You are on page 1of 3

ეგოიზმი

ჩვენ ხშირად ვისმენთ, რომ ეგოიზმი ყველაზე საშინელი თვისაა,


რომელიც ადამიანს აქვს, წმინდა მამები ამბობენ, რომ ეს სულის
გახრწნასთანაა პირდაპირ კავშირში და სხვა მსგავს წარწყმენდილ
რამმებთან ასოცირდება. ძალიან მოკრძალებულები უნდა ვიყოთ,
სხვების ინსტერესებს გააზრებულად უნდა ვცეთ პატივი, უნდა
გავითვალისწინოთ კიდეც და მინიმუმამდე დავიყვანოთ ეს აუგი თვისება.
ისევე, როგორც სხვა ყველაფერს სამყაროში, ეგოიზმსაც აქვს 2
რადიკალური პერსპექტივა, რომელთა შორისაც ესე ზუსტი მიჯნის
განსაზღვრა საკმაოდ რთულია, თუმცა არა შეუძლებელი.
კარგი ეგოიზმი, თავის მხრივ იმას გულისხმობს, რომ არ დაგვავიწყდეს
საკუთარი თავი, მეტიც არ შეგვეშინდეს იმაში, რომ ის პრიორიტეტულად
მივიჩნიოთ. არ უნდა შევიკაოთ მოთხოვნილებები და გავთვალოთ
იმდენად რაციონალურად, რომ ჩვენი გადაწყვეტილებებით სხვებს დიდი
ზიანი არ მიადგეთ.
ცუდი ეგოიზმი მგონი ყველამ იმის, ეს ნიშნავს იმას, რომ არაფერი
გავითვალისწინოთ რაც გზაზე გვეღობება ნებისმიერი მოთხოვნილებისა
თუ სურვილის შემთხვევაში.
სამწუხაროდ, დაბნეულობის გამო ხშირად ადამიანებს ეს ყველაფერი
ერთმანეთში ერევათ. საზოგადოების ნორმებს ითვალისწინებენ, მათი
მოლოდინების გამართლებას ცდილობენ და ეგოიზმიდან მეორე
უკიდურესობაში ვარდებიან, როცა საკუთარი თავისთვის არაფერს
იტოვებენ.
ყველაზე იდეალური მაგალითი მშობლებზე იქნება, განსაკუთრებით
მაშინ, როცა საქმე პატარა ბავშვების აღზრდას ეხება. dedebs ხშირად
ებინდებათ გონება პასუხისმგებლობებზე ფიქრში და უარს ამბობენ ბევრ
ბუნებრივ სურვილზე. თუნდაც ბევრ დედას სჭირდება რამდენიმე საათი
განმარტოვება, ახალი ჰობის ქონა ან თუნდაც მარტო დასასვენებლად
წასვლა. რადგან ეს სურვილები სხვების მოლოდინებს ზოგჯერ
ეწინააღმდეგება, ლოგიკურია, უარს ამბობენ. უარს ზოგ შემთხვევაში
საკმაოდ რადიკალური გამოვლინებები მოსდევს ხოლმე, პირველ რიგში
გაუაზრებელი აგრესია იმის მიმართ, რასაც აკეთებენ, შეიძლება
ცხოვრების წესის მიმართაც კი, რომ ზუსტადაც შვილების გაჩენა
გადაწყვიტეს და არა მაგალითად ასტროფიზიკოსობა.
თუ მშობლებიდან ბავშვებზე გადავინაცვლებთ, განსაკუთრებით კი
ახალშობილებზე, დარწმუნებული ვარ მათ წარმოდგენა არ აქვთ
საერთოდ რას ნიშნავს სიტყვა ეგოიზმი, თუმცა აღმოჩნდა, რომ
განვითარებაზე უდიდეს როლს ასრულებს ამ სიტყვის ყველაზე
რადიკალური გამოვლინება - ყველაფრის გაკეთება, რასაც
მოინდომებენ, სადაც მოინდომებენ, მოკლედ გარემო ფაქტორების
სრული იგნორი.
როგორც უკვე ყველასთვის კარგადაა ცნობილი, ადამიანების
მენტალური პრობლემების უდიდესი ნაწილი სათავეს ღრმა ბავშვობიდან
იღებს. ადრეულ წლებში ადამიანებს არ ეძლევათ საშუალება მოიქცნენ
ისე, როგორც მათ რეალურად უნდათ, არ აქვთ უფლება იყვნენ
ჭირვეულები, ჭუჭყუნები, აგრესიულები ან არატოლერანტულები, თუნდაც
ყველაზე დიდი ეგოისტები სამყაროში. ბავშვებს თავიდანვე აჩვევენ, რომ
უნდა დაუჯერონ უფროსებს, უფრო კონკრეტულად მათ, ვინც ამ ბავშვებზე
ზრუნავს და აბსოლუტურად მოერგონ მათ მოლოდინებსა და სურვულებს.
ეს იქცევა ხოლმე ზრუნვისა და სიყვარულის გარანტად. უწევთ ყალბები
და თავშეკავებულები იყვნენ, რაც წლების შემდეგ შედეგს აუცილებლად
იძლევა.
მეოცე საუკუნის სამოციან წლებში ინგლისში მოღვაწეობდა ერთი ასეთი
ფსიქოთერაპევტი დონალდ ვინიკოტი, რომელიც თვლიდა, რომ ბავშვს
ცხოვრების ადრეულ ეტაპზე სრულიად ეგოისტური მიდგომა სჭირდება
იმისთვის, რომ თავი ცოცხლად იგრძნოს და ჯანსაღად განვიტარდეს. მას
ეკუთვნის თეორია რეალური და ყალბი იდენტობის ანუ სელფის შესახებ.
მოკლედ, ეს კაცი პაციენტებს აკვირდებოდა და ჩათვალა, რომ
ფუფუნების პერიოდი აუცილებლადაა საჭირო პატარებისთვის. ის
მომენტი, როდესაც არ აწუხებს ბავშვს არაფერი სამყაროში და ზუსტად
ისე იქცევა, როგორც მოეპრიანება, უნდა იყვნენ ყველანაირი
დანაშაულის გრძნობის გარეშე ზუსტად ისეთები, როგორებიც რეალურად
არიან. გარშემო მყოფები კი, მადლობა ღმერთს, დროის რაღაც
პერიოდში უნდა ერგებოდნენ ამ ბაშვებს საჭირობებსა და სურვილებს, ეს
რაც არ უნდა კატასტროფული იყოს.
ბავშვის რეალური ბუნება, ვინიკოტის ფორმულირებით არის ეგოისტური,
არასოციალური და ამორალური. მას არ აინტერესებს სხვა ადამიანების
გრძნობები. მაშინ ყვირის ან ტირის, როცა უნდა ან შუა ღამისას ან
მგზავრებით გატენილ ყვითელ მარშუტკაში. შეიძლება აგრესიულიც
იყოს, იკბინებოდეს ან ამაზრზენ რამეებს აკეთებდეს, მაგრამ
სასურველია თავი ზუსტად ისეთად გამოხატოს, როგორც მოეპრიანება.
აღსანიშნავია, რომ ამ დროს პატარა არაფერს არ აკეთებს ყურადღების
მოსაზიდად ან ხელოვნურად, არამედ უბრალოდ იქცევა ისე, როგორც
სიამოვნებს.
ვინიკოტი თვლიდა, რომ ადამიანებს რეალური შეგრძნებები სწორედ
მაშინ უჩნდებათ დიდობაში, როდესაც ამ ეგოისტური პრივილეგიებით
სარგებლობენ ბავშვობაში და უარს რადიკალურ გამოვლინებებზე არ
ეუბნებიან.
ისიც აღსანიშნავია, რომ რეალური სელფის გამოჩენის დროს პატარებს
უჩნდებათ მრავალი შესაძლებლობა წარმოსახვაში, ზოგჯერ ისე
მწარდებიან უნდებათ მშობლის განადგურება, შემდეგ კი როცა
რწმუნდებიან, რომ გადარჩა და ცოცხალია უხარიათ. აცნობიერებენ, რომ
მსოფლიო არ დაიგნრევა მხოლოდ იმის გამო, რომ ესე მოეპრიანათ.
ვინიკოტი მშობლებს იმასაც ეუბნებოდა, რომ მეტიჩრობებზე უარი
ეთქვათ და ხელოვნურად არ ეხადათ ბავშვის გამხიარულება თუ ის
წყნარად იყო, რადგან საერთოდ არ სჭირდებოდა იმ დროს მას ფიქრების
სხვა თემისკენ მიმართვა. ბუნებრივი მდგომარეობა ყველაზე
რაციონალურია ამბობობდა მოკლედ.
ამ ამბავში მეორე სელფიც იკვეთება, ის მცადია ოღონდ. “მცდარი
სელფი” ეს უკვე გარემოდან ნაკარნახევი ნორმების და მოლოდინების
საპასუხო რეაქციებია. ბავშვი ცდილობს ადაპტირებას და სხვების
მოლოდინების გამართლებას, გარემოდან წამოსული მოთხოვნილებების
დაკმაყოფილებას. ეს ეხმარება, რომ მივიდეს სკოლაში, განავითაროს
კარიერული უნარ-ჩვევები, ისწავლოს ჯანსაღი კომუნიკაცია
თანატოლებთან. ეს ნიშანია ბავშვისთვის, რომ საშუალება კი ჰქონდათ,
რომ ეკეთებინათ ყველაფერი რაც უნდოდათ, მაგრამ ყველა სიტუაციაში
უკიდურესი ეგოიზმი არაა საჭირო და აუცილებელი.
ანუ მოკლედ რომ თქვა, ვინეკოტი ამ მცდარ სელფსაც მნიშვნელოვნად
მიიჩნევდა რეალურთან ერთად. უბრალოდ ამტკიცებდა, რომ საკმაოდ
საჭიროა ჯანსაღი განვითარების საფეხურებზე ეს რეალური სელფი
ასწრებდეს ყალბ სელფს და ბავშვს ის ეტაპი უკვე გადალახული
ჰქონდეს, როდესაც საზოგადოებასთან მორგებას დაიწყებს.
ბევრ ჩვენგან არ ჰქონია ფუფუნება, რომ ესეთი მაგარი ცხოვრების
დასაწყისი ჰქონოდა, ბევრს არ გაუმართლა და შეიძლება და-ძმაც ყავს,
რომლებიც მშობლების მთელ ყურადღებას იმსახურებდნენ, ან თვითონ
ეს მშობლები იყვნენ მკაცრები და პედანტები, ან კულტურული ჩარჩო არ
უშვებდათ ეგოიზმის ყველაზე გაპრავებული 4-5 წლით დამტკბარიყვნენ.
შედეგი მარტივია, დამჯერები ძალიან მალე გავხდით და შანსი გავუშვით
ხელიდან, რომ რეალური იდენტობა გამოგვეხატა. აღსანიშნავია, რომ აი
განსაკუთრებით წნეხის ქვეშ რომელი ბავშვებიც იყვნენ, საკმაოდ
არაკრეატიულები და არაორიგინალურები არიან დიდობაში.
მოკლედ გამოსავალი აქაც არსებობს, მაგალითან ვინიკუტი თერაპევტიც
იყო და ზედმეტად დიდი მოთმინების ფიალითაც გამოირჩეოდა. ის
პაციენტებს იმ საწყის რეალური სელფის ფაზაზე აბრუნებდა და
ყველაფრის უფლებას აძლევდა. ერთმა პაციენტმა საყვარელი ვაზა
გაუტეხა მაგალითად, მეორემ ფული მოპარა და მესამე სეანსების
განმავლობაში ამცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა.
საბოლოო ჯამში კი, შეგვიძლია მადლობლები ვიყოთ ვინიკოტის,
რომელმაც შეგვახსენა რა ეტაპებია საჭირო რეალობის ჯანსაღად
აღქმისთვის და რომ ეგოიზმი ამის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია,
იმის მიუხედავად, რომ ყველაზე დიდი ეგოისტები ამ სიტყვის
მნიშვნელობას საკმაოდ გვიან იგებენ.

You might also like