You are on page 1of 3

ესე

შოთა რუსთაველი ეპიზოდში  ამაღლებული


გრძნობისგან სრულიად დაშორებულ გრძნობას
აღგვიწერს, რომელსაც მიაკუთვნა სწორედ ფატმან
ხათუნი. იგი ეპიზოდის დასაწყისიდანვე გვაძლევს
მითითებას : "სჯობს სიშორე დიაცისა, ვისგან ვითა დაითმობის:
გილიზღებს და შეგიკვეთებს, მიგინდობს და მოგენდობის,
მართ ანაზდად გიღალატებს, გაჰკვეთს, რაცა დაესობის,
მით დიაცსა სამალავი არას თანა არ ეთხრობის."

რაც გასაგებს ხდის , რომ ფატმანის გრძნობა სხვა


პერსონაჟებისაგან განსხვავდება. იგი უფრო მიწიერი,
ხორციელი და იმავდროულად, რეალისტურია.
პოემაში ვხედავთ, რომ ფატმანს ავთანდილის მიმართ
მორიდების გრძნობა მაინც გააჩნია და ერთულება ამ
გრძნობის გამჟღავნება: “ damalvasa ecdeboda,
magra WirTa ver malvida“ , თუმცა მისი საბოლოო
გადაწყვეტილება, რომ თავისი გულისნადები გაანდოს
მას, სრულიად შეესაბამება ფატმანის ცხოვრების წესს,
ვინაიდან მისი ზნეობა დაბალია და მხიარულ, მდიდარ
ვაჭართა ქალაქისთვის შესაბამისი. ფატმანის სახე მის
სამიჯნურო წერილშიც კარგად ჩანს . იგი მიწიერი
სიყვარულის მოტრფიალეა, მეტი ყურადღება
გარეგნულ აღნაგობაზე აქვს გამახვილებული:”შენი შვენება
ყვავილთა აჭნობს, ჩემიცა ჭნებიან, სრულად დამწვარ ვარ, თუ მზისა შუქნი არ
მომესწრებიან“
და ეს ყოველი არც ისეთ ამაღლებულ გრძნობას ჰგავს,
როგორსაც სხვა პერსონაჟების სამიჯნურო წერილებში
ვხვდებით.
ეპიზოდი საინტერესოა ავთანდილის მორიგი
გონივრული გადაწყვეტილებით .
თავდაპირველად მისთის ეს წერილი მიუღებელი
გახლდათ , თუმცა მან ფატმანის კადნიერებას პასუხი
მოუძებნა და ახსნა ამით :`ar icis guli Cemi, vin
maSikobs, vissa visi!“ და მიიღო გადაწყვეტილება,
რომელიც ერთი შეხედვით არასწორად გადადგმული
ნაბიჯია და გვაფიქრებინებს იმას , რომ იგი ფატმანის
მიწიერი გრძნობების მოზიარე ხდება, თუმცა ამ
გადაწყვეტილებაში ჩანს ავთანდილის
შორსმჭვრეტელობის უნარი და რომ ამ კავშირს არც
პოეტი გმობს მკაცრად და მეგობრისადმი თავდადების
მოტივით ამართლებს მის გადაწყვეტილებას. ვხედავთ
, რომ თავად ავთანდილიც იტანჯება , თუმცა ამ
შემთხვევით კავშირს დასაშვებად მიიჩნევს :” mivhyve,
miambobs yvelasa, razomca cecxli mwvav alTa,“ ეს
ავთანდილის ერთ-ერთი ღირსებაა ,რადგან იგი
მეგობრისათვის ყველანაირ გადაწყვეტილებაზეა
წამსვლელი და თავად პოეტიც ამ მოტივს მაღალ
ზნეობად მიიჩნევს.
მონაკვეთი ღირებულია მხატვრული
თვალსაზრისითაც.
ეპიზოდში საუბარია მიწიერ გრძნობებზე და
რეალისტურადაა აღწერილი ეს გრძნობები.
გამოყენებულია შედარება : `he, mzeo,
RmerTsa vinaTgan mzed swaddi dasabadeblad~
აღსანიშნავია ავთანდილის მოქმედება , მოტივი და
გონივრული გადაწყვეტილება , რომელსაც მეგობრის
დასახმარებლად ჩადის.
თხრობა დინამიკურია , რაც განპირობებულია იმით ,
რომ ავთანდილი სწრაფად და გონივრულად იღებს
გადაწყვეტილებებს.
აღსანიშნავია ისიც ,რომ  ავთანდილის
გადაწყვეტილება პოეტისაგან დასაგმობი არ გამხდარა,
რადგან იმ ეპოქისთვის, რომელშიც რუსთაველი
მოღვაწეობდა, როგორც ჩანს ეს შეხედულებები
დასაშვები იყო, მოყვრისათვის თავგანწირვის მოტივით.

You might also like