You are on page 1of 1

მე მომეწონა ენობრივი პროცესი. კალიე, ქალაქის სახელი...

ის, რომ ძალიან ჰგავს პირველი და მეორე ნაწილი ერთმანეთს. სისასტიკით. იმიტომ, რომ
როგორც ურანიას დაემართა რომ ტრუხილიოს წინაშე საბედისწერო ღამეს იყო
დამბლადაცემული და მეტყველებადაკარგული, ზუსტად ამავე მდგომარეობაში მივიდა
მამასთან.

აა რეჟიმს ბოლომდე დაშორებული ადამიანის მამხილებელი ცნობიერების ნაკადი, რომელიც


რეჟიმისადმი ბოლომდე ერთგულ და მისგანვე გაუგებარი მიზეზების გამო ბოლომდე
გასრესილ ადამიანს ატყდება თავს.

ჩვენ შეჩვეულები ვართ ძირითადად, რომ ტექსტს ხსნის ფინალი, მაგრამ ძალიან მომეწონა
არქიტექტონიკა, კომპოზიცია ტექსტისა, რადგან შუაში მოთავსებულია ის მომენტი,
რომელიც გადამწყვეტია და გადამწყვეტია, ვთქვათ, არა მარტო ლიტერატურაში, არამედ
ისტორიაშიც. ჩემი აზრით, ლიოსამ ცენტრში დააყენა ის, რასაც ყველაზე მეტად უნდა რომ
დავაკვირდეთ ალბათ და ეს არის მკვლელობამდე და მკვლელობიდან.

არ არის რომანტიზებული, არ არის არარაციონალური და ეს არის ისტორიული.

სიყვარულის სცენა. დიქტატურა არის სივრცე, სადაც ყველაზე სახიფათო რაც შეიძლება
დაგემართოს სიყვარულიო. ოღონდ ეს სიყვარული არა მაინც და მაინც გოგოს და ბიჭს
შორის, სიყვარული, როგორც სხვაზე ფიქრი, სხვა ზრუნვა და სხვისი გათვალისწინება შენში.
ამას ვერ ეგუება დიქტატურა.

პერვერსია და პოლიტიკის ერთიანობა. ხო არაა ეს იმის გამოძახილი, რომ ადამიანს როცა


ვერავინ აკონტროლებს, პერვერსიული ხდება?. ფუკო: სხეული ყველანაირი პოლიტიკის
მთავარი ობიექტია და არ არსებობს პოლიტიკა, რომელიც სხეულის პოლიტიკა არ არის,
თუმცა ის ამბობს, რომ ჯერ ბიოლოგიური ორგანიზმია და შემდეგ ეხება ძალაუფლება.

ჩვენ ყველანი ვართ მონაწილეები – ერთდროულად წარმოვადგენთ როგორც მჩაგვრელებს,


ასევე ჩაგრულებს. ძალაუფლების ურთიერთობები განმსჭვალავენ

ფემინიზმი და ლიოსა

El Pais-ში გამოქვეყნებულ ლიოსას სტატიაზე, სადაც მწერალი ამბობს, რომ  “ფემინიზმი


ლიტერატურის ყველაზე მთავარი მტერიაო”. მარიო ვარგასი ოდნავ აღშფოთდა კიდეც და
მასპინძელს კითხვა გააწყვეტინა: “მე მთელ ფემინიმზე არ ვსაუბრობდი. ფემინიზმს მხარს
ვუჭერ, ფემინიზმი პატივსაცემია, მაგრამ სამწუხაროდ, თანამედეროვე  ძალიან რადიკალური,
ექსტრემისტული და არატოლერანტი ფემინიზმია, რომელიც სწორედ იმ იდეას ანგრევს,
რომელმაც ფემინიზმი განავითარა.

You might also like