You are on page 1of 2

გმირი არ კვდება და ყველა თაობის თანამედროვედ რჩება.

გმირობის ჩადენა მარტივი საქმე არ არის, თუმცა მისი


დავიწყება რთული, ხშირად კი შეუძლებელია.
მოცემულ საანალიზო მონაკვეთში სწორედ ამ თემაზეა
საუბარი. ლექსი შექმნილია მღვდელი თევდორეს სახელისა
და გმირობის უკვდავსაყოფად. 1609 წელს საქართველოში
შემოჭრილ თათრებს მეფის ხელში ჩაგდება სურდათ, მაგრამ
თევდორე მღვდელმა მათ გზა აურია და საქართველოს ჯარს
დრო მოაგებინა, რითაც მათ გამარჯვებაში დაეხმარა.
როგორც ლექსის დასაწყისში ვხედავთ თევდორე
პატარობიდანვე ქრისტეს მორწმუნე იყო: „ყელს ეკიდა
ქრისტეს ჯვარი–გამგებელი საუფლოთა,“. 1600-ან წლებში
საქართველოში დიდი არეულობა იყო, საქართველოს
სხვადასხვა სამეფოებში ხშირად იცვლებოდა მეფეები და
მართვის ფორმები, რასაც დიდი არეულობა მოჰქონდა:
„...ათას ექვსას მეცხრე წელ, როგორც უპატრონო რაში,
ტორებს ცემდა...ჭიხვინებდა,მთიდან გადარბოდა მთაში.”
ლექსის ბოლოს ავტორი ამბობს, რომ „მომავალი კიდევ
ბევრჯერ გამოგიხმობს წარსულიდან.“ ეს იმას ნიშნავს რომ
თევდორე მღვდლის სახელს ყველა გაიხსენებს.
დღესდღეისობით ეს თემა ძალიან აქტუალურია, მითუმეტეს
მაშინ, როდესაც გმირები ყველაზე მეტად ახლა გვჭირდებიან.
ჩვენ დროში ნაკლებად ხდება ასეთი თავგანწირული
გმირობები, მაგრამ მაინც არსებობენ ადამიანები, რომლებიც
მზად არიან ყველაფერი დათმონ სხვისი ბედნიერებისა და
კეთილდღეობისთვის. ამ ყველაფრის უშუალო მაგალითია
რუსეთ-უკრაინის ომის გმირები, არა მარტო უკრაინელები,
ასევე სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ისინი სამშობლოდან
შორს იბრძვიან სხვა ქვეყნის თავისუფლებისთვის და ამის
მისაღწევად საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ.
საქართველოს ისტორიას არაერთი გმირი ახსოვს,
რომელთა გმირული საქმეებიც ყოველთვის გვემახსოვრება.
ერთ-ერთი მათგანია ცოტნე დადიანი. ის ნებაყოფლობით
წავიდა თავის თანამოძმეებთან და მისივე ნებით გაიზიარა
მათი ბედი. მისმა ამგვარმა საქციელმა მონღოლები
დაარწმუნეს ქართველთა სიმართლეში და ყველანი
გაათავისუფლეს.
როდესაც გმირობაზე ვსაუბრობთ არ შეიძლება არ
ვახსენოთ წმინდა შუშანიკის გმირობა და თავგანწირვა. მან
თავი გაწირა ქრისტესთვის. შუშანიკს მაზდეანობა რომ მიეღო
ეს ნიშნავდა საქართველოში სარწმუნოების სიმტკიცის
შერყევასა და ქრისტიანობის გადაგვარების საფრთხის
არსებობას.
საბოლოოდ ვიტყვი, რომ გმირობა პირადი
გადაწყვეტილებაა, ის დიდ პასუხისმგებლობასა და სიმამაცეს
მოითხოვს.

You might also like