You are on page 1of 20

თავი პირველი - „ნაწარმოების ავტორი - იაკობ ხუცესი მოგვითხრობს

წმინდა შუშანიკის გარდაცვალების ნამდვილ ამბავს, რისი მოწმე და


თვითმხილველიც თავად იყო.

პეროზის მეფობის მერვე წელს სპარსეთის სამეფო კარზე მივიდა


ქართლის პიტიახში ვარსქენი, არშუშას შვილი. მისი მშობლები
ქრისტიანები იყვნენ, თავადაც დაბადებიდან ქრისტიანი იყო. მას ცოლად
ჰყავდა სომეხთა მხედართმთავრის ქალიშვილი, რომელსაც მამამ
ვარდანი დაარქვა, მოფერებით კი შუშანიკს ეძახდნენ. შუშანიკს
ბავშვობიდანვე სწამდა ღვთის. მას ადარდებდა, რომ მის მეუღლეს
ცვალებადი ბუნება ჰქონდა. დედოფალი ყველას სთხოვდა, რომ ელოცათ,
რათა ვარსქენი გონს მოსულიყო და ეღიარებინა ქრისტე.

მაგრამ საცოდავმა და ღვთისგან განწირულმა ვარსქენმა უარყო ქრისტეს


რწმენა. საბრალოა ის, ვისაც ქრისტეს გამო არც გასაჭირი უნახავს, არც -
შიში, არც - მახვილი და არც - პატიმრობა.

ვარსქენი სპარსთა მეფის წინაშე წარსდგა არა დიდების მოსაპოვებლად,


არამედ სრული მორჩილების გამოსაცხადებლად. მან უარყო ჭეშმარიტი
ღმერთი და აღიარა ცეცხლთაყვანისმცემლობა//მაზდეანობა, ის განუდგა
ქრისტეს. სპარსთა მეფისთვის რომ თავი მოეწონებინა, საბრალო
ვარსქენმა მას ცოლი სთხოვა და თან უთხრა, რომ კანონიერ ცოლ-
შვილსაც მოაქცევდა მაზდეანურ რჯულზე.

სპარსთა მეფეს ეს პირობა ისე მისცა, რომ შუშანიკისთვის არც კი


უკითხავს: თანახმა იყო თუ არა. პეროზმა გაიხარა და ბრძანა, რომ
ვარსქენისთვის მიეთხოვებინათ მეფის ასული.“ - შინაარსი
ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

You sent

76. თავი მეორე - „პიტიახში გამოეთხოვა სპარსთა მეფეს და


გამოემგზავრა ქართლში. როცა ჰერეთის საზღვარს მოუახლოვდა,
გადაწყვიტა, რომ ქვეშევრდომებისთვის შეეტყობინებინა თავისი
დაბრუნების ამბავი. მას სურდა, რომ შეგებებოდნენ მისი აზნაურები,
შვილები, მსახურები, რათა მათთან ერთად ერთგული ადამიანივით
დაბრუნებულიყო ქვეყანაში. ამ მიზნით ვარსქენმა საშიკრიკო ცხენით
დაბა ცურტავში გამოგზავნა თავისი მსახური.

როგორც კი შიკრიკმა მოაღწია ცურტავში და შევიდა დედოფალ


შუშანიკთან, მან წინასწარმეტყველივით უთხრა, რომ თუ სულიერად
ცოცხლები იყვნენ ანუ რჯული არ შეუცვლიათ, მიიღებდა, წინააღმდეგ
შემთხვევაში, მათი მოკითხვა თავისთან დაეტოვებინათ.

მოციქულმა ხმის ამოღება ვერ გაბედა, მაგრამ როცა დედოფალმა


დაჟინებით მოსთხოვა სიმართლის თქმა, მანაც აღიარა, რომ ვარსქენმა
უარყო ჭეშმარიტი ღმერთი.

ეს რომ შუშანიკმა გაიგონა, მიწაზე დავარდა, თავს ძირს ურტყამდა და


ცხარე ცრემლებით ტიროდა. ის მოთქვამდა, რომ საცოდავი იყო
ვარსქენი, რადგან მან უარყო ქრისტე, აღიარა ცეცხლთაყვანისმცემლობა
და შეუერთდა უღმერთოებს.
დედოფალმა დატოვა სასახლე და ღვთის შიშით შეპყრობილი ეკლესიაში
შევიდა. თან წაიყვანა თავისი სამი ვაჟი და ერთი ასული, დააყენა ისინი
საკურთხეველთან, თავად ლოცულობდა და უფალს შესთხოვდა, რომ
მისი მოცემული შვილები დაეცვა.

როცა საღამოს ლოცვა შეასრულეს, შუშანიკმა ეკლესიის მახლობლად


პატარა სახლი ნახა, დამწუხრებული შევიდა შიგ, ერთ კუთხეს მიეყრდნო
და მწარედ ატირდა.“ - შინაარსი ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

You sent

77. თავი მესამე - „ამ დროს ეპისკოპოსი აფოცი სასახლეში არ


იმყოფებოდა. ის წასული იყო წმინდა კაცის სახლში რაღაცის
საკითხავად. მას თან ახლდა შუშანიკ დედოფლის მოძღვარი, იაკობი.
მათთან სასწრაფოდ მოვიდა დიაკვანი და მოუთხრო პიტიახშის
მოსვლისა და დედოფლის სასახლიდან წასვლის ამბები. ყველანი
დამწუხრდნენ და ატირდნენ, რადგან ღმერთმა კიდევ ერთხელ
წარმოაჩინა მათი ცოდვები.

იაკობი დაუყონებლივ გამოემშვიდობა ეპისკოპოსს და წამოვიდა


ცურტავში. როცა მან წმინდა შუშანიკი ასეთი დამწუხრებული ნახა,
მასთან ერთად ატირდა.

მოძღვარმა გააფრთხილა დედოფალი იმის შესახებ, რომ მას დიდი


განსაცდელი ელოდა. სთხოვა, მტკიცედ დაეცვა ქრისტეს რწმენა, რათა
ეშმაკს არ შეეცდინა. ამაზე შუშანიკმა უპასუხა, რომ ის მზად იყო
ყველანაირი ტანჯვის ასატანად.
იაკობ ხუცესმა კვლავ უთხრა, რომ დედოფალს დიდი გაბედულებისა და
მოთმინების გამოჩენა დასჭირდებოდა, რაზეც შუშანიკმა უპასუხა, რომ
ეს გასაჭირი მხოლოდ მისი გადასატანი იყო. მოძღვარი არ დაეთანხმა მას.
ის თვლიდა, რომ მათ გასაჭირიცა და სიხარულიც საერთო უნდა
ჰქონოდათ, რადგან შუშანიკი მათი მხოლოდ დედოფალი კი არ იყო,
შვილებივით უვლიდა ყველას.

შემდეგ იაკობმა შუშანიკს საიდუმლოდ სთხოვა, რომ გაენდო მისთვის,


თუ რას აპირებდა. მას უნდოდა დედოფლის ღვაწლის აღწერა. ხუცესმა,
ასევე, ჰკითხა, მტკიცე იყო თუ არა მისი გადაწყვეტილება, რაზეც წმინდა
შუშანიკმა უპასუხა, რომ ის არასოდეს არ გახდებოდა ვარსქენის
საქმეებისა და ცოდვების თანამოზიარე.

იაკობ ხუცესი კვლავ და კვლავ აფრთხილებდა შუშანიკს, რომ


გაბოროტებული, რჯულშეცვლილი პიტიახში მას დიდ ტანჯვას
მიაყენებდა, მაგრამ შუშანიკს ერჩივნა ვარსქენს მოეკლა, ვიდრე
რწმენისთვის ეღალატა.

ვიდრე დედოფალი და იაკობ ხუცესი ამ საუბარში იყვნენ, მათთან


მოვიდა ვიღაც სპარსი კაცი და წმინდა შუშანიკს ტირილით უთხრა, რომ
ასეთ მშვიდობიან სახლში უბედურებამ დაისადგურა, სიხარული
მწუხარებად გადაიქცა.

ის კაცი ვარსქენის თანამზრახველი იყო და უნდოდა წმინდა შუშანიკის


გულის მონადირება. წმინდანი მიუხვდა განზრახვას და მისგან თავი
შორს დაიჭირა.“ - შინაარსი ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან
You sent

78. თავი მეოთხე - „სამი დღის შემდეგ მოვიდა ვარსქენ პიტიახში. იმ


სპარსმა კაცმა მას საიდუმლოდ უთხრა, რომ გაიგო დედოფლის
სასახლიდან წასვლის ამბავი, თან სთხოვა, უხეშად არ მოპყრობოდა,
რადგან ქალი ბუნებით სათუთი არსებაა.

მეორე დღეს, როგორც კი გათენდა, პიტიახშმა მღვდლები თავისთან


მიიწვია, გახარებული შეეგება და სთხოვა, რომ არ მორიდებოდნენ და არ
შეეძულებინათ.

სასულიერო პირებმა უსაყვედურეს პიტიახშს რჯულის შეცვლის გამო,


თუმცა ვარსქენმა თავის ცოლზე დაიწყო საუბარი. ის აღაშფოთა
შუშანიკის საქციელმა. მან დაავალა მღვდლებს გადაეცათ
დედოფლისთვის მისი ნათქვამი. ის თვლიდა, რომ მეუღლემ მას
შეურაცხყოფა მიაყენა, ოჯახის ღირსება შეულახა, თავისი ადგილი
მიატოვა.

როცა დედოფალს გადასცეს ვარსქენის სიტყვები, მან საპასუხოდ


შეუთვალა პიტიახშს, რომ მისმა მამამ აღმართა წმინდანთა
სამლოცველოები, ააშენა ეკლესიები, მან კი მამის ნამოღვაწარი
შეურაცხყო, მისი კეთილი საქმეები დაამდაბლა. მისმა მამამ სახლში
წმინდანები შემოიყვანა, მან კი ეშმაკები შემოიკრიბა; არშუშა პიტიახშმა
ცისა და ქვეყნის ღმერთი აღიარა და ირწმუნა, ვარსქენმა კი ჭეშმარიტი
ღმერთი უარყო და ცეცხლს სცა თაყვანი. როგორც ვარსქენმა უარყო
თავისი შემოქმედი, ისევე უარყო შუშანიკმა ურჯულო პიტიახში. ის
მზად იყო ტანჯვის ასატანად, მაგრამ არავითარ შემთხვევაში რწმენის
მოღალატის თანამოაზრე არ გახდებოდა.
მღვდლებმა პიტიახშს გადასცეს შუშანიკის სიტყვები. ვარსქენს გული
მოუვიდა და ძალიან განრისხდა.“ - შინაარსი ვეფხისტყაოსნის
აპლიკაციიდან

You sent

79. თავი მეხუთე - „შემდეგ პიტიახშმა დედოფალთან გაგზავნა თავისი


ძმა, ჯოჯიკი, მისი მეუღლე და სასახლის ეპისკოპოსი აფოცი. მათ
დაავალა გადაეცათ შუშანიკისთვის, რომ, თუ გონს არ მოეგებოდა და
სასახლეში არ დაბრუნდებოდა, თრევა-თრევით წამოიყვანდა.

ვარსქენის მოციქულები ცდილობდნენ დაერწმუნებინათ დედოფალი,


რომ სასახლეში დაბრუნებულიყო, მაგრამ ის აღარ აპირებდა ქრისტეს
მოღალატე პიტიახშის ცოლობას. მან ჯოჯიკი და მისი ცოლიც უარყო,
როგორც პიტიახშის თანამოაზრეები. მიუხედავად ამისა, მისი მაზლი
მაინც ცდილობდა შუშანიკის დათანხმებას, რადგან იცოდა, რომ
ვარსქენი მსახურებს ძალით წააყვანინებდა დედოფალს.

მაგრამ შუშანიკს არ ეშინოდა, ის თვლიდა, რომ უკეთესიც იყო, თუკი


შეკრულს წაათრევდა პიტიახში, რადგან ასე საბოლოოდ განშორდებოდა
მას. მისმა სიტყვებმა იქ მყოფნი აატირა. თვალცრემლიანი ჯოჯიკი გარეთ
გავიდა.

წმინდა შუშანიკმა ეპისკოპოსს ჰკითხა, თუ როგორ შეეძლო მას,


ჭეშმარიტი ღმერთის უარმყოფელ ვარსქენთან დაბრუნება ეთხოვა
მისთვის.
ჯოჯიკი და მისი თანმხლებნი მაინც არ მოეშვნენ, ბევრს ევედრნენ და
როცა თხოვნით შეაწუხეს, წმინდა შუშანიკმა აიღო თავისი სახარება,
წიგნები წამებულთა შესახებ და თან გაჰყვა სასახლეში. მან ტირილით
მიმართა უფალს, რომელმაც იცოდა, რომ დედოფალი ცოცხალი ვერ
გადარჩებოდა.

როცა სასახლეში მივიდა, თავის ტახტზე კი არ დაჯდა, არამედ შევიდა


პატარა ოთახში. წმინდა შუშანიკმა ხელები ზეცაში აღაპყრო და თქვა,
რომ მისი გულშემატკივარი არც ვინმე მღვდელი გამოჩნდა, არც -
ერისკაცი; ყველამ სასიკვდილოდ დატოვა ღვთის მტრის - ვარსქენის
ხელში.“ - შინაარსი ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

You sent

80. თავი მეექვსე - „ორი დღის შემდეგ სასახლეში მოვიდა ვარსქენი. მან
თავის მსახურებს უთხრა, რომ ის, ჯოჯიკი, მისი რძალი ერთად
ისადილებდნენ და სხვა არავინ არ შეეშვათ მათთან.

როცა მოსაღამოვდა, დაუძახეს ჯოჯიკის ცოლს, რათა ერთად ესადილათ


და მოეყვანათ წმინდა შუშანიკიც. როგორც კი სადილის დრო მოვიდა,
ჯოჯიკი და მისი ცოლი შევიდნენ დედოფალთან, რათა მასაც ესადილა.
მას ხომ ამდენი დღის განმავლობაში არაფერი ეჭამა. ის ძალით წაიყვანეს
სასახლეში. მაგრამ წმინდა შუშანიკმა არაფერი არ გასინჯა. ჯოჯიკის
ცოლმა ჭიქით ღვინო მიართვა და აძალებდა, რომ ეს მაინც შეესვა. მაშინ
განრისხებულმა შუშანიკმა უთხრა, რომ აქამდე წესი არ იყო, კაცებისა და
ქალების ერთ სუფრაზე ჯდომა. მან ხელი გაიქნია და ღვინიანი ჭიქა
სახეში შეალეწა ჯოჯიკის მეუღლეს. ღვინო დაიღვარა.
განრისხებულმა ვარსქენმა დაიწყო უხამსი გინება, ფეხებით სცემა
შუშანიკი. შემდეგ ცეცხლის საჩხრეკი რკინის ჯოხი ჩაარტყა თავში, ერთი
თვალი დაუსივა, სახეში მუშტებით სცემდა უმოწყალოდ და თმებით
ათრევდა აქეთ-იქით. გამძვინვარებული პიტიახში მხეცივით ყვიროდა
და გიჟივით ღრიალებდა. მაშინ დედოფლის საშველად ადგა ჯოჯიკი,
ძმას ეჭიდებოდა, თუმცა ვარსქენმა ისიც სცემა, ტანსაცმელი შემოახია.
ჯოჯიკმა ძლივს გამოგლიჯა ხელებიდან ვარსქენს შუშანიკი ისე,
როგორც მგელს გამოსტაცებენ ბატკანს. დედოფალი მიწაზე მკვდარივით
იდო, ვარსქენი კი მის ჯიშსა და მოდგმას აგინებდა, ოჯახის დამაქცეველს
უწოდებდა. მან ბრძანა შუშანიკის შეკვრა და ფეხებზე ბორკილების
დადება.

როცა პიტიახში ცოტათი დამშვიდდა, მასთან მივიდა ის სპარსი კაცი და


ეხვეწებოდა, რომ დედოფლისთვის ბორკილები მოეხსნა. რადგან სპარსმა
თხოვნით შეაწუხა, ვარსქენმა ბრძანა, რომ შუშანიკი
გაეთავისუფლებინათ ბორკილებისაგან, შეეყვანათ ოთახში და ერთ
მსახურს გულმოდგინედ დაეცვა. ამასთან, სხვა არავინ: არც მამაკაცი და
არც - ქალი არ უნდა შესულიყო მის სანახავად.

როგორც კი გათენდა, ვარსქენმა მსახურს ჰკითხა, თუ როგორ იყო


შუშანიკი. მან უპასუხა, რომ ცუდად იყო, ვერ გადარჩებოდა. ვარსქენი
შევიდა შუშანიკთან, როცა ნახა, როგორი დასიებული იყო, გაუკვირდა.
შემდეგ მცველს უბრძანა, რომ მის სანახავად არავინ შეეშვა და თვითონ
სანადიროდ წავიდა.“ - შინაარსი ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

You sent

81. თავი მეშვიდე - „იაკობ ხუცესი მივიდა მცველთან და სთხოვა, რომ


შეეშვა წმინდა შუშანიკთან. მცველს შეეშინდა, რადგან პიტიახშის
ბრძანება რომ დაერღვია, მოკლავდა. მაშინ მღვდელმა შეარცხვინა
ლაჩარი მცველი, რომელიც დედოფლის გაზრდილი იყო.

იაკობი ფარულად შევიდა დედოფალთან და რომ დაინახა მისი


დახეთქილ-დასიებული სახე, ხმამაღლა ატირდა. წმინდა შუშანიკმა
უთხრა, არ ეტირა მის გამო, რადგან ეს ღამე მისი სიხარულის დასაწყისი
იყო. მოძღვარმა სთხოვა დედოფალს ნებართვა, რომ მისთვის სახე
მოებანა, სისხლი და ნაცარი მოეშორებინა, მალამო დაედო, რათა ღამე
მორჩენილიყო. წმინდა შუშანიკი კი თვლიდა, რომ ეს სისხლი მისი
ცოდვებისაგან განმწმენდელი იყო.

ხუცესმა აიძულა დედოფალი, რომ სამოელ და იოანე ეპისკოპოსების


მიერ ფარულად გამოგზავნილი საჭმლიდან ცოტა რამ მიერთვა. მაგრამ
მას ჭამა არ შეეძლო, რადგან ყბა და ზოგი კბილი ჩამტვრეული ჰქონდა.
მაშინ იაკობმა ღვინოში დაალბო პური და შუშანიკმაც ცოტა შეჭამა.

ხუცესი ჩქარობდა გარეთ გამოსვლას. წმინდა შუშანიკმა ჰკითხა,


დაებრუნებინა თუ არა ვარსქენის მიერ ნაჩუქარი სამკაულები, რომლებიც
მას ამქვეყნად აღარ გამოადგებოდა. იაკობმა ურჩია, რომ არ ეჩქარა.

ამ საუბარში იყვნენ, როცა ერთი ჭაბუკი მოვიდა და იაკობ ხუცესი


იკითხა, უთხრა, რომ პიტიახშმა დაიბარა. მღვდელს გაუკვირდა, ვერ
მიხვდა, ასეთ დროს რატომ იბარებდა ვარსქენი. ის სწრაფად მივიდა
მასთან.
პიტიახშმა უთხრა, რომ ის მიდიოდა ჰუნების წინააღმდეგ
საბრძოლველად. მას სურდა, რომ წასვლამდე ხუცესს შუშანიკისთვის
გამოერთვა სამკაულები, რადგან ის მისი ცოლი აღარ იყო. მას იმედი
ჰქონდა, რომ გამოჩნდებოდა ვინმე, რომელიც ამ სამკაულებს მოიხმარდა.

იაკობი მივიდა და დედოფალს გადასცა პიტიახშის მოთხოვნა. წმინდა


შუშანიკმა ძალიან გაიხარა, უფალს მადლობა შესწირა და მღვდელს
სამკაულები უკლებლივ გაატანა. პიტიახშმა დაათვალიერა, ნახა, რომ
არაფერი არ აკლდა, და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გამოჩნდებოდა
ვინმე, ვინც ამ სამკაულებით დაიმშვენებდა თავს.“ - შინაარსი
ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

You sent

82. თავი მერვე - „როცა მოახლოვდა დიდმარხვის დღეები, ნეტარი


შუშანიკი მივიდა წმინდა ეკლესიის მახლობლად პატარა ოთახში და იქ
განმარტოვდა. ოთახში იყო სარკმელი და ისიც ამოქოლა. ასე იჯდა
ბნელში, მარხულობდა, ლოცულობდა და ტიროდა.

პიტიახშს მისმა რომელიღაც ახლობელმა სთხოვა, რომ წმინდა მარხვის


დღეებში არაფერი არ ეთქვა წმინდა შუშანიკისთვის.

დადგა აღდგომის ორშაბათი, პიტიახში დაბრუნდა ჰუნებთან ომიდან.


მას ეშმაკი შეუჩნდა. ის მივიდა ეკლესიაში და აფოც ეპისკოპოსს უბრძანა,
რომ მისი ცოლი დაებრუნებინა. მან დაიწყო უხამსი გინება და ღვთის
გმობა. ერთმა მღვდელმა უსაყვედურა და ჰკითხა, თუ რატომ იქცეოდა
ასე ცუდად, რატომ ლანძღავდა ეპისკოპოსსა და შუშანიკს. პიტიახშმა
პასუხის ნაცვლად მას ზურგზე ჯოხი გადაუჭირა და მან ხმის ამოღებაც
ვეღარ გაბედა.

ვარსქენმა წმინდა შუშანიკი ეკლესიიდან სასახლემდე მიწასა და ეკლებზე


თრევით მკვდარივით წამოიყვანა. ალაგ-ალაგ ეკალ-ბარდები იყო.
თვითონ ფეხს ადგამდა მასზე, შუშანიკის ტანსაცმელი და სხეული კი
სულ დაიფლითა. ასე მიიყვანეს სასახლეში. ვარსქენმა ბრძანა წმინდა
შუშანიკის ცემა და შეკვრა. გაბრაზებული პიტიახში დასცინოდა
დედოფალს, რომელსაც არ გამოადგა არც მისი ეკლესია, არც -
ქრისტიანები და ღმერთი.

წმინდა შუშანიკს სამასჯერ დაარტყეს ჯოხი, მაგრამ მას ერთი ვაი და


კვნესაც არ დასცდენია. მხოლოდ ეს უთხრა უღმერთო ვარსქენს, რომ მან
საკუთარი თავი არ შეიბრალა, ღმერთს განუდგა და ის ცოლს, რა თქმა
უნდა, არ შეიცოდებდა.

როცა ვარსქენმა დაინახა, რომ შუშანიკს ნაზი კანიდან სისხლი


თქრიალით ჩამოსდიოდა, ბრძანა, რომ მისთვის კისერზე ჯაჭვი დაედოთ,
შემდეგ ციხეში წაეყვანათ და ბნელ საპყრობილეში შეეგდოთ, რათა
მომკვდარიყო.

როცა წამებული დედოფალი სასახლიდან გამოჰყავდათ, იქვე ვიღაც


დიაკვანი იდგა. მას უნდოდა ეთქვა: მტკიცედ იდექი! მაგრამ პიტიახშმა
თვალი შეასწრო და შეშინებულმა მხოლოდ ამის თქმა მოასწრო:
„მტკი“..., გაჩუმდა და სწრაფად გაიქცა.
დედოფალი წამოიყვანეს ფეხშიშველი და თავდაუხურავი, როგორც
ვიღაც მდაბიო. ვერავინ გაბედა, რომ მისთვის თავზე დაეხურა, რადგან
ამხედრებული პიტიახში მას უკან მისდევდა და უშვერი სიტყვებით
აგინებდა.

წმინდა შუშანიკს უკან მიჰყვებოდა დიდძალი ხალხი, უამრავი ქალი და


მამაკაცი. ისინი მისდევდნენ და ხმამაღლა მოსთქვამდნენ, ლოყებს
იხოკავდნენ და შესაბრალისად მისტიროდნენ.

წმინდა შუშანიკმა უკან მოხედა ხალხს და უთხრა, რომ არ ეტირათ,


მხოლოდ ლოცვებში მოეხსენებინათ. ის დაემშვიდობა მათ, რადგან
იცოდა, რომ ციხიდან ცოცხალი ვეღარ გამოვიდოდა.

როცა პიტიახშმა დაინახა ამდენი ხალხი, მამაკაცები, ქალები, მოხუცები


და ახალგაზრდები, რომლებიც ტიროდნენ წმინდა შუშანიკის გამო,
ცხენით დაუწყო მათ აქეთ-იქით დევნა და გაფანტვა.

როცა ციხესთან მისასვლელ ხიდს მიუახლოვდნენ, პიტიახშმა უთხრა


წმინდა შუშანიკს, რომ მას ესღა დარჩა ფეხით გასავლელი, რადგან
ციხიდან მხოლოდ მკვდარს თუ გამოიტანდნენ.“ - შინაარსი
ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

You sent

83. თავი მეცხრე - „როცა ციხეში შევიდნენ, ჩრდილოეთის მხარეს იპოვეს


ერთი პატარა და ბნელი ოთახი. იქ დაამწყვდიეს წმინდა შუშანიკი. მის
კისერზე დადებული ჯაჭვი კი უღმერთო ვარსქენმა თავისი ბეჭდით
დაბეჭდა, რათა ვინმეს არ მოეხსნა.

წმინდა შუშანიკს უხაროდა, რომ აქ დაიტანჯებოდა, მაგრამ იქ, საიქიოში


განისვენებდა. პიტიახში დაცინვით დაეთანხმა. მან დააყენა მცველები,
გააფრთხილა, რომ შიმშილით მოეკლათ, თან დაემუქრა, რომ თუკი
ვინმეს: კაცს ან ქალს შეუშვებდნენ პატიმართან, მათ, თავიანთ ცოლ-
შვილიანად, ცუდი დღე დაადგებოდათ.

პიტიახში წამოვიდა ციხიდან. მესამე კვირას დაუძახა მცველს და ჰკითხა,


ცოცხალი იყო თუ არა შუშანიკი. მან უპასუხა, რომ სასიკვდილო პირი
უფრო უჩანდა, ვიდრე - სასიცოცხლო, რადგან არაფერს ჭამდა. ვარსქენმა
უთხრა, რომ არ ენაღვლა, დაე, მომკვდარიყო.

იაკობი შეევედრა მცველს, დაპირდა ძვირფას საჩუქარს, რათა ის შეეშვა


წმინდა შუშანიკთან. ბოლოს მცველი დათანხმდა, მან გადაწყვიტა
ხუცესის შეშვება და საღამოსთვის დაიბარა.

როცა მცველმა მღვდელი შეიყვანა, მან დაინახა უფლისთვის


მსხვერპლად შეწირული წმინდა შუშანიკი, რომელსაც ქრისტეს
პატარძალივით ამშვენებდა ბორკილები. მას გულმა ვეღარ მოუთმინა და
ატირდა.“ - შინაარსი ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

You sent

84. თავი მეათე - „ამ პერიოდში პიტიახში გაემგზავრა


ჩორდში//დარუბანდში. როცა წმინდა შუშანიკი საპყრობილეში ჩასვეს,
ვარსქენის ძმა - ჯოჯიკი ცურტავში არ იმყოფებოდა. როცა ის დაბრუნდა
და გაიგო, რაც მოხდა, დაედევნა პიტიახშს, ჰერეთის//ქართლის
საზღვართან დაეწია და ევედრებოდა, რომ შუშანიკისთვის ბორკილები
აეხსნა. რადგან ჯოჯიკმა თხოვნით თავი მოაბეზრა, ვარსქენმა ბრძანა,
რომ ჯაჭვები მოეხსნათ. როგორც კი დაბრუნდა ჯოჯიკი, შუშანიკს
კისრიდან მოხსნა ჯაჭვი. ბორკილების მოხსნაზე კი უარი თავად წმინდა
შუშანიკმა თქვა.

შუშანიკმა ციხეში ექვსი წელი დაჰყო. ის სულიერად ამაღლდა მარხვით,


ღამის თევით, ფეხზე დგომით, ღვთის დაუსრულებელი თაყვანისცემით,
წმინდა წიგნების განუწყვეტელი კითხვით. მან გაანათა და გაამშვენიერა
ციხე თავისი გალობით.

იმ დროიდან წმინდა შუშანიკმა მთელს ქართლში გაითქვა სახელი


თავისი საქმეებით. მასთან მიდიოდნენ მამაკაცები, ქალები და
მიჰქონდათ აღთქმული შესაწირავი. წმინდა შუშანიკის ლოცვის ძალით
ღმერთი ყველას იმას აძლევდა, რაც სჭირდებოდა: უშვილოებს - შვილს,
ავადმყოფებს - ჯანმრთელობას, ბრმებს - თვალისჩინს.

წმინდა შუშანიკმა კი აბრეშუმით ხელსაქმის მაგივრად ხელში აიღო


დავითნი//ფსალმუნთა კრებული და სულ მოკლე დროში დაიზეპირაას
ორმოცდაათი ფსალმუნი. ამ ფსალმუნებს ის თვალცრემლიანი
უგალობდა ზეციური სამყაროს უფალს.

ერთხელ ნეტარ შუშანიკს შეატყობინეს, რომ მისმა შვილებმა მაზდეანობა


მიიღეს. მაშინ მან დაიწყო ხმამაღლა მოთქმა-გოდება, თან თავს მიწას
ურტყამდა. შემდეგ ამოიოხრა, უფალს მადლობა გადაუხადა და სთხოვა
ბოროტისაგან დაცვა.

როცა იაკობ ხუცესი მივიდა, მან ნახა ტირილისაგან გამშრალი და


ძალაგამოცლილი წმინდა შუშანიკი. ეპისკოპოსს შუშანიკისთვის
გამოეგზავნა საჭმელი, იაკობმა ძალით გაასინჯა ცოტაოდენი და
ამისთვისაც ღმერთს მადლობა შესწირა.

სანამ შუშანიკის შვილები რჯულს შეიცვლიდნენ, მოდიოდნენ დედის


სანახავად, მაგრამ, როგორც კი უარყვეს ჭეშმარიტი ღმერთი, ვეღარ
ბედავდნენ მასთან მოსვლას. წმინდანს მათი სახელის გაგონებაც კი აღარ
უნდოდა.

ამის შემდეგ პიტიახშმა შუშანიკს შუამავლები მიუგზავნა და შეუთვალა,


რომ საკუთარი ნებით დაბრუნებულიყო სასახლეში, თორემ ვირით ან
ჩორდში გაგზავნიდა ან სპარსეთის სამეფო კარზე.

წმინდა შუშანიკმა კი უპასუხა, რომ თუკი პიტიახში სამეფო კარზე ან


ჩორდში გაგზავნიდა, ამ სატანჯველს გაშორდებოდა და, ვინ იცის, იქნებ,
ბედსაც სწეოდა.

წმინდა შუშანიკის სიტყვებმა პიტიახში დააფიქრა. მას შეეშინდა,


რომელიმე მთავარს ცოლად არ გაჰყვესო და ამის შემდეგ მასთან
მოციქული აღარ მიუგზავნია. წმინდა შუშანიკმა კი ასე იმიტომ უთხრა,
რომ უნდოდა სასტიკი ტანჯვა მოეთმინა, რათა ღვთისთვის სასურველი
ყოფილიყო.
პიტიახშმა შეარჩია თავისი ახლობელი, ძიძიშვილი და სთხოვა
შუშანიკის სასახლეში მოყვანა. ამ კაცმა უსაყვედურა შუშანიკს, უთხრა,
რომ ის ოჯახს ანადგურებდა. ეს კაცი აძალებდა სასახლეში დაბრუნებას.
წმინდა შუშანიკმა მას შეახსენა ვარსქენის სიტყვები, რომელიც ციხეში
გადაყვანისას უთხრა: რომ ის ცოცხალი ვეღარ გამოვიდოდა იქიდან.

შემდეგ დაამატა, რომ თუ ვარსქენს მკვდრის გაცოცხლება შეეძლო,


თავდაპირველად ურდში დამარხული დედა გაეცოცხლებინა, ხოლო თუ
ამას ვერ შეძლებდა, ვერც მის წაყვანას მოახერხებდა. მხოლოდ თრევა-
თრევით თუ გაიყვანდა. როცა პიტიახშს გადასცეს შუშანიკის სიტყვები,
მან აღიარა, რომ ნამდვილად ასე თქვა.

მეორე დღეს წმინდა შუშანიკთან შევიდა ვიღაც კაცი და მოუწონა


პიტიახშისთვის გაცემული პასუხი, რადგან ვარსქენს მისი მოტყუება
ჰქონდა განზრახული და რაღაც ცუდს უპირებდა. ამაზე წმინდა
შუშანიკმა უპასუხა, რომ უფალს არ სძინავს. ის ადამიანს თვითონ
კარნახობს სათქმელს.“ - შინაარსი ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

You sent

85. თავი მეთერთმეტე - „როცა დამთავრდა წმინდა შუშანიკის


საპყრობილეში ყოფნის მეექვსე წელი, ის დაავადმყოფდა და ძალიან
გახდა. იმ დღიდან, რაც ციხეში დაამწყვდიეს, მას ბალიშზე თავი არ
დაუდვია: თავქვეშ გამოუწვავი აგური ედო, ლეიბად კი ნაბადი ეგო. იქვე
გამოსაჩენად იდო ტყავის ქურთუკი. სალოცავად ქვეშ დაეგდო ბეწვიანი
ტყავის ნაგლეჯი.
ამ ადგილას ზაფხულში ძალიან ცხელოდა, მცხუნვარე მზე წვავდა,
ცხელი ქარი ქროდა, წყალი არ ვარგოდა. აქაური მცხოვრებლები იყვნენ
დაავადებულები, დასიებულები, გაყვითლებულები, გამონაყარით
დაწინწკლულები, დამწვარი და დამუნიანებული, დამუწუკებული,
სახედასიებულები. მათი სიცოცხლე ხანმოკლე იყო: იმ ქვეყანაში
მოხუცებულს ვერ ნახავდით. ასეთ ციხეში დაყო წმინდა შუშანიკმა ექვსი
წელი და მძიმე ბორკილებდადებული ადიდებდა ღმერთს. როცა დაიწყო
საპყრობილეში ყოფნის მეშვიდე წელი, წმინდა შუშანიკს სხეული
დაუწყლულდა.

იაკობ ხუცესის გარდა არავინ იცოდა, რომ წმინდა შუშანიკს შიგნიდან


შალის უხეში ქსოვილის სამოსი ეცვა, ხოლო გარედან, სხვების
დასანახავად - ძვირფასი უსახელო წამოსასხამი.“ - შინაარსი
ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

You sent

86. თავი მეთორმეტე - „როცა ჯოჯიკმა გაიგო, რომ დედოფალი


სიკვდილის პირას იყო, მივიდა მასთან. თან მიიყვანა თავისი ცოლ-
შვილი, მსახური კაცები და ქალები. ის მივიდა საპყრობილეში წამებული
შუშანიკის სანახავად. ის ინანიებდა თავის ცოდვებს და ევედრებოდა
წმინდა შუშანიკს, რომ ეთხოვა უფლისთვის მათი ცოდვების მიტევება,
რადგან ისინი ამქვეყნის მოყვარული ადამიანები იყვნენ.

წმინდა შუშანიკმა ჯოჯიკსა და მის ცოლს უსაყვედურა მის მიმართ


უსულგულო დამოკიდებულების გამო. ის, რომ არავინ შეიბრალა,
ვერავინ დაარწმუნა მისი ურჯულო ამქვეყნიური მეუღლე. მათ თავი
იმით გაიმართლეს, რომ ბევრს ეცადნენ, მაგრამ პიტიახშს ვერაფერი
შეასმინეს.
მაშინ წმინდა შუშანიკმა თქვა, რომ ის და ვარსქენ პიტიახში
გასამართლდებოდნენ იქ, სადაც არ არის მიკერძოება: უმაღლესი
მსაჯულისა და უზენაესი მეუფის წინაშე; სადაც არ არჩევენ კაცსა და
ქალს, სადაც ისინი თანასწორად ილაპარაკებდნენ იესო ქრისტეს წინაშე.

წამებულ დედოფალს სჯეროდა, რომ უფალი გადაუხდიდა სამაგიეროს


ვარსქენს იმისთვის, რომ მან შუშანიკს უდროოდ მოუღო ბოლო, მისი
სიცოცხლის სანთელი ჩააქრო, ყვავილი დააჭკნო, მშვენიერება გააქრო,
დიდება დაამდაბლა. ღმერთი სამართლიანად განსჯიდა მათ.

წმინდა შუშანიკი ღვთის მადლიერი იყო, რადგან ვარსქენის მიერ


მოყენებული ტანჯვის სანაცვლოდ იმქვეყნად სასუფეველს
დაიმკვიდრებდა; ცემისა და თრევის სამაგიეროდ კი იესო ქრისტესგან
წყალობას ელოდებოდა.

წმინდა შუშანიკის სიტყვებმა ყველა მწარედ აატირა. მათ კიდევ ერთხელ


სთხოვეს ქრისტეს წმინდა წამებულს ცოდვების შენდობა და დალოცვა.
წმინდა შუშანიკმა უპასუხა, რომ უფალი შეუნდობდა მათ მიერ ჩადენილ
ცოდვებს.

შემდეგ წმინდა შუშანიკმა დალოცა ჯოჯიკი, მისი ცოლი, მისი შვილები,


მსახურები და მისი ეზო-კარი, სასახლე. ის მათ ასწავლიდა ღვთის გზაზე
სიარულს და არიგებდა, რომ: ეს ცხოვრება მინდვრის ყვავილივით
წარმავალი და ცვალებადია. ვინც დათესა, იმან მოიმკო, ვინც ღარიბებს
დაურიგა ქონება, მან დააგროვა სიმდიდრე, ვინც თავს გასწირავს, ის
იპოვის ღმერთს, ვინც მას განადიდებს.

ჯოჯიკის შემდეგ მოვიდნენ მთავარეპისკოპოსი სამოელი და იოანე


ეპისკოპოსი, რომელნიც თანაუგრძნობდნენ და ინაწილებდნენ წმინდა
შუშანიკის ღვაწლს. ისინი მას მადლობით აცილებდნენ ქრისტე ღმერთის
ზეციურ საუფლოში. მათ მსგავსად მოდიოდნენ ქართლის დიდებული
აზნაურები და დიდგვაროვანი ქალბატონები, აზნაურები და დაბალი
ფენის წარმომადგენლები.“ - შინაარსი ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

You sent

87. თავი მეცამეტე - „დადგა წმინდა შუშანიკის გარდაცვალების დღე. მან


დაუძახა სასახლის ეპისკოპოს აფოცს და მადლობა გადაუხადა მისი
გულშემატკივრობისთვის. როგორც მამისა და გამზრდელის გამო
შეეხვეწებიან, ისე სთხოვა, რომ მფარველობა გაეწია იაკობ ხუცესისთვის.
შემდეგ ბრძანა, რომ იმ ადგილას დაეკრძალათ, საიდანაც პირველად
გამოათრიეს. მან დალოცა იქ მყოფნი.

წმინდა შუშანიკის ბოლო სიტყვები უფლის სამადლობელო იყო. ასე


მიაბარა თავისი სული ყოვლადმოწყალე ღმერთს.

ეპისკოპოსმა იოანემ სწრაფად მოიტანა წმინდა სუდარა წმინდა


შუშანიკის ძვირფასი ნეშტის შესახვევად. დანარჩენებმა განბანეს და
შეახვიეს სუდარაში. შემდეგ ორივე ეპისკოპოსმა: იოანემ და აფოცმა,
როგორც უღელში შებმულმა ძლიერმა ხარებმა, იქ მყოფებთან ერთად
აიღეს ზეციური საუნჯე - შუშანიკის ნეშტი, წამოიღეს ფსალმუნების
გალობით, ანთებული სანთლებით და გადმოიტანეს წმინდა ეკლესიაში.
წმინდა შუშანიკი წინასწარ გამზადებულ ადგილას დაკრძალეს. ის ღამე
სასულიერო პირებმა ანგელოზების მსგავსად გაათენეს, დავითის
ფსალმუნების გალობით ადიდებდნენ ყოვლად ძლიერ ღმერთს და მის
ძეს - იესო ქრისტეს.

წმინდა შუშანიკი გარდაიცვალა 17 ოქტომბერს, ხუთშაბათს. ესაა მისი


ხსენების დღე.“ - შინაარსი ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

You might also like