You are on page 1of 1

შემაჯამებელი წერა ისტორიაში

გიორგი თვალავაძე

ელინისტური ეპოქა:

ელინისტური ეპოქა იწყება ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალებიდან, ანუ ძვ/ ჭ. 323


წლიდან მოყოლებული და მთავრდება რომის იმპერიის წარმოქმნის დროს. ალექსანდრეს
გარდაცვალების შემდეგ მისმა მხედართმთავრებმა, იგივე დიოდოხოსებმა, დაიწყეს
ბრძოლა მიწებისა და ძალაუფლებისათვის, რომელიც მიმდინარეობდა ძვ.წ. 323 - 281
წლებში. დიოდოხოსებმა ალექსანდრეს მიერ დაპყრობილი ტერიტორიები ერთმანეთში
გაინაწილეს, რის შედეგადაც წარმოიქმნა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები,
რომელთა სათავეში მაკედონელი მმართველები იდგნენ. მათ საფუძველი ჩაუყარეს ახალ
ბერძნულ-მაკედონურ სამეფო დინასტიებს. კერძოდ:
1. პტოლემაოსმა _ ძალაუფლება გაავრცელა ეგვიპტეში და დაამკვიდრა პტოლემაიდების
დინასტია. ეგვიპტის ამ ახალი სახელმწიფოს მთავარი ქალაქი ალექსანდრე დიდის მიერ
დაარსებული ალექსანდრია გახდა;
2. სელევკოსმა _ ძალაუფლება გაავრცელა ბაბილონსა და სირიაში. ამ სამეფოს ეწოდა
სელევკიდების სამეფო. სელევკიდების სამეფო ყველაზე დიდ ელენისტურ სახელმწიფოდ
იქცა. ამ სამეფოს დედაქალი გახდა ანტიოქია; ეს სამეფო არსებობდა ძვ.წ. 312 – 64
წლებში.
3. ანტიპატროსმა ძალაუფლება გაავრცელა მაკედონიასა და საბერძნეთში,
4. ლისიმაქოსმა _ ძალაუფლება გაავრცელა თრაკიაში;
5. ანტიგონოსმა _ ძალაუფლება გაავრცელა ფრიგიაში, ლიკიასა და პამფლიაში,
6. ამ სამეფოებს მოგვიანებით შეუერთდა პერგამონის სამეფო, რომელსაც სათავეში
ჩაუდგა ატალიდების დინასტია;
7. განსხვავებული დინასტიით ჩამოყალიბდა პონტოს სამეფო, რომელსაც სათავე დაუდო
დარიოს III-ის სატრაპმა მითრიდატემ _ მან სათავე დაუდო მითრიდატიდების
დინასტიას. ამ სამეფოს დედაქალაქად გამოცხადდა ქალაქი ამასია;
ელინისტურ ეპოქას ასევე ორი მნიშვნელოვანი მახასიათებელი ჰქონდა: 1.დიდი
სამეფოების არსებობა ბერძნული და მაკედონური დინასტიებით სათავეში; 2.ძველ
აღმოსავლეთში საქალაქო ცხოვრების განვითარება;

You might also like