You are on page 1of 2

ჯემალ ქარჩხაძე - „იგი“

1 - ყურადღებას იპყრობს საწყისი ეპიზოდი, როცა ამბავი იწყება დასასრულით , ბოლო


მომენტით, მაგრამ მწერალი ახერხებს, რომ 1 წამითაც კი არ დაგვიკარგოს და შეანელოს
ინტერესი მთელი მოთხრობის განმავლობაში.
2 - იგი გამოირჩევა თავისი მხატვრული სტილით. მწერალი იყენებს უამრავ ეპითეტს,
მეტაფორასა თუ სახესიმბოლოს.
ა) საუბარია იმ პერიოდზე, როცა ჯერ კიდევ სახელიც კი არ აქვს შერჩეული კონკრეტულ
სხეულსა თუ სფეროს. მაგალითად, მზე - „დღის თვალია“, მთვარე - „ღამის თვალი“ ,
ვარსკვლავები - „ფერადი კენჭები“ და ასე შემდეგ.
ბ) რაც შეეხება გრძნობებს, ამ ყველაფერს აღიქვამენ სუნითა და გემოთი .
გ) იმ ხანაში, რასაც ჯემალ ქარჩხაძე აღწერს, მკითხველის თვალწინ იბადება სიტყვები ,
მიდიან ერთ აზრამდე და იქმნება საოცარი მეტაფორული წყობა, რაც მწერლის სიტყვებშიც
ჩანს, როცა ამბობს, რომ „სიტყვები გამწკრივდებიან და ისე მიუყვებიან მათთვის მიჩენილ
გზას, როგორც ნადირი მიუყვება გაკვალულ ბილიკს წყაროსაკენ “.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
უშუალოდ ტექსტი
1) აღწერილია პირველყოფილი საზოგადოება. თითქმის არაფერს ჰქვია სახელი , რამდენიმე
გამონაკლისის გარდა, მაგალითად : იგი, ნი, ზუ, ბელადი, დანარჩენი ყველა მოიხსენიება ,
როგორც „სხვები“.
ა) პირველყოფილი ადამიანები უბრალოდ ცოცხლობენ. ყურადღებას იქცევს ფიზიკური სახე,
ისინი არიან წელში მოხრილი, ხელები დასთრევთ მიწაზე, არ აუხედავთ ცისკენ და ცოცხლობენ
ნადირობით, სძინავთ გამოქვაბულში, ბერდებიან, კვდებიან .
ბ) იგის ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტი - ბელადი მამა და შვილი დაუპირისპირდებიან
ერთმანეთს.
პირველად ხდება, რაღაც ახალი და დამარცხებული მამა ადის „დიდი დაძინების ქარაფზე “,
ანუ სიკვდილით სჯის შვილი მას.
გ) ფაქტი იქნება გარდამტეხი, რადგან ეს მონაკვეთი გააჩენს რაღაც ბზარს და ეს არის
შეკითხვა
„რატომ არის ბელადი დიდი დაძინების ქარაფზე, როცა ჯერ მისი დრო არ დამდგარა “
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2) იგის უკვირს თუ რას ტოვებს დიდი ბელადი, გულისხმობს მოთხრობაში აღწერილ
ნაკვალევს.
ა)ვერ აცნობიერებს, გაოცდება, უჩნდება კითხვები და გადაიზრდება ეს ყველაფერი ცოდნაში .
პიროვნული განვითარება, იგი იქცევა პიროვნებად და მკვეთრად იკვეთება მისი
განსხვავებულობა „ჯოგში“.
ბ) ვერ აიტანენ მის განსხვავებულობას, რაც ფიზიკურად დაეტყობა კიდეც , კერძოდ ,
გაიმართება წელში და იქნება პირველი, ვინც გამოიყურება განსხვავებულად .
- ეს გადაიზრდება ახალ ბელადთან დაპირისპირებაში, სიუჟეტი კი ვითარდება და სრულდება
იგის ფიზიკური მარცხით. ის ადის „დიდი დაძინების ქარაფზე“, ანუ მას სიკვდილს მიუსჯიან.
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3) საბოლოოდ, დასასრულს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები , ქარაფიდან გადაშვების
წინა წამებში ხვდება ყველაზე მთავარს - „იგისგან სწორედ ის დარჩა , რაც იგიში იგი იყო “.
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შეჯამება
ორი მთავარი კითხვა : 1) რაზეა ნაწარმოები? და 2) რისი თქმა სურს მწერალს?

1) ეს მოთხრობა არის: კაცობრიობის წინარე ისტორიულ ყოფაზე, პიროვნების დაბადებაზე ,


საკუთარ თავთან ჭიდილზე, პიროვნებისა და საზოგადოების დაპირისპირებაზე , სამყაროს
მთლიანობაზე და ა.შ.
ა) ძირითადად იკვეთება პრიმიტიულ ადამიანში სრულფასოვანი ადამიანის დაბადების
პროცესი.
- გავიხსენებ მერაბ მამარდაშვილის სიტყვებს - „ადამიანი დიდხანს იბადება“ - ქარჩხაძე კი
აღწერს
„იგი“-ში დიდი ხნის პროცესის ყველა ეტაპს, თუ რას ნიშნავს პიროვნებად ქცევა .
ბ) ნაწარმოები გვიჩვენებს, რომ პიროვნებად ჩამოყალიბება არ არის მარტივი პროცესი და
ძალიან პატარა მიზეზიც კი შეიძლება პიროვნების ცვლილების წინაპირობა იყოს .
- გავიხსენებ აფორიზმს ვეფხისტყაოსნიდან - „დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დაწვავს
ნაპერწკალი“, რაც გვეუბნება, რომ პატარა ნაპერწკალმა შეიძლება დიდი ხე წააქციოს .
ასეა ამ შემთხვევაშიც, პატარა მიზეზიც კი დიდი ცვლილებების წინაპირობა შეიძლება იყოს .
2) ადამიანის ფერიცვალებას ყოველთვის საფუძვლად უდევს რაღაც ერთი კონკრეტული
ფაქტი და დაკავშირებულია უამრავ სირთულესთან, ეს სირთულეები კი აღწერილია
მოთხრობაში.
იგის შემთხვევაში, ასეთ ფაქტად იქცა შვილისა და დიდი ბელადის დაპირისპირება , შემდეგ კი
მამის ასვლა უკან მოუხედავად, დიდი დაძინების ქარაფზე.
ა) მსგავსი ფაქტები დღევანდელობამდე აქტუალურია.
- იგივე ხდება და ხდებოდა აქამდეც, როცა შვილს აქვს უფრო დიდი მიზნები, სურს
ნებისმიერის ჩამოშორება და მამასაც კი ეტყვის, რომ მისი დრო წავიდა , ამ შემთხვევაში , საქმე
გვაქვს „ბელადობასთან“

You might also like