You are on page 1of 31

თა ვი 3

მიწოდება და მოთხოვნა

სწავლების მიზნები
ამ თავის შესწავლის შემდეგ მკითხველი შეძლებს:
■ მიწოდების, მოთხოვნისა და წონასწორული ფასის განმარტებას;
■ მიწოდებასა და მოთხოვნაზე მოქმედი არასაფასო ფაქტორების
ჩამოთვლასა და მაგალითების მოყვანას;
■ ფასის მოკლევადიანი-მარეგულირებელი და გრძელვადიანი-
წარმმართავი ფუნქციების განსხვავებას;
■ საბაზრო სიტუაციებში მოთხოვნისა და მიწოდების კონცეფციების
წარმოჩენას, როცა მენეჯმენტს უწევს ფასისა და რესურსების
განაწილების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება;
■ მიწოდებისა და მოთხოვნის მრუდების გამოყენებას მოკლევადიან
და გრძელვადიან პერიოდებში მიწოდებასა და მოთხოვნაზე მოქმედი
ფაქტორების საბაზრო ფასზე გავლენის საჩვენებლად.

მაგალითი (სიტუაცია)

თაფლიანი და მწვანე ჩაის მირთმევისას, უფროს აღმასრულებელ ოფიცერს, ბობ ბერნსს, მოგო-
ნებები შემოაწვა. თითქოს გუშინ იყო, როცა მან დაარწმუნა „Global Foods“-ის დირექტორთა საბჭო,
წამოეწყო უალკოჰოლო სასმელების ბიზნესი. არადა, 10 წელიწადზე მეტია გასული მას შემდეგ და
ახლა, ერთი ათწლეულის შემდეგ, ის სინჯავდა პროდუქტს, რომლის შესახებაც მისი მარკეტინგის
ვიცე პრეზიდენტი, ნიკოლე გუდმენი, ეუბნებოდა, რომ ის კომპანიისათვის უფრო ძლიერი „ზრდის
მანქანა“ უნდა ყოფილიყო, ვიდრე ბოთლებში ჩამოსხმული წყალი. ნიკოლემ დაადგინა, რომ 2003
წელს ამერიკელმა მომხმარებლებმა ჩაიზე 5 მლრდ დოლარი დახარჯეს. ეს ასევე მნიშვნელოვან-
წილად ჩამორჩებოდა ყავაში ყოველწლიურად დახარჯულ 20 მლრდ დოლარს, რაც 5-ჯერ მეტი
იყო, ვიდრე 10 წლის წინ ჩაიზე დახარჯული თანხა.1 „აშკარაა“, თქვა მან „Global Foods“-ი ჩაის ბიზ-
ნესში უნდა ჩაერთოს. მას შემდეგ, რაც ბობმა მეორე ჭიქა ჩაი დაისხა, იგი იძულებული გახდა ეღი-
არებინა, რომ უკვე უჭირდა ყავასა და ჩაის შორის არჩევანის გაკეთება. მან გადაწყვიტა, მოეხმო
ნიკოლე და მასთან ერთად განეხილა მომავალი საქმიანობა.

1
სიტუაცია და მისი გადაჭრის გზა მეტწილად დაფუძნებულია ელიზაბეტ ოლსენი, “
“A Tea Party, and All Boomers Are Invited,” New York Times, ოქტომბერი 17, 2004.

45
46 თავი 3 მიწოდება და მოთხოვნა

„კარგი ნიკოლ“ – დაიწყო ბობმა, „შენ ყოველთვის გქონდა კარგი ინსტინქტი, თუ რა


იყო ახალი ბაზარზე. მაგრამ, მინდა განმიმარტო, რატომ ფიქრობ, რომ ჩაის ბიზნესი ხელს
შეუწყობს ჩვენი კომპანიის ზრდას მომავალი 5 წლის განმავლობაში. ბოლოს და ბოლოს
ჩვენს ბიზნესში ყველაფერი გემოვნებაზეა დამოკიდებული. თუ ხალხი დალევს მეტ ჩაის,
მაშინ ისინი დალევენ ნაკლებ უალკოჰოლო სასმელს, რაც ჩვენი პროდუქტის შემცირებას
გამოიწვევს. თავს უკეთ ვიგრძნობ, თუ დამეხმარები იმის გარკვევაში, რატომ არ იქნება
ეს ასე. აგრეთვე, რა არის ჩაიზე მოთხოვნის განმაპირობებელი ფაქტორები? ხომ არ არის
ეს უბრალო ახირება? აგრეთვე, ხალხი უკვე თავს ანებებს დაბალკალორიულ დიეტებს.
მინდა მომახსენო ფაქტორები, რომლებიც განაპირობებს ჩაიზე მოთხოვნას. რამდენად
მოახდენს მომხმარებლებზე გავლენას ფასების შეცვლა ჩაისა და მის კონკურენტ პრო-
დუქტებზე, როგორებიცაა ბოთლებში ჩამოსხმული წყლები და გაზიანი უალკოჰოლო სა-
სმელები? ჩაი ფუფუნების საგანია, თუ საჭიროება? ამ კითხვებზე პასუხი დაგვეხმარება,
გავიგოთ, თუ როგორ შევაფასოთ და განვათავსოთ ჩვენი ბრენდი ბაზრებზე”.

შესავალი
ამ თავში ჩვენ განვიხილავთ მიწოდებისა და მოთხოვნის საბაზისო ელემენტებს.
ამასთანავე, ეს თავი ზოგიერთ თქვენგანს გამოადგება, როგორც ეკონომიკის პრი-
ნციპების მასალის გამეორება. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ყველა მკითხველს,
სანამ მენეჯერული ეკონომიკის დეტალებზე გადავალთ, მყარი ცოდნა ჰქონდეს
მიწოდებისა და მოთხოვნის შესახებ. შეიძლება წარმოიქმნას ისეთი სიტუაციები,
როცა მოგეთხოვებათ შეაფასოთ მასალა მოთხოვნა-მიწოდების ანალიზის გამო-
ყენებით. მიუხედავად იმისა, თუ როგორ გავლენას მოახდენს ამ თავის შესწავლა
თქვენს საქმიანობაზე, წიგნში მოცემული მასალის უდიდესი ნაწილი გარკვეულ-
წილად უკავშირდება მიწოდებასა და მოთხოვნას. აღსანიშნავია ისიც, რომ მი-
წოდება და მოთხოვნა შეიძლება ჩაითვალოს იმ ჩარჩოდ, რომელშიც განიხილება
მენეჯერული ეკონომიკის თავისებურებანი.

საბაზრო მოთხოვნა
მოთხოვნა პროდუქტზე ან მომსახურებაზე განიმარტება, როგორც
პროდუქტისა და მომსახურების ის რაოდენობა, რომლის სხვადასხვა ფასად
შესაძენადაც მზად არის მომხმარებელი მოცემულ პერიოდში მაშინ, როდესაც
სხვა ფაქტორები უცვლელია.
მოცემულ განსაზღვრებაში სიტყვა „მზად“ აღნიშნავს, რომ მომხმარებლე-
ბი მზად არიან ამ პროდუქტის ან მომსახურების შესაძენად იმიტომ, რომ მათ ის
სურთ (ანუ, ისინი უპირატესობას ანიჭებენ მას) და ამისთვის მატერიალური სახ-
სრები გააჩნიათ (ანუ, მათ აქვთ შემოსავალი, რომ მიიღონ ის, რასაც უპირატესო-
ბას ანიჭებენ).
მოთხოვნის ილუსტრირება შეგვიძლია მაგალითით, რომელშიც ამ მარტივი
საბაზრო ექსპერიმენტის მონაწილე თქვენ თავად იქნებით. წარმოიდგინეთ, რომ
თქვენ უნდა უპასუხოთ შემდეგ მარტივ კითხვას: „რამდენ ნაჭერ პიცას შეიძენთ
1 კვირის განმავლობაში შემდეგი ფასებით: 2.00$; 1.5$; 1.0$; 0.5$ და 0.05$?“ ყო-
ველი თქვენგანი ამ კითხვას სხვადასხვა პასუხს გასცემს. დავუშვათ, რომ სამმა
მკითხველმა ამ კითხვას შემდეგნაირად უპასუხა:
თავი 3 მიწოდება და მოთხოვნა 47

ფასი (ერთ ნაჭერზე) QD1 QD2 QD3 QDM


2.00$ 0 2 3 5
1.50 1 2 5 8
1.00 2 2 8 12
0.50 3 3 10 16
0.05 4 4 12 20
როგორც ხედავთ, სამი ინდივიდის მიერ მითითებული რაოდენობათა კომბი-
ნაცია პიცაზე მთლიან საბაზრო მოთხოვნას (QDM) ქმნის, ინდივიდუალურ მოთხო-
ვნათა ჯამს.
საბაზრო მოთხოვნა აისახება ისეთი მარტივი ციფრობრივი ფუნქციით, რო-
გორიც გამოსახულია ცხრილით 3.1. ეს ცხრილი გვიჩვენებს პიცაზე სავარაუდო
მოთხოვნას. პიცის ნაჭრის ფასის 7 დან 0 დოლარამდე შემცირება იწვევს მასზე
მოთხოვნის 0-დან 700-მდე გაზრდას. ამ უკუპროპორციულ დამოკიდებულებას ფა-
სსა და მოთხოვნის რაოდენობას შორის მოთხოვნის კანონი ეწოდება. შეიძლება
გვქონდეს გარკვეული შემთხვევები, როდესაც მომხმარებლები იქცევიან არარა-
ციონალურად, ფასის ზრდისას ყიდულობენ მეტ პროდუქტს, ფასის შემცირებისას
კი ნაკლებს, რადგან მათთვის ფასი ხარისხთან ასოცირდება. მოთხოვნის ეკონომი-
კური ანალიზისას ითვლება, რომ მყიდველები ერთმანეთს არ უკავშირებენ ფასსა
და ხარისხს და ამასთანავე, მოქმედებენ მოთხოვნის კანონის შესაბამისად.
ცხრილი 3.1 საბაზრო მოთხოვნა პიცაზე

˅ʱ˂ʹ ʵˁʸʽʱˎʵˁʷʵ! QD
$7.00 0
6.00 100
5.00 200
4.00 300
3.00 400
2.00 500
1.00 600
0 700

მოთხოვნის კანონი შესაძლოა ავსახოთ მრუდზე, რომელიც მოცემულია ნა-


ხაზზე 3.1, რომელიც აგებულია ცხრილის 3.1 მონაცემების მიხედვით.
ნახაზი 3.1 საბაზრო მოთხოვნის მრუდი პიცაზე

P ($)

3 D1

0
100 200 300 400 500 600 700 800 Q
48 თავი 3 მიწოდება და მოთხოვნა

უნდა შევნიშნოთ, რომ ეს მრუდი დაღმავალია. ეს იმის მანიშნებელია, რომ


პიცაზე მოთხოვნა იზრდება, როდესაც ფასი მცირდება და პირიქით.
როგორც პიცაზე, ასევე, ნებისმიერ პროდუქტზე, მოთხოვნის ცვლილება
შეგვიძლია გამოვხატოთ მოცემული ფასების შესაბამისი რაოდენობების ცვლი-
ლებით, ასევე, მოთხოვნის მრუდის მარცხნივ ან მარჯვნივ გადაადგილებით. ეს
ცვლილებები ასახულია ცხრილში 3.2 და ნახაზზე 3.2.
ცხრილი 3.2 პიცაზე საბაზრო მოთხოვნის სხვადასხვა დონე

˅ʱ˂ʹ
 ʵˁʸʽʱˎʵˁʷʵ! QD1 QD2 QD3
$7.00 0 100 0
6.00 100 200 0
5.00 200 300 100
4.00 300 400 200
3.00 400 500 300
2.00 500 600 400
1.00 600 700 500
0 700 800 600

თუ მონაცემებს შევაჯერებთ, შეგვიძლია დავასკვნათ:


ფასის შეცვლა იწვევს მოთხოვნილი პროდუქტის მოცულობის შეცვლას (გა-
დაადგილება მრუდის გასწვრივ);
არასაფასო ფაქტორების შეცვლა იწვევს მოთხოვნის შეცვლას (მრუდის
გადაადგილება).
ეს განსხვავება კარგად ჩანს ცხრილში 3.2., როდესაც ფასი არის 5$, მაშინ
მოთხოვნა პიცაზე 200 ნაჭერს შეადგენს. თუ ფასი 4$-მდე შემცირდება, მაშინ
მოთხოვნა პიცაზე 300-მდე გაიზრდება. თუმცა, თუ მოთხოვნა QD2-ში გადაინაცვ-
ლებს, მაშინ 5$ ფასის პირობებშიც კი მოთხოვნილი იქნება 300 პიცის ნაჭერი,
მოთხოვნა ნებისმიერი ფასის პირობებში 100 ნაჭრით გაიზრდება.
იმ ფაქტორებს, რომლებიც იწვევს მოთხოვნის მრუდის გადაადგილებას, უწო-
დებენ მოთხოვნის არასაფასო ფაქტორებს (დეტერმინანტები). ქვემოთ ჩამოთ-
ვლილია ფაქტორების სია და მოთხოვნაზე მათი გავლენა:
1. გემოვნება და მომხმარებლის უპირატესობა. რატომ ყიდულობენ მო-
მხმარებლები პროდუქტებს? მარკეტინგის პროფესორები და კორპორა-
ციათა მარკეტოლოგები ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მთელ თავიანთ
შემოქმედებით დროს ხარჯავენ. ამ კატეგორიის არასაფასო ფაქტორებს
ეკონომისტები ერთ ძირითად ჯგუფად აერთიანებენ და „გემოვნებისა და
მომხმარებლის უპირატესობის“ ფაქტორს უწოდებენ და იმისათვის იყენე-
ბენ, რომ დააკვირდნენ მომხმარებლებისთვის მოსაწონ და დასაწუნ საქო-
ნელსა და მომსახურებას. თავად გემოვნება და მომხმარებლის უპირატე-
სობა შეიძლება სხვა ფაქტორების ზეგავლენით შეიცვალოს. პროდუქტის
რეკლამას, წინ წაწევის საშუალებებს და აგრეთვე სამთავრობო მოხსენებე-
ბსაც კი, შეუძლიათ მოთხოვნაზე გავლენის მოხდენა, მათ მიერ ადამიანე-
ბის გემოვნებაზე გავლენის მოხდენით.
2. შემოსავლები. მომხმარებელთა შემოსავლების ზრდასთან ერთად მოსა-
ლოდნელია, რომ გაიზრდება მათი მოთხოვნა და პირიქით. მომდევნო თა-
ვში განხილულია შემოსავლების ცვლილების მიმართ მოთხოვნის მრუდის
საპირისპირო მიმართულებით გადაადგილების შესაძლებლობები.
თავი 3 მიწოდება და მოთხოვნა 49

3. დაკავშირებულ პროდუქტთა ფასები. პროდუქტი ან მომსახურება შე-


საძლოა დაკავშირებული იყოს სხვა პროდუქტთან ან მომსახურებასთან
როგორც შემავსებელი, ან შემცვლელი. თუ შემცვლელი პროდუქტის ფასი
შეიცვლება, მაშინ უნდა ველოდოთ, რომ მოთხოვნა პროდუქტზე იმავე მი-
მართულებით შეიცვლება, რა მიმართულებითაც შემცვლელი პროდუქტის
ფასი შეიცვალა. წარმოვიდგინოთ, მაგალითად, რა დაემართება მოთხო-
ვნას კომპიუტერულ პროგრამებზე, თუ კომპიუტერულ ტექნიკაზე ფასი
შემცირდება, ან რა მოუვა მუსიკის გადმოწერაზე მოთხოვნას (ლეგალური
ვებგვერდებიდან), თუ, MP3-ის ფასი შემცირდება. ლოგიკურია, ვივარაუ-
დოთ, რომ პროდუქტის ფასის შემცირებისას მოთხოვნა შემავსებელ პრო-
დუქტზე გაიზრდება.
ნახაზი 3.2 პიცაზე საბაზრო მოთხოვნის მრუდის გადაადგილებები

P ($)
8

6 ˉʵʼˋʹˁʵʲʱ

4
ʳʱʷˁʴʱ
3

2
D3 D1 D2
1

0
100 200 300 400 500 600 700 800 Q

4. მომავლის მოლოდინი. თუ საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ელოდება, რომ


სამომავლოდ პროდუქტის ფასი გაიზრდება (შემცირდება), მაშინ ეს გამო-
იწვევს მიმდინარე მოთხოვნის გაზრდას (შემცირებას). ფინანსურ ბაზარზე
(მაგ.: აქციები, ობლიგაციები, სადეპოზიტო სერტიფიკატები, აშშ-ის სახა-
ზინო თამასუქი), ასევე, სასოფლო-სამეურნეო და ძვირფასი ლითონის ბა-
ზარზე, მომავალი ფასის ცვლილების მოლოდინი მნიშვნელოვან გავლენას
ახდენს მყიდველებსა და გამყიდველებზე, რომლითაც განისაზღვრება სა-
ბაზრო მოთხოვნა. ბაზრების უმეტესი ნაწილისათვის მიმწოდებლებისა და
მყიდველების სპეკულაციების გათვალისწინება მნიშვნელოვანია, რადგან
პროდუქტის დიდი ნაწილის შეძენა ხდება არა დაუყოვნებელი მოხმარები-
სათვის, არამედ ფასების მომავალი ცვლილებიდან გარკვეული სარგებლის
მისაღებად. (ძველი გამონათქვამის შესაბამისად „იყიდე იაფად, გაყიდე
ძვირად“).
5. ამავე ფაქტორს შეუძლია გავლენა იქონიოს სამომხმარებლო და ბიზ-
ნესპროდუქტზე. მაგალითისთვის, მოთხოვნა DVD ჩამწერებზე, ციფრულ
კამერებზე, სახლის გასართობ სისტემებსა და ციფრულ ტექნოლოგიებზე
სავარაუდოდ არც იმდენად მაღალი იყო ბაზარზე წარდგენისას, როგორ-
საც გამყიდველები ვარაუდობდნენ. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ მყიდ-
ველები მათი ფასის შემცირებას სამომავლო პერიოდისათვის ელოდნენ.
50 თავი 3 მიწოდება და მოთხოვნა

6. მყიდველთა რაოდენობა. მყიდველთა რაოდენობის გავლენა მოთხოვნაზე


აშკარაა. უფრო საინტერესო ისაა, თუ როგორ გავლენას ახდენს გემოვნე-
ბის ცვლილება დემოგრაფიულ ჯგუფებს შორის პოტენციურ მყიდველთა
რაოდენობაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აბსოლუტური მნიშვნელობე-
ბი (მოსახლეობის) შესაძლოა არ იყოს იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენა-
დაც მოსახლეობას შორის განსხვავება.
შემდგომში ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ ცვლიან მოთხოვნას ზემოთ ჩამოთ-
ვლილი ფაქტორები, თუმცა, მანამდე განვიხილოთ მიწოდება. მოთხოვნისა და მი-
წოდების თეორიების კომბინაციით ჩვენ შეგვიძლია ბაზარზე არსებული სიტუაცი-
ის სრული ანალიზი, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერიოდებში.

საბაზრო მიწოდება
პროდუქტის ან მომსახურების მიწოდება განიმარტება, როგორც
პროდუქტის და მომსახურების ის რაოდენობა, რომლის გასაყიდადაც მზად
არის გამყიდველი სხვადასხვა ფასის პირობებში მოცემულ პერიოდში მაშინ,
როდესაც სხვა ფაქტორები უცვლელია.
უნდა შევნიშნოთ, რომ მოთხოვნისა და მიწოდების განსაზღვრებებს შორის
განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ამ შემთხვევაში სიტყვა „ყიდვის“ ნაცვლად გამო-
ყენებულია სიტყვა „გაყიდვა“. ისევე, როგორც მოთხოვნის შემთხვევაში, მიწოდე-
ბაც ეფუძნება დროის იმ პერიოდს, რომლის ფარგლებშიც მიწოდების რაოდენო-
ბა ასწრებს ცვლილებას.
გავიხსენოთ, რომ მოთხოვნის კანონიდან გამომდინარე, მოთხოვნას ფასთან
მიმართებაში აქვს უკუპროპორციული დამოკიდებულება, თუ სხვა ფაქტორები
უცვლელია. საწინააღმდეგოდ ამისა, მიწოდების კანონის მიხედვით, პროდუქტის
მიწოდება ფასთან პირდაპირპროპორციულ კავშირშია, როდესაც სხვა ფაქტორე-
ბი უცვლელია. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ნახაზი, რომელიც გამოსახავს
პროდუქტის რაოდენობასა და ფასს შორის დამოკიდებულებას, გვიჩვენებს, რომ
მიწოდების რაოდენობა ფასის შემცირებასთან ერთად დაიკლებს.
ცხრილი 3.3 გვიჩვენებს მიწოდების ნახაზის თეორიულ მონაცემებს. ამავე
ცხრილში ასახულია ორი დამატებითი მიწოდების ნახაზი, რომელთაგან ერთი გაზ-
რდილ, ხოლო მეორე კი შემცირებულს მიწოდებას შეესაბამება. ცხრილი ასახულია
ნახაზზე 3.3. მიწოდების მრუდი ზრდადია, რაც გვიჩვენებს ფასისა და მიწოდებუ-
ლი პროდუქტის რაოდენობის პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებას.
ცხრილი 3.3 პიცის საბაზრო მიწოდება

ԒӾԏԆ ԂԎԅԊӾԛԂԎԄԂ QS1 QS2 QS3


$7 600 700 500
6 500 600 400
5 400 500 300
4 300 400 200
3 200 300 100
2 100 200 0
1 0 100 0
0 0 0 0

საბაზრო მიწოდების ანალიზისას აუცილებელია განვსაზღვროთ, თუ რას წა-


რმოადგენს მიწოდების რაოდენობა და მიწოდება. ეს განსაზღვრებები შეესაბამე-
ბა იმ განსაზღვრებებს, რომლებიც გამოვიყენეთ მოთხოვნის შემთხვევაში:
თავი 3 მიწოდება და მოთხოვნა 51

ფასის ცვლილება იწვევს მიწოდებული პროდუქტის მოცულობის ცვლილე-


ბას (მრუდის გასწვრივ გადაადგილება);
არასაფასო ფაქტორების ცვლილება იწვევს მიწოდების ცვლილებას (მრუდის
გადაადგილება).
ისევე როგორც მოთხოვნის შემთხვევაში, მიწოდებაზეც მოქმედებს არასაფა-
სო ფაქტორები (დეტერმინანტები). ამათგან, ერთი ან რამდენიმე მათგანის შეც-
ვლა, საბაზრო მიწოდების მრუდის ცვლილებას გამოიწვევს (გამოიწვევს მიწოდე-
ბის მრუდის მარჯვნივ ან მარცხნივ გადაადგილებას). იმისათვის, რომ გავიგოთ
რატომ არის ეს მოსალოდნელი, მოკლედ განვიხილოთ ეს ფაქტორები:
1. დანახარჯები და ტექნოლოგია. ეს ორი ფაქტორი შეგვიძლია გავაერთი-
ანოთ, რადგან ძალიან მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. დანახარჯები
უკავშირდება პროდუქტზე გაწეულ ისეთ დანახარჯებს, როგორებიცაა:
შრომის დანახარჯი, მასალების დანახარჯი, რენტა, საპროცენტო გა-
დასახდელები, ცვეთის დანახარჯები, ძირითადი და ადმინისტრაციული
დანახარჯები – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაფერი, რისი პოვნაც

˅ʱ˂ʹ ($)

S3 S1 S2
7

5
ˉʵʼˋʹˁʵʲʱ
4 ʳʱʷˁʴʱ

0 ʽʱˏʱʷʹ+&+ʿʹˋʹ˂
100 200 300 400 500 600 700 Q
ʼʹˍʾʴʵʲʹ˂ʼˁ˄ʴʹ

შეგვიძლია ფირმის შემოსავლების უწყისში. ტექნოლოგია უკავშირდება


ტექნოლოგიურ ინოვაციებს ან გაუმჯობესებებს, რაც განაპირობებს სა-
წარმოო დანახარჯების შემცირებას (მაგ.: ავტომატიზაცია, რობოტოტექ-
ნიკა, კომპიუტერული ტექნიკა და პროგრამული უზრუნველყოფა). ტექ-
ნოლოგიური ცვლილებები, რომლებიც უკავშირდება ახალი პროდუქტის
შექმნას, განკუთვნილს საბოლოო მოხმარებისთვის, არ განეკუთვნება ამ
კატეგორიას. ისეთი სახეობის პროდუქტი სრულიად განსხვავებული სა-
ბაზრო ანალიზისათვისაა საჭირო. ასეთი ქმედებები, როგორებიცაა დანა-
ხარჯების შემცირება, ტექნოლოგიური ინოვაციები ან მმართველობითი
გადაწყვეტილებები, გაზრდის საბაზრო მიწოდებას. ერთეულ პროდუქტზე
დანახარჯების ზრდას კი საწინააღმდეგო ეფექტი ექნება.
2. გამყიდველის მიერ შეთავაზებული სხვა პროდუქტისა და მომსახურე-
ბის ფასები. მომხმარებელთა პოზიციიდან, ნებისმიერ პროდუქტსა და მო-
მსახურებას უკავშირდება პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც ან ავსებს
მას, ან წარმოადგენს მის შემცვლელს. მწარმოებლის პოზიციიდან, აგრეთ-
ვე, შესაძლოა, არსებობდეს შემცვლელი ან შემავსებელი პროდუქტი ან მო-
52 თავი 3 მიწოდება და მოთხოვნა

მსახურება. მაგალითად, დავუშვათ, პიცის გამყიდველებმა შეამჩნიეს, რომ


ჰოთდოგის ფასები გაიზარდა. უკიდურეს შემთხვევაში ისინი შეამცირებენ
რესურსებს (შრომა და საწყობი), რომლებიც განკუთვნილია პიცის გაყიდ-
ვისთვის და დაიწყებენ ჰოთდოგების გაყიდვას, ან შეამცირებენ პიცაზე
დახარჯულ რესურსებს და დაიწყებენ ჰოთდოგების წარმოებას. ნებისმიერ
შემთხვევაში პიცის მიწოდება შემცირდება. თუ გამყიდველები უკვე ყიდ-
დნენ ორივე (ან მეტს) პროდუქტს, მაშინ საბაზრო პირობების ცვლილება
მათ უბიძგებთ, რომ თავიანთი რესურსები მიმართონ იმ პროდუქტისაკენ,
რომელიც უფრო მომგებიანია. (მოცემულ პირობებში უფრო მართებული
იქნება, თუ ვიტყვით, რომ გამყიდველები პიცას და ჰოთდოგს მოიაზრებენ,
როგორც „კონკურენტ“ პროდუქტებს და არა როგორც „ჩამნაცვლებელს“.
3. მომავლის მოლოდინი. ამ ფაქტორს ისეთივე გავლენა აქვს მიწოდებაზე,
როგორიც მოთხოვნაზე. განსხვავება მხოლოდ რაოდენობისა და ფასის
ცვლილების მიმართულებაშია. მაგალითად, თუ გამყიდველები ელოდები-
ან, რომ ფასი მათ პროდუქტზე გაიზრდება, მაშინ მათ შეიძლება გადაწყვი-
ტონ მიმდინარე მიწოდების შემცირება, რათა სამომავლოდ მაღალი ფასე-
ბით მეტი სარგებელი მიიღონ. როგორც უკვე თემაში „საბაზრო მოთხოვნა“
განვიხილეთ, მომავალი ფასის გაზრდის მოლოდინი გამოიწვევს მიმდინარე
მოთხოვნის ზრდას.
4. გამყიდველთა რაოდენობა. აშკარაა, რომ გამყიდველთა რაოდენობას
პირდაპირი გავლენა აქვს მიწოდებაზე; რაც უფრო მეტია გამყიდველი, მით
მეტია მიწოდება.
5. ამინდი. ცუდი ამინდი (წყალდიდობა, გვალვა, უჩვეულო სეზონური ტემპე-
რატურა) შეამცირებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მიწოდებას, კარგ
ამინდს კი საწინააღმდეგო ეფექტი ექნება.
მიწოდების განხილვის შემდეგ, ბაზრის სრული ანალიზისთვის შეგვიძლია
მოთხოვნა და მიწოდება ერთად განვიხილოთ.

საბაზრო წონასწორობა
ახლა, როდესაც ვიცით მოთხოვნისა და მიწოდების განსაზღვრება და მათი საბა-
ზრო მექანიზმი, მზად ვართ, შევისწავლოთ ბაზარზე მათი ურთიერთქმედება. სა-
ბაზრო მოთხოვნა და მიწოდება შედარებულია ცხრილში 3.4 და ნახაზზე 3.4.

ԒӾԏԆԊӾԛԂԎԄԂ QD QS
$7 0 600
6 100 500
5 200 400
→4 300 300
3 400 200
2 500 100
1 600 0
0 700 0 ცხრილი 3.4 პიცაზე
მოთხოვნა-მიწოდება

როგორც ცხრილში, ასევე ნახაზზე შეგიძლიათ დაინახოთ, რომ, როდესაც


ფასი არის 4$, ბაზარი წონასწორობაშია, იმიტომ, რომ მოთხოვნილი რაოდენობა
(300) და მიწოდების რაოდენობა (300) ერთმანეთის ტოლია. ამის გამო 4$ წონასწო-
რულ ფასს, ხოლო 300 კი პროდუქტის წონასწორულ რაოდენობას წარმოადგენს.
არსებობს მეორე საშუალება, რომ წარმოვიდგინოთ, რა ხდება, როდესაც ფასი გა-
დახრილია წონასწორული წერტილიდან. მაგალითად, თუ ფასი იქნება 5$, მაშინ
ცხრილიდან 3.4 ჩანს, რომ მიწოდების რაოდენობა გადააჭარბებს მოთხოვნის რაო-
თავი 3 მიწოდება და მოთხოვნა 53

დენობას. ასეთ დროს გვაქვს პროდუქტის სიჭარბე. უფრო დაბალ ფასზე, ვთქვათ,
3$ გვექნებოდა საპირისპირო სიტუაცია: მოთხოვნილი რაოდენობა გადააჭარბებ-
და მიწოდებულ რაოდენობას. ასეთ შემთხვევაში გვაქვს დეფიციტი პროდუქტზე.
ორივე, სიჭარბე და დეფიციტი ნაჩვენებია ნახაზზე 3.4.
როგორც სიჭარბის, ასევე დეფიციტის დროს სხვადასხვა საბაზრო ძალა ზე-
მოქმედებს ფასის ცვლილებაზე (შემცირდება, თუ სიჭარბეა, გაიზრდება, თუ პრო-
დუქტის დეფიციტია). ფასი, თავის მხრივ, ემსახურება საბაზრო დისბალანსის
აღმოფხვრას. ეს გაგრძელდება ბაზარზე წონასწორობის დამყარებამდე (მოთხოვ-

P ($)
S
7

6
˂ʹˎʱˁʲʵ
5

P1 4

3
ʴʵ˅ʹˋʹ˃ʹ
2

1
D ნახაზი 3.4 პიცაზე მოთხო-
0 ვნისა და მიწოდების
100 200 300 400 500 600 700 800 Q მრუდები, რომლებიც
Q1 გამოხატავს საბაზრო
წონასწორობას

ნის რაოდენობა მიწოდების რაოდენობის ტოლია). სიჭარბის შემთხვევაში გამყიდ-


ველები ცდილობენ თავიდან მოიშორონ ზედმეტი პროდუქტი, რის გამოც დაბალ
ფასს აწესებენ. ამასთანავე, ფასის შემცირების გამო, მიმწოდებლები აღარ აწა-
რმოებენ იმავე რაოდენობის პროდუქტს. თუ საქმე გვაქვს დეფიციტთან, ფასის
ოპტიმალურისაკენ გადანაცვლებასთან ერთად, იზრდება მიმწოდებლების რი-
ცხვი, რაც გამოწვეულია ფასის ზრდით, ეს, თავის მხრივ, მოთხოვნის შემცირებას
იწვევს. პროდუქტის უკმარისობის დროს გამყიდველები ცდილობენ მიიღონ სა-
რგებელი მოცემული სიტუაციიდან და ფასს ზრდიან, მყიდველები ფასების ზრდის
პირობებში აღარ ყიდულობენ იმავე რაოდენობის პროდუქტს, გამყიდველები კი
ბაზარს უფრო მეტ პროდუქტს მიაწვდიან. ორივე მოქმედება ბაზარზე წონასწო-
რობის დამყარებას ემსახურება.
იმისათვის, რომ მოცემულ ნაწილში შესწავლილი მასალები შეაჯამოთ, დაი-
მახსოვრეთ შემდეგი განმარტებები:
წონასწორული ფასი: ფასი, რომლის დროსაც მოთხოვნა და მიწოდება ერთმა-
ნეთს უტოლდება (ფასი, რომელსაც ბაზარი მიჰყავს წონასწორობამდე, აღმო-
ფხვრის როგორც სიჭარბეს, ასევე დეფიციტს).
წონასწორული რაოდენობა: პროდუქტის რაოდენობა, რომლის ყიდვისთვისაც
მზად არიან მყიდველები და რომლის გაყიდვისთვის მზად არიან გამყიდველები
წონასწორული ფასის პირობებში.
პროდუქტის დეფიციტი: საბაზრო სიტუაცია, როდესაც მოთხოვნა აჭარბებს
მიწოდებას, ფასი კი წონასწორულ ფასზე დაბალია.
სიჭარბე: საბაზრო სიტუაცია, როდესაც მიწოდება აჭარბებს მოთხოვნას, ფასი
კი წონასწორულ ფასზე მაღალია.
54 თავი 3 მიწოდება და მოთხოვნა

შედარებითი სტატიკური ანალიზი


საბაზრო მოთხოვნის, მიწოდების, წონასწორული ფასისა და რაოდენობის მოდე-
ლები შეგვიძლია გამოვიყენოთ ბაზრის გასაანალიზებლად. ერთ-ერთი მეთოდი,
რომელსაც ვიყენებთ ბაზრის ანალიზისთვის, არის „შედარებითი სტატიკური ანა-
ლიზი“. იგი ეკონომიკური ანალიზისათვის ყველაზე გავრცელებულ მეთოდს წა-
რმოადგენს. ზოგადად, ანალიზის ამ მეთოდის გამოიყენება შემდეგნაირია:
1. ჩამოვაყალიბოთ ყველა დაშვება, რომელიც საჭიროა მოდელის ასაგებად;
2. დავიწყოთ იმ დაშვებით, რომ მოდელი წონასწორობაშია;
3. წარმოვადგინოთ ცვლილებები მოდელში. ასეთ შემთხვევაში არაწონასწო-
რული მდგომარეობა წარმოიქმნება;
4. ვიპოვოთ ახალი წერტილი, სადაც წონასწორობა დამყარდება;
5. შევადაროთ ძველი და ახალი წონასწორობის წერტილები.
შედეგად, შედარებითი სტატიკის ანალიზი წარმოადგენს მგრძნობელობის
ანალიზის ფორმას, ან როგორც ბიზნესში ხშირად უწოდებენ „რა იქნებოდა თუ“
ანალიზს. მაგალითისთვის, თუ ჩვენ ჩავატარებდით კომპანიის ფულადი ნაკადების
„რა იქნებოდა თუ“ ანალიზს, მას დავიწყებდით კომპანიის შემოსავლების უწყისის
მიხედვით მოცემული ფულადი ნაკადების მოძრაობის წარმოდგენით. ამის შემდეგ,
მოვახდენდით მგრძნობელობის ანალიზს იმის დაშვებით, რომ რამდენიმე ფაქტო-
რი შეიცვალა, მაგალითად, როგორებიცაა ამონაგები, დანახარჯები ან ცვეთის ნო-
რმა. ამის შემდეგ დავაკვირდებოდით, თუ როგორ შეცვლიდა აღნიშნული ფაქტო-
რების ცვლილება ფულად ნაკადებს. ეკონომისტებიც ასეთივე გზით იყენებენ „რა
იქნებოდა თუ“ მეთოდს საკუთარი მოდელებისათვის.
ტერმინი „სტატიკური“ გულისხმობს წონასწორობის თეორიულად სტაბილურ
წერტილს და ტერმინი „შედარებითი“ გულისხმობს წონასწორობის სხვადასხვა წე-
რტილის შედარებას. შემდგომი თავები გვიჩვენებს, თუ როგორ გამოიყენება შედა-
რებითი სტატიკური ანალიზის მეთოდი ბაზრის ანალიზისათვის.

მოდული 3A მოკლევადიანი საბაზრო ცვლილებები:


ფასის „მარეგულირებელი ფუნქცია“
გავაგრძელოთ პიცის შემთხვევის ანალიზი. იმისათვის, რომ მივყვეთ შედარებითი
სტატიკის ანალიზს, თავდაპირველად ყველა ფაქტორი, გარდა ფასისა, მუდმივად
უნდა ჩავთვალოთ. დამოკიდებულება ფასსა, მყიდველებსა და გამყიდველებს შო-
რის მოცემულია ნახაზზე 3.4. დავიწყოთ იმით, რომ ეს ნახაზი გარდავქმნათ ნა-
ხაზად 3.5. ამასთანავე, სასარგებლო იქნება თუ გავიხსენებთ ყველა არასაფასო
ფაქტორს, რომელიც გავლენას ახდენს მოთხოვნასა და მიწოდებაზე. ყველა ეს
ფაქტორი მოცემულია ცხრილში 3.5.
როგორც აღნიშნული იყო, მეორე საფეხურზე ანალიზს წონასწორობის პოზი-
ციიდან ვიწყებთ. ეს ნაჩვენებია ნახაზზე 3.5 მიწოდების S და მოთხოვნის D1 მრუ-
დების გადაკვეთის წერტილით (ფასის დონე, რომელზეც მიწოდების რაოდენობა
მოთხოვნის რაოდენობის ტოლია).

მოთხოვნა მიწოდება

1. გემოვნება და მომხმარებლის უპირატესობა 1. დანახარჯები და ტექნოლოგია


2. გამყიდველის მიერ შეთავაზებული სხვა
2. შემოსავლები
პროდუქტისა და მომსახურების ფასები
3. დაკავშირებულ პროდუქტთა ფასები 3. მომავლის მოლოდინი
თავი 3 მიწოდება და მოთხოვნა 55

4. მომავლის მოლოდინი 4. გამყიდველთა რაოდენობა


5. მყიდველთა რაოდენობა 5. ამინდი

ცხრილი 3.5 მოთხოვნისა და მიწოდების არასაფასო დეტერმინანტები


მესამე საფეხურის მიხედვით, მოდელში უნდა ჩავრთოთ ერთი ან რამდენიმე
ცვლილება, რომლებიც მოდელის აგებისას შემოვიტანეთ. ასეთი ცვლილების გა-
მოწვევა შეუძლია ნებისმიერ იმ ფაქტორს, რომელიც მოცემულია ცხრილში 3.5.
დავუშვათ, ახალი სამთავრობო კვლევა გვიჩვენებს, რომ პიცა არის ყველაზე ნოყი-
ერი საკვები და მომხმარებლები პიცაზე მოთხოვნას ზრდიან. ნახაზზე 3.5 მოთხო-
ვნის ეს ცვლილება ნაჩვენებია მოთხოვნის მრუდის D1-დან D2-ში გადაადგილებით.
როგორც ვხედავთ, ეს მრუდი შეესაბამება ახალ, უფრო მაღალ წონასწორულ ფასს,
რომელიც 4.50$-ის ტოლია. უნდა შევნიშნოთ, რომ წონასწორული რაოდენობა თავ-
დაპირველ წონასწორულ რაოდენობაზე მაღალია .

P ($)

S1
7

5
P2 4.5
P1 4

1
D1 D2
0
100 200 300 400 500 600 700 800 Q
Q1 350
Q2

ნახაზი 3.5 პიცაზე მოთხოვნის ზრდა და მისი შედეგი საბაზრო წონასწორობაზე


შედარება ახალი და ძველი წონასწორობის წერტილებს შორის (შედარებით
სტატიკურ ანალიზში ნაბიჯი 5) გვიჩვენებს, რომ გემოვნებისა და მომხმარებლის
უპირატესობის ცვლილება იწვევს პიცაზე ფასის ზრდას და ამასთანავე, იზრდება
შესყიდული და გაყიდული პროდუქტის რაოდენობაც.

მოკლევადიან პერიოდში (ფასის რაციონალური


ფუნქცია)
იგივე ანალიზი შეგვიძლია გავიმეოროთ სხვა შესაძლო საბაზრო ცვლილებებისათ-
ვის (ყველის ფასი იზრდება, უალკოჰოლო სასმელზე ფასი ეცემა). ყოველ ჯერზე
უნდა განმეორდეს ერთი და იგივე პროცედურა. თუ ერთ ჯერზე გავითვალისწი-
ნებთ მხოლოდ ერთ ცვლილებას, მაშინ წონასწორული ფასისა და რაოდენობის
ცვლილებები შეგვიძლია გამოვსახოთ ნახაზზე 3.6. მოცემულ ნახაზზე კონკრე-
56 თავი 3 მიწოდება და მოთხოვნა

ტული რიცხვების ნაცვლად გამოსახულია ფასისა და რაოდენობის აღმნიშვნელი


სიმბოლოები P და Q. ნახაზზე 3.6 მოცემული მონაცემები შეგვიძლია შევაჯამოთ
შემდეგნაირად:
მოთხოვნის ზრდა იწვევს წონასწორული ფასისა და რაოდენობის ზრდას (ნახა-
ზი 3.6 ა);
მოთხოვნის შემცირება იწვევს წონასწორული ფასისა და მოცულობის შემცირე-
ბას (ნახაზი 3.6 ბ);
მიწოდების ზრდა იწვევს წონასწორული ფასის შემცირებასა და წონასწორული
რაოდენობის ზრდას (ნახაზი 3.6 გ);
მიწოდების შემცირება იწვევს წონასწორული ფასის ზრდასა და წონასწორული
რაოდენობის შემცირებას (ნახაზი 3.6 დ).
ნახაზი 3.6 მიწოდებისა და მოთხოვნის ცვლილება და მისი გავლენა საბაზრო
წონასწორობაზე
ნახაზზე 3.6 ვხედავთ, რომ მოთხოვნის ან მიწოდების მრუდის გადაადგილე-
ბა, თავის მხრივ, ბაზარზე ქმნის სიჭარბეს ან დეფიციტს თავდაპირველ ფასზე P1.

P P
S

P2

˂ʹˎʱˁʲʵ
P1 D2 P1
ʴʵ˅ʹˋʹ˃ʹ
P2
D1
D1
D2
Q1 Q2 Q Q2 Q1 Q

(a) (b)

P P S2 S1

S1 S2
P2

˂ʹˎʱˁʲʵ ʴʵ˅ʹˋʹ˃ʹ
P1 P1

D1
P2

Q1 Q2 Q Q2 Q1

(c) (d)
თავი 3 მიწოდება და მოთხოვნა 57

ამის გამო, წონასწორული ფასი უნდა გაიზარდოს ან შემცირდეს, რათა ბაზარი და-
რეგულირდეს. საბაზრო ფასის ცვლილებას ბაზრის დისბალანსის აღმოსაფხვრე-
ლად ეკონომისტები ფასის „მარეგულირებელ ფუნქცას“ უწოდებენ. ტერმინი
„მარეგულირებელი“ ძირითადად ასოცირდება დეფიციტთან, თუმცა, ამ ტერმინს
ჩვენ სიჭარბის შემთხვევაშიც ვიყენებთ.

ბაზრის გრძელვადიანი ანალიზი: ფასის „წარმმართავი“


ანუ „განაწილების ფუნქცია“
შედარებითი სტატიკის ანალიზის მეთოდის გამოყენებისას აქამდე ვგულისხმობ-
დით, რომ წონასწორული ფასი და რაოდენობა იცვლებოდა მხოლოდ მიწოდების ან
მოთხოვნის დამოუკიდებელი ცვლილებით. ასეთ დაშვებას ეწოდა ფასის „მარეგუ-
ლირებელი ფუნქცია“. ახლა, კი ვნახოთ, რა მოხდება, თუ შეიცვლება საბაზრო
ფასი. ამის შესასწავლად ჩვენ გამოვიყენებთ პიცისა და მისი შემცვლელის, ჰოთ-
დოგის, მაგალითს. ამ ორი პროდუქტის ბაზრები ასახულია ნახაზზე 3.7.

P S2 S1 P ʳʱʴʱʱʴʳʹʻʵʲʱʼʾʺʻʶʱʴʹʱʽ
ʳʱʴʱʱʴʳʹʻʵʲʱ Sʿʵˁʹʾʴˉʹ
1
ʳˁˌʵʻʶʱʴʹʱʽ S2
ʿʵˁʹʾʴˉʹ
P2
P3, P1
P3, P1

P2
D1 D2

D2 D1

Q3 Q2 Q1 Q Q1 Q2 Q3 Q
ˑʾʸ%ʴʾʳʹ ʿʹˋʱ
(a) (b)

ნახაზი 3.7 მიწოდების მოკლევადიანი და გრძელვადიანი ცვლილებები (მოთხოვნის სა-


წყისი ცვლილებების შესაბამისად)
დავუშვათ, ადამიანების გემოვნება და მომხმარებლის უპირატესობა შეი-
ცვალა ერთდროულად პიცის სასარგებლოდ, მათი გემოვნება და მომხმარებლის
პრეფერენციები (უპირატესობები) შეიცვალა ჰოთდოგის საწინააღმდეგოდ (ჯან-
მრთელობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო). ამ ორი პროდუქტის მოთხო-
ვნის ცვლილება ნაჩვენებია ნახაზზე 3.7, ჰოთდოგისთვის ქვევით და პიცისთვის
ზევით გადაადგილება (D1-დან D2-სკენ). ეს ცვლილებები პიცის ბაზარზე დეფი-
ციტს და ჰოთდოგების ბაზარზე სიჭარბეს გამოიწვევს. რამდენადაც ვიცით, ფასის
მარეგულირებელი ფუნქცია მაშინვე ბაზრის დასაბალანსებლად ამოქმედდება.
როგორც კი შემცირდება ჰოთდოგის ფასი, სიჭარბე აღმოიფხვრება. ასევე, პიცის
ფასის გაზრდა აღმოფხვრის დეფიციტს (ანალიზიდან გამომდინარე, არ აქვს მნიშ-
ვნელობა, ბაზარზე რა ფასები იქნება დაწესებული. მოცემულ შემთხვევაში, საწყი-
სი მდგომარეობისას, პიცისა და ჰოთდოგის ფასის ტოლობაა ნაგულისხმევი. მნიშ-
ვნელოვანია, რომ მას შემდეგ, რაც ფასი შეასრულებს თავის მარეგულირებელ
ფუნქციას, პიცის წონასწორული ფასი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ჰოთდოგის).
ახლა კი დავუშვათ, ფასები უკვე შეიცვალა და ბაზარმა ახალი წონასწორობის
წერტილს მიაღწია. რა მოხდება შემდეგ? შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჰოთ-
დოგის ფასის შემცირების გამო მისი გამყიდველები, მოცემულ ბაზარზე ნაკლებ
რესურსებს დააბანდებენ, ზოგი მათგანი კი საერთოდ დატოვებს ბაზარს. ამის სა-
58 თავი 3 მიწოდება და მოთხოვნა

წინააღმდეგოდ, პიცის მაღალი ფასი განაპირობებს მეტი რესურსის გადამისამა-


რთებას პიცის ბაზარზე. გაიხსნება პიცის ახალი დახლები და რესტორნები. საკვე-
ბის მწარმოებელი კომპანიები ახალ დანადგარებს დაამონტაჟებენ, რომ აწარმოონ
გაყინული პიცა მაღაზიებში გასაყიდად. ეს მოსალოდნელი ცვლილებები წონასწო-
რულ ფასსა და მოცულობაში შეგვიძლია დავინახოთ ნახაზზე პიცისთვის მიწოდე-
ბის მრუდის მარჯვნივ გადაადგილებით და ჰოთდოგისთვის მიწოდების მრუდის
მარცხნივ გადაადგილებით.
მას შემდეგ, რაც მოხდება „გრძელვადიანი პერიოდის“ ასეთი დარეგულირება,
წონასწორული ფასი შესაძლოა დაუბრუნდეს იმ დონეს, რომელზედაც იმყოფებო-
და თავდაპირველი ცვლილებების განხორციელებამდე (P3 ყოველ ბაზარზე იქნება
P1-თან ახლოს ან მისი ტოლი). თუმცა, აღსანიშნავია, რომ Q3 მნიშვნელოვნად ნა-
კლებია, ვიდრე Q1 ჰოთდოგების ბაზარზე და მნიშვნელოვნად მეტია Q1-ზე პიცის
ბაზარზე. ეს სხვაობა გვიჩვენებს რესურსების გადანაწილებას ჰოთდოგების წა-
რმოებიდან პიცის წარმოებაში. რამდენიმე საუკუნის წინ, ადამ სმიტმა რესურსე-
ბის გადატანას ერთი ბაზრიდან მეორისკენ დაარქვა „უხილავი ხელი“2. კიდევ ერთი
გზა, რომ გამოვსახოთ მიწოდების ეს ცვლილებები, არის ის, რომ ისინი წარმოა-
დგენს გამოხმაურებას „საფასო სიგნალებზე”, რომლებიც გაგზავნილია საწარმოო
ფაქტორთა მფლობელებისათვის. ნებისმიერი შემთხვევისათვის, როდესაც ხდე-
ბა რესურსების გადანაწილება ჰოთდოგების ბაზრიდან პიცის ბაზარზე, ამ დროს
ფასი ასრულებს „წარმმართავ“ ანუ „განაწილების ფუნქციას“. უფრო უკეთ გან-
საზღვრისათვის, ფასის „წარმმართავი“ ანუ „განაწილების ფუნქცია“ წარმოადგენს
რესურსების მოძრაობას გარკვეული ბაზრის მიმართულებით, ან მის საწინააღ-
მდეგოდ, რაც პროდუქტის ან მომსახურების წონასწორული ფასის ცვლილებითაა
გამოწვეული.
მოცემული მაგალითი გვიჩვენებს ძირითად განსხვავებას „მოკლევადიან“ და
„გრძელვადიან“ პერიოდებს შორის ეკონომიკური ანალიზისას. ამ განსხვავებას
კავშირი არ აქვს კალენდარულ დროსთან. ამის ნაცვლად, ის დამოკიდებულია
დროის იმ მონაკვეთზე, რომლის ფარგლებშიც მყიდველები და გამყიდველები წო-
ნასწორული ფასის ცვლილებაზე რეაგირებენ. მოკლევადიანი და გრძელვადიანი
პერიოდების მოცემული განსაზღვრება საშუალებას გვაძლევს განვასხვაოთ დრო-
ის ორი პერიოდი:
1. მოკლევადიანი პერიოდი
ა. დროის პერიოდი, რომლის განმავლობაში გამყიდველები ასწრებენ რე-
აგირებას წონასწორული ფასის ცვლილებაზე გარკვეული რესურსების
გადანაწილებით. ეკონომისტები მათ „ცვალებად ფაქტორებს“ უწოდებენ.
მაგალითად, ასეთი ფაქტორებია სამუშაო ძალა და მასალები. გამყიდვე-
ლების მიერ მოკლევადიანი რეგულირება შეიძლება განხილულ იქნას, რო-
გორც გადაადგილება მიწოდების მრუდის გასწვრივ.
ბ. დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მყიდველები ასწრებენ წო-
ნასწორული ფასის ცვლილებისას მოთხოვნილი პროდუქტის რაოდენობის
შეცვლას. მყიდველთა მიერ მოკლევადიანი რეგულირება შეიძლება განხი-
ლულ იქნას, როგორც გადაადგილება მოთხოვნის მრუდის გასწვრივ.
2. გრძელვადიანი პერიოდი
ა. დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ახალ გამყიდველებს შეუძლიათ
ბაზარზე შესვლა ან უკვე არსებულ გამყიდველებს შეუძლიათ ბაზრის დატოვე-
ბა. მოცემული პერიოდი საკმაოდ დიდია იმისათვის, რომ არსებულმა გამყიდ-
ველებმა შეამცირონ ან გაზარდონ „ფიქსირებული ფაქტორები“. მაგალითად,

2
სმიტისთვის „ხილული“ ხელი იყო მთავრობა, რომელსაც შესაძლოა ეცადა სხვადასხვა
ბაზარს შორის რესურსების განაწილებაში ჩარევა, მბრძანებლური და არა საბაზრო
პროცესით.
თავი 3 მიწოდება და მოთხოვნა 59

ასეთი ფაქტორებია შენობა-ნაგებობები და მანქანა-დანადგარები. მიწოდების


გრძელვადიანი რეგულირება გამყიდველების მიერ შეიძლება გრაფიკულად და-
ნახული იქნეს, როგორც მიწოდების მრუდის გადაადგილება.
ბ. დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მყიდველები წონასწორული ფა-
სის ცვლილებაზე რეაგირებენ გემოვნებისა და მომხმარებლის უპირატესობის
შეცვლით. (The Wall Street ჟურნალმა და ბიზნესნიუსების სხვა წყაროებმა ეს შე-
იძლება აღიქვან როგორც მოთხოვნის „სტრუქტურული ცვლილებები“) მოთხო-
ვნის გრძელვადიანი რეგულირება მყიდველების მიერ შეიძლება განხილულ
იქნას, როგორც მოთხოვნის მრუდის გადაადგილება.
კიდევ ერთი გზა მოკლევადიანი პერიოდის გრძელვადიანი პერიოდისაგან
განსასხვავებლად იმაში მდგომარეობს, რომ ფასის მარეგულირებელი ფუნქცია
არის მოკლევადიანი პერიოდის ფენომენი, ხოლო ფასის წარმმართავი ფუნქცია კი
გრძელვადიანი პერიოდის ფენომენია.
ახლა შევაჯამოთ მონაცემები ფასის მოკლევადიანი „მარეგულირებელი“ და
გრძელვადიანი „წარმმართავი“ ფუნქციები პიცისა და ჰოთდოგის მაგალითზე:
1. ცვლილებები გემოვნებასა და მომხმარებლის უპირატესობებში განაპირო-
ბებს პიცაზე მოთხოვნის ზრდასა და ჰოთდოგზე მოთხოვნის შემცირებას;
2. ამ ორი პროდუქტის მოთხოვნის ცვლილება იწვევს დეფიციტს პიცის ბაზა-
რზე და სიჭარბეს ჰოთდოგის ბაზარზე;
3. დისბალანსის აღმოსაფხვრელად ფასი ასრულებს თავის „მარეგულირე-
ბელ“ ფუნქციას, იგი მცირდება ჰოთდოგის და იზრდება პიცის ბაზარზე.
მიმწოდებლის მოკლევადიანი გამოხმაურება ამ ცვლილებებზე იქნება ცვა-
ლებადი ფაქტორების შეცვლა (ჰოთდოგის მიწოდების მრუდზე დაღმავალი
მოძრაობა, ხოლო პიცის ბაზრის მიწოდების მრუდზე აღმავალი მოძრაობა);
4. გრძელვადიან პერიოდში ფასი შეასრულებს თავის ,,წარმმართავ“ ფუნქცი-
ას იმით, რომ უბიძგებს გამყიდველებს, გაზარდონ წარმოება ან შევიდნენ
პიცის ბაზარზე და შეამცირონ წარმოება და გამოვიდნენ ჰოთდოგების ბა-
ზრიდან (პიცის მიწოდების მრუდის გადაადგილება მარჯვნივ და ჰოთდო-
გების მიწოდების მრუდის გადაადგილება მარცხნივ);
ნახაზი 3.8 მოთხოვნის მოკლევადიანი და გრძელვადიანი ცვლილებები (მიწოდების
საწყისი ცვლილებების შესაბამისად)

ʼʹˍʾʴʵʲʹ˂ʼˁ˄ʴʹ˂
S2 ʳʱʴʱʱʴʳʹʻʵʲʱ
ʼʾʺʻʵʶʱʴʹʱʽ
ʿʵˁʹʾʴˉʹ
S1

P2
P3 ʼʹˍʾʴʵʲʹ˂ʼˁ˄ʴʹ˂
P1 ʳʱʴʱʱʴʳʹʻʵʲʱ
ʳˁˌʵʻʵʶʱʴʹʱʽ
ʿʵˁʹʾʴˉʹ
D1
D2

Q3 Q2 Q1
60 თავი 3 მიწოდება და მოთხოვნა

5. მიწოდების მრუდების გადაადგილების შედეგად ჩამოყალიბდება ახალი


წონასწორული ფასი და მოცულობა. შესყიდული და გაყიდული პროდუქ-
ტის ახალი რაოდენობა წარმოადგენს რესურსების ერთი ბაზრიდან მეორე-
ში გადანაცვლებას.
განსხვავება მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდებს შორის შეგვიძლია
ასევე ავსახოთ ცვლილებებით არა მოთხოვნაში, არამედ მიწოდებაში. კლასიკურ
მაგალითს წარმოადგენს „ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის“
(OPEC) და ნავთობის მსოფლიო ბაზრის შემთხვევა. 1970-იანი წლების დასაწყისში
OPEC-მა განიზრახა ნავთობის რაოდენობის შეზღუდვით არსებულ დონეზე მაღალი
ფასისათვის მიეღწია. ეს მოქმედება ასახულია მოთხოვნა-მიწოდების ნახაზზე 3.8.
ცხრილი 3.6 მოკლედ აღწერს ამ ნახაზს. როგორც ვხედავთ, წარმოების შემცირება
შეიძლება გამოისახოს მიწოდების მრუდის გადაადგილებით მარცხნივ, რომელსაც
შეესაბამება ფასის შედარებით მაღალი დონე მოთხოვნის მრუდთან გადაკვეთი-
სას (P2 და არა P1). მომხმარებელთა მოკლევადიანი რეაგირება ფასების გაზრდაზე
წარმოადგენდა ნავთობის მოხმარების შემცირებას. ჩვენი ანალიზიდან გამომდი-
ნარე, ნავთობის მოხმარების შემცირება შეგვიძლია ავსახოთ, როგორც მოთხოვ-
ნილი პროდუქტის რაოდენობის შემცირება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნავთობის
მიწოდების შემცირებამ (მიწოდების მრუდის მარცხნივ გადაადგილება) გამოიწვია
ნავთობზე მოთხოვნის გადაადგილება მარცხნივ.
დროთა განმავლობაში, ამერიკელმა მომხმარებლებმა შეცვალეს თავიანთი
მოხმარების მოდელი. მათ დაიწყეს უფრო ეკონომიური მანქანების შეძენა, და-
ბალ მოხმარებაზე დააყენეს თბორეგულატორები სახლებში და ისიც კი სცადეს,
რომ დაეცვათ 55 მილი საათში სისწრაფის ლიმიტი, რომელიც დაწესებული იყო
საქალაქთაშორისო გზატკეცილებზე. ნავთობის ინდუსტრიული მომხმარებლები
ფასის ცვლილებას გამოეხმაურნენ იმით, რომ ძველი მანქანა-დანადგარები მაშინ-
ვე ჩაანაცვლეს ახლით, შედარებით ეკონომიურით, როდესაც ეს დანახარჯების
მხრივ ეფექტიანი გახდა. ასეთმა გრძელვადიანმა ცვლილებამ ნავთობის მოხმარე-
ბის მოდელში გამოიწვია ნავთობზე მოთხოვნის თანდათანობით შემცირება. გრა-
ფიკულად ეს გამოსახულია მოთხოვნის მრუდის მარცხნივ D1-დან D2-სკენ გადაა-
დგილებით. უნდა შევნიშნოთ, რომ გრძელვადიან პერიოდში მოთხოვნის მრუდის
გადაადგილებამ გამოიწვია წონასწორული ფასისა და მოცულობის შემცირება.
ნახაზიდან 3.8 შეგვიძლია დავინახოთ, რომ გრძელვადიანი პერიოდის მოცულობა
(Q3) ნაკლებია, ვიდრე ეს იყო მოთხოვნის შემცირებამდე. ეს კი ამ ბაზრიდან რესუ-
რსების გადაადგილების მაჩვენებელია.
ამ ფაქტთან საქმე გვქონდა დაახლოებით 35 წლის წინ. საინტერესო ფაქტია,
რომ დღევანდელი სიტუაცია გარკვეულწილად წააგავს ადრინდელს. გარკვეული
ცვლილებების შემდეგ, რაც დაკავშირებული იყო 1970-იან და 1990-იან წლებში
ამერიკის პრობლემებთან ირანთან მიმართებაში. ნავთობის ფასი 1990-იანი წლე-
ბის მეორე ნახევარში გახდა დაახლოებით 20$ ერთ ბარელზე. თუმცა, 2003 წლი-
დან მოყოლებული, ნავთობის ფასმა დაიწყო ზრდა, მანამ ის არ გაუტოლდა 50$-ს
ერთ ბარელზე. წლის მიმდინარეობასთან ერთად შესაძლებელია თვალი ვადევნოთ
მოთხოვნილი ბენზინის რაოდენობის ცვლილებას, რაც გამოწვეულია ფასების
ცვლილებაზე მომხმარებლის მოკლევადიანი რეაქციით. თუმცა, სტატისტიკაზე
დაყრდნობით, გრძელვადიანი ეფექტი, რომელიც ვლინდება მომხმარებლის მიერ
მოხმარების მოდელის ცვლილებაში, არ შემჩნეულა. „New Yourk Times“-ში გამოქ-
ვეყნებულ სტატიაში ონკოლოგი ვისკონსინიდან ამბობს: „არ მომწონს, რომ გაზი
ასე ძვირია. ავტომობილის მართვა ჩემი სამუშაოს, ცხოვრებაში ჩემი სიამოვნების
განუყრელი ნაწილია. მე ვერ შეველევი ამას. შესაძლოა, მე შეველიო სხვა რაღა-
ცას“ (ის ატარებს სასწრაფო დახმარების მანქანას, რომელიც მოიხმარს 13 ლიტრ
ბენზინს 100 კმ-ზე). ექთანი მასაჩუსეტსიდან კი ამბობს: „მე მესაჭიროება მანქანა;
მე მყავს პატარა გოგონა, რომელიც ყველგან უნდა ვატარო. გარეუბნებში თქვენ
მანქანით გიწევთ მგზავრობა“.3
3
“Laissez-Faire My Gas Guzzler, Already. Never Mind the Price, Just Fill ‘er Up,” New York Times,
თავი 3 მიწოდება და მოთხოვნა 61

ბოლო დეკადის განმავლობაში ნავთობის ფასი ერთ ბარელზე $30-დან $90-მდე


მერყეობდა. 2011 წელს, ნავთობის საშუალო ფასი 87$4 იყო. ამ წიგნის დაწერის
პერიოდში კი ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 100$-ს გადააჭარბა. ამ ზრდის გა-
მომწვევი ფაქტორები იყო სპეკულაციები; გაურკვევლობა შუა აზიაში; ასევე, ნა-
ვთობზე მზარდი მოთხოვნა ჩინეთში, ინდოეთსა და სხვა მზარდ ეკონომიკებში. (იხ.
სექცია „მსოფლიო მოხმარება“).
ცხრილი 3.6 ბაზარზე მოკლევადიანი და გრძელვადიანი ცვლილებები

საწყისი ცვლილება ცვლილების კვალდაკვალ


(მოკლევადიანი პერიოდი) (გრძელვადიანი პერიოდი)

1. მიწოდება იზრდება ახალი გამყიდველების ბაზარზე შეს-


1. მოთხოვნის გაზრდა იწვევს
ვლასთან ერთად, ხოლო არსებული მყიდველები ზრდიან
ფასის გაზრდას.
წარმოებას.
2. მიწოდება მცირდება, რადგან ზარალიანი და ნაკლება-
2. მოთხოვნის შემცირება იწვევს
დმომგებიანი ფირმები ტოვებენ ბაზარს ან ამცირებენ
ფასის შემცირებას.
წარმოებას.
3. მოთხოვნა იზრდება იმის გამო, რომ გემოვნება და მომხ-
3. მიწოდების გაზრდა იწვევს
მარებლის უპირატესობა იცვლება მოცემული პროდუქ-
ფასის შემცირებას.
ტის სასარგებლოდ შემცვლელებთან მიმართებაში.
4. მოთხოვნა მცირდება იმის გამო, რომ გემოვნება და მომხ-
4. მიწოდების შემცირება იწვევს
მარებლის უპირატესობა იცვლება შემცვლელი პროდუქ-
ფასის გაზრდას.
ტის სასარგებლოდ.

მოთხოვნისა და მიწოდების გამოყენება


პროგნოზირებისას
თავი 5 ეთმობა შეფასებასა და პროგნოზირებას, თუმცა, ამ თავში საჭიროა ყუ-
რადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ ეკონომიკური პროგნოზირების ძირითა-
დი ნაწილი მოიცავს მოთხოვნასა და მიწოდებაზე მოქმედი ფაქტორების არსის
ახსნას. მიწოდების პროგნოზირება რამდენადმე მარტივია მოთხოვნის პროგნო-
ზირებასთან შედარებით განსაკუთრებით მაშინ, თუ ისეთი ფაქტორები, როგორე-
ბიცაა ბუნებრივი კატაკლიზმები (გვალვა ან წყალდიდობა საკვები პროდუქტის
ბაზარზე), საერთაშორისო კონფლიქტები ან პოლიტიკური კრიზისები (არეულო-
ბა ახლო აღმოსავლეთში) მოდელში არ არის ჩართული. მაგალითად, საწარმოო
პროდუქტის ბაზარზე აუცილებელია განისაზღვროს მწარმოებელთა მიმდინარე
და მომავალი რაოდენობა. ეს შეიძლება განხორციელდეს მოქმედი საწარმოებისა
და მათი მოხმარების დათვლით, ან წარმოებაში არსებული ინვენტარის საერთო
დონის შეფასებით.
გაცილებით რთულია მოთხოვნის შეფასება. როგორც თავში 5 იხილავთ, ეკო-
ნომისტები გაანალიზებასა და მოთხოვნის პროგნოზირებას ცდილობენ ისტორი-
ული ჩანაწერების ან ეკონომიკური სუბიექტებიდან (მომხმარებლები, საოჯახო
მეურნეობები, კომპანიები, შტატები, რეგიონები, ან ქვეყნები) მიღებული მრავალ-
ფეროვანი მასალების სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე. კიდევ უფრო რთუ-
ლია იმის განსაზღვრა, თუ რა რაოდენობრივი დამოკიდებულებაა მოთხოვნაზე
მოქმედ ფაქტორებსა და მოთხოვნის რაოდენობრივ ცვლილებას შორის.
კომპანიები მუშაობენ იმისთვის, რომ განსაზღვრონ მოთხოვნა თავიანთ პრო-
დუქტზე. ასევე, სასურველია იმის გაცნობიერება, თუ რა ფაქტორები ახდენს გა-
ვლენას მოთხოვნაზე. მაგალითად:
სექტემბერი 7, 2004.
4
http://inflationdata.com/inflation/inflation_rate/historical_oil_prices_table.asp
62 თავი 3 მიწოდება და მოთხოვნა

1. პერსონალური კომპიუტერებისა და ნოუთბუქების მწარმოებლები ხვდები-


ან ნელი ტემპით მზარდ მოთხოვნას თავიანთ პროდუქტზე მაშინ, როდესაც
მოთხოვნა სმარტფონებსა (smart phones) და პლანშეტზე (ე.ი. ჩამნაცვლებ-
ლებზე) ზრდას განაგრძობს.
2. CD-ისა და DVD-ის მწარმოებლები განიცდიან მოთხოვნის შემცირებას, რა-
დგან ციფრული მონაცემების შენახვა და ტრანსფერი ხდება ინტერნეტის
გამოყენებით.
ზემოთ ნახსენები მაგალითების, როგორც გზამკვლევის, გამოყენებით, რო-
გორ ფიქრობთ, რა გავლენა ექნება ქლაუდს მეხსიერების აპლიკაციებზე, როგო-
რიცაა Microsoft Office ან მეხსიერების მოწყობილობების მოთხოვნაზე?

მოთხოვნა, მიწოდება და ფასი:


მენეჯერული გამოწვევა
კრიტიკული ფაქტორი, რომელიც მენეჯერებმა მხედველობაში უნდა მიიღონ ისე-
თი გადაწყვეტილების მიღებისას, როგორიცაა პროდუქტზე ფასის განსაზღვრა და
კომპანიის შეზღუდული რესურსების განაწილება, არის საბაზრო გარემო, რომელ-
შიც კომპანიას უწევს მოქმედება. ამ თავში ყურადღება გამახვილებულია მოთხო-
ვნისა და მიწოდების მექანიზმებზე მაღალკონკურენტულ ბაზარზე. განსაკუთ-
რებულ შემთხვევებში მოთხოვნისა და მიწოდების ძალები წარმოადგენს ფასის
განმსაზღვრელ ერთადერთ ფაქტორს. ასეთი სახეობის ბაზარს ეწოდება „სრულ-
ყოფილი კონკურენციის“ ბაზარი. მენეჯერები სრულყოფილი კონკურენციის ბა-
ზარზე წარმოადგენენ ფასის მიმღებებს და ცდილობენ მიიღონ მოგება რესურსე-
ბის განაწილებით, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია მოთხოვნის, მიწოდებისა
და ფასების მოკლევადიანი და გრძელვადიანი შეფასებით.
არსებობს აგრეთვე სხვა სახეობის კონკურენციის ბაზრები, სადაც ფირმები
წარმოადგენენ „ფასის დამწესებლებს“. ფასის დადგენას ახორციელებენ თავია-
ნთი პროდუქტის ფასის კონტროლის სხვადასხვა მექანიზმით. ასეთ ბაზრებს ჩვენ
ვუწოდებთ „არასრულყოფილი კონკურენციის“ ბაზრებს და საბაზრო ფასების კო-
ნტროლს კი „საბაზრო ძალაუფლებას“. ამ ძალაუფლებამ საბაზრო ფასზე ძლი-
ერი ზემოქმედებისათვის შეიძლება უბიძგოს ფირმებს განახორციელონ საკუთა-
რი პროდუქტის დიფერენციაცია რეკლამით, ბრენდის სახელით ან სპეციალური
დამატებითი მომსახურებით. ასევე, ბევრი ოლიგოპოლიური ფირმა ფლობს ბაზ-
რის დიდ წილს და ეს მას საშუალებას აძლევს უკარნახოს ფასები ბაზარს (მაგა-
ლითისთვის პირველი მახსენდება Microsoft და მისი პროდუქტები პერსონალური
კომპიუტერისთვის). ამის მიუხედავად, მოთხოვნა და მიწოდება ქმნის ჩარჩოებს,
რომლის ფარგლებშიც ხდება ფასების დადგენა. მაგალითად, იმის მიუხედავად,
თუ რა საბაზრო ძალაუფლება გააჩნია ფირმას, ძალიან რთული იქნება მისთვის
გაზარდოს საბაზრო ფასი, როდესაც საბაზრო მოთხოვნა პროდუქტზე მცირდება
ან გაგვაჩნია პასიური მოთხოვნა.

გლობალური გამოყენება: BRIC ქვეყნები და


ნავთობზე მოთხოვნა-მიწოდება
დღეს YouTube–ის დახმარებით იხილავთ არაერთ ვიდეოს, რომელიც ასახავს
მსხვილ ქალაქებში გადატვირთულ მოძრაობას. შესაძლოა, თქვენ თავადაც გამო-
გიცდიათ საცობი პეკინში. თუ ასეა, მაშინ არ დაგჭირდებათ სტატისტიკური მო-
ნაცემები იმის მისახვედრად, თუ როგორ გაიზარდა მოთხოვნა და მიწოდება ნა-
ვთობზე, ქვანახშირსა და ბუნებრივ აირზე BRIC ქვეყნებში. ნახაზი 3.9 გვიჩვენებს
ნავთობის მიმდინარე მიწოდებასა და მოთხოვნას. აღსანიშნავია, რომ რუსეთი
ლიდერია ნავთობის წარმოებაში BRIC და G6 ქვეყნებს შორის, ხოლო ამერიკა არის
თავი 3 მიწოდება და მოთხოვნა 63

ლიდერი ნავთობის მოხმარებაში. უნდა შევნიშნოთ, რომ ჩინეთის დღიური მოხ-


მარება არის ამერიკის მოხმარების ნახევარი. ჩინელი მძღოლების მიერ ბენზინ-
ზე მოთხოვნის ზრდა, ამერიკაში 2012 წლის პირველ ნახევარში ბენზინზე ფასები
გაზრდის მთავარ მიზეზად ითვლება. 2030 წლისათვის მოსალოდნელია ნავთობის
მოხმარების გაოთხმაგება ჩინეთსა და ინდოეთში.5

ʽʱʶʸʾʲʹ˂ʼʾʿʾʶʵʲʱ
ʱʸʱ˂ʹʲʱˁʵʻʹʴˇʹ˄ˁʱʴ!
12,000

10,000

8,000

6,000

4,000

2,000

0
ˁ˄˂ʵʸʹˊʹʽʵʸʹʲˁʱʷʹʻʹʱʹʽʴʾʵʸʹʱˉˉʲˁʹ˃ʱʽʵʸʹʹ˃ʱʻʹʱʹʱʿʾʽʹʱʳʵˁʼʱʽʹʱ˂ʱ˅ˁʱʽʳʵʸʹ
ʱ!

ʽʱʶʸʾʲʹ˂ʼʾˏʼʱˁʵʲʱ
ʱʸʱ˂ʹʲʱˁʵʻʹʴˇʹ˄ˁʱʴ!
20,000

15,000

10,000

5,000

0
ʱˉˉʹʱʿʾʽʹʱʳʵˁʼʱʽʹʱ˂ʱ˅ˁʱʽʳʵʸʹʲˁʹ˃ʱʽʵʸʹʹ˃ʱʻʹʱˊʹʽʵʸʹʹʽʴʾʵʸʹˁ˄˂ʵʸʹʲˁʱʷʹʻʹʱ
(ʲ)

ნახაზი 3.9 ნავთობის წარმოება და მოხმარება BRIC-ისა და სხვა ქვეყნებში


წყარო: დიაგრამები, 2011 Deloitte Global Services Limited (“DGSL”), გამოყენებულია ნება-
რთვის საფუძველზე, დიაგრამები აჩვენებს არსებულ მდგომარეობას BP Statistical Review
of World Energy-დან, ივნისი 2010 გამოცემა (დაფუძნებულია 2009 წლის საბოლოო მონა-
ცემებზე). DGSL არ აქვს კავშირი ან პარტნიორობა BP-სთან ან BP Statistical Review of World
Energy გამოცემასთან. იხილეთ, საავტორო უფლების გვერდი ამ დიაგრამების კუთვნი-
ლებასთან და სხვა ცნობებთან დაკავშირებით.

5
http://thediplomat.com/2011/11/china-brics-and-the-environment/
64 თავი 3 მიწოდება და მოთხოვნა

გადაწყვეტილება

ნაცვლად იმისა, რომ თავისი აღმოჩენები სლაიდების გამოყენებით ფორმალური მოხსნე-


ბის სახით წარედგინა, ნიკოლეს სჯეროდა, რომ იგი უფრო დამაჯერებელი იქნებოდა,
თუ თავის უფროსთან გამართავდა არაფორმალურ შეხვედრას. სინამდვილეში ნიკოლემ
შეამჩნია ის ნაკლი, რომელიც უამრავი სლაიდის გამოყენებას ჰქონდა. მათ, რეალობა-
ში ყურადღება გადაჰქონდათ მომხსენებლის საუბრიდან. მან იცოდა, რომ შეეძლო ბო-
ბისთვის ყველა საჭირო გრაფიკული გამოსახულება და ცხრილი გაეგზავნა, მას შემდეგ,
როცა მორჩებოდა ძირითადი საკითხების გარკვევას საინფორმაციო განხილვის შემდეგ.
„ბობ, ჩემმა პერსონალმა ყურადღებით გადახედა ყველა არსებულ ინფორმაციას
ჩაის პოტენციური ბაზრების შესახებ. ამჟამად, სტანდარტული, დაფასოებული ჩაის მი-
წოდება, რის სმასაც ამერიკელი მომხმარებელი განაგრძობს, წარმოდგენილია სამი ძირი-
თადი კომპანიის მიერ: „Lipton” (რომლის მფლობელიც არის ჩვენი მთავარი კონკურენტი,
Unilever), „Bigelow“ (თავისი ლიდერი ბრენდით, Constant Comment) და „Twinning“ (თავისი
ბრიტანული ჩაისთვის განკუთვნილი დროის გამოსახულებით). მაგრამ მოცემული ბაზ-
რის ზრდის ძირითად ელემენტს წარმოადგენს მწვანე ჩაის ასობით ვარიაცია, ეგზოტი-
კური შავი ჩაის ასორტიმენტი და თვით თეთრი და წითელი ჩაი. ამჟამად, ამ სახეობის
მიწოდება ხდება ასობით სპეციალიზირებული კომპანიის მიერ, რომელთა უმრავლესობა
თავიანთი პროდუქტის გაყიდვას ინტერნეტის საშუალებით ახორციელებს. კიდევ უფრო
მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმწოდებლებს, საკუთარ პროდუქტზე შეუძლიათ ჩვეულებრივ
ჩაისთან შედარებით უფრო მაღალი ფასის დაწესება. ეს გამოწვეულია მათ პროდუქტზე
მოთხოვნის სიძლიერითა და ბუნებით. და ეს არ არის მხოლოდ ისეთი წარმატებული წა-
მოწყება, როგორიც ჰქონდათ კომპანიებს „The Tea Republic“ და „Adigo Teas“-ს, რომლებიც
გავლენას ახდენენ მოცემულ ბაზარზე. 1999 წელს „Starbucks“-მა დაიწყო „Tazo“-ს, იმ ბრე-
ნდის შეთავაზება, რომლის ბიზნესიც დაიწყო მცირე კომპანიამ პორტლენდში, ორეგონი.
მას შემდეგ, რაც „Starbucks“-მა ამ ბრენდის გაყიდვა დაიწყო, ჩაის გაყიდვები გასამმაგდა.
რეალობაში, ატლანტაში არის ერთი კომპანია, სახელად „Teavana“, რომელმაც წამოიწყო
ჩაის სახლების ბიზნესი.
მე მჯერა, რომ ფეთქებადი მოთხოვნა ჩაის ახალ სახეობებზე შეიძლება მარტივად
ავხსნათ ტრადიციული ეკონომიკური ფაქტორების გამოყენებით, რომლებიც მართავს
ნებისმიერ პროდუქტზე მოთხოვნას. შევაჯამებ ამ ფაქტორებს:
1. შემოსავლის გავლენა მოთხოვნაზე: ახალი დიზაინის ჩაი იზიდავს მაღალი შე-
მოსავლების მომხმარებლებს (ყველაფრის შემდეგ, ვინ ისურვებს, რომ გადაი-
ხადოს პრემიუმ ფასი ერთ ჭიქა ჩაიში?). ერთი გზა, რათა განვჭვრიტოთ მოთხო-
ვნის აღნიშნული ასპექტი, არის ის, რომ დავაკვირდეთ სურსათზე საცალო
გაყიდვის მოთხოვნის ზრდას კომპანიის „Whole Foods“-ის მაგალითზე, (ზოგჯერ
ხუმრობით ეძახიან „Whole Paycheck“). ეს კომპანია პროდუქტს აწვდის ზუსტად
იმ კატეგორიის მყიდველს, რომელიც შეიძენს დაფასოებულ ჩაის. მართლა, შე-
მდეგში, როდესაც მათ მაღაზიაში შეხვალ, აუცილებლად შეადარე ჩაისა და ყა-
ვის თაროების ვიზუალური მხარე. გაოცდები მათი განსხვავებით. „Whole Foods“-
ის წარმატების კიდევ ერთი მიზეზი არის საგადასახადო განაკვეთის ცვლილება
ამერიკელი შინამეურნეობებისთვის 10 წლის წინანდელი 18%-დან 2004 წლის
22%-მდე. შემოსავლიანი სეგმენტისათვის ამ გადასახადის გაზრდამ ეგზოტი-
კური ყავებისა და „Whole Foods“-ის უმეტესობა პროდუქტებისათვის გამოიწვია
საბაზრო მოთხოვნის წახალისება.6

6
John Gapper, “კომენტარი: ორგანული საკვების მარაგი არის ბუნებრივ დონეზე,” Financial
Times, სექტემბერი 16, 2004.
7
http://www.wired.com/business/2009/04/tech-millionair/
თავი 3 მიწოდება და მოთხოვნა 65

2. გემოვნებისა და მომხმარებლის უპირატესობის გავლენა მოთხოვნაზე: ჩვენმა


წინასწარმა მარკეტინგულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მომხმარებელი მოცემულ
პროდუქტს ყიდულობს იმიტომ, რომ ეს მათი ცხოვრების აუცილებელი ნაწილია.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „Designer Tea“ მხოლოდ პროდუქტი კი არ არის,
არამედ ის არის მყიდველის ცხოვრების სტილი. ამის გარდა, უამრავი ადამიანი,
რომელიც მონაწილეობდა ჩვენს გამოკვლევაში, ამბობდა, რომ ჩაის მომზადება
და სმა ეწინააღმდეგება ტექნოლოგიებით გამოწვეულ ყოველდღიურ სტრესს,
24/7 სამუშაო გრაფიკით, რასაც ხშირად ვხვდებით. ჩაის გააჩნია დამშვიდების
გაცილებით დიდი უნარი, ვიდრე ნებისმიერ სხვა სასმელს, განსაკუთრებით კი
ყავას. ჩაის მომზადების პროცესიც კი დამამშვიდებელი რიტუალია, რაც წყვეტს
სამუშაო დღის ავადმყოფურ ტემპს.
3. დაკავშირებული პროდუქტის ფასი: ზუსტად არ ვიცით, მაგრამ მიგვაჩნია, რომ
ყავა ითვლება ჩაის ყველაზე ახლო შემცვლელად ისეთ პროდუქტებთან შედა-
რებით, როგორებიცაა ბოთლში ჩამოსხმული წყლები და ნახშირწყლიანი სას-
მელები (სასმელები კოფეინის გარეშე). „Starbucks“-ის წარმატება თავისი ჩაის
ბრენდით, „Tazo“, გვიჩვენებს, რომ ყავის მომხმარებელთა დიდი ნაწილი უპირა-
ტესობას ანიჭებს „Designer Tea“-ს. ფაქტიურად, ჩაი მოხსენიებული იქნა ახალ
ყავად.7 კი, ჩვენ კარგად ვიცით, თუ რა მოსდის ყავის ფასებს. ეჭვგარეშეა, რომ
ყავის ფასის მიმდინარე ზრდა ხელს უწყობს მის ახლო შემცვლელზე, ჩაიზე
მოთხოვნის ზრდას.
„კარგი ნიკოლ, მე მართლა მომწონს ეს იდეა. თუმცა, მე სრულად დარწმუნებული
არ ვარ და ასევე ვფიქრობ, უნდა ვნახოთ, თუ როგორ შემოტრიალდება ჩვენი ახალი
ინიციატივა ენერგეტიკული სასმელების შესახებ, სანამ რამე სხვას ვცდით. შენს პერ-
სონალს უფრო დეტალური ინფორმაცია გამოაგზავნინე და მაინტერესებს რამდენად
წარმოაჩენ რაოდენობრივი ანალიზით შენს მიერ ჩამოთვლილი ფაქტორების გავლენას
„Designer Tea“-ს მოთხოვნაზე. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ შენ სერიოზულად დამაფიქრე
ამ პროდუქტზე. ამასთან, მაინტერესებს, რამდენი უნდა გადავუხადოთ კომპანიას „The
Tea Republic“. თუმცა, მგონი ძალიან წინ გადავხტით. ჯერ ანალიზი ვნახოთ.

შეჯამება
ამ თავში წარმოდგენილია მოთხოვნისა და მიწოდების ძირითადი ელემე-
ნტები. ჩვენ დავიწყეთ მოთხოვნისა და მიწოდების კანონის და მათზე მოქმე-
დი არასაფასო ფაქტორების წარმოდგენით. მოთხოვნის კანონი გვიჩვენებს,
რომ, როდესაც სხვა ფაქტორები უცვლელია, მოთხოვნის რაოდენობა ფა-
სთან უკუპროპორციულ დამოკიდებულებაშია. მიწოდების კანონი გვიჩვე-
ნებს, რომ, თუ სხვა ფაქტორები უცვლელია, მიწოდების რაოდენობა ფასის
პირდაპირპროპორციულია. სხვა ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს
მოთხოვნაზე, არის: (1) გემოვნება და მომხმარებლის უპირატესობა, (2) შე-
მოსავლები, (3) დაკავშირებული პროდუქტის ფასები, (4) მყიდველთა რაო-
დენობა და (5) მომავლის მოლოდინი. მიწოდებაზე მოქმედი ფაქტორებია:
(1) დანახარჯები, (2) ტექნოლოგია, (3) გამყიდველის მიერ შეთავაზებული
სხვა პროდუქტისა და მომსახურების ფასები, (4) გამყიდველთა რაოდენობა,
(5) მომავლის მოლოდინი, და (6) ამინდი. წარმოვადგინეთ მოთხოვნისა და
მიწოდების როგორც ციფრობრივი, აგრეთვე, გრაფიკული მონაცემები და
მათი ურთიერთკავშირი, რათა განისაზღვროს წონასწორული ფასი და მო-
ცულობა. აპენდიქსი 3ა წარმოადგენს იმავე მასალას ალგებრულ ფორმაში

6
7
66 თავი 3 მიწოდება და მოთხოვნა

ჩვენ შევისწავლეთ, თუ როგორ ასრულებს ბაზარზე ფასი თავის მარეგუ-


ლირებელ ფუნქციას მოკლევადიან პერიოდში და წარმმართავ ფუნქციას
გრძელვადიან პერიოდში. ფასი ასრულებს მარეგულირებელ ფუნქციას,
როდესაც ის იზრდება ან მცირდება, რათა დაარეგულიროს ბაზარი სიჭარ-
ბის ან პროდუქტის დეფიციტის შემთხვევაში, რაც გამოწვეულია საბაზრო
პირობების შეცვლით (მიწოდებისა და მოთხოვნის მრუდის გადაადგილება).
ფასი ასრულებს წარმმართავ ფუნქციას, როდესაც აძლევს მწარმოებლებს
ან მომხმარებლებს მინიშნებებს იმის შესახებ, ბევრი რესურსი ჩადონ, თუ
ნაკლები ამა თუ იმ პროდუქტის წარმოებაში.
ფასის მარეგულირებელი და წარმმართავი ფუნქციების ახსნით ჩვენ
ვნახეთ ძირითადი ხერხი, რომლითაც ეკონომისტები განასხვავებენ მო-
კლევადიან და გრძელვადიან პერიოდებს. ჩვენ აგრეთვე განვიხილეთ, თუ
როგორ გამოიყენება შედარებითი სტატიკის ანალიზის მეთოდი ფასის მა-
რეგულირებელი და წარმმართავი ფუნქციების ასახსნელად. ეს ტექნიკა,
რომელიც ადარებს წონასწორულ წერტილებს ცვლილებამდე და ცვლილე-
ბის შემდეგ, არის პრობლემების გაანალიზების სტანდარტული გზა და მას
ხშირად ამ თავში ვიყენებთ.

ძირითადი ცნებები
გრძელვადიანი პერიოდი (Long run). დროის მიწოდება (Supply). იმ პროდუქტის რაოდე-
მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც ნობათა ჯამი, რომლის გასაყიდადაც
ახალ გამყიდველებს შეუძლიათ ბაზარ- მზად არიან გამყიდველები სხვადასხვა
ზე შესვლა, ხოლო ბაზარზე არსებულ ფასის პირობებში მაშინ, როდესაც სხვა
გამყიდველებს კი შეუძლიათ მისი და- ფაქტორები უცვლელია. მიწოდება შე-
ტოვება. დროის ეს პერიოდი საკმარისია საძლოა გამოსახული იყოს ციფრობრივი
როგორც ახალი, ასევე, ძველი გამყიდ- ცხრილით, გრაფიკით ან მათემატიკური
ველებისათვის, რომ შეცვალონ ყველა ფორმულით. (გვ. 45)
სახის საწარმოო ფაქტორი. მომხმარე- მიწოდების არასაფასო ფაქტორები (Nonpri-
ბელთა პოზიციიდან, გრძელვადიანი პე- ce determinants of supply). 1) დანახარჯები
რიოდი არის საკმარისი დრო იმისათვის, 2) ტექნოლოგია; 3) გამყიდველის მიერ
რომ უპასუხონ ფასის ცვლილებებს სა- შეთავაზებული სხვა პროდუქტისა და
კუთარი გემოვნებისა და მომხმარებლის მომსახურების ფასები.; 4) მომავლის მო-
უპირატესობის ცვლილებებით ან იპო- ლოდინი; 5) გამყიდველთა რაოდენობა;
ვონ ალტერნატიული პროდუქტი. მა- 6) ამინდი. (გვ. 51)
გალითად, ვთქვათ ბრაზილიაში ცუდმა
მიწოდების რაოდენობა (Quantity supplied).
ამინდმა გაზარდა ფასი ყავაზე. მოკლე-
პროდუქტის ის რაოდენობა, რომლის გა-
ვადიან პერიოდში მოსალოდნელია, რომ
საყიდად მზად არიან გამყიდველები მო-
მომხმარებელი შეიძენს ნაკლები რაოდე-
ცემული ფასის პირობებში. (გვ. 50)
ნობის ყავას. თუმცა, გრძელვადიან პე-
რიოდში ისინი შეიძენენ უფრო ნაკლები მიწოდების რაოდენობის (სიდიდის) ცვლი-
რაოდენობის ყავას, რადგან მასზე მაღა- ლება (Change in the quantity supplied).
ლი ფასი გამოიწვევს მომხმარებელთა პროდუქციის ფასის შეცვლის შედეგი,
გადართვას ჩაიზე. (გვ. 50) გრაფიკულად გამოსახული როგორც
მიწოდების მრუდზე გადაადგილება.
დეფიციტი (Shortage). ბაზარზე არსებული
(გვ. 51)
სიტუაცია, რომლის დროსაც მოთხოვნის
რაოდენობა აღემატება მიწოდების რაო- მიწოდების ცვლილება (Change in supply).
დენობას წონასწორულზე დაბალი ფასის ერთი ან რამდენიმე არასაფასო ფაქტო-
პირობებში. (გვ. 53) რის ცვლილების შედეგი, გრაფიკულად
წარმოდგენილი, როგორც მიწოდების
თავი 3 მიწოდება და მოთხოვნა 67

მრუდის გადაადგილება (მარჯვნივ გა- პროდუქტის მოხმარება. თუმცა, ეკონო-


ზრდისას და მარცხნივ შემცირებისას); მიკური ანალიზისას ასეთ ცვლილებებს
(გვ. 51) მიაკუთვნებენ გრძელვადიან პერიოდს.
მოთხოვნა (Demand). პროდუქტისა და მომ- (გვ. 50)
სახურების ის რაოდენობა, რომლის შე- საბაზრო მოთხოვნა (Market demand). პრო-
საძენადაც მზად არის მომხმარებელი დუქტზე ყველა ინდივიდუალური მოთ-
სხვადასხვა ფასის პირობებში, როდესაც ხოვნის ჯამი.(გვ. 47)
სხვა ფაქტორები უცვლელია. მოთხო- საბაზრო ძალაუფლება (Market power). სა-
ვნა შეიძლება გამოისახოს ციფრობრივი ბაზრო ფასის დაწესების ძალაუფლება.
ცხრილით, გრაფიკულად ან მათემატი- (გვ. 62)
კური ფორმულის საშუალებით. (გვ. 53)
სიჭარბე (Surplus). ბაზარზე არსებული სი-
მოთხოვნის არასაფასო ფაქტორები (Non- ტუაცია, რომლის დროსაც მიწოდების
price determinants of demand). 1) გემოვნე- რაოდენობა აღემატება მოთხოვნის რაო-
ბა და მომხმარებლის უპირატესობა, 2) დენობას წონასწორულზე მაღალი ფასის
შემოსავლები; 3) დაკავშირებულ პრო- პირობებში. (გვ. 53)
დუქტთა ფასები; 4) მომავლის მოლოდი-
ფასის მარეგულირებელი ფუნქცია
ნი; 5) მყიდველთა რაოდენობა. (გვ. 48)
(Rationing function of price). ფასის გაზ-
მოთხოვნის კანონი (Law of demand). მოთხო- რდა ან შემცირება, რათა ბაზარი გაა-
ვნის რაოდენობა უკუპროპორციულ და- თავისუფლოს პროდუქტის სიჭარბის ან
მოკიდებულებაშია ფასთან. (გვ. 47) დეფიციტისაგან. იგულისხმება, რომ ეს
მოთხოვნის რაოდენობა (Quantity demanded). არის მოკლევადიანი ფუნქცია, რადგან
პროდუქტის ის რაოდენობა, რომლის შე- მყიდველები და გამყიდველები ემორჩი-
საძენადაც მზად არიან მყიდველები მო- ლებიან ფასის ცვლილებებს. (გვ. 57)
ცემული ფასის პირობებში. (გვ. 47) ფასის წარმმართავი ფუნქცია (Guiding
მოთხოვნის რაოდენობის (სიდიდის) ცვლი- function of price). აგრეთვე განიხილება,
ლება (Change in the quantity demanded). როგორც ფასის გამანაწილებელი ფუნ-
პროდუქტის ფასის შეცვლის შედეგი, ქცია, რესურსების გადაადგილება ბა-
გრაფიკულად გამოსახული, როგორც ზრიდან ან ბაზრისაკენ, გამოწვეული
მოთხოვნის მრუდზე გადაადგილება. წონასწორული ფასის ცვლილებით. იგუ-
(გვ. 48) ლისხმება, რომ ეს არის გრძელვადიანი
მოთხოვნის ცვლილება (Change in demand). ფუნქცია. მიწოდების შემთხვევაში გა-
ერთი ან რამდენიმე არასაფასო ფაქტო- მყიდველები შედიან ბაზარზე, ან ტოვე-
რის ცვლილების შედეგი, გრაფიკულად ბენ მას, ან შეიძლება შეცვალონ ყველა
წარმოდგენილი, როგორც მოთხოვნის საწარმოო ფაქტორი. მოხმარების შემ-
მრუდის გადაადგილება (მარჯვნივ გა- თხვევაში მყიდველებში იცვლება გემო-
ზრდისას და მარცხნივ შემცირებისას); ვნება და პრიორიტეტები ან პოულობენ
(გვ. 48) პროდუქტის გრძელვადიან შემცვლელე-
ბს. (გვ. 58)
მოკლევადიანი პერიოდი (Short run). დროის
მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც წონასწორული რაოდენობა (Equilibrium
მხოლოდ ბაზარზე არსებული გამყიდ- quantity). პროდუქტის რაოდენობა, რომ-
ველები ემორჩილებიან ფასის ცვლილე- ლის შესაძენადაც მზად არიან მყიდვე-
ბას მეტი ან ნაკლები ცვალებადი რესუ- ლები და რომლის გასაყიდადაც მზად
რსების გამოყენებით. მომხმარებლის არიან გამყიდველები წონასწორული ფა-
პოზიციიდან, მოკლევადიანი პერიოდი სის პირობებში. (გვ. 53)
წარმოადგენს დროის იმ მონაკვეთს, წონასწორული ფასი (Equilibrium price). ფასი,
რომლის განმავლობაშიც ისინი მხოლოდ რომლის დროსაც მოთხოვნა და მიწოდე-
ფასის ცვლილებას ემორჩილებიან. ფა- ბა ერთმანეთს უტოლდება. ფასი, რომე-
სის ცვლილების შედეგად მყიდველებს ლიც ბაზარს ათავისუფლებს პროდუქ-
ეცვლებათ გემოვნება და მომხმარებ- ტის სიჭარბისა და დეფიციტისაგან. (გვ.
ლის უპირატესობა ან ალტერნატიული 53)
68 თავი 3 მიწოდება და მოთხოვნა

შეკითხვები:
1. განმარტეთ მოთხოვნა. განმარტეთ მიწოდება. პასუხის გაცემისას განასხვავეთ
ერთმანეთისაგან მოთხოვნა და მოთხოვნის რაოდენობა, მიწოდება და მიწოდების
რაოდენობა.
2. ჩამოთვალეთ ყველა ძირითადი არასაფასო ფაქტორი, რომლებიც გავლენას ახდენს
მოთხოვნასა და მიწოდებაზე.
3. თქვენი აზრით, მოთხოვნისა და მიწოდების განმარტებებში რატომ უთმობენ ყუ-
რადღებას ეკონომისტები იმას, რომ უნდა შეიცვალოს მხოლოდ ფასი. ყველა სხვა
ფაქტორი, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მომხმარებლებისა და მწა-
რმოებლების ქცევაზე, რატომ არის უცვლელი?
4. განმარტეთ რას წარმოადგენს შედარებითი სტატიკის ანალიზის მეთოდი. როგორ
არის დაკავშირებული ის მგრძნობელობის ანალიზთან და იმ ანალიზებთან, რომლე-
ბიც გამოიყენება ფინანსებში, აღრიცხვასა და სტატისტიკაში?
5. განმარტეთ ფასის მარეგულირებელი ფუნქცია. რატომ არის აუცილებელი, რომ
ფასი ასრულებდეს მოცემულ ფუნქციას ეკონომიკაში?
6. განმარტეთ, ფასის წარმმართავი/გამანაწილებელი ფუნქცია.
7. მომხმარებელთა და მწარმოებელთა პოზიციებიდან განასხვავეთ მოკლევადიანი და
გრძელვადიანი პერიოდები.
8. ახსენით განსხვავება დეფიციტსა და შეზღუდულობას შორის. კითხვაზე პასუხის
გაცემისას უნდა გაითვალისწინოთ მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდებს შო-
რის განსხვავება.
9. თქვენი აზრით, რატომ არის მენეჯერებისათვის მნიშვნელოვანი, რომ ერკვეოდნენ
მოთხოვნისა და მიწოდების მექანიზმში, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან
პერიოდებში? მოიყვანეთ იმ კომპანიების მაგალითები, რომლებმაც მიიღეს სარგე-
ბელი ან იზარალეს ბაზარზე მოთხოვნისა და მიწოდების ცვლილების შედეგად.
10.  „თუ კონგრესი დააწესებს გადასახადებს ფუფუნების პროდუქტზე, მაშინ მათი
ფასი გაიზრდება. ფასის გაზრდის გამო მათზე მოთხოვნა შემცირდება, რაც გამო-
იწვევს ფასის შემცირებას, შესაძლოა, საწყის დონემდეც კი.“ ეთანხმებით თუ არა
მოცემულ დებულებას? (პასუხი დაასაბუთეთ)
11.  დიდი მწარმოებელი კომპანიის წყლის გამაგრილებელთან დაკავშირებით ყური
მოვკარით შემდეგ წინადადებას: „კონკურენცია ძალიან დიდ საფრთხეს გვიქმნის
თავისი ახალი პროდუქტის ხაზით. ჩემი აზრით, უნდა შევთავაზოთ ფასდაკლება არ-
სებულ პროდუქტზე, რათა განვახორციელოთ მოთხოვნის სტიმულირება“. არის თუ
არა ამ წინადადებაში სიტყვა „მოთხოვნა“ იმავე კონტექსტში გამოყენებული, როგო-
რც ეკონომიკის თეორიაში? ახსენით. განახორციელეთ თქვენი პასუხის ილუსტრი-
რება მოცემული ფირმის პროდუქტზე მოთხოვნის მრუდის საშუალებით.
12.  მოკლედ ჩამოთვალეთ და განიხილეთ მოცემული პროდუქტების მოთხოვნაზე
მოქმედი ფაქტორები. როგორ ფიქრობთ, გაზრდის თუ შეამცირებს მოცემული
ფაქტორები მოთხოვნას.
ა. შეფუთული სურსათი (იყიდება სასურსათო მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში);
ბ. ინტერნეტის მეშვეობით შეძენილი პროდუქტი;
გ. ფაქსის აპარატები;
დ. ციფრული კამერები;
ე. დაქირავებული ვიდეოკასეტები;
ვ. ფასიანი სატელევიზიო არხები;
ზ. საჰაერო მგზავრობა აშშ-ში, საჰაერო მგზავრობა ევროპაში;
თ. ბენზინი.
თავი 3 მიწოდება და მოთხოვნა 69

13.  მოკლედ ჩამოთვალეთ და განიხილეთ მოცემული პროდუქტების მიწოდებაზე


მოქმედი ფაქტორები. როგორ ფიქრობთ, მოცემული ფაქტორები მიწოდებას
გაზრდის თუ შეამცირებს?
ა. ნედლი ნავთობი;
ბ. საქონლის ხორცი;
გ. კომპიუტერის მეხსიერების ბარათები;
დ. სასტუმროს ნომრები;
ე. სწრაფი კვების ობიექტები განვითარებად ბაზრებზე;
ვ. საფინანსო ინსტიტუტების გაცემული საკრედიტო ბარათები;
ზ. ლეპტოპები;
თ. პერსონალური კომპიუტერის სერვერები.

შენიშვნა
ამ თავში ჩვენს ყურადღება გავამახვილეთ ცხრილებსა და ნახაზებზე, თუმცა, მრავალი
ეკონომიკური მოდელი ეფუძნება მსგავსი იდეის მარტივ ალგებრულ წარმოდგენას. ქვე-
მოთ მოცემული შეკითხვები ეფუძნება მოთხოვნისა და მიწოდების მრუდებს (ხშირად
ეკონომისტები წრფესაც მრუდად მოიხსენიებენ). უმარტივესი გზა ამ ალგებრული გა-
მოსახვისათვის არის იმის გახსენება, რომ წრფე ასახავს გადაკვეთის წერტილსა და და-
ხრილობას, y = mx + b. მოთხოვნაზე საუბრისას ჩვენ ავსახავთ რაოდენობას, როგორც
ფასის ფუნქციას. აქედან გამომდინარე, y არის Q და x არის P და მივიღებთ Q = mP + b.
გადაკვეთის წერტილი, b, აჩვენებს მოთხოვნის რაოდენობას, როდესაც P=0. დახრილობა,
(m) გვიჩვენებს რამდენით შეიცვლება მოთხოვნა P-ს ერთი ერთეულით შეცვლისას. აღსა-
ნიშნავია, რომ m< 0 მოთხოვნისთვის (ეს არის მოთხოვნის კანონი).
ერთადერთი უცნაური ამ მდგომარეობაში ის არის, რომ ეკონომისტები ადგილებს
უცვლიან მრუდებს, რაც თქვენ უკვე შეგხვდათ ალგებრასა და გეომეტრიაში. ეკონო-
მისტები დამოკიდებულ ცვლადს, (Q) ათავსებენ ჰორიზონტალურ ღერძზე, ხოლო და-
მოუკიდებელ ცვლადს, (P), ვერტიკალურ ღერძზე. ასევე, შესაძლებელია P-ის ამოხსნით
სტანდარტული გეომეტრიული ინტერპრეტაციის გამოყენება, რომ მივიღოთ ინვერსიუ-
ლი მოთხოვნა ან ინვერსიული მიწოდება. ამ მიმართულებით, კიდევ შეხვდებით დახრი-
ლობა-გადაკვეთის წერტილის ფორმას (აღსანიშნავია, რომ გარდა ეკონომიკისა, ინვერ-
სიული მოთხოვნა განიმარტება, როგორც ზღვრული შეფასების ცხრილი).
ეს საკითხები უფრო სრულად განხილულია თავის 3 დანართში, თუმცა, დანართის
წაკითხვის გარეშეც შესაძლებელია ამოცანების ამოხსნა, თუ დაიმახსოვრებთ ზემოთ გა-
ნხილულ კავშირს გრაფიკულ წრფესა და მის ალგებრულ გამოხატვას შორის.

ამოცანები
1. მოცემული ფუნქცია გვიჩვენებს კომპანიის მოთხოვნას, რომელიც აწარმოებს
კეპებს სხვადასხვა კოლეჯისა და სპორტის სხვადასხვა სახეობის მიხედვით:
Q = 2000 – 100P
Q წარმოადგენს გაყიდვების მოცულობას, ხოლო P ერთეულის ფასს.
ა. რამდენი კეპი გაიყიდება 12$-ად?
ბ. რას უნდა უდრიდეს კეპის ფასი, რომ კომპანიამ მისი 1000 ერთეული გაყიდოს?
გ. რა ფასის პირობებში გაუტოლდება კეპის გაყიდვები 0-ს?
2. მოცემულია ერთი პროდუქტის მოთხოვნისა და მიწოდების მრუდები:
QS = 25000
QD = 50,000 – 10,000P
70 თავი 3 მიწოდება და მოთხოვნა

ა. ააგეთ მოთხოვნისა და მიწოდების მრუდები.


ბ. რა არის წონასწორული ფასი და რაოდენობა? პასუხი ჩამოაყალიბეთ გრაფიკულად
და მათემატიკურად (დაამრგვალეთ უახლოეს ცენტამდე)
3. მოცემული ფორმულები გვიჩვენებს პოსტერებისათვის მოთხოვნასა და
მიწოდებას:
QD = 65,000 – 10,000P
QS = 35,000 – 15,000P
როდესაც Q რაოდენობაა, ხოლო P ფასი დოლარებში.
ა. შეავსეთ მოცემული ცხრილი:

ფასი QS QD სიჭარბე ან დეფიციტი


6.00
5.00
4.00
3.00
2.00
1.00

ბ. რას უდრის წონასწორული ფასი?


4. მოცემული ფორმულები გვიჩვენებს მცირე ბიზნესისათვის კომპიუტერული მომსა-
ხურების მოთხოვნასა და მიწოდებას:
QD = 3,000 – 10P
QS = –1,000 – 1P
სადაც Q არის იმ ბიზნესების რაოდენობა, რომლებსაც ესაჭიროება მომსახურება და P
არის ყოველთვიური გადასახადი დოლარებში.
ა. ყოველთვიური გადასახადის რა საშუალო მნიშვნელობისას გაუტოლდება მოთხო-
ვნა ნულს?
ბ. ყოველთვიური გადასახადის რა საშუალო მნიშვნელობისას გაუტოლდება მიწოდება
ნულს?
გ. ააგეთ მოთხოვნისა და მიწოდების მრუდები.
დ. რას უდრის წონასწორული ფასი და რაოდენობა?
ე. წარმოვიდგინოთ, მოთხოვნა შეიცვალა და გვაქვს ახალი მოთხოვნის ფუნქცია:
QD = 3,500 – 10P
როგორი გავლენა ექნება ამ ცვლილებას მიწოდებაზე? რა იქნება ახალი წონასწორული
ფასი და რაოდენობა?
ვ. აჩვენეთ ეს ცვლილება გრაფიკულად.
5. მარკეტინგულმა საკონსულტაციო ფირმამ აღმოაჩინა, რომ პლანშეტურ კომპიუ-
ტერზე მოთხოვნა მოცემულ რეგიონში იყო:
QD = 10,000 –200P + 0,03Pop + 0,61 + 0,2A
სადაც Q არის თვიური რაოდენობა, P არის ფასი დოლარებში, Pop არის მოსახლეობა, I
არის ერთ შინამეურნეობაზე განკარგვადი შემოსავალი და A არის სარეკლამო დანახარჯი.
ა. განსაზღვრეთ მოთხოვნის მრუდი კომპანიისათვის, რომლისთვისაც P = 300, Pop =
1,000,000, I = 30,000, და A = 15,000.
ბ. გაიანგარიშეთ მოთხოვნის მოცულობა, როდესაც ფასი ტოლია 200$, 175$, 150$,
125$.
გ. გაიანგარიშეთ, რას უნდა უდრიდეს ფასი, რომ გაიყიდოს 45,000 ერთეული.
თავი 3 მიწოდება და მოთხოვნა 71

6. „Joy“-ის გაყინული იოგურტის მაღაზიების რაოდენობა სწრაფად იზრდებოდა ჩრდილო-


-დასავლეთის შტატებში. სხვადასხვა გასაყიდი ობიექტის ანალიზის საფუძველზე და-
დგინდა, რომ მოთხოვნის მრუდის გამოსახვა შეიძლება შემდეგი ფორმულით:
Q = 200 – 300P + 120I + 65T – 250Ac + 400Aj
სადაც Q წარმოადგენს კვირის განმავლობაში იოგურტის გაყიდვებს
P – თითოეული ჭიქის საშუალო ფასი
I – კაპიტალზე შემოსავალი მოცემულ ბაზარზე (ათასებში)
T – საშუალო გარემო ტემპერატურა
Ac -„Joy“-ს საკუთარი ყოველთვიური სარეკლამო დანახარჯები (ათასებში)
ერთ-ერთ გასაყიდ ობიექტს აქვს შემდეგი პირობები: P = 1.50, I = 10, T = 60, Ac = 15, Aj = 10. .
ა. დაადგინეთ, რა რაოდენობის იოგურტს ყიდის მოცემული ობიექტი. ასევე, ააგეთ ამ
ობიექტის მოთხოვნის მრუდი.
ბ. რა გავლენას მოახდენს კონკურენტის მიერ სარეკლამო დანახარჯების 5,000$-მდე გაზ-
რდა? შედეგი აჩვენეთ მოცემული ობიექტის მოთხოვნის მრუდზე.
გ. რამდენი უნდა იყოს „Joy“-ის სარეკლამო დანახარჯები საპასუხოდ?
7. აჩვენეთ მსოფლიოს შაქრის ბაზარი მოთხოვნისა და მიწოდების მრუდებით. სიფრთხი-
ლე გამოიჩინეთ იმის ახსნისას, თუ როგორ შეამცირა შაქრის ფასი მოთხოვნისა და მი-
წოდების ცვლილებებმა.
8. ბოლო წლებში ძველებურ LP დისკებზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა, რადგან
ახალმა ტექნოლოგიებმა ჩაანაცვლეს ძველი. თუმცა, LP ბაზარზე, მაინც, უფრო ძვირად
იყიდება, ვიდრე CD დისკები. ეკონომიკის თეორიის მიხედვით, როდესაც მოთხოვნა
მცირდება, პროდუქტის ფასიც უნდა შემცირდეს. ახსენით ეს წინააღმდეგობა თეორია-
სა და მოცემულ ფაქტს შორის.
9. დავუშვათ, ფირმის მოთხოვნა გამოისახება შემდეგი ფორმულით:
q = 1,000 − 3,000P + 10A
სადაც Q არის მოთხოვნის რაოდენობა
P არის პროდუქტზე ფასი
A არის სარეკლამო დანახარჯები.
უპასუხეთ შემდეგ შეკითხვებს იმ შემთხვევისთვის, როდესაც P = $3 და A = $2,000.
ა. დავუშვათ, ფირმამ ფასი 2.5$-მდე შეამცირა. იქნება, თუ არა ეს მომგებიანი? ახსენით
რატომ. აჩვენეთ თქვენი პასუხი მოთხოვნის ცხრილისა და მრუდის საშუალებით.
ბ. დავუშვათ, ფირმამ ფასი 4$-მდე გაზარდა მაშინ, როდესაც 100$-ით გაზარდა სარეკ-
ლამო დანახარჯები. იქნება თუ არა ფირმისათვის ეს ნაბიჯი მომგებიანი? ახსენით
რატომ. აჩვენეთ თქვენი პასუხი მოთხოვნის ცხრილისა და მრუდის დახმარებით (მი-
ნიშნება: თავდაპირველად ააგეთ ცხრილი და მრუდი, რომლებიც გულისხმობს, რომ
A = $2,000 და შემდეგ ააგეთ ცხრილი და მრუდი, რომლებიც გულისხმობს, რომ A =
$2,100).
10.  ტურისტულმა კომპანიამ დაიქირავა მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია, რათა
გაეანალიზებინა ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტის მოთხოვნა 26 რეგიონულ ბაზარ-
ზე. კონსულტანტმა მონაცემების გამოყენებით მიიღო მოთხოვნის შემდეგი ფორმულა
(გაანგარიშების ტექნიკა განხილულია თავში 5):
Q = 1,500 – 4P + 5A + 10I + 3PX
სადაც Q წარმოადგენს მოთხოვნის რაოდენობას;
P – პროდუქტის ფასი დოლარებში;
A – სარეკლამო დანახარჯები ათას დოლარში;
I – შემოსავალი ათას დოლარში;
PX – კონკურენტი კომპანიების მიერ შეთავაზებული ფასები;
72 თავი 3 მიწოდება და მოთხოვნა

ა. გაიანგარიშეთ მოთხოვნის მოცულობა მოცემულ პროდუქტზე, თუ ცნობილია, რომ:


P = $400
A = S20,000
I = S15,000
PX = S500
ბ. დავუშვათ, კონკურენტმა თავის პროდუქტზე ფასი 400$-მდე შეამცირა, რათა იგი
მოცემული ფირმის პროდუქტის ფასს გათანაბრებოდა. რამდენად უნდა გაზა-
რდოს ფირმამ სარეკლამო დანახარჯები იმისათვის, რომ გააბათილოს კონკურე-
ნტის მიერ ფასის შემცირება? უღირს თუ არა მას ამ ნაბიჯის გადადგმა? ახსენით
რატომ.
გ. სხვა რომელი მაჩვენებელი შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ამ პროდუქტზე მოთხო-
ვნის დასადგენად?
11.  მოცემული გვაქვს სამი მარტივი განტოლება. ავაგოთ ნახაზი, რომლის ვერტიკალურ
ღერძზე გამოსახული იქნება Q, ხოლო ჰორიზონტალურზე კი P. შემდგომ, შევაბრუ-
ნოთ ეს ფორმულები ისე, რომ მივიღოთ P-ის მნიშვნელობა Q-ს დახმარებით და ასეთი
შებრუნებული ფორმულები დავაწეროთ ამ ფორმულების შესაბამისად აგებულ მრუ-
დებს ისეთ ნახაზზე, რომლის Q ჰორიზონტალურ, ხოლო P კი ვერტიკალურ ღერძზეა
გამოსახული.
ა. Q = 250 – 10P
ბ. Q = 1,300 – 140P
გ. Q = 45 – 0.5P
12.  გამოვიყენოთ მოცემული ფორმულა, რათა ავაგოთ მოთხოვნის ცხრილი და მრუ-
დი. რომელი სახის პროდუქტებზე მოთხოვნას შეიძლება ასახავდეს ასეთი არა-
წრფივი მოთხოვნის მრუდი? ახსენით.
Q = 100P – 0.3
13. საწყისი ინფორმაცია: რესტორნები ტრადიციულად იყენებენ დაბალი დონის ღვი-
ნოს, რათა უფრო ნაკლებ ფასად გაყიდონ ჭიქებში (BTG) ჩამოსხმული. ბოლო წლებში
რესტორნებმა გააფართოვეს თავიანთი BTG პროგრამა მაღალხარისხიანი ღვინით.
ამ ნაბიჯით მათ საგრძნობლად გაზარდეს მაღალი დონის ღვინის გაყიდვა. ძირითა-
დად, ღვინის ბოთლზე დანამატი 100%-ს უტოლდება ან აღემატება. ეს იმას ნიშნავს,
რომ ღვინო, რომელიც მაღაზიაში 25$-ად იყიდება, რესტორანში შესაძლოა 100$-
ად გაიყიდოს. ამ მსჯელობის გასამარტივებლად წარმოვიდგინოთ, რომ ერთი ჭიქა
ღვინის ფასია 10$. მომსახურების ღირებულება ჩამოსხმული ღვინის ღირებულების
მიხედვით იცვლება. მაგალითად, 4 უნციის ჩამოსხმას სთავაზობენ ღვინოზე, რო-
მელიც 40-50$-ის ფარგლებში ღირს, ხოლო 2 უნციის ჩამოსხმას – თუ, ღვინის ფასი
80-დან 100 დოლარამდე მერყეობს. იქიდან გამომდინარე, რომ ბოთლი 25.4 უნციას
შეიცავს, ორივე მაგალითიდან მიიღება უფრო მეტი შემოსავალი BTG გაყიდვით, ვი-
დრე მთლიანი ბოთლის გაყიდვით. ასეთი პროგრამები საკმაოდ წარმატებულია და
გაცილებით ნაკლებ დანახარჯს წარმოადგენს, რადგან ბოთლში დარჩენილი ღვინის
გაყიდვა კვლავაც შესაძლებელია მეორე საღამოს, გემოს შეუცვლელად.
პრობლემა: წარმოიდგინეთ თქვენ ხელმძღვანელობთ რესტორანს, რომელშიც დანერგი-
ლია BTG პროგრამა. თქვენ კვირაში 200 ჭიქა ღვინოს ყიდით, ჭიქას 10$-ად. ექსპერიმენტის
სახით, ერთხელ ჭიქა ღვინის ფასი 11$-მდე გაზარდეთ და აღმოაჩინეთ, რომ თავდაპირველ
ფასთან შედარებით, 20 ჭიქით ნაკლები ღვინო გაიყიდა. დავუშვათ, თქვენ ამ ინფორმაციას
თქვენს რესტორანში, BTG ღვინოზე მთლიანი მოთხოვნის საფუძვლად იღებთ.
ა. გამოსახეთ ალგებრულად და გრაფიკულად თქვენი რესტორნის BTG მოთხოვნა.
ბ. რამდენი ერთეული ,ჭიქის გაყიდვას ვარაუდობთ, 15 $-ად?
თავი 3 მიწოდება და მოთხოვნა 73

გ. როგორ შეიცვლება თქვენი პასუხები, თუ ფასი ერთ კვირაში 10 ჭიქაზე ან 25 ჭიქაზე


1$-ით შეიცვლება?
ახლა ვაჩვენებთ, თუ როგორ გამოვიყენოთ Excel-ი ამოცანის ამოსახსნელად. ეს შესაძლებელს
გახდის, რომ მივიღოთ, „რა იქნებოდა თუ“ ან მგრძნობელობის ანალიზი. ასევე, ეს გამზადებთ
Excel-ის გამოყენებისთვის, რომ გააანალიზოთ და შეაფასოთ უფრო რთული მოთხოვნის
დამოკიდებულება, როგორიცაა განხილული თავებში 4 და 5.
შენიშვნა: ეს ამოცანა მოითხოვს სამ მნიშვნელოვან დაშვებას:
1. თქვენ იცით წერტილი BTG მოთხოვნის მრუდზე (მაგალითად, P = $10 და Q = 200)
2. თქვენ იცით, რომ BTG მოთხოვნის მრუდის დახრილობა ამ წერტილში არის ∆P/∆Q = 0.5.
3. თქვენ იცით, რომ დახრილობა არ იცვლება (მოთხოვნა BTG ღვინოზე წრფივია).
დახრილობებისა და განტოლებების გასაცნობად, იხილეთ მათემატიკური დანა-
რთი ვებგვერდზე, რომელსაც ნახავთ დანართში 3ა.
Excel-ის გვერდი 3.1 გვიჩვენებს A1:K28 უჯრებს ჩვეულებრივი მოთხოვნის სამუშაო გვე-
რდიდან, რომელიც გვხვდება excel-ის მოთხოვნის აპლიკაციაში. ეს გვიჩვენებს გზას, თუ როგორ
უნდა ვაწარმოოთ ანალიზი excel-ში. გრაფიკი არის გამოთვლების გვერდით სამუშაო გვერდზე,
ასევე, მოცემულია განტოლებებიც. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ადვილად მიხვდეთ, როგორ იქნა
მიღებული ეს რიცხვები: უჯრაზე დაწკაპუნებით, შეგიძლიათ თავად შეამოწმოთ განტოლება. ეს
მაგალითი არის გზამკვლევი, თუ როგორ აიგება გრაფიკები excel-ში. სასურველია, თუ ამოცანას
excel-ში თავად ამოხსნით .

A B C D E F G H I J K
1 DATA(˅ʵˁʱʴʹ˄ːˁʵʲʹ) BB Ç˂ʿʱ˂˄ˏʵʲʹʼʾˋʵʼ˄ʻʹʱ2
BTG ʼʾʸˏʾʶʽʱ
2 200 Q ʱˏʱʻʹ˅ʱ˂ʹ%ˉʹ 15
$26
3 10 P%ˉʹ ˁʱʾʴʵʽʾʲʱʱʼ˅ʱ˂ʷʵ
$24
4 –20 ΔQ/ΔP 100 =A2+A4*(E2–A3)
$22
˅ʱ˂ʹʵˁʸˎʹˆʱʷʵ$ P

5 ʳʱʼʾʸʶʻʵʲʹ C4ʹˈʵʽʵʲ˂ˍʵˁ˃ʹʻʹ%ʴʱˏˁʹʻʾʲʹ˂˅ʾˁʼ˄ʻʱ˂
$20
6 –0.05 m,ʴʱˏˁʹʻʾʲʱ(=1/A4) $18
7 $ 20.00 b, Pʳʱʴʱʺʶʵʸʹ˂ˍʵˁ˃ʹʻʹ(= P0–mQ0 = A3-A6*A2) $16
8 400 Q ʳʱʴʱʺʶʵʸʹ˂ˍʵˁ˃ʹʻʹ(= –b/m = –A7/A6) $14
9 ʽʱˏʱʷʹ˂ʱʳʵʲʱ&˄ʼʱˁ˃ʹʶʵ˂ʹʳʷʱˍˁ˅ʹ˂ʱ˂ʱʳʵʲʱʴʱˁʹ˂ $12
$10
10 ˂ʱʲʾʻʾʾˍʵˁ˃ʹʻʵʲʹ˂ʳʱʼʾˈʵʽʵʲʱ&ʵ˂ʶʵˁ˂ʹʱˉʵʹˋʱʶ˂
$8
11 ʼʾʸˏʾʶʽʹ˂ˍʵˁ˃ʹʻ˂$ˁʾʼʹʳʹʹˈʾ˂˄˅ˁʾʳʱ˂ʱʳʵʲʹ
$6
12 ʳʱʽ˃ʾʻʵʲʵʲʹA14:B16 $4
13 Q P Q P (Q,P)ˍʵˁ˃ʹʻʹ $2
14 0 $ 20 0 =A7 P ˇʵˁˌʹ $0
0 25 50 75 100 125 150 175 200 225 250 275 300
15 200 $ 10 =A2 =A3 ʽʱʺˁʵʲʹ
ˎʹˆʵʲʹ˂ˁʱʾʴʵʽʾʲʱʵˁʸʺʶʹˁʱˉʹQ
16 400 $ – =A8 0 Q ˇʵˁˌʹ
17 ʵ˂ʳˁʱ˅ʹʺʹʼʹʹˇʵʲʱˉʵʼʴʵʳʹʵ˃ʱʿʵʲʹʸ&
18 )& ʼʾʽʹˉʽʵʸ9)+2:).ʴʱˉʵʼʴʵʳʴʱʱˎʹˁʵʸAfk]jl$K[Yll]j$K[Yll]joal`KljYa_`ldaf]kYf\EYjc]jk&ˉʵʶʱʼʾˍʼʾʸ&
19 *& ʴʱʱʼʱ˃ʵʸˇʵˁˌʹ˂ʽʹˉʽʵʲʹʴʱˉʵˋʶʱʻʵʸ˂ʱʸʱ˄ˁʹDYqgml)˅˄ʽˆˋʹʹʴʱʽ;`YjlDYqgmlk$;`YjlLggdkjaZZgfÇʷʵ&
20 +& ˉʵˋʶʱʻʵʸʸʹʸʾʵ˄ʻʹ˂ʱʸʱ˄ˁʹʼʱ˂ʷʵʴʱˍʺʱʿ˄ʽʵʲʹʸ$ˉʵʼʴʵʳʴʱˍʵˁʵʸ˂ʱʸʱ˄ˁʹ^p˂ʹʶˁˋʵˉʹ&
21 ʱ&˂ʱʼʹ˂ʱʸʱ˄ˁʹˉʵʹˆʼʽʱʴʱ˅ʾʽ˃ʹ˂ʷʾʼʱˋˉʵʹˋʶʱʻʱ9Vʹ˂ˁʹ˂ʳʱʼʾˈʵʽʵʲʹʸ$ˁʾʼʵʻʹˋʱˁʹ˂@ge]jaZZgfÇʷʵ&
22 ʲ&H$ˁʾʼʵʻʹˋʹˈʾʼʱˁːʶʽʹʶ$ʳʱˆˁʱʺʻʱʶʹʱ˃˄ˁʱʷʵʱˁ˂ʵʲ˄ʻˍʱˉʻʱʷʵʴʱˍʺʱʿ˄ʽʵʲʹʸ&
23 ʳ&ʳˁʱ˅ʹʺʹ˂ʷʾʼʱˉʵʹˋʶʱʻʱʳˁʱ˅ʹʺʷʵʴʱˍʺʱʿ˄ʽʵʲʹʸʴʱ˂ʱ˂˄ˁʶʵʻʹʷʾʼʹ˂ʼʾʽʹˉʶʽʹʸ&
24 ,&ˉʵˋʶʱʻʵʸˇʵˁˌʵʲʹ˂˅ʾˁʼʱ˃ʹʼʱˁːʶʵʽʱˇʹʻʱʺʹʸˇʵˁˌʵʲʷʵʴʱˍʺʱʿ˄ʽʵʲʹʸ$ˉʵʼʴʵʳʴʱʱˍʺʱʿ˄ʽʵʸ>gjeYl9pakʴʱʼʹˈʵʶʹʸʼʵʽʹ˄˂&
25 ʱ&Iˇʵˁˌ˂ʱˆʶ˂+((Çʷʵʴʱ˅ʹˆ˂ʹˁʵʲ˄ʻʹʼʱˆ˂ʹʼ˄ʼʹ$ˁʾʼʻʹ˂ˌʹˁʹʸʱʴʹʵˁʸʵ˄ʻʵʲʹ*(%˂˄˃ʾʻʴʵʲʱ&
26 ʲ&Hˇʵˁˌ˂ʼʱˆ˂ʹʼ˄ʼʹ*.Çr]ʱˆʶ˂ʴʱ˅ʹˆ˂ʹˁʵʲ˄ʻʹ$ˁʾʼʻʹ˂ˌʹˁʹʸʱʴʹʵˁʸʵ˄ʻʵʲʹ*(%˂˄˃ʾʻʴʵʲʱ&
27 -&ʶʵˁ˃ʹʺʱʻ˄ˁʹʵˁʸʵ˄ʻʵʲʹʴʱʵʼʱ˃ʱˑʾˁʹʷʾʽ˃ʱʻ˄ˁˇʵˁˌʷʵʼʱˁːʶʵʽʱˇʹʻʱʺʹ˂ʴʱˎʵˁʹʸ3ˉʵʼʴʵʳʴʱʱˎʹˁʵʸ9\\EYbgj
28 ?ja\daf]k$ˁʱʸʱʿʱ˂˄ˏʹʳʱʵˋʵ˂:ʽʱˍʹʻ˂$˄˅ˁʾʷʾʳʱʴʹʱʼʾʽʱˏ˂ʽʹʱ;,˄ːˁʱˉʹˍʵˁ˃ʹʻʹ%ʴʱˏˁʹʻʾʲʹ˂˅ʾˁʼ˄ʻʹ˂ʳʱʼʾˈʵʽʵʲʹʸ&
74 თავი 3 მიწოდება და მოთხოვნა

უნდა შევნიშნოთ, იმის ნაცვლად, განტოლება დაგვეწერა როგორც P = b – mQ, კლებადო-


ბა უჯრაში A4 წარმოდგენილია უარყოფითი ნიშნით. ორივე გამოცდილება მუშაობს მათემა-
ტიკის გამოყენებით.

Excel Sheet 3.1


Source: Demand Excel App, Single Demand worksheet.

<]eYf\_an]f9,5Ç)(&I )-!5)-( <]eYf\_an]f9,5Ç*-&I )-!5/-


:L?ʼʾʸˏʾʶʽʱ :L?ʼʾʸˏʾʶʽʱ
$26 $26
$24 $24
$22 $22
˅ʱ˂ʹʵˁʸˎʹˆʱʷʵ$ P

˅ʱ˂ʹʵˁʸˎʹˆʱʷʵ$ P
$20 $20
$18 $18
$16 $16
$14 $14
$12 $12
$10 $10
$8 $8
$6 $6
$4 $4
$2 $2
$0 $0
0 25 50 75 100 125 150 175 200 225 250 275 300 0 25 50 75 100 125 150 175 200 225 250 275 300
ˎʹˆʵʲʹ˂ˁʱʾʴʵʽʾʲʱʵˁʸʺʶʹˁʱˉʹQ ˎʹˆʵʲʹ˂ˁʱʾʴʵʽʾʲʱʵˁʸʺʶʹˁʱˉʹQ

ფიგურები Excel Sheet–dan 3.1, A4 უჯრაში ცვლილებებზე მოთხოვნის მგრძნობელობიდან


გამომდინარე

მინუსი ნიშნის გამოუყენებლობის უპირატესობა ის არის, რომ მიწოდების მრუდის მოდე-


ლირება შესაძლებელია C4 უჯრაში მრუდის ზრდის დახრილობის მითითებით. რა თქმა უნდა,
ნიშნები შესაბამისად უნდა დაისვას.
ერთი უპირატესობა, რაც ამოცანის Excel-ში ამოხსნას აქვს, ისაა, რომ გ ნაწილში
ახალი სცენარის გასაანალიზებლად მხოლოდ A4 უჯრის შეცვლაა საჭირო, Excel-ის სექციაში
3.1. (ქვემოთ მოცემული გრაფიკი არის 3.1 სექციიდან A4-ის ახალი მონაცემებით). დამატები-
თი სცენარები შეიძლება გამოითვალოს მონაცემების გადანაცვლებით (in cells A2:A4 and E2 on
Excel Sheet 1).
Excel-ში შესრულებული სამუშაოს გადატანა სხვა პროგრამებში: როდესაც გაქვთ გრა-
ფიკი და გსურთ მისი გამოყენება, მარტივად შეგიძლიათ მისი ჩასმა სხვა პროგრამაში excel-
ში გრაფიკის მონიშვნით და მისი დაკოპირებით. იმისათვის, რომ ფოტო დაკოპირდეს Word
ან PowerPoint-ში, გამოიყენეთ Paste Special, Enhanced Metafile და არა უბრალოდ Paste. ამის
შემდეგ, გრაფიკს შეიძლება შევუცვალოთ ადგილი ან ზომა სურათზე მარჯვენა ღილაკზე
ხელის დაჭერით. ცვლილების შეტანა შეიძლება Size and Format Picture-ით.
აქვე არის მეორე, მსგავსი ამოცანა: წარმატებულმა სარეკლამო კომპანიამ, წინასარეკ-
ლამო დონესთან შედარებით, ნებისმიერ ფასზე BTG მოთხოვნა 25 %-ით გაზარდა. გავაკეთეთ
დაშვება, რომ წინასარეკლამო მოთხოვნა არის ისეთივე, როგორიც იყო მოთხოვნა სცენარის
დროს (200 ჭიქა, ჭიქა 10$-ად იყიდება და თითო დოლარით ფასის ცვლილება ასოცირდება
ერთ კვირაში 20 ჭიქა ცვლილებასთან).
რეკლამის შემდგომი მოთხოვნა გულისხმობს, რომ 250 ჭიქა იყიდება, ერთეული 10$-ად,
თითოეული დოლარით ფასის შეცვლა ასოცირდება 25 ჭიქა – 1 კვირაში ცვლილებასთან ვაჭ-
რობაში. ეს დასტურდება იმით, რომ ორივე მოთხოვნისთვის გვაქვს P გადაკვეთა. Excel-ის
სექცია 3.2 აჩვენებს ამ ნაწილის excel-ში გაანალიზებას.
საბოლოო სცენარი: სცადეთ გააკეთოთ ეს დავალება დამოუკიდებლად უკვე შექმნილ
სამუშაო გვერდზე ან შექმენით მოთხოვნის 2 დოკუმენტი. განიხილეთ ალტერნატიული რეკ-
თავი 3 მიწოდება და მოთხოვნა 75

ლამის შემდგომი სცენარი. 25%-ით მეტი ჭიქის გაყიდვის ნაცვლად ნებისმიერ ფასად თქვენ
შეძლებთ შეინარჩუნოთ იმავე რაოდენობის BTG გაყიდული ჭიქები. შეასწორეთ D2:D4 ახალი
სცენარის მოდელირებისთვის, შემდეგ დააკოპირეთ და გრაფიკი ცარიელ გვერდზე ჩასვით;
დაურთეთ ა და ბ-ს პასუხები:
ა. ზეპირად ახსენით მოთხოვნა ამ შემთხვევაში და შეავსეთ C და D შესაბამისი
მნიშვნელობებით.
რეკლამის შემდგომი მოთხოვნა აჩვენებს, რომ 200 ჭიქა იყიდება, C ფასად ერთი
ჭიქა და თითო დოლარით ფასის ცვლილება უკავშირდება გაყიდვებში D-ჭიქა–1
კვირაში ცვლილებას.
ბ. რა არის რეკლამის შემდგომი მოთხოვნის მრუდის განტოლება დახრილობა-გადა-
კვეთის წერტილის ფორმაში?

A B C D E F G H I
1 *ʼʾʸˏʾʶʽʱ ˁʵʺʻʱʼʱʼʴʵ ˂ˋʵʽʱˁʹ ˁʵʺ&ˉʵʼʴʵʳ BTG ˂ʾˁʹ˂ˋʵʽʱˁʹ
2 ˁʱʾʴʵʽʾʲʱ 200 Q 250 ˁʵʺʻʱʼʱʼʴʵ ˁʵʺʻʱʼʹ˂ˉʵʼʴʵʳ
3 ˅ʱ˂ʹ 10 P in $ 10 $26
$24
4 ˋʶʻʹʻʵʲʱI%ˉʹ –20 ΔQ/ΔP –25
$22
5 ʳʱʽʼʵʾˁʵʲʹʸʹʺʱʻʺ˄ʻʱˋʹʵʲʹ˂ʳʱʺʵʸʵʲʱ&<ʴʱˏˁʹʻʾ%
˅ʱ˂ʹʵˁʸˎʹˆʱʷʵ$ P

$20
6 ʲʹ˂ʱʴʱʸʱʽʱʺʶʵʸʹ˂ʺʱʻʺ˄ʻʱˋʹʱ˄ʽʴʱʳʱʺʵʸʴʵ˂ʼʾʸ% $18
ˏʾʶʽʹ˂ˈʾʶʵʻʹʼˁ˄ʴʹ˂ʸʶʹ˂&ˁʾʴʵ˂ʱˋʳʱʼʾʸʶʻʵʲʹ˂ $16
7
ʵˁʸʹʽʱˍʹʻʹʴʱ˂ˁ˄ʻʴʵʲʱ$ʼʵʾˁʵʴʱʹˍˈʵʲʱ;ghqʴʱ $14
8 HYkl]%ʹ˂ʴʱˏʼʱˁʵʲʱ&ʱʼˉʵʼʸˏʶʵʶʱˉʹʼʾʽʹˉʽʵʸ $12
9 :)*2:),$ʴʱʱˎʹˁʵʸ[ghq%˂$ˉʵʼʴʵʳʴʱʱˎʹˁʵʸ<)* $10
10 ˄ːˁʱ˂ʴʱʴʱʱˎʹˁʵʸHYkl]%˂& $8
$6
11 ?ʳʱʽ˃ʾʻʵʲʱ:)*2:),%˂ʸʶʹ˂ʱˁʹ˂;)*2;),%ˉʹ
$4
12 ʴʱˏˁʹʻʾʲʱ$e –0.05 =1/B4 –0.04 $2
13 Hʸʱʽʱʺʶʵʸʱ$Z $ 20.00 =B3–B6*B2 $ 20.00 $0
0 25 50 75 100 125 150 175 200 225 250 275 300
14 Iʸʱʽʱʺʶʵʸʱ 400 =–B13/B12 500 ˎʹˆʵʲʹ˂ˁʱʾʴʵʽʾʲʱʵˁʸʺʶʹˁʱˉʹQ
15 ʳˁʱ˅ʹʺʹ˂ˉʵˆʼʽʱ&ʵ˂ʶʵˁ˂ʹʱˏʱʷʱʶ˂ˍˁ˅ʵ˂ʲʾʻʾ
16 ˍʵˁ˃ʹʻʵʲ˂ˉʾˁʹ˂)+2),ˁʹʳʵʲˉʹ&ʹˏʹʻʵʸ)%-ˆʶʵʶʹʸ&
17 Q ˁʵʺʻʱʼʱʼʴʵ Q ˁʵʺ&ˉʵʼʴʵʳ
18 0 $ 20 0 $ 20
19 400 $ – 500 $ –
20 )& ʲʾʻʾˍʵˁ˃ʹʻʵʲʹʹ˂ʵʼʾʽʹˉʽʵʸˍʹʽʱ˂ˍʱˁʹʼʾʸˏʾʶʽʹ˂ʼˁ˄ʴʷʵ$ˁʾʳʾˁˋʽʱˊʶʵʽʵʲʹʱ9)/2:)1%ʷʵ$:)+2:),Çʹ˂ʳʱʼʾˈʵʽʵʲʹʸ&
21 *& ˁʵʺʻʱʼʹ˂ˉʵʼʴʳʾʼʹʼʾʸˏʾʶʽʹ˂˂ʱʲʾʻʾʾˍʵˁ˃ʹʻʹ˂ˉʵˆʼʽʹ˂ʸʶʹ˂$ʼʾʽʹˉʽʵʸ9)/2:)1$ʴʱʱˎʹˁʵʸ;ghq%˂$
22 ʴʱʱˎʹˁʵʸ;)/ÇkʴʱHYkl]%k&ʴʱˍʵˁʵʸˁʵʺʻʱʼʹ˂ˉʵʼʴʳʾʼ˄ːˁʱˉʹ<)/ ʵ˂ʺʹʴʵʶʵˁʸʹʼʱʳʱʻʹʸʹʱ$ʸ˄ˁʾʳʾˁ
ʱʺʵʸʵʲ˂ʵˆ˂ʵʻʹʳʱʽʼʵʾˁʵʲʹʸʳʱʼʾʸʶʻʵʲ˂!&
23 +& ʼʾʽʹˉʽʵʸ9)/2:)1$ʴʱʱˎʹˁʵʸAfk]jlÇk$K[Yll]joal`KljYa_`lDaf]kÇk&ʱʼˉʵʼʸˏʶʵʶʱˉʹ$=p[]d%ʹʴʱ˄ˉʶʵʲ˂$ˁʾʼ
24 ʸˆʶʵʽʼʾʽʱˋʵʼʵʲʹʳʱˆʶʸʾˁʹʵʽ˃ʹˁʵʲ˄ʻʹ˂ʶʵ˃ʵʲʹ˂ʼʹˏʵʴʶʹʸ&ˁʵʺʻʱʼʹ˂ˍʹʽʱʼʾʸˏʾʶʽʹ˂ʼˁ˄ʴʹ˂ʼʹ˂ʱˇʵʲʱʴ
ʴʱʱˎʹˁʵʸKoal[`Jgo'[gdmefÇʼʾʽʱˋʵʼʵʲˉʹ$ˁʾʼʵʻʹˋʱʱ;`YjlLggdjaZZgfÇʷʵ&ˋʾ˃ʱˏʽʹʸʴʱ˅ʾˁʼʱ˃ʵʲʱ˂ʽ˄
25
ʼʹʼʱˁʸʱʶʸ&
26 ,& ˂ʱʲʾʻʾʾʼʾʸˏʾʶʽʹ˂ʼʹ˂ʱˇʵʲʱʴʳˁʱ˅ʹʺ˂ʴʱʱˎʹˁʵʸʼʱˁːʶʵʽʱˇʹʻʱʺʹʸʴʱʱʹˁˊʹʵʸK]d][l<YlY&ʴʱʱˎʹˁʵʸ
27 ʴʱʼʱ˃ʵʲʱ˂&=\alK]ja]kʼʵʽʹ˄˂ˉʵʴʵʳʵʲʹʱ&
28 ʱ&ʴʱʱˎʹˁʵʸ<)/ÇkK]ja]kFYe]ʱˁʵˉʹ$@alLYZ&
29 ʲ&ʼʾʽʹˉʽʵʸ;)02;)1K]ja]kPNYdm]ʱˁʵˉʹ$@alLYZ$=fl]j&
30 ʳ&ʴʱʱˎʹˁʵʸ<]d]l]%k ˁʾʼˍʱˉʱʻʾʸ5 )!!&ʼʾʽʹˉʽʵʸ<)02<)1K]ja]kQNYdm]ʱˁʵˉʹ$@alLYZ$=fl]j&
31 -&ʳˁʱ˅ʹʺʹ˂ʴʱ˂ʱ˅ʾˁʼʱ˃ʵʲʻʱʴ$ʴʱʱʼʱ˃ʵʸʹʱˁʻʹˈʵʲʹʴʱʴʱʱʺʾˁʵˆ˃ʹˁʵʸˇʵˁˌʵʲʹʽʱʲʹːʵʲʹ˂ʼ˂ʳʱʶ˂ʱʴ$
32 ˁʾʼʻʵʲʹˋ˄ʺʶʵʳʱʶʱʺʵʸʵʸ*%-%ʼʴʵʼʱˁ˃ʹʶʹʼʾʸˏʾʶʽʹ˂˂ʱʼ˄ˉʱʾʳʶʵˁʴʷʵ ʳʱˁʴʱ+ʲ!&

Excel Sheet 3.2


Source: Demand Excel App, Multiple Demands worksheet

You might also like