Professional Documents
Culture Documents
თავსაფრიანი დედაკაცი
თავსაფრიანი დედაკაცი
რის გამოც
სრულიად მარტოს უწევდა ოჯახის რჩენა. მას შესთავაზეს კვლავ
დაქორწინება, მაგრამ ქალმა უარი განაცხადა, რადგანაც კვლავ
გათხოვება შვილების ღალატად მიიჩნია. თავსაფრიანი დედაკაცი
სახალხოდ ცრემლების ღვრას ყოველთვის ერიდებოდა. ამიტომ,
როდესაც დრო მისცემდა ამის საშუალებას, მხოლოდ მაშინ
დანმარტოვდებოდა და დაღუპულ ქმარს იგლოვდა. ყოველი მისი
სასიკეთო ქმედება საკუთარ შესაძლებლობეს ბევრად აღემატებოდა.
ამან განაპირობა ის, რომ შვილებმა წარმატებებს მიაღწიეს. ერთი ვაჟი
მოანგარიშე იყო კოოპერატივში, მეორე კი სასამართლოში მუშაობდა.
თავსაფრიანმა დედაკაცმა შვილების დაოჯახებასაც შეუწყო ხელი.
ტექსტიდაან ვარკვევთ, რომ ის უსაზღვროდაა შეყვარებული შვილებზე.
ამ ყველაფრის მიუხედავად სულ მცირე ინციდენტიც კი იქცა
თავსაფრიანი დედაკაცის სახლიდან წასვლის საბაბი.
მთრთოლვარე ხელებით, ამღვრეული თვალებით მოქსოვა წინდები, მიუტანა ბავშს.ფეხი
არ ჩაეტია.
ბავშის ტირილი.
დედამ სთხოვა:
- რა, დედა, შეგენანა განა ერთი წინდა?! გინდა მეორე შვილიც მოიმადლიერო!.. ნუთუ ამის
საღირალ პატივს არ გცემთ?
სიტყვა არ ამოუღია.
შეისწორა თავსაფარი.
ბავში არ ცხრებოდა.
კაპასი შვილი:
- ნუ ტირი, ნუ ტირი, უკეთესს გიყიდი, რომ ბებიამ არ დაგამადლოს.
ქალი წავიდა უმიზნოთ; შემოუარა სახლს, რომელსაც შეალია თვალის ჩინი, სიცოცხლის
ჟინი; ჩაჯდა ბოსტანში.
გადავიდა მეზობლებში.
დაბრუნდა შინ.
მიწვა.
„შეგენანა“,
„საღირალი პატივი“...
„აღარავისთვის ვარ საჭირო, სრულიად არავისთვის; ვარ სრულიად ზედმეტი... დიდი ხანია
ჩემ კაცთან უნდა წავსულიყავი“...