You are on page 1of 2

2.

გერმანიის სოციალურ-პოლიტიკური ვითარება XVIს-ის დასაწყისში

გერმანია თავისი ეკონომიური წყობილებით XVI საუკუნის დასაწყისისათვის კვლავ


ფეოდალურ სახელმწიფოდ რჩებოდა. მისი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას ყმები
შეადგენდნენ. ქალაქებში ცხოვრობდნენ ხელოსნები თავისი ამქრული ორგანიზაციებით და
ფეოდალური წეს-ჩვეულებით. მიუხედავად ამისა, გერმანიის ეკონომიურ ცხოვრებაში უკვე
შესამჩნევი იყო ერთგვარი წინსვლა მეურნეობის სხვადასხვა დარგში. კაპიტალისტური
წარმოების ელემენტები XVI საუკუნის პირველ ათეულში საკმაოდ გამრავლდა.
მშენებლობისა და წიგნის ბეჭდვის დარგში ისეთი საწარმოები გაჩნდა, რომლებშიაც 10 20
დაქირავებული მუშა იყო კაპიტალისტური წარმოების თავდაპირველი სახე — გაფანტული
მანუფაქტურა, თანდათან ფეხს იკიდებდა საფეიქრო წარმოებაში. კერძოდ, ისეთ ქალაქებში,
როგორიც იყო: ვიურტემბერგი, კელნი, რავენსბურგი, აუგსბურგი, ულმი და სამხრეთ-
დასავლეთი გერ მანიის სხვა ქალაქები.
გერმანიაში ერთიანი შინაგანი ბაზრის არარსებობა განსაზღვრავდა მის სოციალურ-
პოლიტიკურ ვითარებას. XVI საუკუნის დასაწყისში „გერმანელი ერის რომის საღმრთო
იმპერია“ პოლიტიკურად ჯერ კიდევ დაქუცმაცებული იყო. მისი საზღვრები საბოლოოდ არ
იყო დადგენილი და ხშირად სადავო ხდებოდა. ფაქტიურად გერმანია წარმოადგენდა
ერთიმეორისაგან მოწყვეტილი „ტერიტორიების კონგლომერატს“. ეს ტერიტორიები
ფორმალურად ითვლებოდა იმპერიის შემადგენელ ნაწილებად. იმპერიის შემადგენლობაში
შედიოდნენ: საიმპერიო მთავრები, რომელთაგან გამოიყოფოდნენ ე.წ. კურფიურსტები,
საიმპერიო საგრაფოები, საიმპერიო თვითმმართველობის მქონე ქალაქები. იმპერიაში
შემავალი დამოუკიდებელი ტერიტორიული ერთეულები განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან
როგორც ეკონომიური, ისე პოლიტიკური მნიშვნელობით.
რაც დრო გადიოდა, სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდნენ გერმანიის მთავრები.
თითოეული მათგანი ჭრიდა საკუთარ ფულს, კრეფდა გადასახადს, ჰქონდა თავისი
სასამართლო და ცდილობდა საიმპერატორო ხელისუფლების სისუსტე გამოეყენებინა
წვრილი აზნაურებისა და ქალაქების დასამორჩილებლად. გერმანიის იმპერატორს ირჩევდა
შვიდი კურფიურსტი, რომლებსაც შეეძლოთ მისი გადაყენებაც. გერმანიაში ჯერ კიდევ არ
არსებობდა ერთიანი სახელმწიფო გადასახადები და იმპერატორს არ ჰყავდა სახელმწიფო
მასშტაბით ერთიანი შეიარაღებული არმია, რომლითაც შეძლებდა ის მსხვილი თავადების
დამორჩილებას და სეპარატიზმის აღმოფხვრას.
ცენტრალიზებული ხელისუფლების არარსებობა ხელსაყრელ პირობას ქმნიდა რომის
პაპების თარეშისათვის გერმანიაში. საფრანგეთსა და ინგლისში რომის პაპები ვერ
ახერხებდნენ თავის ნებაზე მოქმედებას, რადგან სამეფო ხელისუფლება ძლიერი იყო.
გერმანიაში კი არ იყო ძალა, რომელიც შეძლებდა პაპების მიერ სიმდიდრის მიტაცების
აღკვეთას. პაპის დიპლომატები, საეკლესიო გადასახადების ამკრეფნი, ინდულგენციებით
მოვაჭრენი და სხვანი დიდი რაოდენობით იყვნენ გერმანიაში და ანადგურებდნენ გერმანელი
ხალხის ქონებას. მეტიც, უმაღლესი კათოლიკური სასულიერო წოდება, პაპის ჩათვლით,
პრეტენზიას აცხადებდა თავისი პოლიტიკური ჰეგემონიის გავრცელებაზე საერო ყოფა-
ცხოვრებაშიც.
ქვეყანაში არსებული ფეოდალური ანარქია, მთავრების ძალმომრეობა და რომის პაპების
თარეში გერმანიაში საზოგადოების ყველა ფენაში დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. გერმანიაში
წარმოქმნილი ადრინდელი კაპიტალისტური ურთიერთობის თავისებურება იმაში
მდგომარეობდა, რომ ის ჩაისახა პოლიტიკურად და ეკონომიურად დაქუცმაცებულ ქვეყანაში,
რომელშიც თითქმის არ იყო ელემენტარული პირობები მისი შემდგომი განვითარებისათვის.
XVI საუკუნის დასაწყისში გერმანიის წერილი აზნაურობა, რაინდების სახით, შექმნილი
პოლიტიკური ვითარების გამო უკმაყოფილო იყო. დენთის გამოყენებამ სამხედრო საქმეში
უპირატესობა ქვეით ჯარს მიანიჭა და მძიმედ შეიარაღებულ რაინდულ ცხენოსან ძალებს
მნიშვნელობა დაუკარგა. ამგვარად, დაღუპვის გზაზე დამდგარი რაინდობა თავის ხსნას
იმპერიის ისეთ განმტკიცებაში ხედავდა, რომელიც დამყარებული იქნებოდა რაინდობაზე,
აღკვეთდა მსხვილი ფეოდალების თარეშსა და ყმა გლეხებს მორჩილებაში მოიყვანდა. ასეთი
იმპერია ცენტრალიზებული, ბატონყმური სახელმწიფო უნდა ყოფილიყო. რაინდობა
მოითხოვდა კათოლიკური ეკლესიის ქონების სეკულარიზაციას იმ იმედით, რომ საეკლესიო
მიწები მას გადაეცემოდა. რაინდების ამ პროგრამას, ცხადია, გლეხობა და ფართო მასა ვერ
გაიზიარებდა, იგი მიუღებელი იყო მსხვილი ფეოდალებისათვისაც, რადგან რაინდები
აშკარად მიისწრაფოდნენ ქვეყნის ცენტრალიზაციისაკენ. ამგვარად, გაბატონებულ
ფეოდალურ კლასში განხეთქილებას ჰქონდა ადგილი, რაც მას ასუსტებდა.
არსებული ფეოდალური ურთიერთობის წინააღმდეგ ყველაზე უფრო რევოლუციურად
გლეხები და ქალაქის მოსახლეობის დაბალი ფენები გამოდიოდნენ, რომლებიც ყველაზე
უუფლებონი იყვნენ. რაკი გლეხებიცა და ქალაქის პლებეური ფენებიც ერთნაირად
განიცდიდნენ ექსპლუატაციას, ამიტომ ისინი ფეოდალური წყობილების წინააღმდეგ
ერთობლივად გამოდიოდნენ.

You might also like