You are on page 1of 3

დაავადებათა სიხშირის მაჩვენებლები-3 ლექცია

ეპიდემიოლოგიის მიზნები - • დაავადების გავრცელების განსაზღვრა პოპულაციაში •


დაავადებით მოსახლეობის ავადობის ტენდენციების გამოვლენა • დაავადების გამომწვევი
მიზეზების დადგენა • პრევენციული და სამკურნალო ღონისძიებების ეფექტურობის
განსაზღვრა ამ მიზნების მისაღწევად პირველ რიგში უნდა განისაზღვროს, თუ რამდენად
ხშირად გვხვდება დაავადება პოპულაციაში

პოპულაციის განმარტება - პოპულაცია - ადამიანების ჯგუფი საერთო მახასიათებლებით,


როგორიცაა საცხოვრებელი ადგილი, სქესი, ასაკი, რელიგია, ჰოსპიტალური სერვისებით
სარგებლობა და ა.შ. პოპულაციის ტიპები: ▪ დახურული პოპულაცია – წევრობა ეფუძნება
რაიმე მოვლენას და პერმანენტულია (მაგ., იაპონიაში ატომური დაბომბვის შემდეგ
გადარჩენილი მოსახლეობა) ▪ ღია პოპულაცია – წევრობა ეფუძნება მდგომარეობას ან
გარემოებას და არის გარდამავალი (მაგ., ქალაქის მაცხოვრებლები, საავადმყოფოს
პაციენტები)

ჯანმრთელობის და დაავადების განმარტება - ➢ ჯანმო-ს მიხედვით „ჯანმრთელობა - ეს არის


სრული ფიზიკური, გონებრივი და სოციალური კეთილდღეობა და არა მხოლოდ დაავადების
ან უძლურობის არარსებობა, ასევე სოციალური და ეკონომიკურად პროდუქტიული
ცხოვრების უნარიანობა“ ➢ დაავადების განმარტება ეფუძნება ფიზიკალური და
პათოლოგიური გასინჯვის, დიაგნოსტიკური ტესტების შედეგების, ნიშნების და
სიმპტომების ერთობლიობას ➢ შემთხვევა (ადამიანი, რომელიც აკმაყოფილებს დაავადების
განმარტებას) განისაზღვრება სპეციფიკური კრიტერიუმებით ➢ რომელი და რამდენი
კრიტერიუმი გამოიყენება „შემთხვევის“ დეფინიციისთვის, მნიშვნელოვანია განსასაზღვრად
იმისა, თუ ვის აქვს დაავადება

დაავადების სიხშირის გაზომვა - – პოპულაციაში დაავადების სიხშირის გაზომვის დროს


ყოველთვის უნდა იყოს გათვალისწინებული შემდეგი სამი ფაქტორი: 1. ადამიანების
რაოდენობა, რომელთაც აქვთ დაავადება 2. პოპულაციის ზომა, რომელშიც აღინიშნება
დაავადება 3. პოპულაციაზე მეთვალყურეობის ხანგრძლივობა – თუ ყველა ამ კომპონენტს არ
გავითვალისწინებთ, შეგვექმნება არასწორი წარმოდგენა დაავადების გავლენის შესახებ
პოპულაციაზე. მაგალითად - ქვეყანა A-ში, რომლის მოსახლეობა შეადგენს 50 000-ს, აღინიშნა
ძუძუს კიბოს 100 ახალი შემთხვევა 1 წლის განმავლობაში • ქვეყანა B-ში, რომლის
მოსახლეობა შეადგენს 5 000-ს, აღინიშნა ძუძუს კიბოს 75 ახალი შემთხვევა 3 წლის
განმავლობაში.

ძუძუს კიბოს სიხშირეების შედარება ორ ქვეყანას შორის - • აზრიანი შედარებისთვის,


მონაცემები უნდა გარდავქმნათ პოპულაციის ერთიდაიგივე ზომისთვის და დროის
ერთიდაიგივე მონაკვეთისთვის: ➢A ქვეყნისთვის: — ქვეყნის პოპულაცია რომ ყოფილიყო 100
000, დაავადების სიხშირე გაორმაგდებოდა და გახდებოდა 200 შემთხვევა/100,000
მოსახლეზე/ერთ წელიწადში; ➢B ქვეყნისთვის: — ჯერ უნდა გამოვთვალოთ ძუძუს კიბოს
სიხშირე იგივე ზომის პოპულაციისთვის (5 000-სთვის) ერთ წელიწადში: 75/3=25 — შემდეგ
უნდა გამოვთვალოთ ძუძუს კიბოს სიხშირე 100 000-იანი პოპულაციისთვის: 25X20=500
შემთხვევა/100,000 პოპულაცია/ერთ წელიწადში.

დაავადებათა სიხშირეების შედარება ჯგუფებს შორის - • ძირითადად გამოიყენება 100 000


მოსახლეზე და 1 წლიან პერიოდში • პოპულაციის სხვა ზომები (როგორიცაა 1 000 ან 10 000)
და დროის სხვა მონაკვეთები (როგორიცაა 1 თვე ან 5 წელი) შეიძლება ასევე გამოვიყენოთ •
მთავარი პრინციპი: პოპულაციის ერთიდაიგივე ზომა და დროის ერთიდაიგივე მონაკვეთი
უნდა იქნას გამოყენებული ჯგუფებს შორის დაავადებათა სიხშირეების შედარების დროს

დაავადებათა სიხშირეების შედარების დროს გამოიყენება სამი ძირითადი განზომილება: 1)


თანაფარდობა 2) პროპორცია 3) სიხშირე

თანაფარდობა

წილადი, რომელშიც მრიცხველი არ არის მნიშვნელის შემადგენელი ნაწილი (ორი


დამოუკიდებელი რიცხვის შეფარდება) მაგალითები: ნაყოფის სიკვდილობის თანაფარდობა:
ნაყოფის სიკვდილობა/ცოცხლად შობადობა. ნაყოფის სიკვდილობას არ მოიცავს
ცოცხლადშობადობა. სქესის თანაფარდობა: მამრობითი/მდედრობითი (ძირითადად
გამოიხატება როგორც მამაკაცების რაოდენობა ყოველ 100 ქალზე). მამრობით სქესს არ
მოიცავს მდედრობითი სქესი.

პროპორცია

წილადი, რომელშიც მრიცხველი არის მნიშვნელის შემადგენელი ნაწილი. მერყეობს 0-დან 1-


მდე ანუ 0%-დან 100%-მდე. მაგალითები: ნაყოფის სიკვდილობის პროპორცია: ნაყოფის
სიკვდილობა/ყველა შობადობა. (ყველა შობადობა მოიცავს ორივეს - ცოცხლადშობადობას და
მკვდრადშობადობას) აშშ-ში შავკანიანი მაცხოვრებელების პროპორცია: შავკანიანი
მაცხოვრებელები/ყველა მაცხოვრებელი (ყველა მაცხოვრებელი მოიცავს როგორც შავკანიან
ისე სხვა რასის წარმომადგენლებს)

სიხშირე

პროპორცია, რომელშიც დროში ცვლილება არის გათვალისწინებული. მაგალითი: 200


შემთხვევა/100,000 მოსახლეზე/ერთ წელიწადში (ძუძუს კიბოს მაგალითი წინა სლაიდიდან)
სამწუხაროდ, ხშირად ტერმინს „სიხშირე“ არასწორად იყენებენ თანაფარდობის და
პროპორციის ნაცვლად.

პროპორცია vs სიხშირე

• პროპორცია – კავშირშია (დაავადების) მდგომარეობასთან • პოპულაციის ჯანმრთელობის


მდგომარეობის შეფასება • ჯანდაცვის სერვისების და პროგრამების დაგეგმვა • ასიმპტომური
დაავადებების სკრინინგი • სიხშირე – კავშირშია (დაავადების) მოვლენასთან • გამომწვევი
მიზეზების შეფასება

დაავადების სიხშირის საზომები

I. ინციდენტობა (ზომავს დაავადების ახალ შემთხვევებს) II. პრევალენტობა (ზომავს


დაავადების არსებულ შემთხვევებს)

You might also like