You are on page 1of 3

ჰიბრიდული ტრიბუნალები

სიერა - ლეონე (SCSL)

1991 წელს დაიწყო თითქმის ათწლიანი სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი, მას შემდეგ,
რაც ქვეყანაში მეზობელი ლიბერიიდან მეამბოხეთა ჯგუფი შევიდა, რომელტაც სურდათ
დაემხოთ სამხედრო მმართველები. კონფლიქტი გამოირჩეოდა ადამიანის უფლებათა ყველა
ფორმის უხეში დარღვევით: ბავშვების ჯარისკაცებად გამოყენებით, მშვიდობიანი
მოსახლეობისთვის კიდურების ამპუტაციით... 2000 წელს გაეროს სამშვიდობო ძალებმა
ჩაანაცვლეს რეგიონული მისია და მოახერხეს ძალადობის ჩახშობა.

სიერა-ლეონესათვის სპეციალური სასამართლოს დაარსება მოხდა სიერა-ლეონეს


მთავრობასა და გაეროს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ქვეყნის პრეზიდენტის
თხოვნით. სასამართლოს უნდა განეხილასამოქალაქო ომის დროს მომხდარი
დანაშაულებები. შეთანხმებას ხელი მოეწერა 2002 წლის 16 იანვარს. ამის შემდეგ სიერა-
ლეონემ მიიღო კანონები იმპლემენტაციისათვის და 2002 წლის ივლისში სასამართლო
შეუდგა მუშაობას. ხელშეკრულების საფუძველზე სასამართლო იყო შერეული
იურისდიქციისა და შემადგენლობის. გაეროს მიერ დანიშნული მოსამართლეები
წარმოადგენდნენ უმრავლესობას სიერა-ლეონეს მიერ შერჩეულ მოსამართლეებთან
შედარებით. გაერომ დანიშნა ასევე პროკურორი და მდივანი, ხოლო სიერა-ლეონეს
მთავრობამ - პროკურორის მოადგილე. სასამართლო არ არის არც უშიშროების საბჭოს
შვილობისლი ორგანო და არც შიდა სამართლებრივი სისტემის ნაწილი. სასამართლო
ხელმძღვანელობს სტატუტით, საერტაშორისო ინსტრუმენტებით და ზოგიერთი ეროვნული
კანონით. სტატუტი ითვალისწინებს, რომ SCSL-ს და ეროვნულ სასამართლოებს
პარალელური იურისდიქცია აქვთ, SCSL-ის უპირატესობით. სასამართლომ დაადგინა, რომ
პრეტენზიები ქვეყნის პრეზიდენტისა და გაეროს გენერალური მდივნის მიერ ხელმოწერილი
შეთანხმების არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა. მან ასევე დაადგინა, რომ
სახელმწიფო იმუნიტეტი ხელს აე უშლის მათ სახელმწიფოს მეთაურისთვის ბრალის
წაყენებაში. კიდევ ერთი რთული საკითხი სასამართლოსთვის იყო სამშვიდობო
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ამინისტია,რომელთან დაკავშირებითაც
სასამართლომ განაცხადა, რომ ეს არ იქნებოდა მისთვის წინაღობა საქმეების წარმოებისას.
მისი ძირითადი ფუნქცია იყო პროცესების დაჩქარება, იურიდიული პრობლემები კი
გადაწყდებოდა მის სააპელაციო პალატაში. SCSL-ს აქვს იურისდიქცია დანაშაულებზე,
რომელიც მოხდა 1996 წლის 30 ნოემბრის შემდეგ სიერა-ლეონეს ტერიტორიაზე, რაც
გამოიხატებოდა სერიოზულ ძალადობაში, საერთაშორისო სამართლისა და სიერა-ლეონეს
ეროვნული კანონმდებლობის დარღვევაში. SCSL-ი შეზღუდული იყო დანაშაულთა
ჩამონათვალში. ეს დანაშაულებია: კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და
ომის დანაშაულები (არასაერთაშორისო სახის კონფლიქტისას).
2006 წლის მდგომარეობით SCSL-მა ბრალი წაუყენა 13 პირს (აქედან 2 პირი გარდაიცვალა).
სასამარტლო პროცესები დაიწყო 2004წელს. ბრალდებულთაგან ერთი რჩება
თავისუფლებაზე, ხოლო პრეზიდენტი ჩარლზ ტეილორი ჩაბარდა 2006 წელის მარტში
სპეციალური შეთანხმების საფუძველზე, რომ მას გაასამართლებდნენ ჰააგაში.

კამბოჯა

კამბოჯის შემთხვევაში საქმე გვაქვს წითელი კხმერების და პოლ პოტის მმართველობის


დროს ჩადენილ საშინელებებთან, რომელის გრძელდებოდა 1975 წლიდან 1979 წლამდე,
ვიდრე რეჟიმი არ იქნა ჩამოგდებული ვიეტნამური ძალების შეჭრის შედეგად, ითვლება, რომ
ამ დროის მანძილზე მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა სიკვდილით დასჯით, შიმშილით
და იძულებითი შრომით. კამბოჯამ თხოვნით მიმართა გაეროს ad hoc ტრიბუნალის შექმნის
თაობაზე, რათა გაესამართლებინათ წითელი კხმერების რეჟიმის რეჟიმის დამნაშავენი.
გაეროსა და კამბოჯის მთავრობას შორის მოლაპარაკებები დაიწყო 1999 წელს, მაგრამ 2002
წელს ჩაიშალა. მიზეზი იყო ის, რომ სპეციალური პალატების სახით უნდა შექმნილიყო
კამბოჯის ნაციონალური სასამართლოს შემადგენლობაში. არ არსებობდა გარანტია იმისა,
რომ ეს სასამართლო იქნებოდა მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ობიექტური შიდა
პოლიტიკური ჩარევებისგან და ზეწოლებისაგან. მოგვიანებით, 2002 წელს გაეროს
გენერალურმა ასამბლეამ მიიღო მოლაპარაკებების განახლების გადაწყვეტილება. 2003 წლის
მაისში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებულ იქნა შეთანხმება კამბოჯასა და გაეროს
შორის, რომლის რატიფიცირებაც 2004 წლის ოქტომბერში მოახდინა კამბოჯის
ნაციონალურმა კრებამ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეს დოკუმენტი წარმოადგენს
საერთაშორისო შეთანხმებას და უპირატესია კამბოჯის შიდა კანონმდებლობასთან.
სასამართლოს დაფინანსება ეფუძნება სახელმწიფოთა ნებაყოფლობით შენატანებს.
ძირითადი დონორია იაპონია. ad hoc ტრიბუნალის პალატები წარმოადგენს კამბოჯის შიდა
სასამართლოს ნაწილს. ისინი განიხილავენ იმ პირთა საქმმეებს, რომლებიც განსაკუთრებით
იყვნენ პასუხისმგებელნი დემოკრატიული კამპუჩიის დროს მომხდარ დანაშაულებებზე,
რომლებმაც დაარღვიეს კამბოჯის კანონმდებლობა, საერთაშორისო ჰუმანიტარული
სამართალი და ჩვეულება და საერთაშორისო კონვენციები, მათ შორის გენოციდის შესახებ
1949 წლის კონვენციის მიხედვით, ჩადენილ იქნა გენოციდი; კაცობრიობის წინააღმდეგ
მიმართული დანაშაული, როგორც ეს განმარტებულია რომის სტატუტში; ჟენევის კონვენცია.
ომის დანაშაულები არასაერთაშორისო სახის კონფლიქტებზე არ ვრცელდება. არსებობდა
ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ კამბოჯა არ იყო დამატებითი პროტოკოლის მონაწილე
1980 წლამდე, დანაშაულები კი ჩადენილია 70-იან წლებში და დროის იურისდიქციის გამო
ეს ოქმები მათზე ვერ გავრცელდებოდა უკუქცევითი ძალის არარსებობიდან გამომდინარე.
პოლ პოტის გარდაცვალება კი ნიშნავს იმას, რომ ამ მოვლენებში ყველაზე მეტად დამნაშავე
პირი ვერასოდეს წარსდგება სასამართლოს წინაშე.
საკამათო საკითხი იყო ასევე ამინისტია. შეთანხმება მოიცავდა ვალდებულებას კამბოჯის
მთავრობის მხრიდან, რომ მას არ გამოეცხადებინა ამინისტია ან შეწყალება. საკამათო
საკითხი იყო ასევე სასამართლოს შენადგენლობა. კამბოჯის მხარის დაჟინებული
მოთხოვნით, მოსამართლეთა უმრავლესობას შეადგენდნენ კამბოჯელები. ასევე დადგა
საკითხი მაღალკვალიფიციურობის შესახებაც. ყველა მოსამართლეს და პროკურორს ნიშნავს
კამბოჯის უზენაესი საბჭო, თუმცა საერთაშორისო მოსამართლეები დანიშნულნი არიან
გაეროს გენერალური მდივნის მიერ. კამბოჯის შემთხვევაში გვყავს ორი პროკურორი
(დანიშნული იგივე წესით).

You might also like