You are on page 1of 1

Ძალადობა და სხვისი დამცირება ადამიანის შინაგანი უძლურების

გამოხატულებაა
,,ძალადობა არ არის ძალა, არამედ სისუსტე და არც ის შეიძლება ოდესმე იყოს
რამის შემქმნელი, მხოლოდ გამანადგურებელი” - ეს სიტყვები ბენედიტო კროჩეს
ეკუთვნის და, ვფიქრობ, სრულიად სიმართლეს შეესაბამება. საკითხი ძალადობის
შესახებ წამოჭრილია ჩვენს დრომდე მოღწეულ უძველეს ლიტერატურულ
ძეგლშიც კი. ,,წამებაი წმიდისა შუშანიკისი” ნათელი მაგალითია იმის, რომ
ადამიანს ძალადობა სულიერად ამდაბლებს.
Ნაწარმოების ერთ-ერთი პერსონაჟი, ვარსქენი, მოძალადეობრივ ბუნებას
არაერთხელ ამჟღავნებს როგორც მეუღლის, ასევე სასულიერო პირების მიმართ .
Მან წმინდა შუშანიკის სამასჯერ გამათრახების ბრძანება გასცა, ოთახში ჩაკეტა და
ბორკილები დაადო. Ნაწარმოებში ვხვდებით მის ირონიულ ფრაზებს:
,,აჰა ეგერა, არა გერგო შენ ეკლესიაი შენი და არცა ზურგნი ეგე შენნი ქრისტიანენი
და უფალი იგი მათი”
,,ჰე, ჰე, განისუენე!”
Ჩვენ ვიცით რომ Მან უარყო ჭეშმარიტი ღმერთი და აღიარა ატროშანი. Სწორედ
ესაა, ჩემი აზრით, მისი სულიერად დაცემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. Იგი
ცდილობს რომ ძალმომრეობით და დამცირებით გამოავლინოს თავისი ფიზიკური
შემწეობა, თუმცა მთავარი შინაგანი სიძლიერეა. Ვარსქენის ასეთი ქმედება კი ,
ვფიქრობ, მისი უძლურების გამოხატულება იყო.
Აღნიშნული პრობლემა ნათლად იკვეთება ფილმში ,,ავრორა”. Იგი თავისი დედი-
ნაცვლის ძალადობის მსხვერპლად იქცა. Ფილმი რეალურ ისტორიაზეა
გადაღებული და ამ ამბავმა, თავის დროზე, მთელი მსოფლიო შეძრა. Დროთა
განმავლობაში ასეთი არაერთი შემთხვევა მოხდა და, უნდა აღვნიშნო, რომ
პრობლემა დღემდე აქტუალურია.
ჩვენ ყოველდღიურად ვკითხულობთ ინფორმაციას ოჯახური ან სხვა სახის
ძალადობის შესახებ, ვისმენთ მსხვერპლების ისტორიებს ან ვუყურებთ
გავრცელებულ კადრებს, თუმცა როგორ შეიძლება პრობლემის გადაჭრა? Ჩემი
აზრით, მოძალადეებად ყალიბდებიან ადამიანები, რომლებმაც იგივე გამოარეს ,
ამიტომ ბავშვის სწორად და სწორ პირობებში აღზრდა ძალიან მნიშვნელოვანია.
Ასევე უდიდესი როლი უკავია განათლებას, რადგან ნასწავლი ადამიანი
არასოდეს შეეცდება სხვა ადამიანის დამცირებას.
Ამგვარად, ნებისმიერი სახის ძალადობა ადამიანის შინაგანი უძლურების
გამოხატულებაა. Სულიერად მაღლა მდგომი ადამიანი კი ყოველთვის მოძებნის
გზას პრობლემის უკეთესი გზით მოგვარებისათვის.

You might also like