You are on page 1of 13

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დანართი №4

სასწავლო კურსის სილაბუსი


სასწავლო კურსის ადამიანის განვითარება 2
სახელწოდება (ქართულად
და ინგლისურად) Human Development 2
სასწავლო კურსის მანანა მელიქიშვილი, ასოცირებული პროფესორი
ავტორი/ავტორები
მობ. 555 33 63 83,
ელფოსტა: manana.melikishvili@tsu.ge
ლექტორი/ლექტორები მანანა მელიქიშვილი, ასოცირებული-პროფესორი. ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი, ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა
ფაკულტეტი.

მობ. 555 33 63 83,

ელფოსტა: manana.melikishvili@tsu.ge
სასწავლო კურსის კოდი
სასწავლო კურსის სტატუსი ფაკულტეტი: ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა
ფაკულტეტი.
სწავლების საფეხური: ბაკალავრიატი.
პროგრამა: ფსიქოლოგია, ოკუპაციური თერაპია
სტატუსი: არჩევითი
ECTS კრედიტების რაოდენობა - 5 (125 სთ).
საკონტაქტო - 45 საათი, მათ შორის:
კვირაში 1 ლექცია - 15 სთ.
კვირაში 2 სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 30 სთ.
დამოუკიდებელი მუშაობა - 80 საათი:
სულ - 125სთ.
სასწავლო კურსზე დაშვების 19. ადამიანის განვითარება 1
წინაპირობები
სასწავლო კურსის მიზნები  მოზარდობის პერიოდის ფიზიკური, კოგნიტური და
ფსიქოსოციალური განვითარების კანზომიერებების ცოდნა;
 ადრეული მოზრდილობის პერიოდის ფიზიკური,
კოგნიტური და ფსიქოსოციალური განვითარების
კანზომიერებების ცოდნა;
 შუა ხანის ფიზიკური, კოგნიტური და ფსიქოსოციალური
განვითარების კანზომიერებების ცოდნა;
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
 გვიანი მოზრდილპობის პერიოდის ფიზიკური, კოგნიტური
და ფსიქოსოციალური განვითარების კანზომიერებების
ცოდნა;
 დაბერების თეორიების ცოდნა.

სწავლის შედეგები ცოდნა და გაცნობიერება:


აღწერილი საკვალიფიკაციო
ჩარჩოს შესაბამისად - – განმარტავს ადამიანის განვითარების ფსიქოლოგიის
ძირითადი ცნებებს და ტერმინებს;
- მსჯელობს მოზარდობის პერიოდის ფიზიკური,
კოგნიტური და ფსიქოსოციალური განვითარების
კანზომიერებებზე;
- მსჯელობს ადრეული მოზრდილობის პერიოდის
ფიზიკური, კოგნიტური და ფსიქოსოციალური
განვითარების კანზომიერებებზე;
- მსჯელობს შუა ხანის ფიზიკური, კოგნიტური და
ფსიქოსოციალური განვითარების კანზომიერებებზე;
- მსჯელობს გვიანი მოზრდილპობის პერიოდის ფიზიკური,
კოგნიტური და ფსიქოსოციალური განვითარების
კანზომიერებებზე;
- ადრებს და აანალიზებს დაბერების თეორიებს.

უნარი - სტუდენტს შეუძლია:

- – ადამიანის განვითარების სხვდასხვა სფეროს


შესაფასებლად შესაბამისი მეთოდების გამოყენება;
- ადამიანის განვითარებაზე მოქმედი ფაქტორების
ანალიზი;

- მოზარდობის, ადრეული მოზრდილობის, შუა ხანში,


გვიან მოზრდილობაში პერიოდში მყოფი პიროვნების
ფიზიკური, კოგნიტური და ფსიქოსოციალური
განვითარების შეფასება.
- ადამიანის კეთილდღეობისათვის ასაკობრივი
განვითარების კანონზომიერებების გათვალისწინებით
სოციოკულტურული გარემოს ანალიზი და
რეკომენდაციების შემუშავება.

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა- სტუდენტს შეუძლია:

– პროგრამით გათვალისწინებული საკითხების შესასწავლად


სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
დროის ეფექტურად განაწილება, სწავლის პერიოდში
შესრულებული სამუშაოების ჩასაბარებლად დადგენილი
ვადების დაცვაზე პასუხისმგებლობის აღება;

- სამუშაო გარემოში განვითარებაზე ორიენტირებული


საქმიანობის წარმართვა და მასზე პასუხისმგებლობის აღება;

- უწყვეტი პროფესიული განვითარებისათვის საკუთარი


სწავლის საჭიროებების დადგენა და დამოუკიდებლად
განხორციელება;

– პროფესიული საქმიანობის ეთიკური პრინციპების დაცვით


განხორციელება.

სწავლებისა და სწავლის დისკუსია, გონებრივი იერიში, ახსნა-განმარტება, წიგნზე მუშაობა,


მეთოდები წერითი მუშაობა.
შეფასების სისტემა1 შეფასების სისტემა ითვალისწინებს:

ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:

ა.ა) (A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;

ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;

ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;

ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70


ქულა;

ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:

ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც


ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება
და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე
ერთხელ გასვლის უფლება;

ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები,

1
შეფასების სისტემა ბმაში უნდა იყოს სასწავლო კურსის სწავლის შედეგებთან
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ
არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

FX-ის მიღების შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო


დაწესებულება ვალდებულია დამატებითი გამოცდა დანიშნოს
დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5
დღეში.

დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს,


რომელსაც შუალედური შეფასებების მინიმალური ქულის
გათვალისწინებით უგროვდება 21 ქულა.

სემესტრული აქტივობა: 40 ქულა (აქედან სამუშაო ჯგუფში


აქტივობა - 36 ქულა, პრეზენტაცია - 4 ქულა)

შუალედური გამოცდა: 20 ქულა

დასკვნითი გამოცდა: 40 ქულა

სამუშაო ჯგუფში აქტივობა: 36 ქულა (ზეპირი გამოკითხვა.


სტუდენტი გამოიკითხება 12–ჯერ, თითოეული შეფასება
მაქსიმუმ 3 ქულა).

სასემინარო მასალის მოყოლის კრიტერიუმები:

3 ქულა - საკითხი გაშუქებულია სრულყოფილად; სტუდენტი


ზედმიწევნით ამჟღავნებს დამოუკიდებელი მსჯელობისა და
დასკვნის გაკეთების უნარს; აქვს მასალის კომპაქტურად
გადმოცემის უნარი.

2.5 ქულა - საკითხი სრულადაა გაშუქებული, მჯელობაში უშვებს


უმნიშვნელო ხასიათის შეცდომებს; სტუდენტი ზედმიწევნით
ამჟღავნებს დამოუკიდებელი მსჯელობისა და დასკვნის
გაკეთების უნარს, უშვებს უმნიშვნელო ხასიათის შეცდომებს.

2 ქულა - საკითხი სრულადაა გაშუქებული, სტუდენტი მეტ-


ნაკლებად ამჟღავნებს დამოუკიდებელი მსჯელობისა და
დასკვნის გაკეთების უნარს; წარმოადგენს საკუთარ მოსაზრებეს;
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მჯელობაში უშვებს უმნიშვნელო ხასიათის შეცდომებს.

1.5 ქულა - საკითხი მეტ-ნაკლებად გაშუქებულია, მჯელობაში


უშვებს შეცდომებს; სტუდენტი ნაკლებად ამჟღავნებს
დამოუკიდებელი მსჯელობისა და დასკვნის გაკეთების უნარს;
უჭირს მასალის კომპეტენტურად გადმოცემა.

1 ქულა - საკითხი არაა სრულყოფილად გაშუქებული, არის


ფაქტობრივი უზუსტობები; სტუდენტის დამოუკიდებელი
მსჯელობისა და დასკვნის გაკეთების უნარი
დამაკმაყოფილებელია.

0.5 ქულა - სტუდენტი ფაქტობრივად ვერ ფლობს პროგრამით


გათვალისწინებულ მასალას; აქვს არსებითი შეცდომები.
დასკვნები არა აქვს.

0 ქულა - -საკითხის ირგვლის მსჯელობა არ შეუძლია

პრეზენტაცია – 4 ქულა, ტარდება სემესტრის მე–15 კვირას.

პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები:

4 ქულა– საშინაო დამოუკიდებელი ნაშრომი შინაარსობრივად


გამართულია, ტერმინოლოგია დაცულია. საკითხი ღრმად და
საფუძვლიანად აქვს გადმოცემული. გამოყენებულია როგორც
ძირითადი ისე დამხმარე ლიტერატურა. რეგლამენტი დაცულია
(10წთ), ნაშრომი არგუმენტირებულია, აუდიტორიასთან
კონტაქტურია და პრეზენტაცია მოცემულია Power Point
ფორმატითა და მის მაქსიმალური შესაძლებლობების
გამოყენებით.

3 ქულა– საშინაო დამოუკიდებელი ნაშრომი შინაარსობრივად


გამართულია, ტერმინოლოგია დაცულია. საკითხი ამომწურავად
არის გადმოცემული. გამოყენებულია როგორც ძირითადი ისე
დამხმარე ლიტერატურა. არსებითი შეცდომა არ არის, თუმცა
აღინიშნება გარკვეული სახის შეცდომები. რეგლამენტი
დაცულია (10წთ), ნაშრომი არგუმენტირებულია,
აუდიტორიასთან კონტაქტურია. პრეზენტაცია მოცემულია Power
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Point ფორმატში.

2 ქულა– საშინაო დამოუკიდებელი ნაშრომი შეკვეცილია;


ტერმინოლოგიურად გამართულია; საკითხი ამომწურავად არ
არის გადმოცემული; არსებითი შეცდომა არ არის; თუმცა
აღნიშნება გარკვეული სახის შეცდომები.; ნაშრომი
არგუმენტირებულია, აუდიტორიასთან კონტაქტურია. მაგრამ
რეგლამენტი (10 წთ) არაა დაცული.

1 ქულა – საშინაო დამოუკიდებელი ნაშრომი საკითხის


შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული. პასუხი
არასრულია; საკითხი დამაკმაყოფილებლად არ არის
გადმოცემული; ტერმინოლოგია ნაკლოვანია; აღნიშნება
მნიშვნელოვანი და არსებითი ხასიათის შეცდომები.

0 ქულა – საშინაო დამოუკიდებელი ნაშრომი წარმოდგენილი არ


არის

შუალედური გამოცდა: 20 ქულა

შუალედური გამოცდა ტარდება წერითი გამოკითხვით,


სემესტრის მე–7 კვირას. ბილეთში არის 2 საკითხი. თითოეული
საკითხი ფასდება 10 ქულით.

შეფასების კრიტერიუმები:

1. 9-10 ქულა: პასუხი სრულია. საკითხი ზუსტად და


ამომწურავად არის გადმოცემული. ტერმინოლოგია
დაცულია. სტუდენტს ზედმიწევნით კარგად აქვს
ათვისებული როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი
ლიტერატურა;
2. 7-8 ქულა: პასუხი სრულია, მაგრამ შეკვეცილი.
ტერმინოლოგია დაცულია. არსებითი შეცდომა არ არის.
სტუდენტს ათვისებული აქვს ძირითადი ლიტერატურა;
3. 5-6 ქულა: პასუხი არასრულია. საკითხი და-
მაკმაყოფილებლად არის გადმოცემული. ტერმინოლოგია
ნაკლოვანია. სტუდენტი ფლობს პროგრამით
გათვალისწინებულ მასალას, მაგრამ აღინიშნება
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მცირედი შეცდომები;
4. 3-4 ქულა: პასუხი არასრულია. ტერმინოლოგია მცდარი.
აღინიშნება რამდენიმე არსებითი შეცდომა. სტუდენტს
არასაკმარისად აქვს ათვისებული ძირითადი
ლიტერატურა.
5. 1-2 ქულა: პასუხი ნაკლოვანია. ტრემინოლოგია არ არის
გამოყენებული. პასუხი არსებითად მცდარია.
გადმოცემულია საკითხის მხოლოდ ცალკეული
ფრაგმენტები;
6. 0 ქულა: პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან
საერთოდ არ არის მოცემული.
დასკვნითი გამოცდა: 40 ქულა

ბილეთში არის 4 საკითხი; თითოეული საგამოცდო საკითხი


ფასდება 10 ქულით. გამოცდა ჩატარედება წერითი
გამოკითხვით.

კრიტერიუმები:

1. 9-10 ქულა: პასუხი სრულია. საკითხი ზუსტად და ამო-


მწურავად არის გადმოცემული. ტერმინოლოგია დაცულია.
სტუდენტს ათვისებული აქვს როგორც ძირითადი, ასევე
დამატებითი ლიტერატურა.

2. 7-8 ქულა: პასუხი სრულია, მაგრამ შეკვეცილი. ტერმინო-


ლოგია დაცულია. არსებითი შეცდომა არ არის. სტუდენტს
ათვისებული აქვს ძირითადი ლიტერატურა.

3. 5-6 ქულა: პასუხი არასრულია. საკითხი დამაკმაყოფი-


ლებლად არის გადმოცემული. ტერმინოლოგია ნაკლოვანია.
სტუდენტი ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას,
მაგრამ აღენიშნება მცირედი შეცდომები.

4. 3-4 ქულა: პასუხი არასრულია. ტერმინოლოგია მცდარი.


აღინიშნება რამდენიმე არსებითი შეცდომა. სტუდენტს
არასაკმარისად აქვს ათვისებული ძირითადი ლიტერატურა.

5. 1-2 ქულა: პასუხი ნაკლოვანია. ტერმინოლოგია არ არის


გამოყენებული. პასუხი არსებითად მცდარია. გადმოცემულია
საკითხის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები.
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
6. 0 ქულა: პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არ
არის მოცემული.

სემინარი – ზეპირი გამოკითხვა, შუალედური გამოცდა – წერითი


გამოკითხვა,დასკვნითი გამოცდა – წერითი გამოკითხვა.
სავალდებულო/ძირითადი 1. ადამიანის განვითარება , რიდერი 1, 2. მ. მელიქიშვილი
ლიტერატურა და სხვა  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა
სასწავლო მასალა ფაკულტეტის ბიბლიოთეკა.

დამხმარე ლიტერატურა და 1. Grac J. Craig, Wendy L. Dunn, Understanding Human


სხვა სასწავლო მასალა Development, Prentice Hall, 2013, Third Edition
2. მ. მელიქიშვილი (2013), ბავშვის განვითარების ასაკობრივი
თავისებურებები, თბილისი, მასწ. პროფ. განვითარების
ცენტრი
3. Berk. L. (2002), Infants, children and adolescents (4 th. ed), Boston,
MA: Allyn&Bacon
4. L. Steinberg, D. Lowe Vandell (2010), Development: Infancy
Though Adolesence, New-York: Wiley.
5. M. Rutherford (2011), Child development, Perspectives in
development Psychology, New- York: Oxford University Press
სასწავლო კურსის სტუდენტებთან კონსულტაციები გაიმართება ფაკულტეტის სასწავლო
გავლასთან დაკავშირებული პროცესის მართვის სამსახურთან შეთანხმებული ცხრილის მიხედვით
დამატებითი
ინფორმაცია/პირობები
(არსებობის შემთხვევაში)
აკადემიური აკადემიური კეთილსინდისიერებას დიდი ყურადღება ექცევა
კეთილსინდისიერება აღნიშნულ სასწავლო კურსში. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს
მხოლოდ თავის მიერ მომზადებული დავალება, რომელშიც
აკადემიური სტილის დაცვით მითითებული იქნება, თუ ვის ეკუთვნის
ესა თუ ის იდეა და/ან სიტყვები. სტუდენტი იღებს ეთიკის კოდექსით
განსაზღვრულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკადემიური
კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვისთვის, რომლებიც
ჭეშმარიტი აკადემიური ღირებულებაა. სანქცია აკადემიური
კეთილსინდისიერების დარღვევის შემთხვევაში არის ნაშრომის
ხელახლა მომზადება, ასევე სასწავლო კურსში არადამაკმაყოფილებელი
ქულის მიღება.
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სასწავლო კურსის შინაარსი
(ნიმუში)

კვირის ლექციის/სემინარის/პრაქტიკუმის/ლაბორატორიული ლიტერატურა და სხვა


2
N სამუშაოს და ა.შ. თემა სასწავლო მასალა
1 მოზარდობის ხანა. მოზარდის სწავლის სირთულეების
ძირითადი ფაქტორები. ფიზიკური განვითარება.
1.ადამიანის
კვებითი აშლილობები: ნერვული ანურექსია და
განვითარება 2, რიდერი,
ბულემია.
გვ. 1-7
1 1 ლექცია, 2 სამუშაო ჯგუფი
2 მოზარდის შემეცნებითი სფეროს განვითარება - აღქმა, 1. ადამიანის განვითარება
მეხსიერება, ფანტაზია, მეტყველება, ყურადღება, 2, რიდერი, გვ. 7-12
აზროვნება, მოტივაცია.
2. ადამიანის განვითარება
1 ლექცია, 2 სამუშაო ჯგუფი 1, რიდერი, გვ. 81--82
3 პიროვნული და სოციალური სფეროს განვითარება 1.ადამიანის განვითარება
მოზარდობაში - თვით-კონცეფცია და თვითშეფასება. რ. 2, რიდერი, გვ. 12-16.
სტრენგის „მე“-ს 4 ასპექტი.
2.ადამიანის განვითარება
ე. ერიქსონის პიროვნების ფსიქოსოციალური 1, რიდერი, გვ. 27-32
განვითარების მეხუთე სტადია - (პიროვნების
იდენტობა-როლების აღრევა). მარსიას ეგო-იდენტობის
სტატუსების კონცეფცია.

1 ლექცია, 2 სამუშაო ჯგუფი

4 პროსოციალური ქცევა. ინდივიდუალური


თავისებურებები მოზარდებში.
1. ადამიანის განვითარება
1 ლექცია, 2 სამუშაო ჯგუფი 2, რიდერი, გვ. 16-22

5 ადრეული მოზრდილობა - ასაკობრივი საათის ცნება, 1. ადამიანის განვითარება


კრიტიკული სიტუაციების გამკლავების უნარი. ასაკის 3 2, რიდერი, გვ. 22-29
განმარტება - ბიულოგიური სოციალური და

2
შუალედური გამოცდა/გამოცდები ტარდება ___ კვირაში/კვირებში
დასკვნითი გამოცდა/გამოცდები ტარდება _____ კვირაში/კვირებში
დამატებითი გამოცდა/გამოცდები ტარდება ____ კვირაში/კვირებში
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ფსიქოლოგიური ასაკი. მოწიფულობა.

კოგნიტური განვითარება ადრეულ მოზრდილობაში. უ.


პერი - სტუდენტური აზროვნების სტადიები. კ.
რიგელის, გ. ლეიბოუვი-ვიფის, უ. შაის შეხედულებები

1 ლექცია, 2 სამუშაო ჯგუფი


6 განვითარების ამოცანები ადრეულ მოზრდილობაში. 1. ადამიანის განვითარება
მამაკაცის ცხოვრების პერიოდიზაცია ლევინსონის 2, რიდერი, გვ. 29-35
მიხედვით. ქალის ცხოვრების პერიოდიზაცია.
2.ადამიანის განვითარება
ფსიქოსოციალური განვითარება ადრეულ
1, რიდერი, გვ. 31-32
მოზრდილობაში. ე. ერიქსონის ფსიქოსოციალური
განვითარების მეექვსე სტადია (სიახლოვე,
ინტიმურობა- სიმარტოვე, იზოლაცია). ადამიანი,
როგორც ოჯახის წევრი. ჰოფმანის 4 ტიპის
დამოუკიდებლობა

1 ლექცია, 2 სამუშაო ჯგუფი


7 პარტნიორის შერჩევა - ფროიდის, ვინჩის, ვაინინგერის,
სენტერსის, მურშტეინის, ზიდლერის, დევისის,
1.ადამიანის განვითარება
გოზმანის მოსაზრებები. რ. სტენბერგის სიყვარულის
2, რიდერი, გვ. 35-43
სამკოპონენტიანი თეორია.

1 ლექცია, 2 სამუშაო ჯგუფი


შუალედური გამოცდა
8 ოჯახური ციკლი. მშობლის როლის მორგება.
პროფესიული ციკლი. პროფესიის არჩევის
1.ადამიანის განვითარება
განმსაზღვრელი ფაქტორები. სამუშაოს შინაგანი და
2, რიდერი, გვ. 43-49
გარეგანი ფაქტორები.

1 ლექცია, 2 სამუშაო ჯგუფი


9 შუა ხანი. კრიზისის მოდელი და გადასვლის მოდელი. 1.ადამიანის განვითარება
ფიზიკური განვითარება შუა ხანში - ფსიქოფიზიკური, 2, რიდერი, გვ. 49-57
მორფოლოგიური და ფუნქციონალური ცვლილებები.
კოგნიტური განვითარება შუა ხანში. ფლუიდური და
კრისტალური ინტელექტი. ინტელექტის ფუნქციის
შეცვლა.

1 ლექცია, 2 სამუშაო ჯგუფი


10 ფსიქოსოციალური განვითარება შუა ხანში. ე. ერიქსონის 1. ადამიანის განვითარება
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ფსიქოსოციალური განვითარების მეშვიდე სტადია 2, რიდერი, გვ. 57-61
(ზრუნვა, გენერაციულობა - სტაგნაცია). ჰეივიგჰერსტის
2.ადამიანის განვითარება
მოდელი. პეკის შეხედულება - შუა ხანის პრობლემები
1, რიდერი, გვ. 32-33
(კონფლიქტები), გვიანი მოზრდილობის პრობლემები
(კონფლიქტები).

1 ლექცია, 2 სამუშაო ჯგუფი

11 მამაკაცები შუა ხანში - ფარელის და როზენბერგის შუა 1.ადამიანის განვითარება


ხნის მამაკაცის განვითარების 4 გზა. ქალები შუა ხანში, 2, რიდერი, გვ. 61-69
განქორწინება და მისი სოციალურ-ფსიქოლოგიური
მახასიათებლები. განქორწინების მიზეზები.
პროფესიული კარიერა შუა ხანში.

1 ლექცია, 2 სამუშაო ჯგუფი


12 გვიანი მოზრდილობა - ეიჯიზმი და სტერეოტიპები. 1. ადამიანის განვითარება
დაბერების ფიზიკური ასპექტები. დაბარების 2, რიდერი, გვ. 69-76
თეორიები.

1 ლექცია, 2 სამუშაო ჯგუფი


13 კოგნიტური პროცესების ცვლილებები გვიან 1.ადამიანის განვითარება
მოზრდილობაში - შემეცნებითი პროცესების 2, რიდერი, გვ. 76-82
მიმდინარეობის სისწრაფე, მეხსიერება, სიბრძნე.

დემენცია - დემენციის სახეები, სიმპტომები.


ინტელექტის დაქვეითების ირიბი მიზეზები,

1 ლექცია, 2 სამუშაო ჯგუფი.


14 ფსიქოსოციალური განვითარება გვიან მოზრდილობაში 1.ადამიანის განვითარება
- იდენტობა, თვითკონცეფცია. ჰეივიგჰერსტის მოდელი. 2, რიდერი, გვ. 82-86
ე. ერიქსონის ფსიქოსოციალური განვითარების მერვე
2.ადამიანის განვითარება
სტადია (ეგოს მთლიანობა- სასოწარკვეთილება). დ.
1, რიდერი, გვ. 33-34
გიზეს მოხუცების პოზიტიური და ნეგატიური
განვითარების ტიპები.

კ. როშაკის სიბერისადმი ადაპტაციის სტრატეგიები.


პენსიაზე გასვლა.

1 ლექცია. 2 სამუშაო ჯგუფი


15 სიკვდილი, როგორც განვითარების ბოლო ფაზა. 1.ადამიანის განვითარება
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სიკვდილთან შეგუების სტადიები. გარდაცვლილი 2, რიდერი, გვ. 86-92
ადამიანის დატირება. ევთანაზია.

1 ლექცია, 2 საათი პრეზენტაცია


სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სასწავლო კურსის სილაბუსი3

(მოკლე ფორმის ნიმუში)

სასწავლო კურსის სახელწოდება

ლექტორი/ლექტორები
ECTS
სწავლების საფეხური:
სტატუსი:
დაშვების წინაპირობა:
კურსის მონაწილეთა დასაშვები ოდენობა:

კვირეული საათობრივი დატვირთვა: აუდიტორია:


კურსის დასაწყისი:

სალექციო კურსის შინაარსი და მიზნები:


სავალდებულო ლიტერატურა:

3
იმ შემთხვევაში თუ საგანმანათლებლო პროგრამა არის უცხოენოვანი პროგრამას თან უნდა ერთვოდეს სილაბუსის
მოკლე ფორმა/ფორმები ქართულ ენაზე

You might also like