Professional Documents
Culture Documents
აკ. წერა
აკ. წერა
(თათია მერებაშვილი)
თხრობითი აბზაცი
დავიწყარი ახალი წლის დადგომა საქართველოს ყველა მხარეში სხვადასხვანაირად
აღინიშნება. ძალზედ საინტერესო და მნიშვნელოვანია შობა-ახალი წლის ტრადიციები
საქართველოს უმშვენიერეს კუთხეში გურიაში. გურულები ახალ წელს ("კალანდას ")
ლამაზად და საგულდაგულოდ მორთული ჩიჩილაკით ეგებებიან. ხის სუფთა თეფშებზე
უგემრიელეს ხაჭაპურს, მადისაღმძვრელ ღორის თავს და ტკბილეულს აწყობენ შემდეგ კი
ბედნიერებისა და კეთილდღეობის სადღეგრძელოს სვამენ. ვიდრე კალანდობის ღამე
შემოვა ისინი წინასარ საგულდაგულოდ ცეცხლს ამზადებენ და ბუხარს ანთებენ,
კალანდობის დადგომისთანავე კი მთელ ღამეს ოჯახის წევრებთან ან ახლობლებთან
ერთან მხიარულად და სასიამოვნოდ ატარებენ. სანამ 12 საათზე თოფების გამაყრუებელი
ბათქაბუთქი არ ატყდება სოფელში მხოლოდ ძაღლების ყეფა და შეშის ტკაცუნი ისმის ....
3)აბზაცში არის წამყვანი აზრი:: გურულებს ახალი წლის საინტერესო ტრადიცია აქვთ .
აღწერითი აბზაცი
იმ დროს როცა ჩვენ თხრობას ვიწყებთ, ოთარაანთ ქვრივის შვილი გიორგი
ოცდაერთი წლის ბიჭი იყო. ერთი ჯმუხი და ძარღვიანი ყმავილი დადგა. კუპრსავით
შავი და კარგად დაკოკრებული წვერ-ულვაში ლამაზად უხდებოდა მის
შავგვრემანს და მოხდენილად მოყვანილს სახესა. თვალადობით მეტად
სანდომიანი და მარილიანი იყო, და უფრო უკეთესი იქნებოდა, რომ მისი დიდრონი
ქორული თვალები ცოტა მრისხანედ არ გამომეტყველებოდნენ. თვალთა
მეტყველების ჭექას აძლიერებდა გადაბმული წარბები. ეს მარილიანობას სახისას
ბევრს უშლიდა. ამის გამო კაცი უნებურად თვალს მოარიდებდა პირველ თვალის
მოსწრებაზედ. ხოლო რამდენსაც უფრო დააკვირდებოდით მის პირისახეს და
თვალებსა, უფრო და უფრო მოგეწონებოდათ გიორგი. იშვიათად იცოდა ღიმილი,
მაგრამ როცა კი გაიღიმებოდა, თვალი ზედ დაგრჩებოდათ, ისე უხდებოდა
ღიმილი. თანაც ერთი ბრგე კაცი იყო, მარჯვედ მოყვანილი და კარგად ჩასხმული.
(ოთარაანთ ქვრივი-ილია ჭავჭავაძე)
ახსნითი აბზაცი
"გეორგიევსკის ტრაქტატმა გამოიწვია დააჩქარა საქართველოში რუსიფიკაციის
რეჟიმი"
5) ლოგიკურია და თანმიმდევრული