Professional Documents
Culture Documents
მნიშვნელოვანი თარიღები (ძველი მსოფლიო) PDF
მნიშვნელოვანი თარიღები (ძველი მსოფლიო) PDF
ძვ.წ. 1274 წ. - გაიმართა ქადეშის ბრძოლა ეგვიპტესა და ხეთებს შორის, რის შემდეგა დაიდო
მსოფლიოში ერთ - ერთი პირველი ზავი. ეგვიპტეს მართავდა რამზეს II, ხეთებს - მუვათალი.
ძვ.წ. IX – VIII სს. - ფინიკიური კოლონიზაცია. ყველაზე დიდი დაარსებული კოლონია იყო
კართაგენი, რომელიც მოგვიანებით 3 პუნიკურ ომს გამართავს რომის რესპუბლიკასთან
ძვ.წ. IX – VII სს. - ე.წ. ახალასურული სამეფოს ხანა, რომლის დროსაც ასურეთმა მრავალი
ქვეყანა თუ ქალაქი დაიპყრო. მათ შორის, ეგვიპტე
ძვ.წ. VIII – VI სს. - რომის სამეფოს არსებობის პერიოდი. პირველი მეფე რომულუსი,
უკანასკნელი მეფე ტარკვინიუს სუპერბუსი ( ამაყი )
ძვ.წ. 539 წელი - აქემენიანთა ირანის მმართველმა კიროს II - მ დაიპყრო ქალაქი ბაბილონი
ძვ.წ. 418 წ. - მანტინეას ბრძოლა. პელოპონესის ომის შემადგენელი ნაწილია. ის იყო ყველაზე
დიდი სახმელეთო ბრძოლა ამ ომის მსვლელობისას, სადაც ათენი დამარცხდა.
ძვ.წ. 415 -13 წ. - სიცილიის ექსპედიცია. პელოპონესის ომის შემადგენელი ნაწილია. კამპანია
მოაწყო ომის გამორჩეულმა ფიგურამ ალკიბიადემ.
ძვ.წ. IV – III სს. - ქართლის სამეფოს წარმოქმნა. პირველი მეფე ხდება ფარნავაზი
ძვ.წ. III – II სს. - გაიმართა 3 პუნიკური ომი, რის შემდეგაც კართაგენის სახელმწიფო
განადგურდთა რომაელების მიერ. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მეორე პუნიკური ომი,
რომლის დროსაც გაიამრთა ჯერ ზამას ბრძოლა და შემდეგ კანესთან ბრძოლა. ბრძოლებში
კართაგენს ჰანიბალი მეთაურობდა, რომელმაც ალპებიც კი გადალახა წარმატების
მისაღწევად
ძვ.წ. I - ახ.წ. V სს. - რომის იმპერიის არსებობის პერიოდი. პირველი იმპერატორი გახდა
ოქტავიანე ავგუსტუსი, უკანასკნელი კი რომულუსი. რომის იმპერიას ბოლოს გერმანული
ტომები მოუღებენ ( იგულისხმება დასავლეთ რომის იმპერია, რადგან აღმოსავეთ რომის
იმპერია 1453 წელს ოსმალეთის მიერ განადგურდება ). რომს 3 - ჯერ აიღებენ გერმანული
ტომები - ალარიხმა ( 410 წ. ), ვანდალებმა ( 455 წ. . ჩნდება ტერმინი „ვანდალიზმი“ ),
ოდოაკრი ( 476 წ. ). 451 წელს რომაელებსა და ჰუნებს შორის გაიმართა კატალაუნის ბრძოლა.
რომის იმპერიასთანაა დაკავშირებული ასევე სამი მნიშვნელოვანი წელი - 212 წელს
იმპერატორმა კარაკალამ გამოსცა ედიქტი, რომლითაც ყველაზე რომში მცხოვრებს მიენიჭა
რომის მოქალაქეობა, 313 წელს რომის იმპერატორმა კონსტანტინე პირველმა გამოსცა
მილაინის ედიქტი, რომლითც ქრისტიანებმა მიიღეს თავისუფალი აღმსარებლობის უფლება,
325 წელს პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება მოიწვია კონსტანტინე პირველმა ნიკეაში, 395
წელს თეოდოსიუს პირველმა რომის იმპერი გაყო თავის ორ შვილს შორის, რითიც
საფუძველი ჩაეყარა დასავლეთ რომის იმპერიასა და აღმოსავლეთ რომის იმპერიას ( იგივე
ბიზანტიას ).