You are on page 1of 2

-იმსჯელეთ, როგორ ასაბუთებს ავთანდილი წასვლის აუცილებლობას(ყურადღება

მიაქციეთ ავთანდილის მსჯელობას სიცრუისა და მეგობრობის შესახებ)


-ჩამოაყალიბეთ ავთანდილის პოზიცია განგებასთან დაკავშირებით(ყურადღება
მიაქციეთ მის მსჯელობას ღვთის ნების შესახებ)
-იმსჯელეთ რა არის მოცემული ტექსტის მთავარი სათქმელი და რა მხატვრული
საშუალებებითაა იგი რეალიზებული.

შოთა რუსთაველი თავისი პოემით „ვეფხისტყაოსანი“ გვმოძღვრავს და


გვასწავლის, როგორ ვიცხოვროთ ჭეშმარიტად ღვთისნიერი გზით და სულიერად
ავმაღლდეთ. პოემაში ამას ავტორი ხშირად ავთანდილის დახმარებით
წარმოაჩენს, რადგან სწორედ ისაა ყველაზე აქტიური გმირი, რომელიც
ახორციელებს ყველა პოზიტიურ იდეასა თუ პრაქტიკულ მიზანს. ავთანდილის
ანდერძში თავმოყრილია ის ზნეობრივი ჭეშმარიტებები, რომლებიც მთელს
„ვეფხისტყაოსანში“ გაბნეულადაა წარმოდგენილი.
ავთანდილი ბრძენი პერსონაჟია, მან იცის რა არის საჭირო მისი ამქყვენიური თუ
იმქვეყნიური არსებობისათვის. მისთვის წასვლა აუცილებელია, რადგან იცის, რომ
ბრძენი ადამიანი საკუთარ მოყვარეს არ გასწირავს:„კაცი ბრძენი ვერ გასწირავს
მოყვარესა მოყვარულსა“. ანდერძში რუსთაველი ავთანდილს აწერინებს იმას,
რასაც თავად ფიქრობს, როგორიც საკუთარი მსოფლმხედველობაა. ავტორის
მსოფლგაგებით სულის და ამქვეყნიური ხვედრიც სხვა ადამიანებისადმი
სიყვარულითა,ერთგულებითა და თანადგომით განისაზღვრება. ამიტომაა
აუცილებელი ავთანდილისათვის იყოს ტარიელის ერთგული, ის თავის მოყვარეს
და ზოგადად სიყვარულს ვერ უღალატებს, რადგან სიცრუე და ღალატი მას
ხორციელადაც და სულიერადაც დაღუპავს: სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა,
მერმე სულსა“. ავთანდილის წასვლას გარდაუვალს ხდის მისი სიყვარული
მეგობრისადმი.“ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე მაგისისა თნებისა“.ეს
სიყვარული კი ღვთიური წარმომავლობისაა, რადგან სწორედ ღვთის ნებაა ის,
რომ ადამიანი სიცოცხლის წყაროსგან ვერ მოწყდება და მშვენიერება პიროვნებას
ატყვევებს. ავთანდილისთვის კი სწორედ ტარიელია სიცოცხლის წყარო და
ამდენად, ის უპირობოდ უნდა წავიდეს მეგობრის დასახმარებლად: „მე ვით
გავსძლო უმისობა, ან სიცოცხლე ვით მეთნების!“ ანდერძში ჩანს, რომ
ავთანდილის გაგებით, ღმერთი აღჭურავს ადამიანს სულიერი და ფიზიკური
ძალებით, რომელიც ესაჭიროება მას ამქვეყნად თვითდამკვიდრებისათვის(„ვინ
დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად“). ეს ძალები ,ბუნევრივია,
პიროვნებამ მოყვასის სიყვარულისა და თანადგომისათვის უნდა გამოიყენოს .
სწორედ ამიტომ, ავთანდილის არაბეთში დარჩენა ღმერთის ნების წინააღმდეგ
წასვლაც იქნებოდა. როგორც გონიერი და ღვთიური სიბრძნით გამსჭავლული
ადამიანი, ავთანდილი იაზრებს, რომ ტარიელის ღალატი მას, ამქვეყნად თუ არა,
იმქვეყნად შეარცხვენს, როცა მას პირისპირ შეხვდება:

„ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ საქმესა საძაბუნოსა,


პირის-პირ მარცხვენს,ორნივე მივალთ მას საუკუნოსა.“

You might also like