You are on page 1of 67

1. რეალური ინვესტიციების განხორციელების ფორმები (6.1.

)
სამეურნეო სუბიექტები, ინვესტიციური საქმიანობის პროცესში,
რეალურ ინვესტიციებს სხვადასხვა ფორმით ახორციელებენ. მათ
შორის აღსანიშნავია შემდეგი:
§ მიზნობრივი ქონებრივი დაბანდებებით სამეოურნეო კომპლექსების
შექმნა. ეს არის მსხვილი კომპანიების მიერ განხორციელებული
ოპერაცია, რომელიც უზრუნველყოფს მათი საქმიანობის დარგობრივ,
სასაქონლო ან რეგიონულ დივერსიფიკაციას. აღნიშნულის შედეგად
მიიღწევა ერთობლივი აქტივების მთლიანი ღირებულების ზრდა,
საერთო ფინანსური პოტენციალის გაძლიერება, გამოშვებული
პროდუქციის ხარისხის ამაღლება, საოპერაციო ხარჯების
შემცირება, ბაზრის ახალი სეგმენტების ათვისების
შესაძლებლობების გაფართოება და ა.შ.;
§ ახალი მშენებლობა. იგი ხორციელდება სპეციალურად გამოყოფილ
ტერიტორიაზე წინასწარ შემუშავებული პროექტის მიხედვით. მისი
აუცილებლობა შეიძლება გამოწვეულ იყოს კომპანიის
გაფართოებით, შვილობილი საწარმოებისა თუ ფილიალების
ოდენობის გაზრდის აუცილებლობით და ა.შ.;
§ პროფილის შეცვლა მოიცავს ოპერაციებს, რომლებიც
უზრუნველყოფენ წარმოების პროცესის ტექნოლოგიის სრულ
შეცვლას, რაც, თავის მხრივ, განპირობებული შეიძლება იყოსახალი
პროდუქციის გამოშვების სურვილით;
§ რეკონსტრუქცია. იგი დაკავშირებულია მეცნიერულ-ტექნიკური
პროგრესის მიღწევების საფუძველზე მთელი საწარმოო პროცესის
არსებით გარდაქმნასთან პროდუქციის ხარისხის ამაღლების,
რესურსდამზოგი ტექნოლოგიების დანერგვის, საწარმოო
სიმძლავრეების
გადიდების და ა.შ. მიზნით. რეკონსტრუქციის პროცესში შეიძლება
ცალკეული საწარმოო შენობებისა და ნაგებობების გაფართოებაც
განხორციელდეს;
§ მოდერნიზაცია და მოწყობილობის განახლება. მოდერნიზაცია
გულისხმობს ძირითადი საწარმოო ფონდების აქტიური ნაწილის
სრულყოფას, თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში
მოყვანას და ა.შ. მისი განხორციელება ძირითადად გამოწვეულია
ფონდების მორალური ცვეთით. მაშინ როდესაც, განახლება
გულისხმობს ფიზიკურად გაცვეთილი მოწყობილობის არსებული
პარკის შეცვლას ან შევსებას;
§ ინოვაციური ინვესტირება არამატერიალურ აქტივებში. იგი
მიმართულია კომპანიის საოპერაციო და სხვა სახის საქმიანობაში
ახალი მეცნიერული და ტექნოლოგიური ცოდნის გამოყენებაზე
კომერციული წარმატების მიღწევის მიზნით. ეს ოპერაციები ორი
ძირითადი ფორმით ხორციელდება. ესენია:
ა) მზა სამეცნიერო პროდუქტისა და სხვა უფლებების (ლიცენზიები,
პატენტების, გამოგონების, ნოუ-ჰაუს, ფრანჩიზის და ა.შ.) შეძენა;
ბ) ახალი სამეცნიერო-ტექნიკური პროდუქციის შემუშავება;
§ ინვესტირება მატერიალური საბრუნავი აქტივების მარაგების
ზრდაში. იგი მიმართულია კომპანიის საოპერაციო საბრუნავი
აქტივების გამოყენებული მოცულობის გაფართოებაზე;
კომპანიის რეალური ინვესტიციების კონკრეტული ფორმის შერჩევა
ხდება:
§ მისი საქმიანობის დარგობრივ, სასაქონლო და რეგიონულ
ამოცანებზე დაყრდნობით;
§ საქმიანობის დივერსიფიკაციის შესაძლებლობის
გათვალისწინებით;
§ რესურსული უზრუნველყოფის პოტენციალის შესაბამისად;
§ შრომადამზოგავი ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობით;
§ ინვესტიციური მართვის ტრადიციებით, პრინციპებითა და
მეთოდებით და ა.შ.
კომპანიის რეალური ინვესტიციების სპეციფიკა და მათი
რეალიზაციის ხასიათი განსაზღვრავს მათი მართვის
თავისებურებებს. ეს უკანასკნელი წარმოადგენს შედარებით
ეფექტიანი რეალური ინვესტიციური პროექტების მომზადებას, მათი
შეფასებისა და რეალიზაციის პრინციპებისა თუ მეთოდების
სისტემას, რომელთა ერთობლიობა კომპანიის ინვესტიციური
მიზნების მიღწევას უზრუნველყოფს.1
VI.2. realuri investiciebis marTvis ZiriTadi etapebi
კომპანიის რეალური ინვესტიციების მართვა ძირითადად ე.წ.
„პროექტების მართვის“ პრინციპებს ეყრდნობა და მისი რეალიზაცია
შემდეგ ძირითად ეტაპებს მოიცავს:
1. წინა პერიოდის რეალური ინვესტიციების მდრომარეობის ანალიზი
და შეფასება. ამ დროს ფასდება კომპანიის გასული პერიოდის
ინვესტიციური აქტივობის დონე და ადრე დაწყებული რეალური
ინვესტიციური პროექტებისა და პროგრამების დასრულების ხარისხი.
ანალიზის პირველ ეტაპზე ხდება რეალური აქტივების ზრდაში
ინვესტირებული კაპიტალის საერთო მოცულობის დინამიკისა და
წინასაგეგმო პერიოდში ინვესტიციების საერთო მოცულობაში
რეალური ინვესტიციების ხვედრითი წილის შესწავლა. მეორე ეტაპზე
ხდება ინვესტიციური პროექტებისა და პროგრამების რელიზაციის
ხარისხისა და ამ მიზნისათვის გამოყოფილი ინვესტიციური
რესურსების ათვისების დონის განხილვა რეალური
ინვესტირების ობიექტების ჭრილში. მესამე ეტაპზე განისაზღვრება
წინა პერიოდებში დაწყებული ინვესტიციური პროექტებისა და
პროგრამების დასრულების ვადები, დროულობა, საჭირო
ინვესტიციური რესურსების მოცულობა და ა.შ. მეოთხე ეტაპზე
იკვლევენ დასრულებული რეალური ინვესტიციური პროექტების
ეფექტიანობის დონეს საექსპლუატაციო ეტაპზე, მის შესაბამისობას
საპროექტო მოჩვენებლებთან;
2. მომავალში საჭირო რეალური ინვესტირების მოცულობის
განსაზღვრა. ამ მაჩვენებლის განსაზღვრის საფუძველია კომპანიის
ძირითადი ფონდების ზრდის გეგმიური მოცულობა მისი ცალკეული
სახეობის ჭრილში, არამატერიალური და საბრუნავი აქტივების
სიდიდე, რომელიც უზრუნველყოფს მისი საქმიანობის მოცულობის
ზრდას;
3. რეალური ინვესტირების ფორმების განსაზღვრა. ეს ფორმები
განისაზღვრება კომპანიის იმ საინვესტიციო საქმიანობის
კონკრეტული მიმართულებებიდან გამომდინარე, რომელიც
უზრუნველყოფს მისი ძირითადი სახსრებისა და არამატერიალური
აქტივების კვლავწარმოებას, საკუთარი აქტივების სიდიდის
გაფართოებას და ა.შ.;
4. კომპანიის რეალური ინვესტიციების განხორციელების მიზნების
შესაბამისი ინვესტიციური პროექტების შერჩევა. თითქმის ყველა
მასშტაბური რეალური ინვესტირება შეიძლება განვიხილოთ,
როგორც პროექტი. მათი მომზადება მოითხოვს ბიზნეს-გეგმის
შემუშავებას. მართვის ამ ეტაპზე ხდება ინვესტიციურ ბაზარზე
არსებული მიწოდების შესწავლა, რისთვისაც შეირჩევა ცალკეული
რეალური ინვესტიციური ობიექტი, რომელიც უფრო მეტად
შეესაბამება კომპანიის საინვესტიციო სტრატეგიას. ამავე პერიოდში
ტარდება ინვესტირების შერჩეული ობიექტების სიღრმისეული
ექსპერტიზა;
5. ცალკეული ინვესტიციური პროექტის ეფექტიანობის შეფასება
რისკის ფაქტორის გათვალისწინებით. შერჩეული ინვესტიციური
პროექტები ექვემდებარება სიღმისეულ ანალიზსა და შეფასებას ,
რომლის დროსაც მაქსიმალურად ექცევა ყურადღება მათ
შემოსავლიანობას, ეფექტიანობას, რისკიანობას, რაც ყოველი
მათგანისათვის არის დამახასიათებელი. ამ ეტაპზე, ცალკეული
ინვესტიციური პროექტის რისკიანობასთან ერთად, ფასდება
მთლიანად კომპანიის რეალურ ინვესტიციებთან დაკავშირებული
რისკები. პარალელურად, ერთმანეთს უდარდება მიზნობრივი
დაბანდებები და აღებული ვალდებულებები დროითი ფაქტორის
გათვალისწინებით, საკუთარი და მოზიდული კაპიტალის
მოცულობები და ა.შ.;
6. კომპანიის რეალური ინვესტიციების პროგრამის ფორმირება . ამ
ეტაპზე ხდება ინვესტიციური პროექტების რანჟირება
შემოსავლიანობის დონის, რისკისა და ლიკვიდობის მიხედვით, მათი
წარმოდგენა კომპანიის საერთო საინვესტიციო პოლიტიკის
ფარგლებში. კომპანიის საინვესტიციო პროგრამა მოიცავს იმ
პროექტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ გრძელვადიან
პერსპექტივაში მისი განვითარების მაღალ ტემპებსა და საბაზრო
ღირებულების ზრდას;
7. ინვესტიციური პროგრამისა და ცალკეული პროექტის
რეალიზაციის უზრუნველყოფა. რეალიზაციის უზრუნველყოფაში
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პროექტის დაფინანსების
სქემის ფორმრიებას. იგი განსაზღვრავს პროექტის განხორციელების
ფინანსურ ბაზას და აუცილებელია ფინანსური რესურსების
ფორმირებისა და ცალკეული სამუშაოების შესრულების ბიუჯეტის
ფორმირებისათვის. რეალური ინვესტიციური პროექტების
განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თუ შემოსავალი
აისახება კაპიტალურ ბიუჯეტში, რომელიც, როგორც წესი, ერთი
წლის ვადით მუშავდება. დგება, აგრეთვე, პროექტის რეალიზაციის
კალენდარული გრაფიკი, რომელიც პროექტის შესრულების
ცალკეულ პერიოდებს აერთიანებს და სამუშაოთა შესრულების
კონტრაქტი, რომელიც
ფორმდება სხვადასხვა დამკვეთებსა და მოიჯარადეებს შორის, მათი
ფუნქციონალური ვალდებულებების შესაბამისად;
8. ინვესტიციური პროგრამისა და პროექტების მუდმივი
მონიტორინგისა და კონტროლის უზრუნველყოფა. მართვის ეს ეტაპი
რეალიზდება კომპანიაში ორგანიზებული საინვესტიციო კონტროლის
ფარგლებში, როგორც ცალკეული ინვესტიციური პროექტის, ისე
მთლიანად ინვესტიციური პროგრამის მიხედვით;
VI.3. investiciuri proeqtebis saxeebi1
თანამედროვე პირობებში რეალური ინვესტიციების განხორციელება
გულისხმობს ინვესტიციური პროექტების მომზადების, მისი
რეალიზაციის პრინციპებისა და მეთოდების სისტემას, რომელიც
ბიზნესორგანიზაციის ინვესტიციური მიზნების მიღწევას
უზრუნვეყოფს. ინვესტიციური პროექტი შეიძლება განვიხილოთ ,
როგორც დოკუმენტაციის კრებული, რომელშიც მოთავსებულია
საბუთების ორი ძირითადი ბლოკი:
1. დოკუმენტუად გაფორმებული ეკონომიკური დასაბუთებულობა,
კაპიტალური დაბანდების განხორციელების მოცულობა და ვადები
(აუცილებელი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის
ჩათვლით);
2. ბიზნეს-გეგმა, როგორც პრაქტიკული მოქმედებების აღწერა
ინვესტირების დროს;
აღსანიშნავია, რომ პრაქტიკაში საინვესტიციო პროექტი არ ნიშნავს
მხოლოდ დოკუმენტაციის კრებულს და წარმოგვიდგება, როგორც
მოქმედებათა მიმართულება, დაკავშირებული მოცულობების
დასაბუთებასა და რესურსების დაბანდების წესთან. საინვესტიციო
პროექტს ახასიათებს ეტაპობრივი განვითარება, ანუ შეიძლება
განხორციელდეს რამდენიმე ეტაპად (ფაზად):
§ ინვესტიციამდელი. ამ ეტაპზე, გრძელვადიანი პროექტების დროს,
ხორციელდება: საინვესტიციო კონცეფციის სისტემატიზაცია; მისი
განხორციელების ვარიანტების განხილვა; საუკეთესო სამოქმედო
ვარიანტის არჩევა და მისი განხორციელების გეგმის შემუშავება;
§ საინვესტიციო. ამ ეტაპზე ხორციელდება კაპიტალური დაბანდება ;
ირკვევა ოპტიმალური შესაბამისობა აქტივების სტრუქტურაში;
ზუსტდება გრაფიკი და წარმოების ამოქმედების მიზანმიმართული
რიგითობა; მყარდება კავშირი და იდება ხელშეკრულება
ნედლეულის, მასალების, ნახევარფაბრიკატების მომწოდებლებთან;
განისაზღვრება ხერხები გათვლილი პროექტის მიმდინარე
საქმიანობის დაფინანსებისა; შეირჩევა კადრები; იდება
ხელშეკრულება პროექტით წარმოებული პროდუქციის მიწოდებაზე ;
§ საექსპლუატაციო. ეს არის ყველაზე გრძელი ეტაპი. პროექტის
ექსპლუატაციის პროცესში დგება გარკვეული შედეგები და ხდება
მათი შეფასება პროექტის გაგრძელებას ან შეწყვეტასთან
დაკავშირებით, ხდება აუცილებელი ცვლილებების განხორციელება
საჭიროების შემთხვევაში;
§ ლიკვიდურ-ანალიზური. მეოთხე ეტაპი გადამწყვეტი მნიშვნელობის
მქონეა. ამ დროს წყდება სამი ძირითადი საკითხი:
1. ყველა უარყოფითი შედეგის ლიკვიდაცია, დასამთავრებელ თუ უკვე
შეწყვეტილ პროექტებში;
2. პროექტის ცალკეული ეტაპის შესრულების კვალობაზე,
თანმიმდევრულად თავისუფლდება საბრუნავი სახსრები და
საწარმოო სიმძლავრეები;
3. ხდება პროექტის დასახული მიზნების შეფასება და ანალიზი
შედეგებისა და ეფექტიანობის გარკვევა, ყალიბდება პოზიტიური და
ნეგატიური მომენტები ყველა ეტაპისათვის, ფასდება ნდობის დონე ,
დგინდება გამოყენებული მეთოდების გათვლების საიმედოობა;
VI.3.1. რეალური ინვესტიციური პროექტების ძირითადი
მახასიათებლები
ინვესტიციურ პროექტს მრავალასპექტიანი შინაარსი გააჩნია ,
რომელიც, როგორც ცნება, განისაზღვრება შემდეგი
მახასიათებლებით:
§ საინვესტიციო ინიციატივის გამოვლენის ფორმა. ნებისმიერი
ინვესტიციური პროექტი ხასიათდება, პირველ რიგში, როგორც
დოკუმენტალურად გაფორმებული საინვესტიციო ინიციატივა,
რომელიც დაკავშირებულია საწარმოს ფუნქციონირებასა და მის
საინვესტიციო საქმიანობასთან. ინვესტიციური პროექტის
შემუშავების ინიციატორი, როგორც წესი, თვით ორგანიზაციაა, თუმცა
მისი შემუშავება შეიძლება გარეშე სპეციალისტებსაც დაევალოს.
§ კაპიტალის დაბანდების ობიექტი. ნებისმიერი ინვესტიციური
პროექტი შეიძლება რეალიზებულ იქნას მხოლოდ მისი
განხორციელებისათვის საჭირო კაპიტალის დაბანდების პირობებში.
ეს კაპიტალის შეიძლება მოზიდულ იქნას ნებისმიერი ფორმით .
§ წინასწარ დასახული ინვესტიციური მიზნების განხორციელება.
კომპანია ინიცირებას უკეთებს მხოლოდ ისეთი ინვესტიციური
პროექტების შემუშავებას, რომელიც მას დაეხმარება მისი
საინვესტიხიო პოლიტიკით განსაზღვრული მიზნების
განხორციელებაში. ნებისმიერი ინვესტიციური პროექტის ასეთი
მიმართულება არის მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი,
რომელიც პროექტის შემუშავებასა და განხორციელებას გარკვეულ
აზრს ანიჭებს;
§ გეგმით განსაზღვრული კონკრეტული შედეგების მიღწევაზე
ორიენტირება. ინვესტიციური პროექტის მიზნები აისახება
კონკრეტულ მაჩვენებლებში, რომელიც ხასიათდება, როგორც მისი
მნიშვნელოვანი შედეგების სისტემა. ეს შედეგები აისახება
სხვადასხვა სახის გეგმებში, რომლებიც შემუშავებულია
ინვესტიციური პროექტის მომზადების პროცესში.
§ პროექტის რეალიზაციის დროში დეტერმინება. ნებისმიერი
ინვესტიციური პროექტის მნიშვნელოვანი მახასიათებელია მისი
სასიცოცხლო ციკლის საერთო პერიოდი (საპროექტო ციკლი). ყველა
სახის რესურსის გამოყენება, კონკრეტული დაგეგმილი შედეგებისა
და ინვესტიციური პროექტის საერთო მიზნების მიღწევა
დაკავშირებულია განსაზღვრულ ვადებთან და დროის ინტერვალთან.
განხილული მახასიათებლების გათვალისწინებით ინვესიტიცური
პროექტი შეიძლება შემდეგნაირად განიმარტოს: „ინვესტიციური
პროექტი წარმოადგენს სამეურნეო სუბიექტის დოკუმენტურად
გაფორმებულ საინვესტიციო ინიციატივის გამოვლენას, რომელიც
ითვალისწინებს კაპიტალის დაბანდებას რეალური ინვესტირების
განსაზღვრულ ობიექტებში და ორიენტირებულია დროში
დეტერმინირებული განსაზღვრული საინვესტიციო მიზნების
შესრულებასა და დაგეგმილი კონკრეტული შედეგების მიღებაზე.“1
VI.3.2. რეალური ინვესტიციური პროექტების კლასიფიკაცია.
რეალური ინვესტიციური პროექტების კლასიფიცირება შეიძლება
მოხდეს შემდეგი ნიშნების მიხედვით:
§ ფუნქციური მიმართულების მიხედვით:
ü რენოვაციის. ასეთი სახის პროექტები მიმართულია მწყობრიდან
გამოსული ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური
აქტივების შეცვლაზე და, როგორც წესი, ხორციელდება კომპანიის
საამორტიზაციო ფონდის ხარჯზე;
ü განვითარების. ასეთი პროექტები ახასიათებს კომპანიის
სამეურნეო საქმიანობის განვითარებას, რომელიც უზრუნველყოფს
მის ზრდას სამეურნეო საქმიანობის ყოველ ახალ ციკლში, ასევე
მნიშვნელოვნად განაპირობებს კომპანიის საბაზრო ღირებულების
ზრდას;
ü სანაციის. ასეთი სახის პროექტები მუშავდება საწარმოს
ანტიკრიზისული განვითარების უზრუნველყოფისათვის და
მიმართულია, როგორც წესი, მისი ქონების რეკონსტრუქციაზე,
საქმიანობის კონკრეტული მიმართულების გამართვაზე და ა.შ.
§ ინვესტირების მიზნების მიხედვით:
ü გამოშვებული პროდუქციის მოცულობის ზრდის უზრუნველყოფის;
ü პროდუქციის ასორტიმენტის ზრდის უზრუნველყოფის;
ü პროდუქციის ხარისხის ამაღლების უზრუნველყოფის;
ü პროდუქციის თვითღირებულების შემცირების უზრუნველყოფის;
ü სოციალური, ეკოლოგიური და სხვა პრობლემების გადაწყვეტის
უზრუნველყოფის;
§ განხორციელების თავსებადობის მიხედვით:
ü კომპანიის სხვა პროექტების რეალიზაციისაგან დამოუკიდებელი
ინვესტიციური პროექტები. ასეთი პროექტები ხასიათდება
ინვესტიციური მიზნების მიღწევის დიდი ალტერნატიულობით,
კომპანიის რეალური ინვესტიციების ცალკეული ფორმების
მიხედვით.
ü სხვა პროექტების რეალიზაციაზე დამოკიდებული ინვესტიციური
პროექტები. ასეთი პროექტები შეიძლება განვიხილოთ, როგორც
კომპანიის ერთიანი ინტეგრალური ინვესტიციური პროექტი, რომლის
ცალკეული მდგენელი სტრუქტურული ელემენტი შეიძლება
განხორციელდეს მხოლოდ განსაზღვრული ტექნოლოგიური ან
დროითი თანმიმდევრობით.
ü ინვესტიციური პროექტები, რომლებიც გამორიცხავენ კომპანიის
სხვა პროექტების რეალიზაციას. ასეთი პროექტი მიმართულია
კონკრეტული ინვესტიციური მიზნის რეალიზაციაზე და გამორიცხავს
მისი ალტერნატიული სახეების გამოყენების შესაძლებლობას.
§ განხორციელების ვადის მიხედვით ინვესტიციური პროექტები
შეიძლება დაიყოს, როგორც: მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და
გრძელვადიანი;
§ საჭირო ინვესტიციური რესურსების სიდიდის მიხედვით
ინვესტიციური პროექტები შეიძლება დაიყოს, როგორც: მცირე,
საშუალო და მსხვილი (მასშტაბური);
§ დაფინანსების წყაროების მიხედვით:
ü კომპანიის შიდა წყაროებიდან დაფინანსებული პროექტები;
ü აქციონირების ხარჯზე დაფინანსებული ინვესტიციური პროექტები;
ü კრედიტით დაფინანსებული პროექტები;
ü შერეული ფორმით დაფინანსებული პროექტები;
VI.4. investiciuri proeqtebis danaxarjebis klasifikacia
ინვესტიციური პროექტების მომზადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
ამოცანაა მისი ღირებულების, ანუ პროექტის ინვესტიციური
დანახარჯების მთლიანი თანხის განსაზღვრა, რაც აისახება
პროექტის ფინანსური გეგმის შემადგენლობაში. ეს შესაძლებლობას
იძლევა, მისი გათვლის პროცესში მოხდეს ინვესტიციური
დანახარჯების საპროგნოზო მაჩვენებლების გათვლა ინვესტიციური
პროექტის ყველა განყოფილების მიხედვით.
ინვესტიციური პროექტის სრული ღირებულების გათვლის
ინტეგრაციული ხასიათი შესაძლებელს ხდის დანახარჯების
ცალკეული ელემენტების სტრუქტუირებას სხვადასხვა ნიშნის
მიხედვით. თანამედროვე პრაქტიკაში, რეალური ინვესტიციური
პროექტების დანახარჯები კლასიფიცირდება შემდეგი ძირითადი
ნიშნების მიხედვით:
1. განხორციელების ეტაპების მიხედვით ინვესტიციური დანახარჯები
იყოფა:
- საწყისი ხარჯები. ისინი შეადგენენ პროექტის ღირებულების
ფორირების საფუძველს. ესენია: ინვესტიციების მოცულობა ყველა
სახის აქტივის და სამუშაოს მიხედვით, რაც დაკავშირებულია
პროექტის ექსპლუატაციისატვის მომზადებასთან;
- შუალედური ინვესტიციური დანახარჯები დაკავშირებულია
პროექტის ექსპლუატაციის პროცესში საქმიანობის მოცულობის
გაფართოებასთან, მის დაყვანასთან სრულ საპროექტო
სიმძლავრეებამდე. ამ ხარჯებში სჭარბობს საბრუნავ აქტივებში
დამატებითი ინვესტიციები;
- დამამთავრებელი ინვესტიციური დანახარჯები საპროექტო ციკლის
დასრულების სტადიაზე ხორციელდება და ობიექტს
საექსპლუატაციოდ ამზადებს.
2. განხორციელების მიმართულების მიხედვით ინვესტიციური
დანახარჯები იყოფა კაპიტალის დაბანდებად საწარმოო აქტივებში,
ინფრასტრუქტურის ობიექტებში, სამეცნიერო-კვლევით
დამუშავებებში და სხვა მიმართულებებში;
3. ფორმირებული აქტივების სახეების მიხედვით ინვესტიციური
დანახარჯები იყოფა კაპიტალის დაბანდებად საბრუნავ და
არასაბრუნავ აქტივებში;
4. ფასების სახეების (ღირებულების დროში შეფასების) მიხედვით
განასხვავებენ:
- დანახარჯებს საბაზისო პერიოდის ფასებში - ისინი ასახევენ
ფასების იმ დონეს, რომელიც ჩამოყალიბდა პროექტის ცალკეული
განყოფილების შემუშავების მომენტში, რითაც განისაზღვრა
შესაბამისი დანახარჯები;
- დანახარჯებს საპროგნოზო ფასებში - ისინი განისაზღვრება იმ
ელემენტებით, რომლებიც ფორმირდება საპროექტო ციკლის
შუალედურ და დამამთავრებელ სტადიებზე. შესაბამისად,
დანახარჯები ყალიბდება მიმდინარე ღირებულებით. ასეთი გათვლის
პროცესში უნდა გავითვალისწინოთ ფასების ინფლაციური და
კონიუნქტურული ცვლილებები;
მოკლე დასკვნები
- თანამედროვე გაგებით, საინვესტიციო პროექტი
ურთიერთშეკავშირებულ ღონისძიებათა კომპლექსია, რომელიც
მიმართულია დასახული საინვესტიციო მიზნების მისაღწევად,
შეზღუდული ფინანსური, დროისა და სხვა რესურსების პირობებში;
- რეალური ინვესტიციური პროექტების კლასიფიცირება შეიძლება
მოხდეს შემდეგი ნიშნების მიხედვით: ფუნქციური მიმართულების
მიხედვით; ინვესტირების მიხნების მიხედვით; განხორციელების
თავსებადობის მიხედვით; განხორციელების ვადის მიხედვით;
საჭირო ინვესტიციური რესურსების სიდიდის მიხედვით;
დაფინანსების წყაროების მიხედვით.
-
კითხვები და დავალებები
1. რა იგულისხმება აქტივების კლასის ქვეშ?
საკვანძო ტერმინები
აქტივები
მატერიალური აქტივები
არამატერიალური აქტივები
ვალდებულებითი ინსტრუმენტი
წილობრივი ინსტრუმენტები
ფინანსური ბაზარი
ფულადი ბაზარი
კაპიტალის ბაზარი
პირველადი ბაზარი
მეორადი ბაზარი
მზარდი ბაზრები
შიდა, ეროვნული ბაზარი
სამამულო ბაზარი
უცხოური ბაზარი
საგარეო, საერთაშორისო ბაზარი
ევრობაზარი
ვენჩურული კაპიტალი
საინვესტიციო ღირებულება
სამართლიანი ღირებულება
ბაზრის ეფექტურობა
რეკომენდირებული ლიტერატურა
1. სიჭინავა ა., ინვესტიციები: თეორია, ანალიზი, ორგანიზაცია,
მართვა, ლექციების კურსი, თბ., 2010;
2. ქოქიაური ლ., საინვესტიციო საქმე, სახელმძღვანელო, სტუ, თბ.,
2010
3. Фабоцци Ф.Д., Управление инвестициями, учебник, М. 2000
4. Шарп У.Ф., Александер Г. Дж., Беили Дж. В., Инвестиции, университетский
учебник, М., 1
inteleqtualuri kapitalis arsi, struqtura da klasifikacia
VII.1.1. ინტელექტუალური კაპიტალის არსი და სტრუქტურა
მიუხედავად იმისა, რომ სიტყვათა შეთანხმება „ინტელექტუალური
კაპიტალი“ კარგა ხანია გამოიყენება, მისი სრულყოფილი
განმარტება ჯერ კიდევ არ არსებობს. ინტელექტუალური კაპიტალი
აერთიანებს არამატერიალურ რესურსებს (მ.შ. უხილავს), რომლებიც
აქტიურად მონაწილეობენ კომპანიის ძირითად საქმიანობაში,
ღირებულების შენარჩუნებასა და ახლის შექმნაში, კომპანიის
წარმატებაში, ზემოქმედებენ მის იმიჯზე, მნიშვნელოვნად
განაპირობებენ მის სამომავლო პერსპექტივებს და ა.შ.
ზოგადად, ინტელექტუალური კაპიტალის სტრუქტურაში გამოიყოფა
სამი ძირითადი ჯგუფი, ესენია:
1. ადამიანური კაპიტალი. ეს არის აქტივი, რომელსაც ქმნან
კომპანიის წევრები მათთვის, როგორც კომპანიის შრომითი
რესურსისათვის დამახასიათებელი თვისებების, უნარების,
შესაძლებლობებისა და პოტენციალის გამოყენებით და რომელიც
შეუძლებელია, რომ შეცვალოს მანქანებმა თუ კომპიუტერებმა,
ჩაიწეროს ფურცელზე და ინფორმაციულ მატარებლებზე. ადამიანური
კაპიტალი არის ორგანიზაციის ბიზნეს პრობლემების გადაჭრასა და
მისი ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებაზე მიმართული
ადამიანური შესაძლებლობების ერთობლიობა. ამასთან, იგი
დამახასიათებელია თანამშრომლებისთვის და შეუძლებელია მათგან
დამოუკიდებლად ეკუთვნოდეს კომპანიას. შესაბამისად, იგი ტოვებს
კომპანიას ადამიანებთან ერთად და პირიქით. აქ შეიძლება
გავაერთიანოთ პერსონალის ინდივიდუალური შესაძლებლობები და
კომპეტენცია (პროფესიული ცოდნა და გამოცდილება); სამუშაო
კულტურა; პირადი კავშირები; მოტივაცია; ბიზნეს, ფინანსური,
მარკეტინგული, ორგანიზაციულ-მმართველობითი, იურიდიული და
სხვა იდეები; ნოვაციები და ა.შ., რომლებიც მიიღება კომპანიის
თანამშრომელთა ინტელექტუალური შრომის შედეგად.
ადამიანური კაპიტალის მართვა გულისხმობს იმის განსაზღვრას, თუ
რამდენად ეფექტიანად იყენებს ორგანიზაცია მისი თანამშრომლების
რესურსებსა და პოტენციალს, რაც მათი კრეატიულობისა და
ინოვაციურობის ხარისხით შეიძლება გაიზომოს;
2. სტრუქტურული კაპიტალი. მასში შეიძლება მოვიაზროთ
ორგანიზაციის არაფიზიკური ინფრასტრუქტურა, პროცესები და
ინფორმაციათა ბაზები, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანური
კაპიტალის ფუნქციონირებას. იგი აერთიანებს მართვის სისტემებს,
ცალკეულ პროცესებს, ორგანიზაციულ სტრუქტურებს, ტრადიციებს ,
პატენტებს, სავაჭრო ნიშნებს, ორგანიზაციის იმიჯს და ა.შ. მისი
შემადგენლობის ასეთი მრავალფეროვნების გამო, სტრუქტურული
კაპიტალი შეიძლება კიდევ დაიყოს ორგანიზაციულ, პროცესუალურ
და ინოვაციურ კაპიტალად:
§ ორგანიზაციული კაპიტალი მოიცავს ორგანიზაციის ფილოსოფიასა
და სისტემებს ორგანიზაციის შესაძლებლობების გაძლიერებისათვის;
§ პროცესუალური კაპიტალი აერთიანებს საქონლისა და
მომსახურების წარმოების უზრუნველყოფის ტექნოლოგიებს,
პროცედურებსა და სისტემებს;
§ ინოვაციური კაპიტალი მოიცავს ინტელექტუალურ საკუთრებას -
პატენტებს, სავაჭრო ნიშნებს და სხვა არამატერიალურ აქტივებს.1
აქედან პირველი ორი დაცული კომერციული უფლებებია, ხოლო
ბოლო აერთიანებს ყველაფერ დანარჩენს (მ.შ. თეორიასა და
პრინციპებს) რომლებზე დაყრდნობითაც ფუნქციონირებს კომპანია.
3. რელატიური (ურთიერთობითი) კაპიტალი. იგი აერთიანებს ყველა
იმ ურთიერთობას, რომელსაც კომპანია ამყარებს კლიენტებთან,
პარტნიორებთან, მომხმარებლებთან, მომწოდებლებთან,
დამფუძნებლებთან, კრედიტორებთან და ა.შ. საგულისხმოა, რომ ამ
ჯგუფის გამოცალკევება ადამიანური და სტრუქტურული
კაპიტალისაგან, მიუთითებს მის მნიშვნელობაზე ორგანიზაციის
საერთო წარმატებაში.2
ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, ზოგიერთი ავტორი, ცალკე გამოჰყოფს
კიდევ ერთ მდგენელს - მარკეტინგულ აქტივებს. ისინი მოიცავენ:
კომპანიის იმიჯს, მისი სავაჭრო მარკის ცნობადობას, წარმოებული
პროდუქციისადმი ნდობასა და მის ავტორიტეტს, კლიენტთა ბაზას და
სხვა. მარკეტინგული აქტივები განისაზღვრება, ასევე, ორგანიზაციის
მიერ დამყარებული და წარმატებით ფუნქციონირებადი კავშირებით
სხვადასხვა სისტემების (ეროვნული, ინოვაციური) ფარგლებში და
მათი საერთაშორისო კავშირებით, საფონდო ბირჟაზე ფასიანი
ქაღალდების კოტირებით და ა.შ.
ყოველივე ზემოაღნიშნული, ქმნის კომპანიის იმიჯს და ამაღლებს
მის კონკურენტუნარიანობას, მონაწილეობას ღებულობს კომპანიის
პროდუქტის ფასის ფორმირებაში და ა.შ., მაგრამ თითქმის არ ხვდება
ოფიციალურ საბუღალტრო დოკუმენტებში.
ინტელექტუალური კაპიტალის ბევრი განმარტება არსებობს,
რომლებიც, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, ამ ცნების სხვადასხვა
ასპექტზე აკეთებს აქცენტს. ასე, მაგალითად:
§ ინტელექტუალური კაპიტალის ქვეშ მოიაზრება კონკრეტული
კომპანიის ფარგლებში ინტელექტუალური აქტივებისა და შრომითი
რესურსების გონებრივი პოტენციალის ერთობლიობა;
§ ეს არის არამატერიალური, უხილავი რესურსი, რომლის
მეშვეობითაც ორგანიზაცია ქმნის ღირებულებას სხვადასხვა მხრივ,
როდესაც შედეგი შეიძლება იყოს ახალი პროდუქტი, ახალი
პროცესები თუ ინოვაციური მომსახურება.3
ორივე შემთხვევაში საუბარია რესურსებზე, რომლებშიც
გაერთაინებულია, როგორც კონკრეტული მუშაკის, ისე მთლიანი
კოლექტივის ინტელექტუალური შესაძლებლობები, პროფესიულუი
ცოდნა და გამოცდილება (მ.შ. კვალიფიკაცია და განათლება),
ინოვაციური აქტიურობა და ა.შ., რომლის გამოვლენა ხდება როგორც
მიმდინარე ეტაპზე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.
განხილული რესურსები გარდაიქმნება ინტელექტუალური
საქმიანობის შედეგების ერთობლიობად, რომელსაც
განსაკუთრებული კომერციული მნიშვნელობა გააჩნიათ. აღნიშნული
შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნას ცალკეული ინდივიდების ან
მთლიანად კომპანიის მიერ, რაც გულისხმობს მათ გასხვისებას,
გაქირავებას, საწარმოო პროცესში ჩართვას და ა.შ., და ისინი
კომპანიის ინტელექტუალური აქტივების ფორმირების საფუძველს
წარმოადგენენ.
ინტელექტუალური აქტივები წარმოადგენენ ინფორმაციულ-
ინტელექტუალური აქტივებისა და პროდუქტების ერთობლიობას,
რომელთაც რეალური კომერციული ფასეულობა გააჩნიათ და
რომელთა გასხვისებაც არის შესაძლებელი.
ინფორმაციულ-ინტელექტუალური რესურსები არის ფინანსური,
მარკეტინგული, მენეჯერული, ადამიანური რესურსების,
საინფორმაციო-ტექნოლოგიური, იურიდიული და სხვა
ინიციატივების, იდეების, მეთოდების, ინსტრუმენტებისა და
ტექნოლოგიების სხვადასხვა ფორმების ერთობლიობა, რომლებიც
მიიღება ბიზნესორგანიზაციის თანამშრომელთა ინტელექტუალური
შრომის შედეგად და რომლებიც, სხვა თანაბარ პირობებში,
უზრუნველყოფენ კომპანიის უპირატესობას კონკურენციულ
ბრძოლაში.
ინფორმაციულ-ინტელექტუალური პროდუქტები - ეს არის
ინფორმაციულ-ინტელექტუალური რესურსების გარდაქმნის შედეგი,
რომლებიც შეიძლება გასხვისდეს შესაბამისი იურიდიული
ნორმებისა და პროცედურების სრული დაცვის პირობებში.
ინტელექტუალური აქტივების მართვა ერთ-ერთი საპასუხისმგებლო
საქმიანობაა ნებისმიერი კომპანიის ფუნქციონირებაში. მართვის
პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა - ეს არის პროცესებისა
და ქმედებების ერთობლიობა, რომლებიც განაპირობებენ
ორგანიზაციის ქვესისტემების ურთიერთკავშირების წარმოშობასა
და სრულყოფას, რომლებიც მონაწილეობენ ინტელექტუალური
აქტივების მართვაში, რათა დასახული მიზნებისა და პროექტების
რეალიზაციის შემდეგ მიღებულ იქნას ადეკვატური შედეგი, ამ
მიზნით გაწეული ხარჯების მინიმიზაციის პირობებში.4
ინტელექტუალური კაპიტალი წარმოადგენს სიდიდეს რომლითაც
იზრდება კომპანიის მატერიალური (ფიზიკური და ფინანსური)
აქტივების საბაზრო ღირებულება და მცირდება პასივები და
ვალდებულებები. თანამედროვე ეტაპზე, ინტელექტუალური
კაპიტალის კომპონენტების რეალური ღირებულებისა და
გამოყენების ხარისხის გაზომვა, ცოდნაზე დაფუძნებული
ეკონომიკისა და ინფორმაციული ერის პირობებში, კომპანიის
ფუნქციონირების შეფასების საკმაოდ კრიტიკულ ნაწილს
წარმოადგენს. განსაკუთრებით, ეს ითქმის ინტელექტუალური
აქტივების გამოყენებით ფასიანი ქაღალდების ფასის ოპტიმიზების
უზრუნველყოფაზე. 5
ზემოთქმლიდან გამომდინარე, თანამედროვე ეტაპზე,
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინტელექტუალური
კაპიტალის აუდიტს. იგი გულისხმობს კომპანიის ინტელექტუალური
კაპიტალის მონიტორინგსა და კონტროლს, რომლის ძირითადი
მიზანია კომპანიის ფარგლებში ინტელექტუალური აქტივების
კაპიტალიზაცია და მათი ზრდის შესაძლებლობების გამოვლენა.
VII.2. inteleqtualuri aqtivebis klasifikacia
ინტელექტუალური აქტივების სტრუქტურის განხილვის შემდეგ, მათი
შინაარსობრივი მახასიათებლების შესწავლის მიზნით და
სტრუქტურული ობიექტების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე ,
მიზანშეწონილია მოხდეს მათი კლასიფიცირება სხვადასხვა ნიშნის
მიხედვით.
სხვადასხვა ავტორების მოსაზრებების შეჯერების შედეგად,
შესაძლებელია განვიხილოთ ინტელექტუალური აქტივების
კლასიფიცირების შემდეგი ნიშნები:
ü შემოსვლის ხერხების მიხედვით: საწესდებო კაპიტალში წილის
სახით შემოსულები; სხვა ორგანიზაციებიდან შეძენილები; საკუთარი
ძალით შექმნილები; უსასყიდლოდ მიღებულები;
ü წარმოშობის ფაქტის მიხედვით: მიზნობრივი; დამხმარე;
ü სამართლებრივი დაცვის ხერხის მიხედვით: სამრეწველო
საკუთრების ობიექტები; საავტორო უფლების ობიექტები; ნოუ-ჰაუ;
ü საწარმოო ციკლში მონაწილეობის მიხედვით: ერთჯერადი
მონაწილეობა; მრავალჯერადი მონაწილეობა;
ü ინტელექტუალური პოტენციალის მიხედვით: ფუნდამენტური;
გაუმჯობესებული; კომპლიმენტარული;
ü მორალური ცვეთისადმი დამოკიდებულების მიხედვით:
დაქვემდებარებული; ნაწილობრივ დაქვემდებარებული;
დაუქვემდებარებელი;
ü გამოყენების მიმართულების მიხედვით: შინაგანი; გარეგანი;
ü მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით: ვიწრო ორიენტაციის მქონე;
ფართო ორიენტაციის მქონე;
ü ახალი ტექნიკის შექმნისა და ათვისების ციკლის სტადიის
მიხედვით: სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების სტადიაზე
გამოყენებული; საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების სტადიაზე
გამოყენებული; წარმოების ტექნოლოგიური მომზადების სტადიაზე
გამოყენებული; წარმოების საერთო აღჭურვის სტადიაზე და ა.შ.
ü სტრატეგიული მნიშვნელობის მიხედვით: პირველხარისხოვანი;
მეორეხარისხოვანი;
ამრიგად, ინტელექტუალური კაპიტალი არის საკუთრების ობიექტი,
რომელიც შექმნილია გონებრივი, ინტელექტუალური შრომის
შედეგად და დაცულია კანონმდებლობით. იგი გვევლინება
საკუთრების თავისებურ სახეობად, ვინაიდან მოიცავს სპეციფიკურ
ფასეულობებს და გამოხატავს ადამიანთა ინტელექტუალური
საქმიანობის შედეგების ფლობის, განკარგვის, გამოყენებისა და
მითვისების თაობაზე აღმოცენებულ ურთიერთობებს, ანუ უფრო
მოკლედ - საკუთრების უფლებას ინტელექტუალურ პროდუქტებზე
ნებისმიერ სფეროში.
აღნიშნული ტერმინი გამოიყენება პატენტებთან, საავტორო
უფლებებთან, სავაჭრო ნიშნებთან, კომერციულ საიდუმლოებასთან,
ორიგინალურ ტექნოლოგიებთან, ნოუ-ჰაუსთან და ა.შ. მიმართებაში.
VII.3. inteleqtualuri aqtivebi, rogorc investirebis obieqti
კომპანიის ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობა, მისი
ინოვაციური საქმიანობის პროცესში შექმნილი ან შეძენილი
აქტივების გამოყენების შედეგად მიღებული სარგებლით
განისაზღვრება. პირველ რიგში, ეს სიკეთე კონკურენციულ
ბრძოლაში მიღწეული წარმატებაში მათ როლში ჩანს, კერძოდ:
§ დაპატენტებული პროდუქციის წაროების მონოპოლიურ უფლებაში;
§ ახალ ბაზრებზე ახალი პროდუქციის უპირატესი შეღწევის
შესაძლებლობაში;
§ მომხმარებლის მხრიდან ცნობილი სავაჭრო მარკის პროდუქციაზე
მაღალ მოთხოვნაში;
§ რეკლამაზე ხარჯების შემცირების შესაძლელბობაში და ა.შ.
მსგავსი აქტივებიდან მოსალოდნელი სარგებელი გულისხმობს
სიკეთეს არამხოლოდ მათი ფლობიდან, არამედ შემოსავლებს მათი
გაყიდვიდან, უფლების გადაცემიდან (ფრანჩაიზინგი), სალიცენზიო
ხელშეკრულებების გაფორმებიდან სხვა კომპანიის მიერ მის
გამოყენებაზე და ა.შ.
ინტელექტუალური საკუთრების ბაზარზე ყიდვა-გაყიდვის უმეტესი
ნაწილი მოდის ისეთ ინტელექტუალურ აქტივებზე, როგორებიცაა:
გამოგონება, სასარგებლო მოდელი და სამრეწველო ნიმუშები. ისინი
შეადგენენ სამრეწველო კომპანიების ინტელექტუალური
საკუთრების ობიექტების პირველ ჯგუფს. მეორე ჯგუფში შედის:
საფირმო დასახელება, სასაქონლო და მომსახურების ნიშნები,
საქონლის შექმნის ადგილის დასახელება და ა.შ., ანუ ყოველივე ის,
რაც განასხვავებს ერთი კომპანიის წარმოებულ პროდუქციას სხვა
საწარმოების წარმოებულისაგან (ნახ. VII.3.1.).
გამოგონებები საფირმო დასახელება
სასარგებლო მოდელები სასაქონლო ნიშნები
სამრეწველო ნიმუშები მომსახურების ნიშნები
სელექციური მიღწევები საქონლის შექმნის ადგილის დასახელება
ნახ. VII.3.1. წარმოებრივი საკუთრების ობიექტების სახეები
გამოგონებას უნდა ახასიათებდეს სიახლე, არსებითი განსხვავებები ,
გამომგონებლობითი დონე (ავტორთა საქმიანობის შემოქმედებითი
ხასიათი), სარგებლიანობა, სამრეწველო გამოყენების
შესაძლებლობა და ა.შ. გამოგონებად შეიძლება აღიარებულ იქნას
შემდეგი ობიექტები: მოწყობილობა (კონსტრუქციები და
ნაკეთობები), ხერხები (მატერიალურ ობიექტებზე ქმედებათა
შესრულების პროცესები), ნივთიერებები და ა.შ.
განასხვავებენ ორი სახის გამოგონებას: 1) პიონერული (ახალი)
გამოგონებები; 2) გამოგონებები, რომლებიც სრულყოფენ არსებულ
ტექნიკურ ობიექტებს.
სასარგებლო მოდელები წარმოადგენს მოწყობილობებს,
მაგალითად: წარმოების საშუალებები, მოხმარების საგნები და ა.შ.,
ანუ ყველა ის ნაკეთობა, რომელიც გამოიყენება წარმოების
პროცესში და სამომხმარებლო ბაზარზე.
სასარგებლო მოდელი - ეს არის რაღაც შუალედური რგოლი
გამოგონებასა და რაციონალიზატორულ წინადადებას შორის,
რომლისათვისაც პატენტის მისაღებად არ მოითხოვება ახალი
მოწყობილობის არსებითი სიახლე. ასეთი ტექნიკური გადაწყვეტა
ეფუძნება მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მიღწევების არსებულ
დონეს და არ შეიძლება აღიარებულ იქნას, როგორც გამოგონება,
მაგრამ კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება დაცულ იქნას
პატენტით, როგორც სასარგებლო მოდელი.
სამრეწველო ნიმუშებს განეკუთვნება ნაკეთობის მხატვრულ-
კონსტრუქციული გადაწყვეტა, რომელიც განსაზღვრავს მის
გარეგნულ სახეს, მაშინ, როდესაც მისი საკონსტრუქტორო
გადაწყვეტა მთლიანობაში არ გამოირჩევა სიახლით სხვა,
ფუნქციონალური დანიშნულების მიხედვით მსგავსი ობიექტებისაგან .
კომპანიის ინტელექტუალური კაპიტალი მუდმივ მოძრაობაშია და
გარკვეულ სახეცვლილებას განიცდის პერიოდულად. აღნიშნული
სახეცვლილების საწყის ეტაპად შეიძლება ჩავთვალოთ
ორგანიზაციის იმ საკადრო პოტენციალის ფორმირება, რომელიც
ინტელექტუალური პროდუქციის შექმნას ხდის შესაძლებელს. ესენია
საავტორო უფლებები, ნოუ-ჰაუ და ა.შ. ამ ფაზაში ადგილი აქვს
ინტელექტუალური პროდუქციის გარდაქმნას ინოვაციურ
პროდუქციად.
მეორე ფაზა - ეს არის ინოვაციური პროდუქციის, როგორც საქონლის
რეალიზაცია შესაბამის საბაზრო ნიშნებში და ინტელექტუალური
საკუთრების რეალიზაცია უშუალოდ სალიცენზიო
ხელშეკრულებების, პატენტების დათმობის ხელშეკრულებების,
საავტორო უფლებებისა და სხვა გარიგებების სახით.
მესამე სტადიაზე მთელი ძალისხმევა მიმართულია
ინტელექტუალური კაპიტალის გადიდებაზე. ეს შეიძლება იყოს
კომპანიის საკუთარი ძალებით ახალი ინტელექტუალური
საკუთრების შექმნა ან შეძენა ინტელექტუალური საკუთრების
ობიექტების ბაზარზე.
ინოვაციური პროდუქციისა და ინტელექტუალური საკუთრების
რეალიზაცია უზრუნველყოფს ინტელექტუალური რენტის მიღებას,
რომელიც იხარჯება ინტელექტუალური კაპიტალის გადიდებაზე,
მუშაკთა პროფესიული მომზზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის
ამაღლების, შემოქმედებითი შრომის მოტივაციის, სხვა კომპანიებში
ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების შეძენის და ა.შ. გზით.
მსგავსი ტიპის საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს ერთი
ორგანიზაციის შიგნითაც, მაგრამ ამ შემთხვევაში, მას ყველა
აუცილებელი ელემენტი უნდა გააჩნდეს ინტელექტუალური
კაპიტალის გარდაქმნის უზრუნველსაყოფად. როგორც წესი, ეს
საკმაოდ ძნელი განსახორციელებელი და შეიძლება ითქვას,
ფაქტობრივად შეუძლებელია. ამ დროს კომპანიები მიმართავენ ე.წ.
„ტექნოლოგიურ ტრანსფერს“. იგი გულისხმობს შეკვეთის
განთავსებას სამუშაოთა ნაწილის შესრულებაზე ინტელექტუალური
და ინოვაციური პროდუქციის შესაქმნელად.
აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იქმნება სპეციალური
კომპანიები, რომლებიც დასპეციალებული არიან სხვა
ორგანიზაციებში შექმნილი ინოვაციური იდეების შემუშავებასა და
ტექნიკურ გადაწყვეტებზე, რათა დაიყვანონ ისინი საცდელ
ნიმუშებამდე და პატენტის გაფორმებამდე.
ინვესტიციური კპიტალი, როგორც ინვესტირების ობიექტი,
იმავდროულად ინვესტიციური ბაზრის მნიშვნელოვან მდგენელს
წარმოადგენს. ინტელექტუალური ინვესტიციის ბაზარი
ფუნქციონირებს ლიცენზიების, საინჟნრო-საკონსულტციო
მომსახურების, ნოუ-ჰაუს, მეცნიერული დამუშავების, პროექტებისა
და სხვათა ყიდვა-გაყიდვის გზით.
ინტელექტუალური ინვესტიციების პროდუქციაზე ფასებს არა აქვთ
პირდაპირი კავშირი მასზე დახარჯულ შრომასთან. ფასი
განისაზღვრება იმით, რასაც ასეთი პროდუქცია იძლევა წარმოების
პროცესში გამოყენებისას და განისაზღვრება, როგორც ამ
პროდუქტის გამოყენებით მიღებული ეფექტის ფულით გამოხატვა .
ინტელექტუალური ინვესტიციების რეალიზაცია ბაზარზე შეიძლება
განხორციელდეს შემდეგი ფორმებით:
§ ლიცენზიების, ნოუ-ჰაუს, სასაქონლო ნიშნებისა და ა.შ. გამოყენების
უფლების გაცემით;
§ ნოუ-ჰაუს, ტექნოლოგიური გამოცდილებისა და ა.შ., გაყიდვით
გადაცემა;
§ ინჟინირინგული მომსახურების გაწევით;
§ ტექნოლოგიების გადაცემით, საინვესტიციო თანამშრომლობის
გზით, რომელთა ჩარჩოებში ხდება არამარტო ყიდვა-გაყიდვა, არამედ
მათი გავრცელება კონსულტაციების, სპეციალისტების მომზადების
და ტექნოლოგიური გაცვლის სხვა მიზეზით.
ინტელექტუალური ინვესტიციის ბაზარზე რეალიზაციის ერთ -ერთი
ძირითადი ფორმაა ინჟინირინგი. იგი გულისხმობს კომერციულ
საფუძველზე სხვადასხვა საინჟინრო-საკონსულტაციო
მომსახურების გაწევას. საინჟინირინგო მომსახურებას ჰყოფენ ორ
ჯგუფად:
1) პროდუქციის წარმოების პროცესის მომზადებასთან
დაკავშირებული მომსახურება - წინა-საპროექტო მომსახურება
(სოციალურ-ეკონომიკური კვლევების განხორციელება,
ტოპოგრაფიული გადაღება, ნიადაგის გამოკვლევა და ა.შ.),
საპროექტო მომსახურება (გენერალური გეგმისა და
რეკომენდაციების მომზადება), პროექტის შემდგომი მომსახურება
საკონტრაქტო დოკუმენტაციის მომზადება, მშენებლობის მართვა,
აუქციონის ორგანიზაცია და ა.შ.), სპეციალური მომსახურება
(ნარჩნების უტილიზაცია, სხვადასვა იურიდიული პროცედურ და ა.შ.);
2) პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის პროცესის ნორმალური
მსვლელობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურება .
ამ ჯგუფს მიეკუთვნება წარმოების პროცესის მართვასა და
ორგანიზაციასთან დაკავშირებული მომსახურება, ობიექტის
გამოცდასთან დაკავშირებული მომსახურება და სხვ.).
მოკლე დასკვნები და განმარტებები
- პატენტი - ეს არის სახელმწიფოს მიერ გამომგონებლისთვის
მინიჭებული საკუთრების უფლება, რომელიც არის გასაკუთრებული,
რაც იმას ნიშნავს, რომ მესაკუთრე მონოპოლიურად ფლობს მას
დათქმული პერიოდის განმავლობაში;
- საავტორო უფლება - მისი დაცვა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც
იდეას მიეცემა რაიმე მატერიალური სახე, მაგალითად - წერილობითი
ფორმა. ის, როგორც წესი, მოიცავს ავტორის მთელ ცხოვრებას
პლიუს 50 წელი;
- დიზაინზე პატენტი - ეს არის მონოპოლია ნაკეთობის იერსახეზე,
რომელსაც ეხება მოცემული გაფორმება. პატენტის ამ შემთხვევაში
იცავს დიზაინის სიახლეს, რომელიც იპყრობს მყიდველის
ყურადღებას. იგი იცავს, როგორც ორიგინალურ დიზაინს, ან
ნაკეთობათა გარეგნულ იერსახეს, ასევე მფლობელის
განსაკუთრებულ უფლებას ამ ორიგინალური დიზაინის ტირაჟზე;
- მომსახურების ნიშანი - სასაქონლო ნიშნის მსგავსია, იმ
განსხვავებით, რომ ის განასხვავებს ერთი კომპანიის მომსახურებას
სხვისგან;
- წარმოების საიდუმლოება - ეს არის ინფორმაცია, რომელსაც არ
ფლობენ ამ დარგის სხვა წარმომადგენლები. ეს შეილება იყოს
დაუპატენტებელი გამოგონება, ახალი მონაცემები, ხალი აღმოჩენები
და სხვ. ეს არის დაცვის საშუალებები, რომლებიც ხორციელდება
კონფიდენციალური შეთანხმებების დადებით;
- ნოუ-ჰაუ - ტექნოლოგიურ საიდუმლოებათა თაობაზე ინოვაციურ-
კომერციული ინფორმაცია, რომელიც უზრუნველყოფს წარმოებაში
პატენტით დაუცველი ახალი კონკურენტუნარიანი პრდუქციის
ათვისების დაჩქარებას. იგი შეიძლება იყოს წარმოებრივი,
მმართველობითი, ფინანსური, კომერციული ან სხვა, რომელთა
გამოყენება მიზანშეწონილია ახალი ნიმუშის კონკურენტუნარიანი
პროდუქციის ასათვისებლად;
- მეცნიერებატევადობა - მატერიალური თუ არამატერილური
დოვლათის წარმოებასა და რეალიზაციაზე დანახარჯებში
მეცნირული ცოდნის დანახარჯთა ხვედრითი წილი, გამოხატული
პროცენტებში.
რეკომენდირებული ლიტერატურა
1. სიჭინავა ა., ინვესტიციები: თეორია, ანალიზი, ორგანიზაცია,
მართვა, ლექციების კურსი, თბ., 2010;
2. ქოქიაური ლ., საინვესტიციო საქმე, სახელმძღვანელო, სტუ, თბ.,
2010
3. ქოქიაური ლ., ინტელექტუალური კაპიტალი, მონოგრაფია, სტუ, თბ.,
2011
4. Фабоцци Ф.Д., Управление инвестициями, учебник, М. 2000
5. Шарп У.Ф., Александер Г. Дж., Беили Дж. В., Инвестиции, университетский
учебник, М., 1999 6. Paolo Magrassi (2002) "A Taxonomy of Intellectual Capital",
Research Note COM-17-1985, Gartner
7. Sveiby, Karl Erik (1997). "The Intangible Asset Monitor". Journal of Human
Resource Casting and Accounting 2(1).
8. Gio Wiederhold (2013) Valuing Intellectual Capital, Multinationals and Taxhavens;
Management for Professionals, Springer Verlag.
9. Khavandkar , Jalil & Khavandkar , Ehsan . (2009), "Intellectual Capital: Managing,
Development and Measurement Models". Iran Ministry of Science, Research and
Technology Press.
10. Maddocks, J. & Beaney, M. 2002. See the invisible and intangible. Knowledge
Management, March, 16-17.
11. Edvinsson, L. & Malone, M.S. 1997. Intellectual Capital: Realizing your Company’s
True Value by Finding Its Hidden Roots. New York: Harper Business.
12. Skyrme, D.J. 1998. Valuing Knowledge: Is it Worth it?
13. Brooking, A. (1996) Intellectual Capital, Core Assets for the Third Millennium
Enterprise
2. ინვესტიციური რესურსების ცნება, მათი თავისებურებები (10.1)
კომპანიის საინვესტიციო საქმიანობის ნებისმიერი ფორმა და
მიმართულება ხორციელდება მის მიერ ფორმირებული
ინვესტიციური რესურსების ხარჯზე. ამასთან, აღნიშნული
რესურსების ფორმირების ხასიათზე ბევრად არის დამოკიდებული
ბიზნესების როგორც საინვესტიციო, ისე მთლიანად სამეურნეო
საქმიანობის ეფექტიანობა.
ინვესტიციური რესურსები წარმოადგენენ კაპიტალის ყველა
ფორმას, რომელთაც მოიზიდავს კომპანია რეალურ თუ ფინანსურ
ინვესტიციებში დაბანდებისათვის. ინვესტიციურ რესურსებს
ახასიათებთ გარკვეული თავისებურებები, რომელთა შორის
აღნიშვნის ღირსია:
1. ინვესტიციური რესურსების ფორმირება წარმოადგენს
ინვესტიციური პროცესის განხორციელების მთავარ საწყის პირობას .
მიუხედავად იმისა, ინვესტიციები მიიმართება რეალურ თუ ფინანსურ
სექტორში, შემოსავლის ზრდაზე თუ ინვესტიციური პორთფელის
მახასიათებლების გაუმჯობესებაზე, კაპიტალის ინვესტირება
მოითხოვს წინმსწრებად მის აკუმულირებას საჭირო ოდენობით.
2. ინვესტიციური რესურსების ფორმირება მნიშვნელოვანწილად
არის დაკავშირებული კაპიტალის პირველადი დაგროვების
პროცესთან. ეს დაგროვება ხორციელდება როგორც კომპანიის
დონეზე (წმინდა მოგების განაწილების პროცესში), ისე მთლიანად
სახელმწიფოს მასშტაბით (ეროვნული შემოსავლის გადანაწილების
პროცესში). სხვადასხვა ბიზნესებისა და საოჯახო მეურნეობების
მიერ კაპიტალის დაგროვება წარმოადგენს კომპანიებისათვის
გარეგანი წყაროებიდან ინვესტიციური რესურსების ფორმირების
წყაროს. კაპიტალის პირველადი დაგროვების ტემპები
მნიშვნელოვანწილად განისაზღვრება მთლიანად ქვეყნის
ეკონომიკური განვითარების დონით და ზრდის ტემპებით.
3. გარკვეულწილად, ინვესტიციური რესურსების ფორმირების ბაზას,
რეინვესტირებისათვის განკუთვნილი კომპანიის საკუთარი
კაპიტალიც წარმოადგენს. ინვესტიციური რესურსების ფორმირების
პროცესში გამოყენებული რეინვესტირებული კაპიტალის ფორმებს
წარმოადგენენ:
§ საამორტიზაციო ანარიცხები;
§ კაპიტალური აქტივების გასვლიდან მიღებული სახსრები;
§ ცალკეული ფინანსური ინსტრუმენტის გაყიდვიდან მიღებული
შემოსულობები და ა.შ.
4. ინვესტიციური რესურსების ფორმირება თან ახლავს კომპანიის
საციცოცხლო ციკლის ყველა სტადიას. „დაბადებიდან“ დაწყებული
და „დაბერებით“ დამთავრებული, ინვესტიციური რესურსების
ფორმირება ყველა სტადიაზე რეგულარულად ხდება. თუმცა,
საციცოცხლო ციკლის ყველა სტადია გარკვეული თავისებურებებით
ხასიათდება, რაც დაკავშირებულია რესურსების ფორმირების
ტემპებთან და წყაროებთან.
5. ინვესტიციური რესურსების ფორმირება და გამოყენება
დაკავშირებულია ინვესტიციური პროცესის ყველა სტადიასთან.
კერძოდ:
§ თავდაპირველად, ინვესტიციური რესურსების ფორმირება ხდება
რეალური პროექტების შემუშავების, საპროექტო სამუშაოების
განხორციელების, მათი ექსპერტიზისათვის და ა.შ;
§ ინვესტიციურ სტადიაზე, რესურსების ფორმირება ხორციელდება
სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმართვის, ცალკეული
კაპიტალური აქტივების შეძენისათვის და ა.შ;
§ ბოლოს, რესურსები ფორმირდება ექსპლუატაციური
მიზნებისათვის - ვთქვათ, საბრუნავი აქტივების დაფინანსებისათვის
და სხვ.
6. ინვესტიციური რესურსების ფორმირება უწყვეტი პროცესია.
რეალურ ან ფინანსურ ინვესტირებას კომპანია შეიძლება ყოველთვის
არ/ვერ ახორციელებდეს. მაშინ როდესაც, ინვესტიციური
რესურსების ფორმირება შედარებით უწყვეტი პროცესია.
განსაკუთრებით ეს ითქმის ინვესტიცრების საკუთარ წყაროებზე .
თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ინვესტიციური რესურსების
ფორმირება თანაბარზომიერი არ არის დროის ყველა მონაკვეთში. ამ
პროცესზე ზემოქმედებას ახდენს ბევრი შინაგანი თუ გარეგანი
ფაქტორი, რომლებიც გავლენას ახდენენ კომპანიის განვითარების
ტემპებზე, მიმართულებებზე, მთლიანად ქვეყნის საინვესტიციო
გარემოზე, კლიმატზე და ა.შ.
7. ინვესტიციური რესურსების ფორმირებას დეტერმინირებული და
რეგულირებადი ხასიათი გააჩნია. დეტერმინირებულობა ხასიათდება
პროცესის რაოდენობრივი განსაზღვრულობით დროითი,
მოცულობითი, სტრუქტურული და სხვა პარამეტრების მიხედვით .
რეგულირებადობა განისაზღვრება ინვესტიციური მენეჯმენტის
კონკრეტული ქმედითი მეთოდების სისტემით. უფრო დაწვრილებით
აღნიშნულ საკითხებზე საუბარი იქნება სახელმძღვანელოს II
ნაწილში - „ინვესტიციური მენეჯმენტი“.
8. ინვესტიციური რესურსების ფორმირება მჭიდრო კავშირშია
კომპანიის ინვესტიციური სტრატეგიის მიზნებსა და
მიმართულებებთან. ინვესტიციური რესურსების ფორმირება
წარმოადგენს ინვესტიციური სტრატეგიის ფინანსურ
უზრუნველყოფას და აისახება ამ უკანასკნელის სპეციალურ
განაყოფში. ცალკეულ შემთხვევაში, ინვესტიციური რესურსების
ფორმირების შესაძლებლობები მნიშვნელოვანწილად
განსაზღვრავენ მისი სტრატეგიული განვითარების ტემპებს.
9. საკუთარი მოგების ხარჯზე ინვესტიციური რესურსების
ფორმირების ტემპები განისაზღვრება მისი მესაკუთრეების
(მენეჯერების) დროებითი უპირატესობების მიხედვით. საკუთარი
ახალი ინვესტიციური კაპიტალის დაგროვება ხორციელდება
დივიდენდების პოლიტიკის მექანიზმების, იგივე ახლად შექმნილი
მოგების განაწილების პოლიტიკის, მეშვეობით. მოგების
კაპიტალიზაციის დონე ყოველ ცალკე აღებულ კომპანიაში
ფორმირდება ინდივიდუალურად, მისი მოხმარების დროითი
უპირატესობების, საინვესტიციო საქმიანობის სპეციფიკის და
ინვესტიციური გარემო პირობების გათვალისწინებით.
10. ინვესტიციური რესურსების ეფექტური ფორმირება (წარმოქმნის
წყაროების ჭრილში) წარმოადგენს კომპანიის ფინანსური
მდგრადობს უმნიშვნელოვანეს პირობას. ფორმირებადი
ინვესტიციური რესურსების წყაროების რაციონალური სტრუქტურა
საშუალებას იძლევა შევამციროთ ინვესტიციური რისკების დონე,
აღმოვფხვრათ მისი გაკოტრების საფრთხე და ა.შ.
11. ინვესტიციური რესურსების ფორმირების შესაძლებლობა
მნიშვნელოვანწილად განისაზღვრება სამეურნეო ციკლის წინა
სტადიაზე მიღწეული კაპიტალის სტრუქტურით. უპირველეს
ყოვლისა, ეს ეხება დამატებითი ინვესტიციური რესურსების
ფორმირებას საკრედიტო წყაროების ხარჯზე. კომპანიის მიერ
ფაქტობრივად გამოყენებული სასესხო კაპიტალის ხვედრით წილსა
და ინვესტიციური მიზნებისათვის მისი დამატებით მოზიდვის
შესაძლებლობებს შორის არსებობს უკუპროპორციული კავშირი. ეს
თავისებურება გათვალისწინებულ უნდა იქნეს ინვესტიციური
რესურსების ფორმირების ტემპებისა და პოტენციალის
პროგნოზირების დროს.
12. ინვესტიციური რესურსების ფორმირების მოცულობა და წყაროები
მნიშვნელოვანწილად განისაზღვრება მათი მოზიდვის
ღირებულებით. აღნიშნული თვალთახედვით, განსაკუთრებული
ყურადღების ღირსია ის, რომ ფორმირებადი ინვესტიციური
კაპიტალის საშუალოშეწონილი ღირებულება აუცილებლად უნდა
შეუდარდეს მისი რეალური ან ფინანსური ინვესტირებისათვის
გამოყენებიდან მისაღები ეფექტის სიდიდეს.
X.2. investiciuri resursebis klasifikaciis tipebi
კომპანიის მიერ ფორმირებადი ინვესტიციური რესურსების
კლასიფიცირება შეიძლება მოხდეს სხვადასხვა ნიშნის მიხედვით
(ნახ. V.2.1).
აღნიშნული კლასიფიკაციის ნიშნებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია
პირველი ორი. ამიტომ, ქვემოთ ჩვენ სწორედ ამ ნიშნებზე
შევაჩერებთ ყურადღებას და განვიხილავთ მათ უფრო
დაწვრილებით. კლასიფიცირების დანარჩენი ნიშნები მოყვანილ
ცხრილში წარმოდგენილია შედარებით მოკლედ, მხოლოდ
კლასიფიკაციის ნიშნების შესახებ ინფორმაციის სახით.
ინვესტიციური რესურსების კლასიფიკაცია1
კლასიფიკაციის ტიპები ინვესტიციური რესურსების წყაროები
1. საკუთრების ტიტულის მიხედვით § საკუთარი ინვესტიციური
რესურსები; § ნასესხი ინვესტიციური რესურსები;
2. მოზიდვის წყაროების ჯგუფების მიხედვით § შიდა წყაროებიდან
ფორმირებული ინვესტიციური რესურსები; § გარეგანი წყაროებიდან
ფორმირებული ინვესტიციური რესურსები;
3. მოზიდვის ნატურალურ-ნივთობრივი ფორმის
მიხედვით § ინვესტიციური რესურსები ფულადი ფორმით; §
ინვესტიციური რესურსები ფინანსური ფორმით; § ინვესტიციური
რესურსები მატერიალური ფორმით; § ინვესტიციური რესურსები
არამატერიალური ფორმით;
4. მოზიდვის დროითი პერიოდის მიხედვით § გრძელვადიანი
ინვესტიციური რესურსები; § მოკლევადიანი ინვესტიცირი
რესურსები;
5. კაპიტალის მფლობელის ნაციონალური
კუთვნილების მიხედვით § ადგილობრივი (სამამულო) კაპიტალით
ფომირებული ინვესტიციური რესურსები; § უცხოური კაპიტალით
ფომირებული ინვესტიციური რესურსები;
6. გამოყენების მიზნობრივი მიმართულებების
მიხედვით § რეალური ინვესტირების პროცესში გამოყენებადი
ინვესტიციური რესურსები; § ფინანსური ინვესტირების პროცესში
გამოყენებადი ინვესტიციური რესურსები;
7. ინვესტიციური პროცესის ცალკეული
სტადიების უზრუნველყოფის მიხედვით1 § ინვესტიციური რესურსები
წინასაინვესტიციო სტადიის უზრუნველყოფისათვის; § ინვესტიციური
რესურსები საინვესტიციო სტადიის უზრუნველყოფისათვის; §
ინვესტიციური რესურსები ინვესტირების შემდგომი სტადიის
უზრუნველყოფისათვის;
განვიხილოთ თითოეული მათგანი:
1. საკუთრების ტიტულის მიხედვით, ფორმირებადი ინვესტიციური
რესურსები იყოფა ორ ძირითად სახეობად - საკუთარი და ნასესხი.
ინვესტიციური რესურსების წყაროების ფორმირების სისტემაში ასეთ
დაყოფას განმსაზღვრელი მნიშვნელობა გააჩნია.
საკუთარი ინვესტიციური რესურსები ახასიათებენ კომპანიის იმ
სახსრების საერთო ღირებულებას, რომლებიც უზრუნველყოფენ მის
საინვესტიციო საქმიანობას და იმყოფებიან მისსავე საკუთრებაში.
ნასესხი ინვესტიციური რესურსები ახასიათებენ კომპანიის მიერ ,
დაბრუნების პირობით მოზიდულ კაპიტალს, მისი ყველა შესაძლო
ფორმით. საინვესტიციო საქმიანობისათვის მოზიდული ყველა
ფორმის კაპიტალი წარმოადგენს კომპანიის ფინანსურ
ვალდებულებას და ექვემდებარება დაფარვას წინასწარ დადგენილ
ვადებში.
2. მოზიდვის წყაროების ჯგუფების მიხედვით კლასიფიცირება
მოიცავს ინვესტიციურ რესურსებს, რომელთა ფორმირება ხდება
შიდა და გარეგანი წყაროებიდან.
შიდა წყაროებიდან მოზიდული ინვესტიციური რესურსები
ახასიათებენ საკუთარ და ნასესხ ფინანსურ სახსრებს, რომლების
ფორმირებაც ხდება უშუალოდ კომპანიაში, მისი განვითარების
უზრუნველყოფის მიზნით.
გარეგანი წყაროებიდან მოზიდული ინვესტიციური რესურსები
ახასიათებენ ამ უკანასკნელის იმ ნაწილს, რომელიც ფორმირდება
კომპანიის ფარგლებს გარეთ. იგი მოიცავს გარედან მოზიდულ
როგორც საკუთარ, ისე ნასესხ კაპიტალს.
3. მოზიდვის ნატურალურ-ნივთობრივი ფორმის მიხედვით
თანამედროვე ინვესტიციური თეორია გამოჰყოფს ინვესტიციური
რესურსების შემდეგ სახეებს:
§ ინვესტიციური რესურსები ფულად ფორმაში ყველაზე მატად არის
გავრცელებული სხვა ფორმებთან შედარებით. მისი
უნივერსალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ადვილად
შეიძლება ტრანფორმირდნენ ინვესტიციური საქმიანობის
განხორციელებისათვის საჭირო აქტივების ნებისმიერ ფორმაში;
§ ინვესტიციურ რესურსებს ფინანსურ ფორმაში კომპანია მოიზიდავს
სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტების სახით, რომლებიც
საწესდებო კაპიტალში შეიტანება.
§ ინვესტიციურ რესურსებს მატერიალურ ფორმაში კომპანია
მოიზიდავს სხვადასხვა კაპიტალური საქონლის (მანქანები,
მოწყობილობა, ნაგებობები და სხვ.), ნედლეულის, მასალების და ა.შ.
სახით.
§ არამატერიალური ფორმით ინვესტიციური რესურსების მოზიდვა
ხდება მრავალფეროვანი არამატერიალური აქტივების სახით,
რომელთაც სასაქანლო ფორმა არ გააჩნიათ, თუმცა უშუალო
მონაწილეობას ღებულობენ უშუალო მონაწილეობას კომპანიის
სამეურნეო საქმიანობასა და მოგების ფორმირებაში. მაგალითად,
ასეთებია: სხვადასხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის
უფლება, „ნოუ-ჰაუ“, პატენტები, საავტორო უფლებები და ა.შ.
4. მოზიდვის დროითი პერიოდის მიხედვით გამოიყოფა
ინვესტიციური რესურსების შემდეგი სახეები:
§ ინვესტიციური რესურსები, რომელთა მოზიდვა ზდება
გრძელვადიანი პერსპექტივით: საკუთარი კაპიტალი; ნასესხი
კაპიტალი ერთ წელზე მეტი გამოყენების ვადით. მათი ერთობლიობა,
რომელსაც ინვესტიციური დანიშნულება გააჩნია ხასიათდება
ტერმინით „პერმანენტული კაპიტალი“;
§ ინვესტიციური რესურსები, რომელთა მოზიდვა ხდება
მოკლევადიანი პერსპექტივით. მათი ფორმირება კომპანიების მიერ
ხორციელდება იმდინარე ინვესტიციური მოთხოვნილებების
დაკმაყოფილების მიზნით.
5. კაპიტალის მფლობელის ნაციონალური კუთვნილების მიხედვით
განასხვავებენ ინვესტიციურ რესურსებს, რომლებიც ფორმირებულია
სამამულო ან უცხოური კაპიტალით. პირველი მათგანი ხასიათდება
წყაროების მრავალფეროვნებით. იგი, როგორც წესი,
ინვესტორისათვის უფრო ხელმისაწვდომია.
უცხოური კაპიტალით ფორმირებული ინვესტიციური რესურსები
ძირითადად უზრუნველყოფენ კომპანიის მსხვილი რეალური
ინვესტიციური პროექტების რეალიზაციას, რაც შეიძლება
დაკავშირებული შეიძლება იყოს პროფილის შეცვლასთან,
რეკონსტრუქციასთან ან ტექნიკურ გადაიარაღებასთან.
6. გამოყენების მიზნობრივი მიმართულებების მიხედვით გამოყოფენ
ინვესტიციურ რესურსებს, რომლებიც განკუთვნილია:
§ რეალური ინვესტირების პროცესში გამოყენებისათვის.
ფორმირებული ინვესტიციური პროგრამის ფარგლებში, მათი
მოცულობა და სტრუქტურა იგეგმება განცალკევებულად თითოეული
რეალური პროექტის მიხედვით.
§ ფინანსური ინვესტირების პროცესში გამოყენებისათვის. მათი
მოზიდვა ინვესტიციური პორთფელის ფორმირების ან
რესტრუქტურიზაციის მიზნებს შეესაბამება.
7. ინვესტიციური პროცესის ცალკეული სტადიების უზრუნველყოფის
ნიშნის მიხედვით გამოყოფენ ინვესტიციური რესურსების შემდეგ
სახეებს:
§ ინვესტირების წინა პერიოდის უზრუნველმყოს ინვესტიციურ
რესერსები;
§ ინვესტირების სტადიის უზრუნველმყოფი ინვესტიცირუი
რესურსები;
§ ინვესტირებისშემდგომი სტადიის უზრუნველმყოფი ინვესტიცირუი
რესურსები;
კომპანიის ინვესტიციური საქმიანობის ეფექტურობის დონე
მნიშვნელოვანწილად განისაზღვრება მისი ინვესტიციური
რესურსების მიზანმიმართული ფორმირებით. კომპანიის
ინვესტიციური რესურსების ფორმირების ძირითად მიზანს
წარმოადგენს აუცილებელი ინვესტიციური აქტივების
შეძენისა და მათი სტრუქტურის ოპტიმიზაციის მოთხოვნილების
დაკმაყოფილება, საინვესტიციო საქმიანობის სასურველი შედეგების
უზრუნველყოფის პოზიციიდან გამომდინარე.
X.3. investiciuri resursebis formirebis wyaroebi
ახლა უფრო ვრცლად ინვესტიციური რესურსების კლასიფიკაციის
პირველი ორი ტიპის შესახებ. საინვესტიციო საქმიანობის
დაფინანსება ხორციელდება შემდეგი წყაროების საშუალებით:
§ ინვესტორის საკუთარი ფინანსური საშუალებები;
§ მოზიდული ფულადი სახსრები, რომლებშიც შეიძლება შედიოდეს:
§ აქციების ემისია;
§ ინვესტორის ნასესხი ფინანსური საშუალებები;
§ ლიზინგი;
§ ფრანჩაიზინგი;
§ ვენჩურული კაპიტალი;
§ დადგენილი წესით გაერთიანებების (კავშირების) მიერ
ცეტრალიზებადი საწარმოების ფულადი სახსრები;
§ სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან და ბიუჯეტგარეშე
ფონდებიდან მიღებული ინვესტიციური ასიგნებები;
განვიხილოთ თითოეული მათგანი:
X.3.1. საკუთარი ფინანსური რესურსები (თვითდაფინანსება)
საკუთარი ფინანსური რესურსები მოიცავენ: კომპანიის მოგებას,
საამორტიზაციო ანარიცხებს, მოქალაქეებისა და იურიდიული
პირების ფულად დაგროვებებსა და დანაზოგებს, სადაზღვევო
საზღაურებსა და სხვა საშუალებებს.
მოგება - საწარმოს წმინდა შემოსავლის ძირითადი ფორმაა,
რომელიც ნამეტი პროდუქტის ღირებულებას გამოხატავს. მისი
სიდიდე გამოდის, როგორც ფულადი თანხის ნაწილი, რომელიც
წარმოადგნეს სხვაობას პროდუქციის (სამუშაოების მომსახურების)
სარევლიზაციო ფასსა და მის სრულ თვითღირებულებას შორის.
მოგება წარმოადგენს საწარმოს კომერციული საქმიანობის
შედეგების განმაზოგადებელ მაჩვენებელს. გადასახადებისა და
მოგებიდან სხვა გადასახდელების გაცემის შემდეგ, საწარმოს რჩება
წმინდა მოგება. შეიძლება მისი ნაწილის მიმართვა საწარმოო
რეალური ხასიათის კაპიტალდაბანდებებზე, მაგალითად საწარმოში
შექმნილ დაგროვების ან ანალოგიური დანიშნულების სხვა
ფონდებში ინვესტირებისათვის.
ინვესტიციების დაფინანსების მეორე მსხვილი წყაროა
ამორტიზაციის ანარიცხები. ღირებულებითი ცვეთის დაგროვება
სისტემატიურად წარმოებს, მაშინ როდესაც ძირითადი საწარმოო
ფონდები არ საჭიროებენ კვლავწარმოების ყოველი ციკლის შემდეგ
ნატურალური ფორმით ანაზღაურებას. შედეგად ხდება ფულადი
სახსრების ფორმირება (ამორტიზაციის ანარიცხების საწარმოო
ხარჯებში ჩართვით), რომელიც საწარმოს ძირითადი კაპიტალის
გაფართოებულ კვლავწარმოებაზე შეიძლება იქნას მიმართული.
გარდა ამისა, ექსპლუატაციაში ყოველწლიურად შეიყვანება ახალი
ობიექტები, რომლებზეც დაწესებული ნორმების მიხედვით
(პროცენტულად საბალანსო ღიმრებულებიდან) ერიცხებათ
ამორტიზაცია. მაგრამ, ასეთი ობიექტები არ მოითხოვენ აღდგენას
(ანაზღაურებას) მათი გამოყენების ნორმატიული ვადის გასვლამდე.
ძირითადი ფონდების განახლების აუცილებლობა, გამოწვეული
საქონელმწარმოებელთა შორის კონკურენციით, აიძულებს
საწარმოს მოახდინოს მოწყობილობა-
დანადგარის დაჩქარებული ჩამოწერა. ეს აუცილებელია დაგროვების
წარმოქმნისა და მომავალში მათი ინოვაციაში დაბანდებისათვის.
დაჩქარებული ამორტიზაცია, როგორც ინვესტირების ეკონომიკური
სტიმული, ხორციელდება ორი საშუალებით:
პირველი მდგომარეობს იმაში, რომ მცირდება მოხმარების
ნორმატიული ვადები.
დაჩქარებული მეთოდით დარიცხული ამორტიზაცია მეწარმეების
მიერ დამოუკიდებლად გამოიყენება ფიზიკურად და მორალურად
მოძველებული ტექნიკის უფრო ახლით და მწარმოებლურით
შეცვლის მიზნით. ამორტიზაციის მაღალი ანარიცხების ხარჯზე
დასაბეგრი მოგების და შესაბამისად გადასახადის სიდიდე მცირდება.
მცირე მეწარმეთათვის მოწყობილობის განახლების
სტიმულირებისათვის ზოგიერთ ქვეყანაში, ამ მეთოდთან ერთად,
ნებადართულია ექსპლუატაციის პირველ წელს პროდუქციის
თვითღირებულებაზე დამატებით ჩამოწერონ (როგორც
ამორტიზაციის ანარიცხები) 3 წელზე მეტი გამძლეობის მქონე
აქტიური ძირითადი ფონდების საწყისი ღირებულების 50%-მდე.
დაჩქარებული ამორტიზაციის მეორე მეთოდი იმაში მდგომარეობს,
რომ სახელმწიფოს მიერ დაწესებული ძირითადი კაპიტალის
ნორმატიული ვადების შეუმცირებლად, ცალკეულ ფირმებს უფლება
ეძლევათ აწარმოონ ამორტიზაციის დარიცხვა გადიდებული
ზლმებით, მაგრამ შემდგომ წლებში მათი შემცირების პირობით.
X.3.2. მოზიდული ფულადი სახსრები
მეურნე სუბიექტებს ინვესტირებისათვის საკუთარი რესურსების
გამოყენების გარდა, საჭიროების შემთხვევაში საშუალება აქვთ
მიმართონ გარე წყაროებიდან სახსრების მოზიდვას. ამის
განხორციელება, როგორც ზემოთაც მოგახსენეთ, სხვადასხვა
მეთოდებით არის შესაძლებელი.
X.3.2.1. აქციონირება
ინვესტირების ერთ-ერთ მეთოდს აქციონირება წამროადგენს.
თანამედროვე ეტაპზე, ბიუჯეტური და უწყებრივი დაფინანსების
შეწყვეტის პირობებში, ფასიანი ქაღალდების გამოშვებამ ხელი უნდა
შეუწყოს საწარმოთა დაფანტული სახსრების მობილიზაციას და მათ
მიმართვას მსხვილი ინვესტიციების განხორციელებაზე. ფასიანი
ქაღალდების მიმოქცევა (რაც ფაქტიურად ფინანსურ ბაზარს
წარმოადგენს) არსებითად აფართოებს საწარმოო და სოციალურ
ღონისძიებებში საოჯახო მეურნეობებისა და მეურნე სუბიექტების
ფულადი სახსრების ინვესტირების შესაძლებლობას.
ფასიანი ქაღალდების ქაზრის ფორმირების ეკონომიკურ საფუძველს
მეურნე სუბიექტთა დროებით თავისუფალი სახსრები წარმოადგენს ,
რომელიც სხვა კომპანიის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების
შეძენას ხმარდება. იგივე მიზანს ემსახურება საოჯახო მეურნეობების
მზარდი დაუსაქონლებელი ფულადი სახსრებიც.
ფასიანი ქაღალდების ემისია საწარმოს ინვესტიციური პროგრამების
გარედან დაფინანსების სულ უფრო მეტად საიმედო მეთოდი ხდება,
რადგან საბანკო პროცენტის განაკვეთის ზრდის და სხვა მიზეზების
გამო, ინვესტიციების დაფინანსების წყაროების სტრუქტურაში
გრძელვადიანი კრედიტების ხვედრითი წილი თანდათანობით
მცირდება.
X.3.2.2. ინვესტორის ნასესხი ფულადი საშუალებები
ინვესტირების მეთოდებს შორის აღსანიშნავია ინვესტიციათა
დაკრედიტება. კრედიტი გამოხატავს მსესხებელსა და კრედიტორს
შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიქმნებიან
დაბრუნებადობისა და ანაზღაურებადობის პირობით ფულის
მოძრაობასთან დაკავშირებით.
საკრედიტო რეგულირების მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს
სასესხო პროცენტი. თანამედროვე პირობებში, ინვესტორები
კრედიტს უმთავრესად სამეწარმეო საქმიანობის იმ სფეროებში
მოიზიდავენ, რომლებიც სწრაფ ეფექტს (მოგების ან შემოსავლის
მიღების ფორმით) იძლევიან. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ იმ
საწარმოთათვის, რომელთაც უნარი შესწევთ ბევრად გაზარდონ
პროდუქციის გამოშვება (ან რომელთა პროდუქციაზეც
გადახდისუნარიანი მოთხოვნა საკმარისად მყარია, რაც ფასების
სერიოზული რეგულირების საშუალებას იძლევა), საკუთარი
განვითარებისათვის კრედიტების მოზიდვა გაცილებით უფრო
მომგებიანია, ვიდრე თანხების მოზიდვა მოგების წილის გადახდით.
იურიდიული და ფიზიკური პირების კაპიტალდაბანდებების საბანკო
დაკრედიტების ობიექტები შეიძლება იყოს შემდეგი სახის ხარჯები:
§ მშენებლობა, გაფართოება, საწარმოო და არასაწარმოო
დანიშნულების ობიექტების რეკონსტრუქცია და ტექნიკური
გადაიარაღება;
§ მოძრავი და უძრავი ქონების შეძენა (მანქანები, მოწყობილობები,
სატრანსპორტო საშუალებები, შენობები, ნაგებობები და ა.შ.);
§ ერთობლივი საწარმოების წარმობმნა;
§ მეცნიერულ-ტექნიკური პროდუქციის, ინტელექტუალური
ფასეულობების და საკუთრების სხვა ობიექტების შექმნა;
§ ბუნებისდამცავი ღონისძიებების განხორციელება;
იურიდიული და ფიზიკური პირების ბანკთან ურთიერთობის
საფუძველს საკრედიტო შეთანხმება (ხელშეკრულება) წარმოადგენს.
როგორც წესი, ამ დოკუმენტში გაითვალისწინება შემდეგი პირობები:
გასაცემი სესხების ოდენობა; მათი გამოყენებისა და დაფარვის
ვადები დაწესი; საპროცენტო განაკვეთები და კრედიტებისათვის სხვა
გადახდები; ვალდებულებათა უზრუნველყოფის ფორმები (გირაო,
საარენდო შეთანხმება, სადაზღვევო ხელშეკრულება, თავდებობის
ხელშეკრულება); ბანკისათვის წარსადგენი დოკუმენტების
ჩამონათვალი.
იურიდიული პირებისათვის გაცემული გრძელვადიანი კრედიტის
დაფართის კონკრეტული ვადები და პერიოდულობა დგინდება ბანკსა
და მსესხებელს შორის შეთანხმებით, გამომდინარე: დანახარჯების
ანაზღაურებადობიდან, მსესხებლის გადახდისუნარიანობისა და
ფინანსური მდგომარეობიდან, საკრედიტო რისკიდან, საკრედიტო
რესურსების ბრუნვადობის დაჩქარებისა აუცილებლობიდან.
საწარმოო და არასაწარმოო დანიშნულების ობიექტებზე
გრძელვადიანი კრედიტის გაცემა ხორციელდება მსესხებლის მიერ
მისი კრედიტუნარიანობისა და ღონისძიებების დაკრდიტების
შესაძლებლობების დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტების
წარდგენის საფუძველზე (სათანადოდ შევსებულ განაცხედთან
ერთად):
§ წესდება, საწარმოს შექმნის შესახებ გადაწყვეტილება;
§ საგადასახადო ინსპექციის მიერ დადასტურებული საწარმოს
უკანასკნელი საანგარიშგებო პერიოდის ბალანსი;
§ აღნიშნულ პერიოდში გადახდილი გადასახადების შესახებ
დოკუმენტაცია;
§ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება (მშენებლობაზე გასაწევი
დანახარჯების ეკონომიკური ეფექტიანობისა და ანაზღაურებადობის
გამომხატველი გაანგარიშებები);
§ ანგარიშსწორების ანგარიშიდან ამონაწერი (თუ საწარმოს სხვა
ბანკი ემსახურება);
§ სხვა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ საწარმოს ფინანსურ
მდგომარეობასა და კრედიტუნარიანობას;
ბანკი თვალყურს ადევნებს დაკრედიტებული ღონისძიებების
მსვლელობას. მსესხებლის მიერ თავისი ვალდებულებების
შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს უფლება აქვს მიმართოს
საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ეკონომიკურ
სანქციებს.
X.3.2.3. ლიზინგი
გარდამავალ პერიოდში ჩვენი ქვეყნისათვის ერთ-ერთი
პერსპექტიული შეიძლება გახდეს ლიზინგი. იგი წარმოადგენს
მანქანების, მოწყობილობის, სატრანსპორტო საშუალებების,
საწარმოო ხასიათის ნაგებობების გრძელვადიან არენდას, ანუ
ინვესტირების ფორმას. იგი იყოფა ორ ტიპად:
1. ოპერატიული - ლიზინგი არასრული ანაზღაურებით;
2. ფინანსური - ლიზინგი სრული ანაზღაურებით;
ოპერატიულს მიეკუთვნება ყველა ხელშეკრულება, რომლებშიც
არენდის გაცემის დანახარჯები, დაკავშირებული იჯარით გასაცემი
ქონების შეძენასთან, ანაზღაურდება ნაწილობრივ, არენდის საწყისი
ვადის განმავლობაში. ოპერატიულ ლიზინგს გააჩნია შემდეგი
თავისებურებანი:
§ იჯარის გამცემი არ ვარაუდობს დაფაროს თავისი დანახარჯების
მხოლოდ ერთი მოიჯარადიდან მიღებული შემოსულობებით;
§ არენდის (იჯარის) ვადები არ მოიცავენ ქონების მთლიან ფიზიკურ
ცვეთას;
§ ქონების გაფუჭებისაგან მოსალოდნელ რისკს ძირითადად არენდის
გამცემი იღებს თავზე;
§ დაწესებული ვადის გასვლის შემდეგ ქონება უბრუნდება იჯარის
გამცემს, რომელიც ყიდის მას სხვა კლიეტზე;
ოპერატიული ლიზინგის შემადგენლობაში შედის:
§ რეიტინგი - ქონების მოკლევადიანი (ერთ წლამდე) იჯარა;
§ ჰაირინგი - საშუალოვადიანი (ერთიდან სამ წლამდე) იჯარა;
მითითებული ოპერაციები ერთი მოიჯარისაგან მეორეზე
სტანდარტული მოწყობილობის მრავალჯერად გადაცემას
გულისხმობენ.
ფინანსური ლიზინგი ითვალისწინებს იჯარის ვადის განმავლობაში
მყარად დაწესებული საარენდო გადასახდელის თანხის გადახდას,
რომელიც საკმარისი უნდა იყოს მანქანებისა და მოწყობილობის
სრული ამორტიზირებისათვის და რომელსაც უნარი შესწევს
უზრუნველყოს მისთვის ფიქსირებული მოგება. ფინანსური ლიზინგი
სამ ძირითად ნაწილად იყოფა:
1. ლიზინგი მომსახურებით;
2. ლევერიჯ ლიზინგი;
3. ლიზინგი „პაკეტში“;
ლიზინგი მომსახურებით წარმოადგენს ფინანსური ლიზინგისა და
საარენდო ხელშეკრულების შერწყმას და გაქირავებული
მოწყობილობის შენახვასა და მომსახურებასთან დაკავშირებული
მთელი რიგი მომსახურების გაწევას ითვალისწინებს.
ლევერიჯ ლიზინგი ფინანსური ლიზინგის განსაკუთრებული სახეა . ამ
გარიგებაში არენდით გასაცემი მოწყობილობის დიდი ნაწილის
დაქირავება ხდება მესამე მხარის - ინვესტორის მიერ. არენდის ვადის
პირველ ნახევარში ხორციელდება არენდირებული მოწყობილობის
მიხედვით ამორტიზაციის გადარიცხვა და მის შესაძენად აღებულ
სესხზე პროცენტის გადახდა, რაც ამცირებს ინვესტორის
გადასახადით დასაბეგრ მოგებას და გადასახადის განვადების
ეფექტს ქმნის.
ლიზინგი „პაკეტში“ დაფინანსების სისტემაა, რომლის დროსაც
შენობა-ნაგებობები გაიცემა კრედიტში, ხოლო მოწყობილობს
არენდატორს ეძლევა არენდის ხელშეკრულების მიხედვით.
ლიზინგური ობიექტის შეძენის წყაროდან გამომდინარე, ლიზინგი
შეიძლება დავყოთ პირდაპირ და დაბრუნებად ლიზინგად. პირდაპირი
გულისხმობს არენდის გამცემის მიერ დამამზადებლისაგან
(მომწოდებლიგან) ქონების შეძენას არენდატორის ინტერესებიდან
გამომდინარე. დაბრუნებადი ლიზინგი მდგომარეობს საწარმო-
დამაზადებლის მიერ ლიზინგური კომპანიისათვის საკუთარი
ქონების მიწოდებაში, არენდის შესახებ კონტრაქტის იმავდროულად
გაფორმებით. ამრიგად, საწარმო ღებულობს საშუალებებს თავისი
ქონების არენდით გაცემიდან, მისი ექსპლუატაციის შეწყვეტის
გარეშე. მსგავსი ოპერაცია საწარმოსათვის მით უფრო მომგებიანია,
რაც უფრო მეტია შემოსავლები ახალი ინვესტიციებიდან საარენდო
გადახდების თანხასთან შედარებით. ლიზინგის პირობებში
არენდატორის მიერ გამოყენებადი ქონება, კონტრაქტის მთელი
პერიოდის განმავლობაში ლიზინგის გამცემის ბალანსზე ირიცხება,
რომელიც მესაკუთრების უფლებებს ინარჩუნებს.
ლიზინგი არსებითად განსხვავდება არენდისაგან. არენდის
გამცემისაგან განსხვავებით, ლიზინგის გამცემი არა მარტო
ღებულობს ობიექტს ხანგრძლივვადიან სარგებლობაში, არამედ მას
ეკისრება მყიდველის ტრადიციული მოვალეობები, რომლებიც
დაკავშირებულია საკუთრების უფლებასთან. ესენია: ქონების
განაღდება, ქონების მოულოდნელი განადგურებისაგან ზარალის
ანაზღაურება, მისი დაზღვევა და ტექნიკური მომსახურება, აგრეთვე
რემონტი. ლიზინგური გარიგების ობიექტში დეფექტის გამოვლენის
შემთხვევაში, ლიზინგის გამცემი თავისუფლად ითვლება საგარტიო
ვალდებულებებისაგან და ყველა პრეტენზიას წარუდგენს
მომწოდებელს.
ლიზინგური კომპანიის ფინანსური რესურსების ფორმირების
წყაროებია: მონაწილეთა შენატანები, შემოსულობები საარენდო
გადახდებიდან, ბანკის სესხები, ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან
შემოსული სახსრები. ლიზინგური კომპანიის მოგება წარმოიქმნება,
როგორც სხვაობა მიღებულ შემოსავლებსა და გასავლებს შორის.
შემოსავლის ძირითადი სახეა საარენდო ქირა. ლიზინგის ობიექტების
გამოყენებისას საარენდო გადახდებმა ლიზინგის გამცემისათვის
(ბანკის ან ლიზინგური კომპანიისათვის) უნდა უზრუნველყონ
ქონების შეძენისა და შენახვის ხარჯების ანაზღაურება (მათი
არენდით გაცემამდე) და აგრეთვე მოგების აუცილებელი სიდიდე.
საარენდო ქირა შეიძლება დადგინდეს უცვლელად, ლიზინგის მთელი
პერიოდისათვის, ან ცვალებადად, სასესხო პროცენტის
ცვლილებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, როგორც წესი,
გაითვალისწინება ინფლაციის დინამიკაც. მიღებული მოგებიდან
ლიზინგური კომპანია იხდის კრედიტზე პროცენტებს, ბიუჯეტში
გადასახადებს. ხოლო წმინდა მოგება მის მიერ დამოუკიდებლად
გამოიყენება.
ლიზინგის დროს გასათვალისწინებელია, რომ ამ დროს, ლიზინგის
მიმღებს ეძლევა მხოლოდ არენდირებული ქონების დროებითი
გამოყენების უფლება, რაც შეიძლება უფრო ძვირადღირებული
აღმოჩნდეს, ვიდრე იმავე მოწყობილობის შეძენაზე აღებული ბანკის
კრედიტები.
X.3.2.4. ფრანჩაიზინგი
ფრანჩაიზინგი - franchising - (შეღავათიანი მეწარმეობა, კომერციული
კონცესია). იგი შინაარსობრივად შეიძლება აღნიშნავდეს შემდეგს:
ა) გრძელვადიანი საქმიანი თანამშრომლობის ფორმას, რომლის
პროცესშიც მსხვილი კომპანია ინდივიდუალურ მეწარმეს ან
მეწარმეთა ჯგუფს აძლევს ლიცენზიას (ფრანჩიზას) პროდუქციის
წარმოებაზე, ვაჭრობაზე ან მომსახურების გაწევაზე, მოცემული
კომპანიის სავაჭრო ნიშნით, გარკვეულ ტერიტორიაზე იმ ვადითა და
პირობებით, რაც გათვალისწინებულია შესაბამის ხელშეკრულებაში;
ბ) დამოუკიდებელი საწარმოების მფლობელების საშუალებით
ფრანჩიზის სისტემის შექმნის, მხარდაჭერის და განვითარების
პროცესს.
ფრანჩიზა - franchise:
ნ/და მომსახურების გაწევის უფლება გარკვეული პირობებითა და
განსაზღვრული გასამრჯელოს ფასად;
ბ) მცირე ბიზნესის ორგანიზაციული ფორმა, რომელიც
ინდივიდუალურ მეწარმეს აძლევს უფრო მსხვილი ფირმის უკვე
სახელმოხვეჭილი საქონლისა თუ მომსახურების გაყიდვის უფლებას.
ე.ი. ეს არის ფრანჩაიზინგის საფუძველზე შექმნილი საწარმო, იგივე
ფრანჩიზული საწარმო.
ფრანჩაიზინგის სახეებია:
სასაქონლო. ეს არის ვაჭრობის სფეროში ფრანჩაიზინგის მონაწილე
მხარეთა შორის ურთიერთობა, რომლის დროსაც ფრანჩიზის გამცემი
გადასცემს, ხოლო ფრანჩიზის მფლობელი ღებულობს ექსკლუზიურ
უფლებას მოახდინოს ფრანჩიზის გამცემი კომპანიის მიერ
წარმოებული პროდუქცია მისივე სავაჭრო ნიშნით, გარკვეული
ტერიტორიის ფარგლებში.
საწარმოო. ურთიერთობები ფრანჩაიზინგის ხელშეკრულების
ფარგლებში, რომლებიც ფრანჩიზის მიმღებს აძლევენ ფრანჩიზის
გამცემის სავაჭრო ნიშნით პროდუქციის წარმოების უფლებას მის
მიერვე მოწოდებული ნედლეულით, მასალებითა და
ტექნოლოგიებით.
საქმიანი. მომსახურების, განათლების და საზოგადოებრივი კვების
სფეროებში ფრანჩაიზინგის მონაწილე მხარეთა შორის
ურთიერთობა, რომლის დროსაც ფრანჩაიზინგის მიმღები ქმნის და
ავითარებს ბიზნესს ფრანჩიზის გამცემის მოდელის შესაბამისად ,
მისი უშუალო მონაწილეობით, მისივე ტექნოლოგიების, ნოუ-ჰაუს,
სავაჭრო ნიშნისა და სამეწარმეო გამოცდილების გამოყენებით.
კორპორაციული. ფრანჩიზული ბიზნესის ორგანიზაციის
თანამედროვე ფორმა, რომლის დროსაც ფრანჩიზის მიმღები
ოპერირებს არა ცალკე აღებული საწარმოთი, არამედ ფრანჩიზული
საწარმოების ქსელით, დაქირავებული მენეჯერების გამოყენებით .
კონვერსიული. ფრანჩიზული ქსელის გაფართოების საშუალება,
რომლის დროსაც დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი საწარმო
გადადის ფრანჩაიზინგის ხელშეკრულებით მუშაობაზე და უერთდება
ფრანჩიზული კომპანიების სისტემას, რომლებიც ერთი ფრანჩიზის
გამცემის კონტროლის ქვეშ ფუნქციონირებენ.
რეიონული. ფრანჩიზული ბიზნესის ორგანიზაციის ფორმა, რომლის
დროსაც ფრანჩიზის მიმღები მოიპოვებს გარკვეული რაიონის
(ტერიტორიული ერთეულის) ათვისების უფლებას, ე.ი. საწარმოების
წინასწარ შეთანხმებული რაოდენობითა და მათი ამოქმედების
გრაფიკით ფრანჩიზული სისტემის შექმნისა და მასზე კონტროლის
უფლებას.
სუბფრანჩაიზინგი. ფრანჩიზული ბიზნესის ორგანიზაციის ფორმა,
რომლის დროსაც გენერალური ფრანჩიზის მიმღები ახორციელებს
გარკვეული ტერიტორიული ერთეულის კონტროლს
სუბფრანჩაიზერის სტატუსით და კომპანია-ფრანჩაიზერის
სუბფრანჩიზის გაყიდვის უფლებით.
ფრანჩაიზინგის არსი მოკლედ შეიძლება შემდეგნაირად
ჩამოვაყალიბოთ: ფრანჩიზის გამცემის ბიზნესის წარმოების
გამოცდილი მეთოდიკის, კონცეფციებისა და შედარებით ცნობილი
სავაჭრო ნიშნის გამოყენების სანაცვლოდ, ფრანჩიზის მიმღები
თანახმაა შეელიოს საკუთარი მოგების და დამოუკიდებლობის
ნაწილს. ინვესტიციური კუთხით, ფრანჩიზის მიმღები თავისუფლდება
მთელი რიგი დანახარჯებისაგან, რაც დაკავშირებულია პროდუქციის
ათვისებასთან, ბაზრის სეგმენტზე შესვლასთან, რეკლამასთან,
ტექნოლოგიების ათვისებასთან და ა.შ. შესაბამისად, აღნიშნული
დაზოგილი თანხები მან შეიძლება გამოიყენოს, როგორც
ინვესტიციური რესურსი.
X.3.2.5. ვენჩურული კაპიტალი
მცირე ბიზნესს არასოდეს არა აქვს საკმარისი ფულადი სახსრები.
მართალია, ბანკირები და ფულადი სახსრების სხვა მომწოდებლები,
კრედიტის თუ სხვა გზით, დიდ როლს თამაშობენ მცირე ბიზნესის
ზრდის დაფინანსებაში, მაგრამ გრძელვადიანი დაბანდებებისათვის
და პერსპექტიული ზრდისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია
ვენჩურული (სარისკო) კაპიტალის ფირმები.
ინვესტირებისათვის ვენჩურელი კაპიტალის გამოყენებას
დამატებითი სარგებლის ეფექტი შეიძლება ჰქონდეს. ვინაიდან, თუ
ფირმას ადექვატური კაპიტალის ბაზა გააჩნია, ბანკები მას კრედიტს
უფრო გაბედულად მისცემენ.ბანკებისა და ვენჩურული კაპიტალის
ფირმების მიერ დაფინანსების მაძიებელი მცირე ფირმების
სხვადასხვაგვარად შეფასების ერთ-ერთი ახსნა შეიძლება
შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს: ბანკების აფასებენ ფირმის უახლოეს
მომავალს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მის წარსულს. მაშინ,
როდესაც ვენჩურული კაპიტალის მფლობელები ყურადღებას
აქცევენ ფირმის სამომავლო მოღვაწეობას ხანგრძლივვადიან
პერსპექტივაში. თუმცა, უნდა ითქვას იმის შესახებაც, რომ ორივენი
მცირე ბიზნესის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ბევრ
იდენტურ ფაქტორებსაც ითვალისწინებენ. პოტენციურ
ინვესტორებსა და კრედიტორებს აინტერესებთ ფირმის წარსული
მოღვაწეობის შედეგები, მათ მიერ მოთხოვნილი კაპიტალის
ოდენობა და მისი სამომავლოდ გამოყენების გზები, ფირმის
ფინანსური მდგომარეობა და დაგეგმილი შემოსავლების სიდიდე.
მაგრამ ვენჩურული კაპიტალის მფლობელები მეტ ყურადღებას
აქცევენ პროდუქციის მახასიათებლებსა და ბაზრის სიდიდეს, ვიდრე
ამას კომერციული ბანკები აკეთებენ.1
უმნიშვნელოვანესი განმასხვავებელი ნიშანი მაინც ის არის, რომ
ბანკები მხოლოდ კრედიტორები არიან და მათთვის საინტერესოა
ფირმის შემოსავლებისა თუ რეალიზაციის მოცულობის ზრდა
მხოლოდ იმდენად, რომ ფირმამ შესძლოს აღებული სესხის დაფარვა.
ვენჩურული კაპიტალის წარმომადგენლები კი გვევლინებიან,
როგორც მფლობელები. ისინი ფლობენ კომპანიის აქციებს, ე.ი. მისი
კაპიტალის გარკვეულ ნაწილს. ამიტომ, ისინი არსებულ ან
მოსალოდნელ საქონელს და მომსახურებას და მის პოტენციურ
ბაზარს დიდი ყურადღებით განიხილავენ და იკვლევენ. ვენჩურული
კაპიტალის დაბანდება ხდება მხოლოდ იმ ფირმებში, რომლებსაც
შეუძლიათ სწრაფად გაზარდონ რეალიზაციის მოცულობა და
გამოიმუშაონ მყარი შემოსავლები.
მიზეზი - ვენჩურული კაპიტალის ფირმები ფულს მცირე
მოგებისათვის არ აბანდებენ. ისინი ინვესტირებული კაპიტალის 3-
მაგად და 5-მაგად გადიდებას ვარაუდობენ 5 ან 7 წელიწადში.
აღსანიშნავია რომ, ასეთ მნიშვნელოვან ზრდას საერთო
ინვესტიციების მხოლოდ მცირე ნაწილიდან უნდა ველოდოთ. მაგრამ
ფირმები ისეთ პროექტებს ეძებენ, რომლებსაც პოტენციურად
ზუსტად ასეთი მოგების მოტანა შეუძლიათ. ეს კი, უიღბლო
ინვესტიციებიდან მიღებული დანაკარგების დაფარვის საშუალებას
იძლევა.
ვენჩურული კაპიტალი სარისკო ბიზნესია. ადვილი შესაძლებელია
მნიშვნელოვანი თანხების დაკარგვა. ამიტომ, ვენჩურული
კომპანიები მკაცრ პოლიტიკას ატარებენ. ინვესტირებული
კაპიტალის მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ისინი
ამკაცრებენ ინვესტირებადი კაპიტალის მოცულობის, კაპიტალის
მაძიებელი ფირმის განვითარების დონისა და პერსპექტივების
დადგენის პირობებს და ატარებენ რისკის შემცირების სხვა
ღონისძიებებს.
ვენჩურული ფირმების უმეტესობა იმპროექტების დაფინანსებით
არის დაინტერესებული, რომლებიც 250 000 $-დან 3 000 000 $-მდე
ინვესტიციებს მოითხოვენ. უფრო იაფიანი პროექტები,
გამოკვლევებისა და ადმინისტრაციული ხარჯების სიდიდის გამო,
მათთვის ნაკლებად მიმზიდველია. თუმცა, არ არის გამორიცხული
ნაკლები ღირებულების პროექტების დაფინანსებაც, თუ ისინი
ძალზედ მიმზიდველი იქნება.
ვენჩურული კაპიტალი სხვადასხვა ფორმით შეიძლება არსებობდეს.
ესენია:
- ტრადიციული ამხანაგობა - ამ კომპანიებს ხშირად მდიდარი
ოჯახები აარსებენ, თავიანთი ფონდების მცირე ბიხნესის
კომპანიებში დაბანდების მიზნით;
- პროფესიულად მართული კლუბები - ისინი იქმნებიან სხვადასხვა
ორგანიზაციების ფულადი ფონდების საფუძველზე და მოქმედებენ,
როგორც ტრადიციული ამხანაგობები;
- საინვესტიციო საბანკო ფირმები - მართალია, ისინი უმთავრესად
მაღალი გარანტიების პირობებში მოღვაწეობენ, მაგრამ ვენჩურული
წამოწყებისათვის ზოგჯერ საინვესტიციო სინდიკატებსაც
აყალიბებენ;
- სადაზღვევო კომპანიები - ინფლაციისაგან დაცვის მიზნით, ისინი
სესხის მთხოვნელი კომპანიებისაგან სესხის გაცემის პირობად
აქციების ნაწილის გადაცემას ითხოვენ;
- სამრეწველო კომპანიები - მცირე კომპანიების დაფინანსებას ისინი
განიხილავენ, როგორც თავიანთი სამეცნიერო-კვლევითი
საქმიანობის დამატებით საშუალებას (მაგალითად, "Fortune 500"-ის
(აშშ) კორპორაციები ვენჩურული კაპიტალის ოპერაციებს ატარებენ
იმისათვის, რომ არ ჩამორჩნენ ტექნოლოგიურ სიახლეებს);1
- მცირე ბიზნესის საინვესტიციო კორპორაციები - აშშ-ში მათ
სპეციალური სახელმწიფო ლიცენზიები გააჩნიათ (მცირე ბიზნესის
სამმართველოს მიერ გაცემული) და მცირე ფირმებს ვენჩურული
კაპიტალითან ერთად მენეჯმენტის სფეროშიც სთავაზობენ
დახმარებას;
ზემოთ ჩამოთვლილის გარდა არსებობენ აგრეთვე ცელკეული კერძო
ინვესტორები და ე.წ. „ფაინდერები“ (ინგლისური სიტყვიდან finder, რაც
მპოვნელს, მომძებნს, აღმომჩენს ნიშნავს). ისინი ფუნქციონირებენ
როგორც იურიდიული ისე ფიზიკური პირების სახით, კარგად იცნობენ
ფულის სამყაროს და შეუძლიათ დაეხმარონ მცირე კომპანიებს
სახსრების პოვნაში, თუმცა თვითონ უმეტესად მათ არ აფინანსებენ.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ვენჩურული კაპიტალის
მფლობელები ინვესტირების დროს მუშაობას ხელმძღვანელებთან,
პროფესიონალებთან ამჯობინებენ. ასე, რომ ფაინდერები მათ
საჭირო კონტაქტების დამყარებაშიც ეხმარებიან.
ბოლოს გვინდა აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერი მცირე ფირმისათვის,
განსაკუთრებით დამწყებისათვის, ვენჩურული დაფინანსების
მოპოვება ძალიან ძნელია. უფრო მეტი შანსია, რომ ისინი იმ 90%-ში
მოხვდებიან, რომელთაც ვენჩურული კაპიტალის მფლობელები უარს
ეუბნებიან. მაგრამ, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი,
რომელიც შეიძლება მათ მიეხმაროს თავიანთი სერვილის,-
დაფინანსების მიღების, ასრულებაში. ეს არის გეგმა, პროგრამა.
ფინანსური გეგმის არსებობა ვენჩურული კაპიტალის ფირმებს
უჩვენებს, რომ თქვენ კომპეტენტური მენეჯერი ხართ და თქვენთან
თანამშრომლობა მათთვის უფრო მისაღები და მომგებიანია.
თქვენ შეიძლება გარკვეული უპირატესობა მოიპოვოთ კარგად
შედგენილი გეგმების პროექტების მეშვეობით, რომლებიც უნდა
შეიცავდეს: ფულად ბიუჯეტს, ფინანსურ დოკუმენტებს,
საინვესტიციო კაპიტალის ანალიზს, კაპიტალის წყაროების
შესწავლას და ა.შ. უფრო კონკრეტულად აღნიშნულ საკითხებზე
საუბარი გვექნება შემდეგ, XI თავში „ბიზნეს გეგმის როლი
ინვესტიციური პროექტების შეფასებაში“.
X.4. investiciuri resursebis formirebis miznebi da ZiriTadi principebi
კომპანიის საინვესტიციო საქმიანობის ეფექტიანობის ხარისხი
მნიშნველოვანწილად განისაზღვრება მისი ინვესტიციური
რესურსების ფორმირების მიზანმიმართულებით. შესაბამისად ,
ინვესტიციური რესურსების ფორმირების ძირითად მიზანს
წარმოადგენს აუცილებელი ინვესტიციური აქტივების შეძენის
მოთხოვნილების დაკმაყოფილება და მათი სტრუქტურის
ოპტიმიზაცია საინვესტიციო საქმიანობის ეფექტიანობის
უზრუნველყოფის პოზიციიდან გამომდინარე.
აღნიშნული მიზნების გათვალისწინებით, ინვესტიციური რესურსების
ფორმირების პროცესი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრინციპებს:
1. საინვესტიციო საქმიანობის განვითარების პერსპექტივების
გათვალისწინება. ინვესტიციური რესურსების მოცულობისა და
სტრუქტურის ფორმირების პროცესი ექვემდებარება კომპანიის
საინვესტიციო საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნებს როგორც
საწყის სტადიაზე, ისე მისი განვითარების უახლოეს პერსპექტივაში.
ამ პირობებში განსაკუთრებული მნიშვნლობა ენიჭება ინვესტიციური
რესურსების მიზანმიმართულ და გონივრულ განაწილებას
ინვესტიციური პროცესის ყველა სტადიაზე;
2. მოზიდულ ინვესტიციურ რესურსებსა და კომპანიის ინვესტიციურ
მოთხოვნილებებს შორის შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ინვესტიციურ რესურსებში კომპანიის საერთო მოთხოვნა ეფუძნება
რეალური თუ ფინანსური ინვესტიციების მოცულობების
გაანგარიშებას ინვესტიციური პროცესის ცალკეული სტადიისათვის .
ცხადია, ამ მოთხოვნების გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს
ინვესტიციური რესურსების მოცულობების ფორმირება.
აუცილებელია ეს ორი მაჩვენებელი დაბალანსებული იყოს მთლიანი
ინვესტიციური სტრატეგიის ყოველ ინტერვალში;
3. ინვესტიციური რესურსების ოპტიმალური სტრუქტურის
უზრუნვალყოფა საინვესტიციო საქმიანობის ეფექტიანობის
პოზიციიდან გამომდინარე. კომპანიის საინვესტიციო საქმიანობის
მაღალი საბოლოო შედეგების მიღწევის პირობები
მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ფორმირებული
ინვესტიციური რესურსების სტრუქტურაზე, რომელმაც უნდა
უზრუნველყოს როგორც რეალური, ისე ფინანსური ინვესტირება.
ინვესტიციური რესურსების ოპტიმალური სტრუქტურა საინვესტიციო
საქმიანობის განხორციელების პროცესში უზრუნველყოფს
კომპანიის განვითარების ფინანსურ წონასწორობას. მაშინ როდესაც,
მისი არაოპტიმალური ვარიანტი ახდენს ფინანსური მდგრადობის
დარღვევის და კომპანიის გადახდისუუნარობის რისკების
გენერირებას;
4. სხვადასხვა წყაროებიდან ინვესტიციური რესურსების
ფორმირების დანახარჯების მინიმიზაციის უზრუნველყოფა.
დანახარჯების ასეთი მინიმიზაცია მიიღწევა ინვესტიციური
მიზნებისათვის მოზიდული და წმინდა ინვესტიციური მოგების
მაქსიმიზაციაზე მიმართული კაპიტალის ღირებულების მართვის
პროცესში. არსებობს უკუპროპორციული დამოკიდებულება
ინვესტიციური რესურსების მოზიდვის საშუალოშეწონილ
ღირებულებასა და წმინდა ინვესტიციურ მოგებას შორის;
5. ინვესტიციური საქმიანობის პროცესში ინვესტიციური რესურსების
გამოყენების მაღალეფექტურობის უზრუნველყოფა. ინვესტიციურ
პროცესში დროებით გამოუყენებული ფორმირებადი ინვესტიციური
რესურსებმა შეიძლება დაკარგონ თავიანთი ღირებულება დროში,
ინფლაციისა თუ სხვა მიზეზების გამო. ამიტომ, რესურსების
ფორმირების პროცესი მაქსიმალურად უნდა იქნას დროში
სინქრონიზებული საინვესტიციო სტრატეგიის განხორციელების
ყოველ ინტერვალთან. ასეთი სინქრონიზება მიიღწევა კომპანიის
საინვესტიციო საქმიანობის ფარგლებში ფულადი ნაკადების
ოპტიმიზაციის პროცესში.
აღნიშნული პრინციპების რეალიზაცია შეადგენს კომპანიის
ინვესტიციური რესურსების ფორმირების მართვის პროცესის
ძირითად შინაარსს.
კითხვები და დავალებები
1. დააზუსტეთ, თუ რა დოკუმენტაციას ითხოვენ თქვენს ქალაქში
(ტერიტორიულ ერთეულში) განთავსებული ბანკები კლიენტებისაგან;
2. თქვენი აზრით, ცალკეული ბიზნესის დასაფინანსებლად
ვენჩურული კაპიტალის მოცულობის რა საზღვრები შეიძლება იყოს
მისაღები საქართველოს რეალობისათვის;
რეკომენდირებული ლიტერატურა
1. Ковалева А.М., Финансы, учебное пособие, "Финансы и статистика", М.,
2. G. Howard Poteet, Starting up your own business: Expert advice from the U.S. Small
B
11.1. საინვესტიციო სტრატეგიის შინაარსი
კომპანიის საინვესტიციო საქმიანობა, მის ყველა ფორმაში, არ
შეიძლება დაყვანილ იქნას მხოლოდ მისი მიმდინარე ინვესტიციური
მოთხოვნილებების დაკმაყოფილებამდე. აღნიშნული შეიძლება
გამოწვეული იყოს:
§ არსებული აქტივების გასვლით და მათი ჩანაცვლების
აუცილებლობით;
§ კომპანიის სამეურნეო საქმიანობაში მიმდინარე მოცულობითი და
სტრუქტურული ცვლილებებით;
თანამედროვე ეტაპზე სულ უფრო მეტი ბიზნესმენი ხვდება და
ითავისებს ინვესტიციური საქმიანობის მიზანდასახული,
პერსპექტიული მართვის აუცილებლობას. ამასთან, აღნიშნული უნდა
ხორციელდებოდეს თეორიულ-მეცნიერულ საფუძვლბზე
დაყრდნობით, კომპანიის განვითარების საერთო მიზნებთან
შესაბამისობაში და ინვესტიციური გარემოს ცვალებად პირობებთან
ადაპტირებით.
კორპორაციათა საინვესტიციო საქმიანობა უნდა ექვემდებარებოდეს :
§ მათი განვითარების საერთო მიზნებს, მაკროეკონომიკურ
მაჩვენებელთა არსებითი ცვლილების პირობებში;
§ საბაზრო პროცესების სახელმწიფო რეგულირების სისტემას;
§ საინვესტიციო ბაზრის კონიუნქტურასა და მასთან დაკავშირებულ
განუსაზღვრელობას და სხვ.
საინვესტიციო საქმიანობის პერსპექტიული მართვის ეფექტური
ინსტრუმენტია ფინანსური (ინვესტიციური) სტრატეგია.
ინვესტიციური სტრატეგია წარმოადგენს საინვესტიციო საქმიანობის
გრძელვადიანი მიზნების (რომლებიც განისაზღვრება მისი
განვითარებითა და ინვესტიციური იდეოლოგიით) და მათი მიღწევის
განსაკუთრებით ეფექტური გზების სისტემას.
ინვესტიციური სტრატეგია შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც
კომპანიის ინვესტიციური საქმიანობის სფეროში მოქმედებათა
გენერალური გეგმა, რომელიც განსაზღვრავს:
§ ინვესტიციური საქმიანობის მიმართულების პრიორიტეტებსა და
ფორმებს;
§ ინვესტიციური რესურსების ფორმირების ხასიათს;
§ გრძელვადიანი ინვესტიციური მიზნების რეალიზაციის ეტაპების
თანმიმდევრობას;
§ კომპანიის განვითარებას წინასწარ დასახული მიზნების
შესაბამისად;
§ მიღწეული შედეგების ანალიზსა და საფუძვლების მომზადებას
სამომავლო სტრატეგიის აგებისათვის.
ინვესტიციური სტრატეგიის ფარგლებში მიზნების სისტემისა და მათი
მიღწევის გზების გაერთიანება, პერსპექტივაში მისი ინვესტიციური
საქმიანობის ფარმებისა და მიმართულებების მიხედვით, კომპანიის
შესაძლო ინვესტიციური აქტიურობისა და ინვესტიციური
გადაწყვეტილებების საზღვრებს განსაზღვრავს.
კომპანიის ინვესტიციური სტრატეგია კიდევ შეიძლება განვმარტოთ,
როგორც სისტემა ფორმალიზებული კრიტერიუმებისა, რომელთა
მიხედვით იგი ახდენს საკუთარი ინვესტიციური შესაძლებლობების
შეფასებას და რეალიზებას, თავისი პერსპექტიული ინვესტიციური
პოზიციის მოდელირებას და უზრუნველყოფს მის მიღწევას.
დაბოლოს, ინვესტიციური სტრატეგია წარმოადგენს სისტემურ
კონცეფციას, რომელიც ამთლიანებს და წარმართავს კომპანიის
საინვესტიციო საქმიანობას.
ინვესტიციური სტრატეგიის შემუშავება საკმაოდ რთული და
შემოქედებითი პროცესია. იგი მოიცავს:
§ საინვესტიციო საქმიანობის მიზნების დასახვას;
§ მისი პრიორიტეტული მიმართულებების და ფორმების
განსაზღვრას;
§ ფორმირებადი ინვესტიციური რესურსების სტრუქტურის და მათი
განაწილების ოპტიმიზებას;
§ ინვესტიციური პოლიტიკის შემუშავებას ინვესტიციური
საქმიანობის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიმართულებების
მიხედვით;
§ ინვესტიციურ გარემოსთან ურთიერთობის ხელშეწყობას და ა.შ.
ინვესტიციური სტრატეგიის შემუშავების პროცესი კომპანიის
სტრატეგიული არჩევანის მთლიანი სისტემის ერთ-ერთ
უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. მისი შემადგენელი
ელემენტებია:
§ მისია;
§ განვითარების საერთო სტრატეგიული მიზნები;
§ ფუნქციონალურ სტრატეგიათა სისტემა საქმიანობის ცალკეული
სახეობის ჭრილში;
§ რესურსების ფორმირებისა და განაწილების ხერხები;
ამასთან, ინვესტიციური სტრატეგია, კომპანიის სტრატეგიული
არჩევანის სხვა ელემენტებთან მიმართებაში, გარკვეულ
თანადაქვემდებარებაში იმყოფება. განზოგადებული სახით,
აღნიშნული ურთიერთდაქვემდებარება წარმოდგენილია სქემაზე
№11.1.
აღნიშნული ელემენტების ერთმანეთს შორის კავშირისა და
დამოკიდებულების სწორი აღქმა საშუალებას იძლევა უფრო
ეფექტურად აიგოს ინვესტიციური სტრატეგიის შემუშავების
პროცესი, რისი აქტუალობაც განისაზღვრება რიგი პირობებით :
1. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა ინვესტიციური გარემოს
ფაქტორების ცვლილების
ინტენსივობა. კომპანიათა ინვესტიციურ აქტიურობასთან
დაკავშირებული ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების
მაღალი დინამიკა, ტექნოლოგიური პროგრესის ტემპები,
ინვესტიციური ბაზრის კონიუნქტურის ხშირი რყევები, სახელმწიფო
საინვესტიციო პოლიტიკის და საინვესტიციო საქმიანობის
რეგულირების არათანმიმდევრულობა, შეუძლებელს ხდის
კომპანიის ინვესტიციების ეფექტურ მართვას მხოლოდ ადრე
დაგროვილი გამოცდილებისა და ინვესტიციური მენეჯმენტის
ტრადიციული მეთოდების საფუძველზე. ასეთ პირობებში, ცვალებად
გარემო პირობებზე ორიენტირებული საინვესტიციო სტრატეგიის არ
არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს კომპანიის ცალკეული
სტრუქტურული ერთეულების ინვესტიციური გადაწყვეტილებების
მიზნების და მიმართულებების არათანხვედრა და შეუსაბამობა,
წინააღმდეგობების გაჩენა და მთლიანად საინვესტიციო საქმიანობის
ეფექტურობის დაცემა.
2. კომპანიის საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავების აქტუალობის
განმსაზღვრელი ერთ-ერთი პირობაა სასიცოცხლო ციკლის ახალ
სტადიაზე მოსალოდნელი გადასვლა. კომპანიის განვითარების
საერთო სტრატეგიული მიზნები ფუნქციონალური სტატეგიები:
კორპორაციათა რესურსები კომპანიის მისია ოპერა- ციული საინვეს-
ტიციო ფინან- სური სხვა სქემა 11.1. ინვესტიციური სტრატეგიის
ურთიერთკავშირი კომპანიის სტრატეგიული არჩევანის სხვა
ძირითად ელემენტებთან
თითოეული ასეთი სტადიისათვის დამახასიათებელია ინვესტიციური
აქტიურობის დონე, საინვესტიციო საქმიანობის მიმართულება და
ფორმები, ინვესტიციური რესურსების ფორმირების ტავისებურებები
და სხვა. შემუშავების სტადიაში მყოფი საინვესტიციო პოლიტიკა
საშუალებას იძლევა, რომ კომპანიის საინვესტიციო საქმიანობა
დროულად მოვიყვანოთ შესაბამისობაში მისი ეკონომიკური
განვითარების შესაძლებლობების სამომავლო კარდინალურ
ცვლილბებთან.
3. დაბოლოს, არსებითი ხასიათის პირობაა კომპანიის ოპერაციული
საქმიანობის მიზნების ძირეული ცვლილება, რაც ახალი
კომერციული შესაძლებლობების გაჩენასთან შეიძლება იყოს
დაკავშირებული. ასეთი მიზნების რეალიზაცია მოითხოვს საწარმოო
ასორტიმენტის ცვლილებას, ახალი საწარმოო ტექნოლოგიების
დანერგვას, გასაღების ახალი ბაზრების ათვისებას და ა.შ. ასეთ
პირობებში, კომპანიის ინვესტიციური აქტიურობის ზრდა და მისი
საინვესტიციო საქმიანობის ფორმების დივერსიფიკაცია
პროგნოზირებადი უნდა იყოს. ამ უკანასკნელს კი, ნათად
ფორმულირებული ინვესტიციური სტრატეგიის არსებობა
უზრუნველყოფს.
თანამედროვე ეტაპზე, კომპანიის ინვესტიციური სტრატეგიის
შემუშავება ეფუძნება მართვის ახალი კონცეფციის - სტრატეგიული
მართვის - მეთოდოლოგიურ მიდგომებს, რომელიც აშშ და წამყვანი
ევროპული ქვეყნების კორპორაციებში აქტიურად ინერგებოდა XX
საუკუნის 70-იანი წლებიდან. სტრატეგიული მართვის კონცეფცია
ასახავს კომპანიის ნათელ სტატეგიულ პოზიციონირებას (მისი
ინვესტიციური პოზიციის ჩათვლით), რაც წარმოდგენილია:
§ კომპანიის ფუნქციონირების პრინციპებისა და მიზნების სისტემაში;
§ მართვის სუბიექტისა და ობიექტის ურთიერთქმედების მექანიზმში;
§ სამეურნეო და ორგანიზაციული სტრუქტურების ელემენტებს
შორის თანაფარდობის ხასიათში;
§ ცვალებად გარემო პირობებთან ადაპტაციის ფორმებში და ა.შ.
სტრატეგიული მართვა წარმოიშვა სტრატეგიული დაგეგმვის
მეთოდების განვითარების კვალობაზე, რომელიც მის შინაარსობრივ
საფუძველს წარმოადგენს. გრძელვადიანი დაგეგმვისაგან
განსხვავებით, რომელიც ჩამოყალიბებული ტენდენციების
ექსტრაპოლაციის კონცეფციას ეფუძნება, სტრატეგიული დაგეგმვა
ითვალისწინებს არა მარტო ამ ტენდენციებს, არამედ კომპანიის
განვითარების შესაძლებლობებსა და საშიშროებებსაც (რისკებს),
რომლებსაც ჩამოყალიბებული ტენდენციების შეცვლა შეიძლება
გამოიწვიონ მომავალში.
ეფუძნება რა, მართვის ახალ პარადიგმას, ინვესტიციური სტრატეგიის
შემუშავების ბაზას წარმოადგენს კომპანიის მიერ მიღწეული
სტრატეგიული ინვესტიციური დონის წინასწარი იდენტიფიკაცია.
ასეთი იდენტიფიცირების პროცესში უნდა შეიქმნას ნათელი
წარმოდგენა იმ პარამეტრების შესახებ, რომლების ახასიათებენ
კომპანიის ინვესტიციური საქმიანობის განვითარების
შესაძლებლობებსა და შეზღუდვებს. კერძოდ:
1. როგორია სამეურნეო სუბიექტის მესაკუთერეების, მმართველების
და ინვესტიციური მენეჯერების სტრატეგიული ხედვის დონე?
2. როგორია ინვესტიციური მენეჯერების ცოდნის დონე
ინვესტიციური გარემოს უმნიშვნელოვანესი ელემენტების
მდგომარეობასა და სამომავლო დინამიკის შესახებ?
3. რომელ ინვესტიციურ რესურსებს ფლობს კომპანია, როგორია მათი
პერსპექტიული ფორმირების შესაძლებლობები, როგორ არის
უზრუნველყოფილი დაგროვების პროცესში მათი ანტიინფლაციური
დაცულობა?
4. შეესაბამება თუ არა კომპანიის ინვესტიციური აქტივობა მისი
განვითარების მიმდინარე და პერსპექტიულ მოთხოვნებს, რამდენად
სრულად გამოიყენება მისი ინვესტიციური პოტენციალი ?
5. არსებობს თუ არა კომპანიის მთლიანი სტრატეგიული კონცეფცია
მისიის, საერთო სტატეგიის, განვითარების სტრატეგიული
ნორმატივების სისტემის და ა.შ. სახით და რამდენად არის იგი
სტრუქტუირებული ცალკეული ქვედანაყოფის ჭრილში?
6. როგორია კომპანიაში მოქმედი ინვესტიციური ანალიზის,
დაგეგმვისა და კონტროლის სისტემების ეფექტურობა და რამდენად
არიან ისინი ორიენტირებული სტრატეგიული ამოცანების
გადაჭრაზე?
7. შეესაბამება უ არა კომპანიის საინვესტიციო საქმიანობის მართვის
სტრუქტურა მისი პერსპექტიული განვითარების ამოცანებს?
8. როგორია კომპანიის ინვესტიციური კულტურის დონე და რამდენად
შეესაბამება იგი მის საერთო ორგანიზაციულ კულტურას?
ინვესტიციური სტრატეგიის შემუშავების პროცესში განსაკუთრებულ
მნიშვნელობას იძენს სტრატეგიული მართვის ობიექტის გამოყოფა.
ინვესტიციური მენეჯმენტის პოზიციიდან ჩვეულებრივ გამოიყოფა
სამი ძირითადი ჯგუფი:
1. კომპანია მთლიანად - როგორც სტრატეგიული მართვის ობიექტი -
წარმოადგენს ღია კომპლექსურ სისტემას, რომელიც აერთიანებს
კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ინვესტიციური
საქმიანობის ყველა მიმართულებებსა და ფორმებს;
2. მეურნეობრიობის სტრატეგიული ზონა - ეს არის კომპანიის
ფარგლებში დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული, რომელიც
თავის საქმიანობას ახორციელებს რიგ მონათესავე დარგებში. ამ
უკანასკნელთ აერთიანებთ საერთო მოთხოვნა, გამოყენებადი
ნედლეული, ტექნოლოგიები და ა.შ. სტრატეგიული ზონის
ინვესტიციური სტრატეგია ყალიბდება როგორც კომპანიის
სტრატეგიული ინვესტიციური მართვის ერთიანი სისტემის
შედარებით ავტონომიური ბლოკი;
3. სტრატეგიული ინვესტიციური ცენტრი - წარმოადგენს კომპანიის
დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულს. იგი სპეციალიზდება ისეთი
ცალკეული ფუნქციის შესრულებასა თუ ინვესტიციური საქმიანობის
მიმართულებაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ მეურნეობრიობის
სტრატეგიული ზონებისა თუ მთლიანად კომპანიის ეფექტიან
ფუნქციონირებას. ასეთი ცენტრების ინვესტიციური სტრატეგია
შემოიფარგლება მათი საქმიანობის ფუნქციონალური
მიმართულებებით და ექვემდებარება კომპანიის საერთო
სტრატეგიული ინვესტიციური მართვის ამოცანებს.
ინვესტიციური სტრატეგიის შემუშავება დიდ როლს ასრულებს
კომპანიის ეფექტიანი განვითარების უზრუნველყოფაში, რომელიც
შემდგომში მდგომარეობს:
1. შემუშავებული ინვესტიციური სტრატეგია უზრუნველყოფს
როგორც კომპანიის, ისე მისი ცალკეული სტრუქტურული ერთეულის
მომავალი ეკონომიკური და სოციალური განვითარების
გრძელვადიანი საერთო და ინვესტიციური მიზნების რეალიზაციის
მექანიზმს;
2. ინვესტიციური სტრატეგია საშუალებას იძლევა შეფასდეს
კომპანიის ინვესტიციური შესაძლებლობები, მაქსიმალურად იქნას
გამოყენებული მისი შიდა ინვესტიციური პოტენციალი და შიქმნას
ინვესტიციური რესურსებით მანევრირების შესაძლებლობები;
3. იგი უზრუნველყოფს ინვესტიციური გარემოს ფაქტორების
დინამიური ცვლილების პროცესში წარმოქმნილი ახალი
პერსპექტიული ინვესტიციური შესაძლებლობების სწრაფ
რეალიზაციას;
4. ინვესტიციური სტრატეგიის შემუშავებით ხდება
არაკონტროლირებადი ფაქტორების შესაძლო ვარიაციების
წინასწარი გათვალისწინება, რაც საშუალებას იძლევა მინიმუმამდე
იქნას დაყვანილი უარყოფითი შედეგები;
5. იგი ასახავს კომპანიის ინვესტიციური საქმიანობის შედარებით
უპირატესობებსა და ნაკლოვანებებს, კონკურენტებთან
მიმართებაში;
6. ინვესტიციური სტრატეგიის არსებობა უზრუნველყოფს კომპანიის
ინვესტიციური საქმიანობის სტრატეგული, მიმდინარე და
ოპერატიული მართვის მჭიდრო ურთიერთკავშირს;
7. კომპანიის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სტრატეგიული
გადაწყვეტილებების მიღების დროს იგი უზრუნველყოფს
ინვესტიციური ქმედების შესაბამისი მენტალიტეტის რეალიზაციას ;
8. ინვესტიციური სტრატეგიის სისტემაში ფორმირდება რეალური თუ
ფინანსური ინვესტიციური ინსტრუმენტების შერჩევის ძირითადი
კრიტერიალური შეფასებების მნიშვნელობა;
9. შემუშავებული ინვესტიციური სტრატეგია წარმოადგენს კომპანიის
ორგანიზაციული სტრუქტურისა და ორგანიზაციული კულტურის
სტრატეგიული ცვლილების ერთ-ერთ საბაზისო წინაპირობას.
11.2. ბიზნესის სტრატეგიული გეგმის შემუშავების საფუძვლები
მოცემული თავის მიზანს წარმოადგენს მოგაწოდოთ ზოგადი (მაგრამ
არა ზედაპირული) თეორიული ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა
შევიმუშაოთ ბიზნესის სტრატეგიული განვითარების გეგმა.
ვიდრე უშუალოდ საკითხის განხილვაზე გადავიდოდეთ, პასუხი
გავსცეთ ორ კითხვას:
1. რა არის სტრატეგიული გეგმა? თვით სიტყვა სტრატეგია თითოეულ
ჩვენგანში, ალბათ, უფრო საბრძოლო ტერმინის ასოციაციას იწვევს,
ვიდრე ეკონომიკურის. მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საბაზრო
ეკონომიკა (მიუხედავად მისი დემოკრატიულობისა და სოციალურად
ორიენტირებულობისა) არის კონკურენციული ეკონომიკა. ხოლო
თვით „კონკურენცია“ - ეს არის ბრძოლა გამარჯვებისათვის,
გადარჩენისათვის არსებობის უფლებისათვის. ამიტომ არის, რომ ასე
ხშირად ვხმარობთ სიტყვათა შეთანხმებას - „კონკურენციული
ბრძოლა“. თითოეული კომპანია გარკვეული მიზნების
მიღწევისათვის იბრძვის და ამისათვის არსებობს. ამ მიზნების
ერთობლიობა ქმნის „მისიას“ და ყველაფერი რაც კეთდება მისი
შესრულებისაკენ არის მიმართული. სტრატეგიული დაგეგმვა არის
პროცესი, რომლის მეშვეობითაც ორგანიზაციის ძირითად მუშაკებს
შეუძლიათ:
Ø მონაწილეობა მიიღონ და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებები
შეიტანონ კომპანიის მისიაში;
Ø შეაფასონ კომპანიის მიმდინარე მდგომარეობა და მისი
პერსპექტივები;
Ø განსაზღვრონ მათი ბიზნესის განვითარების პერსპექტივები
ხანგრძლივვადიან პერიოდში;
Ø დასახონ გეზი, თუ როგორ მიიყვანონ კომპანია არსებული
მდგომარეობიდან სასურველ პოზიციებამდე ისეთი საკითხების
განხილვით, რომლებიც გათვალისწინებულია SWOT ანალიზით;
2. არის თუ არა აუცილებელი სტრატეგიული დაგეგმვა? მის
საჭიროებაზე მეტყველებს შემდეგი ფაქტები:
Ø დრო სწრაფად იცვლება. ბიზნესის წარმართვა ისე ძნელი ხდება,
რომ მენეჯერმა მისდა გასაოცრად შეიძლება მოულოდნელად
აღმოაჩინოს, რომ მისი საქმე კონტროლს აღარ დაექვემდებარება,
თუ სათანადო დაგეგმვასა და კონტროლს არ მიმართავს;
Ø კონკურენცია უფრო მწვავდება. მცირე კომპანიებს ხშირად მათზე
გაცილებით დიდ კომპანიებთან კონკურენციულ ბრძოლაში ჩართვა
უხდებათ. წარმატებებს მხოლოდ ისინი აღწევენ, რომლებმაც იციან
გრძელვადიანი დაგეგმვის უპირატესობანი და იყენებენ მას;
Ø სტრატეგიული გეგმა უფრო ამჭიდროებს და იდეურად აახლოებს
კომპანიათა თანამშრომლებს. სტრატეგიული გეგმა - ეს არის მთელი
მმრთველობითი გუნდის
ერთიანი შემოქმედებითი ძალისხმევის შედეგი. ამიტომ, ისინი
მთელი სულით და გულით მხარს უჭერენ მას, როგორც საკუთარ
იდეას და შრომის ნაყოფს;
Ø სტრატეგიული გეგმა გიადვილებთ პარტნიორებთან და სხვადასხვა
საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტებთან ურთიერთობას. გაცილებით
იოლია საუბარი ბანკებთან, სადაზღვევო კომპანიებთან,
მომწოდებლებთან, ინვესტორებთან საუბარი, როდესაც გამართული
სტრატეგიული გეგმა გაგაჩნია;
სტრატეგიული გეგმის შემუშავებას თავისი ეტაპები გააჩნია. ესენია :
1. სასტარტო პოზიციების განსაზღვრა. ანუ, პასუხი უნდა გაეცეს
კითხვას - რას წარმოვადგენთ?
2. მიზნების განსაზღვრა გრძელვადიან პერსპექტივაში. ანუ,
ვუპასუხოთ კითხვას - რას გვინდა რომ მივაღწიოთ?
3. მომავალი საქმიანობის ორგანიზაცია. ე.ი. რა უნდა გავაკეთოთ
მიზნის მისაღწევად?
4. კონკრეტული გადასაჭრელი ამოცანების განსაზღვრა და
პრიორიტეტების მონიშვნა. ანუ, როგორ ვაკეთოთ საქმე?
ზემოთ დასმულ შეკითხვებზე სრულყოფილად პასუხის გასაცემად
იყნებენ ე.წ. SWOT ანალიზის სისტემას. იგი შემდეგნაირად იშიფრება:
Strength - ძლიერი მხარეები. აქ თავს უყრიან კომპანიის იმ
მაჩვენებლებს, რომლებითაც იგი წინ უსწრებს და სჯობნის თავის
კონკურენტებს.
Weaknesses - სუსტი მხარეები. აქ ყურადღებას ამახვილებენ კომპანიის
საქმიანობისათვის დამახასიათებელ უარყოფით, სუსტ მხარეებს.
Opportunities - შესაძლებლობები. აქ ჩამოთვლიან კომპანიის
განკარგულებაში არსებულ ყველა საშუალებას, რომლის
გამოყენებაც შესაძლებელია სუსტი მხარეების აღმოფხვრისა და
მუშაობის გაუმჯობესებისათვის.
Threats - საშიშროებები (ზოგჯერ ხმარობენ რისკს). აქ განიხილება
ყველა შესაძლო წინააღმდეგობა, უარყოფითი მოვლენა, რომლებმაც
შეიძლება ხელი შეუშალონ კომპანიის გეგმების განხორციელებას და
მიზნების მიღწევას.
SWOT ანალიზი პროგნოზირების იმდენად მნიშვნელოვანი მეთოდია,
რომ თითქმის შეუძლებელია მისი გამოყენების არეალის საზღვრების
დადგენა. მისი განხორციელების ობიექტი შეიძლება იყოს კომპანიის
საქმიანობის თითქმის ყველა სფერო და მიმართულება. მაგალითად
ასეთებია: შემოსავლის ზრდა და ფინანსური მდგომარეობის
გაუმჯობესება; კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება;
მოულოდნელად წარმოჩენილი ტენდენციებით სარგებლობა;
თანამშრომლებთან კავშირების გაუმჯობესება და კადრების
კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა; საზოგადოებრივი კავშირების,
რეკლამის გაუმჯობესება; არსებული ორგანიზაციული სტრუქტურის
მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირება; კადრების ჩანაცვლების
საკითხის მოგვარება და სხვა მრავალი. მართალია, ჩამონათვალში
თავმოყრილია ერთმანეთისაგან დიამეტრიულად განსხვავებული და
მრავალფეროვანი მიმართულებები, მაგრამ იგი ოდნავადაც ვერ
ფარავს ანალიზის მოცემული მეთოდის შესაძლებლობებს.
SWOT ანალიზის ჩატარებისას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,
რომ:
Ø ანალიზი განხორციელდეს დაგეგმვის და მიზნების განსაზღვრის
დაწყებამდე სულ ცოტა ერთი თვით ადრე მაინც;
Ø მასში მონაწილეობა ყველა კომპეტენტურმა პიროვნებამ მიიღოს;
Ø თითოეული მიმართულება ჩამოყალიბებულ იქნას მაქსიმალურად
ლაკონურად (არა უმეტეს ხუთი სიტყვისა);
Ø ჩანაწერები განთავსებულ იქნას თვალსაჩინო ადგილას;
Ø ჩატარდეს თითოეულის მოსაზრებაზე დისკუსია;
Ø ანალიზის შედეგები ჩამოყალიბდეს ნათლად და გასაგებად;
Ø განისაზღვროს პასუხისმგებელი პირები თითოეული მიზნის
მიხედვით;
Ø განისაზღვროს ორგანიზაციის მისია;
მისიის განსაზღვრით, ჯგუფი გადადის დაგეგმარებითი პროცესის
შემდეგ ეტაპზე. მისია აღწერს იმ ბიზნესს, რომელშიც კომპანია
იმყოფება. ტიპიური მისია აღწერს: ორგანიზაციის არსებობის
მიზეზებს; მომხმარებლისათვის შეთავაზებულ საქონელს და/ან
მომსახურებას; კლიენტურას; ბიზნესის ხასიათსა და მარკეტინგულ
სეგმენტებს; სპეციალიზაციის არეებს და ა.შ.
ჩვენი მსჯელობა უფრო გასაგები რომ იყოს, გთავაზობთ კომპანიის
მიზნებთან უშუალო კავშირში მყოფი მისიის რამდენიმე მაგალითს:
კომპანიის ზოგადი მიზანი მიზნიდან გამომდინარე მისიის
განსაზღვრა
ლიდერის პოზიციის შენარჩუნება კომპანია მოწოდებულია თავის
მიზანს მიაღწიოს იმის მეშვეობით, რომ იგი ხარისხიანი დაზღვევითა
და საფინანსო მომსახურებით, უზრუნველყოფს ფიზიკურ და
იურიდიულ პირებს თავისი მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით ,
რომლებიც ერთსულოვნად იცავენ კლიენტის პატიოსნად
მომსახურების ტრადიციას.
სამომხმარებლო ბაზრის ახალი
სეგმენტის ათვისება კომპანია დაბალშემოსავლიან ოჯახებს
დამატებით სთავაზობს ზაფხულში დასვენებასა და ექსკურსიებს
ქვეყნის ზღვისპირეთში და უზრუნველყოფს მაღალხარისხოვან,
უპრობლემო მომსახურებით დაბალ ფასებში.
საკმაო ორიგინალურობით გამოირჩევა მსოფლიოში ერთ-ერთი
უდიდესი კომპანია IBM-ის მიზანი-მისია. ისინი ამბობენ: „ჩვენი მიზანი
ადვილი ჩამოსაყალიბებელია: ჩვენ გვსურს ვიყოთ მსოფლიოში
საუკეთესო მომსახურების კომპანია“. ასევე საინტერესოდ ჟღერდა
გასული საუკუნის 60-იან წ.წ. სსრკ-ს კომუნისტური პარტიის
ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის, ნ. ხრუშოვის მიზანი:
„დავეწიოთ და გადავასწროთ აშშ-ს ერთ სულ მოსახლეზე ღორის
ხორცის წარმოებით“.
დაგეგმვის შემდგომი ეტაპია კომპანიის ძირითადი საშედეგო
სფეროების (ინგ. key result areas - KRA) განსაზღვრა და ანალიზი. ეს ის
სფეროებია, რომლებშიც კომპანიამ წარმატებას უნდა მიაღწიოს
ზრდა-განვითარებაში. შედეგობრივი სფეროები გამომდინარეობენ
კომპანიის მიზნებისა და არჩეული ტაქტიკისაგან, მაგრამ მიღწეული
წარმატებების (წარუმატებლობის) გაანალიზება მნიშვნელოვნად
განსაზღვრავს ფირმის მომავალი სტრატეგიული მიზნების
ჩამოყალიბებას.
მას შემდეგ, რაც თითოეული ძირითადი შედეგობრივი სფერო
შეთანხმებულია, დაგეგმვის შემდგომი ფაზაა თითოეული KRA-
სათვის სტრატეგიული მიზნების დადგენა. ჩვეულებრივ, თითოეულ
სფეროში ერთი ან ორი (არ არის გამორიცხული იყოს მეტიც)
სტრატეგიული მიზანია, რომლებიც ასევე ზუსტად უნდა იქნან
განსაზღვრული.
მივმართოთ კვლავ მაგალითს: ძირითადი საშედეგო სფერო -
შემოსავლების ზრდა; სტრატეგიის წინადადება - შემოსავლის ზრდა
ახალი მომხმარებლის ხარჯზე, გაყიდვის მოცულობის გაფართოება
არსებულ მყიდველებზე დაყრდნობით, ფილიალების გახსნა, ახალი
საქონლის და მომსახურების მარკეტინგი და ა.შ.
უკვე ყველაფერი მზადაა სტრატეგიული მიზნების
მხარდასაჭერისთვის ტაქტიკური მიზნების დასადგენად. საბოლოოდ,
უნდა მოხდეს ტაქტიკური მიზნების პრიორიტიზირება,
მოვალეობების განსაზღვრა და შესრულების ვადების შეთანხმება.
მაგალითად, თუ სტრატეგიული მიზანი შემოსავლების ზრდაა, მისგან
გამომდინარე ტაქტიკური მიზანები შეიძლება იყოს: ახალი საქონლის
წარმოება და გაყიდვა (შესაძლებლობების გამოყენება); ახალი
სპეციფიკური ბაზრის განსაზღვრა და მასზე შესაღწევად მიზნობრივი
მარკეტინგული გეგმის შემუშავება (სარგებლობა ძლიერი მხარით );
დაბალი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლების გათავისუფლება
(სუსტი მხარის გამოსწორება), გამყიდველების გადაყვანა
ფიქსირებულიდან, გაყიდვებზე დამოკიდებულ ცვლადი
ანაზღაურების პრინციპზე (შესაძლებლობის გამოყენება, სუსტი
მხარის გამოსწორება) და ა.შ.
მას შემდეგ, რაც უკვე არის SWOT-ის კატეგორიები და თითოეულის
მიმართ განსაზღვრულია მოქმედების ტაქტიკური მონახაზი,
მენეჯერთა ჯგუფი მზადაა გადავიდეს დაგეგმვის პროცესის შემდგომ
ეტაპზე. ახალი ფაზა - ეს არის სტრატეგიულ გეგმაში საბიუჯეტო
პოლიტიკის ინტეგრირება. შეთანხმებული სტრატეგიები და
ტაქტიკური სვლები შემოსავლებზე და დანახარჯებზე აუცილებლად
იმოქმედებენ განსხვავებული ხარისხით და სხვადასხვა დროს, იმის
და მიხედვით, თუ როგორია განხორციელების ვადები.
მენეჯერთა ჯგუფმა თითოეული მიზნის შემოსავლებზე და
დანახარჯებზე პოტენციური ზემოქმედება უნდა გაიაზროს ისე , რომ
საბოლოოდ დადგინდეს პრიორიტეტები, რომლებიც უნდა აისახონ
მომავალ ბიუჯეტში. მიმართულებების პრიორიტიზირება, როგორც
წესი ხორციელდება მათზე ქულების მინიჭებით და მნიშვნელოვნების
კოეფიციენტების მიყენებით. მიღებული შედეგებიდან გამომდინარე,
დგინდება შუალედები, რომლების მიხედვითაც გადასაჭრელი
პრობლემები შეიძლება დაიყოს რამდენიმე ჯგუფად: პრიორიტეტული
(გადაუდებელი, პირველი რიგისობის), ძალიან მნიშვნელოვანი,
ნაკლებ მნიშვნელოვანი, სამომავლოდ პერსპექტიული (არ არის
მიმდინარე პრობლემა).
განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება არჩეული მიზნების
განხორციელების ვადების დადგენას. ვგულისხმობთ, რომ ვადებიც
(ისევე როგორც სხვა საკითხებიც), შეთანხმებული უნდა იყოს
პერსონალთან. თითოეულ პიროვნებას უნდა ჰქონდეს საკმარისი
დრო მასზე დაკისრებული მიზნების მისაღწევად. წინააღმდეგ
შემთხვევაში, მალე დარწმუნდებით, რომ გეგმის განხორციელება
შეუძლებელია, ხოლო მასზე დახარჯული დრო და რესურსები,-
დაკარგული და წყალში გადაყრილი.
აქამდე ჩატარებული სამუშაოების შემდეგ, კომპანია მზად არის
განიხილოს ბიზნეს გეგმის კოორდინაციისა და მეთვალყურეობის
საკითხი.
წინასწარ დასახული მიზნებისა მიღწევისა და მაქსიმალური
შედეგების მიღების მიზნით, აუცილებელია ბიზნეს გეგმის
შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი. საჭიროა დაინიშნოს
ბიზნეს-გეგმის კოორდინატორი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს
გეგმის სხვადასხვა ნიწილების გაერთიანება ერთიან მთელად და
თვალყური ადევნოს ბიზნეს-გეგმის განხორციელების, ცხოვრებაში
დანერგვის პროცესს. იგი ყოველთვიურად აგროვებს მიზნების
მიხედვით ანგარიშებს და აანალიზებს ფაქტიური მდგომარეობის
სასურველთან შესაბამისობას. იგი აღნიშნავს დროის დეფიციტებს,
აკეთებს ხელახალ პროგნოზებს, იწვევს შეკრებებს, აკეთებს მოკლე
ჩანაწერებს ბიზნეს-გეგმის მონაწილეთა პროგრესირების შესახებ და
ა.შ.
მეტი სიცხადისა და სიმარტივისათვის, ყოველივე ზემოთ თქმული,
შეიძლება წარმოვიდგინოთ მუდმივად განვითარებადი, ცალკეული
ეტაპებისაგან შემდგარი უწყვეტი პროცესის სახით:
აღსანიშნავია, რომ ყველა ბიზნეს გეგმა არ არის დაზღვეული
შეუსრულებლობისაგან. მათი წარუმატებლობის ძირითადი მიზეზები
შეიძლება იყოს:
Ø ზოგიერთი გეგმა აგებულია არასწორად დასახული სტრატეგიის
მიხედვით;
Ø ზოგჯერ მთლიან გეგმას არ გააჩნია დეტალური განხორციელების
მიკრო-გეგმები ამოცანების, დროის განრიგისა და მოვალეობების
თანხლებით;
Ø ზოგჯერ არასწორად არის ორგანიზებული გეგმის შესრულების
მიმდინარეობა, სუსტია მენეჯმენტის ჯგუფი, მკაცრად არ არის
განსაზღვრული თითოეული მონაწილის პასუხისმგებლობის
ფარგლები და ხარისხი და ა.შ.
პროგრამა მიზნები ანალიზი ახალი სასტარტო პოზიციები სასტარტო
პოზიციები რით ვიწყებთ? პროცესი რას, როგორ ვაკეთებთ? შედეგები
რით დავამთავრეთ?
3. დაგეგმვა და მიზნების დასახვა მცირე ბიზნესში
საქმის გაძღოლა, დასახული მიზნების მიღწევა და მომავალშიც
წარმატებულობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათგან
მნიშვნელოვან ნაწილს მცირე მეწარმე ვერ მართავს:
კანონმდებლობაში ცვლილებები, საბაზრო კონიუნქტურის შეცვლა,
სტიქიური უბედურებები და სხვა. მაგრამ არის ისეთებიც, რომლებიც
მთლიანად მეწარმის პიროვნულ თვისებებთან, საქმისადმი
ერთგულებასთან, ბიზნესის ორგანიზებულობასა და
შორსმჭვრეტელობასთან არის დაკავშირებული. სამეწარმეო
საქმიანობის ორგანიზაციისა და მართვის მრავალი თეორიული
მკვლევარი და პრაქტიკოსი, მენეჯმენტის ხუთ ფუნქციას გამოყოფს:
დაგეგმვა, ორგანიზაცია, მართვა, კონტროლი და კოორდინაცია.
მოცემულ თავში ჩვენ მოკლედ შევეხებით თითოეულ მათგნს,
მოვიყვანთ პრაქტიკულ მაგალითებს, რითაც საფუძველს შევუქმნით
წარმოდგენილი სახელმძღვანელოს მეორე ნაწილში -
„ინვესტიციური მენეჯმენტი“ მოცემული პრაქტიკული სამუშაოს -
„კომპანიის საინვესტიციო სტრატეგიის დაგეგმვისა და მართვის“,
შესრულებას.
დაგეგმვის ეტაპის დროს, თავდაპირველად უნდა ჩამოყალიბდეს
გრძელვადიანი (რამდენიმე წელზე გათვლით) მიზნები
გაყიდვებისათვის, მოგებისათვის, კონკურენციული
მდგომარეობისათვის, პერსონალის განვითარებისათვის, ახალი
კავშირების დამყარებისათვის და ა.შ. ამის შემდეგ, უნდა დადგინდეს
კონკრეტული ამოცანები, რომლებიც მიმდინარე პერიოდში
უზრუნველყოფენ და განაპირობებენ პერსპექტიული მიზნების
მიღწევას.
გვინდა თქვენი ყურადღება შევაჩეროთ ერთ საყურადღებო
მომენტზე. ჩვენი აზრით, არსებითი მნიშვნელობა იმას, თუ დაგეგმვის
რომელ პრინციპს აირჩევთ5 საქმიანობაზე ორიენტირებულ მართვას ,
თუ მიზნებზე ორიენტირებულ მართვას. ვფიქრობთ, ეს უკანასკნელი
გაცილებით უფრო მართებული და შედეგებზე გათვლილი მიდგომაა
პირველთან შედარებით და ამიტომ, მხოლოდ მის განხილვაზე
შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას.
ამრიგად, მოცემულ თავში, ჩვენ წარმოგიდგენთ მიზნების მიხედვით
მართვას, შემოკლებით მმმ (Management by objectives - MBO). იგი
გულისხმობს მიზნების დადგენას მენეჯმენტის ყველა დონისათვის,
რომლებიც კომპანიის მიზნებიდან გამომდინარეობს. ჩვეულებრივ,
საწარმოთა პერსონალი ხელმძღვანელობდა დებულების მიხედვით ,
რომელშიც შესასრულებელ სამუშაოთა სახეები იყო ჩამოთვლილი.
რაც შეეხება მმმ-ს, მას აქცენტები მისაღებ შედეგებზე გადააქვს.
მოყვანილი მაგალითით ჩვენ გვინდოდა თქვენთვის დაგვენახვებინა,
რომ მმმ განიხილავს და მეტ ყურადღებას აქცევს შედეგებს და არა
მიმდინარე საქმიანობას. ეს პრინციპი საქმიანობას (სამუშაოს)
მისაღწევი შედეგების გათვალისწინებით განიხილავს. ანუ,
საქმიანობა არ არის მნიშვნელოვანი ელემენტი, იგი მხოლოდ
შუალედური ნაბიჯია სასურველი მიზნის მისაღწევად.
მიზნების მიღწევაზე ორიენტირებულობა რამდენჯერმე ვახსენეთ ,
ამიტომ მასზე ცოტა უფრო კონკრეტულად საუბარი საჭიროდ
მივიჩნიეთ. გრძელვადიანი მიზნების დასახვა ერთობ მნიშვნელოვანი
და გადამწყვეტი ფაზაა, რადგან ძალიან ბევრია დამოკიდებული
იმაზე, თუ რამდენად სრულყოფილად და სწორად გვაქვს ჩვენ
თვითონ აღქმული ჩვენი მისია და საბოლოო ორიენტირი. მმმ-ის
პრინციპიდან გამომდინარე, გვინდა შემოგთავაზოთ მიზნების
დასახვის ე.წ. SMART მეთოდი. თვითონ სიტყვა (რომელიც
ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც გონიერი, ჭკვიანი,
გონებამახვილი), წარმოადგენს შემდეგი სიტყვების აბრევიატურას:
Specific - სპეციფიკურობა. იგი შეიძლება გავიგოთ, როგორც საკითხის
დასმა. ეს ნიშნავს, რომ კონკრეტული პრობლემა (რომლის გადაჭრაც
შეიძლება იყოს ჩვენი მიზანი) განმარტებულ და განსაზღვრულ უნდა
იქნეს ნათლად და ყველასათვის გასაგებად.
Measurable - განზომილებადობა. უნდა შეიძლებოდეს თითოეული
დასახული მიზნის გამოსახვა რაიმე მაჩვენებლებში -
რაოდენობრივში, ხარისხობრივში და ა.შ.
Achievable - მიღწევადობა. იგი ნიშნავს, რომ მიზნები უნდა იყოს
განხორციელებადი. მათი მიღწევა რაც შეიძლება მეტად უნდა იყოს
დამოკიდებული თვით მიზნის დამსახავზე. აქვე უნდა განისაზღვროს
მიზნის მიღწევის გზები.
Realistic - რეალურობა. დასახული მიზანი არ უნდა იყოს აბსურდული
და საფუძველს მოკლებული. არ შეიძლება დავისახოთ ძნელად
შესრულებადი მიზნები.
Timed - დროულობა (ვადიანობა). გულისხმობს შესრულების ვადების
წინასწარ განსაზღვრას.
საქმიანობის გრძელვადიანი მიზნები წარმოადგენს ქვაკუთხედს
თქვენი საწარმოს მმმ-ის პროგრამაში. როგორც მინიმუმ, მიზნები
გასაგები უნდა იყოს თქვენი კომპანიის ყველა დონის
მენეჯერისათვის. ხშირ შემთხვევაში, თავს იჩენენ პრობლემები,
რომელთა გადაჭრის მიზნების დასახვაში თქვენმა მენეჯერებმაც
უნდა მიიღონ მონაწილეობა. საერთო საწარმოო მიზნებიდან
გამომდინარე, ისინი შეიმუშავებენ თავიანთ საკუთარ მიზნებს და
მუშაობას ააგებენ მათთან შესაბამისობაში. საქმისადმი ასეთი
მიდგომა უფრო გამართლებულად მიგვაჩნია, რადგან უბრალო
ადამიანური ფსიქოლოგიაა: თუ მენეჯერებს წვლილი მიუძღვით
გრძელვადიანი მიზნების დასახვაში, ისინი თავიანთი
შესაძლებლბების მაქსიმუმს გააკეთებენ მათ მისაღწევად.
აღსანიშნავია, რომ მმმ-ის გამოყენება ნებისმიერი სახის
ორგანიზაციაში შეიძლება, ოღონდ შედგენილი პროგრამა გარკვეულ
აუცილებელ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ესენია:
1. თითოეული მენეჯერის მუშაობა ხუთიდან ათამდე მიზანს უნდა
შეიცავდეს, რომლებიც სპეციფიკურ განზომილებად ერთეულებში
უნდა იყოს გამოხატული;
2. თითოეული მენეჯერი ანგარიშს აბარებს კომპანიის მმართველს და
სთავაზობს მას მის მიერ ფორმულირებულ საკუთარ მიზნებს
წერილობითი ფორმით. მიზნების დადგენა ხდება მხოლოდ ორივე
მხარის ურთიერთშეთანხმების შემდეგ;
3. თითოეული მიზანი უნდა შედგებოდეს მიზნის განსაზღვრისაგან,
მისი შეფასებისაგან და მის მისაღწევად საჭირო ნაბიჯების
აღწერისაგან;
4. შედეგები სისტემატიურად მოწმდება რეგულარულ ინტერვალებში
(კვარტალში ერთხელ მაინც) და ხდება მათი შედარება დასახულ
მიზნებთან და პროგნოზებთან;
5. მართვის თითოეული დონის მიზანს კავშირი უნდა ჰქონდეს ზედა
და ქვედა დონეებთან;
მმმ-ის სისტემა შემუშავებულად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ,
როდესაც ყველა მიზანი შეთანხმდება. საჭიროების შემთხვვევაში,
მენეჯერებმა შეიძლება სპეციალური სწავლებაც კი გაიარონ. ასევე
შესაძლებელია, რომ მათ შეიმუშაონ საკუთარი მინიატურული
გეგმები, რომლებშიც თავმოყრილი იქნება მათი მიზნებიდან
გამომდინარე ქვე-მიზნები. ამ შემთხვევაში, მიზანი მიღწეულად
ჩაითვლება მაშინ, როდესაც თავის დროზე ამოიწურება ყველა ქვე-
მიზანი.
ხშირ შემთხვევაში, მენეჯერები მიმართავენ მიზნების
კლასიფიკაციას. იგი შეიძლება მოხდეს შემდეგ არეალებში:
1. რეგულარული სამუშაო მიზნები - ეხება იმ საქმიანობას, რომელიც
მენეჯერების მოვალეობების ძირითად ნაწილს შეადგენენ;
2. პრობლემის გადაწყვეტის მიზნები - საშუალებას აძლევენ
მენეჯერებს განსაზღვრონ მათი ძირითადი პრობლემები;
3. განახლების მიზნები - ეხება აქტუალურ პრობლემებს;
4. განვითარების მიზნები - ეხება კომპანიის პერსონალის ცოდნის,
პროფესიული უნარჩვევების გამუდმებით განახლების და
განვითარების პრობლემებს;
ავს განვითარების რეგულარული ანგარიშები. ზემოთ
მოგახსენებდით, რომ ეს სისტემა უფრო მეტად არის
ორიენტირებული შედეგებზე. მისი ამ თვისების გამო, ბევრი ავტორი
მას MBO/R-ის კონცეფციასაც უწოდებს. R (result) ნიშნავს შედეგს.
მხოლოდ მიზნების დასახვა არ არის საკმარისი და იგი აუცილებლად
გამყარებული უნდა იყოს მიზნის მისაღწევად განვითარების
რეგულარული გადასინჯვით. მმმ-ის სისტემის ფუნქციონირება
გულისხმობს კომპანიაში მომუშავე პერსონალის მოღვაწეობის
შეფასებას.
საქმიანობის შეფასებისას მმმ-ის სისტემა აქცენტს აკეთებს არა
სუბიექტურ ფაქტორებზე (მაგ. ლიდერობის უნარზე), არამედ
ობიექტურაზე. მაგალითად მმმ-ს მიზნების მიღწევაში
წარუმატებლობის მიზეზი შეიძლება იყოს არასწორი მიზნის დასახვა,
მიზნის მიღწევის არასათანადო შეფასება, ორგანიზაციული
შეზღუდვის არსებობის გაუთვალისწინებლობა და სხვა. ამგვარად,
მმმ-ის სისტემა შეიძლება წარმოვიდგინოთ ოთხი ნაწილისაგან
შემდგარი წრის სახით, როგორც ეს ნახატზეა მოცემული:
მართალია, მმმ-ის სისტემაზე ჩვენ მხოლოდ დადებითად ვისაუბრეთ,
მაგრამ რა თქმა უნდა, იგი დაცული არ არის ნაკლოვანებებისაგან.
მმმ-ის ყველა პროგრამა არ არის წარმატებული, რისი რამდენიმე
მიზეზიც შეიძლება არსებობდეს:
1. პროგრამის შემუშავებაში არ იყვნენ ჩართული მაღალი დონის
სპეციალისტები. შეიძლება კომპანიის ხელმძღვანელმა საკუთარი და
თავისი მენეჯერების შესაძლებლობები და ცოდნა გადამეტებულად
შეაფასოს და არ მოიწვიოს პროფესიონალი ექსპერტები;
2. კომპანიამ დაისახა რეალობასთან შეუსაბამო მიზნები;
3. გაძნელებული იყო პროგნოზირება რთული სოციალურ-
ეკონომიკური პირობების გამო;
4. მმმ განხორციელდა მოუმზადებლად, როგორც ავარიული
პროგრამა;
მართალია, ძალიან ძნელია შეაჩვიოთ პერსონალი იფიქროს
შედეგების და არა სამუშაოსთან დაკავშირებული საქმიანობის
მიხედვით, მაგრამ ამის გაკეთება ნამდვილად შესაძლებელია.

You might also like