You are on page 1of 9

კერძო სამხედრო და უსაფრთხების კომპანია

სამხედრო და უსაფრთხოების პერსონალის დაქირავების იდეა, რომელთა ძირითადი


მოტივაციაა ფინანსური სარგებელი, ანაზღაურება და არა სხვა უფრო ღრმა
ერთგულება სახელმწიფოს მიმართ, (ან ინდივიდუალური) რომელსაც ერთგულად
ემსახურებიან, ახალი არ არის. კლასიკური ხანიდან დაქირავებული მებრძოლები
იბრძოდნენ რეგულარულ არმიასთან ერთად. თანამედროვე სამხედრო და
უსაფრთხოების კომპანიები დაჟინებით უარყოფენ, რომ რაიმე საერთო აქვთ მათ
ისტორიულ წინაპრებთან (დაქირავებული არმიასთან.)

ჩვენ ქვემოთ ვნახავთ რომ არსებობს უამრავი მიზეზი თუ რატომ


ეყრდნობიან სამხედრო კომპანიებს სხვადასხვა სამხედრო თუ
უსაფთხოების ოპერაციების დროს. მიუხედავად იმისა, ჩვენ ვამართლებთ თუ არა მათ,
სავარაუდოდ ისინი კვლავ დარჩებიან მნიშვნელოვან მოთამაშეებად საერთაშორისო
უსაფრთხოების სფეროში.

რა არის კერძო სამხედრო და უსაფრთხების კომპანია?

ვესტფალიის ზავის შემდეგ ძირითადი სუბიექტები, რომელებიც ომობდნენ იყვნენ


სახელმწიფოები, ომი ითვლებოდა ორი ან მეტი რეგულარული არმიის შეჯახება.
მაგრამ თანამედრვე კონფლიქტების შესამჩნევი ტრენდი გახდა ის რომ გაიზარდა
ჩართულობა პარტიზანების, ამბოხებულების, ომის ლიდერებისა და ტერორისტების.
ამ აქტორების ჯგუფში ასევე იგულისხმებიან კერძო სამხედრო და უსაფრთხოების
კომპანიები, ის არის კავშირში დღეს არსებულ კონტექსტთან, არასახელმწიფოებრივი
აქტორების გავლენის ზრდასა და მათ მიერ ომის წარმოებასთან. PMC გახდნენ ძალიან
მნიშვნელოვანი ეკონიმიკური თვალსაზრისით და ისინი გამოყენება, როგორც
სახელმწიფო, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. როგორც ინდუსტრია ის
არის ნაზავი დიდი კომპანიების, ძირითადად სათაო ოფისებით აშშ და ევროპაში,
თანამშრომლების დიდი რაოდენობით და ასობით პატარა ფირმა გლობალური
მასშტაბით. სამუშაოს სენსიტიური და ხანდახან საიდუმლო ბუნებიდან გამომდინარე
ინდუსტრიის მთლიანი მოცულობის დადგენა რთულია, არ არსებობს სანდო
სტატისტიკური წყარო, რომელიც მოიცავს მთლიანად ამ სფეროს. მიუხედავად ამისა,
მთლიანი შეფასებით დაახლოებით 100-დან 400 მილიარდ აშშ დოლარამდე იხარჯება
კერძო კომპანიების მომსახურებაში.

იმის გასაგებად თუ რა მნიშვნელოვანი გახდა ეს სექტორი შეგვიძლია ვნახოთ, თუ


როგორ ეყრდნობა PMC-ს სხვადასხვა სახელმწიფოები. მაგალითად, ყოფილ
იუგოსლავიაში 1999 წელს მიმდინარე კონფლიქტის დროს, ყველა 50 აშშ ჯარისკაცზე
მოდიოდა დაახლოებით ერთი კერძო სამხედრო კონტრაქტორი, მაგრამ ერაყში 2003
წლიდან აშშ თავდაცვის დეპარტამენტმა დაასაქმა იმდენივე კერძო კონტრაქტორი
რამდენიც რეგულარული ძალები.

მაგრამ ჩვენ როგორ განვსაზღვრავთ და კატეგორიების მიხედით ვანაწილებთ კერძო


სამხედრო და უსაფრთხოების ფირმებს? ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ამ
კუთხით არის შეუთანხმებლობა ტერმინების გამოყენების შესახებ. მაგალითად,
სხადასხვა ავტორები ერთმანეთისგან განასხვავებენ კერძო სამხედრო და კერძო
უსაფრთხოების (უშიშროების) კომპანიებს, მაშინ როდესაც სხვები ამ ტერმინებს
გამოიყენებენ, როგორც ურთიერთ ჩანაცვლებადს და მსგავსს. თუ ამ ორს შორის არის
განსხვავება, მაშინ ყველაზე გავრცელებული გზა გავიგოთ განსხვავება არის ის, რა
განსხვავებაც არის პოლიციას და სამხედრო ძალებს შორის, რომელიც სახელმწიფოს
მიერ არის შექმნილი. ეს იმას ნიშნავს, რომ კერძო უსაფრთხოების კომპანია (PSC)
მიეკუთვნება ისეთ ორგანიზაციას, რომელიც აწვდის მომსახურებას ისეთს როგორსაც
პოლიცია. ინდივიდების და კერძო საკუთრების დაცვა. კერძო სამხედრო კომპანიები
(PMC) კი უფრო ენათესავება არმიას. ან მუშაობენ რეგულარული არმიის
ჯარისკაცებთან ერთად ან ჩაანაცვლებენ მათ სამხედრო ოპერაციების დაგეგმვასა და
განხორციელებაში.

ასევე ბევრი სხვა კლასიფიკაციის სისტემები იქნა შეთავაზებული. მაგალითად, ამ


სფეროს ერთ-ერთი გამოჩენილი მკვლევარი პეტერ სინგერი, (Peter Singer) გვთავაზობს
სამხედრო ფირმების სამ ტიპს: სამხედრო პროვაიდერები, სამხედრო კონსულტანტები,
და სამხედრო მხარდამჭერი ფირმები. მაგრამ ამ კატეგორიზაციების პრობლემა არის ის
რომ პრაქტიკაში განსხვავება ხშირად ქრება, იმიტომ რომ ძირითადად ფირმები,
რომლებიც დომინირებენ ამ სფეროში, მიაწოდებენ ყველა ამ სახის სამხედრო და
უსაფრთხოების მომსახურებას და როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო კლიენტებს.

როგრც წესი, ერთიანი ქოლგა ტერმინი: კერძო სამხედრო და უსაფრთხოების


კომპანიები გამოიყენება (PMSCs) და ჩვენც ამ ტერმინით ვისარგებლებთ.

ერთ-ერთი ღირებული დეფინიცია, რომელიც შეიძლება იქნეს მხედველობაში


მიღებული, არის მონტრეუქსის დოკუმენტი, რომელიც შემუშავებული იქნა
შვეიცარიის მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და წითელი ჯვრის მიერ. ამ
დოკუმენტის თანახმად PMSCs არის:

კერძო ბიზნეს ერთეული, რომელიც აწვდის სამხედრო და/ან უსაფრთხოების


მომსახურებას, დამოუკიდებლად იმისაგან როგორ აღწერენ/თვლიან ისინი საკუთარ
თავს. სამხედრო და უსაფრთხოების სერვისები მოიცავს, კონკრეტულად შეიარაღებულ
დაცვას პიროვნებისა და ობიექტის, როგორიც არის კონვოი, შენობების და სხვა
ადგილების. იარაღის სისტემების მომსახურება და ექსპლუატაცია/გამოყენება,
პატიმრების დაკავება/ბადრაგირება და კონსულტაცია, ან ტრენინგი ადგილობრივი
ძალების და უსაფრთხოების პერსონალის.

ღირს შევჩერდეთ ამ დეფინიციის ცალკეულ მახასიათებლებზე. პირველი PMSCs არის


ბიზნესი - ასე რომ ისინი იზიარებენ სხვა დანარჩენი საწარმოების მახასიათებლებს,
როგორიცაა ფლობა და ანგარიშვალდებულება აქციონერების წინაშე/ან
მეპატრონეების, კონკურენცია ბაზარზე კონტრაქტებისათვის და ყველაზე მთავარი
მოგებისთვის ბრძოლა. მეორე, დეფინიცია ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ისინი
შეიძლება არ უწოდებდნენ თავიანთ თავს PMSCs, იყენებენ ისეთ იარლიყებს
როგორიცაა კონტრაქტორი ან მრჩეველი, იმ ნეგატიური საზოგადოებრივი იმიჯის
გამო, რაც ამ სექტორს გააჩნია. მესამე, ისინი შეიძლება
მონაწილეობდნენ ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში და უსაფრთხოების
ოპერაციებში, და არა მარტო ვიწრო გაგებით საბრძოლო მოქმედებებში.

ოთხი ყველაზე დიდი PMSCs

1. აკადემია Academi – academi.com

ეს არის კომპანია, რომელიც ადრე იყო ცნობილი როგორც ბლექვოთერი Blackwater.


ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანია მსოფლიოში თავიანთი საკამათო საქმიანობის
გამო ერაყში. ის დაფუძნდა 1997 წელს ყოფილი საზღვაო ძალების ოფიცრის ერიკ
პრინცის მიერ და მრავალი რებრენდინგის შედეგ გახდა აკადემია 2011 წელს.

2. Triple Canopy – www.triplecanopy.com

დაფუძნდა 2003 წელს აშშ ყოფილი სპეციალური დანიშნულების ძალების


თანამშრომლების მიერ. იგი ცნობილია ერაყში უსაფრთხოების სერვისების
მიწოდებით, ყველაზე ცნობილია იმით რომ იცავდა კოალიციური დროებითი
ადმინისტრაციის ცამეტ სათაო ოფისის.

3. Aegis Defence Services – www.aegisworld.com

ეს არის ბრიტანული კომპანია, რომელიც დაფუძნდა 2002 წელს. ის საქმიანობს


პლანეტის მასშტაბით და ემსახურება სახელმწიფო და არასახელმწიფო კლიენტებს.
მათი მომსახურება მოიცავს: რჩევა და დაზვერვა, სწავლება, სტრატეგიული
კომუნიკაცია და დაცვა. ასევე ფულის გამო გატაცებების გამოძიებას.

4. Defion Internacional

მისი სათაო ოფისი განთავსებულია პერუში, ის წვრთნის სამხედრო და


უსაფრთხოების პერსონალს ლათინური ამერიკიდან და ასაქმებს მსოფლიო
მასშტაბით, როგორიცაა: მძღოლები, პირადი დაცვის თანამშრომლები და
ლოჯისტიკური დახმარებისთვის. მას აქვს ოფისები შრი-ლანკაში, ფილიპინებზე,
დუბაიში და ერაყში.

PMSC აღმავლობა

ერთ-ერთი გზა გავიგოთ PMSC აღმავლობის მიზეზები გლობალური მასშტაბით


არის თვითონ ომის ბუნების ცვლილებაში, რომელიც ადრე განვიხილეთ "ახალი
ომების" თეორიის კონტექსტში. ფართო გაგებით მან ხელი შეუწყო კერძო სამხედრო
კომპანიების აღმავლობას, მაგრამ ჩვენ აქ ასევე განვიხილავთ სხვა ფაქტორებსაც.

ცივი ომის დასრულების შემდეგ სახელმწიფოების რეაქცია იყო სამხედროების


რაოდენობის შემცირება მათ შორის აშშ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ამ ქვეყნის
ლიდერები ფიქრობდნენ, რომ საბჭოთა საფრთხის არ არსებობის პირობებში
აუცილებლობა არ იყო დიდი არმიების შენახვის. ამიტომაც როცა ეს საფრთხე
წარმოიქმნა რეალური თუ წარმოსახვითი, ამ სახელმწიფოებს არ ჰყავდათ შესაბამისი
პერსონალი, რომ გამკლავებოდნენ არსებულ საჭიროებებს. რაოდენობის შემცირება
ასევე ნიშნავდა იმას რომ დიდი მასა იყო ყოფილი სამხედრო პირების შრომის
ბაზარზე, რომელთა უნარები შეიძლებოდა გამოყენებულიყო კერძო კომპანიების მიერ.
დიდ ნაწილი PMSCs დაფუძნებული იქნა ყოფილი სამხედროების მიერ. ცივი ომის
დროს ქვეყნები აფრიკიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და აზიიდან ეყრდნობოდნენ
ერთ ან მეორე სუპერ სახელმწიფოს თავიანთი სამხედრო და უსაფრთხოების
დახმარებისთვის. მაგრამ როცა ეს დაპირისპირება დასრულდა აშშ და საბჭოთა
კავშირს შორის ამ ქვეყნებს სადმე უნდა დაეკმაყოფილებინოთ თავიანთი
უსაფრთხების მოთხოვნები. პოსტ ცივი ომის ერაში ვხედავთ სხვადასხვა სახის
საფრთხეების აფეთქებას, მათ შორის: სამოქალაქო ომებს, ეთნიკურ კონფლიქტებს და
არა სახელმწიფოებრივი აქტორების ძალადობის ზრდას, როგორიც არის
ტერორისტები და მილიცია. ამ საფრხეებმაც როგორც ჩანს გააჩინა გაზრდილი
მოთხოვნა სამხედრო პასუხზე.
მოვლენების ამ განვითარებაზე პასუხად, PMSCs აყვავდნენ იმ ვაკუუმის შევსებისას,
რომელიც გაჩნდა ძველი ორპოლუსიანი სამყროს წესრიგის კოლაფსის შემდეგ. მათ
ეფექტურად უპასუხეს ახალ საფრთხეებს. მაგრამ ცივი ომის დასრულება მხოლოდ
ნაწილია ისტორიის. სახელმწიფოები ამცირებდნენ მათი სამხედრო ძალების ზომას
მშვიდობის და სტაბილურობის დროს, და ზრდიდნენ მათ კვლავ როდესაც ახალი
კრიზისი წარმოიქმნებოდა. რატომ ჩანან კერძო კომპანიები, როგორც საუკეთესო
გამოსავალი დღევანდელ დღეს?

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი იმის ასახსნელად თუ რატომ ხდება PMSCs


გავრცელება, არის ფართო ეკონომიკური და პოლიტიკური კონტექსტი,
კონკრეტულად, კი გლობალიზაციის და ნეოლიბერალური წესრიგის გავრცელება.
1980 წლიდან დერეგულაციების პოლიტიკა, პრივატიზება, მომსახურების
გარეთ გატანა (outsourcing) ფართოდ იქნა დანერგილი მსოფლიოში სხვადასხვა
მთავრობების მიერ, როგორც ნაწილი თავისუფალი ბაზრის აღორძინება იდეისა. ასევე
მას ასაზრდოებდა რწმენა, რომ ძლიერმა გლობალურმა ძალებმა ძირი გამოუთხარეს
სახელმწიფოს განახორციელოს მომსახურების ფართო სპექტრი, რომელსაც ერთ დროს
თავად ეწეოდნენ. შედეგად, ჯანმრთელობის, განათლების, მართლმსაჯულების და
სხვა სფეროებში, ბევრმა სახელმწიფომ დაამკვიდრა საბაზრო მექანიზმები სერვისების
მისაწოდებლად. მზარდი დამოკიდებულება PMSCs შესაძლებელია გავიგოთ როგორც
ამ ტრენდის ნაწილი. მიუხედავად იმისა რომ არცერთი სახელმწიფო არ აპირებს ისე
შორს წასვლას, როგორიცაა მთლიანი შეირაღებული ძალების პრივატიზება, ბევრი
ფიქრობს რომ ის შესაბამისობაშია ბაზრის მიერ უზრუნველყოფასთან.

ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩანს ტრენდი დაჩქარდა ოცდამეერთე საუკუნეში,


განსაკუთრებით ტერორიზმთან ომის დაწყების შემდეგ 2001 წლიდან. თანამდროვე
დროში ყველაზე დიდი განლაგება PMSCs და მომგებიანი კონტრაქტები იყო ერაყში და
ავღანეთში ამერიკის შეჭრის შემდგომ. ერაყში, 2008 წელს იყო პიკი კერძო
კონტრაქტორების, მისმა რაოდენობამ დაახლებით 163 000 მიაღწია. ისინი
საქმიანობდნენ აშშ თავდაცვის დეპარტამენტის მფარველობის ქვეშ. ხოლო
ავღანეთში პიკი იყო 2012 წელს, დაახლოებით 117 000. ციფრებიდან გამომდინარე ამ
შემთხვევაში შეგვიძლია ვისაუბროთ კერძო კონტრაქტორების არმიაზე. მეტიც ორივე
ქვეყნაში იყო პერიოდი როცა კონტრაქტორების რაოდენობა გაუტოლდა და
გადააჭარბა კიდეც რეგულარულ არმიას.

ვინ ასაქმებს PMSCs და რატომ?


მიუხედავდ იმისა, რომ კერძო კონტრაქტორები რომლებიც მუშაობენ
სახელმწიფოსთვის იქცევენ მეტ ყურადღებას, მაგრამ განსაკუთებული
მახასიათებელი აქვს PMSC, ეს არის მრავალფეროვნება კლიენტების
რომლებისთვისაც ისინი მუშაობენ. ჩვენ შევეცდებით გამოვიკვლიოთ ის.

პირველ რიგში მიზანშეწონილია ვიცოდეთ მომსახურების დიაპაზონი, რომელსაც


PMSC აწვდის, ეს დაგვეხმარება ავხსნათ თუ რატომ იზიდავს ის სხვადახვა კლიენტს.
ტრადიციული იმიჯი PMSC თანამშრომლის არის დიდი ჯმუხი მამაკაცი, კვაზი
სამხედრო ფორმით და შავი სათვალეებით, თანამედროვე მძლავრი იარაღით - სხვა
სიტყვებით, რომ ვთქვათ ინდივიდები, რომლებიც მხოლოდ ბრძოლისთვის
გამოდგებიან. მაგრამ რეალობაში, პირდაპირ ბრძოლა არა არის მთავარი, რასაც დღეს
PMSCs ახორციელებენ. (ნამდვილად, უმეტესობა კერძო კონტრაქტორების
ცეცხლსასროლ იარაღსაც კი არ ატარებს)

ნაწილობრივ ეს არის იმიტომ რომ PMSCs არ სურთ რომ გაიგივებული იყვნენ


დაქირავებულ მეომრებთან და ნაწილობრივ იმ ნეგატიური ზეწოლის გამო, რაც
ხორციელდებოდა იმ PMSCs-ზე, რომლებიც ჩართული იყვენენ საბრძოლო
მოქმედებებში. მაგრამ მთავრი მიზეზი არის ის რომ დიდი მოთხოვნა PMSCs არის სხვა
სფეროში.

რომ დავუბრუნდეთ ერაყის და ავღანეთის PMSCs კონტრაქტორებს, ისინი


პასუხისმგებელი იყვნენ შემდეგ ამოცანებზე: ჯარების კვებასა და დაბინავებაზე,
შენობების დაცვაზე, პირად მცველებად მუშაობა, შეირაღების სისტემის
მხარდაჭერა/უზრუნველყოფა, ტრანსპორტირება, გზების და სხვა ინფრასტრუქტურის
მშენებლობა და პოლიციის და სამხედროების წვრთნები.

ძირითადი სერვისები, რასაც PMSCs აწვდის:

1. ბრძოლა - შეუძლია მოიცვას აქტიურობის მთლიანი სპექტრი, პირდაპირ


ჩართულობა, ასევე, რეგულარულ ძალების მხარდაჭერა.

2. ტრენინგები - რომელიც მოიცავს არა მხოლოდ საცეცხლე მომზადებას ან ბრძოლას,


არამედ ისეთ სფეროებშიც როგორცაა ტაქტიკა, გაუვალ გზებზე ავტომანქანის მართვა,
თვითგადარჩენის უნარები და საველე მედიცინა/პირველადი დახმარება.
3. მხარდაჭერა - მოიცავს სფეროებს, როგორიცაა ლოჯისტიკა, (პროდუქცის და
სერვისების მიწოდების მენეჯმენტი, ხშირად სახიფათო ადგილებში) მშენებლობა,
შენახვა და IT სერვისი.

4. უსაფრთხოება - უფრო ხშირად, ინდივიდუალური პირების დაცვა, შენობების და


სხვა ინფრასტრუქტურის, ასევე ტრანსპორტის ( კერძო მანქანებიდან სატრანსპორტო
კოლონის ჩათვლით) დღეს ის ასევე მოიცავს მონაცემების და კომპიუტერის
უსაფრთხოებას.

5. დაზვერვა - ინფორმაციის მოძიება და ანალიზი, ძებნის და თვალთვალის


მეთოდების გამოყენებით.

6. რეკონსტრუქცია - პოსტ კონფლიქტურ სიტუაციაში, ისეთი აქტიურობა როგორიც


არის განაღმვა, ინფრასტრუქტურის განახლება და კრიტიკული სერვისების აღდგენა
(წყალი და ელექტროენერგია)

მივუბრუნდეთ იმ კლიენტების დიაპაზონის რომლსაც PMSCs აწვდის სერვისებს,


ესენია:

 მთავრობა
 კერძო პირები
 კერძო ბიზნესი
 სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციები (IGOs)
 არასამთავრობო ორგანიზაციები (NGOs).

როგორც ჩამონათვალი აჩვენებს მხოლოდ სახელმწიფო არ ქირაობს PMSCs. ყველა


კლიენტის შემთვევაში, როცა არის განცდა, რომ სახელმწიფოს მიერ მიწოდებული
უსაფრთხობა არის შეუსაბამო/არაადეკვატური, PMSCs ქირაობენ, განსაკუთრებით
ყველაზე არამდგრად რეგიონებში და არშემდგარ ქვეყნებში.

კერძო პირები ქირაობენ PMSCs, რომ დაიცვან საკუთარი თავი, მათი ოჯახი და ქონება,
როცა ბიზნესიც იმავეს აკეთებს რომ დაიცვას მისი საქმიანობა, ინფრასტრუქტურა და
თანამშრომლები. კერძო ბიზნესის შემთხვევაში ეს არის ისეთი ადგილები, როგორიცაა:
მაღაროები, ნავთობის და გაზის საბადოები. ისინი ხშირად საქმიანობენ მსოფლოს
საშიშ კუთხეებში, ასე რომ მათ სჭირდებათ PMSCs უსაფრთხოების მომსახურება.
ყველაზე ცნობილი სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია რომელიც ურთიერთობა
აქვს PMSCs-სთან არის გაერო. ერთი მხრივ იგი ღიად ილაშქრებს დაქირავებული
მებრძოლების წინააღმდეგ და მათ უკანონოდ აცხადებს, მაგრამ ის ასევე
მუშაობს PMSCs- თან. ერთ-ერთი სირთულე რასაც გაერო ხვდება არის ის რომ მას არ
ჰყავს საკუთარი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები, ასე რომ ის არის
დამოკიდებული წევრ სახელმწიფოებზე გამოყონ პერსონალი, როდესაც მას სურს
ოპერაციის განხორციელება. ბევრმა შემთხვევამ აჩვენა, რომ წევრი სახელმწიფოები
უხალისოდ აკეთებენ ამას. ყველაზე ცნობილი ფაქტი არის, როდესაც
საერთაშორისო თანამეგობრობამ ვერ მოახერხა ემოქმედა ეფექტურად რუანდაში 1994
წელს, გენოციდის დროს. გაეროს გენერალური მდივანი, კოფი ანანი განიხილავდა
დაექირავებინა კერძო ჯარი, რათა ჩარეულიყო კრიზისში. ამ შემთხვევაში მას ეს არ
გაუკეთებია, მან დაასკვნა, რომ მსოფლიო შეიძლება არ იყოს მზად მშვიდობის
პრივატიზებისთვის. მიუხედავად იმის რომ გაეროს არც კრიზისის და არც კრიზისი
მერე არ გამოუყენებია PMSCs, როგორც სამშვიდობოები, მაგრამ მან დაიქირავა
კომპანიები რომლებიც ეხმარებოდნენ მათ სხვადახვა აქტივობებში. მაგალითად:

- Defence Systems Limited (DSL) - ახორციელებდა გაეროს ბავშთა ფონდის (UNICEF)


თანამშრომლების დაცვას სუდანში და სომალიში და მსოფლიო სასურსათო
პროგრამისთვის (WFP) ანგოლაში.

- ArmorGroup - დაქირავებული იქნა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი


წარმომდგენლის (UNHCR) მიერ უსაფრთხების სერვისისთვის კენიაში.

- DynCorp - აწვდიდა ვერტმფრენებს და სატელიტურ ქსელურ კომუნიკაციას გაეროს


სანქციით მიმდინარე სამშვიდობო ძალებს აღმოსავლეთ ტიმორში.

Pacific Architects and Engineers (PAE) - სამოქალაქო საპოლიციო პერსონალი გააგზავნა


გაეროს მისიებში ჰაიტიზე და ლიბერიაში.

როგორც მაგალითი გვიჩვენებს PMSCs გამოიყენება გაეროს სხვადასხვა


სტრუქტურების მიერ, რათა დახმარება აღმოუჩინონ სხვდასხვა ჰუმანიტარულ და
სამშვიდობო აქტივობებს.

დასკვნა

ახლო მომავალში კერძო სამხედრო კომპანიები კვლავ იქნებიან გლობალური


უსაფრთხების შემადგენელი ნაწილები. მას მხარდამჭერები და კრიტიკოსებიც
ეყოლება. კრიტიკოსებს აწუხებთ არა მარტო ძალის ბოროტად გამოყენების
საკითხები არამედ სახელმწიფოს აქტივობების კერძო ფირმებზე გადაცემა. მათ
მომხრეებს კი სურთ კერძო კომპანიების როლის გაფართოება. მაგალითად
სამშვიდობო ოპერაციებში მათი მონაწილეობა.

გამოყენებული ლიტერატურა:

International Security Studies: Theory and Practice. Peter Hough, Shahin Malik, Andrew
Moran, Bruce Pilbeam.

You might also like