You are on page 1of 7

როგორც ვიცით მუცლის ღრუს მოცულობა არ შეესაბამება მუცლის გარეგან საზღვრებს,

რადგან ზემოთ გვაქვს დიაფრაგმა, რომელშიც ორგანოები არასიმეტრიულადაა შეჭრილი და


ქვემოთ ყოველგვარი საზღვრების გარეშე ის მენჯის ღრუში გრძელდება.

მუცელში ვარჩევთ ორ ნაწილს :

 საკუთრივ მუცლის ღრუ, რომელიც მთლიანად პარიესულიპ ერიტონეუმითაა


შემოფარგლული. (პერიტონეუმი გამოფენს მუცლის წინა გვერდით კედელს, ზემოთ
დიაფრაგმას , ხოლო მისი უკანა ფურცელი განშრევებულია მუცლის უკანა კედლიდან
და ამიტომ გვაქვე მეორე ნაწილი
 რეტროპერიტონეული სივრცე, რომელიც მუცლის უკანა კედელსა და პარიესული
პერიტონეუმის უკანა ფურცელს შორისაა.

პერიტონეული სადა კრიალა გარსია რომელიც გამოფენს მუცელს შიგნიდან მთლიანად და


გადადის ორგანოებზე და სხვადასხვანაირად ფარავს მათ. ანუ პერიტონეუმს არაქვს არც
დასაწყისის და არც დამთავრების ადგილი. ის ხან კედლებს ფარავს და არის პარიესული ხან
ორგანოზეა და ვისცერულია. ანუ გვაქვს გადასვლები ფურცლებიდან რაც ხდება იოგებისა და
ჯორჯლების საშუალებით. იოგიც და ჯორჯალიც ასევე პერიტონეუმია უბრალოდ მათ
პერიტონეუმის დუბლიკატურები ქვიათ, რადგან ისინი ორ ფურცელს შეიცავენ. როცა
პერიტონეუმის ორი ფურცელი მივა ღვიძლთან, კუჭთან, ელენთასთან მას ქვია იოგი, ხოლო
როდესაც მსხვილ ნაწლავთან ან წვრილ ნაწლავთან მივა მაშინ ეწოდება ჯორჯალი. იოგშიც
და ჯორჯალშიც შესაბამისად გაივლის რომელ ორგანოსთანაცაა იმის სისხლძარღვები და
ნერვები.

გვაქ ინტრაპერიტონეული ანუ 4 მხრივ დაფარული ორგანოები როგორიცაა : კუჭი, ელენთა,


განივი კოლინჯი, სიგმოიდური კოლინჯი და წვრილი ნაწლავები.

გვაქვს მეზოპერიტონეული ანუ 3 მხრივ დაფარული ორგანოები როგორიცაა : ღვიძლი,


12გოჯა ნაწლავის მხოლოდ დასაწყისი, ასწვრივი კოლინჯი, დასწვრივი კოლინჯი,

ხოლო ბრმა და ჭია ნაწლავები ხან მეზოპერიტონეულია ხან ინტრაპერიტონეული. როცა


თავისი ჯორჯალი აქვს ჭია ნაწლავს ის ინტრაპერიტონეულია ხოლო როცა ჭიას და ბრმას
საერთო ჯორჯალი აქვთ მაშინ ისინი მეზოპერიტონეულია.

დანარჩენი ორგანოები ექსტრაპერიტონეულია ანუ რეტროპერიტონეუმშია განლაგებული. ეს


ორგანოები საერთოდ არ იფარებიან ვისცერული პერიტონეუმით, ისინი თავიანთი წინა
ზედაპირებით და ფასციური ფურცლებით ეხებიან პარიესული პერიტონეუმის უკანა
ფურცელს. ასეთებია : თირკმელები, თირკმელზედა ჯირკვლები, შარდსაწვეთები, პანკრეასი,
12გოჯა ზედა ნაწილის გარდა სულ, მუცლის აორტა, ქვემო ღრუ ვენა, გულმკერდის
ლიმფური სადინარი, და ნერვები(თეძო-მუცლის, თეძო-საზარდულის და სასქესო-ბარძაყის).

საკუთრივ მუცლის ღრუ განივი კოლინჯით და მისი ჯორჯლით გაყოფილია 2 სართულად.


განივი კოლინჯი ყოფს მას ზედა სართულად რომელსაც ჯირკვლოვანი სართული ეწოდება,
და მის ქვემოთ არის ნაწლავის სართული. ჯირკვლოვანში გვაქვს : ღვიძლი, კუჭი და ელენთა.
ხოლო ნაწლავურში გვაქვს გარშემო მსხვილი ნაწლავიდა ცენტრალური ნაწლავი უკავია
წვრილ ნაწლავს.

მცირე ბადექონი - ესაა ორი იოგის ერთობლიობა, რომელიც გაჭიმულია ღვიძლიდან კუჭის
მცირე სიმრუდემდე და ღვიძლიდან 12გოჯა ნაწლავის დასაწყის ნაწილამდე. ღვიძლზე ეს
იოგები იწყება მის ვისცერულ ზედაპირზე. აქ გვაქვს ვენური იოგის ნაპრალი, ასევე გვაქვს
ადგილი სადაც შედის ღვიძლის არტერია და კარის ვენა, რომელსაც პორტული კარი ეწოდება
ანუ აქაა პორტული კომპლექსი. ამ ვენური იოგის ნაპრალიდან იწყება ღვიძლ-კუჭის იოგი და
მიდის მცირე სიმრუდესთან, ხოლო ღვიძლის კარიდან 12გოჯას ზედა ნაწილამდე მიდის
ღვიძლ-12გოჯას იოგი. ამ ორ იოგს შორის გვაქვს სისხლძარღვები და ნერვები. ღვიძლ-
12გოჯას იოგის საშუალებით ღვიძლის კარში შედის ღვიძლის საკუთარი არტერია და კარის
ვენა და ღვიძლიდან გამოდის ნაღვლის სადინარი. ხოლო ღვიძლ-კუჭის იოგში გვაქვს კუჭის
მკვებავი მარჯვენა და მარცხენა არტერიები თანამოსახელე ვენებთან და ნერვულ წნულებთან
ერთად. ეს ორი იოგი პირდაპირ გრძელდება ერთმანეთში . (პორტულ კომპლექსში -
მარჯვნივ თავსდება ნაღვლის სადინარი, მარცხნივ ღვიძლის არტერია და შუაში და უკან
არის კარის ვენა)

დიდი ბადექონი- პერიტონეუმის გაოთხმაგებული ფურცელი. მცირე ბადექონი, რომელიც


მოვიდა კუჭის მცირე სიმრუდემდე გაიშლება, ანუ მისი ორი ფურცელი გაიშლება , ერთი
კუჭს წინიდან გადაუვლის მეორე უკნიდან. ანუ გადავა ვისცერულ პერიტონეუმში და
დაფარავს კუჭს. შემდეგ კუჭის დიდ სიმრუდეზე ეს ორი ფურცელი ისევ დაუკავშირდება
ერთმანეთს და წამოვა ქვემოთ განივ კოლინჯამდე. ამ მონაკვეთს ქვია კუჭ-კოლინჯის იოგი.
შემდეგ გადავა ვისცერულ პერიტონეუმში და დაფარავს განივ კოლინჯს მთლიანად, ისევ
გაერთიანდება, დაეშვება ქვემოთ ესიქნება პერიტონეუმის დასწვრივი ფურცლები, წავა
ბოქვენის სიმფიზამდე სადაც მოტრიალდება და ამოვა ისევ ზემოთ. ანუ გვაქვს 2 დასწვრივი
და 2 ასწვრივი ფურცელი. ეს 2 ასწვრივი ამოვა ისევ განივ კოლინჯამდე სადაც გაიხსნება,
ერთი ფურცელი განივ კოლინჯს დაემაგრება(მიმაგრების ადგილს ბადექონის ზონარი ქვია),
ხოლო მეორე ღრმა ფურცელი წავა უკან, ანუ პერიტონეუმის უკანა ფურცელი იქნება და
ბოლომდე ავა ზემოთ და გადავა დიაფრაგმაზე პარიესულ პერიტონეუმში.

ჯირკვლოვან სართულში - ღვიძლი, კუჭი და ელენთა. ამ ორგანოების ზემოთ დიაფრამგაგდე


და ქვემოთ განივ კოლინჯამდე გარკვეული სივრცეებია დარჩენილი. მთელ ამ სივრცეს
ეწოდება სუბდიაფრაგმული სივრცე, რომელიც გაყოფილია 2 ნაწილად
ინტრაპერიტონეალური სუბდიაფრაგმული სივრცე და ექსტრაპერიტონეალური
სუბდიაფრაგმული სივრცე.

ღვიძლის იოგოვანი აპარატი

ღვიძლს შუასაძგიდისეულ ზედაპირზე აქვს ყველაზე დიდი - საკიდი იოგი, ი(ნამგლისებური


ან შუსაძგიდ-ღვიძლისაც უწოდებენ) რომელსაც პერიტონეუმის ფურცელი უკავშირდება და
მუცლის წინა კედელთან და დიაფრაგმასთან აკავშირებს . ამ საკიდ იოგს ვისცერული
მხრიდან რომ შევხედოთ ქვედა კიდეზე აქვს მკვრივი ნაწილი იგივე ღვიძლის მრგვალი იოგი,
რომლის საშუალებითაც ჭიპის ვენა შემოდის და კარის ვენაში იხსნება. დიაფრაგმისეული
ზედაპირიდან რომ შევხედოთ ეს საკიდი იოგი გადადის გვირგვინოვან იოგში, გაიშლება ეს
ფურცლები ერთი მარჯვნივ და ქვემოთ წავა მეორე მარცხნივ და ქვემოთ და მოსაზღვრავს
მარჯვენა და მარცხენა სამკუთხა იოგებს. ეს სამკუთხა იოგები არაა გვირგვინოვანის
გაგრძელება!! ზემოდან რომ დახედავ ამ სამკუთხა იოგებს უბრალოდ გვირგვინს გავს ამიტომ
ერთიანად მათ გვირგვინოვანი იოგი ეწოდება. და ეს იოგებიც ღვიძლს აკავშირებს
დიაფრაგმასთან.

ღვიძლის ვისცერულ ზედაპირზე გვაქვს ღვიძლ-კუჭის და ღვიძლ-12გოჯას იოგები.

ის არე რომელიც მარჯვენა და მარცხენა სამკუთხა იოგებით ანუ გვირგვინოვანი იოგებითაა


მოსაზღვრული ეწოდება area/pars nuda ანუ შიშველი არე. ამ ადგილას ღვიძლს პერიტონეუმი
არაქვს. სწორედ ამ დაუფარავ ანუ შიშველ არესა და დიაფრაგმის პერიტონეუმით დაფარულ
ადგილს შორის დარჩენილ სივრცეს ეწოდება ექსტრაპერიტონეალური სუბდიაფრაგმული
სივრცე ხოლო დანარჩენი მთელი სივრცე რაც რჩება სულ არის ინტრაპერიტონეალური
სუბდიაფრაგმული სივრცე.

მთელი ინტრაპერიტონეალური სუბდიაფრაგმული სივრცე ღვიძლით იყოფა ორად ზედა და


ქვედა მონაკვეთებად.ანუ დიაფრაგმიდან ღვიძლამდე და ღვიძლიდან განივ კოლინჯამდე.
ხოლო საკიდი ანუ ნამგლისებრი იოგი და მრგვალი იოგი მთელ ამ სივრცეს ყოფს მარჯვენა
და მარცხენა ნახევრებად. მთელი ინტრაპერიტონეალური სივრცე ამ იოგების საშუალებით
გაყოფილია 3 აბგად. მარჯვენა მხარეს ღვიძლის აბგა ხოლო მარცხნივ არის კუჭის წინა აბგა.
ამ ორ აბგას წინიდან მთლიანად მოსაზღვრავს მუცლის წინა კედელი. ქვემოთ განივ
კოლინჯამდეა ზემოთ დიაფრაგმამდე. მესამე აბგა არის კუჭისა და მცირე ბადექონის უკან
ანუ არ ჩანს და ქვია ბადექონის აბგა. ის რომ დავინახოთ უნდა გავჭრათ მცირე ბადექონი.
ისიც ზემოთ დიაფრაგმამდე ხოლო ქვემოთ განივ კოლინჯამდეა გავრცელებული.

ღვიძლის აბგა -

 ზემოდან და გარედან - დიაფრაგმა


 ქვემოდან - მთლიანად განივი კოლინჯი და კოლინჯის მარჯვენა ნაკეცი
 შიგნიდან - ნამგლისებრი და მრგვალი იოგები(საერთოა კუჭის აბგასთან)
 წინიდან მუცლის წინა გვერდითა(მარჯვენა) კედელი
 უკნიდან - მარჯვენა სამკუთხა იოგი

კუჭის წინა აბგა

 ზემოდან - დიაფრაგმა
 ქვემოდან - განივი კოლინჯი და კოლინჯის მარცხენა ნაკეცი
 უკანა კედელი - კუჭის წინა კედელი და მცირე ბადექონია
 შიგნითა კედელი - ნამგლისებრი და მრგვალი იოგები(გამოყოფს ღვიძლის აბგიდან)
 უკნიდან - ღვიძლის მარცხენა სამკუთხა იოგი

ბადექონის აბგა

 წინა კედელი - მცირე ბადექონი და კუჭის უკანა კედელი


 ქვემოთ- განივი კოლინჯი
 ზემოთ - დიაფრაგმა
 უკანა კედელი - პარიესული პერიტონეუმი (დიდი ბადექონის ასწვრივი
ფურცლებიდან ერთი რომ განივ კოლინჯს დაუკავშირდა და მეორე რო გაგრძელდა
დიაფრაგმამდე ის) მის ქვეშ ჩანს პანკრეასის კუდი

ღვიძლის აბგაში მოთავსებულია

 მთლიანად ღვიძლის მარჯვენა წილი


 ვისცერული მხრიდან ღვიძლის კვადრატული წილი
 ნაღვლის ბუშტი
 კოლინჯის მარჯვენა ნაკეცი

ხელს თუ შევაცურებთ ანუ ღვიძლის აბგის ფარგლებს თუ გავცდებით გავსინჯავთ


მარჯვენა თირკმლის ზედა პოლუსს და თირკმელზედა ჯირკვალს

კუჭის წინა აბგაში მოთავსებულია

 მთლიანად ღვიძლის მარცხენა წილი


 ელენთა

ბადექონის აბგაში მოთავსებული არაა ორგანოები. მასში 3 კიდევ უფრო ჩაღრმავებული


უბანი აქვს რომელსაც ბადექონის ჯიბეები ქვია.

 ღვიძლის ჯიბე - ღვიძლის კუდიან წილსა და დიაფრაგმას შორის.


 ბადექონის ჯიბე - კუჭ-კოლინჯის იოგის უკან
 ელენთის ჯიბე- ელენთის კარის უკან

ის პარიესული პერიტონეუმი რომელის ბადექონის აბგის უკანა კედელს ქმნის და პანკრეასის


კუდს გადაფარავს აქ ქმნის 2 ნაოჭს: მარცხენა და მარჯვენა ნაოჭები.

 მარცხენა ნაოჭი - პანკრეასიდან კუჭის კარდიის ნაწილამდე


 მარჯვენა ნაოჭი - პანკრეასიდან კუჭის პილორულ ნაწილამდე

ამ ნაოჭების საშუალებით ხდება სისხლძარღვების შესვლა მუცლის ღრუში.

კერძოდ - აორტიდან გამოსული ფაშვის ღერო, რომელიც გვაძლევს კუჭის მარცხენა


არტერიას სწორედ კუჭ-პანკრეასის მარცხენა ნაოჭით შედის მუცლის ღრუში და მიდის კუჭის
კარდიამდე, კარდიასთან ამ ნაოჭიდან გამოვა ეს არტერია, ტოტებს მისცემს საყლაპავს და
ამის შემდეგ გადაწვება კუჭის მცირე სიმრუდეზე ღვიძლს-კუჭის იოგის 2 ფურცელს შორის,
და სიმრუდეზე მარცხნიდან მარჯვნივ წავა სადაც ეანასტომოზება კუჭის მარჯვენა არტერიას
რომელიც ღვიძლის საკუთარი არტერიის ტოტია.

მარჯვენა ნაოჭიდან რეტროპერიტონეულ სივრცეში შემოდის ღვიძლის საერთო არტერია


რომელიც ასევე აორტიდან გამოსული ფაშვის ღეროს ტოტია, ნაოჭით მივა პილორუსამდე
გამოვა პილორუსთან, გაიყოფა ღვიძლის საკუთარ და კუჭ-12გოჯა არტერიად. აქედან
ღვიძლის საკუთარი არტერია გადაწვება ღვიძლ-12გოჯა იოგის 2 ფურცელში და წავა
ღვიძლის კარში.

ღვიძლის და კუჭის წინა აბგები უფრო დაკავშირებულია ნაწლავთა სართულთან, ხოლო


ბადექონის აბგა შედარებით იზოლირებულია. ბადექონის აბგაზე გვაქვს მცირე ხვრელი,
რომლითაც ბადექონის აბგა უკავშირდება ღვიძლის აბგას.

ბადექონის მცირე ანუ ვინსლოუს ხვრელი

 წინიდან - ღვიძლ-12გოჯა იოგი


 ქვემოდან - 12გოჯა-თირკმლის იოგი
 ზემოდან - ღვიძლის კუდიანი წილი და ცოტა უკან ქვემო ღრუ ვენა

ეს ხვრელი 1 ან 2 თითს ატარებს და მისი საშუალებით ჯირკვლოვან სივრცეში ჩაღვრილი


შიგთავსი ღვიძლის აბგიდან მოხვდეს ბადექონის აბგაში. შეიძლება არც მოხვდეს ისეა 
ამიტო რევიზიის ჩატარებისას ბადექონის აბგის დასათვალიერებლად არაა აუცილებელი
მცირე ბადექონის გადაჭრა, შეგვიძლია თითზე სტერილური სალფეტკი დავიდოთ და ან
ვინსლოუს ხვრელში შევყოთ და თუ დასვრილი გამოიღო ესეიგი ჩაიღვარა და უნდა გავჭრათ
მცირე ბადექონი.

სამივე აბგა კიდევ უფრო მცირე უბნებად შეიძლება დაიყოს - უბეებად. სულ გვაქვს 7 უბე.
აქედან 3 მარჯვენა ნახევარშია 4 მარცხნივ.

მარჯვენა მხარეს ღვიძლის ზედა ზედაპირი გვირგვინოვანი მარჯვენა სამკუთხედით


გაიყოფა ზედა წინა უბედ ხოლო სამკუთხედის უკან რაციქნება ის ნაწილი არის ზედა უკანა
უბე. ხოლო ქვედა ნაწილი გაუყოფელია და გვაქვს ქვედა უბე.

მარცხენა მხარეს მარცხენა წილის ზემოთა ნაწილი განუყოფელია და ქვია ზედა უბე, ხოლო
ქვედა ნაწილი ღვიძლის იოგის საშუალებით გაყოფილია 2 ნაწილად ქვედა წინა უბე იქნება
წინ და მცირე ბადექონის უკან იქნება ქვედა უკანა უბე. და ცალკე მეოთხე ელენთის უბე.

ღვიძლის აბგას

 ზედა წინა უბე


 ზედა უკანა უბე
 ქვედა უბე

კუჭის წინა აბგას

 ზედა უბე
 ქვედა წინა უბე
 ელენთის უბე

ბადექონის აბგას

 ქვედა უკანა უბე მთლიანად


ნაწლავის სართულზეცაა სივრცეები დარჩენილი რომელიც ჯირკვლოვან სართულს
უკავშირდება, ვიცით რომ მსხვილი ნაწლავი იწყება ბრმა ნაწლავით ჭია ნაწლავთან ერთადაა
იქ, პირდაპირ გრძელდება ასწვრივ კოლინჯში მერე მარჯვენა ნაკეცი მერე მარცხენა ნაკეცი
და დასწვრივი კოლინჯი რომელიც გადავა სიგმოიდურ და მერე სწორ ნაწლავში.

ასწვრივი და დასწვრივი კოლინჯები თითქოს მიკრულია მუცლის უკანა კედელზე და


შესაბამისად პერიტონეულითაც 3 მხრიდანაა დაფარული.

განივ კოლინჯს დიდი ჯორჯალი აქვს და ინტრაპერიტონეალურია. სიგმოიდურიც და


წვრილი ნაწლავიც ასევე.

ასწვრივ და დასწვრივ კოლინჯებს მოკლე ჯორჯალიაქვთ და გასწვრივადააქვთ


მიმარგრებული. განივი კოლინჯის ჯორჯლის ხაზი განივია. ხოლო სიგმოიდური კოლინჯის
ჯორჯლის მიმაგრების ხაზი მარცხენა გავა-თეძო სახსრის დონეზე იწყება
ჰორიზონტალურად მიდის და გასწვრივად დაეშვება ქვემოთ გავის II-III მალამდე გადავა
სწორ ნაწლავში.

წვრილი ნაწლავის ჯორჯლის მიმაგრების ხაზი ირიბად მოდის, იწყება იქ სადაც წვრილი
ნაწლავი იწყება 12 გოჯას ასწვრივი ნაწილი მკვეთრ ნაკეცს აკეთებს რომელსაც მლივ-12გოჯა
ნაკეცი ეწოდება და გადავა ინტრაპერიტონეულ წვრილ ნაწლავში და ეს დასაწყისი ადგილიც
შეესაბამება ჯორჯლის დასაწყისს ანუ ხერხემლის მარცხნივ წელის II მალის დონეზე მოდის
ირიბად ქვემოთ და მარჯვნივ და მთავრდება მარჯვენა საზარდულის მიდამოში გავა-თეძოს
სახსრის დონეზე სადაც თეძოს ნაწლავი, ანუ წვრილი ნაწლავის ბოლო ნაწილი ჩაერთვება
მსხვილ ნაწლავში. ხოლო ეს ჩართვა ხდება ბრმა ნაწლავის და ასწვრივი კოლინჯის
საზღვარზე. ამ ჩართვის ადგილს ილიოცეკალური კუთხე ეწოდება.

ნაწლავის სართულში გვაქვს 2 გვერდითი არხი. მარჯვენა ლატერალური და მარცხენა


ლატერალური არხი.

მარჯვენა ლატერალური არხი

 გარედან- მუცლის წინა გვერდითა კედელი


 შიგნიდან - ასწვრივი კოლინჯი

ამ კოლინჯის გასწვრივ პირდაპირ ღვიძლის აბგას უკავშირდება ხოლო ქვემოთ პირდაპირ


მენჯის ღრუში ვრცელდება.

მარცხენა ლატერალური არხი

 გარედან -მუცლის წინა მარცხენა გვერდითა კედელი


 შიგნიდან დასწვრივი კოლინჯი

ქვემოთ ესეც მენჯის ღრუში გადავა ხოლო ზემოთ დაუკავშირდება კუჭის წინა აბგას თუმცა
ეს კავშირი შედარებით სუსტია. აქ გვაქვს იოგი დიაფრაგმასთან კუჭ-კოლინჯის იოგი
რომელიც გარკვეულწილად აფერხებს პროცესების გავრცელებას თუმცა შეიძლება მაინც
გადალახოს.
რადგან ასწვრივი კოლინჯის პერისტალტიკა ქვემოდან ზემოთარის აქ პროცესები ნაწლავის
სართულიდან გადავა ჯირკვლოვან სართულში პირდაპირ ხოლო დასწვრივში პირიქითაა
ამიტომ პროცესი უფრო მენჯისკენ გავრცელდება.

გარდა ამ არხებისა ნაწლავის სართულში ორი უბე მოისაზღვრება. ჯორჯლის მარჯვენა და


ჯორჯლის მარცხენა უბეები.

ჯორჯლის მარჯვენა უბეს სამკუთხედის ფორმა აქვს წვერით ქვემოთ მენჯისკენ

 გარედან- ასწვრივი კოლინჯი


 შიგნიდან - წვრილი ნაწლავის ჯორჯალი
 ზემოდან განივი კოლინჯი თავისი ჯორჯლით

ჯორჯლის მარცხენა უბეს არასიმეტრიული ტრაპეციის ფორმა აქვს

 მარჯვნიდან მოსაზღვრავს წვრილი ნაწლავის ჯორჯალი


 ზემოდან განივი კოლინჯი და მისი ჯორჯალი
 გარედან დასწვრივი კოლინჯი
 ქვემოდან სიგმოიდური კოლინჯი თავისი ჯორჯლით

ეს უბე უფრო გახსნილია ვიდრე მარჯვენა. და პროცესებიც უფრო მარტივად წავა აქედან
ჯორჯლისკენ.

მარჯვენა უბე სრულყოფილად იზოლირებული არაა ის ვიწრო შუალედით უკავშირდება


მარცხენა უბეს რომელსაც ქმნის 12გოჯა ნაწლავის წვრილ ნაწლავთან გადასვლის ადგილას
მყოფი მლივ-12გოჯა ნაკეცი და განივი კოლინჯის ჯორჯალს შორის დარჩენილი ადგილი.

ანუ მარჯვენა უბეში მომხდარი პროცესი შეიძლება გადავიდეს მარცხენა უბეში იქიდან
მენჯში ან ზემოთ ჯირკვლოვან სართულზე ასწვრივი კოლინჯის საშუალებით.

You might also like