You are on page 1of 2

გიორგი მერჩულის სტილი

როგორც ვიცით, ჰაგიოგრაფები თავიანთ თხზულებებში არ


აღწერდნენ პერსონაჟთა გარეგნობას, რადგან ჟანრის
სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ მწერლობას აინტერესებს
ადამიანის არა სხეული, არამედ სული. არც იაკობ ხუცესი და
არც იოანე საბანისძე არ ქმნიან თავიანთ ნაწარმოებებში
შუშანიკისა და აბოს პორტრეტებს.
რაც შეეხება გიორგი მერჩულეს, „გრიგოლ ხანძთელის
ცხოვრებაში“ იგი ძალიან მოკლედ აღწერს გრიგოლის
პორტრეტს: „იყო ხილვითა დიდ, ხორცითა თხელ, ჰასაკითა
სრულ...“ ასევე მწერალი გაბრიელ დაფანჩულის პორტრეტსაც
აღწერს.
„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ ბუნების პეიზაჟებიც
გვხვდება, მაგრამ ამას ავტორი მკითხველისთვის ესთეტიკური
სიამოვნების მინიჭების მიზნით კი არ იყენებს, არც განწყობის
შექმნის ფუნქცია ენიჭება.
ტექსტში ბუნების აღწერა სიუჟეტურ ხაზს უკავშირდება და
მისი მიზანია, დაგვანახოს მწერალმა, თუ რამდენად ვარგისია
ტაო-კლარჯეთის ბუნება მონაძვნური ცხოვრებისათვის.
ყოველგვარი აღწერა ტექსტში უკეთესად აღსაქმელს ხდის
ავტორის მთავარ სათქმელს.
გმირის სახეებს მერჩულე ტროპის სახეებით კვეთს. იგი
ხშირად იყენებს ეპითეტებს, მეტაფორებს. პერსონაჟის
თვისებების, მსოფლმხედველობის, ასევე ავტორისსეული
შეფასებების აღქმაში გვეხმარება ტროპის სახეები.
როგორც ვიცით, თხზულება X საუკუნეშია შექმნილი,
ამიტომ ტექსტის ენა ადვილად გასაგებია. ეს თხზულება
გამორჩეულია იმითაც, რომ მასში გვხვდება საერო მოტივები
ანუ რომანული ეპიზოდები (სულ სამი). ცხადია, ახლოვდებოდა
დრო, როცა საერო მწერლობა უნდა ჩამოყალიბებულიყო.
მწერალი არა მარტო აღწერს VIII-IX საუკუნეებში ქვეყნის
მდგომარეობას, არამედ ისტორიული ფაქტების შემფასებლადაც
გვევლინება.

You might also like