You are on page 1of 6

ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ქართული ფილოლოგია

რეფერატი

ბარბარიზმები
რუსულიდან შემოსული ლექსიკა

სალექციო კურსი: ქართული სალიტერატურო ენის ისტორია.


ლექტორი: დარეჯან თვალთვაძე.
სემინარის ხელმძღვანელი: ეკა კვირკველია

2020
შესავალი

ენა ბუნებით სოციალური ფენომენია, იგი ადამიანის, ზოგადად,


არსებობისა თუ ყოველდღიურობის ფორმირების უმნიშვნელოვანესი
საშუალებაა და ამდენად, ის ცოცხალი პროცესებისგან შედგება. ხმარებიდან
გადის ძველი სიტყვები, შემოდის ახალი და ეს დამოკიებულია ისტორიულ,
კულტურულ თუ სოციალურ ვითარებებზე. ამ მხრივ, არც ქართული ენაა
გამონაკლისი, რადგან უამრავი უცხო სიტყვაა ჩვენშიც, რომელიც დროთა
განმავლობაში გაშინაურდა. სწორედ ასეთ სიტყვებს უწოდებენ
ბარბარიზმებს.

მარტივად მისახვედრია, რომ ტერმინი ბარბაროსებს უკავშირდებათ.


ბარბაროსი ის ველური წარმომავლობის იდენტობა იყო, ვინც კულტურას
იპყრობდა. შესაბამისად, ენობრივი ბარბარიზმი ცდილობს დაიპყროს ამა
თუ იმ კულტურისთვის შინაური სიტყვა და თავისით ჩაანაცვლოს.

საქართველო თავისი ისტორიითა თუ გეოგრაფიული არეალით, ცხადია, ამ


მხრივ ძალზედ საინტერესო მოცემულობაა. აღმოსავლეთისა და
დასავლეთის გასაყარზე მდებარე ქვეყანა, რომელსაც ჩრდილოეთით
ზესახელმწიფო ესაზღვრება, ფაქტია, თავისას იზამდა და ამიტომაც, ჩვენში
არაერთი ბარბარიზმია. უმეტეს წილად, კი რუსული, რადგან რუსიფიკაცია,
რუსული ანექსია, ერთმორწმუნეობა - ადვილად პროგნოზირებადია, რომ
ენას თავის კვლას დაამჩნევდა.

ბარბარიზმების მომრავლების ერთ-ერთი მიზეზი არის ქართული


ლექსიკოგრაფიის უგულებელყოფა საქართველოში. ახალმა ვითარებამ,
რაშიც საქართველო აღმოჩნდა დამოუკიდებლობის წლებში, ახალი
დარგების განვითარებამ, მეცნიერებისა და ტექნიკის რევოლუციურმა
წინსვლამ გამოიწვია ქართულ ენაში ახალი ცნებების, ახალი სიტყვების
მოზღვავება.  ამ ვითარებას ფილტრად ქართული ლექსიკოგრაფია უნდა
დასდგომოდა. ასევე რუსული ბარბარიზმების შემოსვლას ხელი შეუწყეს
რუსეთში განათლება მიღებულმა და სამშობლოში დაბრუნებულმა
ახალგაზრდებმა. „გავიდა დრო… გავიდა დრო და რუსულმა ანექსიამ იწყო
დაღის დასმა ქართულ ენაზე. პრიორიტეტული და საამაყო გახდა რუსული
ენის ცოდნა და ქართულშიც უხვად შემოდიოდა ბარბარიზმებად უხეში
რუსული სიტყვები. ისე შეესია რუსული ბარბარიზმები ქართულ ენას,
როგორც კალია მწიფობაში მყოფ ყანას. აკაკი წერეთლისა არიყოს, ქართულ
ენაზე მოლაპარაკეთ როზგს სცემდა კოჭებში რუსიფიკაცია. ძალითა თუ
ნებით თავს იმკვიდრებდა რუსული და აუშნოებდა ვეფხისტყაოსნის
შემქმნელ ენას. გაწითლებულსა და გავარვარებულ საბჭოთა საქართველოს
კონსტიტუციაში სახელმწიფო ენად ქართული იყო ჩაწერილი. სწორედ
მასზე, იმ ფარატინა ფურცელზე მთავრდებოდა იბერთა უძველესი,
უმშვენიერესი ენის ყველა უფლება და ღირსება, ისე კი რუსული იყო
იძულება და აუცილებლობა…“

გარდა ნეგატიური ეფექტისა ბარბარიზმებს გარკვეული პოზიტიური


შედეგებიც მოაქვს. ამ მხრივ, იგი არა მხოლოდ იმ პროფესიული თუ ახალი
საგნებისა და მოვლენების აღსანიშნად გამოიყენება, რაც ენას არ გააჩნია,
არამედ მას აქტიურად იყენებენ მხატვრულ ლიტერატურაშიც. ავტორები
მათ მოიხმობენ, პერსონაჟის დასახასიათებლად, სოციალური გარემოს
დასახატად, კომიკური ეფექტის მიღწევის მიზნით, როგორც სხვა ხალხთა
ყოფის, ისე ადგილობრივი კოლორიტის საჩვენებლად. ბარბარიზმების
ხაზგასმული სიჭარბით ხმარებას „მაკარონულ“ მეტყველებას უწოდებენ.

ძირითადი ნაწილი

რუსულობის გამო დაწუნებული ზოგი სიტყვა დღესაც აქტიურად


გამოიყენება, მაგ. „ბასანოშკი“ რუსულიდან შემოსული ბარბარიზმია.
დღემდე ეს სიტყვა სწორედ ამ ფორმით – ბასანოჟკი (ბოსონოჟკი)
გვხვდება ცოცხალ მეტყველებასა თუ თანამედროვე ქართულ
სიმღერებში, მაგ.: „მაგ თუმნით უნდა მეყიდა, წითელი ბასანოჟკები“

ასევე ხშირად გვესმის სიტყვები: საროჩკა-პერანგი, ბასეინი-აუზი, პრობკა-


საცობი, სპიჩკა-ასანთი, შპილკა - სარჭი, ზაჟიგალკა - სანთებელა, ბაკი -
ავზი, ტაშტი - ვარცლი და სხვა.

ქართული ენის ეროვნული კორპუსი შესაძლებლეობას იძლევა ემპირიულ


და სტატისტიკურ მონაცემებზე გავაგრძელოთ მსჯელობა.

კორპუსები: ძველი ქართული/ საშუალო ქართული/ ახალი ქართული:


32 (40,0%)ტაშტი
13 (16,2%)ტაშტში
7 (8,7%) ტაშტს
6 (7,5%) ტაშტითა
3 (3,7%) ტაშტსა
2 (2,5%) ტაშტით
2 (2,5%) ტაშტშიგან
1 (1,2%) ტაშტაბრაგითა
1 (1,2%) ტაშტები
1 (1,2%) ტაშტებით
1 (1,2%) ტაშტებითა
1 (1,2%) ტაშტზე
1 (1,2%) ტაშტზედ
1 (1,2%) ტაშტიანი
1 (1,2%) ტაშტიდან
1 (1,2%) ტაშტივით
1 (1,2%) ტაშტის
1 (1,2%) ტაშტისთვის
1 (1,2%) ტაშტისკენ
1 (1,2%) ტაშტისხელა
1 (1,2%) ტაშტიც
1 (1,2%) ტაშტშიგ

„ტაშტი“ ყველაზე ძველად გვხვდება „მამათა სწავლანი და თხრობანი“-ში


1000-1100წ.

14 (33,3%)ვედრო
7 (16,7%)ვედროში
4 (9,5%) ვედროს
3 (7,1%) ვედროებით
3 (7,1%) ვედროთი
2 (4,8%) ვედროსთან
1 (2,4%) ვედროებზე
1 (2,4%) ვედროებთან
1 (2,4%) ვედროები
1 (2,4%) ვედროების
1 (2,4%) ვედროიანად
1 (2,4%) ვედროიანი
1 (2,4%) ვედრომდე

„ვედრო“ აქტიურად გამოიყენება XX საუკუნის მეორე ნახევრიდან. ეს


სიტყვა ჭარბობს ოთარ ჭილაძისა და რეზო მიშველაძის შემოქმედებაში.

4 (66,7%)საროჩკა
1 (16,7%)საროჩკაზე
1 (16,7%)საროჩკას რევაზ მიშველაძე XX საუკუნის II ნახ.

2 (40,0%)მაროჟნი
2 (40,0%)მაროჟნიო
1 (20,0%)მაროჟნია

კუხნა [5]
კუხნათ [1]
კუხნაში [3]
კუხნიდან [1]
კუხნის [2]
აღნიშნულმა კვლევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ როგორ შემოდის ის
ჯერ სასაუბრო მეტყველებაში, შემდეგ კი გადადის პოეტურში.

XVIII ს.-ში დოკუმენტებით გავრცელებულმა რუსულიდან შემოსულმა


ლექსიკამ უფრო და უფრო მოიკიდა ფეხი ქართულ ენაში, ხოლო XX ს.-ში
უკვე ლიტერატურულ ქართულშიც ჭარბად გამოიყენებოდა.

ქართულში არის ბარბარიზმები, რომლებმაც პროფესიული კუთხით თავი


მარტივად დაიმკვიდრეს ენაში (მაგ. აბიტურიენტი, ნევროზი, კუხნა),
თუმცა არის ბარბარიზმები, რომლებიც ყოველთვის მდაბიო მეტყველებად
აღიქმება. მაგ. ჟეშტი, ხადავიკი, რაზვალი, პლასკაგუფცი და ა.შ. თუ
დავაკვირდებით, ეს სიტყვები მუშათა კლასის წარმომადგენელთა
მეტყველებისათვის არის დამახასიათებელი და IX-XX საუკუნეების
საშუალო და მაღალი ფენის საზოგადოებამ, როგორც ჩანს, არ მიიღო და არ
გაითავისა ისინი.

ბარბარიზმები საკუთარ ორთოგრაფიულ სისტემასაც კი აყალიბებენ. ამის


საფუძველზე კი რამდენიმე წესია შემოშავებული:

1. რუსული და რუსულის გზით ქართულში შემოსულ სიტყვებში Ю


უნდა გადმოიცეს იუ– ჯგუფით:
მანიკიური,რეზიუმე,კოსტიუმი,სიურპრიზი(და არა:
მანიკური,რეზუმე, კოსტუმი.სურპრიზი).
გამონაკლისია:კაფსული,პარაშუტი,ბროშურა…
2. უმახვილო О-ს შემცველი რუსული და რუსულის გზით ქართულში
შემოსული სიტყვები,საკუთარი სახელები,გვარები და გეოგრაფიული
სახელები ო-თი უნდა გადმოიცეს: კომპოტი, ოდიკოლონი,
ვორონცოვი, ოდესა, ტოლსტოი(და არა: კამპოტი, ადეკალონი,
ვარანცოვი, ადესა, ტალსტოი). გამონაკლისია: კატლეტი, კანტორა,
კაპიკი, ლატარია, კამოდი. ასევე აღსანიშნავია, რომ ორივე ფორმა
პომიდორი/პამიდორი მართებულადაა მიჩნეული!
3. უცხოური წარმოშობის სიტყვები, რომლებიც რუსულში  ЕЯ-ზე
ბოლოვდება, ქართულში ეა დაბოლოებით უნდა გადმოიცეს:
ასამბლეა, გალანტერეა, გალერეა, ეპოპეა, იდეა(და არა: ასამბლეია,
გალანტერეია, გალერეია, ეპოპეია,იდეია).
4. ევროპული ენებიდან მომდინარე ლა და ლუ ჯგუფებიანი სიტყვები,
რომლებიც რუსულში ЛЮ და  ЛЯ  კომპლექსებს იძლევა, ქართულში
უნდა გადმოიცეს მხოლოდ ლა და ლუ ჯგუფით: აკუმულაცია,
აკუმულატორი,პლაჟი,ალუმინი, ასიმილაცია, ტრანსლაცია,ილუზია
(და არა: აკუმულიაცია, აკუმულიატორი, ასიმილიაცია, პლიაჟი,
ტრანსლიაცია,ალიუმინი,ილიუზია).
5. უცხო ენიდან შემოსულ სიტყვათა ერთ რიგს დედანში H აქვს,
მაგრამ ზოგჯერ შეცდომით(რუსულის გავლენით) მის ნაცვლად  გ-
ს ხმარობენ: ბეჰემოტი, ჰოპნოზი, ჰერკულესი, , ჰიბრიდი(და არა: –
ბეგემოტი,გოპნოზი, გერკულესი,  გიბრიდი).

ბარბარიზმები შესაძლოა ჟარგონიზნებშიც გადაირიცხოს,მაგ.: ხარაშო - კარ-


გი; დაგრუზვა - ამ შემთხვევაში დათრგუნვა; ვაბშე-საერთოდ; კაროჩე-
მოკლედ და ა.შ.

ბარბარიზმების ხშირი გამოყენება ენის სინტაქსზეც ახდენს გავლენას.


ჟურნალისტი გამოსვლისას, იმის ნაცვლად, რომ თქვას, “ვიღაცამ ვიღაცას
ესროლა და მოკლა”, ამბობს: “მოახდინა გასროლა”. ფორმა “ესროლა” მას
უბრალოდ და მარტივად ეჩვენება და თავისი დაბალი განათლების
დასაფარად ქართული ენისთვის მიუღებელ ფორმებს მიმართავს.
მასმედიას მასებზე ზეგავლენის ძალიან ფართო საშუალება აქვს. ამიტომ
ჟურნალისტებს მართებთ დაფიქრება, რა ფორმებს გაავრცელებენ
საზოგადოებაში. მათ ენის სიწმინდის მიმართ მეტი პირადი
პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა ჰქონდეთ. ბარბარიზმების შემოტანაში
დიდი წვლილი მიუძღვის ინტერნეტ და სოციალურ ქსელებს, საიდანაც
სიტყვები და ფრაზები ყოველდღიურ მეტყველებაში ინაცვლებენ. .როდესაც
ერთი ენის შეჭრა მეორე ენის სივრცეში მასობრივად ხდება და ამაზე
არანაირი კონტროლი და მექანიზმი არ არსებობს და ამას მასმედიაც
წაახალისებს, რა თქმა უნდა, არასასურველია.

1.

You might also like