You are on page 1of 2

ლიდერობა - ხათუნა მურჯიკნელი

ჯგუფი 5

ლაშა კობიაშვილი

ჯოჰარის ფანჯარა
OPEN

სტუდენტი

სწავლობს მენეჯმენტს

მარკეტინგით დაინტერესებული

მშვიდი

კრეატიული

BLINDSPOT

ლაპარაკობს ბევრს

მუდმივად განიხილავს საკითხს სუბიექტურად

სანდო

გავლენიანი

HIDDEN

ამბივერტი

ინდივიდუალურად მუშაობის მოყვარული

პროდიუსინგით დაინტერესებული

UNKNOW TO ALL

სიტუაციური მაგალითი - 2.1


1. სანდრა კოკმა პოზიციაზე კელსი მეთის კანდიდატურა უნდა აირჩიოს, რადგან
თვისებები, რომლებითაც თანამშრომლები მეთის ახასიათებენ შეესაბამება 2.1 და
2.2 ცხრილში ჩამოთვლილ თვისებებს. სოციალურობა და პასუხისმგებლიანობა ის
თვისებებია, რომელთაც კომპანიაში მომუშავე პერსონალი აქცევს ყურადღებას ,
კვლევის დეპარტამენტის დირექტორად მეთის დანიშვნა, განაპირობებს
დირექტორსა და თანამშრომლებს შორის კომუნიკაციის და კეთილგანწყობის
სწრაფად ჩამოყალიბებას. პასუხისმგებლობა კი ის თვიებაა, რომელსაც სანდრა
ეძებს კანდიდატში, რადგან თავის მხრივ თვითონაც დიდი პასუხისმგებლობა
აწევს, სწორი კანდიდატის შერჩევის. ის ფაქტი, რომ თანამშრომლები ფიქრობენ,
ბეთსი აუცილებლად შეძლებდა საკუთარი კომპანიის შექმნას და მის
პრეზიდენტობას, მის აღიარებულ ლიდერობას უსვამს ხაზს. მას როგორც
ექსპერტული, ისე რეფერენტული ძალაუფლება აქვს და შეძლებს
თანამშრომლების სწორად მართვასა და მოტოვირებას.

2. იქიდან გამომდინარე, რომ სამივე კანდიდატი თანაბარი გამოცდილების მქონე


იყო, საჭირო გახდა დამატებითი თვისებების გააზრებაც. სამივე კანდიდატი
თანამშრომლების მიერ კარგად იყვნენ დახასიათებულები, თუმცა თითოეული
მათგანს განსხვავებული თვისებების გამო აფასებდნენ. ამ შემთხვევაში კი საქმე
სუბიექტურობამდე მიდის და დამოკიდებულია იმაზე კანდიდატის ამომრჩეველი,
რომელ თვისებებს უფრო ანიჭებს უპირატესობას. ამიტომ რეალურად ეს მეთოდი
ეხმარება კანდიდატის ამომრჩეველს განიხილოს მისი სუბიექტური აზრით ,
რომელი კანდიდატია სწორი და ინტუიციით მიხვდეს ვინ უფრო კარგ ლიდერობას
გამოამჟღავნებს.

3. ამ მეთოდის მთავარი სისუსტე არის ის რომ რეალურად არჩევანის


ეფექტურობის გაზომვა აბსტრაქტულად ხდება და შეუძლებელია წინასწარ მოხდეს
იმის დასკვნა თუ რა შედეგს მოიტანს ეს არჩევანი. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს
წინარე შედეგები მოცემული კანდიდატების წინარე სამუშაო გამოცდილებიდან,
მაინც რთულია დანამდვილებით ვთქვათ სამომავლოდ მიღებული შედეგი. ეს
მეთოდი არ გვხემარება წინასწარ ვივარაუდოთ შედეგი.
კიდევ ერთ სისუსტეს წარმოადგენს უკვე ნახსენები სუბიექტურობა, ნებისმიერ
შემთხვევაში, რომელი კანდიდატიც არ უნდა იქნეს არჩეულია გავლენა აქვს
სუბიექტურობას.
კანდიდატები თანამშრომლებმა დაახასიათეს და სუბიექტურად გამოყვეს ის
კონკრეტული თვისება, რაც თვითონ მოსწონთ და ამ დროს კანდიდატების
შედარებისას რთულია გაითვალისწინოს ამრჩეველმა ის ფაქტი, რომ, რეალურად,
შესაძლოა ერთ კანდიდატს ჰქონდეს იმავე თვისება, რაც მეორეს და მესამეს ,
თუმცა, თანამშრომლების მიერ არ გაჟღერებულა.

You might also like