You are on page 1of 3

„როგორია საზოგადოების დამოკიდებულება განსხვავებული ადამიანის მიმართ“.

საზოგადოების დამოკიდებულება განსხვავებული ადამიანის მიმართ დროთა


განმავლობაში იცვლება. შესაძლოა, დღეს ადამიანები უფრო შემწყნარებლურები და
ტოლერანტულები გავხდით, თუმცა მაინც გვაქვს უცხოს შიში, რიდი??? (რიდი
მოკრძალებას ნიშნავს, უცხოს/სიახლის შიში გვაქვს, მაგრამ არ გვერიდება განსხვავებული
ადამიანის).
ამ პრობლემას ეხება ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობა „იგი“. ავტორი აღწერს, თუ როგორი
განსხვავებულია იგი ტომის დანარჩენი წევრებისგან. ის უფრო განვითარებული, წინ
წასულია და ამიტომ სხვები ვერ უგებენ. მოთხრობის მოცემული მონაკვეთიდან ჩანს, რომ
ნი, ტომის ერთ-ერთი წევრი 10 მიხვდა, იგის განსხვავებულობა ცუდი, საშიში არ არის: „იგი
ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები. იგი კარგია“, პირიქით, მთავარი გმირის
განსხვავებულობა, განვითარება ყველაზე საჭირო ტომის წევრებისთვის არის, რადგან მათ
იგივე გზა უნდა გაიარონ და იგი ამის დასაწყისი იყო/დასაწყისია. წელში გამართულობა
განვითარების ნიშანია, ხოლო ტომის წევრები ჯერ კიდევ წელში მოხრილები არიან. მათ
სჭირდებათ იგის „დახმარება“. სწორედ ამას ხვდება მთავარი პერსონაჟი დიდი დაძინების
ქარაფზე ასვლისას. ის უნდა გაიწიროს, რათა ტომიც წინ წავიდეს: „იგის სხეულში დიდი
სისწრაფით შემოიჭრა ურიცხვი ტომი. ყველა გამართული, ყველა - მხრებში გაშლილი“.
ჩვენ ვიცით, რომ იგის თავგანწირვას ნამდვილად ექნება შედეგი, რადგან ზუ უკვე წელში
გამართული დგას. სწორედ ზუ არის კვალი, რომელიც იგიმ დატოვა და, რა თქმა უნდა, ნი.
გოგონა მიხვდა, რომ იგის არ უნდა ეშინოდეს, პირიქით, მის განსხვავებულობას უნდა
ესალმებოდეს/მიესალმოს. მოცემულ ეპიზოდში, ასევე, ჩანს, რომ იგის ბელადი იგის
სწორედ მისი განვითარებულობის გამო კლავს. სხვა ეპიზოდში ვხედავთ/მოთხრობის სხვა
მონაკვეთიდან/ ეპიზოდოდან ვიცით, რომ იგი ბელადის ნამდვილ სახეს ანახებს ტომის
წევრებს, ის ტირანი, დიქტატორია და იგიმ სწორედ ეს გამოსახა თავისი ნახატით. ბელადი
კი ვერ შეეგუა სიმართლის მთქმელს და დასაჯა:. 10 (ორწერტილი აქ ზედმეტია, ციტატა
მომდევნო მსჯელობას მიეკუთვნება) „იგი ბელადზე უფრო ძლიერია“., - (აქ უნდოდა მძიმე
და ტირე) მთავარმა გმირმა იცის 10 რატომაც დასაჯა ბელადმა. ის მეთაურზე ძლიერია.
მოცემულ მონაკვეთში აშკარად ჩანს, თუ როგორ ექცევა ხალხი განსხვავებულს. იგი
სიკვდილით ისჯება, თუმცა საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მისი თავგანწირვა უშედეგო
არ იყო/ არ არის. მან იცის, რომ ეს ნაბიჯი უნდა გადადგას, რათა ტომი განვითარდეს და
რწმუნდება, რომ ასე მოხდება, როცა ზუს დაინახავს წელში გამართულს.
ჩემი გადმოსახედიდან, ამ მხრივ, 10? კაცობრიობა განვითარდა, შეიცვალა.
ისტორიამ ბევრი ისეთი ადამიანი შემოგვინახა, რომლებიც სწორედ მათი/თავიანთი
განსხვავებულობის გამო დაისაჯნენ. ჟანა დარკი, ფრანგი ქალი მეომარი, მე-15 საუკუნეში
ცოცხლად დაწვეს (განსხვავებულობის გამო?). ასევე, დაწვეს ჯორდანო ბრუნო
განსხვავებული აზრის გამო. ქართულ რეალობაში საბჭოთა კავშირი შეგვიძლია ამის
მაგალითად მოვიყვანოთ. განსხვავებულ ადამიანებს ძალიან სასტიკად ექცეოდნენ,
სჯიდნენ, ასახლებდნენ. ვფიქრობ, სანდრო ახმეტელის სიკვდილი მკაფიოდ ასახავს, თუ
როგორი სასტიკი იყო საბჭოთა მთავრობა განსხვავებულად მოაზროვნე შემოქმედის
მიმართ, შემოქმედისა, რომელმაც, იგისი არ იყოს, შემოქმედებით გამოხატა ის რეალობა,
რომელსცაც წელში მოხრილი საზოგადოება ადეკვატურად ვერ აღიქვამდა.. ახმეტელის
გვამი სამაგლითოდ ჩამოატარეს ქუჩებში. ჩემი აზრით, საბჭოთა რეჟიმმა, პროპაგანდამ
გავლენა იქონია მოსახლეობაზე და ხალხს ჩაუსახა ზიზღი განსხვავებულის მიმართ.
ნაცისტური გერმანიაც, სწორედ რომ, განსხვავებულს ებრძოდა. ისინი ებრძოდნენ
ებრაელებს, ბოშებს, მენტალური და ფიზიკური დაავადებების მქონეებს. მე-2 მსოფლიო
ომის შემდეგ შეთანხმდა მსოფლიო, რომ უფრო შემწყნარებლურები უნდა ვიყოთ. გაერო
1945 წელს შეიქმნა, რათა მე-2 მსოფლიო ომი აღარ განმეორებულიყო და საზოგადოება
უფრო ჰუმანური გამხდარიყო (რამდენად საჭიროა ეს (ბოლო) ინფორმაცია
განსხვავებულებზე საუბრისას?).

21-ე საუკუნეში, ვფიქრობ, ყველაზე მიმღებლები ვართ განსხვავებული


ადამიანების მიმართ. ვაარსებთ უამრავ ორგანიზაციას, დაჯგუფებას, რათა თანაცხოვრება
გაგვიმარტივდეს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ტოლერანტულობის ევროპული
სტანდარტებისგან ძალიან შორს არის, მაინც, ვფიქრობ, რომ ამ მხრივ განვვითარდით,
როგორც საზოგადოება. დღეს საქართველოში სხვადასხვა ეთნოსის, რელიგიის,
სექსუალური ორიენტაციის ადამიანი ცხოვრობს და ვახერხებთ თანაარსებობას. მართალია,
მაინც არიან ქსენოფობი ადამიანები, რომლებიც ებრძვიან მასისგან განსხვავებულს, თუმცა
მათი რაოდენობა ნელ-ნელა იკლებს. როგორც უკვე აღვნიშნე, დასავლეთ ევროპა ძალიან
მიმღები და ტოლერანტულია. ის ფეხს უწყობს ჰუმანურობის თანამედროვე სტანდრატებს,
ხოლო აზიის ქვეყნები უფრო კონსერვატიულები არიან და, დიდი ალბათობით, უფრო
რიყავენ განსხვავებულ ადამიანს.
რომ შევაჯამოთ, მსოფლიო განვითარდა და, თუ ადრე განსხვავებულ ადამიანებს
ცოცხლად წვავდნენ, სიკვდილით სჯიდნენ, დღეს ვცდილობთ 10 რომ მშვიდობიანად
ვიცხოვროთ, თუმცა მაინც არის ქვეყნები, სადაც იჩაგრებიან განსხვავებულები.

2 2 5 5 3 3 1 3 5 3 = 32

You might also like