You are on page 1of 14

საგანი : ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია 2

შუალედური N1

1.გადმოეცით მოსაზრებანი სამეცნიერო ლიტერატურაში


,,ამირანდარეჯანიანის” ავტორის,ქრონოლოგიისა და სტრუქტურის
შესახებ.ახსენით ,.ამირანდარეჯანიანის” სქრუქტურულ ერთეულებად
დაყოფის ფორმალური და შინაარსობრივი საფუძველი.

შოთა რუსთველის პოემის დასასრულს ფსევდორუსთველურ სტროფში


დასახელებულია მე-12 საუკუნუნის მიწურულსა და მე-13 საუკუნის დამდეგს
შექმნილი ნაწარმოებები და მათი ავტორები. პირველი ადგილი
უკავია ,,ამირანდარეჯანიანს”,რომლის ავტორად მოხსენიებულია მოსე
ხონელი. ,,ამირანდარეჯანიანის” ზოგიერთ ხელნაწერში იხსენიება რომ ეს მოსე
ხონელის თხზულებაა. ძველ წყაროებშიც იგივე თვალსაზრისია
გამოთქმული,კერძოდ,გვიანი შუა საუკუნებიის თხზულებაში ,,ომანიანი” , რომელიც
ეკუთვნის ქაიხოსრო ჩოლოყაშვილს,ნათქვამია: ,,თვის ამირანს მოსესაგან, ქება
კარგად შეუხვდების”. ,,ამირანდარეჯანიანის” გამლექსავი სულხან თანიაშვილი
ნაწარმოების ავტორად მოსე ხონელს ასახელებს,იგივეს ამბობს თეიმურად
ბატონიშვილიც. ჩვენ არაფერი ვიცით მოსე ხონელის ბიოგრაფიიდან. რა განათლების,
რა ცოდნის ან რომელი თანამდებობის პირი იყო იგი.
ძველი წყაროებისა და სამეცნიერო ლიტერატურის
ტრადიციით ,,ამირანდარეჯანიანი” თამარის მეფობაში დაწერილი თხზულებაა. ე.ი
მე-12 საუკუნის ბოლოს ან მე-13 საუკუნის დამდეგის მაინც. მე-19 საუკუნის 90-იან
წლებში ნიკო მარმა გამოაქვეყნა ნაშრომი ,,ამირანდარეჯანიანის” შესახებ და
თხზულება XI-XII საუკუნის მიჯნაზე დაწერილად მიიჩნია,რადგან მისი აზრით
საერო მხატვრული ლიტერატურა დავით აღმაშენებლის მეფობის მეორე ნახევარში
მე-12 საუკუნის დასაწყისში უნდა წარმოქმნილიყო.საამისო არგუმენტად მიიჩნევდა
რომანის ენასა და მასზე საეკლესიო სალიტერატურო ენის ნორმების ძლიერ
გავლენას,რაც მხოლოდ იმ პერიოდში იყო შესაძლებელი.თხზულების დაწერის
თარიღის განაზღვრისას ნიკო მარმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში არაბთა
ბატონობაზე.ნიკო მარის საწინააღმდეგო მოსაზრება გამოთქვა კორნელი
კეკელიძემ.მისი შეხედულებით ამირანდარეჯანიანში არ შეინიშნება სპეციფიკური
საეკლესიო ენის ნორმები და თხზულებაში დამოწმებული ენობრივი ნორმები ასევე
შეინიშნება მე-13 საუკუნის სხვა თხზულებებშიც.ამიტომ,მისი
აზრით ,,ამირანდარეჯანიანი” დაწერილია XIII საუკუნის დასაწყისში,თამარის
მეფობის ბოლო წლებში ან თამარის გარდაცვალებიდან რამდენიმე წელში, იმ
დროისთვის მაინც როდესაც მონღოლებმა გეზი ევროპისკენ აიღეს და საქართველოში
შემოიჭრნენ. ამ დათარიღებას არ ეწინააღმდეგება ის
გარემოება,რომ ,,ამირანდარეჯანიანის” გმირები მოიხსენიებიან თამარის ისტორიასა
და ჩახრუხაძის სახოტბო ჟანრის პოემაში.კეკელიძემ ისტორიანი და აზმანი
შარავანდედთანი 1222წლის მახლობლად დაწერილ თხზულებად მიიჩნია და
ფიქრობდა რომ ,, თამარიანი” დაიწერა ,,ამირანდარეჯანიანის” შემდეგ.

,,ამირანდარეჯანიანის” ტრადიციული ტექსტი 12 კარისაგან შედგება.თითოეულ


კარში მოთხრობილი ამბავი დამოუკიდებელი ნაწარმოების შთაბეჭდილებასაც კი
ტოვებს.იგი საერთო ჩანაფიქრის მიხედვით შესრულებული ნაწარმოები არ არის,რაც
მკვლევარებს იმის ფიქრის საფუძველს აძლევს რომ,თხზულებაში ბევრი რამ
სხვადასხვა დროს არის ჩამატებული. კ.კეკელიძემ შეისწავლა ამირანდარეჯანიანის
კომპოზიცია და ფაბულა.ნაწარმოებში საკუთრივ ამირან დარეჯანის ძის ამბავი
მოთხრობილია IV,V,VII და XII კარებში, დანარჩენი კარები რომც არ ყოფილიყო,
ამირანდარეჯანიანის თხრობას არაფერი დააკლდებოდა.იმისთვის რომ რომანის
თავები ერთმანეთთან ლოგიკურად ყოფილიყო დალაგებული კეკელიძემ ასეთი
განლაგება შემოგვთავაზა: ამბრი არაბისა და ინდო ჭაბუკის ამბავს უნდა მოჰყოლოდა
მნათობთა ამბავი, შემდეგ უნდა ყოფილიყო II, III, IV კარები,სადაც ძირითადი
მოქმედი პირი ბადრი იამანის ძეა,ხოლო ამის შემდეგ უნდა იყოს მოთხრობილი
ამირანის ამბები. კეკელიძის აზრით არსებობდა ამბების რამდენიმე ციკლი:

1.ზღვათა მეფის ასულის გამოყვანისა


2.ამირანის
3.ამბრი არაბისა და ინდო ჭაბუკისა
4.სეფედავლე დარისპანის ძისა
5.მზის ჭაბუკისა

2.განიხილეთ ნიკო მარისა და ალექსანდრე ბარამიძის


მოსაზრებანი ,,ამირანდარეჯანიანის” სიუჟეტის წარმომავლობასთან
დაკავშირებით სათანადო არგუმენტების მოხმობით.
ნიკო მარმა ,,ამირანდარეჯანიანის” დედნად თუ არა წყაროდ მაინც სპარსული
თხზულება ,,ყისაი ჰამზა” მიიჩნია,თუმცა საკითხი სპეციალურად მარს არ უკვლევია
და თხზულებათა დეტალური ანალიზი არ გაუკეთებია.სამეცნიერო ლიტერატურაში
გამოითქვა მარის საწინააღმდეგო მოსაზრებები, მათ შორისაა ალექსანდრე ბარამიძის
მოსაზრება. მან XX საუკუნის 20-იან წლებში საგანგებოდ იკვლია თხზულების
ორიგინალობის პრობლემა და დაადასტურა რომ იგი ქართული ორიგინალური
ნაწარმოებია და სპარსულიდან არ თარგმნილა.მან თავისი შრომებით სიახლე შეიტანა
შანრობრივი რაობის,შედგენილობისა და ლიტერატურული წყაროების დადგენის
საქმეში და დაადგინა რომ ,,ამირანდარეჯანიანში” ერთმანეთს შეერწყა ქართულ-
სპარსული განწყობილებები და მოტივები არაბულთან დაპირისპირებით.
ხოლო ,,ყისაი ჰამზაში” სპარსულის საწინააღმდეგო არაბული ტენდენციებია
წარმოჩენილი, რითაც ეს ორი თხზულება არსობრივად უპირისპირდება ერთმანეთს.
თუმცა სიფრთხილით უნდა აღინიშნოს ის, რომ მთლიანად არ
უარუყვია ,,ამირანდარეჯანიანის” შექმნაში ,,ყისაი ჰამზას” როლი და
ღირებულება. ,,ამირანდარეჯანიანში” სპარსული ონომასტიკის დანახვა ამ ძეგლის
100%-იან სპარსულ წარმომავლობას არ ნიშნავს. ქართველი მწერლისთვის არაბობის
უარყოფა და სპარსული იდეალის ასახვა იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკის
თანამდევი პროცესი უნდა ყოფილიყო და შესაბამისად ,,ამირანდარეჯანიანიც” ამ
იდეალებს ასახავდა.

3.განსაზღვრეთ მითოსურ-ზღაპრული და ფანტასტიკური ელემენტების


როლი ,,ამირანდარეჯანიანში” და მათი მხატვრული
ფულქცია.გადმოეცით ეპიზოდი ამირან დარეჯანის ძისა და ამბრი
არაბის შესახებ

მხატვრული თვალსაზრისით მოსე ხონელის თხზულება ,,ამირანდარეჯანიანი”


ეპოქალური სიახლეა,რადგან მითოსურ საბურველს ჩამოცილებულ და რაინდულ
სამოსელში გახვეულ სამყაროს ასახავს.ამკვიდრებს ახალ ესთეტიკურ-
ლიტერატურულ პრინციპებს. ,,ამირანდარეჯანიანის” პერსონაჟები
ინდივიდუალური თვისებებით შემკულნი არ ჩანან. უნდა აღინიშნოს ისიც რომ
თხზულებათა პერონაჟები მითოსურ და რეალურ სამყაროსთან სიახლოვით
ხასიათდებიან მაგ.: ამირამს ვეშაპი გადაყლაპავს,რომელსაც იგი მუცელს
გაუფატრავს და სახსალამათი ამოვა. ნაწარმოების გმირების მოქმედების არეალი
უსაზღვროა დაუსრულებელია. იგი იწყება სიმბოლური ეპიზოდით, ესაა ქურციკის
გამოჩენა და მისი დევნა. როგორც ,,ვეფხისტყაოსანი” არ იწყება ტარიელისა და
ნესტან-დარეჯანის ამბის თხრობით, ასევე არც ,,ამირანდარეჯანიანი” არ იწყება
ამირან დარეჯანის ძის ამბის თხრობით. ეს მხატვრული ხერხია,რათა ექსპოზიციური
სურათი შეიქმნას და ავტორმა მკითხველი მთავარ გმირთან შესახვედრად
მოამზადოს. ,,ამირანდარეჯანიანის” ერთერთ წყაროდ ა.ხახანაშვილი მიიჩნევდა
ლიტერატურულად გადამუშავებულ თხზულებებს ამირანის შესახებ.
კარი IV:ამირან დარეჯანის ძის ამბავი_ ამირანი,სავარსიმისძე და შაოსანი ჭაბუკი
მივიდნენ ქ.იამანში ბადრის მამასთან,რომელსაც ამირანმა აღუთქვა შვილის
განთავისუფლება.წაიყვანა ისიბი და 12 დღიანი მგზავრობის შემდეგ მიადგა ერთ
ციხეს,რომელშიც ორპირიანი კაცის სიტყვით დატყვევებული იყვნენ ინდო ჭაბუკი
და ალი დილამი. ამირანმა ციხე შემუსრა და დატყვევებულები
გაანთავისუფლა.გაუდგნენ გზას, მათ გალახეს მდინარე, გადაურჩნენ საშინელ
გველებს,გადაეყარნენ სამ ვეშაპს,რომელთაგან ერთერთმა ამირრანი გადაყლაპა.
ამირანს ფეხსაცმლის მოგვში დანა ჰქონია,რომლითაც ვეშაპს მუცელი გაუჭრა და
გამოვიდა. გზაზე შეხვდათ მტირალი ქალი,რომელმაც ისინი სადილზე
მიიწვია.ამირანი შეიყვანა გამოქვაბულში და უცბად კარზე დიდი ლოდი მიაყუდა. იქ
იყო ერთი ცალთვალა დევი შვილთან ერთად. მათ ამირანის შეჭმა მოინდომეს,
ამირანმა მოკლა დევის შვილი, დევს მეორე თვალი ამოსთხარა და თავი
გაინთავისუფლა. ამის შემდეგ ამირანს თავს დაესხა ბაყბაყ დევი და მისი ძმა
ხაზარანი,უკანასკნელი ომში მოკლა.საბოლოოდ მიადგნენ ციხეს,სადაც ბადრი და
ნოსარი იყვნენ გამომწყვდეულები. რადგან ციხეში შესვლა შეუძლებელი იყო
ამირანმა მიმართა ხერხს: ფეხებში ხელი წაავლო ერთ საშინელ ფრინველს,რომელმაც
ამირანი ციხეზე ააფრინა, ამის შემდეგ მან შემუსრა მცველები ბადრი და ნოსარი
გაანთავისუფლა, ამის შემდეგ უკან დაბრუნდნენ დიდი ქონებით. ბაყბაყდევმა ჯარი
შეკრიბა და მათთან საბრძოლველად გაეშურრა,გაიმართა დიდი ბრძოლა,სადაც
ბუმბერაზმა ჭაბუკებმა გაიმარჯვეს. აქ მათ ააშეენეს ქვითკირის სახლი,რომელიც
შეამკეს საკუთარი გამოსახულებებით.

კარი V: ამბრი არაბის ამბავი_ერთხელ ამირანმა და სავარსიმისძემ მოქეიფე


კომპანიისგან გაიგონეს,რომ მართალია ამირანი სწორუპოვარი ჭაბუკია,მაგრამ არის
ვინმე ამბრი არაბი,რომელიც მას არ ჩამოუვარდებაო.ამირანმა გაიმოიკვლია ამბრი
არაბის ამბავი და გაიგო რომ იგი იყო დიდი კაცის შვილი. მამამისმა აღსაზრდელად
მიაბარა აბუთარს,7 წლის ლომებს ხოცდა,15 წლისას უყიდეს ცხენი და ასპარეზობაში
ბადალი არ ჰყავდა.ცხოვრობდა არაბეთის ქალაქ იემენში. არაბებს ამ დროს
აწუხებდნენ თურქები,არაბებმა დახმარება სთხოვეს 15წლის ამბრის, მან წაიყვანა
აბუთარი და შეხვედრისას მოკლა 3000 თურქი. თურქების მოკავშირე ხანმა 20 000
კაცი გაგზავნა იემენში, ხოლო ამბრიმ წაიყვანა 60 000 ჯარისკაცი და შეასია თურქებს.
აქ მას ჯარი გაუწყვიტეს და თავი შეაფარა ერთ ციხეს,რომელსაც თურქებმა 80 000
კაცი შემოარტყეს გარს,თუმცა უშედეგოდ.თურქებმა ამბრის წინააღმდეგ გამოიყენეს 3
ბუმბერაზი,რომლებიც სათითაოდ დახოცა ამბრიმ. ბოლოს თურქთა ჯარი
დამარცხდა,ამბრის ხელთ ჩაუვარდა მათი მეფე, მაგრამ მეფობის გამო შეიბრალა და
გაუშვა

4.იმსჯელეთ ამირანდარეჯანიანის მთავარი იდეალისა და სიყვარულის


ადგილის შესახებ პოემაში.განსაზღვრეთ ამირან არეჯანის ძისა და
ხალხური ამირანის საერთო და განმასხვავებელი ნიშნები.

ეპიკურ ჟანრს ერთი პერსონაჟის ზოგადი სახის საჩვენებლად გმირის თვისებათა


რამდენიმეზე გადანაწილება ახასიათებს,ამიტომაცაა თხზულების მოტივებიც
ცალმხრივი და სიყვარულის თემა საერთოდ უგულებელყოფილი.ამირან დარეჯანის
ძე ცოლად იმას ირთავს ვის გამოც საგმირო საქმის ჩადენა უწევს. აქ სიყვარული
არავითარ როლს არ თამაშობს. პეროსაჟებისთვის უცხოა ამაღლებული სიყვარულის
გრძნობის განცდა.სიყვარული ფეოდალური მორჩილების საგნად გაიაზრება და
მიჯნურობა ქალის ბრძოლით მოპოვებას გულისხმობს.
,,ამირანდარეჯანიანში” ადამიანის ხატ-სახე ახალი თვალითაა დანახული.მთავარი
პერსონაჟი გარეგნობითა და სულიერი თავისებურებით გამოირჩევა,მაგრამ მას ბევრი
რამ აკლია იდეალურობამდე და მისი სულიერება დაჩრდილულია ფიზიკური
სიძლიერით.იგი მეფესა და ქვეყანას ემსახურება, ურთიერთობა აქვს საზოგადოების
წარმომადგენლებთან.იბრძვის სიკეთის დასამკვირდებლად და ბოროტების
დასამარცხებლად,საკუთარი და საზოგადო ბედნიერების მოსაპოვებლად.პერსონაჟთა
თვისებებისა და ხასიათის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას რომ ისინი
ქართველები არიან,რასაც მოწმობს სვანეთში ლენჯერში ლაშთხვერის ეკლესიის
გარეთა კედელზე ,,ამირანდარეჯანიანის” გმირების გამოსახვა.
კ.კეკელიძემ ამირანის მითსა და ,,ამირანდარეჯანიანს” შორის საერთო და
განმასხვავებელი ნიშნები გამოიკვლია:
1.ამირანის შესახებ არსებულ ყველა მითსა თუ თხზულებაში, ამირანთან ერთად
მოიხსენება ბადრი და უსიბი. ისინი ან ძმები არიან ან ძმადნაფიცები. მოსე ხონელის
ნაწარმოებში მათ მეგობრობა აერთიანებთ,ისინი ხორციელი ძმები არ არიან.
2.თქმულების მიხედვით ამირანი ისეთ ადამიანს დაეძებს,რომელთანაც მას შეეძლება
საკუთარი თავის გამოცდა. თქმულებაში ასეთია ქრისტე ღმერთი,რომელთანაც
ამირანი მარცხდება, მოსე ხონელის თხზულებაში ასეთი ადამიანია ამბრი
არაბი,რომელიც ამირანს გარდაცვლილი დახვდება.
3.თქმულებაში ამირაბი და ბაყბაყ დევი ერთმანეთს შეებნენ და გაიმარჯვა ამირანმა,
ხოლო დამარცხებული დევი შეეხვეწება,რომ არ მოკლას და სანაცვლოდ უამბობს
ზღვის გადაღმა მზეთუნახავი ქალის შესახებ.ეს ეპიზოდი ეხმიანება მოსე ხონელის
თხზულების ტექსტში ამირანის,ბადრისა და ნოსარის შერკინებას დევთან.
4.თქმულების მიხედვით,ბაყბაყ დევმა ამირანსა და მის ძმებს/ძმადნაფიცებს შიკრიკი
მისცა,რათა ამ უკანასკნელს მათთვის გზა ესწავლებინა, სინამდვილეში კი გზა
აუბნია.მოსე ხონელის თხზულებაში ბერი არაბი თითქოს აცილებს ბადრი იამანს,
მაგრამ სახიფათო გზით მიჰყავს.
5.თქმულების მიხედვით ამ სამ ადამიანს სამი სხვადასხვა ფერის ვეშაპი გადაყლაპავს.
ამირანმა მოკლა თეთი და წითელი, ხოლო შავმა იგი გადაყლაპა, ამირანი იღებს
დანას და უჭრის მუცელს.მოსე ხონელის თხზულება ამ ეპიზოდს ეხმიანება.
6.თქმულების მიხედვით ამირანი ყამარის მოსატაცელად ზღვის გადაღმა გაეშურება
და იქიდან ქალი მოჰყავს. ,,ამირანდარეჯანიანში” ბადრი იამანის ძის ზღვათა
სამეფოში გამგზავრებაა ასახული
7.თქმულების მიხედვით. მამას პატარა შვილი უსაყვედურებს, ამირანის მოკვლას
რომ შემპირდი რატო არ მომაკვლევინეო. მოსე ხონელის თხზულებაში ამირანი
ნახავს ცალთვალა დევს,რომელსაც შვილი ეტყვის ეს ყმა მიწაზე დააგდე და მე
მოვკლავო, ამირანი კი ფეხებში წაავლებს ხელს და მოკლავს,შემდეგ მამამის მეორე
თვალსაც ამოთხრის.

5.განიხილეთ ,,ვისრამიანის” ქართული თარგმანის წარმომავლობის


საკითხიი და შეხედულებანი ამ თარგმანის რაობის შესახებ სამეცნიერო
ლიტერატურაში, თხზულების მთარგმნელის ვინაობა და თარგმნის
თარიღი,გამლექსავის ვინაობა.
,,ვისრამიანის” წარმოშობის ზუსტი დრო და ვითარება სასურველი სიცხადით არ
არის გარკვეული. ,,ვისრამიანი” პირველად დაწერილი ყოფილა ფალაურ ენაზე,
საიდანაც ახალ სპარსულზე XI საუკუნის შუა წლებში გაულექსავს თოღლურბეგის
კარის მგოსანს ფახრ ედ-დინ გორგანელს,რომლის თარგმანსაც წარმოადგენს ჩვენი
ტრადიციული ტექსტი.ქართული თარგმანის ავტორად ტრადიციული
შეხედულებით სარგის თმოგველია მიჩნეული,რომელსაც მიეწერება დაკარგული
თხზულება ,,დილარიანი”.თარგმანი შესრულებული უნდა იყოს XII საუკუნეში, ერთი
საუკუნის შემდეგ ვისრამიანის ახალ სპარსულზე დაწერიდან. ამჟამად დადგენილად
ითვლება,რომ ქართული ,,ვისრამიანი” სპარსული ორიგინალის შედარებით ზუსტ
თარგმანს წარმოადგენს,თუმცა გადამწერთა ხელში განცდილი აქვს გარკვეული
ცვლილებები. იუსტინე აბულაძე თვლიდა,რომ ,,ვისრამიანი” ითარგმნა ქართული
მწერლობის კლასიკურ ხანაში, მაგრამ შემდეგში ტექსტი საგრძნობლად დაზიანდა და
XIII-XIV საუკუნეებში მასზე იმუშავა რესტავრატორმა და ჩვენამდე სწორედ ეს
რესტავრირებული ტექსტია მოღწეული. კ.კეკელიძე ფიქრობდა,რომ იგი ნათარგმნის
თამარის მეფობისას,მასში მოხსენიებულია ტერმინები,რომლებიც თამარის დროს
შეიქმნა და თამარამდე არ არსებობდა: ვაზირი,მეჭურჭლეთუხუცესი,სპასალარი.
ნიკო მარი თავდაპირველად ,,ვისრამიანს ” თვლიდა XI-XII საუკუნის ძეგლად, ამას
ამტკიცებდა ლექსიკურ-გრამატიკული ფორმებით. XVII საუკუნის დამლევს
ვისრამიანი არჩილ მეფემ გალექსა.ინგლისურად თარგმნა მარჯორი უორდროპმა,
გერმანულად თარგმნა კიტა ჩხენკელმა.

6.განიხილეთ რამინისადმი ვისის წერილები და განსაზღვრეთ მათი


მხატვრული ფუნქცია.

მწერალს ესთეტიზმის შეგრძნება არასოდეს ტოვებს.ის მოღალატე


შეყვარებულისადმი ვისის მიერ გაგზავნილ წერილებში გამოთქმულ ნაღველს
სილამაზეთა აღქმაში გვაწვდის.ვისი პირველივე წერილის დასაწერად სამზადისში
მშვენიერ საგანთა გარემოცვაშია.-ჩინური ჰეტრატიკონი,მელნად თუმბუთური
მუშკი,კალამი ეგვიპტური.... შეყვარებულისაგან მიტოვებული ვისი სევდასა და
მწუხარებას მოუცავს. მას წერისა და ფიქრის ყოველგვარი საშუალება უსუსურად
მიაჩნია საკუთარი დარდის გამოსახატად.ვისის პირველი წერილი
ვრცელი ,,რიტორიკული”თავფურცლით იწყება.მეტაფორულ წყვილებზე აგებული ეს
წერილი მიზნად ისახავს მიტოვებული,დაბეჩავებული და დაღრეჯილი ყოფა ვაჟის
უდარდელსა და დალხინებულ მდგომარეობას დაუპირისპიროს.ამ წერილებში
თითოეული საყვედური თუ თხოვნა ერთი მიხნისკენაა მიმართული_როგორმე ვაჟის
გულში გააღვიძოს ძველი გრძნობა.საყვედურის სიტყვების გაცილებით რბილი და
მოზომილია. მერვე წერილში ვისი მიმართავს ბუნებას. იგი ღრუბლებს ეუბნება,რომ
ტირილი მისგან ისწავლონ,მაგრამ თუ ერთხელ მაინც მისნაირად იწვიმმებენ ქვეყანა
აოხრდება. აქ ჩანს ადამიანსა და გარესამყაროს შორის კავშირი.ვისის ჩივილში
ექსპრესიითა გამოხატული სიყვარულის მძაფრი ტკივილები-,,გული ცეცხლითა
სავსე მაქვს და სული კვამლითა, ზახილი ჩემი ცამდის გავა,კვნესა ჩემი ვარსკვლავთა
მოესმის,ვტირ ვითა გაზაფხულის ღრუბელი,ვყივი ვითა კლდის კაკაბი,ვშფოთებ
ვითა ზღვა ქარისაგან...” ქალის ,,ჭირში შებმა” მისივე ბედს ბრალდება.ბოლოსკენ
უფრო იმატებს თხოვნა-მუდარის ინტონაცია,ხშირია ლირიკული გადახვევა,ჩნდება
რთული კომპოზიციური ჩარჩოც, დიალოდი დიალოგში(ზოგჯერ სიტყვა უფალს
მიემართება,ზოგჯერ საკუთარ გულს).ვისის წერილებს კომპოზიციურად კრავს ე.წ
ვისის გამოთხოვება.

7.სპარსული ,,ვისრამიანის” ტექსტის


პრობლემა:ავტორი,დათარიღება:გამოცემები,თხზულების სიუჟეტის
გამოძახილი დასავლეთ ევროპის ლიტერატურაში

,,ვისრამიანის” ფალაური დედანი არ შემონახულა. XI საუკუნის სპარსელ პოეტ


გორგანის ხელთ ჰქონია თხზულების პროზაული ტექსტი და მისი სიტყვით
სიტყვაშეწყობით უთარგმნია_ე.ი ლექსად. XVII საუკუნის დამდეგს არჩილ
მეფემ ,,ვისრამიანი” გალექსა.ინგლისურად თარგმნა მარჯორი უორდროპმა,
რუსულად_სოლომოდ იორდანიშვილმა, გერმანული მოკლე ვარიანტი კინა ჩხენკელს
ეკუთვნის. ქართული ტექსტი რამდენჯერმე გამოიცა,პირველად 1884 წელს ილია
ჭავჭავაძის,ალექსანდრე სარაჯიშვილისა და პეტრე უმიკაშვილის რედაქციით.მისი
კრიტიკული გამოცემა ვარიანტებითა და ვრცელი გამოკვლევით მოამზადეს
ალექსანდრე გახარიამ და მაგალი თოდუამ,რომლებმაც ქართული თარგმანის
დახმარებით მოამზადეს სპარსული დედნის მეცნიერულ-კრიტიკული
ტექსტიც.სწორედ ეს სპარსული ტექსტი გამოიცა 1970 წელს ირანში,თეირანში.

ცნობილია დასავლეთ ევროპაში ფრანგულ-ირლანდიურ-ინგლისურ თქმულებათა


საფუძველზე ჩამოყალიბებული რომანი ,,ტრისტანი და ისოლდე”,რომელიც თუ
სახელებს არ დავაკვირდებით ზედმიწევნითი გამეორებაა ,,ვისრამიანისა”,როგორ
სიუჟეტით ასევე ფაბულით. ნიკო მარი ამბობს, რომ ,,ვისრამიანი” და ,,ტრისტანი და
ისოლდე” იაფეტური ეპოსის,იაფეტური პოეზიის წარმონაშობი ზღაპარია,მაგრამ
ძნელია ამ ნიადაგზე ფაბულასა და დეტალებში იმ ზედმიწევნითი მსგავსების
ახსნა,რომლებსაც ადგილი აქვს ამ შემთხვევაში. სავარაუდოდ რომანის ევროპული
ვერსია ,,ტრისტანი და ისოლდე” მომდინარეობს ფალაური ვისრამიანიდან,მაგრამ არა
ლიტერატურული,არამედ ზეპირი გზით. იგი ზეპირი თხრობის გზით არის
გადასული ევროპაში,აღმოსავლეთისა და დასავლელით ურთიერთობის პროცესში
და ადგილობრივი სოციალურ-ეკონომიკურსა და პოლიტიკურ-კულტურულ
ვითარებაში იღებს იმ სახეს,როგორც გვევლინება ნაწარმოებში ,,ტრისტანი და
ისოლდე”.

8. ,,ვისრამიანში” ასახული სიყვარულის კონცეფცია და მისი ანარეკლი


დასავლეთ ევროპის ლიტერატურაში.

,,ვისრამიანი” სატრფიალო სამიჯნურო რომანია,გამომხატველი ფეოდალური


არისტოკრატიის სულისკვეთებისა,განსაკუთრებით მისი იმ ფრთისა,რომლის
ყოველდღიური ცხოვრების დროშაზე ლოზუნგად გამოყვანილი
ჰედონიზმი- ,,გაიზარენ სუი და ჭამე”. ეს ის თხზულებაა,რომელიც ადამიანის
სიცოცხლის მთავარ აზრს სიყვარულში ხედავს.მისი ავტორის შეხედულებით ,,ვინცა
მიჯნური არაა,არცა კაცია”.რამინმა იცის მხოლოდ მიწიერი,ხორციელი
სიყვარული,რომელიც მის მსხვერპლს ავიწყებინებს,როგორც მეუღლებრივ ისე
ელემენტარულ ადამიანურ მოვალეობას,რომელიც ფატალისტური აუცილებლობით
ეწევა ადამიანს და ქადაგებს ,,არ უნდა მიჯნურსა ყუედრება”. რომანის ავტორმა
სავსებით მოხადა ამ ბიოლოგიურ გრძნობას კდემის,მორიდებისა და
თავდაჭერილობის სამოსელი,რომლითაც შემოსა ის კაცობრიობის კულტურულმა
პროგრესმა.: ქალი რომანში სიამოვნების ფიალადაა გაგებული,მას სხვა დანიშნულება
და ღირებულება არ გააჩნია. ორიგინალურია ნაწარმოებში მიჯნურთან
დდამოკიდებულება ,,სიყვარული თუალთა აქუს,ვინცა თუალთა
აშორავს,გულითაცა აშორავს”. ამით აიხსნება, რომ შეყვარებულები პეპელასავით ასე
ადვილად გადადიან ერთი ყვავილიდან მეორეზე: ვისი ვეროსაგან რამინისაკენ და
რამინი ვისისგან გულისაკენ. რომანში დიდი ფსიქოლოგიური დაკვირვებითა და
წარმოდგენილი სიყვარულის გრძნობაა, მაგრამ ეს არ არის წმინდა ნაზი და უზადო
სიყვარული, როგორც ზემოთ ვახსენე.მოქმედნი პირნი უძლეველ დაბრკოლებებს
ძლევენ,მაგრამ არა თავიანთი ზნეობრივი თვისებებით, არამედ მოტყუებით.

ცნობილია დასავლეთ ევროპაში ფრანგულ-ირლანდიურ-ინგლისურ თქმულებათა


საფუძველზე ჩამოყალიბებული რომანი ,,ტრისტანი და ისოლდე”,რომელიც თუ
სახელებს არ დავაკვირდებით ზედმიწევნითი გამეორებაა ,,ვისრამიანისა”,როგორ
სიუჟეტით ასევე ფაბულით. ნიკო მარი ამბობს, რომ ,,ვისრამიანი” და ,,ტრისტანი და
ისოლდე” იაფეტური ეპოსის,იაფეტური პოეზიის წარმონაშობი ზღაპარია,მაგრამ
ძნელია ამ ნიადაგზე ფაბულასა და დეტალებში იმ ზედმიწევნითი მსგავსების
ახსნა,რომლებსაც ადგილი აქვს ამ შემთხვევაში. სავარაუდოდ რომანის ევროპული
ვერსია ,,ტრისტანი და ისოლდე” მომდინარეობს ფალაური ვისრამიანიდან,მაგრამ არა
ლიტერატურული,არამედ ზეპირი გზით. იგი ზეპირი თხრობის გზით არის
გადასული ევროპაში,აღმოსავლეთისა და დასავლელით ურთიერთობის პროცესში
და ადგილობრივი სოციალურ-ეკონომიკურსა და პოლიტიკურ-კულტურულ
ვითარებაში იღებს იმ სახეს,როგორც გვევლინება ნაწარმოებში ,,ტრისტანი და
ისოლდე”.

9.შეხედულებანი ,,თამარიანის” სტრუქტურის შესახებ სამეცნიერო


ლიტერატურაში,განსაზღვრეთ რის საფუძველზე ჩამოყალიბდა ამგვარი
სტრუქტურა.

თამარიანი წარმოადგენს თამარ მეფის ქებასა და ხოტბას.თხზულების


ხელნაწერები,რომლებიც რამდენიმეჯერაა გამოცემული შედარებით ახალი
დროისაა,ამ ხელნაწერებში ტექსტი დამახინჯებულია,რაც მის გაგებას საკმაოდ
აძნელებს. ყველაზე ბევრი წვლილი თამარიანი აღდგენისა და გაგების საკითხში ნიკო
მარს მიუძღვის. მისი მთავარი მოსაზრება მდგომარეობს იმაში,რომ თხზულება
წარმოადგენს კრებულს სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა საბაბთა გამო დაწერილი
ხოტბებისას. შინაარსისა და ძირითად რითმათა მიხედვით ნ.მარს ამ კრებულში
აღმოუჩენია 11 ოდა და 1 ელეგია,რომელშიც პოეტი დასტირის თავის
მოყმეს,რომელიც სამშობლოდაანაა გადახვეწილი,ყველა ქვეყანა შემოუვლია და და
დაბრუნებას ვერ ღირსებია. შედგენილობის მიუხედავად კრებული წარმოადგენს
ერთ მთლიან ნაწარმოებს,რომელშიც გატარებულია ერთი აზრი და იდეა: თამარი
მიუწვდომელია როგორც ღმერთი,ის ღვთაებაა. მისი არსებობს წინასწარვე
ცნობილია,ისტორია იყო მზადება თამარია წარმოსაშობად,რომელიც ამქვეყნად
ერთღვთაების გამომხატველი უნდა ყოფილიყო. თამარიანი დაწერილია
საზომით,რომელმაც ჩვენს ვერსიფიკაციაში დაიმკვიდრა ჩახრუხაულის სახელი.

1.ლექსის ტაეპი ოც მარცვალს შეიცავს


2.ცენზურით,რომელიც 10 მაცრვლის შემდეგ მოდის,ორ ნაწილად იყოფა
3.აქვს ორნაირი რითმა : გარეგანი და შინაგანი.გარეგანი რითმა სტროფის ყველა
ტაეპისთვის იგივეა,შინაგანი მოთავსებულია პირველი ათეული მარცვლის
ფარგლებში: აქ პირველი ხუთი მარცვალი ერითმება მეორე ხუთეულს. შინაგანი
რითმა ძალიან ხშირად არის ომონიმურ-მაჯამური.
ძეგლის ხელნაწერებში შეიმჩნევა სტროფებისა და ტაეპების აღრევა,მათი რაოდენობა
და თანამიმდევრობა ერთი და იგივე არაა არც ერთ ხელნაწერში და არც არსებულ
გამოცემებში.

კორნელი კეკელიძე ოდების რაოდენობის გასარკვევად მიიჩნევდა გარეგანი


რითმების ერთგვარობას.პავლე ინგოროყვამ მე-11 ოდა ორნაწილად გაყო.
ი.ლოლაშვილმა სახელმძღვანელოდ აიღო იგივე პრინციპი,გარეგანი რითმების
ერთგვარობა,მხოლოდ ერთსა და იმავე რითმაზე ააგო რამდენიმე ოდა. მაგ.:
1.რითმაზე ,,ებულად” მის გამოცემებში I და XV ოდებია აგებული
2.რითმაზე ,,არი” II და IX ოდებია აგებული.

ლოლაშვილმა თამარიანში აღმოაჩინა 18 ხოტბა ან ოდა,მათგან დამოუკიდებლად


სცნო სამი თითო სტროფიანი შაირი, რასაც არ ეთანხმებოდა კორნელი კეკელიძე.

10.განიხილეთ პ.ინგოროყვას მოსაზრება ,,თამარიანის” ავტორის შესახებ


მისი ნაშრომის მიხედვით: ,,ჩახრუხაძე პოეტი,მოგზაური”. მისი კრიტიკა
სამეცნიერო ლიტერატურაში კ.კეკელიძე,ივანე ლოლაშვილი.

მნიშვნელოვანის სამსჯელოა თუ ვინ არის ხოტბის ავტორი. ,,თამარიანის”


პორტრექის აღდგენა მოინდომა პავლე ინგოროყვამ,რომელმაც საგანგებო გამოკვლევა
ამ საკითხს შემდეგი სათაურით მიუძღვნა ,, ჩახრუხაძე პოეტი,მოგზაური”.
ამბიოგრაფიული პორტრეტის მოხაზურობა ასეთია:
1184-1185 წლებიდან 1188 წლის გასულამდე ჩახრუხაძე თამარის კარზე იყო კარის
მგოსანი.1188 წლის გასულიდან 1191 წლის ბოლომდე უნდა ყოფილიყო
შირვანში.1191 წლიდან 1193 წლამდე კვლავ თამარის კარზე იმყოფება,ხოლო 1193
წლიდან გადახვეწილა სამშობლოდან და იმყოფებოდა უცხოეთში. ამის მიზეზი კი
იყო უიმედო სიყვარული თამარის მიმართ, პოეტის მოგზაურობა და ხეტიალი
გაგრძელდა 10 წელს, ამხნის განმავლობაში,იმყოფებოდა სპარსეთში,აღმოსავლეთ
ირანსა და ინდოეთში, ჩინეთში,რუსეთში,საბერძნეთში,იტალიაში,მექაში-სადაც
მიუღია მაჰმადიანობა და შეურთავს არაბი ქალი.იქიდან მისულა ბაღდადში და
გამგზავრებას აპირებდა ქარათველოში და წერილიც გამოუგზავნია ამის შესახებ,
ქ.ბარდავში მეგობრები წავიდნენ მასთან შესახვედრად,მათ კი მეორე დღეს წერილი
მიიღეს,სადაც ეწერა,რომ რაღაც მიზეზის გამო შინ დაბრუნება გადაიფიქრა.ამის
შემდეგ ის საქართველოში აღარ დაბრუნებულა და გარდაიცვალა 1213
წლამდე.პოეტის მოგზაურობის ხანგრძლივობად პ.ინგოროყვა 10 წელს იმიტომ
ასახელებს,რომ ჩახრუხაძეს მგზავრობისას კონსტანტინოპოლში ,,მეფედ ზის
კეისარი” ანუ ის ჯერ კიდევ არ არის აღებული ლათინების მიერ,რაც მოხდა 1204
წელს.მან ეს ყველაფერი დააყრდნო ხოტბათა კრებულში შეტანილ ელეგიას. აქ პოეტი
დასტირის უცხო ქვეყანაში გაადახვეწილ მოხეტიალე მოყმეს,რომლსაც არ ღირსებია
სამშობლოში დაბრუნება.ამ ელეგიისთვის ვიღაც მეორე პოეტს იმავე ხასიათის და
შინაარსის საპასუხო სტროფები მიუწერია. სწორედ ამ ორი ელეგიიდან ამოიღო
ინგოროყვამ ეს მოსაზრებები. ის ფიქროობდა რომ პირველი ელეგია
ეკუთვნნნის ,,თამარიანის” ავტორის ძმას, ხოლო მეორე ელეგია მის მეგობარ პოეტს,
ვინმე ბარამინ მანის ე.ი მანიქეველს.ელეგიები დაწერილია 1204 წლამდე.
ივანე ლოლაშვილის აზრით თამარიანი ერთდროულად არის დაწერილი ბასიანის
ომში გამარჯვებულ ქართველთა განწყობილების შედეგად 1205-1207 წლებში.ის
ამბობდა,რომ 1207 წელს სოსლანი გარდაიცვალა და ამის შემდეგ იყო დაწერილი
ტექსტი.ამასთან დაკავშირებით კ.კეკელიძემ დაიმოწმა ,,ისტორიანი და აზმანი
შარავანდედთანი”,რომელიც დავით სოსლანის გარდაცვალებაის შემდგომ ამბებს
ასახავს.იგი ასევე სვავს კითხვას ,,რატომ არ შეიძლება ტექსტის დაწერა 1205 წელზე
ადრე დაწყებულიყო?” სიტყვებში ,,სხვამცა ვინა ჩანს ხნათს ნამარხევად” უნდდა
ვეძებოთ ამისი პასუხი. ასევე კ.კეკელიძე აჭნიშნავს,რომ აღორძინების ხანის მთელ
რიგ ლიტერატურულ ძეგლებში ოსმალეთის სულთანი კონსტანტინოპოლში მჯდომ
კეისრად იწოდება.მისი აზრით XII ოდა 1206 წლამდე არ დაიწერებოდა,ამიტომ
პოეტი 1193 წელს სამშობლოდან ვერ გადაიხვეწებოდა.

11.იმსჯელეთ ჩახრუხაძის პოლიტიკური იდეოლოგიისა და მისი


მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორის შესახებ.ჩამოაყალიბეთ
შეხედულება ,,თამარიანში” გამოხატული მესიანისტური იდეის შესახებ.

,,თამარიანი” მძაფრი პოლიტიკური განწყობილების ამსახველი ძეგლია.ეს


განწყობილება გადმოცებულია პენეგირიკული ლექსების საშუალებით. ავტორი
ავითარებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თვალსაზრისს.ის გამომხატველია
შესაფერილი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგიისა. თამარი განასახიერებს
ავტორის ეროვნულ-სახელმწიფოებრიივ იდეალს.ძლევამოსილი ცენტრალიზებული
სახელმწიფო,რომლის სათავეში დგას პოლიტიკური სიბრძნის წარმომადგენელი
თამარი.თამარი წარმოადგენს პოეტის აღტაცების საგანს. XI-XII საუკუნის
საქართველოს დიდი ისტორიული მიღწევებია ,,თამარიანის” ავტორის შთაგონების
წყარო.ამ მიღწევებმა განსაზღვრა პოეტის პოლიტიკური იდეოლლოგია.ავტორი
მხატვრული სიტყვით იცავს პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ კურსს,რომელიც
განუხრელად ტარდებოდა ქართველოში დავით აღმაშენებლის
დროიდან.საქართველო იქცა უძლეველ სამეფოდ,რომელიც მეთაურ როლს
ასრულებდა წინა აზიის სახელმწიფოებრივ დაჯგუფებათა შორის.
ჩახრუხაძის ოდების შინაარსსა და იდეოლოგიას თამარის დავით
წინასწარმეტყველის სულიერი მემკვიდრეობა წარმართავს. მეხოტბემ ქართველი
მეფის მაგალითი,ნიმუში ბიბლიურ მეფეთა სახეებში დაინახა.ქართველ
ბაგრატიონებს სწორედ პიროვნული ღირსებებით დაჯილდოებული დავით
წინასწარმეტყველის სახე მიაჩნდათ.რის გამოც საქართველოს ისტორიაში
ბაგრატიონთა საგვარეულოს განსაკუთრებული მისია ეკისრებოდა.ეს პოლიტიკური
იდეოლოგია ქრისტიანული მსოფლმხედველობით იყო ნაკარნახევი. ,,თამარიანი”
მესიანიზმით გაჟღენთილი თხზულებაა,რის გამოხატულებად ქართველ
ბაგრატიონთა ბიბლიური წარმომავლობა მიაჩნიათ.პოემაში წარმართული
ფილოსოფიური მოძღვრება და ქრისტიანული მრწამსი ერთდროულადაა
წარმოჩენილი,რასაც მოწმობს,ერთი მხრივ ანტიკურ მოაზროვნეთა და
შემოქმედთა,მეორე მხრივ ბიბლიურ პერსონაჟთა და ქრისტიან წმინდანთა შედარება.
თხზულება სასულიერო და საერო მწერლობის ტენდენციათა შეზავებაა,რადგან იგი
ერთდროულად ემყარება ძველ ფილოსოფიურ მოძღვრებასა და ქრისტიანულ
მსოფლმხედველობას.

12.ჩამოაყალიბეთ ,,თამარიანის” ავტორის,დათარიღებისა და ქების


ობიექტის შესახებ ნ.მარის, კ.კეკელიძის, ი.ლოლაშვილისა და
ა.ბარამიძის მოსაზრებელი სათანადო არგუმენტებით

სამეცნიერო ლიტერატურაში მიჩნეულია, რომ ჩახრუხაძის თხზულება 1184-1207


წლებში შორის არის დაწერილი. ნიკო მარმა გამოთქვა აზრი,რომ ოდები ცალცალკე
1192-1195 წლებს შორის იყო დაწერილი. ანუ ცალკეული ოდა სხვადასხვა დროს
დაიწერა და ავტორმა ერთ თხზულებად შემდეგ გააერთიანა. ვარაუდობს,რომ
ოდების ერთი ნაწილი დაწერილია თამარის გათხოვებამდე,რადგან ნაწარმოებში
ჩანან ხელის მთხოვნელები, მეორე ნაწილი კი-სოსლანზე გათხოვებოსა და ლაშა-
გიორგის დაბადების შემდეგ. 1917 წელს ნიკო მარმა შეცვალა საკუთარი მოსაზრება
და ,,თამარიანი” XIV საუკუნის ძეგლად მიიჩნია,რადგან ელეგიაში დატირებული
გამუსლიმებული პოეტი თამარის ეპოქასთან კავშირში არ უნდა ყოფილიყო.

ი.ლოლაშვილმა ნაწარმოების თარიღად გამოაცხადა 1205-1207 წლები.1207 წელს


დავით სოსლანი გარდაიცვალა და ამის შემდეგ ვერ დაიწერებოდა ტექსტიო-ამბობდა
ის.ხოლოდ პირველი ოდის შექმნა მან ბასიანის ომს დაუკავშირა და 1205 წელს
დაწერილად მიიჩნია.

ა.ბარამიძე ,,თამარიანის” დაწერად 1187-1207 წელს მიიჩნევდა.

კ.კეკელიძის შეხედულებით ,,თამარიანი” ერთი მთლიანი ნაწარმოებია,მაგრამ ეს იმას


არ ნიშნავს რომ ერთდროულად არის დაწერილი.კ.კეკელიძემ დაიმოწმა ,,ისტორიანი
და აზმანი შარავანდედთანი”,რომელიც დავით სოსლანის გარდაცვალებაის შემდგომ
ამბებს ასახავს.იგი ასევე სვავს კითხვას ,,რატომ არ შეიძლება ტექსტის დაწერა 1205
წელზე ადრე დაწყებულიყო?” სიტყვებში ,,სხვამცა ვინა ჩანს ხნათს ნამარხევად”
უნდდა ვეძებოთ ამისი პასუხი. მისი აზრით XII ოდა 1206 წლამდე არ დაიწერებოდა.

თამარიანის ავტორია ხევის მცხოვრები,მოხევე გვარად ჩახრუხაძე,პოეტი რომ


მოხევეა ,ამ ტრადიციას საფუძვლად უნდა ედოს თავად მისი სიტყვები ,,მაშა მე
ხელი,მაშა მეხელი”.რაც შეეხება მის გვაქრს ჩახრუხაძეს ეს დამოწმებულია პოეტის
სიტყვებით- ,,მოხევეს ძესა ჩახრუხაძესა ექო თამარი მეფე წყლიანი”. ჩახრუხაძეს
შეუქია თამარ მეფე.თამარი განასახიერებს ავტორის ეროვნულ-სახელმწიფოებრიივ
იდეალს.ძლევამოსილი ცენტრალიზებული სახელმწიფო,რომლის სათავეში დგას
პოლიტიკური სიბრძნის წარმომადგენელი თამარი.თამარი წარმოადგენს პოეტის
აღტაცების საგანს. XI-XII საუკუნის საქართველოს დიდი ისტორიული
მიღწევებია ,,თამარიანის” ავტორის შთაგონების წყარო.ამ მიღწევებმა განსაზღვრა
პოეტის პოლიტიკური იდეოლლოგია.ავტორი მხატვრული სიტყვით იცავს
პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ კურსს,რომელიც განუხრელად ტარდებოდა
ქართველოში დავით აღმაშენებლის დროიდან

You might also like