You are on page 1of 7

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ფაკულტეტი:ფარმაცია
ჯგუფი:1803

სტუდენტი: მარიამ ონეზაშვილი


ლექტორი: ლალი რაზმაძე
რეფერატი: ბაქტერიები
ბაქტერია — 0,1–10 მიკრონის სიგრძის,
სფეროსებრი,ჩხირისებრი ან სპირალისმაგვარი პროკა-
რიოტული ერთუჯრედიანი ორგანიზმებია, დღეისთვის
აღწერილია ათი ათასამდე ბაქტერიათა სახეობა და ვარაუდობენ,
რომ მათი რაოდენობა რამდენიმე მილიონს აღემატება.
ბაქტერიების შემსწავლელ მეცნიერებას ბაქტერიო-
ლოგია ეწოდება.
ბაქტერიები დედამიწაზე ყველგან არსებობს — მიწაში, მჟავე
ცხელ წყაროებში, რადიოაქტიურ ნარჩენებში, ზღვის წყალში და
დედამიწის წიაღში.
ჩვეულებრივ, ნიადაგის ყოველი გრამი 40 მილიონამდე
ბაქტერიას შეიცავს, მტკნარი წყლის ყოველი მილილიტრი —
მილიონს.
ბაქტერიები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ნივთიერებათა
ცვლაში დედამიწაზე. ატმოსფერული ჰაერის აზოტის ფიქსაცია,
მაგალითად, მთლიანად ბაქტერიებზეა დამოკიდებული.
მრეწველობაში ბაქტერიები გამოიყენება ისეთ პროცესებში,
როგორიცაა საკანალიზაციო წყლების გაწმენდა, ყველის და სხვა
რძის პროდუქტების წარმოება.
ბაქტერიული უჯრედების რაოდენობა ადამიანის სხეულში
10–ჯერ აღემატება საკუთრივ ადამიანის უჯრედების
რაოდენობას. განსაკუთრებით ბევრია ბაქტერიები კანზე და
კუჭ–ნაწლავში. ამ ბაქტერიების დიდი უმრავლესობა
ადამიანისთვის უსაფრთხოა, ზოგიერთი იმუნური
სისტემისთვის სასარგებლოც კია, თუმცა არსებობს პათოგენური
ბაქტერიებიც, რომლებიც იწვევენ ისეთ დაავადებებს,
როგორიცაა ქოლერა, სიფილისი, კეთრი, შავი ჭირი, ციმბირული
წყლული. ყველაზე მეტი ადამიანის
სიცოცხლე რესპორატორულ ბაქტერიულ დაავადებებს მიაქვს.
მარტო ტუბერკულოზით ყოველწლიურად 2 მილიონი
ადამიანი იღუპება.
ტრადიციულად ყველა პროკარიოტს ბაქტერიებს
უწოდებდნენ, თუმცა 90–ან წლებში გაირკვა, რომ
პროკარიოტული ორგანიზმები საერთო წინაპრიდან
განვითარებული ორი დამოუკიდებელი ჯგუფისგან შედგება. ამ
ჯგუფებიდან ერთს შერჩა დასახელება ბაქტერიები, მეორეს
კი არქეები ეწოდება.
მიუხედავად იმის, რომ ბაქტერიები თავიანთი აღნაგობით
მარტივები არიან, მათ შეუძლიათ საკმაოდ რთული კავშირების
დამყარება სხვა ორგანიზმებთან. ეს სიმბიოზური გაერთიანება
შეიძლება დაიყოს სამ მასპინძელ ორგანიზმთან თნაცხოვრების
სახედ: პარაზიტიზმი, კომენსალიზმი და მუტუალიზმი. რადგან
ისინი მცირე ზომის არიან, კომენსალური ბაქტერიები ყველგან
გავრცელებულნი არიან და იზრდებიან ცხოველებში და
მცენარეებში ზუსტად ისე, როგორც სხვა ზედაპირებზე.

ბაქტერიები ადამიანის ორგანიზმში

ჯანსაღი ადამიანის ნაწლავებში მცხოვრები მიკრო


ორგანიზმების 85 %-ს სარგებელი მოაქვს. ისინი ხელს
უწყობენ საკვების ათვისებას,ნაწლავებს მავნე
ნივთიერებებისგან იცავენ,ვიტამინების სიინთეზს
ახდენენ. წყალი-მარილის ბალანსს აკონტოლებენ და
ბევრ სასარგებლო საქმეს აკეთებენ.
დაახლოებით მიკრო ორგანიზმების 10% არის
პათოგენები,ანუ პატენციურად საფრთხის შემცველი.
თუ მათ გავრცელების საშუალებას მივცემთ,გამოიწვევს
ანთებას და საკვების მონელებს ხელსშეუშლის.
იდეალურ პირობებში სასარგებლო მიკრობები ამას
ხელს შეუსლის.
ორგანიზმისთვის მავნე ბაქტერიები

Helicobacter pylori გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა


ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის მთავარი მიზეზია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით,
დედამიწის მოსახლეობის 60% ჰელიკობაქტერიის მატარებელია.
ამ პრობლემაზე, საზოგადოდ, ბევრი რამ არის ცნობილი, თუმცა,
კვლევები ვერაგი, ონკოგენური ბაქტერიის (რომელიც მუდმივად
განიცდის მუტაციას) შესასწავლად კვლავინდებურად არ წყდება.
სულ უფრო მეტად იხვეწება ამ ბაქტერიით დაავადების
დიაგნოსტიკის, მკურნალობისა თუ პროფილაქტიკის მეთოდები.
საყურადღებოა ისიც, რომ კანისა და არამარტო კანის ბევრ
პათოლოგიას სწორედ ჰელიკობაქტერიას უკავშირებენ, კერძოდ,
ატოპიურ დერმატიტს, როზაცეას, აკნეს, ფსორიაზს, სხვადასხვა
დერმატოლოგიურ და სისტემურ პათოლოგიას.

ჯილეხი ანუ ციმბირის წყლული,


ანუ ანტრაქსი, ხუზარა — ცხოველებისა და ადამიანის მწვავე
ბაქტერიული დაავადება, რომელსაც იწვევს ჯილეხის ბაცილა
(Bacillus antracis). ჯილეხი ზოონოზების ტიპური
წარმომადგენელია [1]. ამ ტიპის ინფექციის გადატანა
შესაძლებელია ტრანსმისიული, ალიმენტური და ასპირაციული
გზებით. ადამიანის დაზიანება ხდება დაავადებულ
ცხოველებთან კონტაქტის საშუალებით, ზოგჯერ კი ასეთი
ცხოველების ხორცის საკვებად გამოყენების შემთხვევაში.
დაავადების გადატანაში გარკვეული როლი მიუძღვით
მექანიკურ გადამტანებს, კერძოდ, სისხლსმწოველ მწერებს.
ისინი დუღილს უძლებენ 45-60 წუთის განმავლობაში,
ავტოკლავირებისას(110c)იღუპებიან 5 წუთის განმავლობაში.
ხორცის დამარილება, გაშრობა და სხვა ასეთი პროცედურები
ჯილეხის სპორებს ვერ ანადგურებს.
ჯილეხის მკურნალობა კომპლექსური ტიპისაა და მოიცავს სამ
მთვარ ტიპს ესენია: სეროთერაპია, ქიმიოთერაპია და
ანტიბიოტიკოთერაპია.
სტაფილოკოკი ბაქტერია ,რომელიც
ბუდობს კანსა და ლორწოვან გარსზე.
ოქროსფერი სტაფილოკოკი (Staphylococcus aureus, S
aureus) ამ ბაქტერიებს შორის ყველაზე მნიშვნელოვან
როლს თამაშობს.
ჯანმრთელი ადამიანების დაახლოებით 15–40% ოქროსფერი
სტაფილოკოკის მატარებელია – მათ კანში ეს ბაქტერია
ცოცხლობს, მაგრამ ყოველგვარი აქტიური ინფექციისა თუ
დაავადების გარეშე.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადამიანს საფრთხეს არ უქმნის,
გასათვალისწინებელია, რომ ოქროსფერი სტაფილოკოკი კანისა
და ორგანოების სხვადასხვა ტიპის ინფექციებს იწვევს. როგორც
წესი ინფექცია ვლინდება იმ კატეგორიაში, ვისაც კანზე ტრავმა
მიუღია, ასევე მშრალი ტიპის კანის დროს.
საფრთხეს ზრდის როგორც კანის პრობლემები, ასევე რიგი
დაავადებები და არაჯანსაღი ცხოვრების წესი, მაგალითად:
• მწვავე ატოპიური დერმატიტი;
• ცუდად მართვადი დიაბეტი;
• თირკმლის უკმარისობა;
• სისხლის დაავადება;
• კვების უკმარისობა ან დარღვევა;
• რკინის დეფიციტი;
• ალკოჰოლიზმი;
• ნარკოტიკის მოხმარება, და ა.შ.

კვების მიხედვით ბაქტერიები მეტად მრავალფეროვანია.


არსებობს ავტოტროფული და ჰეტეროტროფული ბაქტერიები.
ავტოტროფებს მიეკუთვნება ბაქტერიები, რომლებსაც აქვთ
ქლოროფილი და აწარმოებენ ფოტოსინთეზს. ჰეტეროტროფულ
ბაქტერიებს მიეკუთვნება: საპროფიტები და პარაზიტები.
ბაქტერიული პროცესები ჩვენს ყოფა-ცხოვრებაში ძალიან
ხშირად გვხვდება. მაგალითად, რძისგან – მაწვნის, არაჟნის,
კარაქის, კეფირის, ხაჭოს მიღება ბაქტერიების ცხოველქმედების
შედეგია.
სასარგებლო ბაქტერიები
ბაქტერიების ნაწილი არის „კარგი“ ორგანიზმისთვის.
კარგ ბაქტერიებს პრობიოტიკებს ეძახიან. რაც მეტია
პრობიოტიკი, მით უკეთესია ადამიანისთვის. პრობიოტიკები
აუმჯობესებენ ნაწლავური სისტემის ფუნქციონირებას,
აუმჯობესებენ იმუნიტეტს, ხელს უწყობენ სხვადასხვა
ვიტამინების შეწოვას როგორიცაა ვიტამინები: A;D;E;K;
მინერალები კალციუმი, რკინა, ქრომი.
საკვები , რომლისგანაც შეგიძლიათ მიიღოთ პრობიოტიკები:
კეფირი - შეიცავს როგორც დიდი ოდენობით პრობიოტიკებს,
ასევე ცილებს .კეფირი შეიცავს შემდეგ შტამებს Lactobacillus
acidophilus, Bifidobacterium bifidum,Lactococcus lactis, რომლებიც
სასარგებლოა ნაწლავური ფლორისთვის.
ასევე მაწონი და იოგურტი. შემადგენლობით შეიცაენ იგივე
შტამებს რასაც ზევით აღნიშნული კეფირი.

ზღვის ბაქტერიის Bacillus Licheniformis ფერმენტს შეუძლია


გაანადგუროს კარიესის გამომწვევი მიკრობები, ნებისმიერ მათ
შორის ძნელად მისადგომ ადგილებშიც კი. მეტიც ფერმენტს
შეუძლია თავად ნადების წარმოქმნას შეუშალოს ხელი.
ქირურგიაში ფერმენტი შესაძლოა გამოყენებულ იქნას ისეთი
იმპლანტების მოთავსებისას, როგორიცაა მენჯ-ბარძაყის
ხელოვნური სახსარი და ხმოვანი სარქველი.

ბაქტერიების თვისებების გამოვლინება


ბუნებაში:
მდინარე რიო-ტინტოს წყლებში გაჩნდა უამრავი ჟანგვის
პროცესში მონაწილე ბაქტერია extremophile.ბაქტერიათა ასეთი
აქტიურობამ გააწითლა მდინარის წყლები.
სწორედ ბაქტერია extremophile ითვლება დადამიწაზე
სიცოცხლის პირვანდელ ფორმად .ამ სახის ბაქტერიები
იკვებებიან მეტალებით რომლებიც უხვად არის მდინარეში.
მეცნიერებმა აღმოაცინეს ბაქტერია,რომელიც წვიმას იწვევს.
მას Pseudomonas Syringae ეწოდება.ამ ბაქტერიას ძალიან
უცნაური თვისება აქვს:შედარებით მაღალ ტემპერატურაზეც კი
შეუძლია წყალი ყინულად აქციოს.
ეს ბაქტერია გამოიმუშავებს ცილას,რომლებიც მის ზედაპირზე
ორგანიზებულად ლაგდებიან.როცა ამ ცილებთან წყლის
მოლეკულები ახლოვდება,ქიმიური რეაქციის ხარჯზე
ისინიც ამ ცილების ბადის მიხედვით ლაგდებიან და ამ
მკაცრი პოზიციონირების გამო იყინებიან.ეს ქიმიურ-
ბიოლოგიური გაყინული ბირთვი სულ უფრო მეტ წყალს
იზიდავს და სულ უფრო მძიმე და მასიური ხდება.
ერთხელაც იგი წონის გამო ღრუბლებიდში ვეღარ მაგრდება
და მიწაზე ცვივა.შემდეგ ყველაფერი მიწაზე არსებულ
ტემპერატურაზეა დამოკიდებული:ან თოვლი წამოვა ანდა
წვიმა.

You might also like