Professional Documents
Culture Documents
ცერებრული დამბლა
ცერებრული დამბლა
dambla
MAC GEORGIA
2107 წელი
სარჩევი
განმარტება.............................................................................................................................................. 3
მიზეზები .................................................................................................................................................... 4
მახასიათებლები ........................................................................................................................................ 4
განმარტება
ცერებრული დამბლა მიუთითებს ნევროლოგიურ დარღვევაზე, რომლიც
განპირობებულია თავის ტვინის დაზიანებით განვითარების ადრეულ ეტაპზე
(მუცლადყოფნისას, მშობიარობისას ან დაბადების პირველ თვეებში). ცერებრული
დამბლა მუდმივ გავლენას ახდენს მოძრაობის უნარის განვითარებაზე. კერძოდ,
ვლინდება კუნთთა ტონუსის განაწილების პრობლემით და მოძრაობების
შეზღუდვით. ის, თუ რა სიმძიმით და ფორმით ვლინდება ცერებრული დამბლა,
დამოკიდებულია დაზიანების ტიპზე და ხარისხზე.
ცერებრული დამბლის დროს, კუნთური ტონუსი შეიძლება იყოს ძალიან მომატებული
- სპასტიკა, დაქვეითებული - ჰიპოტონია, ან შერეული ფორმით წარმოდგენილი.
როდესაც კუნთური ტონუსი მომატებულია, გვხვდება დაჭიმული კუნთები,
ჩაკეტილი სახსრები და დეფორმირებული კიდურები. მოძრაობები არის
გაძნელებული, მოუქნელი და უხეში. ეს ხშირად გავლენას ახდენს ენის მამოძრავებელ
კუნთებზე და სუნთქვის რეგულაციაზე. რაც ვლინდება მეტყველების, ყლაპვის და
სუნთქვის სირთულეებით.
მოდუნებული ტონუსის დროს - კიდურები და მთლიანად სხეული მოშვებულია,
რთულია პოზის შენარჩუნება, ამ დროს ნაკლებ სავარაუდოა, რომ შეგვხვდეს
კიდურების დეფორმაცია. აღნიშნული მდგომარეობაც ზემოქმედებს მეტყველებაზე
და ზოგჯერ გონებრივ განვითარებაზე.
იმ შემთხვევაში, როდესაც გვხვდება ტონუსის განაწილების შერეული ფორმით
დარღვევა, კუნთური ტონუსი ცვალებადობს სუსტსა და ძლიერს შორის, ადგილი აქვს
უნებლიე მოძრაობებს. შერეული ტონუსის მაგალითია ატაქსიური ფორმა, რომლის
დროსაც კოორდინაციის და ბალანსის დარღვევა სხვადასხვა ხარისხით ვლინდება.
იმის აღსანიშნად, თუ სხეულის რომელი ნაწილია დაზიანებული, გამოყოფენ:
ჰემიპლეგიას, დიპლეგიას და კვადრიპლეგიას.
ჰემიპლეგიის დროს დაზიანებულია სხეულის ერთი მხარე. მაგალითად, მარჯვენა
ხელი და ფეხი ან მარცხენა კიდურები.
დიპლეგიის შემთხვევაში, უფრო ხშირად, დაზიანებულია ქვედა კიდურები, ვიდრე
ზედა (ხელები).
კვადრიპლეგიის/ კვადრიპარეზის დროს დაზიანება ვლინდება ოთხივე კიდურში.
მიზეზები
o მშობიარობის ტრავმა ან თავის დაზიანებები ჩვილობის პერიოდში;
o მედიკამენტების ზემოქმედება, ინფექციები მუცლადყოფნის პერიოდში ან
ჩვილობის ასაკში;
o ჟანგბადის დეფიციტი (ჰიპოქსია);
o ნაყოფის მცირე წონა.
მახასიათებლები
დამატებითი სირთულეები, რომელიც სხვადასხვა ხარისხით შეიძლება ახლდეს
ცერებრულ დამბლას არის:
o სხეულის პოზის შენაჩუნების პრობლემები;
o ხერხემლის და კიდურების დეფორმაციები;
o მხედველობის პრობლემები (სტრაბიზმი);
o სმენის დეფიციტი;
o ეპილეფსია, 3- დან 1 შემთხვევაში;
o ინტელექტუალური განვითარების დარღვევა ან დასწავლის უნარის დაქვეითება;
o პერცეფტული სირთულეები (მაგალითად, ობიექტის ზომის, პოზიციის აღქმის,
დისანციის აღქმის, შეხებით საგნის ამოცნობის სირთულეები);
o საყლაპავი მილის პერისტალტიკის დარღვევა, რასაც ხშირად ახლავს საკვების უკან
ამოღება;
o მეტყვლების და არტიკულაციის სირთულები;
o ემოციური სფეროს პრობლემები.
დახმარების სტრატეგიები
ცერებრული დამბლა არ იკურნება, თუმცა შესაბამისი დახმარების სტრატეგიების
გამოყენება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მდგომარეობას და ბავშვის
ფუნქციონირების ხარისხს.
მკურნლობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ცერებრული დამბლის ფორმასა
და ხარისხზე. მკურნალობა მოიაზრებს სისტემურ მიდგომას, რომელიც არ
გულისხმობს მხოლოდ ფიზიკურ პრობლემაზე ფიქსაციას, გასათვალისწინებელია
პიროვნების სოციალურ- ემოციური ასპექტებიც.
ცერებრული დამბლის მქონე პირთან შესაძლოა, საჭირო გახდეს შემდეგი
სპეციალისტების მუშაობა:
o ფიზიკური თერაპევტი
o პედიატრი
o ოკუპაციური თერაპევტი
o ნევროლოგი
o ქირურგი
o ქცევის მართვის პეციალისტი
o მეტყველების თერაპევტი
o ოფთალმოლოგი
o ოტორინოლარინგოლოგი