You are on page 1of 4

‘მეოთხე წიგნი

ადიანტე აკრიტიკებს სოკრატეს და ამბობს, რომ სახელმწიფოს მცველები არ იქნებიან ბედნიერნი,


რადგან მათი საქმე მოსაწყენი იქნება - მხოლოდ დაცვა. მხოლოდ სურსათ-სანოვაგისთვის მსახურობა
და არავითარი სხვა საზღარუი, ვერც უცხო ქვეყნებს მოინახულებენ, ვერც სიამოვნებისთვის
დახარჯავენ ფულს და ასე შემდეგ.

სოკრატემ უპასუხა, რომ სწორედ ასეთი უნდა იყოს კონკრეტული საქმის ადამიანი, საკუთარ საქმეში
ბოლომდე ჩახედული, ამატებს იმასაც, რომ მისი მიზანი ბედნიერი სახელწმიფოს შექმნაა და არა
ბედნიერი მცველის (როგროც ჩანს ეს ორი განსხვავდება), მაგალითად მოჰყავს ნახატი, რომელსაც
თუ ხატავ ერთნაიად უნდა დაუხატო ყველა შტრიხი, და არა თვალი ისე, რომ თვალს სულაც არ
გავდეს. ზუსტად ასე, მცველი მცველს უნდა ჰგავდესო და არა ოქროს სამოსში გამოწყობილსო.

სოკრატე თვლის, რომ სიმდიდრე მცონარების, უქნარობისა და ახალ-ახალ სიამეთა წყურვილის


სათავეა, სიღარიბე კი - სიმდაბლისა და ბოროტმოქმედებისა. მცველებს თვალი უნდა ეჭიროთ, რომ
ქვეყანაში არც ერთმა შემოაღწიოს. ერთი ნაკლი ამ სიტუაციისა არის მდიდარ სახელმწიფოსთან ომი,
მაგრამ სოკრატე ამბობს, რომ ორ სახელმწიფოსთან ომი უფრო მარტივი იქნება. ათლეტი მცველი
ორ ზორზოხ მდიდარს დაამარცხებს, აუვლის გვერდს და რომელიც პირველი ეძგერება მუშტს
უთავაზებს. ასევე დიპლომატიურადაც, ერთ სახელმწიფოს ეტყვის, რომ ოქრო და ვერცხლი მათში
აკრძალულია და თუ მოკავშირეები იქნებიან ომში მათი წილი ნადავლიც ხვდებათ.

აქ ადიანტეს უჩნება კითხვა - თუ ყველა ქვეყნის სიმდიდრე ერთ სახელმწიფოში მოიყრის თავს საშიში
არ იქნება ღარიბი ქვეყნებისთვისო? სოკრატე კი უკრძალავს, სახელმწიფო არ უწოდოს ასეთ რამეს,
რადგან ის თავისთავადად სხვა სახელმწიფოებისგან შედეგება - მდიდრების და ღარიბების და კიდევ
ქვე-რაღაცები.

სოკრატეს აზრით სახელმწიფო არც მეტისმეტად დიდი უნდა იყოს და არც მეტისმეტად პატარა,
მანამ უნდა იზარდოს სანამ ინარჩუნებს ერთიანობას. მცველებს ამაზეც თვალი უნდა ეჭიროთ. თუ
მცველებს უღირსი შვილები ეყოლებათ სხვა წოდებაში უნდა გადავიყვანოთ, თუ სხვა წოდების შვილი
ღირსეული იქნება მცველად უნდა დავნიშნოთ.

მცველები ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ სახელმწიფოს სწავლა-განათლებას საფრთხე არ


დაემუქროს, მუსიკალურ თუ გიმნასტიკურ სწავლებაში ხრწნილება არ შეეპაროს. მუსიკალურ
ხელოვნებაში ახალი სახე არ უნდა გაჩნდეს, რაც აამღვრევს ყველაფერს.

არ შეიძლება წესიერი და პატიოსანი ხალხისთვის ქცევის წესების თავზე მოხვევა; ისინი თავად
განსაზღვრავენ უპირატესად, სად რა კანონია საჭირო. კანონების შემოღება მართებული იქნება
ისეთი რამეების გასაკონტროლებლად, რაც ადამიანს თანდაყოლილი არ აქვს ანუ იმის ცოდნა
თანდაყოლილი არ არის - მსხვერპლთშეწირვის წესები, გმირებისადმი თაყვანისცემა, ტაძრების
მშენებლობა...

ჰოდა ასე და ამგვარად შეიქმნა იდეალური სახელმწიფო, სრულქმნილების ნიმუში. აბა ვნახოთ ახლა
უსამართლობა და სამართლიანობა როგორ იქნება განაწილებული.

ოთხი სიქველე (ოთხი არეტე)


პირველი რასაც ასეთ სახელმწიფოში ვიპოვით სიბრძნეა. სიბრძნე დურგლობა კი არა სახელმწიფოს
სწორი მართვაა - ამას უნდა ვუმადლოდეთ უმცირეს ნაწილს, სათავეში რომ უდგას და მართავს
ქვეყანას. ბუნება განსაზღრავს ამ სიმცირეს, მხოლოდ მათთვისაა ნიშნეული ეგ ცოდნა.

მეორე სიქველე - სიმამაცე უნდა გააჩნდეთ მათ, ვინც სახელმწიფოს გულისთვის იბრძვის და ომობს.
როცა მეომრებს ვირჩეთ და ვცდილობთ გიმნასტიკური და მუსიკური ხელოვნების მეშვეობით
აღვზარდოთ ისინი, იმსა ვისახავთ მიზნად, რომ სრულად აღიქვან კანონები, ეს აღქმული კანონები
ვერაფერმა ჩამოურეცხოს და სულ მართებული წარმოდგენა ჰქონდეს იმის შესახებ თუ რას უნდა
უფრთხოდეს და რას არა.

მესამე სიქველე - ზომიერება ერთგვარი წესრიგია. განცხრომის სურვილია და ვნებათა ძლევა.


ადამიანი საკუთარი თავის ბატონი უნდა იყო (სიკეთე სძლევდეს ბოროტებას) და არა მონა (პირიქით).
ჩვენს სახელმწიფოში უღირსი უმრავლესობის უკეთური გულისთქმანი ღირსეული უმციეროსბის
კეთილშობილურ სურვილებს ექვემდებარება . პირველი და მეორე სიქველეები სახელმწიფოს
მხოლოდ ერთ ნაწილს ახასიათებს, ზომიერება კი მმართველსაც უნდა და ქვეშევრდომსაც.

მეოთხე სიქველე - სამართლიანობა.

სოკრატეს აზრით, სამართლიანობა ისაა, ყველა თავის საქმეს მისდევდეს და სხვისაში არ ერეოდეს.
ყველა თავისას სჯერდებოდეს და თავის საკუთარ საქმეს ასრულებდეს.

მერე მაგარი მსჯელობა მიდის 148 – 152 გვერდებზრ და ამბობს სოკრატე რო რისი წყალობითაც
ადამიანს აზროვნების უნარი შესწევს სულის გონივრულ საწყისს ვუწოდებთ, ხოლო მეორეს, რაც
განაპირობებს რომ ადამიანს უყვარს, შია, სწყურია თუ ათასი სხვა რამ სწადია, სულის არაგონივრულ
თუ სურვიელ საწყისად ვსახავთ, ყოველგვარი ტკბობისა თუ განცხრომის მონათესავედ.

გონება უკრძალავს გულისთქმას წყურვილის მოკვლას და ამ დროს რისხვა გონების მოკავშირეა და


მწყურვალე ადამიანი თავის თავზე ბრაზდებაო. გონიერი ადამიანი რისხდება უსამართლობის
წინააღმდეგო და ამ ბრძოლაში ბობოქარი საწყისი გონიერების მოკავშირეაო.

თუ სულის ბობოქარი საწყისი განსხვავდება გონივრული საწყისისგან ის მესამე საწყისი ყოფილა


სულში. ასეცაა და ადამიანში სამი საწყისია : გონიერი, სურვიელი, ბობოქარი. სახელმწიფოში სამი
საწყისია : საქმოსნები, მცველები, მმართველები. ანუ რანაირად და რითი ბრძენია სახელმწიფო ,
იმნაირად და იმითვე უნდა იყოს ბრძენი ადამიანიც.

სამართლიანი იმდენადაა კერძო პირი, რამდენდაც ვლინდება სამართლიანობა სახელმწიფოში.


სახელმწიფო მხოლოდ იმ შემთხვევაშია სამართლიანი , როცა ყველა მისი წოდება საკუთარ საქმეს
ასრულებს. ანუ ყოველი მოქალაქე მასინ იქნება სამარტლიანი და თავის საკუთარ საქმეს
შეასრულებს, როცა სულის ყველა საწყისი თავის დანიშნულებას ასრულებს.

სამართლიანი კაცი ნებას არ დართავს სულის არცერთ საწყისს, სხივის საკეთებლი აკეთოს ან სხვის
საქმეში ჩაერიოს, პირიქით ის სრულ წესრიგს ამყარებს საუთარ სულში, თავისი თავის
ბატონ-პატრონი , წრფელი ფზით წარმმართველი და მეგობარი ხდება, ასე რომ გარმონიულად
უხამებს ერთმანეთს თავისი სული სამივე საწყისს, ზუსტად ისევე, როგორც თანახმიერების ას
ძირითად ტონს - მღალს, დაბალს და საშუალოს, აგრეთვე შაულედურ ს ტნებსაც, თუკი მათ შორის
გვხვდებიან ყოველივე ამას კი ერთად ჰკრავს და ამრიგად სიმრავლიდან იღებს ერთობას , ზომიერეას
და ჰარმონიულ თანხმიერებას. ასეთია მთელი მისი საქმიანობა, სულიერთია სიმდიდრის მოსახვეჭად
იღვწის, ტანი სიმრთელეზე ზრუნავს, სახელმწიფოს ემსახურება თუ თავის საკუთარ საქმეს იგვარებს.
ის მშვენიერსა და სამარტლიანს უწოდებს ყოველგვარ ქმედებას, რომელიც სულში მაგვარ განწყობას
ამკვიდრებს, სიბრძნედ კი ამ ქმედების საწრმმართველ უნარს ასახავს. უსამართობაა ის რაც არღვევს
ამ ყველაფერს, უმეცრება კი ის, რაც წარმათავს უსამართლო ქმედებას.

სოკრატეს აზრით უსამართლობა არის სამი საწყისის უთანხმოება და ურთიერთჩამოშლა.


ერთმანეთის ასქმეებში ჩარევა. უსამართლობა არის სულის ნაწილთა მუდმივი შფოთი და წრიალი,
მათი აღვირახსნილობა, სიმხდალე და უმეცრება, მთელი ბოროტება და ბიწიერება.

მეექვსეს ბოლო - მეშვიდეს დასაწყისი [ 230 -249 ]

უმრავლესობა იმას მიიჩნევს მშვენიერად და სამარტლიანად, რაც მშვენიერი და სამართლიანი


ჰგონია, თუნდაც სინამდვილეში არც ერთი იყოს და არც მეორე, და ამის მიხედვით მოქმედებს, იძენს
და ფიქრობს .

სიკეთეს მიელტვის ყველა სული და მისი გულისთვის გააკეთებს ყველაფერს, გუმანით გრძნობს რომ
არსებობს რაღაც ამგვარი, თუმცა დარწმუნებით ვერ მიმხვდარა. შეუძლებელია სამარტლიანობისა
და მსვენირების ღირსეული მცველი იყოს ის, ინც არ იცის , რა აკავშირებს ერთსა ან მეორე
სიკეთესთან. ჩვენი სხელმწიფო წყობილება სრულყოფილი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას
მცველად მივუჩენთ კაცს, რომელმაც იცის ყოველივე ეს.

სოკრატე ამბობს რომ მზრეას და იმას რასაც უმზერ სჭირდებათ რაღაც მესამე - სინათლის სახით.
ფასდაუდებელია სინატლე.

ასევეა სული, როცა იქითკენ მიმართავს მზერას, სადაც ჭეშმარიტება ელვარებს და არის ბრწყინავს,
კიდევაც შეიცნობს მათ, რაც მის გონიერებას მოწმობს, ხოლო როცა იმის მიმართ მიიქცევა, რასაც
სიბნელე ერწყმის, რაც იბადე და კვდება, მზერადაბინდული და საკუთარი წარმოდგენების
სათამაშოდ ქცეული ხან ერთს აწყდება და ხანაც მეორეს, ხან ალთასაა, ხან ბალთას და ისე
წრიალებს, ცნობამიხდილი გეგონება. ასე რომ , რაც ჭეშმარტიებას ანიჭებს შეცნობად საგნებს,
ადამიანს კი - შეცნობის უარს, სწორედ ის მიიჩნიე სიკეთის იდეად - ცოდნისა და ჭეშმარიტების
მიზეზად. ცოდნა და ჭეშმარიტება სიკეთის დარია მაგრამ არა სიკეთე. სიკეთე არსებობა არ არის,
სიკეთე არსებობის მიღმიურია.

არის ორი მეუფე - ერთი მბრძანებლობს გონით საწვდომ სამყაროზე, მეორე კი ხილულზე.

ავიღოთ მონაკვეთი, გავყოთ ორ თანაბარ მონაკვეთად. ერთი ხილულ სამყაროს აღნიშანვდეს, მეორე
გონით საწვდომს. თითოეული ისევ შუაზე გავყოთ. ხილული სამყაროს აღმნიშვნელი მონაკვეთის ორი
ნაწილიდან ერთი უფრო მკაფიო უნდა იყოს, მეორე მქრქალი. პირველი მონაკვეთი ხატებათა
შემცვლელი იქნება, ხოლო ხატებები არის ლენდები, ანარეკლები... მეორე მქრქალ მონაკვეთზე
ადგილს მივუჩენთ ამ ხატებების შესატყვის ცოცხალ არსებს. ასე მივიღებთ ანალოგიას - ხატი ისე
ეთანაფარდება მის შესაბამის საგანს, როგორც წარმოდგენა - ცოდნას. ახლა დავფიქრდეთ, როგორ
უნდა გაიყოს გონით საწვდომი სამყაროს შესაბამისი მონაკვტი. სული იძულებულია ამ მონაკვეთის
ერთ-ერთი განაყოფი წანამძღვრებისა თუ ჰიპოთეზების მეშვეობით ეძიოს, ისე რომ ხატებად
იყენებდეს ხილულ სამყაროში ნიმუშებად მიჩნეულ საგნებს, მეორე ონაკვეთის მისაკვლევად
თავისთავად იდეებზე დაყრდნობით უნდა წარმართავდეს თავის ძიებას.
მეშვიდე თავში - გამოქვაბულში მყოფი პატიმრები, ლანდები, მერე გასხივოსნება და ეს რისი
პარალელი ყოფილა

You might also like