Professional Documents
Culture Documents
ლექცია 13
ლექცია 13
მეცნიერებათა ფაკულტეტი
ადამიანის განვითარება 1
ლექცია 13
მანანა მელიქიშვილი
2020
სასწავლო მასალა
სწავლის დარღვევები
ფიზიკური ზრდა და ცვლილება
შუა ბავშვობა დასავლურ ქვეყნებში 6-დან 12-წლამდე ასაკობრივ პერიოდს მოიცავს.
კონკრეტულ-ოპერაციული აზროვნება
დისლექსიის სახეები:
o შეძენილი დისლექსია
სწავლის დარღვევები
დისგრაფია- წერის უნარ-ჩვევების დარღვევა.
მოსწავლეები სირთულეებს აწყდებიან წერის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე:
უჭირთ ასოს გრაფიკული გამოსახულების ზუსტი დამახსოვრება
უჭირთ ასოს გრაფიკული გამოსახულების სწორად მოხაზვა
უშვებენ შეცდომებს მსგავსი მოყვანილობის ასოების გამოხაზვისას
ასოს რვეულის სიბრტყეში და ხაზებს შორის მოთავსებისას
სიტყვების ჩაწერისას ტოვებენ, ანაცვლებენ ასოებს ან არ ასრულებენ სიტყვას
წინადადებების ჩაწერისას ტოვებენ სიტყვებს
წერისას აღენიშნებათ სხეულის უჩვეულო პოზა
შეძლიათ ნებისმიერი სიტყვის გადმოწერა, მაგრამ უჭირთ განსაზღვრა, თუ რა
სიტყვა დაწერეს
სწავლის დარღვევები
დისკალკულია- სირთულეები მათემატიკური უნარ-ჩვევების ათვისებაში, რაც
სხვადასხვა სახით ვლინდება:
მოსწავლეს უჭირს ციფრების სვეტებში განლაგება (ქვეშ მიწერა), უკუღმა წერს
ციფრებს
მოსწავლე ხშირად წერს უფორმო, დიდ ციფრებს
მოსწავლე არასწორად კითხულობს მათემატიკურ ნიშნებს, ავიწყდება სიმბოლოები
მოსწავლეს მიმატება-გამოკლების დროს ავიწყდება დამახსოვრებული ციფრები
მოსწავლე ასრულებს ერთი სახის მოქმედებას, როდესაც საჭიროა სხვა სახის
მოქმედება
მოსწავლეს არ შეუძლია ძირითადი მათემატიკური წესების გახსენება და არ ესმის
ძირითადი მათემატიკური ტერმინები, როგორცაა: დაჯგუფება, გამოკლება,
მიმატება და ა.შ
მოსწავლეს ვერ ხვდება, თუ რატომაა მისი პასუხი არასწორი ისეთი მაგალითების
ამოხსნისას, როგორიცაა: 9-6=15 ან 4+3=43.
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიობის სინდრომი
უყურადღებობა:
უჭირს ერთ საკითხზე ყურადღების კონცენტრირება და მალე გადადის ერთი
საქმიანობიდან მეორეზე.
უჭირს რუტინული სამუშაოს შესრულება.
ხშირად არის გაფანტული. რჩება შთაბეჭდილება, რომ არ გისმენს, როცა მას
მიმართავ.
ხშირად კარგავს ნივთებს.
ერთდროულად იწყებს რამდენიმე აქტიობას და ვერ ასრულებს ბოლომდე.
უჭირს დავალების ბოლომდე შესრულება.
არ მოსწონს დავალებები, რომელიც ფსიქიკურ ძალისხმევას მოითხოვს.
გულმავიწყია.
გარე სტიმულები ადვილად იწვევს ყურადღების გადახრას.
ADHD სინდრომთან დაკავშირებული პრობლემები:
ჩამორჩენა აკადემიურ მოსწრებაში
დაბალი თვითშეფასება
ქცევის პრობლემები
აგრესიულობა
აუტისტური სპექტრის აშლილობა
აუტისტური სპექტრის აშლილობა (ASD) სიმწვავის განსხვავებული დონეების
მქონე მონათესავე აშლილობათა ჯგუფი, რომელიც ადრეულ ბავშვობაში
ვლინდება და მოიცავს დარღვევებს სოციალურ ურთიერთქმედებაში,
კომუნიკაციასა და ქცევაში.
აუტიზმი - აუტისტური სპექტრის აშლილობის ყველაზე მწვავე ფორმა; მოიცავს
მნიშვნელოვან დარღვევებს სოციალურ ურთიერთქმედებაში, კომუნიკაციასა და
ქცევაში.
ASD-ის სიმპტომები 3 წლამდე ასაკში ჩნდება, მაგრამ ნაკლებად მწვავე
ფორმების დიაგნოზირება ხშირად შუა ბავშვობაში ხდება.
ამ აშლილობების განმასხვავებელი სიმპტომები მოიცავს დარღვევებს
სოციალურ ურთიერთქმედებაში
კომუნიკაციაში
ქცევაში
აუტისტური სპექტრის აშლილობასთან დაკავშირებული
სიმპტომები
სოციალური ურთიერთქმედება
დარღვევა არავერბალური ჟესტების გამოყენებაში იმისთვის, რომ წამოიწყოს და
შეინარჩუნოს სოციალური ურთიერთობები;
კომუნიკაცია