You are on page 1of 2

,,პირადი ცხოვრება, თუნდაც მაღალი

საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი


პირის,ხელშეუხებელია’’

პირადი ცხოვრება ყველა ინდივიდისთვის უაცილებელი


სივრცეა. ამ სივრცეში ადამიანის პირადი პრობლემები,
ურთიერთობები და სხვადასხვა საკითხებია თავმოყრილი.
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ფარგლებში
პირები უზრუნველყოფილი არიან ფიზიკური და მორალური
ხელშეუხებლობის, სახელის, პირადი მონაცემების,
საცხოვრებლის, ოჯახისა და სქესობრივი ცხოვრების
საიდუმლოების, მიმოწერის და სატელეფონო საუბრის
საიდუმლოების ხელშეუხებლობის უფლებებით. მე არ
ვეთანხმები იმ მოსაზრებას რომ პირადი ცხოვრება,თუნდაც
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მათტარებელი პირის,
ხელშეუხებელია.
როგორც უკვე აღვნიშნე, პირადი ცხოვრება ადამიანის
პირადი სივრცეა და ამ სივრცის არღვევის უფლება არცერთ
მოქალაქეს არ გააჩნია,მარამ ხშირად ამას ბევრი ადამიანი არ
ითვალისწინებს და ,,სხვის საქმეში ცხვრის ყოფს’’. ამის ნათელი
მაგალითი არის მასმედია, რომელიც ცნობილი ადამიანების
შესახებ მრავალ ჭორსა თუ სიმართლეს ავრცელებს მათი
პირადი ცხოვრებიდან. ამით იმის თქმა მინდა, რომ ცნობილი
ადამიანები არ შეზღუდულნი არიან საზოგადოებაში
თავისუფლად მოქცევით, მათთვის სასურველ პიროვნებებთან
ურთიერთობის დამყარებით, და მრავალი სხვა .
კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ საზოგადოება ერთი
რომელიმე პირის პირად ცხოვრებაში იჭრება არის
ფილმი ,,სიყვარულით სემი’’, სადაც აღწერილია განსხვავებული
ორიენტაციის მქონე ბიჭის ცხოვრება. ყველას სურს გაიგოს მისი
უცნაური მანერებისა და დაბნეულობის მიზეზი,ამიტომაც
მშობლები, მეგობრები და კლასელები უნებართვოდ იჭრებიან
მის პირად სივრცეში და ცდილობენ თვითონ აკონტროლონ ის.
მაგამ როგორც ყველა მონეტას აქვს ორი მხარე , ისე ამ
საკითხსაც აქვს დადებიტი და უარყოფითი მხარეები.
უარყოფითი მხარე არის ის, რომ ადამიანის თითოეული ნაბიჯი
ყველამ იცის და ეს მის დისკონფორტსა და მყუდროობას
არღვევს, ასევე პირად ცხოვრებაში ჩარევისას პირი აგრესიული
ხდება ყველას მიმართ და უჭირს პირადი ინფორმაციის
გაზიარება მოსაუბრისათვის, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე ამ
საკითხს აქვს დადებითი მხარეც. მაგალითად ის, რომ ყველა
დანარჩენი ერთი ინდივიდის ცხოვრებაში ჩარევით და
ინფორმაციის მიღებით იკმაყოფილებს ცნობისმოყვარეობას.
ზემოთ ჩამოთვლილ არგუმენტებზე დაყრდნობით, მე
კიდევ ერთხელ უარვყოფ იმ თზისს, რომ პირადი ცხოვრება,
თუნდაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი
ადამიანის, ხელშეუხებელია.

You might also like