You are on page 1of 2

ევროპის კომისია (ევროკომისია)

საერთაშორისო ორგანიზაცია არის — სახელმწიფოთაშორისი, მთავრობათშორისი ან


არასამთავრობო ხასიათის მუდმივი გაერთიანება, შექმნილი საერთაშორისო
შეთანხმების საფუძველზე, საერთაშორისო პრობლემების ერთობლივად
გადასაჭრელად.ამ ტერმინით ძირითადად აღნიშნავენ სახელმწიფოთაშორისსა და
მთავრობოთაშორის ორგანიზაციებს.

ევროპის კავშირი , შემოკლებით ევროკავშირი — ევროპის სახელმწიფოთა


ეკონომიკურ-პოლიტიკური გაერთიანება, 1993 წლამდე ევროპული თანამეგობრობა
ერქვა. ორგანიზაციის წევრია ევროპის 27 სახელმწიფო. ტრადიციული
საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან ევროპის კავშირს განასხვავებს მისი
უნიკალური ინსტიტუციური სტრუქტურა. შექმნილია დამოუკიდებელი
ინსტიტუტები, რომლების ავსებენ ერთიმეორეს და ყოველ მათგანს გარკვეული
როლი აკისრია გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში.

ევროკომისია — ევროკავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი. ერთი


კომისია სამი თანამეგობრობისთვის დაარსდა მას შემდეგ, რაც 1967 წლის 1 ივლისს
ძალაში შევიდა ადმინისტრაციათა გამაერთიანებელი ხელშეკრულება.ევროპის
კომისია (ევროკომისია) ევროგაერთიანების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა,
რომლის უფლებამოსილებაში შედის: საკანონმდებლო ინიციატივა; გაერთიანების
პოლიტიკის ადმინისტრირება და აღსრულება; ბიუჯეტის მართვა; გაერთიანების
საგარეო ურთიერთობები; ხელშეკრულებათა დაცვის მეთვალყურეობა. – გარდა
ამისა, კომისია მხოლოდ გაერთიანების ინტერესებს წარმოადგენს და ევროპული
ინტეგრაციის ძირითად მამოძრავებელ ძალადაა მიჩნეული. გაფართოებამდე კომისია
20 წევრისაგან შედგება. ორ-ორი წევრი ჰყავთ საფრანგეთს, გერმანიას, დიდი
ბრიტანეთს, იტალიასა და ესპანეთს. კავშირის დანარჩენ წევრებს კი კომისიაში
თითო-თითო წევრი ჰყავთ.

დღეს ევროკომისია ფუნქციონირებს მინისტრთა კაბინეტის მსგავსად, რომელიც


შედგება 28 წევრისგან. კომისიის წევრებს ნიშნავენ წევრი სახელმწიფოები ერთიანი
თანხმობის საფუძველზე 5 წლის ვადით. ევროკომისიის შემადგენლობას ამტკიცებს
ევროპის პარლამენტი. ამსტერდამის ხელშეკრულების თანახმად, ევროკომისიის
პრეზიდენტი ინიშნება თუ კი წევრი ქვეყნები თანხმობას გამოთქვამენ. ამასთან,
პრეზიდენტთან ერთად ინიშნება კომისიის სხვა წევრებიც. ევროკომისიის
ამჟამინდელი პრეზიდენტია ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ევროკომისია ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოა და ევროკავშირის საერთო
ინტერესს წარმოადგენს. იგი შეიმუშავებს ახალი ევროპული კანონების პროექტებს,
რომელსაც წარუდგენს ევროპის პარლამენტსა და საბჭოს (ერთიანი საგარეო და
უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხების გარდა). იგი პრაქტიკაში განახორციელებს
ევროკავშირის საერთო პოლიტიკას და განაგებს ევროკავშირის ფონდებსა და
პროგრამებს. კომისია აკონტროლებს ევროკავშირის ხელშეკრულებებისა და
კანონების შესრულების პროცესს. მას შეუძლია დამრღვევთა მიმართ ზომები მიიღოს
და, საჭიროების შემთხვევაში, ევროპის სასამართლოსაც მიმართოს. კომისია შედგება
პრეზიდენტისგან, შვიდი ვიცე-პრეზიდენტისგან (მათ შორისაა მისი პირველი ვიცე-
პრეზიდენტი და საგარეო და უსაფ რთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის
უმაღლესი წარმომადგენლი) და 20 კომისრისგან – თითოეული წარმოადგენს
ევროკავშირის ერთ ქვეყანას. კომისიის პრეზი დენტს ირჩევს ევროკავშირის 28
მთავრობა და ამ ტკიცებს ევროპის პარლამენტი. სხვა კომისრები ნომინირებულნი
არიან მათი ეროვნული მთავრობების მიერ, ახალ პრეზიდენტთან კონსულტაციების
საფუძველზე და ამტკიცებს ევროპის პარლამენტი. ისინი არ არიან თავიანთი
ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლები, არამედ თითოეული მათგანი
პასუხისმგებელია ევროკავშირის პოლიტიკის კონკრეტულ სფეროზე. ყველა მათგანი
5 წლის ვადით ირჩევა.

ევროკომისიას ზურგს უმაგრებს სამოქალაქო სამსახური, რომელიც ბრიუსელსა და


ლუქსემბურგში მდებარეობს. ეს სამსახური შედგება 24 დეპარტამენტისაგან,
რომლებსაც გენერალური დირექტორატები ეწოდება. ყოველი დირექტორატი
პასუხისმგებელია ერთიანი პოლიტიკისა და ადმინისტრირების განხორციელებაზე
გარკვეულ სფეროში.

You might also like