You are on page 1of 1

ილია ჭავჭავაძეს ქართველი ერი წმინდა ილია მართალს უწოდებს, მაგრამ

მიუხედავად ამისა, არავის უცდია მისი სიმართლის გაგება და შესრულება. თითქოს


მისი საუბარი ამაო იყო, ვინმეს დღეს რომ დაეწერა ,,რა გითხრათ? რით
გაგახაროთ?“, ზუსტად ისევე აღწერდა ახლანდელ მდგომარეობას , როგორც
მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეში. ის სევდა, რომლითაც ილია გვწერს, აუტანელი
ხდება და ალბათ ნებისმიერ ქართველს მოადგებოდა თვალზე ცრემლი, მაგრამ ეს
ტკივილი სულ ცოტახანს გვიგრძელდება ხოლმე და მერე კვლავ ვივიწყებთ ილიას
სიტყვებსა და შეგონებას.
ჩვენი მთავარი პრობლემა დღესაც სიზარმაცე და უყურადღებობაა. ყველაფერი
გვაქვს, რომ წარმატებულნი ვიყოთ, მაგრამ იმდენად ეგოისტები ვართ, მხოლოდ
იმაზე ვფიქრობთ, რა ვჭამოთ დღეს. ეს არაერთხელ უთქვამს ილიას და არც
შემცდარა. იგი ძალიან კარგად იცნობდა საკუთარ ერს და მათი ნაკლიც
არაჩვეულებრივად იცოდა.
თითქოს ფასი დაკარგა ყველაფერმა, რაც აქამდე გვქონია და რაც გადაგვიტანია .
ისეთი მიწა-წყალი, ისეთი ბუნება გვაქვს, ვერავინ წყვეტს თვალს და ყველა აქეთ
მოისწრაფის, მის დასაცავად კი არავინ არაფერს აკეთებს. მხოლოდ სუფრაზე
ვხდებით პატრიოტები, ჭიქებს ვწევთ და ვლოცავთ, რაც გაგვაჩნია, მაგრამ ესეც
მალევე გვავიწყდება და ღვინოც როცა უკვე მოგვეკიდება, აღარავის ახსოვს
საქართველო, გვახსოვს მხოლოდ საკუთარი მუცლები.
საქართველოს არასდროს ღირსებია სიმშვიდე და დღესაც ყოველდღე
გვავიწროვებენ, გვართმევენ იმ პატარა მიწასაც, რაც დაგვრჩენია, მაგრამ ფეხი
ფეხზე გადაგვიდია და ველოდებით, ვინმე როდის მოიმოქმედებს ამას, თან
გაღიზიანებულები ვლანძღავთ მტერს, თითქოს მისი ბრალი იყოს, ჩვენ რომ
უსაქმურად ვართ და არ შეგვიძლია თავის დასაცავათ ხმა ამოვიღოთ.
,,რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“ არ არის მხოლოდ ერთი ათწლეულის
პრობლემა. არ მინდა ვიფიქრო, რომ ილიას სიტყვებმა უშედეგოდ ჩაიარა და
მჯერა, რომ სულ ოდნავ მაინც თუ გავახელთ თვალებს, სულ ოდნავ მაინც თუ
დავუდგებით მხარში ერთმანეთს და გავატოკებთ ხელს, არ ვიქნებით მუდმივად
სხვის იმედზე, თითით საჩვენებელი გახდება ჩვენი ერიცა და ჩვენი ქვეყანაც.

You might also like