You are on page 1of 1

13) დღევანდელი გაკვეთილის თემაა განუსაზღვრელი არტიკლის ხმარების წესი და ფერები.

განუსაზღვრელი არტიკლი იხმარება:


1)თუ არსებითი სახელით გამოხატულ საგანს ან მცნებას პირველად მოიხსენიებენ ე.ი. ის მანამდე არ
იყო ცნობილი
Hier ist eine neue Schule-აქ არის ახალი სკოლა
2) ზმნების haben-ის და brauchen-ის შემდეგ
Sie hat einen Bruder-მას ჰყავს ძმა
Ich brauche ein Büch-მე მჭირდება წიგნი
3) გამოთქმების ,,es gibt" და ,,das ist" შემდეგ
Hier gibt es einen Lesesaal-აქ არის სამკითხველო
Das ist ein Heft-ეს არის რვეული
4) თუ არსებითი სახელი წარმოადგენს შედგენილი შემასმენლის სახელად ნაწილს
Das ist ein Haus-ეს სახლია
5) თუ არსებითი სახელის წინ დგას ზედსართავი სახელი დადებით ან შედარებით ხარისხში,
რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ეს საგანი არის ერთ- ერთი მრავალთაგანი
Sie liest ein interessantes Buch-ის კითხულობს საინტერესო წიგნს
6) შედარებით სიტყვაშეთანხმებებში wie კავშირის შემდეგ
Sie hat wie ein Vogel gesungen-ის მღეროდა როგორც ჩიტი.
ყურადღება! ზმნები haben -ი და brauchen-ი მოითხოვენ ბრალდებით ბრუნვას ანუ Akkusativ-ს. ანუ ამ
ზმნების შემდეგ განუსაზღვრელი არტიკლი თავის არსებით სახელთან ერთად ჯდება ბრალდებით
ბრუნვაში.
Ich habe einen Hund.-მე მყავს ძაღლი.
Ich brauche eine Hose-მე მჭირდება შარვალი.
კონსტრუქცია,, Das ist" ის შემდეგ განუსაზღვრელი არტიკლი ჯდება სახელობით ბრუნვაში ანუ
Nominativ-ში.
Das ist eine Familie-ეს არის ოჯახი.
კონსტრუქცია ,es gibt"-ის შემდეგ განუსაზღვრელი არტიკლი ჯდება ბრალდებით ბრუნვაში ანუ
Akkusativ-ში.
Es gibt einen Schreibtisch in meinem Schlafzimmer- ჩემს საძინებელ ოთახში არის საწერი მაგიდა.
ახლა გადავიდეთ ფერებზე.
Die Farbe-ფერი
Die Farben-ფერები
Bunt-ჭრელი
Weiß-თეთრი
Schwarz-შავი
Rot-წითელი
Blau-ლურჯი
Braun-ყავისფერი
Grün- მწვანე
Gelb-ყვითელი
Grau- ნაცრისფერი
Rosa-ვარდისფერი
Orange-ნარინჯისფერი
Lila-იასამნისფერი
Welche ist deine Lieblingsfarbe?-რომელია შენი საყვარელი ფერი?
Meine Lieblingsfarbe ist...-ჩემი საყვარელი ფერია...

You might also like