიჩქარის მარეგულირებელ
ჰორმონებს.

  






 პარათიროიდული ჯირკვლები - გამოიმუშავებს ჰორმონს, რომელიც
არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას. როგორც წესი
სახეზეა ორი წყვილი პატარა ჯირკვალი, რომელთაგან ერთი
განთავსებულია ფარისებური ჯირკვლის ქვეშ, ხოლო მეორე მის
სიღრმეში.

თიმუსი (ჩიყვი): ბავშვებში იგი წარმოდგენილია როგორც მსხვილი,
მკვეთრად გამოხატული წარმონაქმნი; სქესობრივი მომწიფების და
ასაკის მატების კვალდაკვალ თიმუსის ზომებიც მცირდება. იგი
გამოიმუშავებს ჰორმონ თიმოზინს, რომელიც ხელს უწყობს იმუნური
სისტემის უჯრედების განვითარებას.
  
 კუჭქვეშა ჯირკვალი: საჭმლის მომნელებელი წვენის გარდა, იგი
გამოიმუშავებს ინსულინს, რომელიც არეგულირებს ნახშირწყლების
ცვლას.
  
 თირკმელზედა ჯირკვალი – როგორც თავად სახელი გვეუბნება,
თირკმელების ზემოთ მდებარეობს და გამოიმუშავებს ჰორმონებს,
რომლებიც გავლენას ახდენენს ორგანიზმში მიმდინარე
ნივთიერებათა ცვლის პროცესზე და ნერვული სისტემის
ფუნქციონირებაზე.
  
 სასქესო ჯირკვლები ან გონადები – მათ ფრიად მნიშვნელოვანი
როლი აკისრიათ რეპროდუქციულ პროცესებში. ეს ჯირკვლები
(მამაკაცებში – სათესლე ჯირკვალი, გამოიმუშავებს
სპერმატოზოიდებს, ქალებში – საკვერცხეები, სადაც თავის მხრივ
მწიფდება კვერცხუჯრედები) გამოიმუშავებენ ჰორმონებს, რომლებიც
განაპირობებენ მეორეული სასქესო ნიშნების განვითარებას.
  
 ეპიფიზი (ჯალღუზისებრი ჯირკვალი) – აღნიშნული ჯირკვალი
წარმოადგენს – მცირე წარმონაქმნს შუა ტვინში და ძუძუმწოვრებში
წარმოდგენილია როგორც ნეიროენდოკრიკული გარდამქმნელი,
სადაც თვალიდან ტვინში გამავალი ნერვული იმპულსები
გარდაიქმნება ჰორმონალურ სიგნალად, იწვევს რა ჰორმონ–
მელატონინის სეკრეციას. მელატონინი გავლენას ახდენს
ბიოლოგიურ რიტმებზე, ფიზიოლოგიური ფუნქციების დღეღამური
ცვალებადობის და სეზონური სქესობრივი ციკლების ჩათვლით.
ქვეხერხემლიანებში კი ეპიფიზს, უშუალოდ შეუძლია აღიქვას
სინათლე (“მესამე თვალი”).

ენდოკრინული ჯირკვლები გამოიმუშავებენ წვენს (ჯირკვლის
სეკრეტი), რომელიც შეიცავს თითოეული ენდოკრინული
ორგანოსთვის დამახასიათებელ ნივთიერებას – ჰორმონებს და
უშვებენ მათ პირდაპირ სისხლში. .
  
 ჰორმონი – ეს არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც უერთდება
სისხლის მიმოქცევას და მისი საშუალებით აღწევს სხვადასხვა
ორგანოს, სადაც იგი ახდენს სხვა უჯრედების ე.წ. სამიზნე
უჯრედების აქტივობის სტიმულირებას ან დაქვეითებას. სამიზნე–
უჯრედების საშუალებით ჰორმონები გავლენას ახდენენ ადამიანის
ორგანიზმის სიცოცხლისთვის პრაქტიკულად მნიშვნელოვან ყველა
ფუნქციაზე.

 ენდოკრინული დაავადებები
 ტიპი 1 და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, ორსულთა დიაბეტი
 სიმსუქნე და მეტაბოლური სინდრომი
 ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (ჰიპოთირეოზი,
თირეოტოქსიკოზი, კვანძოვანი ჩიყვი, იოდდეფიციტური
დაავადებები, თირეოიდიტები)
 ფარისებრახლო ჯირკვლების დაავადებები (ჰიპერპარათირეოზი,
ჰიპოპარათირეოზი)
 ჰიპოფიზის დაავადებები
 თირკმელზედა ჯირკვლების
 ოსტეოპოროზი
 მამაკაცთა სქესობრივი ფუნქციის დარღვევა


 ენდოკრინული დაავადების ძირითადი სიმპტომები

 წონაში კლება ან მატება,
 გულისცემის აჩქარება,
 ციებ-ცხელება, სიმხურვალის შეგრძნება,
 მომატებული ოფლიანობა, აგზნებულობა, ფაღარათი (დიფუზური
ტოქსიური ჩიყვის დროს),
 არტერიული წნევის მომატებასთან დაკავშირებული თავის
ტკივილი (ჰიპერკორტიციზმი, ფეოქრომოციტომა),
 კუნთოვანი ადინამია და მკვეთრად გამოხატული სისუსტე
(თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკული უკმარისობის დროს),
 ყურადღებისა და მეხსიერების დაქვეითება (ჰიპოთირეოზის
დროს),
 წყურვილის მომატებული გრძნობა (შაქრიანი დიაბეტის დროს),
გაძლიერებული შარდვა (შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის დროს)
და სხვ.
 იოდის დეფიციტი ორსულობის და ადრეული ბავშვთა ასაკში
წარმოადგენს თავის ტვინის დაზიანების მიზეზს,
იოდდეფიციტით დაზიანებული რეგიონის მოსახლეობას
შესაძლებელია ქონდეს 13,5 პუნქტით უფრო დაბალი გონებრივი
განვითარების კოეფიციენტი (IQ), ვიდრე იოდდეფიციტისგან
თავისუფალი რეგიონის მოსახლეობას. მათი დაძლევისთვის და
აღკვეთისათვის საჭიროა სულ მცირე ოდენობის იოდის
სისტემატური დამატება მოსახლეობის მიერ მოხმარებულ
მარილში.
სიმსუქნე, როგორც გლობალური
პრობლემა

სიმსუქნე არის მდგომარეობა, როდესაც სხეულში დიდი რაოდენობით


ცხიმია დაგროვებული. მოცემული დაავადება უარყოფითად აისახება:

 ჯანმრთელობაზე
 სიცოცხლის ხანგრხლივობაზე
 ფსიქიკურ და ფსიქოლოგიურ კარგად ყოფნაზე

სიმსუქნის გავრცელება მატულობს, როგორც ზრდასრულებში, ასევე


ბავშვებში. გარდა ამისა, იგი ამცირებს სიცოცხლის ხანგრხლივობას 6-7
წლით. მისი ყველაზე ხშირი მიზეზი არის დიდი რაოდენობით საკვების
მიღება, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა და გენეტიკა.
მდგომარეობები, რომლის რისკებსაც სიმსუქნე ზრდის, არის შემდეგი:

 შაქრიანი დიაბეტი
 გულის იშემიური დაავადება(არტერიების
სისხლგამტარობის დარღვევა)
 გულის შეგუბებითი უკმარისობა
 ქოლესტერინის დონის ცვლილება
 შაქრიანი დიაბეტი
 შარდის შეუკავებლობა
 ასთმა
 ღრმა ვენების თრომბოზი
 გართულებები ზოგადი ანესთეზიის დროს

სიმსუქნის მკურნალობა და სხეულის ნორმალური წონის აღდგენა


აუცილებელია ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად და
ჯანმრთელობის პრობლემათა რისკის შესამცირებლად.
სიმსუქნის ძირითადი მკურნალობა დიეტა და ფიზიკური აქტივობაა.
ასევე გამოიყენება სიმსუქნის საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც
უმეტესად, ან მადას თრგუნავენ, ან ცხიმების აბსორბაციას (შეწოვას)
უშლიან ხელს. თუ დიეტა და მედიკამენტები არაეფექტურია, მაშინ
მიმართავენ სიმსუქნის ქირურგიულ მკურნალობას, რომელიც, რა თქმა
უნდა, ყოველთვის დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან.

გლუკოკორტიკოსტეროიდები, ენდოკრინოლოგიური და გასახდომი

საშუალებები

გარეგანი გლუკოკორტიკოსტეროიდების დანიშვნის ზოგადი წესები

პრეპარატები ინიშნება მხოლოდ მწვავე და ქრონიკულ ფაზებში და არ


გამოიყენება პროფილაქტიკისთვის
უპირატესობა ენიჭება მაღალეფექტურ და უსაფრთხო პრეპარატებს

თერაპია უნდა დავიწყოთ ძლიერი გლუკოკორტიკოსტეროიდიდან (3-5


დღე), შემდეგ (საჭიროების მიხედვით) გავაგრძელოთ შედარებით სუსტი
პრეპარატით

უმჯობესია მკურნალობის მოკლე წყვეტილი კურსები, ვიდრე


ხანგრძლივი უწყვეტი

არ დავნიშნოთ ფტორირებული გლუკოკორტიკოსტეროიდი


ახალშობილებსა და 1 წლამდე ბავშვებში, აგრეთვე სახეზე, კისერზე,
ნაოჭებში ანოგენიტალურ მიდამოში

ინფექციური გართულებები უნდა სანირებული იქნას დამატებითი


ადგილობრივი, ან სისტემური საშუალებებით ტოპიკური
გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენებამდე (შესაძლოა
ანტიბიოტიკთან კომბინირებული გლუკოკორტიკოსტეროიდის
გამოყენება)

ადგილობრივი გლუკოკორტიკოსტეროიდები

ჰალოგენიზირებული

ძლიერი მოქმედება

იწვევს სისტემურ და ადგილობრივ გვერდით მოვლენებს

არ გამოიყენება სახის კანზე და ბავშვებში

არაჰალოგენიზირებული

სუსტი მოქმედება

სისტემური და ადგილობრივი გვერდითი ეფექტების განვითარების


დაბალი რისკი

შეიძლება გამოყენება სახის კანზე და ბავშვებში

ფტორირებული ტოპიკური გლუკოკორტიკოსტეროიდების


გამოყენების გვერდითი ეფექტები
ადგილობრივი

ეპიდერმისის და დერმის ატროფია

აკნეფორმული გამონაყარი, ფოლიკულიტი, ფერიმჭამელები

ჭრილობის შეხორცების შენელება

ტელეანგიოექტაზიები

სტრიები

ჰიპოპიგმენტაცია

ჰიპერტრიქოზი

დერმატოფიტული ინფექციების გაძლიერება

მეორადი ინფექციების თანდართვა

კონტაქტური დერმატიტი

სისტემური

კატარაქტა, გლაუკომა (თვალის ირგვლივ გამოყენებისას)

თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვა

ზრდის შეფერხება (ძუძუმწოვარა და მცირეასაკოვან ბავშვებში)

არტერიული ჰიპერტენზია

კუშინგის სინდრომი

კლიმაქტერული სინდრომი

კლიმაქსი - გარდამავალი პერიოდია რეპროდუქციული ასაკიდან


მენოპაუზამდე (48- 50 წელი)

პერიმენოპაუზა (45-55 წელი) ციკლის დარღვევა, ოლიგომენორეა

მენოპაუზა უკანასკნელი მენსტრუაცია (50-52 წელი)

ადრეული პოსტმენოპაუზა (მენოპაუზიდან 5 წელი)


გვიანი პოსტმენოპაუზა (მენოპაუზიდან 5 წლის შემდეგ)

კლინიკა

წონაში მატება

„ალები“

ატროფიული ცვლილებები გენიტალურ სისტემაში (საშოს სიმშრალე,


წვა, კოლპიტი, ხშირი შარდვა)

კანის დაბერება

ადვილად დაღლა, ემოციური ლაბილობა

პრობლემა!

კლიმაქტერული სინდრომის კუპირების მიზნით აქტუალურია


ესტროგენებით ჩანაცვლებითი თერაპია, თუმცა ესტროგენების
ხანგრძლივი მიღება ზრდის თრომბოზებისა და საშვილოსნოს
ესტროგენდამოკიდებული სიმსივნეების განვითარების რისკს

მნიშვნელოვანია, რომ კლიმაქტერული სინდრომის სამკურნალო არჩევის


პრეპარატი ეფექტურთან ერთად უნდა იყოს უსაფრთხოც

სიმსუქნე

არარაციონალური , ჭარბი ცხიმის შემცველი საკვების მოხმარებისა და


ჰიპოდინამიის შედეგი როდესაც ორგანიზმის მიერ საკვებთან ერთად
მიღებული ენერგია აჭარბებს მის ენერგეტიკულ დანახარჯებს

სიმსუქნე შეიძლება იყოს


ალიმენტურ - კონსტიტუციონალური

ძირითადად გენეტიკური განწყობის სისტემატურად ჭარბი საკვების


მიღების, კვების რეჟიმის დარღვევის და არაადექვატური ფიზიკური
დატვირთვის შედეგი

ჰიპოთალამური

ჰიპოთალამუსის ფუნქციის დარღვევით გამოწვეული

ენდოკრიმული- ენდოკრინული ჯირკვლების პათოლოგიით


განპირობებული ( მაგ. ჰიპოთირეოზე, ჰიპერკორტიციზმი,
ჰიპოგონადიზმი და სხვა)

არჩევენ სიმსუქნის 2 სტადიას (პროგრესირებადს და სტაბილურს) და 4


ტიპს

სხეულის მასის ინდექსი სმი სხეულის მასა (კგ) / სიმაღლე (მ)

სხეულის მასის ტიპი/დაავადების განვითარების რისკი

ანორექსია 17,5 / მაღალი - ანორექსიის მკურნალობა

დეფიციტი 18,5/ დაბალი- კვების რეჟიმის შერჩება

ნორმა 20-25 / ------------------------------------------

ჭარბი წონა 26-27,9/მომატებული- წონის კორექცია

I ხარისხის სიმსუქნე 28-30/მაღალი წონის კორექცია

თანმხლები დაავადების განვითარება

II ხარისხის სიმსუქნე 31-35/ ძალიან მაღალი-აუცილებელია წონის


კორექცია

III ხარისხის სიმსუქნე 36-40/ ძალიან მაღალი-აუცილებელია წონის


კორექცია

IVხარისხის სიმსუქნე 41 ზემოთ/ საგანგაშოდ მაღალი-აუცილებელია


წონის კორექცია
სხეულის მასის ინდექსის გასაზომი ცხრილი

ცხრილი გვიჩვენებს, თუ როგორ ახარისხებს მსოფლიო ჯანმრთელობის


ორგანიზაცია (WHO) სხეულის მასის ინდექსს.(BMI)

სხეულის მასის ინდექსის გასაზომი ცხრილი

ცხიმის წვა - ენერგეტიკული ხარჯვა

მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ ენერგეტიკულ


ხარჯვას

ასაკი -მატებასთან ერთად იკლებს ენერგიის ხარჯვა

ტემპერამენტი - რაც უფრო აქტიურია ადამიანი, მით მეტია ენერგიის


ხარჯვა
ფიზიკური დატვირთვა- ზრდის ენერგეტიკულ ხარჯვას

სქესი - მამაკაცებში ენერგიის ხარჯვა მეტია

სქესობრივი ცხოვრება აქტივობასთან ერთად იმატებს ენერგიის ხარჯვა

სიმსუქნე შემდეგი დაავადების განვითარების რისკ ფაქტორია

არტერიული ჰიპერტენზია

ათეროსკლეროზი

შაქრიანი დიაბეტი

გულის იშემიური დაავადება

ვარიკოზული დაავადება

ემოციური სტრესი, დეპრესია

პოდაგრა

ჰიპერლიპიდემია

თრომბოემბოლია

უშვილობა

ავთვისებიანი წარმონაქმნები

რეალური გამოსავალი წონის კორექციისთვის

ცხიმის ჭარბი რაოდენობის შემცირება ორგანიზმში

საშუალებები ჭარბი წონის კორექციისთვის

არამედიკამენტოზური

დიეტოთერაპია
სამკურნალო ვარჯიშები

მასაჟი

ქირურგიული მეთოდი

სხვა დანარჩენი

ჰომეოპათიური საშუალებები

ფიტოთერაპია

აკუპუნქტურა

მედიკამენტოზური

ცენტრალური მოქმედების მადის დამთრგუნველი

ცხიმის შეწოვის ინჰიბიტორი

მცენარეული მონო და კომბინირებული შემადგენლობით

You might also like